გამარჯობათ, პირველ რიგში ამ თემას ვქმნი იმიტომ, რომ ძალიან ხშირი შემთხვევაა, როდესაც ისეთ თემაში სადაც საერთოდ არაა ლაპარაკი თუ ვინ რა მოტოციკლეტით უნდა დაიწყოს ტარება და ა.შ ისმევა კითხვა და თემაც ოფფ-დება.
სათაურიც, ჩემი აზრით შესაბამისი აქვს ამ თემას, ყველაფერი 0-იდან დამწებებისთვის.
პირველ რიგში დავიწყებ ისეთ კითხვებზე პასუხის გაცემით რომელიც ხშირად ისმევა და შევეხები როგორც მართვის მოწმობის აღებას, ასევე საწყის მოტოციკლეტებს და პატარა ტუტორიალებსაც დავდებ.
1) მოტოციკლეტის სატარებლად მჭირდება თუ არა მართვის მოწმობა და თუ მჭირდება რომელი კატეგორია? მოტოციკლეტის სატარებლად საჭიროა გქონდეთ A კატეგორიის მართვის მოწმობა რომელსაც აიღებთ გარკვეული ელემენტებისგან შემდგარი გამოცდის ჩაბარების მერე.
პირველ რიგში თუ გაქვთ ან B ან C კატეგორია, მაშინ თეორიის ჩაბარება აღარ გიწევთ და ეგრევე პრაქტიკულ გამოცდაზე გადიხართ, მხოლოდ დაგჭირდებად "ფსიხო" რომელიც დაახლოებით 30 ლარი ჯდება. ასევე გაითვალისწინეთ რომ "ფსიხოს" ვადა აქვს მხოლოდ 6 თვე.
პრაქტიკულ გამოცდაზე გასვლა ღირს 57 ლარი.
A კატეგორია იყოფა 2 ნაწილად, A1 და A.
A1-ის მართვის მოწმობას იღებს პიროვნება 18 წლიდან (ან 17 ზუსტად არ მახსოვს ) და ამ მართვის მოწმობით მას შეუძლია მხოლოდ 0.125 კუბატურის და მაქსიმუმ 11კვტ- (ანუ 14.74 ცხენის ძალიანი) მოტოციკლეტის ან სკუტერის მართვა.
A კატეგორია - გაიცემა 24 წლიდან, ( ან 21 წლიდან თუ A1 კატეგორიის აგებიდან გასულია 2 წელიწადი) და ამ მართვის მოწმობის მქონე პიროვნებას აქვს უფლება იაროს ნებისმიერი ძრავის მოცულობის მქონიე მოტოციკლეტით (შესაბამისად ცხენის ძალებიც შეუზღუდავია)
ასევე არსებობს მოტოციკლეტი/სკუტერი რომელსაც არ სჭირდება მართვის მოწმობა. ესეთია ნებისმიერი ტრანსპორტი რომლის ძრავის მოცულობა არ აღემატება 0.050 კუბატურას ანუ 50cc
მოკლედ რომ ვთქვა 0-49cc-მდე არ სჭირდება მართვის მოწმობა
50cc-125cc-მდე სჭირდება A1 მართვის მოწმობა
126-cc და მაღლა სჭირდება A კატეგორია.
2) რა ელემენტები უნდა ჩავაბარო რათა მომცენ A1/A კატეგორიის მართვის მოწმობა? დღეს დღეისობით 2ივე კატეგორიის მართვის მოწმობის ასაღებად აბარებთ ერთი და იგივე ელემენტებს.
ესენია :
ა) რვიანი
ბ) ზიგზაგი
გ) საგაბარიტო წრეში მობრუნება
თავიდან ვიწყებთ პირველი სიჩქარით, როგორც კი დავიწყებთ მოძრაობას ფეხებს ვალაგებთ ფეხების დასადებ "ნოჟკებზე" და გამოცდის დამთავრებამდე არ ვდებთ ძირს.
გავივლით ზიგზაგს, შემდეგ შევდივართ ჩიხში და ვატრიალებთ ისე რომ ფეხს არ ვდებთ ძირს და სანამ 8-იანში შევალთ ვრთავთ მეორე სიჩქარეში და შევდივარ იმ მხრიდან საიდანაც ისარია დახატული. როცა გამოვალთ შეიძლება გამომცდელმა თვითონ გითხრათ გააჩერეო, ან მიხვალთ იქ საიდანაც დაიწყეთ.
ამ ყველაფერს თვითონ გამომცდელიც გააკეთებს მაგრამ თუ არ გააკეთა შეგიძლიათ უთხრათ, რომ განახოთ და ერთხელ გააკეთებს თვითონ ყველაფერს.
მე პირადად ვთხოვე რომ სანამ წავალ და დავიწყებ 1-2ჯერ "სცეპლენიას" ადგილზე ვნახავ სად თიშავს რომ ვიცოდეო და პრობლემა არააო, უბრალოდ რომ დაიძვრები და ფეხებს რომ აალაგებ გამოცდა დაწყებულიაო.
ეს გამომცდელზეა დამოკიდებული და შეიძლება სხვამ არ მოგცეთ უფლება, მე მაგას ვერ გეტყვით.
სურათზეც წერია და აქაც დავწერ, შავი X-ით აღნიშნულია ის ადგილი სადაც ვრთავთ მეორე სიჩქარეში.
3) მინდა მოტოციკლეტის სწავლა რას მირჩევთ, რომელი მოტოციკლეტით სჯობს დაწყება, აი ის მომწონს, პლასმასები რომ აქვს და 300მდე რომ ადის და ა.შ ესეთებზე პასუხი პირველ რიგში ძალიან კარგია რომ გინდათ, მაგრამ ისიც უნდა იცოდეთ და მე ყველას ამას ვეუბნები, რომ არსებობენ ბაიკერები რომლებსაც უკვე მოუვიდათ "ჩეპე" და არსებობენ ბაიკერები რომლებსაც მოუვათ "ჩეპე". აქ არ იგულისხმება რომ აუცილებლად ასაწყობი გახდებით, მაგრამ ეს ესეა, მითუმეტეს საქართველოში და ჩვენ გზების + მძღოლების ხელში.
რაც შეეხება პირველ მოტოციკლეტს, იცოდეთ რომ ის აუცილებლად დაგივარდებათ. ამით აუცილებელია "დუგების" დაყენება პირველ მოტოციკლეტზე ან ისეთის ყიდვა რომელსაც დუგები აქვს უკვე დაყენებული, რათა დავარდნის დროს მოტოციკლეტი დაწვეს სპეცალურად დამზადებულ დუგაზე და არ დაზიანდეს ისეთი ნაწილები როგორიცაა ძრავის "კრიშკა" ან პლასმასები. პირადი გამოცდილებიდან ვიტყვი რომ მე დავიწყე 1993 წლის Suzuki GS500E-თი რომელიც დღემდე ხარივით მოტოციკლეტია და ჩვენს თანამოძმეს ჰყავს. მშვენივრად მასწავლა , არც ფიცხი არ იყო და ბევრ რამესაც მპატიობდა.
ბევრი რამეა დამოკიდებული თქვენზე, შეიძლება ადამიანმა 250 კუბიანითაც რაიმე მოიწიო, მაგრამ აუცილებლად აკონტროლეთ თქვენი თავი და დაკვირვებით მოუსმინეთ თქვენზე გამოცდილებს და+ უყურეთ იმ ვიდეოებს რაც მე დავდე.
ჩემი აზრით კარგებია :
Suzuki GS500E
Honda CB500
Kawasaki ER5
ასევე თუ "სპორტის" მუღამი გაქვთ შეგიძლიათ დაიწყოთ შემდეგი მოდელებით :
Honda CBR125 ან CRB250
Honda NSR125 <-- ეს 2 ტაქქიანია.
Honda CB250
თუ გინდათ სპორტული მაგრამ მართვის მოწმობის გარეშე რომ იაროთ :
Aprilia RS50
სხვა დანარჩენზე ჩემზე ბევრად გამოცდილი ბაიკერები დაწერენ კომენტარებში.
კიდევ ერთხელ გეტყვით რომ არ არის აუცილებელი/სასურველი ახალი მოტოციკლეტით დაწყება.
რათქმაუნდა, საქმე-საქმეზე რომ მიდგეს შეძლებთ 2014 წლის "ლიტროვკით" დაწყებას მაგრამ ძალიან ბევრ შეცდომას დაუშვებთ თავიდან, და როგორც თქვენ ვერ ისწავლით კარგად, შეიძლება რამეც მოიწიოთ, გარშემო მყოფებსაც შეუქმნათ პრობლემები და მოტოციკლეტიც გადასაგდები გაგიხდეთ. კიდევ ერთხელ ვამბობ ზემოთ ნახსენები მოდელები არის ჩემი აზრით და სხვა ბევრიც დამეთანხმება ამაში იდეალური პირველი მოტოციკლეტები.
P.S. გაითვალისწინეთ A1 ით შეგიძლია ისარგებლოთ 125 მოცულობის მქონე მოტოციკლეტით, A- კატეგორით კი ნებისმიერით.
4) 1500$ ად ვნახე 2014 წლის მოტოციკლეტი და კარგია? ჩათვალეთ რომ თქვენ გადააწყდით ისეთ მოტოციკლეტს რომელიც პირდაპირ ამართლებს გამოთქმას: "თვალი ჭამს და თვალი სვავსო", ლამაზია, სპორტულის ვიზუალი აქვს, ლამაზი პლასმასები აქვს და ა.შ მაგრამ ეს არის ჩინური მოტოციკლეტი.
მეც და ბევრი თანაფორუმელი დამეთანხმება რომ ჩინური მოტოციკლეტი არის ტანჯვა. არ ვიძახი სულ ყველაზე, შეიძლება 100 მოტოციკლეტიდან მართლაც 1 ცალი გამოერიოს რომელსაც პრობლემები არ აქვს რადგან, დადიან 60ით, არ აგაზავებენ და ა.შ მაგრამ მასაც დროთა განმავლობაში უჩნდება პრობლემები. ეს ის მოტოციკლეტია რომელიც 1 კვირა ხელოსანთანაა და 1 დღე თქვენთან. ბევრს გაგვიგონია და გვინახავს თუ როგორ აგინებენ ამ მოტოციკლეტს, მის მომგონს და ა.შ მაგრამ არის ხალხი ვინც მაინც ყიდულობს რადგან როგორც ზემოთ ავღნიშნე "თვალი ჭამს და თვალი სვავსო" მაგრამ ჩემი რჩევა იქნება რომ არ გაეკაროთ მას. სჯობს ძველი და ორიგინალი ვიდრე 0 გარბენით და ახალი ჩინური.
ბოლოსდაბოლოს ქარხნიდან გამოშვებული მოტოციკლეტი, ჩამოდის საქართველოში, რაღაცნაირად ნბაჟდება და იყიდება 1500$, ე.ი რაოდენ დაბალი აქვს თვითღირებულება მოტოციკლეტს როცა საქართველოში უკვე 1500$ად იყიდება. და შესაბამისად ხარისხიც ძალიან დაბალია, მე არ გირჩევთ. ბოლოსდაბოლოს ყიდვისას თვითონ გამყიდველი გეტყვით 500 კილომეტრს რომ გაივლი მოდი ბოლტებს გადავუჭიროო
5) სანამ ვიყიდი მოტოციკლეტს მინდა პრაქტიკული მეცადინეობები ჯერ ჯერობით ამერიკის საელჩოსთან არის მხოლოდ ეს სერვისი , ზუსტად ის ჰყავთ რითაც გამოცდას აბარებთ და თუ არ ვცდები 1 საათი 25 ლარი ღირს. დათო ქვია პიროვნებას, ვინც ასწავლის.
ტელ : 2-35-92-87; 599 50 11 70
+ ბონუსი
აქვე დავდებ რამოდენიმე საინტერესო ვიდეოს საიდანაც ელემენტარული წარმოდგენა შეგექმნებათ თუ რა როგორ ხდება და ა.შ და ბოლო ვიდეო იქნება უკვე იმ პიროვნებებისთვის ვისაც ცოტა მეტის სწავლა უნდათ ვიდრე დაძვრა და გაჩერებაა.
ერთ ერთი ყველაზე ხშირად ნახვადი ვიდეო დამწყები ბაიკერებისთვის
მშვენიერი ვიდეოა, ყველაფერს მოიცავს და + ძალიან კარგად აქვს გადაღება, პირველი 10 წამი საშინელი ხარისხია
ასე ვთქვათ Level 2 ვიდეო, სადაც ახსნილია მოხვევა როგორც დაბალ სიჩქარეზე ასევე მაღალ სიჩქარეზეც.
დაპირებული ვიდეო რომელიც განკუთვნილია შემდგომი დონის რაიდერებისთვის
P.S. მადლობა Jonatahn_smith-ს ამ ვიდეოს გადათარგმნისთვის.
This post has been edited by IRINKA_IRINKA on 1 Oct 2014, 18:51