4 დღის წინ ვურეკავდი მეორე ნახევარს და ლაპარაკობდა მობილურზე, რომ აიღო მითხრა თანამშრომელ კაცს ელეპარაკებოდა .მაგ დროს ეგრევე მომესვა ვიღაც გოგოს ხმა, კი ვიფიქრე ჩაერთო ალბათ და რატომღაც გავაგრძელე საუბარი.. ვილაპარაკეთ 2 წუთი და მერე მესმის იმ გოგოს ხმა-რა სასაცილოები ხართ ნეტავ იცოდეთო. ორივეს გაგვიკვირდა, ვინ ჩაერთო თქო ვიკითხე მერე გაითიშა და ისევ დაკავება ქონდა) აი მანდ უკვე გავჭედე , ვიფიქრე ვიღაცას რაღაცას უხსნის( ვიფიქრე შემთხვევით გააერთიანა ზარები. რომ აიღო მერე ყურმილი თქვა ისევ თანამშრომელს ელაპარაკებოდა(არა და მართლა ბევრს ლაპარაკობს ის კაცი და ხშირად ურეკავს). დავიწყე ჩხუბი, ყვირილი მეთქვი ვინ იყო(მაგ დროს გოგოები მყავდნენ, დაქალები). მოდი მანახე თქო და მოვალო სამსახურს რომ მოვრჩებიო, მაგრამ არ ვიცი ჩემი უხეშობის გამო შეიგინა მერე და არ განახებო) ყველაფერი წაშალა როგორც თქვა მერე. ის კი მეუბნება , რომ არ ვენდობი. ეჭვიანი ვარ და ა.შ, მაგრამ ვერ წარმოიდგენთ როგორ ვინერვიულე) ტელეფონით კი დავლეწე. თუ შეგიძლიათ გამიზიარეთ თქვენი გამოცდილება ჩართვებთან დაკავშირებით ( ისიც მესმის ნდობა თუ არ მქონდა, სულ 100 კაცს იგივე რომ მოუვიდეს მაინც შეიძლება ვიფიქრო რომ ზარები გაერთიანდა ჩემს შემთხვევაში, მაგრამ თქვენი გამოცდილებაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის
მადლობა