მოკლედ დავწერ მაინც და გეტყვით იმას, რომ არასწორად მსჯელობთ.
მაგთის, ჯეოსელს, ბილაინს და ა.შ ყველას აქვს ერთი ინტერესი.
ეს ინტერესი კი არის ის, რომ მეტი ფული ამოიღონ.
10მბ/წ 27 ლარად კი არა 47 ლარადაც მოგყიდიან.
და ამისთვის ვერ გააკრიტიკებ მათ. რატომ? იმიტომ რომ ეს არის კომერციული კომპანია და
მას ყოვლეთვის იმედი აქვს რომ გამდიდრდბა. მარკეტინგში და ვაჭრობაში არაა მცნება "მუცელი გაძღა",
"ხალხს უჭირს" და ა.შ ასე რომ მათ ნუ აგინებთ, წყევლით და ა.შ
მაშ რა უნდა ქნათ?
გყავთ კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია. ადექით და დაწერეთ რამე.
მოაწერეთ ხელი ათასობით ადამიანმა. თუ არ გაითვალისწინებენ, იქვე თქვით, რომ ასე და ასე ვიზამთ.
გავიფიცებით ან რამე და ეგაა. ყველაფერი ჩადგება თავის კალაპოტში.
მაგთი, ჯეოსელი და ა.შ არ დაარსებულა თქვენ ფულით, არც თქვენი შრომა დევს ამ კომპანიებში და
თქვენ ვერ უკარნახებთ რა დროს რას, რამდენი ფასი დაადონ. არაა ეგ სწორი მიდგომა. რადგან არაა თქვენს კუთვნილებაში.
და არც სახალხო რამე ორგანიზაციაა, რომ როგორც მოქალაქის აზრი გაითვალისწინოს.
რაც შეეხება მარეგულირებელ კომისიას, ის არის მთავრობის მიერ დასმული ხალხი.
პრაქტიკულად მთავრობა არის კომუნიკაციების.
ამ მთავრობას, კი მოსახლეობა ირჩევს და სრული უფლება გაქვთ მთავრობას მოთხოვოთ, რომ
გააკონტროლოს ამ კომპანიების ტარიფები.
როცა მთავრობა მოთხოვს მათ რამეს, ისინი კანონმდებლობით ვალდებულნი არიან,
რომ მიიღონ ეს და გაატარონ.
ასე თქვენც გეშველებათ, ქვეყანასაც და ამდენი გინება და წერა არ მოგიწევთ.
სხვა შანსი არ გაქვთ დაიმახსოვრეთ ეს და დიდი ბოდიში, მაგრამ ტყუილად ნუ ყეფთ .
თუ ყეფას დაიწყებ, კბენაც უნდა იცოდე. თუ არადა დაანებე თავი ტყუილად აფერისტობას
This post has been edited by ITSystems on 28 Nov 2017, 00:50