ჩატემის კუნძულების წივწივა იყო
ტრავერსის ერთ-ერთი პირველი აღმოჩენა, რომელმაც 1871 წელს პირველად ეწვია ჩატემის კუნძულებს. დაჭერილი ეგზემპლარები, შემდგომი შესწავლისთვის მან
უოლტერ ბულერს გამოუგზავნა - ახალზელანდიურ ადვოკატს, ნატურასლიტს და ორნიტოლოგს, რომელმაც თავის მხრივ ფრინველს მეცნიერული სახელი მისი პირველაღმომჩენის პატივსაცემად მიანიჭა -
Petroica traversi. ’’ეს ფრინველი მხოლოდ კუნძულ მანგარეზე შემხვდა, სადაც იშვიათობას ნამდვილად არ წარმოადგენს”, წერს ტრავერსი თავის ერთ-ერთ დღიურში,
”ის აბსოლუტურად უშიშარია, ქცევებით კი თავის ნათესავებს მაგონებს - Miro australis და Miro longipes დღესდღეობით ეს 2 ფრინველი სამხრეთის კუნძულის წივწივას (Petroica asutralis) და ჩრდილო კუნძულის წივწივას Petroica longipes სახელებით არიან ცნობილი).
გარდა ამისა, ისინი ძალიან დიდ აგრესიას გამოხატავენ Anthoris melanocephala-ს მიმართ, რომელსაც შეხვედრისთანავე მომენტალურად თავს ესხმის (შენიშვნა: Anthoris melanocephala ჩვენ დრომდე ვერ მიაღწია და ჯერ კიდევ შორეულ 1906 წელს გადაშენდა.).ჩატემის კუნძულების წივწივა გვხდება ჩატემის კუნძულების სამხრეთ სანაპიროზე - არქიპელაგი წყნარ ოკეანეში, რომელიც ახალი ზელანდიიდან დაახლოებით 680 კმ-ით სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარეობს და იმყოფება განსხვავებულ სასაათო სარტყელში (+12:45). ერთის მხრივ მის უახლოეს ნათესავად
ახალზელანდიური წივწივა (Petroica australis) არის მიჩნეული, მაგრამ მეორე მხრივ, მატერიკზე მობინადრე ნათესავებისგან განსხვავებით საკმაოდ ცუდად დაფრინავენ. ამის მიზეზი არის ევოლუცია ისეთ კუნძულებზე, სადაც ბუნებრივი მტრები არ ჰყავდათ. რომ არა რამოდენიმე კეთილი ადამიანის თავდაუზოგავი შრომა, ამ თვისების გამო ეს წივწივები დღეს აღარ იარსებებდნენ.
ახალი ზელანდიის კუნძულებზე ინტროდუცირებულმა ვირთხებმა, კატებმა და სხვა ცხოველებმა 1980 წლისთვის პირწმინდად გადააშენეს ჩანტემის წივწივა მთავარი კუნძულიდან. გადარჩა მხოლოდ 5 ფრინველი
კუნძულ მცირე მანგერეზე (3 დედალი და 2 მამალი), რომლებიც გადაშენებას გარემოს დაცვის ჯგუფმა გადაარჩინამ
დონალდ მერტონით სათავეში. ასევე უდიდესი წვლილი შეიტანა
”ბებერმა ლურჯამ” – მასე დაარქვეს 3 შემორჩენილი დედლიდან ერთერთს, რომელსაც ჯერ კიდევ შეეძლო გამრავლება. დაჭერილი ფრინველები მანგერეს კუნძულზე იყვნენ გადაყვანილი, სადაც მეცნიერებმა ჩანტემის კუნძულების წივწივას გადარჩენის შემუშავებული პროგრამა აღსრულებაში მოიყვანეს. შემორჩენილი დედალის (ხოლო შემდგომში მიღებული დედლების) რეპროდუქციის გაზრდის მიზნით, მეცნიერებს ყოველი მეორე კვერცხის დება გადაჰქონდათ
მაორული წივწივას (Petroica macrocephala) ბუდეში, რომელიც ერთნაირი წარმატებით ზრდიდა როგორც თავის ასევე მიგდებულ ბარტყებს. მოტყუებული დედალი ხელმეორედ დებდა კვერცხებს, ამ რიგად მცირე ინტვერვალის განმავლობაში იჩეკებოდა და იზრდებოდა ჩატემის კუნძულების წივწივას 2 თაობა. დღესდღეობით ჩატემის კუნძულებზე ბინადრობს დაახლოებით 250 ფრინველი, რომელთაგან უკლებლივ ყველა ლეგენდარული ”ბებერი ლურჯა”-ს შთამომავალია. თავიდან გადარჩენის პროგრამაში მონაწილე ხალხს ეშინოდათ, რომ ინბრიდინგის (ახლონათესაური შეჯვარება) შედეგად, შემცირდეობა მომავალი პოპულაციის გენოფონდი, რაც შემდგომში უარყოფით შედეგს იქონიებდა (მაგალითად სუსტი იმუნიტეტი, ანომალიების მქონე შემდგომი თაობა და ა.შ.). მაგრამ საბედნიეროდ მათი შიში არ გამართლდა.
ბოლო კვლევებიდან გაირკვა, რომ ჩატემის კუნძულების წივწივას სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა დაახლოებით 4 წელს შეადგენს, თუმცა 6-9 წლის ინდივიდებიც გვხდებიან. რეკორდული მაჩვენებელი ეკუთვნის ”ბებერ ლურჯა”-ს, რომელმაც 14 წელი იცხოვრა! ნამდვილადაც, მისი მოვალეობა თავისი სახეობის გადარჩენა იყო!
საკვების ძირითად რაციონს შეადგენენ მწერები, ჭიაყელები და სხვადასხვა მცირე ზომის უხერხემლო ორგანიზმები. თვითონ ფრინველები ზომით არ აღემატებიან ბეღურას, როგორც წესი დედალი მამალზე მომცრო ზომის არის. გამრავლების სეზონის დროს, რომელიც სექტემბერში გაიმართება, 2 წლის ან უფრო დიდი ასაკის დედლები ხის ფუღუროებში ბუდეს კეთებას იწყებენ, რომელიც მიწიდან დაახლოებით 2-3 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. ბუდეს მოწყობის შემდეგ, დედალი 1-3 იასამნისფერ კოპლებიან კრემისფერ კვერცხს დებს, რომლებსაც 18 დღის განმავლობაში კრუხობს მარტო, მამალი კი მას უვლის - აჭმებს, ასმევს და იცავს. გამოჩეკილ ბარტყებს ზრდის ორივე მშობელი. 23 დღის შემდეგ, მოზარდები ბუდეს ტოვებენ. მათ ჯერ ფრენა არ შეუძლიათ და მიწაზე უბრალოდ ჩამოხტებიან არც თუ ისე დიდ სიმაღლეზე განლაგებული ბუდიდან. თუმცა ბუდეს დატოვების შემდეგაც კი, სანამ მოზარდებს 65 დღე არ შეუსრულდებათ, მშობლები მათ კვებას და მოვლას განაგრძობენ. არც ერთი ბეღურას ზომის ფრინველი არ უვლის თავის შთამომავლობას ასეთი ხანგრძილივი დროის განმავლბოაში.
This post has been edited by Jaguar paw on 2 Apr 2013, 08:33