forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
Pages: (4) « პირველი ... 2 3 [4]   ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> ლიტერატურა, რელიგიებზე
marimari11
Was mich nicht umbringt, macht mich stärker


*******
ჯგუფი: Moderators
წერილები: 19834
წევრი No.: 162755
რეგისტრ.: 2-March 13

გამოგზავნილია: 25 May 2018, 01:37  #52775311      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
"და შეასრულებს გამოსყიდვის წესს აარონი მის რქებზე წელიწადში ერთხელ. ცოდვის გამოსასყიდი სისხლით წელიწადში ერთხელ გამოისყიდის მასზე თაობიდან თაობამდე. წმიდათა წმიდა არის ეს უფლისათვის."

აქ რა იგულისხმება ვერ გავიგე

გამოსვლა 30:14-16

"ყველამ, ვინც გაივლის აღრიცხვას, 20 წლიდან და ზევით, მიართვას შესაწირავი უფალს.
მდიდარმა არ გადაამეტოს და ღარიბმა არ დააკლოს ნახევარ შეკელს, რასაც სწირავთ უფალს თქვენი სულების გამოსასყიდად.
აკრიფე გამოსასყიდი ვერცხლი ისრაელიანთაგან და მიეცი ის საკრებულო კარვის სამსახურისათვის. და ეს იქნება ისრაელიანთათვის სამახსოვროდ უფლის წინაშე თქვენი სულების გამოსასყიდად."

აი აქ დაიწყო ჩვენი უბედურება biggrin.gif
* * *
B.I.G.PAPPA
ნუ მასპოილერებ lol.gif lol.gif მაცადე
* * *
გამოსვლა 32:2-5

"და უთხრა მათ აარონმა: „ჩამოხსენით ოქროს საყურეები თქვენს ცოლებს, ვაჟებსა და ასულებს და მოიტანეთ ჩემთან.“
და ჩამოიხსნა მთელმა ხალხმა ოქროს საყურეები ყურებიდან, და მიუტანეს აარონს.
გამოართვა აარონმა და გააკეთა მისგან ჩამოსხმული ხბო, და გამოკვეთა იგი საჭრეთლით. და მათ თქვეს: „ესაა ღმერთი შენი, ისრაელო, რომელმაც ამოგიყვანა შენ ეგვიპტიდან!“
როცა დაინახა აარონმა ეს, ააშენა სამსხვერპლო ხბოს წინ, და თქვა აარონმა: „უფლის დღესასწაულია ხვალ!“

ეს რატომ იკადრა აარონმა? facepalm.gif

* * *
გამოსვლა 32:9-14

"და უთხრა უფალმა მოსეს: „ვხედავ მე ამ ხალხს და ჯიუტია იგი.
ახლა მიმიშვი, რათა აინთოს ჩემი რისხვა მათზე და მოვსპო ისინი, შემდეგ კი გაქცევ შენ დიდ ხალხად.“
და ევედრა მოსე უფალს, თავის ღმერთს, და უთხრა: „რად უნდა აღეგზნოს შენი რისხვა შენს ხალხზე, რომელიც ეგვიპტიდან დიდი ძალითა და ძლიერი ხელით გამოიყვანე?
რად უნდა ათქმევინო ეგვიპტეს, დასაღუპავად გაიყვანაო ისინი, რომ მთებში ამოეხოცა და მიწის პირიდან აღეგავაო. დაიცხრე რისხვა და გადაიფიქრე ამ ხალხის დაღუპვა.
გაიხსენე აბრაამი, ისააკი და ისრაელი, შენი მსახურნი, რომელთაც შეჰფიცე შენი თავით და უთხარი: ცის ვარსკვლავებივით გაგიმრავლებთ შთამომავლობას და მივცემ მთელს ამ აღთქმულ მიწას თქვენს შთამომავლობას, რომ საუკუნოდ დაიმკვიდრონ.“
და გადაიფიქრა უფალმა ბოროტების გაკეთება, რომელზეც თქვა, რომ დაატეხდა თავის ხალხს."

ამ მომენტში ღმერთი რა ადამიანურია :დ უცებ გაცეცხლდა და ადამიანმა გაახსენა თავისივე დადებული პირობა.აუხსნა ხალხი რატომ არ უნდა გაეწყვიტა

This post has been edited by marimari11 on 25 May 2018, 01:56


--------------------
მაკონდოში წვიმს

Sometimes there is so much beauty in the world, I feel like I can't take it, and my heart is just going to cave in
B.I.G.PAPPA
ალადინის ლამპარი


*****
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 1011
წევრი No.: 242652
რეგისტრ.: 7-May 18

გამოგზავნილია: 25 May 2018, 01:57  #52775347      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ახლა აღთქმაზე მინდა ვიკითხო
როდესაც ამბობენ იესო ეწამა ჩვენი ცოდვების გამო და ღმერთმა თავის მხოლოდშობილი ძე შეწირა და გაიმეტა ჩვენთვის
სად არის აქ შეწირვა ? biggrin.gif აი,ვიმსჯელოთ იესომ ხომ იცოდა რომ არ მოკვდებოდა ? კაი მისი ადამიანური ბუნება მოკვდებოდა,მაგრამ
ისე წავიდოდა და თავის ადგილს დაუბუნდებოდა სად არის აქ მსხვერპლი?
დღეს რომ მოვიდეს ვიღაცა და გითხრას 3 დღე ეწამები მაგრად,მაგრმა მერე ისეთი პოპულარული გახდები რომ შენგან დაიწყება
დროსი ათვლა და საუკუნებს გაუძლებს შენი სახელი...არ დათახმდებით ? ეგ არის მსხვერპლ როდესაც იცი,რომ უფრო საკაიფო ადგილას მიდიხარ
და მაგარ სახელს ტოვებ ? lol.gif ამას გადაგვაყოლა ამდენი საუკუნე...

10 მცნებას დავაკვირდეთ :დ პირველი მცნება,მეორე და მეამე არის საკუღაირ თავის განდიდება...
შემდეგი მცნებებში ახალი არაფერი თქმულა...ადამიანის მოკვლა უმიზეზოდ ეგვიპტეშიც იკრძლაებოდა და სასჯელი იყო...
მრუშობასაც არავინ იწონებდა და არც მოპარვას up.gif

ამხელა ღმერთმა სხვა ვერაფერი მოიფიქრა...

ბიბლიაში ღმერთის ფსიქოლოგიური პოტრეტი არფრით განსხვავდება ადამინსიგან....
მას სურს რომ განადიდონ,კაონებს თივთონ ადგენს და არღვევს შენ არ გაქ უფლება ხმა ამოიღო,შიშით აიძულებს უყვარდენ....
მარტობის ეშინა...ყოველთვის ეძებს სიყვარულის ობიექტს...როდესაც მის იდეებს და შეხედულებებს არ ითვალისწინებენ სასტიკად სჯის...
ვისაც უნდა იმას დააწინაურებს და დააქვეითებს...
ეგოიზმი,მიკერძოვება,სიბრაზე....აი ყველა ის შტრიხი რაც ღმერთის პოტრეტს გვიხატავს
marimari11
Was mich nicht umbringt, macht mich stärker


*******
ჯგუფი: Moderators
წერილები: 19834
წევრი No.: 162755
რეგისტრ.: 2-March 13

გამოგზავნილია: 25 May 2018, 02:02  #52775359      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
და უთხრა მათ: „ასე ამბობს უფალი, ისრაელის ღმერთი: მახვილი შეიბას ყველამ, მოიარეთ ბანაკი კარიბჭიდან კარიბჭემდე და მოკალით ძმამ ძმა, მეგობარმა მეგობარი, ნათესავმა ნათესავი.“
მოსეს სიტყვისამებრ მოიქცნენ ლევიანები, 3 ათასამდე კაცი გაწყდა იმ დღეს.
და უთხრა მათ მოსემ: „ხელი აივსეთ დღეს უფლისათვის, რადგან თითოეულმა თავის ძეზე და ძმაზე აღმართა ხელი და მოგენიჭებათ დღეს კურთხევა.“

ისევ სიკვდილი...მკვლელობა , სისხლის ღვრა help.gif

"მეორე დღეს უთხრა მოსემ ხალხს: „დიდი ცოდვა გაქვთ ჩადენილი. ახლა ავალ უფალთან, ვინძლო გამოვისყიდო თქვენი ცოდვა.“
ეს რომ წავიკითხე მეგონა 3000 ადამიანი რომ მოკლეს მაგ ცოდვას გულისხმობდა.მაგრამ ბოდიში biggrin.gif
"და გაბრუნდა მოსე უფალთან, და უთხრა: „დიდი ცოდვა ჩაიდინა ამ ხალხმა: გაიკეთეს ოქროს ღმერთი"

ეს გამოსვლა 32 რანაირი თავია user.gif ყველაფერმა აღმაშფოთა

"მე აღარ ვივლი თქვენთან ერთად, რადგან ჯიუტი ხალხი ხართ და, რომ არ მოგსპო გზაში.“
ღმერთმა თქვენი ნერვები აღარ მაქვსო :დ

This post has been edited by marimari11 on 25 May 2018, 02:05
B.I.G.PAPPA
ალადინის ლამპარი


*****
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 1011
წევრი No.: 242652
რეგისტრ.: 7-May 18

გამოგზავნილია: 25 May 2018, 02:04  #52775364      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ქართველი მოსე ადის მთაზე და ეუბნება უფალი

-დიდი ცოდვა აქვს ერსა შენსა
-მოსე ვიცი 41 არ უნდა შემოგვეხაზა lol.gif
* * *
user posted image

ენოქის წიგნია

საინტერესო up.gif


Heart_of_Darkness
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1194
წევრი No.: 224038
რეგისტრ.: 16-September 16

გამოგზავნილია: 25 May 2018, 15:49  #52777937      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
marimari11
QUOTE (marimari11 @ 25 May 2018, 00:21 )
ჩვენ თუ ახალსაც ვაღიარებთ და ძველსაც რატომ უნდა დაიწყო ახლით? ღმერთი ხომ იქაც ღმერთია და აქაც. წარმოდგენა ორივეთი უნდა შეიქმნა, ჩემი აზრით

ალბათ, იმიტომ რომ ,,ახალ აღთქმაში" უფრო იპოვი იმ ღირებულებებს, რაც ქრისტიანობის არსს ქმნის.
,,ძველი აღთქმა" კი კონკრეტული ერის მითოლოგიზებული წარსულია.
მოსეს ღმერთი განსხვავდება იესოს ღმერთისგან. ძველ აღთქმაში ღმერთი ტომობრივია, მარტო ებრაელებისაა :)
,,ახალ აღთქმაში" კი ღმერთი უნივერსალური ხდება. მე მანდ ყველაზე მეტად სამარიელი ქალის იგავი მომწონს.
კარგად ჩანს, თუ როგორ გამოდის ამ იგავში ღმერთი ,,ებრაელთა ღმერთის" საზღვრიდან. თანაც ქალების როლიც იცვლება.
იესო სამარიელ ქალს ელაპარაკება როგორც თანასწორს. გენდერული სტერეოტიპების ჩარჩოებს არღვევს :D
იესო უფრო საინტერესო პერსონაჟია, ვიდრე მოსე, აარონი და ა.შ.
თან ,,ბიბლია" უამრავი სხვადასხვა იგავის ნაკრებია. არ არის გასარკვევი, რომ ღმერთი ეკლექტურია.
ყველა ავტორი თავის იგავში განსხვავებულ წარმოდგენას აყალიბებდა ღმერთზე, თავის ანთროპომორფულ თვისებებს მიაწერდა.
ამიტომაც ,ძველ აღთქმაში" ღმერთი ხან ბრაზდება, ხან სჯის და ხანაც თავის რჩეულ ხალხს უნაწყენდება და აიგნორებს :)
რა პრობლემაც იყო სოციუმში ისეთ იგავს წერდნენ.
ჩემთვის, ,,ძველი აღთქმა" იმდროინდელი სამყაროს სოციალური თუ კულტურული ტენდენციების და ცხოვრების წესის ერთგვარი ლაკმუსია.

B.I.G.PAPPA
ლეო ტაქსილის შემოკლებული ვერსია დაგვიწერე :D


--------------------
Looking through the glass
B.I.G.PAPPA
ალადინის ლამპარი


*****
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 1011
წევრი No.: 242652
რეგისტრ.: 7-May 18

გამოგზავნილია: 25 May 2018, 15:58  #52777994      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Heart_of_Darkness
მაგარი კაცი იყო ლეო
საბჭოეთში მაგის წიგნები მაგრად იყიდებოდა boli.gif

ბაბუაჩემს ჰქონდა ბიბლიოთეკაში ბევრი

ძველი აღთქმის ღმერთი და იესო ქრისტაინული სწავლების მიხედვით ერთი და იგივე პიროვნება up.gif

5წლის ვიყავი პირველად ტაძარში ფეხი რომ შევადგი ქაშვეთის ეკლესიაში მოხდა ეგ ამბავი...
დაჟე მახსოვს კიდეც...
სანთლები იიდებოდა გარეთ და ქლი ყიდა შავებში ჩაცმული 9აპრილს დაკარგული ყავდა შვილი

ეგ მომენტი აიღბეჭდა ჩემს ცნობიერებაში...

იმის მერე ტაძარში სულ დავდიოდი....

20 წლამდე

როდესაც კითხვები მიჩნდებოდა პასხუი იყო შემდეგი
უფლის გზა შეუცნბელია არს კაცთათვის

Heart_of_Darkness
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1194
წევრი No.: 224038
რეგისტრ.: 16-September 16

გამოგზავნილია: 25 May 2018, 16:15  #52778084      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
B.I.G.PAPPA
კი, ჩვენც ბიბლიოთეკაში რამდენიმე ეგზემპლარი გვქონდა.
მე ,,სახალისო ბიბლიაზე" მეტად, თინეიჯერობაში, ,,წმინდა ბუნაგის" კითხვით ვერთობოდი biggrin.gif
,,სახალისო ბიბლია" ვერ ქაჩავდა, მაინცდამაინც. ჩემთვის, დღესაც, ,,ბიბლიის" გაშარჟების, ნაძალადევი მცდელობა უფროა.
საერთოდ, ძველი სამყაროს შეფასება, ახლანდელი სამყაროს ცნებებით (ინცესტის არ იყოს) და ამდროინდელი მორალური წარმოდგენებით, არ მიმაჩნია, მაინცდამაინც, გამართულად.
ძველი აღთქმის დროინდელ ებრაელებზე რომ ვსაუბრობთ, დიდი ჯგუფი კი არ უნდა წარმოვიდგინოთ, არამედ, მცირე ჯგუფი, რომელიც გადარჩენისთვის იბრძვის.
ერის გადარჩენის გზა, ახალი თაობის კვლავწარმოებაშია, ამიტომაც დასაკარგი ქალი არ იყო smile.gif
და იყო თუ შვილი დიდი მნიშვნელობა აღარ ქონდა, ისეთ დიდ მისიასთან შედარებით, როგორც ერის გადარჩენა იყო.

QUOTE (B.I.G.PAPPA @ 25 May 2018, 15:58 )
მაგარი კაცი იყო ლეო

მაგაში ვერ დაგეთანხმები. ერთი რიგითი, ფულზე მონადირე, გაიძვერა იყო, რომელმაც ,,ხელის მოსათბობად" იმ დროიისთვის ეპატაჟური ნიშა შეარჩია.
B.I.G.PAPPA
ალადინის ლამპარი


*****
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 1011
წევრი No.: 242652
რეგისტრ.: 7-May 18

გამოგზავნილია: 25 May 2018, 16:28  #52778153      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Heart_of_Darkness
საქმე იმაშია რომ ბიბლია არა უბრალოდ წიგნი მაგ წიგნის საშვალებით უკითხავენ მორალს up.gif

ნებისმიერ დროში არ არის გამრთლებული ინცესი,გენოციდი და პედოფილია...

დღესაც ხდება გენოციდი,დღესაც ხდება პედოფილის ფაქტები...ინცესზე რომ აღარაფერ ვთქვათ,მაგრამ
მაგ ხალხს ნამდვილად არ უწოდებნე რჩეულებს up.gif

ძველი რომი იყო ეს თუ ეგვიპტე გენოციდი იყო უკიდურესი ფორმა...
რომაელებმა ყველაზე ცნობილი გენოციდი კართაგენს მოუწყო,მაგრამ ბოლომდე არც კართაგენში მომხდარა გენოციდი...
ყოველ შემთხვევაში რელიგიური მოტივებით ამას არვინ მიმართავდა...


ებრელებს რაც შეეხება ეგენი იყვენ ქანანელების ღარიბი ფენა რომლებიც დროთა განვალობაში ახალ ერად ჩამოყალიბდენ

მიმართეს პლაგიატობს...მოიპარეს ძველი შუმრერული თქმულებები და ეგვიპტური მითლოგია და ასე
შეექმნეს საკუთარი რელიგიაც და ისტორიაც...

არანაირი გამოსვლა და ეგვიპტელების მიერ ებრელების მონობაში ყოფნა არ დასტურდება up.gif

მოსეს პროტოტიპი ძალაინ ბევრგან გვხდება სხვადასხვა ხალხის თქმულებებში...
სადაც სახელიც კი მოსე აქვს

Heart_of_Darkness
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1194
წევრი No.: 224038
რეგისტრ.: 16-September 16

გამოგზავნილია: 25 May 2018, 21:35  #52779748      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
B.I.G.PAPPA
მგონი, ცოტა აცდი თემას.
თუ აქ ბიბლიის გარჩევას ვცდილობთ, მაშინ ჯერ ბიბლიაში დაწერილი ტექსტები ვარჩიოთ, უკეთესია.
ებრაელების რჩეულ ერად ყოფნა, პლაგიატობა და საერთოდ, არსებობდა თუ არა ქრისტე, ამაზე მსჯელობამ შეიძლება კიდევ უფრო დაგვაშოროს, ამ წიგნის გაგების მცდელობას.
თანმიმდევრულად მივყვეთ ჯობია, თორემ პირდაპირ შეიძლება დაუწერო მარიმარის,
დროს ნუ დაკარგავ, ,,ძველი აღთქმის" ნაცვლად ჯერ ,,გილგამეშის ლეგენდა" წაიკითხე. ბევრს სახალისოს იპოვი და მიხვდები, რომ ძველი ებრაელები პლაგიატორები იყვნენ. მერე ზედ ,,სახალისო ბიბლიაც" დააყოლე, კიდევ უფრო დარწმუნდები ამ ტექსტის აბსურდულობაში...
ასე შეიძლება, მაგრამ ეს ხომ ისედაც ვიცით.
სანამ ბიბლიის კითხვამდე მიხვალ, უკვე გაქვს რაღაც წარმოდგენა.
ხომ არ აჯობებს, რომ ამ წარმოდგენებისგან გათავისუფლდე და ეს ტექსტები შენ წაიკითხო მღვდლებისგან, მრევლისგან თუ ტაქსილისგან დამოუკიდებლად?

ჩემთვის, როგორც პირწავარდნილი ურწმუნოსთვისაც კი საინტერესო ტექსტია. ისევი როგორც ყურანი თუ სხვა საკრალური ტექსტები.
ამდენ საუკუნეს რომ უძლებს წიგნი და რა სახალისოდ პრავდება მთელი რიგი საკითხები, ამაზე მსჯელობას რა ჯობია? :)
B.I.G.PAPPA
ალადინის ლამპარი


*****
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 1011
წევრი No.: 242652
რეგისტრ.: 7-May 18

გამოგზავნილია: 25 May 2018, 22:24  #52779999      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Heart_of_Darkness
ამ თემის ავტორი ამ წიგნს არ კითხულობს იმის გამო რომ ახლა მოუნდა რელიგის გაცნობა
მიზეზი სხვა wink.gif და ჩვენ რაც არ უნდა დავწეროთ მაინც წაიკითხავს up.gif

ზოგადად ბიბლიაზე ჩამოვარდა სიტყვა და ამიტომ შევყევით დილოგს...
თემის ავტორი კითხულობს და წერს რა გაიგო რა არა...
ყველა აფიქსირებს თავის აზრს როგორ ესმის ბიბლია
აქ იყო საუბარი რომ ბიბლია პირდაპირ არ უნდა გავიგოთ,რაც არის აფსუდი....
უბრალოდ ხალხი,რომლებსაც არ სურთ სიმართლის მიიღება იგონებენ ტკბილ ტყუილს...
ეს მარტო ჩემი პოზიაცია არაა no.gif

Heart_of_Darkness
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1194
წევრი No.: 224038
რეგისტრ.: 16-September 16

გამოგზავნილია: 25 May 2018, 23:25  #52780370      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
B.I.G.PAPPA
ზოგჯერ იმისათვის რომ რაღაც გაიგო/უკეთ შეაფასო, შენი ჩვეული წარმოდგენისგან უნდა აბსტრაჰირდე.
ამ ლოგიკით ყურანზე რომ გადავა მარიმარი, მუჰამედზე უნდა ვაჯახოთ:
საერთოდ სერიოზულად არ უნდა მიიღო იმ კაცის ნაწერი,
კაცმა კითხვაც კი არ იცოდა,
პირველი ცოლის სიკვდილის შემდეგ ისე აიშვა,
უამრავი ცოლი მოიყვანა, ბოლოს გაპედოფილდა და ცხრა წლის აიშაც არ დაინდო biggrin.gif

QUOTE (B.I.G.PAPPA @ 25 May 2018, 22:24 )
ამ თემის ავტორი ამ წიგნს არ კითხულობს იმის გამო რომ ახლა მოუნდა რელიგის გაცნობა
მიზეზი სხვა

ვითომ? spy.gif
QUOTE (marimari11 @ 2 Apr 2018, 04:54 )
ამ ბოლო დროს გამიჩნდა სურვილი, რომ რელიგიებს უკეთ გავეცნო.
B.I.G.PAPPA
ალადინის ლამპარი


*****
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 1011
წევრი No.: 242652
რეგისტრ.: 7-May 18

გამოგზავნილია: 25 May 2018, 23:32  #52780409      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Heart_of_Darkness
მუჰამედმა იგვე ხერხი გამოიყენა რაც ებრელებმა :დ
გადაიღო ბიბლია თავი ჭკუზე მოირგეს მერე და ეგა biggrin.gif

თავიდან მუჰამედმა სცადა საერთო ენის გამონახვა ებრელებთან და ქრსიტიანებთან...
ძალიან ბევრი ებრელი ცხვრობდა იმ დროს მექაში,მაგრამ ებრელებმა მასხრად აგიდეს....
და მის მოწონაღმდეგეს აფინანსებდენ ამიტომ იძია შური ებრელებზე მუჰამედმა მუსრი გაავლო...

ყურანში არის ძალიან ბევრი მუხლი რომელიც მართლა იწვევს გაოცებას და აღტაცებას,მაგრამ საერთო ჯამში
ისლამი მსოფლიოს განვითრებისთვის სახიფათოა... თუმცა ისლამი ყველაზე ახალგაზრდული რელიგია და იმ გზას
გადის რაც ქრისტიანობა გაიარა...კარგად ვიცით როგორ სატიკი იყო ვატიკანი
ისეთები აქვთ ჩადენილი ისლმას ჯერ ბევრი უკლია
marimari11
Was mich nicht umbringt, macht mich stärker


*******
ჯგუფი: Moderators
წერილები: 19834
წევრი No.: 162755
რეგისტრ.: 2-March 13

გამოგზავნილია: 27 May 2018, 01:19  #52786376      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE (Heart_of_Darkness)
რა პრობლემაც იყო სოციუმში ისეთ იგავს წერდნენ.
ჩემთვის, ,,ძველი აღთქმა" იმდროინდელი სამყაროს სოციალური თუ კულტურული ტენდენციების და ცხოვრების წესის ერთგვარი ლაკმუსია.

ხო ეს გასაგებია და მაგას ვხვდები.უბრალოდ ტექსტს არ ვუყურებ, როგორც რაღაც ისტორიულ წყაროს
QUOTE (Heart_of_Darkness)
მოსეს ღმერთი განსხვავდება იესოს ღმერთისგან.

QUOTE (Heart_of_Darkness)
ყველა ავტორი თავის იგავში განსხვავებულ წარმოდგენას აყალიბებდა ღმერთზე,

ანუ ადამიანი ცვლის ღმერთს? ეგრე გამოდის.
რაღაც მომენტში საჭირო გახდა ღმერთის შეცვლა, მოლბობა და ა.შ
და შეცვალა ადამიანმა ღმერთი
თორემ ვერ ვხვდები ერთი და იგივე ღმერთი ასე სხვადასხვანაირი როგორ უნდა იყოს. ადამიანი ხომ არაა რომ გაზრდა სჭირდებოდეს და განვითარება.
* * *
ძლივს დავამთავრე გამოსვლა
დღეს გადავდივარ ლევიანნზე :old:
* * *
QUOTE (B.I.G.PAPPA)
ისე წავიდოდა და თავის ადგილს დაუბუნდებოდა სად არის აქ მსხვერპლი?
დღეს რომ მოვიდეს ვიღაცა და გითხრას 3 დღე ეწამები მაგრად,მაგრმა მერე ისეთი პოპულარული გახდები რომ შენგან დაიწყება
დროსი ათვლა და საუკუნებს გაუძლებს შენი სახელი...არ დათახმდებით ? ეგ არის მსხვერპლ როდესაც იცი,რომ უფრო საკაიფო ადგილას მიდიხარ
და მაგარ სახელს ტოვებ ?   ამას გადაგვაყოლა ამდენი საუკუნე...

lol.gif lol.gif lol.gif
QUOTE (B.I.G.PAPPA)
თემის ავტორი კითხულობს და წერს რა გაიგო რა არა...

ბევრი ვერაფერი მგონი biggrin.gif

მაგრამ ახლა უფრო მივხვდი როგორ წავიკითხო ტექსტი და როგორი თვალით შევხედო
მეხმარება თქვენი კომენტარები ძალიან
მადლობა smile.gif
* * *
საფუარს რას ერჩის ღმერთი user.gif user.gif

This post has been edited by marimari11 on 27 May 2018, 01:45
Heart_of_Darkness
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1194
წევრი No.: 224038
რეგისტრ.: 16-September 16

გამოგზავნილია: 27 May 2018, 11:36  #52787869      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
marimari11
QUOTE (marimari11 @ 27 May 2018, 01:19 )
ანუ ადამიანი ცვლის ღმერთს? ეგრე გამოდის.
რაღაც მომენტში საჭირო გახდა ღმერთის შეცვლა, მოლბობა და ა.შ
და შეცვალა ადამიანმა ღმერთი
თორემ ვერ ვხვდები ერთი და იგივე ღმერთი ასე სხვადასხვანაირი როგორ უნდა იყოს. ადამიანი ხომ არაა რომ გაზრდა სჭირდებოდეს და განვითარება.

yes.gif კი, ღმერთზე წარმოდგენა იცვლება იმის მიხედვით, თუ როგორი ღმერთი იყო საჭირო რაღაც კონკრეტულ დროს.
თან ,,ბიბლია" არაერთი ადამიანის მიერ დაწერილი წიგნია, ყველა თავის წარმოდგენას ავითარებდა, ღმერთის შესახებ.
გარდა ამისა, იმდენჯერ გადაიწერა, რომ ჯერ კიდევ დავობენ რელიგიის მკვლევარები ზოგიერთი ტექსტის ავთენტურობაზე.
გადაწერის შეცდომებზე დაკვირვება, ცალკე სახალისო პროცესია.
B.I.G.PAPPA
ალადინის ლამპარი


*****
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 1011
წევრი No.: 242652
რეგისტრ.: 7-May 18

გამოგზავნილია: 28 May 2018, 01:14  #52792222      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ბარემ აქ ვიკითხავ ქართულად თუ არის რამე წიგნები ბუდიზმზე ? up.gif
ინგლიურად ვკითხულობდი რაღაცებს,მაგრამ მთლად კარგად ვერ გავიგე
1 წევრი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (4) « პირველი ... 2 3 [4]  გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0194 ]   [ 12 queries used ]   [ GZIP Disabled ]