#53259514 · 14 Aug 2018, 17:11 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
სალამი ყველას,
მეგობრებო მაინტერესებს შემდეგი:
რომელიმე ამერიკულ ინტერნეტ მაღაზიაში როცა ვყიდულობთ პროდუქტს საქართველოს ბანკის ბარათის გამოყენებით, გადახდისას თვითონ მაღაზიას რამდენადაც ვიცი შუამავალი უცხოური ბანკის რეკვიზიტები უჩანს თანხის ჩარიცხვისას და არა საქართველოს ბანკის, ხომ სწორია?
ანუ ვგულისხმობ იმას, რომ საქრათველოს ბანკი უცხოეთში ონლაინ მაღაზიებში ანგარიშსწორებისას შუამავალ უცხოურ ბანკს იყენებს ხომ?
ერთ-ერთმა ინტერნეტ მაღაზიამ მითხრა, რომ საერთაშორისო ბარათებით ანგარიშსწორება მათთან არ შეიძლებოდა, მაგრამ მგონი რომ გამოვწერო არანაირი პრობლემა არ უნდა შეიქმნას ზემოთ მითითებული მიზეზის გამო.
თუ ვინმემ იცით იქნებ შემომაშველოთ ინფო. მადლობა წინასწარ
|