მიუხედავად იმისა, ავთოს არც ხმა დაეწუნება, არც შესრულება, "გელინო" სასწაული იყო "ურსას", განსაკუთრებით კი მისი სოლისტის დამსახურებით. და ერთადერთი ღირებული, რაც გვარამიამ ამ შოუში გააკეთა ამ ჯგუფის საზოგადოებისთვის გაცნობაა. თუნდაც, ალაგ-ალაგ ამ პროექტის ყურება ამისთვის ღირდა
გამარჯვებულს რაც შეეხება, მე პირადად ნაკლებად მჯერა, რომ მან ხმათა უმრავლეოსბა აიღო. გვარამიამ ფულიც კარგად გააკეთა, იმ თინეიჯერების ხარჯზე, ვისაც ეგონა, რომ მათი რჩეული გაიმარჯვებდა და საკუთარი ამბიციაც დაიკმაყოფილა ამ შედეგით. მე ასე ვხედავ ამ საკითხს
იმიტომ კი არა, რომ ვიღაც უარესი მომღერალია, სხვა კი - უკეთესი. უბრალოდ, არსებობს ობიექტური რეალობა, ამ სეზონზე ვის უფრო მეტი და თანაც აქტიური გულშემატკივარი ჰყავდა
ფინალისტებს კი წარმატებას ვუსურვებ! ამ პროექტში მოგება-წაგება მეორეხარისხოვანია. მთავარია მათი შემდგომი ნაბიჯები და კარიერული წინსვლა