ძველი აღთქმა
დაბადება
თავი მეხუთე
1. ეს არის ადამის წარმოშობის წიგნი: როცა გააჩინა ღმერთმა ადამი, ღვთის მსგავსად შექმნა იგი;
2. მამაკაცად და დედაკაცად გააჩინა ისინი, აკურთხა და უწოდა მათ სახელად ადამი, მათი შექმნის დღეს.
3. ადამმა ას ოცდაათი წელი იცოცხლა და შეეძინა თავისი მსგავსი და თავისი ხატი, და უწოდა სახელად შეთი.
4. შეთის დაბადების შემდეგ შეემატა ადამს რვაასი წელი და შვა ძენი და ასულნი.
5. სრული ხანი ადამისა, რაც იცოცხლა, იყო ცხრაას ოცდაათი წელი და მოკვდა.
6. იცოცხლა შეთმა ას ხუთი წელი და შვა ენოში.
7. იცოცხლა შეთმა ენოშის დაბადების შემდეგ რვაას შვიდი წელი და შვა ძენი და ასულნი.
8. სრული ხანი შეთისა იყო ცხრაას თორმეტი წელი, და მოკვდა.
9. იცოცხლა ენოშმა ოთხმოცდაათი წელი და შვა კაინანი.
10. იცოცხლა ენოშმა კაინანის დაბადების შემდეგ რვაას თხუთმეტი წელი და შვა ძენი და ასულნი.
11. სრული ხანი ენოშისა იყო ცხრაას ხუთი წელი, და მოკვდა.
12. იცოცხლა კაინანმა სამოცდაათი წელი და შვა მაჰალალეელი.
13. იცოცხლა კაინანმა მაჰალალეელის დაბადების შემდეგ რვაას ორმოცი წელი და შვა ძენი და ასულნი.
14. სრული ხანი კაინანისა იყო ცხრაას ათი წელი, და მოკვდა.
15. იცოცხლა მაჰალალეელმა სამოცდახუთი წელი და შვა იარედი.
16. იცოცხლა მაჰალალეელმა იარედის დაბადების შემდეგ რვაას ოცდაათი წელი და შვა ძენი და ასულნი.
17. სრული ხანი მაჰალალეელისა იყო რვაას ოთხმოდათხუთმეტი წელი, და მოკვდა.
18. იცოცხლა იარედმა ას სამოცდაორი წელი და შვა ენოქი.
19. იცოცხლა იარედმა ენოქის დაბადების შემდეგ რვაასი წელი და შვა ძენი და ასულნი.
20. სრული ხანი იარედისა იყო ცხრაას სამოცდაორი წელი, და მოკვდა.
21. იცოცხლა ენოქმა სამოცდახუთი წელი და შვა მეთუშალახი.
22. დადიოდა ღმერთთან ენოქი მეთუშალახის დაბადების შემდეგ სამასი წელი და შვა ძენი და ასულნი.
23. სრული ხანი ენოქისა იყო სამას სამოცდახუთი წელი.
24. დადიოდა ღმერთთან ენოქი და აღარ იყო, რადგან წაიყვანა იგი ღმერთმა.
25. იცოცხლა მეთუშალახმა ას ოთხმოცდახუთი წელი და შვა ლამექი.
26. იცოცხლა მეთუშალახმა ლამექის დაბადების შემდეგ შვიდას სამოცდათორმეტი წელი და შვა ძენი და ასულნი.
27. სრული ხანი მეთუშალახისა იყო ცხრაას სამოცდაცხრა წელი, და მოკვდა.
28. იცოცხლა ლამექმა ას ოთხმოცდაორი წელი და შვა ძე.
29. უწოდა მას სახელად ნოე. ასე თქვა: ეს გვანუგეშებს ჩვენს შრომასა და ჯაფაში ამ მიწაზე, რომელიც დასწყევლა უფალმა.
30. იცოცხლა ლამექმა ნოეს დაბადების შემდეგ ხუთას ოთხმოცდათხუთმეტი წელი და შვა ძენი და ასულნი.
31. სრული ხანი ლამექისა იყო შვიდას სამოცდაჩვიდმეტი წელი, და მოკვდა.
32. ოთხმოცდაათი წლისა იყო ნოე, როცა შვა სემი, ქამი და იაფეთი.
http://www.orthodoxy.ge/tserili/biblia/dab.../dabadeba-5.htm6. ექვსასი წლისა იყია ნოე, როცა წარღვნა მოხდა ქვეყნად.
http://www.orthodoxy.ge/tserili/biblia/dab.../dabadeba-7.htm28. იცოცხლა ნოემ წარღვნის შემდეგ სამას ორმოცდაათი წელი.
29. სრული ხანი ნოესი იყო ცხრაას ორმოცდაათი წელი, და მოკვდა.
http://www.orthodoxy.ge/tserili/biblia/dab.../dabadeba-9.htmმე დამაინტერესა ადამი რამდენ თაობას მოესწრო, მერე სხვებიც და ამიტომ გამოვითალე.(შეიძლება შეცდომა მქონდეს)
წარღვნა რომელ წელს მოხდა ბიბლიის მიხედვით და მერე რომელ წელს აშენდა ბაბილონის გოდოლი. თუმცა წარღვნის შემდგომი პერიოდი არ გამომითვლია.
ისე ზოგი სხვა თარიღს ასახელებს და ზოგი სხვას.
იქნებ ვინმეს აინტერესებს. გამოვითვალოთ ერთად.
ეს ადამიდან წარღვნამდე. ადამამდე რათქმაუნდა ქვეყანა დაარსდა, მაგრამ ჩვენ დავითვალოთ ადამის წლებიდან.
(თუმცა აქვე ავღნიშნავ ეს გამოთვლა არის ბიბლიის ერთი თარგმანის მიხედვით. ხოლო მეორე თარგმანში წერია სხვა თარიღები.)
1.ადამი დაიბადა 00 წელს, 130 წლის იყო შეთი რომ შეეძინათ. ადამი გარდაიცვალა 930 წელს..
2. შეთი დაიბადა 130 წელს,105 წლის იყო ენოში რომ შეეძინათ. იცოცხლა 912 წელი, 1042 წელს გარდაიცვალა.
3.ენოში 235წელს დაიბადა,90 წლის იყო კაინანი რომ შეეძინათ. გარდაიცვალა 915 წლის. 1150წელს.
4.კაინანი დაიბადა 325 წელს. 70 წლის იყო კაინანი მაჰალალელი რომ შეეძინათ. იცოცხლა 910 წელი. 1235წელს გარდაიცვალა.
5.მაჰალალეელი დაიბადა 395 წელს,65 წლის იყო მაჰალალელიიარედი რომ შეეძინათ. გარდაიცვალა 895წლის, 1290 წელს.
6. იარედი დაიბადა 460 წელს. 162 წლის იყო ენოქი რო შეეძინათ. იცოცხლა 930 წელი. გარდაიცვალა 1390წელს.
7. ენოქი დაიბადა 622 წელს. 65 წლის იყო მეთუშალახი რომ შეეძინათ. იყო 365 წელი, მერე ცაში *აიყვანა ღმერთმა. ანუ 622 + 365=987 წელს წაიყვანა ღმერთმა.
8. მეთუშალახი(მათუსალა) დაიბადა 687 წელს,. 185 წლის იყო ლამექი რომ შეეძინათ. იცოცხლა 969 წელი. გარდაიცვალა 1656წელს(ან1644წელს)(აქ შეცდომაა)
9.ლამექი დაიბადა დაახლ 872 წელს. 182 წლის იყო ნოე რომ შეეძინათ. იცოცხლა 777 წელს. გარდაიცვალა 1649წელს.
10. ნოე დაიბადა 1054წელს . +90 წლის მერე შვა შვილები, სემი ქამი და იაფეტი.ესეიგი 1144 წელს.+ 100წლის მერე მოხდა წარღნა. 1244 წელს დაახ. აქ შეცდომაა.
მეორე ვერსია: ნოე იყო 500 წლის როცა შვილები შეეძინა. 600 წლის როცა წარღვნა მოხდა. ანუ 1654 წელი იდგა. წარღვნის შემდგომ იცოცხლა 350 წელი. მისი ასაკი იყო 950 წელი.
გამოდის ადამი მოესწრო ნოეს გარდა ყველა შთამომავლის დაბადებას.
(ვიცოდეთ მაინც სადმე საუბრისას იქნებ გამოგვადგეს)
უდიდესი თქვენს შორის თქვენი მსახური იყოს.
თორმეტმა ამირჩია. ერთზე გავიფიქრე იუდაა მეთქი და არ შევმცდარვარ.
ესენი უნდა მახსოვდეს.