უაზროდ ვარ. რა უნდა გავაკეთო? რისთვის ვარსებობ? რა აუცილებლობა იყო ჩემი გაჩენა და მერე ამ მტანჯველი ცხოვრებით ჩემი წვალება? ჩემი წვალება სხვას რამეს მატებს იქნებ, მაგრამ მე რას მმატებს ტკივილის მეტს? ტკივილისთვის გაჩენა ხომ ბოროტებაა და თუ დაწერილი იყო ტკივილისთვის გავჩენილიყავი, რა გასაჩენი ვიყავი? განა ტკივილისთვის გაჩენას არ ჯობია საერთოდ არ დაიბადო? და რადგანაც მაინც დავიბადე, იქნებ წინასწარ განზრახვით კი არა შემთხვევით მოვევლინე, შემთხვევით ევლინება იქნებ ადამიანი ქვეყანას და უაზროა მისი ყოფა. ან კიდევ იქნებ ღმერთმა კი არა ეშმაკმა მომავლინა?
გოგო მომწონს მეორე წელია და მას არ მოვეწონები.