ჰოლანდიური ფეხბურთის ფან-კლუბი HUP HOLLAND ჰოლანდიის ეროვნული ნაკრები
მეკარეები:ტიმ კრული (1988, ნიუკასლი, ინგლისი)
მიხელ ვორმი (1983, სუონსი, ინგლისი)
იასპერ სილესენი(1989, აიაქსი, ჰოლანდია)
მცველები:გრეგორი ვან დერ ვილი (1988, პსჟ, საფრანგეთი)
სტეფან დე ვრი (1992, ფეიენოორდი, ჰოლანდია)
ბრუნო მარტინს ინდი(1992ფეიენოორდი, ჰოლანდია)
ჯეტრო ვილემსი(1994, პსვ, ჰოლანდია )
დერილ იანმაატი (1989, ფეიენოორდი, ჰოლანდია)
ჯოელ ველტმანი (1992, აიაქსი ჰოლანდია)
ვირჯილ ვან დიკი (1991, სელტიკი, შოტლანდია)
რონ ვლაარი (1985, ასტონ ვილა, ინგლისი)
ჯეფრი ბრუმა (1991, პსვ, ჰოლანდია)
ნახევარმცველები: რაფაელ ვან დერ ვაარტი(1983, ჰამბურგი, გერმანია)
ვესლი სნეიდერი (1984, გალათასარაი, თურქეთი)
კევინ სტრუტმენი(1990, რომა, იტალია)
ჯორდი კლასიე (1991, ფეიენოორდი, ჰოლანდია)
ნაიჯელ დე იონგი (1984, მილანი, იტალია)
არიენ რობენი (1984, ბაიერნი, გერმანია)
დევი კლაასენი (1993, აიაქსი, ჰოლანდია)
ლეროი ფერი (1990, ნორვიჩი. ინგლისი)
თავდამსხმელები:დირკ კიუტი (1980, ფენერბახჩე, თურქეთი)
კლაას იან ჰუნტელაარი (1983, შალკე, გერმანია)
რობინ ვან პერსი (1983, მანჩესტერ იუნაიტედი, ინგლისი)
ჯერმენ ლენსი (1987, დინამო კიევი, უკრაინა)
მემფის დეპაი (1994, პსვ, ჰოლანდია)
ქუნზი პრომესი (1992, ტვენტე, ჰოლანდია)
მთავარი მწვრთნელი: ლუის ვან გაალი ისტორიაჰოლანდიის სამეფოს საფეხბურთო ასოციაცია (KNVB) შეიქმნა 1989 წელს. ფიფას წევრია 1904 წლიდან. აგრეთვე 1904 წლიდან არის უეფას წევრი. ასოციაციის პრეზიდენტია მეტიუ სპრენგერსი, გენერალური მდივანი გარი ბინი. ვებ მისამართი: www.knvb.nl.
ჰოლანდიაში ინგლისელი ემიგრანტების წყალობით, ფეხბურთის თამაში დაიწყეს 1865 წლიდან. მიუხედავად იმისა, რომ საფეხბურთო ასოციაციის პროტოტიპი ჰოლანდიაში გაჩნდა უკვე 1979 წელს, პირველი საერთაშორისო მატჩი ნაკრებმა გამართა 1905 - ში და დამაჯერებლად დაამარცხა მეზობელი ბელგიის გუნდი 4:1. თამაში შედგება ბრიუსელში და ჰოლანდიელთა მხრიდან ოთხივე გოლი გაიტანა ედი დე ნევემ. ამის შემდგომ ჰოლანდიის ნაკრებმა მიიღო მონაწილეობა 1908 და 1912 წლის ოლიმპიუერ თამაშებში, სადაც ორივეჯერ დაიკავა მესამე ადგილი და მოიპოვა ბრინჯაოს მედლები. ფეხბურთის ასოციაციის გადაწყვეტილებით ჰოლანდიას არ უასპარეზია პირველ მსოფლიო ჩემპიონატზე 1930 წელს ურუგვაიში. 1934 და 1938 წლებში „ნარინჯისფრებმა“ ითამაშეს მსოფლიო ჩემპიონატებზე, თუმცა პირველ შემთვევაში დამარცხდნენ შვეიცაიასთან, ხოლო 1938 წელს გამოეთიშნენ ასპარეზობას ჩეხეთსლოვაკეთის ნაკრებთან მატჩში.
მეორე მსოფლიო ომის დროს ჰოლანდია დაზარალდა მძიმედ, რამაც გამოიწვია ქვეყნიდან ფეხბურთელების მასიური გადინება. უამრავმა ჰოლანდიელმა გააფორმა კონტრაქტები უცხოურ კლუბებთან, რის გამოც ჰოლანდიის ფეხბურთის ფედერაციამ იმ დროინდელი კანონების მიხედვით აუკრძალა მათ ეროვნულ ნაკრებში თამაში. ყოველივე ამან გამოიწვია სერიოზული რეგრესი.
ფუნდამენტალური ძვრები ჰოლანდიურ ფეხბურთში დაიწყო 50 - იანი წლებიდან. სახელმწიფოს მხრიდან სერიოზული დაფინანსებისა და მხარდაჭერის შედეგად ქვეყანაში ნელ - ნელა დაიწყო იმ საძირკვლების შენება, რომელმაც უკვე ერთი ათეული წლის შემდეგ გამოიღო მნიშვნელოვანი შედეგები და ჰოლანდია ჩამოყალიბდა ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საფეხბურთო კერად მსოფლიოში, რომელმაც მოახდინა რევოლუცია იმ დროინდელ საფეხბურთო სამყაროში და უკვე თავად კარნახობდა მსოფლიოს ახალ მიმდინარეობებსა და საფეხბურთო ფილოსოფიას. სწორედ ამ დროისთვის მოევლინა ჰოლანდიას ერთ - ერთი უდიდესი ფეხბურთელი ფას უილკესი.
ტოტალური ფეხბურთი - 70 - იანი წლების დასაწყისში საფეხბურთო სამყაროში ადგილი ჰქონდა აშკარა კრიზისს. სამხრეთ ამერიკული ფეხბურთმა იმ დროისათვის ამოწურა თავისი რესურსი. ასევე სერიოზული პრობლემები ჰქონდათ ევროპელებსაც. მსოფლიო ფეხბურთს აშკარად ჭირდებოდა რაღაც რევოლუციური ძვრები, რომელიც ახალ პრინციპებსა და ხედვას დანერგავდა. სწორედ ამ პერიოდში რინუს მიხელსის ხელმძღვანელობით ჰოლანდიამ მსოფლიოს შესთავაზა ტოტალური ფეხბურთი, რომელმაც თავდაყირა დააყენა მთელი სტერეოტიპები და ზოგადად უდიდესი გავლენა იქონია მომავლზე. ტოტალურმა ფეხბურთმა სათავე დაუდო ახალ ერას და რინუს მიხელსის საფეხბურთო ფილოსოფიის საფუძვლებზე დღემდე იზრდებიან თანამედროვე ფეხბურთის ბრწყინვალე სპეციალისტები. ტოტალური ფებურთის საფუძვლები აწმყოში და დიდი ლბათობით მომავალშიც არის და იქნება ძირითადი საფეხბურთო სახელმძღვანელო.
ტოტალური ფეხბურთის ძირითადი არსი მდგომარეობდა იმაში, რომ შექმნილიყო კოლექტივი, რომელის ყოველ წევრს შეეძლებოდა ნებისმიერ მომენტში საჭიროებისამებრ გაეცვალა ერთმანეთისთვის ფუნქციონალური როლი მოედანზე. უნივერსალურ მოთამაშეთა ნაკრები, სადაც ყველა ფეხბურთელს შეეძლებოდა როგორც თავდაცვითი, აგრეთვე შეტევითი ფუნქციების შესრულება. თამაშის მიმდინარეობისას თითოეული ფეხბურთელი განუწყვეტლივ იღებს ფაქტიურ ან არაპირდაპირ მონაწილეობას გუნდის ყოველ მოქმდებაში.
საერთო სტრატეგია მდგომარეობდა შემდეგში: გუნდი იწყებდა თამაშს 1-4-3-3 ტაქტიკით, მაგრამ თამაშის მსვლელობისას ეს პირვანდელი მონახაზი გადადიოდა ეგრეთ წოდებულ „ ორგანიზებულ ქაოსში“, სადაც გადაადგილება და ურთიერთქმედებები ხორციელდებოდა, როგორც ხაზებში, ასევე ხაზებს შორისაც. ხდებოდა განუწყვეტელი მანევრირება ბურთით, უბურთოდ და მეთოდურად ხდებოდა მეტოქის დაცვის ხაზების გარღვევა. ბურთით მყოფ ფეხბურთელს ჰქონდა უდიდესი არჩევანი პარტნიორის მონახვისა შეტევის შემდგომი გაგრძელების. კარგად არის აწყობილი თამაში როგორც დაცვაში, ასევე თავდასხმაში. ჰოლანდიელები გრძნობდნენ თამაშის არითმიას და მომენტალურად გადადიოდნენ პოზიციური შეტევიდან უსწრაფეს თავბრუდამხვევ ტემპზე და პირიქით.
როგორც წესი, შეტევით ოპერაციებში მონაწილეობას იღებდა 8 – 9 ფეხბურთელი. მანევრირება ხდება ძირითადად მაღალ სისწრაფეებზე. შეტევის წარმატებით განხორციელებას უზრუნველყოფდა: დროული გადაცემები, თავისუფალ სივრცეზე გასვლა, თავდამსხმელების სისტემატიური გადაადგილება, რათა გახსნილიყო დერეფნები ნახევარმცველებისა და მცველების შეტევის წინა ხაზზე სწრაფი შეჭრისთვის. ფაქტიურად შეტევით ოპერაციებში მონაწილეობდა მთელი გუნდი სტოპერიდან დაწყებული ცენტრფორვარდით დამთავრებული. შეტევა იყო როგორც ფეთქებადი ხასიათის, აგრეთვე პოზიციური და გუნდის გადაწყობა ხდებოდა მომენტალურად. გუნდის შეტევის დროს მანძილი ბოლო ფეხბურთელსა და უკიდურესად წინ მყოფ ფეხბურთელს შორის არასოდეს არ აღემატებოდა ნახევარ მოედანს, ხოლო უაღრესად მობილური დაცვის ხარჯზე კონტრშეტევების დიდი უმრავლესობა მთავრდებოდა თამაშგარე მდგომარეობით.
თვადაცვაში მონაწილეობას იღებდა აბსოლუტურად მთელი გუნდი. ცენტრალური თავდამსხელიდან დაწყებული მეკარით დამთავრებული, რაც საშუალებას იძლეოდა, რომ ბურთიან მოწინააღმდეგესთან ყოველთვის მომენტალურად ჩნდებოდა 2 – 3 ჰოლანდიელი. მოწინააღმდგეს გადასალახი ჰქონდა სამი დაცვითი ზღუდე. დაცვის სწრაფი გადაადგილების შედეგად ძალიან მარტვად ხვდებოდნენ თამაშგარე მდგომარეობაში მოწინააღმდეგე გუნდის ფეხბურთელები.
ჰოლანდიის ნაკრების ყველა ფეხბურთელი მეკარის გარდა თამაშის ბოლომდე ასწრებდა ეთამაშა თითქმის ყველა პოზიციაზე. პრინციპი მდგომარეობდა შემდეგში: თითოეული ფეხბურთელი მოქმედებს იქ, რა სტატიკურ პოზიციაზეც აღმოჩნდა ბურთის დაუფლების მომენტში. ესეთი ესეთი სახით წარმოგვიდგა მაშინდელი ჰოლანდია: ტოტალური ფეხბურთი – „ორგანიზებული ქაოსი“.
60 – 70 -იან წლების მიჯნაზე ჩამოყალიბებული ჰოლანდიის ეროვნული ნაკრები დღემდე მიიჩნევა ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდად, რომელშიც ბრწყინავდა დიდი იოჰან კრუიფი, იოჰან ნეესკენსი, რუუდ კროლი, ჯონი რეპი და ასე შემდეგ უდიდესი ვარსკვლავების პლეადა. ასევე უდიდეს წარმატება მიაღწია ჰოლანდიამ საკლუბო დონეზე: ზედიზედ ოთხი წლის განმავლობაში ერთხელ როტერდამის ფეინოორდმა და სამჯერ ამსტერდამის აიაქსმა მოიგეს ჩემპიონთა ლიგა. ამავე პერიოდში პსვ ეინდჰოვენმა და ფეინოორდმა მოიპოვეს უეფას თასები.
1974 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ჰოლანდიის ეროვნული ნაკრები ითვლებოდა უპირობო ფავორიტად, რომელსაც სათავეში ედგა XX სუკუნის საუკეთესო მწვრთნელი რინუს მიხელსი და გუნდს წინ მიუძღოდა ასევე XX სუკუნის საუკეთესო ფეხბურთელი იოჰან კრუიფი. მისი მეთაურობით გუნდმა დადგა უამრავი საფეხბურთო სპექტაკლი და აჩვენა გენიალური ფეხბურთი, თუმცა ფინალურ მატჩში სპეციალისტები ვარაუდის მიუხედავად ნაკრებმა 1:2 დათმო მასპინძელ გერმანიასთან. იოჰან კრუიფი დაასახელეს მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელად და ამ 70 - იანი წლების დასაწყისში იგი სამჯერ გახდა ოქროს ბურთის ლაურიატი.
1978 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ნაკრები გაემგზავრა უკვე რინუს მიხელსისა და იოჰან კრუიფის გარეშე, რაც იძლეოდა იმის საფუძველს, რომ გუნდი ვეღარ შეძლებდა 1974 წლის შედეგების გამეორებას, თუმცა სკეპტიკური დამოკიდებულების მიუხედავად ჰოლანდიამ მაინც შეძლო ფინალში გასვლა, სადაც მისი მოწინააღმდეგე იყო ასევე ჩემპიონატის მასპინძელი არგენტინის ნაკრები. ანგარიში 1:1 - ის დროს თამაშის ბოლო წამებზე რობი რესენბრინკმა უაღრესად ხელსაყრელი პოზიციიდან ბურთი ძელს გაარტყა, ხოლო დამატებით დროში გუნდმა დათმო შეხვედრა, ანგარიშით 1:3.
ამ ორის მსოფლიო ჩემპიონატის შუალედში ნაკრებმა 1976 წლის ევროპის ჩემპიონატზე დაიკავა მესამე ადგილი და დაეუფლა ბრინჯაოს მედლებს.
80 - იანი წლების დასაწყისში ჰოლანდიურ ფეხბურთში დაიწყო კრიზისული პერიოდი. მიუხედავად იმისა, რომ წამოვიდა ახალგაზრდა ნიჭიერი ფეხბურთელების მთელი პლეადა, გადახალისებულმა გუნდმა ვერ დაძლია ჯგუფური ეტაპი 1980 წლის ევროპის ჩემპიონატზე , ხოლო 1982 - 1986 წლის მსოფლიო და 1984 წლის ევროპის ჩემპიონატზებზე საერთოდ ვერ მოხვდა. იმ დროინდელი ვარსკვლავებმა: კიფტი, კისტი, მეტგუტი, ვან შიპი და ასე შემდეგ ვერ შეძლეს სრული პოტენციალის გამოვლენა.
ამის შემდგომ ჰოლანდიური ფეხბურთის შესაფერის სიმაღლეებზე აყვანა წილად ხვდა ისევ და ისევ ლეგენდარულ რინუს მიხელსს, რომელმაც შექმნა კიდევ ერთი დიდი გუნდი, იმ დროისათვის ნაკლებად ცნობილი ვარსკვლავებისაგან და 1988 წლის ევროპის ჩემპიონატი ტრიუმფით დაასრულა. ამ ბრწყინვალე ნაკრებში კაშკაშებდნენ ფეხბურთის ისტორიაში ერთ - ერთი საუკეთესო თავდამსხმელი მარკო ვან ბასტენი ( 28 წლის ასაკში დაანება თამაშს თავი), რუუდ გულიტი, ფრანკ რაიკაარდი, რონალდ კუმანი, ჰანს ვან ბრეკელენი, ჯერალდ ვანენბურგი და ასე შემდეგ. ჰოლანდიის ნაკრებმა ფინალურ მატჩში რუუდ გულიტისა და მარკო ვან ბასტენის გენიალური გოლების წყალობით 2: 0 დაამარცხა საბჭოთა კავშირის გუნდი. ამ პერიოდს დაემთხვა ასევე წარმატებები საკლუბო დონეზე: პსვ ეინდჰოვენმა გუუს ჰიდინკის თაოსნობით მოიგო ჩემპიონთა თასი, ხოლო ახალბედა იოჰან კრუიფის გაწვრთნილმა ამსტერდამის აიაქსმა თასების მფლობელთა თასი. ამავე პერიოდში ერთხელ რუუდ გულიტი, ხოლო სამჯერ მარკო ვან ბასტენი დაეუფლენ ოქროს ბურთს.
1990 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ჰოლანდიის ეროვნული ნაკრები , მთავარი ფავორიტის რანგში გაემგზავრა დიდი იმედებითა და ახალი თავკაცით - ლეო ბეენჰაკერით. სწორედ ეს უკანასკნელი დასახელდა მთავარ დამნაშავედ გუნდის წარუმატებლობაში. ნაკრებში მოხდა განხეთქილება მწვრთნელსა და ფეხბურთელებს შორის, რამაც შედეგად მოგვცა დემორალიზებული გუნდი, რომელიც დამარცხდა მერვედფინალში მომავალ მსოფლიო ჩემპიონთან - გერმანიის ნაკრებთან. ყოველივე ამას შეეწირა გუნდის მთავარი მწვრთნელი, თუმცა ეს დიდი ვერაფერი ნუგეში იყო გულშემატკივრებისთვის.
1992 წელს გუნდს მესამედ და უკანასკნელად დაუბრუნდა გუნდს დიდი რინუს მიხელსი. ნაკრებში ძველ პლეადას: ვან ბასტენი, გულიტი, რაიკაარდი, კუმანი, ბოსმანი და ასე შემდეგ დაემატნენ ახალი ვარსკვლავები დენის ბერგკამპი, ვიმ იონკი, ბრაიან როი, ფრანკ დე ბური, პიტერ ვან ფოსენი, არონ ვინტერი და სხვა. ჰოლანდიამ ერთი ამოსუნთქვით განვლო შესარჩევი წრე. ჯგუფურ ეტაპზე ბრწყინვალე თამაში აჩვენა და ნახევარფინალში შეხვდა დანიის ნაკრებს, რომელიც დღემდე დიდ გამოცანად რჩება (გუნდი გავიდა ევროპაზე იმიტომ, რომ 20 დღით ადრე იუგოსლავია მოკვეთეს). ჰოლანდიელების უპირატესობის მიუხედავად ძირითადი დრო დამთავრდა 2:2 ხოლო პენლების სერიაში გადამწყვეტი თერთმეტ მეტრიანი ვერ გამოიყენა მარკო ვან ბასტენმა და ჩემი აზრით ჰოლანდიის ყველა დროის საუკეთესო ნაკრები ევროპის ჩემპიონატს გამოეთიშა უტიტულოდ. თუმცა ერთი დადებითი მომენტი მაინც გამოჩნდა ამ ჩემპიონატზე - მსოფლიოს მოევლინა ახალი მეგა ვარსკვლავი დენის ბერგკამპი, რომელიც გახდა ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი.
1994 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ჰოლანდია ისევ მოიაზრებოდა ერთ - ერთ ფავორიტად. თუმცა ზედ ჩემპიონატის წინ მოხდა ორი ძალიან სერიოზული ფაქტი ნაკრებში: 1. საბოლოოდ გაირკვა, რომ მარკო ვან ბასტენის ტრამვა იყო მოურჩენელი და ფეხბურთელმა ოფიციალურად გამოაცხადა კარიერის დასრულების შესახებ; 2. მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე რამოდენიმე დღით ადრე მოხდა უაზრო კონფლიქტი ნაკრების მწვრთნელ დიკ ადვოკაატსა და გუნდის კაპიტან რუუდ გულიტს შორის (იყო საუკეთესო ფორმაში ), რის შედეგადაც გულიტი უკან გამოემგზავრა ჰოლანდიაში. ნაკრებმა წარმატებით განვლო ჯგუფური ეტაპი და მერვედფინალი, თუმცა მეოთხედფინალში მიუხედავად დიდი მცდელობისა (მსაჯიც პატარა „წაეხმარა“), 3:2 დამარცხდა მომავალ მსოფლიო ჩემპიონებთან და გამოეთიშა ტურნირს. დიკ ადვოკაატი კი რაღა თქმა უნდა მიაბრძანეს ნაკრებიდან. ბრწყინვალედ ჩაატარა მთელი ჩემპიონატი დენის ბერხკამპა და ვიმ იონკმა. ამავე პერიოდში ამსტერდამის აიაქსმა (ღლაპებით დაკომპლექტებულმა) ლუი ვან გაალის წინამძღოლობით უდიდეს წარმატებას მიაღწია საკლუბო დონეზე, დაამარცხა რა იტალიის ჩემპიონთა ლიგის ფინალში იტალიის მილანი (სამჯერ იმ წელს) 1:0 და დაეუფლა თასს. ეს იყო უდიდესი წარმატება ჰოლანდიურ ფეხბურთში.
1996 წლის ევროპის ჩემპიონატზე ჰოლანდიის ეროვნული ნაკრები ჩავიდა ძალზედ გამოუცდელი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული ნაკრებით. ამას თან დაერთო სერიოზული კონფლიქტი ტურნირის მიმდინარეობის დროს და ედგარ დავიდსი იქნა მოკვეთილი გუნდიდან (დროებით). ამ პერიოდში ნაკრებს სათავეში ედგა გუუს ჰიდინკი. ნაკრებმა გაჭირვებით გადალახა ჯგუფური ეტაპი და დამარცხდა მეოთხედფინალში საფრანგეთის გუნდთან, რაღა თქმა უნდა თერთმეტმეტრიანებით. თუმცა ჰოლანდიის ფეხბურთის ასოციაციამ არ დაითხოვა თანამდებობიდან გუუს ჰიდინკი და ეს გადაწყვეტილება გამოდგა აბსოლუტურად სწორი. ამ პერიოდში ნაკრებში გამოდიოდა ხორდი კრუიფი, რომელმაც საბოლოო ჯამში ვერ გაამართლა გაცემული ავანსები. ხოლო ბერგკამპი და co. ვერ იდგა მოწოდების სიმაღლეზე.
1998 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ჰოლანდიის გუნდი ისევ გუუს ჰიდინკის მეთაურობით წარმოგვიდგა მთელი ბრწყინვალებით. გუნდში დაიმკვიდრე ადგილი ახალი თაობის ვარსკვლავებმა: პატრიკ კლუივერტი, ედგარ დავიდსი, კლარენს ზეედორფი, მარკ ოვერმარსი, რონალდ დე ბური, ფილიპ კოკუ და ასე შემდეგ. გუნდმა ყოველგვარი პრობლემების გარეშე განვლო ჯგუფური ეტაპი, მერვედფინალში დაამარცხა სერბეთი, მეოთხედფინალში დენის ბერგკამპის გენიალური გოლის წყალობით დაამარცხა არგენტინის უძლიერესი ნაკრები და ნახევარფინალში გადაეყარა კვლავ ბრაზილიას. მიუხედავად ჰოლანდიის ნაკრების უპირატესობისა, მატჩის ძირითადი დრო დამთვარდა ფრედ 1:1 და პენალტების სერიაში ჰოლანდიის რაღა თქმა უნდა დამარცხდა და დასჯერდა მხოლოდ ბრინჯაოს მედლებს. სპეციალისტთა უმრავლესობამ ჰოლანდიის ფინალში ვერ გასვლა იმ თამაშის ფონზე რასაც გუნდი აჩვენებდა, მიიჩნია საკმაოდ არალოგიკურად.
2000 წლის ევროპის ჩემპიონატზე ჰოლანდია მოგვევლინა მასპინძელ ქვეყნად და ნაკრებს სათავეში ჩაუდგა იმ დროისთვის გამოუცდელი სპეციალისტი - ფრანკ რაიკაარდი. მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ გუნდში დიდი გადახალისება არ მომხდარა. ნაკრებმა ჯგუფურ ეტაპზე მოიგო სამივე შეხვედრა, მეოთხედფინალში 6:1 გაანადგურა იუგოსლავიის გუნდი (4 გოლი გაიტანა პატრიკ ლკუივერტმა) და გავიდა ნახევარფინალში, სადაც მას ელოდებოდა იტალია. თამაში წარიმართა ჰოლანდიელთა უდიდესი უპირატესობით ფრანკ დე ბურმა და პატრიკ კლუივერტმა მატჩის მსვლელობისას ვერ გამოიყენეს ორი თერთმეტმეტრიანი და საბოლოოდ საქმე მივიდა მატჩისშემდგომ თერთმეტ მეტრიანებამდე, რომელშიც რაღა თქმა უნდა ჰოლანდიის ნაკრები დამარცხდა და დაჯერდა ისევ ბრინჯაოს მედლებს. ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი გახდა კლუივერტი, თუმცა ეს ფაქტი დიდი ვერაფერი ნუგეში იყო. ფრანკ რაიკაარდმა თავისი ნებით დატოვა მთავარი მწვრთნელის თანამდებობა.
2000 წელს ნაკრების „შტურმანის“ პოსტი ჩააბარეს ლუი ვან გაალს. იმ დროინდელი ჰოლანდიის გუნდი მართლაც ბრწინვალე ფეხბურთელებით იყო დაკომპლექტებული. ნაკრებში გამოჩნდნენ მომავლის ვარსკვლავები რუუდ ვან ნისტერლოის თამადობით. თუმცა ჰოლანდია შეეწირა ვან გაალის უაზრო ტაქტიკურ ექსპერიმენტებს და გადამწყვეტ თამაშში დამარცხდა დუბლინში ირლანდიის ნაკრებთან. 2002 წლის მსოფლიო ჩემპიონატმა სამწუხაროდ ჩაიარა ერთ-ერთ საუკეთესო ჰოლანდიის ნაკრების გარეშე. ეს იყო ძალზედ მტკივნეული დარტყმა ჰოლანდიური ფეხბურთისადმი. ამის შემდგომ ლუი ვან გაალი რა თქმა უნდა დაითხოვეს პოსტიდან.
2002 წლის წარუმატებლობის შემდეგ ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე სამწუხაროდ დააბრუნეს ისევ დიკ ადვოკაატი (მე მაგის დედაც). 2004 წლის ევროპის ჩემპიონატზე მოსახვედრად ჰოლანდიას დასჭირდა პლეიოფ - ში თამაში, სადაც განადგურებულ იქნა შოტლანდიის ნაკრები. გუნდში ძველ გვარდია დაემატა ახალი ვარსკვლავების პლეადა, რომელთაც სათანადო გამოცდილება ჯერ არ ჰქონდათ მიღებული (სნეიდერი, ჰიტინგა, რობენი, ვან დერ ვაარტი, ვან დერ მეიდე), თუმცა ძველი გვარდიასთან ერთად (სტამი, ოვერმარსი, კლუივერტი, კოკუ, ნისტერლოი, დავიდსი, ზეედორფი, ზენდენი, მაკაი და ასე შემდეგ) იქმნებოდა უსერიოზულესი გუნდი, რომელსაც ჭირდებოდა მხოლოდ ერთ მუშტად შეკვრა. სამწუხაროდ დიკ ადვოკაატმა მოახერხა იმდენი, ნაკრები ვერ შეკრა, კლუივერტი არც ერთი წუთი არ ათამაშა და გუნდმა გვანახა აბსოლუტურად ქაოსური თამაში და ფონს გადიოდა მხოლოდ და მხოლოდ ცალკეული ფეხბურთელების ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე. შედეგად მივიღეთ მეოთხედფინალში გაჭირვებით გასვლა, სადაც ჰოლანდიამ თერთმეტ მეტრიანებში დაამარცხა შვედეთი. ნახევარფინალში გუნდი შეხვდა პორტუგალიას, რომელთანაც ვერაფერი გააწყო და დამარცხდა ანგარიშით 1:2. ადვოკაატი მოხსნეს თანამდებობიდან და იმედია ვეღარასოდეს ვეღარ დავინახავ ნაკრებში.
2004 წელს ჰოლანდიის ფეხბურთის ასოციაციამ გადადგა მეტად სარისკო ნაბიჯი და ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი ჩააბარა აბსოლუტურად გამოუცდელ მარკო ვან ბასტენს. გუნდში დაიწყო გაახალგაზრდავების პროცესი, რასაც შეეწირა ბევრი ფეხბურთელი და წინა პლანზე წამოიწია ახალგაზრდა ნიჭიერმა თაობამ.
მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონატი თავიდანვე განიხილებოდა, როგორც გუნდის შენების დასაწყისი და ნაკრებისგან დიდი წარმატებას ბევრი არ ელოდა. სამწუხაროდ ვარაუდები გამართლდა. გუნდმა წარმატებით განვლო ჯგუფური ეტაპი და მერვედფინალში მას გადაეღობა პორტუგალიის ძლიერი ნაკრები....... ეს იყო უპრეცედენტო შემთხვევა მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში. მსაჯმა ვალენტინ ივანოვმა ყველაფერი იღონა თამაშის გასაფუჭებლად, დაარიგა უამრავი წითელ – ყვითელი ბარათება. მანიშეს გოლის შემდეგ პორტუგალიელი ფებურთელები განუწყვეტლივ მიმართავდნენ სიმულიაციას, ხოლო ივანოვმა თამაში მოსპო ფაქტიურად. შედეგად ჰოლანდიის ნაკრები დამარცხდა ანგარიშით 0:1. წაგებაში გარკვეული წვლილი ვან ბასტენმაც შეიტანა, არ გამოიყვანა რა მინდორზე რუუდ ვან ნისტერლოი.
2008 წლის ევროპის ჩემპიონატზე ჰოლანდიელები წილისყრით "სიკვდილის ჯგუფში" მოხვდნენ ,მაგრამ ჯგუფური ეტაპი ფანტასტიური თამაშით გაიარეს და გაანადგურეს ყველა მეტოქე, იტალიელები 3-0,ფრანგები 4-1 და რუმინელები 2-0... ამ თამშების შემხედვარე ნარინჯისფრებს ყველა ჩემპიონატის #1 ფავორიტად მიიჩნევდა,მაგრამ მეოთხედფინალში მოხდა ის რასაც არავინ ელოდა ...სრული ფიასკო განიცადეს რუსეთის ნაკრებთან,რომელსაც ჰოლანდიელი გუუს ჰიდინკი თავკაცობდა .
დღესდღეისობით ჰოლანდიინ საფეხბურთო ნაკრები ეტაპობრივად მიიწევს წინ. გუნდში მოწინავე პოზიციებზე გადმოვიდნენ უკვე თანამედროვე ფეხბურთის ახლადგამომცხვარი ვარსკვლავები: რაფაელ ვან დერ ვაარტი, არიენ რობენი, კლაას იან ჰუნტელაარი, ვესლი სნეიდერი და სხვა უამრავი უნიჭიერესი ფეხბურთელი.
მსოფლიო ჩემპიონატები1930 წელი (ურუგვაი) - მონაწილეობა არ მიუღია
1934 წელი (იტალია) – პირველი ეტაპი
1938 წელი (საფრანგეთი) – პირველი ეტაპი
1950 წელი (ბრაზილია) – მონაწილეობა არ მიუღია
1954 წელი (შვდეთი) – მონაწილეობა არ მიუღია
1958 წელი (ჩილე) – მონაწილეობა არ მიუღია
1962 წელი (ჩილე) – მონაწილეობა არ მიუღია
1966 წელი (ინგლისი) – მონაწილეობა არ მიუღია
1970 წელი (მექსიკა) – მონაწილეობა არ მიუღია
1974 წელი (გერმანია) – ფინალი
1978 წელი (არგენტინა) – ფინალი
1982 წელი (ესპანეთი) – მონაწილეობა არ მიუღია
1986 წელი (მექსიკა) – მონაწილეობა არ მიუღია
1990 წელი (იტალია) – მერვედფინალი
1994 წელი (აშშ) – მეოთხედფინალი
1998 წელი (საფრანგეთი) – ნახევარფინალი
2002 წელი (კორეა–იაპონია) – მონაწილეობა არ მიუღია
2006 წელი (გერმანია) – მერვედფინალი
2010 წელი (სამხრეთ აფრიკა) - ფინალი
მსოფლიო ჩემპიონატზებზე ჰოლანდიის ნაკრებმა მონაწილეობა მიიღო 9 - ჯერ და ჩაატარა 43 მატჩი. მოიგო 22, ფრედ ითამაშა 10 და წააგო 11 თამაში. გოლები: 71-44. ყველაზე დიდი ანგარიშით მოგება: ჰოლანდია - სამხრეთ კორეა 5:0 (1998). ყველაზე დიდი ანგარიშით მარცხი ჩეხეთსლოვაკეთი – ჰოლანდია 3:0 (1938). მსოფლიო ჩემპიონატებზე ყველაზე მეტი გოლი გაიტანეს იოჰან ნეესკენსმა და უესლი სნეიდერმა (5 გოლი).ევროპის ჩემპიონატები 1960 წელი - მონაწილეობა არ მიუღია
1964 წელი - მონაწილეობა არ მიუღია
1968 წელი - მონაწილეობა არ მიუღია
1972 წელი - მონაწილეობა არ მიუღია
1976 წელი - ნახევარფინალი
1980 წელი - ჯგუფური ეტაპი
1984 წელი - მონაწილეობა არ მიუღია
1988 წელი - ჩემპიონი
1992 წელი - ნახევარფინალი
1996 წელი - მეოთხედფინალი
2000 წელი - ნახევარფინალი
2004 წელი - ნახევარფინალი
2008 წელი - მეოთხედფინალი
ევროპის ჩემპიონატებზე ჰოლანდიის ნაკრებმა მონაწილეობა მიიღო 7 - ჯერ და ჩაატარა 32 მატჩი. მოიგო 17, ფრედ ითამაშა 8 და წააგო 7 თამაში. გოლები: 55 – 32. ყველაზე დიდი ანგარიშით მოგება: ჰოლანდია - იუგოსლავია 6:0(2000) (1998). ყველაზე დიდი ანგარიშით მარცხი ინგლისი – ჰოლანდია 4:1 (1996). ევროპის ჩემპიონატებზე ყველაზე მეტი გოლი გაიტანა პატრიკ კლუივერტმა (6 გოლი).ჰოლანდიის ნაკრების ყველა მწვრთნელი1905 – 1908 კეეს ვან ჰასელტი
1908 - 1913 ედგარ ჩედვიკი
1910 – 1910 ჯიმი ჰოგანი
1913 – 1913 ტომ ბრედშოუ
1914 - 1914 ბილი ჰანტერი
1919 – 1919 ჯეკ რეინოლდსი
1919 - 1923 ფრედ უარბურტონი
1921 – 1921 ჯიმ ვეიტესი
1924 – 1924 ბილ თაუნლი
1924 – 1940 რობ გლენდინინგი
1942 – 1947 ოტო ბონსემა
1946 – 1946 კარელ კაუფმანი
1947 – 1948 ჯეს კარვერი
1948 – 1948 ტომ შენდონი
1949 – 1949 კარელ კაუფმანი
1949 – 1954 იაპ ვან დერ ლეკი
1954 – 1955 კარელ კაუფმანი
1955 – 1955 ფრიდრიხ დონეფილდი
1955 – 1956 მაქს მერკელი
1956 – 1956 ვუდი მიულერი
1956 – 1957 ფრიდრიხ დონეფილდი
1957 – 1957 ჯორჯ ჰარდვიკი
1957 – 1964 ელეკ შვარცი
1964 – 1966 დენის ნევილი
1966 – 1970 ჯორჯ კესლერი
1970 – 1974 ფრანტიშეკ ფანდრონი
1974 – 1974 რინუს მიხელსი
1974 – 1976 ჯორჯ ნობელი
1976 – 1977 იან სვარტკრუისი
1977 – 1978 ერნსტ ჰაპელი
1978 – 1981 იან სვარტკრუისი
1981 – 1981 რობ ბაანი
1981 – 1981 კეს რივერსი
1981 – 1984 კეს რივერსი
1984 – 1985 რინუს მიხელსი
1985 – 1986 ლეო ბენჰაკერი
1986 – 1988 რინუს მიხელსი
1998 – 1990 ტის ლიბრეტსი
1990 – 1990 ნოლ დე რუიტერი
1990 – 1990 ლეო ბენჰაკერი
1990 – 1992 რინუს მიხელსი
1992 – 1995 დიკ ადვოკაატი
1995 – 1998 გუუს ჰიდინკი
1997 – 1997 იან რაბი
1998 – 2000 ფრანკ რაიკაარდი
2000 – 2002 ლუის ვან გაალი
2002 – 2004 დიკ ადვოკაატი
2004 – 2008 მარკო ვან ბასტენი
2008 - ----- ბერტ ვან მაარვეიკი ჰოლანდიის ნაკრებში ჩატარებული თამაშები 1. ედვინ ვან დერ საარი - 130 თამაში
2. ფრანკ დე ბური - 112 თამაში
3. ჯოვანი ვან ბრონხოსტი - 106 თამაში
4. ფილიპ კოკუ - 101 თამაში
5. რაფაელ ვან დერ ვაარტი - 93 თამაში
6. კლარენს ზეედორფი - 87 თამაშიჰოლანდიის ნაკრების საუკეთესო ბომბარდირები
1. რობინ ვან პერსი - 41 გოლი
2. პატრიკ კლუივერტი - 40 გოლი
3. დენის ბერგკამპი - 37 გოლი
4-5. ფაას უილკერსი - 35 გოლი
4-5. რუუდ ვან ნისტელროი - 35 გოლი
6. კლაას-იან ჰუნტელაარი - 34 გოლი
7-8. აბე ლენსტრა - 33 გოლი
7-8. იოჰან კრაიფი - 33 გოლი ეროვნული ნაკრების კაპიტნები 1. ფრანკ დე ბური - 71 თამაში
2. რუუდ კროლი - 45 თამაში
3. რუუდ გულიტი - 41 თამაში
4. ჰარი დენისი - 37 თამაში
5. ედვინ ვან დერ საარი - 36 თამაში
6. იოჰან კრუიფი - 34 თამაში
7. რონალდ კუმანი - 33 თამაში ერთ თამაშში გატანილი გოლები
ერთ თამაშში გატანილი ყველაზე მეტი გოლი - იან ვოსი, ლენ ვენტე, ჯონ ბოსმანი, მარკო ვან ბასტენი (5 გოლი).
ნაკრებში ყველაზე მეტი გატანილი გოლი - პატრიკ კლუივერტი (40 გოლი)
ნაკრებში ყველაზე მეტი ჩატარებული თამაში - ედინ ვან დერ საარი (130 მატჩი)
ყველაზე მეტჯერ უკაპიტნა ნაკრებს – ფრანკ დე ბური (71 თამაში)
ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი – იან ვან ბრედა კოლფი (17 წლის და 2 თვი)
ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელმაც გაიტანა გოლი – იან ვან ბრედა კოლფი (17 წლის და 2 თვი)
ყველაზე მხცოვანი ფეხბურთელი – – აბე ლენსტრა (38 წლის და 4 თვის)
ყველაზე მცხოვანი ფეხბურთელი, რომელმაც გაიტანა გოლი – აბე ლენსტრა (38 წლის და 4 თვის) * * *
საინტერესო თამაშის ვიდეო რგოლები
This post has been edited by Duff on 21 May 2014, 16:33
,,ფეხბურთის თამაში მარტივია, მაგრამ მარტივი ფეხბურთის თამაში ურთულესია".. იოჰან კრუიფი.