Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > მხატვრობა > ლადო გუდიაშვილი


Posted by: Jgenti` 8 Jul 2006, 01:31
აქ არ იყო ბიო ქართულად. და ინტერნეტში ლინკებზე რაც ვნახე ყველა ინგლისურია.

ლადო გუდიაშვილის მშობლები მთიელები იყვნენ. მამა - დუშეთიდან, დედა - ფასანაურიდან. დავითს ელისაბედი ცხენით მოუტაცებია. ერთხანს, დუშეთში უცხოვრიათ, შემდეგ კი თბილისში გადმოსულან საცხოვრებლად და ბინაც ძველ უბანში, ჩუღურეთის მახლობლად, რიყის ქუჩაზე დაუდვიათ.
დავითის ოჯახი არ მონაწილეობდა ჩუღურეთის მოჰემურ ცხოვრებაში. ისინი განცალკევებით ცხოვრობდნენ და მთელ
თავისუფალ დროს, ორი ვაჟის - ვახტანგისა და ლადოს აღზრდას ანდომებდნენ. ოჯახში იღებდნენ ჟურნალ-გაზეთებს,
ქონდათ მუსიკალური ინსტრუმენტები, მართავდნენ საოჯახო კონცერტებს, ბავშობის წლების გახენება ლადო გუდიაშვილს დადებით ემოციებს ჰგვრიდა.
,,ჩემმა ბავშოვობამ, - იგონებდა მხატვარი, - ძველი თბილისის უბანში გაიარა. ეს იყო ძალზე ღარიბული, მაგრამ უაღრესად თავისებური, უაღრესად კოლორიტული უბანი.~.
მხატვორბისადმი ინტერესს ბავშვობიდანვე ამჟღავნებდა. ხატავდა ყველგან და ყოველთვის, სადაც კი ამის დრო და შესაძლებლობა ჰქონდა: ქვაფენილზე, ფიცარზე, ქაღალდზე, კედელზე...
მიუხედავად ასეთი ინტერესისა, ელისაბედმა შვილის მუსიკოსად აღზრდა განიზრახა და კერძო მასწავლებელიც გამოუძებნა. მთელი წელიწადი სწავლობდა ლადო ვიოლინოზე დაკვრას, ჩასწვდა მუსიკის საიდუმლოებას, მაგრამ როგორც კი ვიოლინოზე დაკვრას დაიწყებდა, გულის არეში საშინელ სპაზმებს გრძნობდა.
,,კარის ექიმმაც~ არ დააყოვნა და ,,განაჩენი~ გამოუტანა - ვიოლინო სამუდამოდ განიდევნა ლადოს ოთახიდან.

იმ პერიოდში გუდიაშვილების მეზობლად გერმანელი მხატვარი, ზომერი ცხოვრობდა. ის ხშირად დადიოდა დავითის ოჯახში.
მასპინძელს გაესაუბრებოდა, ჭიქა ღვინოს გადაქკრავდა და გამხიარულებული ბრუნდებოდა საკუთარ ბინაში. ერთ-ერთი ვიზიტის დროს, ელისაბედმა გერმანელ მხატვარს ლადოს ჩანახატები დაუწყო წინ. ზომერმა გამოცდილი თვალი შეავლო ნახატებს, ნორჩი მხატვრის ნამუშევრებში ინდივიდუალური ხელწერა და სიახლისადმი ლტოლვა აღმოაჩინა და აღფრთოვანებულმა, პათეტიკური ტონით წამოიძახა: - ,,ამ ბიჭუნასგან ნამდვილი მხატვარი, დიდი მხატვარი დადგება! ~ ზომერის ,,ვერდიქტი~ ოჯახმა ურყევ ჭეშმარიტებად აღიქვა.

1910 წლის აგვისტოში, ლადო თბილისის სამხატვრო სასწავლებელში ჩაირიცხა. მან ეს სასწავლებელი წარმატებით, პირველი ხარისხის დიპლომით დაამთავრა, მაგრამ ფიქრობდა, რომ ჯერ კიდევ ბევრი რამ ჰქონდა სასწავლი, უნდა ეშრომა, რათა ნამდვილად, დიდ ხელოვნებას ზიარებოდა. გადაწყვიტა, დაოსტატების მიზნით, პარიზსს სწვეოდა. ახალგაზრდა მხატვარმა ამ ჩანაფიქრის განხორციელება შესძლო - 1919 წელს, დავით კაკაბაძესთან ერთად, საფრანგეთს გაემგზავრა.
მათ თვე-ნახევარი იცხოვრეს ერთად რომში. ამ ხნის განმავლობაში, მოიარეს სახელგანთქმული მუზეუმები. რომიდან პარიზში მატარებლით გაემგზავრნენ. ყოველ გაჩერებაზე ჩადიოდნენ სადგურში, ათვალიერებდნენ ბუნებას. ლადო ღამითაც არ ღალატობდა ამ ჩვევას. მაგრამ ერთ-ერთი ასეთი ჩასვლა კინაღამ სიცოცხლის ფასად დაუჯდა - ვაგზლის მოედნის დათვალიერებით გატაცებული ლადოს თვალწინ ვაგონებმა გაირბინა... მან ძლივს მოასწრო ბოლო ვაგონის საფეხურზე შეხტომა, მაგრამ... ვაგონის კარი დაკეტილი აღმოჩნდა. ბევრი აბრახუნა, მაგრამ ამაოდ. მომავალ სადგურამდე კიბეზე მგზავრობა მოუხდა. ცივი ღამე იყო, ორთქმავლის ჭვარტლი სახესა და ხელებზე სქელ ფენად ედებოდა ლადოს... გამურული დაბრუნდა კუპეში. შეშინებულმა დავითმა ძლივს იცნო მეგობარი...

ლადო პარიზში ყოფნის პერიოდში, წუთსაც კი არ ჩერდებოდა უსაქმოდ. მონაწილეობდა პარიზულ სანახაობებში. ერთხელ მან საკარნავალო კოსტიუმი შეიკერა. თმა გადაიპარსა, თავზე თბილისიდან წამოღებული წითელი ბაღდადი მოიხვია, განიერფარფლებიანი ქუდი დაიხურა და კოვბოების საზეიმო მსვლელობას შეუერთდა..
ზეიმის შემდეგ, კაფე ,,როტონდაში~ შეიარა ყავის დასალევად. კაფეში მეგობარ მწერლებს შეხვდა, საუბარი გააბეს. გაცხარებულ საუბარში გართულს არც კი უგრძვნია, ხელზე ბორკილები როგორ დაადეს..
მეგობრებმა საქმის ვითარება იკითხეს.
- ამერიკელი პოლიციელი ვარ, დიდი ხანია, ამ ყაჩაღს დავეძებ და ძლივს ვიპოვე - თქვა უცნობმა, თან ჯიბიდან ლადოს ორეულის სურათი ამოიღო. საქმეში ჩაერივნენ ამერიკელი მხატვრები. რომლებმაც დიდი გაჭირვებიც დაარწმუნეს თანამემამულე,
რომ მის წინ ყაჩაღი კი არა, ქართველი მხატვარი იდგა.

1920 წელს, ,,საშემოდგომო სალონში~ მოეწყო გუდიაშვილის ნამუშევრების გამოფენა. გამოფენამ წარმატებით ჩაიარა - ორი სურათი გამოფენის პირველსავე დღეებში გაიყიდა, ერთ-ერთი მათგანი ,,კინტოების ქეიფი~ - ცნობილმა ესპანელმა მხატვარმა იგნასიო სულოაგამ შეიძინა.
გამოფენის მდივანმა ლადოს სთხოვა სურათი შეეფასებინა. სიხარულისაგან მხატვარმა ცრემლების ,,ბურთი~ ძლივს გადაყლაპა და აკანკალებული ხმით მდივანს უთხრა:
- ,,მუსიე, რას ბრძანებთ? მაესტრომ ჩემი სურათი მოიწონა და რომელ ფასზეა ლაპარაკი?, ყველა საჩუქრად მომირთმევია, თუკი ჩემი სურათები მას სიამოვნებას ანიჭებს...
მეორე დღეს, ესპანელი მხატვარი თავად ეწვია ლადოს სახელოსნოში, კარგა ხანს ათვალიერა სურათები, რამდენიმე აარჩია.
- ამ ნახატებს თუ შეელევითო? - ჰკითხა.
როდესაც მხატვრისგან თანხმობა მიიღო, გაიღიმა და ჯიბიდან ფრანკების ორი დასტა ამოიღო და თქვა: ,,მარტოოდენ კარგი სიტყვებით რომ შეიძლებოდეს ცხოვრება, რაღა მიჭირდა, მე ბევრი რამ გამომიცდია და ყველაფრის ფასი ვიცი. თქვენ ახლა ფული გჭირდებათ, აიღეთ და უკეთესი სურათები დახატეთ...~
მიუხედავად დიდი წარმატებებისა ლადოს პარიზში ყოფნა უკვე გაუსაძლისი ხდებოდა. მშობლიური მიწის ყივილი ძლიერი იყო.
,,საქართველოსკენ, რაც შეიძლება მალე! ~ - აი, ერთადერთი ფიქრი, რომელიც სამშობლოს მოსწყვეტილ მხატვარს ასულდგმულებდა. ლადომ სამშობლოში დასაბრუნებლად თადარიგი ადრიანად დაიჭირა, ბარგი მოამზადა და მარსელში გააგზავნა, ბილეთიც წინასწარ შეუკვეთა, წამოსვლის წინ, პარიზში ნაცნობ-მეგობრებს აცრემლებული გამოემშვიდობა.
სახელოსნოში დაბრუნებულს, კართან ნაცნობი მამაკაცი დახვდა - პარიზული გალერეის მეპატრონე როზენბერგი. ის ხელმოკლე, მაგრამ ნიჭიერი მხატვრებისგან ჩალის ფასად ყიდულობდა სურათებს, ჯერ საკუთარ გალერიაში გამოფენდა და შემდეგ - მამასისხლად ყიდდა...
ლადოს სტუმრად მოსული როზენბერგი არწმუნებდა: ,,თქვენ მიდიხართ სწორედ იმ დროს როცა იწყება თქვენი აღიარება, თუ არ გადაიფიქრებთ, იცოდეთ, ეს იქნება დიდი შეცდომა.. თუ გინდათ ამაღლდეთ დარჩით ზემოთ~
ამ შეხვედრას ლადო მოგვიანებით ასე იხსენებდა: ,, მე ავღელდი. ამ სიტყვებს მეუბნებოდა კაცი, რომელმაც თავის დროზე მეცენატობა გაუწია პიკასოს, დერენს,მატისს, მან გაუხსნა გზა ბევრ მხატვარს.~
მაგრამ გუდიაშვილის გადაწყვეტილება მტკიცე იყო. იგი ჩაჯდა ფრანგულ გემში და საქართველოსკენ გამოცურა. საათობით გემბანზე და ელოდებოდა ქართული მიწის გამოჩენას...
,,მახსოვს, - იგონებს ლადო, - როგორი სიხარული ვიგრძენი, როცა საქართველოს სანაპირო დავინახე. მზით განათებული შემომხვდა აჭარის მწვანე მთები.. ხუთი წლის წინ მასთან განშორების სევდა და ტკივილი ახლა ისეთი სიხარულით მეცვლებოდა რომ სუნთქვა შემეკრა.. ალბათ ამ ქვეყნად არ არსებობს უფრო დიდი ბედნიერება ვიდრე სამშობლოში დაბრუნება. წარმოუდგენელი განცდა დამეუფლა როცა მშობლიურ მიწაზე დავდგი ფეხი.~
სამშობლოში დაბრუნებისთანავე მოწყობილ ვერნისაჟზე ლადომ ერთი მოხდენილი ქალიშვილი შენიშნა, რომელმაც მისი ყურადღება მიიქცია. შემდგომ, ის თითქმის ყოველდღე მოდიოდა გამოფენაზე და საათობის შესცქეროდა ტილოებს. წასვლისას
უეჭველად მიდიოდა ლადოსთან და თავაზიანად გამოეთხოვებოდა..
ხშირმა შეხვედრამ მხატვარსა და ქალიშვილს შორის მეგობრობის იდუმალი ძაფი გააბა. გოგონა ნინო მგელაძე აღმოჩნდა. ის
რუსთაველის სახელობის თეატრის სტუდიაში სწავლობდა. გამოფენამ მტკიცეთ დაამეგობრა 30 წლის ლადო და 16 წლის ქალიშვილი. ისინი ხშირად ხვდებოდნენ ერთმანეთს. ერთხელ ლადომ შესთავაზა - მეწვევით სახელოსნოში, თქვენს პორტრეტს დავხატავო.
მართლაც 1930 წლის თებერვალში, პაემანი შედგა. ქალიშვილი ლადოს ეწვია. ერთ თვესაც არ გაევლო იმ სტუმრობიდან, ლადომ მეგობრული ვახშამი გამართა და შინ მიიწვია მიხეილ ჭიაურელი, ვერიკო ანჯაფარიძე, ნატო ვაჩნაძე, ნიკოლოზ შენგელია, ტიციანი, პაოლო და სხვები. სტუმართა შორის ნინოც იყო. სუფრას ნიკოლოზ შენგელია თამადობდა. ნიკოლოზმა პირველი სასმისით ლადო და ნინო ადღეგრძელა, ბედნიერი ცხოვრება უსურვა. ნინომ დაირცხვინა, იუხერხულა, მე რა შუაში ვარ? , - იკითხა. ასეთი შეკვეთა მაქვს მასპინძელისგან,- უპასუხა თამადამ.
სტუმრებმა ერთმანეთს გადახედეს, მერე, ლადოსა და ნინოსკენ გააპარეს თვალი. მათ წინ ორი ერთნაირი ფინჯანი იდგა. ყველა მიხვდა ლადოს ჩანაფიქრს...
ახალშეუღლებულებმა გადაწყვიტეს, შვებულება გაგრაში გაეტარებინათ. ჯერ ბათუმს ეწვივნენ, იქიდან კი გემით გაგრისკენ აიღეს გეზი. მაგრამ საქორწინო მოგზაურების პირველი დღე უიღბლო აღმოჩნდა: როგორც კი გაგრაში ჩავიდნენ, ლადომ რატომღაც ჯიბეზე მოისვა ხელი და.. ჯიბის ოსტატებს უკანასკნელი მანეთიც წაეღოთ...
ის ღამე ზღვის პირას გაათენეს. კიდევ კარგი, რომ გაგრაში ვერიკო ანჯაფარიძე და ბესო ჟღენტი ისვენებდნენ - მეგობრებმა გაჭირვებისგან იხსნენს ცოლ-ქმარი.
ქორწინების შემდეგ, ნინო ლადო გუდიაშვილის შემოქმედების პირველი კრიტიკოსი გახდა - როგორც კი სურათი დაიბადებოდა, პირველი, ვისაც უფლება ჰქონდა ენახა იგი და გამოეთქვა აზრი ნინო გუდიაშვილი გახლდათ...

ომი ახალი დამთავრებული იყო, ლადო ახალგაზრდა მხატვრებთან ერთად ბიჭვინთას ეწვია. საღამო ხანი იყო, ეკლესიის შესასვლელთან ლადო ახალგაზრდა მეგობარს ესაუბრებოდა. მათ უცნობი წყვილი მიუახლოვდა, მისალმების შემდეგ, ფრან ცოლ-ქმარს ლადომ ეკლესია დაათვალიერებინა. გაკვირვებული ფრანგები აღტაცებას ვერ ფარავდნენ... გამოთხოვებისას მამაკაცმა ლადოს ჰკითხა: ,,საფრანგეთში ერთი ქართველი მხატვარი ცხოვრობდა, გვარად გუდიაშვილი. კარგი მხატვარი ყოფილა, მისი ტილოები მინახავს, კერძო კოლექციებში. ცოცხალი აღარ არისო, - გვითხრეს და ხომ არ გაგიგიათ რით დაიღუპა? ~ ლადომ უცხოელს გაუღიმა და უთხრა - განა ყველა ნათქვამი დაიჯერება?! ის მხატვარი - გუდიაშვილი მე გახლავართო...
ხელოვანს მიაჩნდა რომ ყველაზე მეტი რამ მონუმენტური ფრესკული მხატვრობიდან ისწავლა. ჰქონდა უნარი ცხოვრების საიდუმლოების გახსნისა და ტილოზე გადმოცემისა. დასვენების დროს, შრომა ენატრებოდა. თოვლი არასოდეს დაუხატავს რადგან ცივიაო..მზის დახატვას გაურბოდა, რადგან მიაჩნდა, რომ მზე თვითონ ნახატში უნდა იგრძნობოდეს..მართლაც მხატვრის ტილოებზე მოციმციმე მზის სხივები, წლის ნებისმიერ დროს ათბობს ადამიანს...

Posted by: nacarqeqia 8 Jul 2006, 02:15
ლადო გუდიაშვილი ყველა დროის ყველაზე დიდი ქართველი მხატვარია ფიროსმანის შემდეგ, შეცდომაა როდესაც მასზე მაღლა დავით კაკაბაძეს აყენებენ!

ყველაზე ქართველი მხატვრია, შესანიშნავად იყენებდა ქართულ ყოფით თუ მითოლოგიურ სიუჟეტებს - ლადოს სურატების თვალიერება უდიდესი სიამოვნებაა !

Jgenti`

კაია ეს თემა რო გახსენი!

Posted by: Lotosi 8 Jul 2006, 02:35
nacarqeqia
QUOTE
შეცდომაა როდესაც მასზე მაღლა დავით კაკაბაძეს აყენებენ!

spy.gif

QUOTE
ლადოს სურატების თვალიერება უდიდესი სიამოვნებაა


ხო, მარტო ქაშუეთის ეკლესიის მხარტვრობა რად ღირს

vis.gif sad.gif

Posted by: nacarqeqia 8 Jul 2006, 03:45
Lotosi
QUOTE
ხო, მარტო ქაშუეთის ეკლესიის მხარტვრობა რად ღირს


ლოტოს, რა კეჭაყმაძის ყველაფერი შედევრია?

Posted by: ტემპერა 8 Jul 2006, 09:49

nacarqeqia
QUOTE
ლადო გუდიაშვილი ყველა დროის ყველაზე დიდი ქართველი მხატვარია ფიროსმანის შემდეგ, შეცდომაა როდესაც მასზე მაღლა დავით კაკაბაძეს აყენებენ!

ყველაზე ქართველი მხატვრია, შესანიშნავად იყენებდა ქართულ ყოფით თუ მითოლოგიურ სიუჟეტებს - ლადოს სურატების თვალიერება უდიდესი სიამოვნებაა !

თან არ უნდა დაგვავიწყდეს რომ იძიულებითი ცაცია იყო, მარჯვენა ხელზე რაღაც შეემთხვა და იძულებული გახდა ცაცია გამხდარიყო...
მან რასაც მიღწია ეს უდიდესი შრომის დამსახურებაა...

Posted by: nacarqeqia 8 Jul 2006, 12:10
ტემპერა
QUOTE
თან არ უნდა დაგვავიწყდეს რომ იძიულებითი ცაცია იყო, მარჯვენა ხელზე რაღაც შეემთხვა და იძულებული გახდა ცაცია გამხდარიყო...
მან რასაც მიღწია ეს უდიდესი შრომის დამსახურებაა...


ჯიგარი ხარ!

ძირს ლოტოსი...

Posted by: Samp 8 Jul 2006, 14:18
წლის ბოლოს ლადოს სახლმუზეუმის გახსნაა დაგეგმილი. რამოდენიმე დღის წინ მოვინახულე სარემონტო სამუშაოები გუდიაშვილზე და მე მგონი, კარგი გამოვა.
პრეზენტაციაზე შეიძლება პიკასოს ოჯახიც ჩამოვიდეს smile.gif

Posted by: S-M 8 Jul 2006, 14:20
ყველა მხატვარს მაგრად ვაფასებ მარა დიდად არ მომწონს რა მე მხოლოდ რენესანსი და მისი ჯანი

Posted by: nacarqeqia 8 Jul 2006, 15:10
Samp
QUOTE
წლის ბოლოს ლადოს სახლმუზეუმის გახსნაა დაგეგმილი. რამოდენიმე დღის წინ მოვინახულე სარემონტო სამუშაოები გუდიაშვილზე და მე მგონი, კარგი გამოვა.
პრეზენტაციაზე შეიძლება პიკასოს ოჯახიც ჩამოვიდეს 


კარგად იქცევი და მალე ლანცაც გექნება!

Posted by: BAUSHKE_ 13 Dec 2008, 00:35
დღეს ერთ ჟურნალში ძალიან ლამაზი სტატია ვნახე ლადო გუდიაშვილზე, სადაც წერდნენ მის ნიჭზე, საქართველოზე, ფიროსმანზე,
იმაზე რო გუდიაშვილი მოდილიანის და პიკასოს მეგობარი იყო და პარიზული კაფე ლა როტონდ უყვარდა მონპარნასზე.

ხოდა ხელში შემრჩა რეკლამა : 22 დეკემბერს ოტელ დრუოს აუქციონზე მისი "კინტოები" იყიდება.
სავარაუდო ფასი 1 - 1, 5 მილიონი ევრო.

აი ამ ტილოზეა ლაპარაკი

Posted by: <DADA> 13 Dec 2008, 00:59
ვერ დამარწმუნებთ რო კაკაბაძეს ჯობია გუდიაშვილი gigi.gif

ბევრად თანამედროვე იყო კაკაბაძე

სად ლადოს ქონიანი ქალები და სად კაკაბაძის ბიომორფული აბსტრაქციული რამის კანდინსკის დონემდე მისული (თუ მსი ტოლი არა) კომპოზიციები.
ბრეტანის ხედებს რანირად ჯობს

ოღონდ მე არ ვამბობ რომ გუდიაშვილი ცუდი მხატვარია
ჩემი საკრიტიკო არაფერი ჭირს


Posted by: ტემპერა 13 Dec 2008, 01:32
BAUSHKE_
QUOTE
ხოდა ხელში შემრჩა რეკლამა : 22 დეკემბერს ოტელ დრუოს აუქციონზე მისი "კინტოები" იყიდება.სავარაუდო ფასი 1 - 1, 5 მილიონი ევრო.

აი ამ ტილოზეა ლაპარაკი

პირველად ვხედავ...
საინტერესოა ვინაა მფლობელი,...

Posted by: BAUSHKE_ 13 Dec 2008, 17:01
ტემპერა
ჟურნალი ეხლა აქ არა მაქვს და გვარი ზუსტად არ მახსოვს, ჩემი აზრით, სლავური წარმოშობის ევროპელი უნდა იყოს

Posted by: ტემპერა 13 Dec 2008, 22:59
BAUSHKE_
ზდანევიჩი?

Posted by: BAUSHKE_ 13 Dec 2008, 23:04
ტემპერა
არა. მოვძებნი და გეტყვი.
რა საინტერესოა ამ დაუმთავრებელ კრიზისში რამდენად გაყიდიან rolleyes.gif

Posted by: ტემპერა 13 Dec 2008, 23:49
BAUSHKE_
საწყისი თანხა ძაალიან ბევრია მაგ ტილოსთვის და საერთოდ გუდიაშვილისთვის,,

Posted by: BAUSHKE_ 13 Dec 2008, 23:59
ტემპერა
smile.gif) ხო, რამდენჯერმე დავხედე, თვალი ხომ არ მატყუებსთქო და ინტერნეტშიც გადავამოწმე.

Posted by: ტემპერა 14 Dec 2008, 00:02
BAUSHKE_
QUOTE
ხო, რამდენჯერმე დავხედე, თვალი ხომ არ მატყუებსთქო და ინტერნეტშიც გადავამოწმე.

ფიროსმანის ტილოები იყო შეფასებულ დაზღვეული მაქსიმუმ 2 მილიონად,,
გუდიაშვილის ეგ ნამუშევარი ჰა-ჰაა 100 000 ღირდეს..

Posted by: BAUSHKE_ 14 Dec 2008, 00:06
ტემპერა
მე თუ მკითხავ, ეგეც ბევრია. რაღაცას მაიმუნობენ.

Posted by: pataputina 19 Dec 2008, 15:54
კრისტის აუქციონზე გასაყიდად წარდგენილი ლადო გუდიაშვილის ტილო სახელწოდებით “ხაში” ყალბია

სახელგანთქმულ კრისტის აუქციონზე გასაყიდად წარდგენილი ლადო გუდიაშვილის ტილო სახელწოდებით “ხაში” ყალბია. თუ უცხოელ ექსპერტებს ნახევარ მილიონ ფუნტ-სტერლინგად მისი შეფასება არ შეშლიათ, გამოდის, რომ ნამუშევრის ყალბი ასლი საქართველოს ეროვნულ მუზეუმში კიდია.

აღნიშნული სკანდალური ფაქტი გადაცემა “ბიზნეს-კურიერმა” გამოავლინა.

აუქციონის კატალოგში წერია, რომ ტილო რუსეთში საქართველოდან 1980 წელს ჭიაურელების ოჯახიდან გავიდა, თუმცა ეროვნულ მუზეუმში აცხადებენ, რომ ტილო უკვე 80 წელია, მათ დარბაზში კიდია და მუზეუმი არასდროს დაუტოვებია.

კრისტის საიტზე გასაყიდად განთავსებული ნახატი მას ზომებითაც და ვიზუალურადაც შეესაბამება.

გუდიაშვილის ოჯახის წევრები და ხელოვნებათმცოდნეები ირწმუნებიან, რომ მხატვარს არცერთი თავისი ნამუშევრის ასლი არ შეუქმნია.

როგორც ცნობილია, “ხაში” გუდიაშვილმა 1919 წელს შეასრულა და რამდენიმე წელიწადში ეროვნულ მუზეუმს გადასცა.

ქართველი ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ კრისტისა და სოთბის აუქციონზე მსგავსი ფაქტები კიდევ გამოვლინდეს.




ო ლა ლააა

Posted by: chorven:) 19 Dec 2008, 16:22
ხაში რა სასაცილოდ ჟღერს alk.gif gigi.gif

Posted by: ტემპერა 19 Dec 2008, 17:00
QUOTE
კრისტის აუქციონზე გასაყიდად წარდგენილი ლადო გუდიაშვილის ტილო სახელწოდებით “ხაში” ყალბია

სახელგანთქმულ კრისტის აუქციონზე გასაყიდად წარდგენილი ლადო გუდიაშვილის ტილო სახელწოდებით “ხაში” ყალბია. თუ უცხოელ ექსპერტებს ნახევარ მილიონ ფუნტ-სტერლინგად მისი შეფასება არ შეშლიათ, გამოდის, რომ ნამუშევრის ყალბი ასლი საქართველოს ეროვნულ მუზეუმში კიდია.

აღნიშნული სკანდალური ფაქტი გადაცემა “ბიზნეს-კურიერმა” გამოავლინა.

აუქციონის კატალოგში წერია, რომ ტილო რუსეთში საქართველოდან 1980 წელს ჭიაურელების ოჯახიდან გავიდა, თუმცა ეროვნულ მუზეუმში აცხადებენ, რომ ტილო უკვე 80 წელია, მათ დარბაზში კიდია და მუზეუმი არასდროს დაუტოვებია.

კრისტის საიტზე გასაყიდად განთავსებული ნახატი მას ზომებითაც და ვიზუალურადაც შეესაბამება.

გუდიაშვილის ოჯახის წევრები და ხელოვნებათმცოდნეები ირწმუნებიან, რომ მხატვარს არცერთი თავისი ნამუშევრის ასლი არ შეუქმნია.

როგორც ცნობილია, “ხაში” გუდიაშვილმა 1919 წელს შეასრულა და რამდენიმე წელიწადში ეროვნულ მუზეუმს გადასცა.

ქართველი ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ კრისტისა და სოთბის აუქციონზე მსგავსი ფაქტები კიდევ გამოვლინდეს.

მდა.. biggrin.gif

Posted by: ტემპერა 23 Dec 2008, 21:02
დღს გაიყიდა 700 000 ევროდ..

user posted image

Posted by: Ruglen Holon 25 Dec 2008, 22:17
ნეტში სადმე არის გუდიშვილის ნახატები?
რაღაც ნახატს ვეძებ და სათაურიც არ ვიცი sad.gif

Posted by: ტემპერა 25 Dec 2008, 22:52
Ruglen Holon
http://images.google.com/images?client=opera&rls=ru&q=%E1%83%9A%E1%83%90%E1%83%93%E1%83%9D%20%E1%83%92%E1%83%A3%E1%83%93%E1%83%98%E1%83%90%E1%83%A8%E1%83%95%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98&sourceid=opera&ie=utf-8&oe=utf-8&um=1&sa=N&tab=wi

Posted by: Ruglen Holon 27 Dec 2008, 02:47
ტემპერა
შენ გინდა თქვა რომ გუგლსერჩი არ გამიგონია ამხელა რუგლენ ჰოლონ კაცს ? biggrin.gif

ვერ ვიპოვე გუგლით ის სურათი...

Posted by: ტემპერა 27 Dec 2008, 08:33
Ruglen Holon
QUOTE
შენ გინდა თქვა რომ გუგლსერჩი არ გამიგონია ამხელა რუგლენ ჰოლონ კაცს ?

რავიცი აბაა, ისე იკითხე, სადმე თუ დევს ნახატებიოო დაა.. biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

მითხარი რომელი ნამუშევარუ გინდა და დაგისკანერებ..

Posted by: そソふいイあア だダ 好 27 Dec 2008, 22:06
ძალიან მიყვარს ეს ნამუშევარი მისი და ძალიან ვაფასებ ამ პიროვნებას როგორც მხატვარს და როგორც პიროვნებას


Posted by: ტემპერა 27 Dec 2008, 23:41
そソふいイあア だダ 好
QUOTE
ძალიან მიყვარს ეს ნამუშევარი მისი და ძალიან ვაფასებ ამ პიროვნებას როგორც მხატვარს და როგორც პიროვნებას

გუდიაშვილი რა შუაშია?

Posted by: Ruglen Holon 28 Dec 2008, 00:09
ტემპერა
აი სახელიც კი არ ვიცი user.gif

აგიღწერ biggrin.gif

კაცი დგას რაღაც ძველი თბილისის მაგვარ ქუჩაში, ნიტო ქვაფენილზე ნიტო ბორდიორზე...
ქარი ქრის, ფოთლები მიაქვს და ეს კაცი ჩაჭიდებულია ლამპიონს.
ლამპიონი შეზრდილია სახლში და გეოგონება ქარს ყველაფერი მიაქვს რაც კი ნახატშია

მგონი ტუშია და პლიუს ფერებიც ადევს.....

rolleyes.gif

Posted by: ტემპერა 28 Dec 2008, 00:45
Ruglen Holon
QUOTE
კაცი დგას რაღაც ძველი თბილისის მაგვარ ქუჩაში, ნიტო ქვაფენილზე ნიტო ბორდიორზე... ქარი ქრის, ფოთლები მიაქვს და ეს კაცი ჩაჭიდებულია ლამპიონს. ლამპიონი შეზრდილია სახლში და გეოგონება ქარს ყველაფერი მიაქვს რაც კი ნახატშია

მგონი ტუშია და პლიუს ფერებიც ადევს.....

ხვალ დაგიდებ..

Posted by: Ruglen Holon 28 Dec 2008, 00:58
ტემპერა
და სახელი რა ქვია მანამდე მითხარი chups.gif

Posted by: ტემპერა 28 Dec 2008, 01:08
1964-შია დახატული
"HURRICANE"


ხვალ დავდებ უფრო კაი ხარისხით..

Posted by: Ruglen Holon 28 Dec 2008, 01:22
ტემპერა
ეგაა !

მადლობა chups.gif

QUOTE
ხვალ დავდებ უფრო კაი ხარისხით..


კაი იქნება 2kiss.gif


პს. შენ მოგწონს ისე გუდიაშვილი ?

Posted by: ტემპერა 28 Dec 2008, 01:35
Ruglen Holon
QUOTE
პს. შენ მოგწონს ისე გუდიაშვილი ?

ისე რა, არ ვგიჟდები...

Posted by: そソふいイあア だダ 好 28 Dec 2008, 23:12
ტემპერა
QUOTE
გუდიაშვილი რა შუაშია?

თავშია : ))))))

Compared to Georgian paintings of the time, the altar fresco must be considered a tasteful success. Not surprising, it incorporates echoes of Lado Gudiashvili: the hands of the Mother of Georgia, Deda Sakartveli, Shota Rustaveli the Bard as bag-pipe player, and the Man in the Tiger Skin presenting the church are all figures from Gudiashvili's repertory.

http://images.google.ge/imgres?imgurl=http://vdjorbenadze.tripod.com/Djorbenadze/1989WedMainFreso.jpg&imgrefurl=http://vdjorbenadze.tripod.com/Djorbenadze/Djorbenadze.htm&usg=___Fa59AhS96lGswKw1KjnF3k2sLU=&h=559&w=797&sz=56&hl=ka&start=30&um=1&tbnid=TvBZNHlAG2Z04M:&tbnh=100&tbnw=143&prev=/images%3Fq%3Dlado%2Bgudiashvili%26start%3D18%26ndsp%3D18%26um%3D1%26hl%3Dka%26sa%3DN

Posted by: ERM0NIA 28 Dec 2008, 23:17
そソふいイあア だダ 好
რა ნაცნობი ხელწერაა. biggrin.gif

Posted by: ტემპერა 28 Dec 2008, 23:19
そソふいイあア だダ 好
QUOTE
Compared to Georgian paintings of the time, the altar fresco must be considered a tasteful success. Not surprising, it incorporates echoes of Lado Gudiashvili: the hands of the Mother of Georgia, Deda Sakartveli, Shota Rustaveli the Bard as bag-pipe player, and the Man in the Tiger Skin presenting the church are all figures from Gudiashvili's repertory.

http://images.google.ge/imgres?imgurl=http...l%3Dka%26sa%3DN

რაო რა წერია?

Posted by: Johnnie Walker 28 Dec 2008, 23:28
pataputina
QUOTE
კრისტის აუქციონზე გასაყიდად წარდგენილი ლადო გუდიაშვილის ტილო სახელწოდებით “ხაში” ყალბია

ერთი იმის ტვინში ჩამახედა, გუდიაშვილის გაყალბებას რომ იჩალიჩებს და მერე კიდევ ამ გაყალბებულს კრისტიზე გაიტანს smile.gif

ეგეც მყავს, რა, ვერმეერი lol.gif

Posted by: laloxever 29 Dec 2008, 16:13
nacarqeqia
QUOTE
ლადო გუდიაშვილი ყველა დროის ყველაზე დიდი ქართველი მხატვარია ფიროსმანის შემდეგ

რა მოგწონს გუდიაშვილის შემოქმედებაში?
რამე განსაკუთრებულს ხედავ მის სურათებში?
თეატრალიზებული სიუჟეტი გამორჩეული პროპორციები და ქართული ყოფა, მერე რა ხდება?

მოკლედ ეს გუდიაშვილი ეს კაკაბაძე რაღაცას ნიშნავენ . სინამდვილესი კი რადგანაც არ გვყავს კარგი მხატვრები ყველაზე გამორჩეულებს ვიღებთ არაფერი განსაკუთრებული.


ერთადერთი მხატვარი გვყავს ჩვენ ესაა ფიროსმანი.

Posted by: Giji-Gogo-Zeppelin 29 Dec 2008, 16:46
QUOTE
სინამდვილესი კი რადგანაც არ გვყავს კარგი მხატვრები ყველაზე გამორჩეულებს ვიღებთ არაფერი განსაკუთრებული.


: )) რატომ მიაკვდი უკვდავყოფილი სახელების მქონე მხატვრებს?
ზოგადად ქართველებში გადასარევი მხატვრები, მწერლები, მოქანდაკეები, მუსიკოსები და საერთოდ გადასარევი ხელოვანი ხალხი გვყავს...

QUOTE
ერთადერთი მხატვარი გვყავს ჩვენ ესაა ფიროსმანი



: )))) გუდიაშვილს უარყოფ და ფიროსმანს აღიარებ??? oh my....

Posted by: Johnnie Walker 30 Dec 2008, 13:57
laloxever
QUOTE
ერთადერთი მხატვარი გვყავს ჩვენ ესაა ფიროსმანი.

ავთო ვარაზიც კარგი იყო, ალკოჰოლს გადაჰყვა, საუბედუროდ....

ირაკლი ფარჯიანმაც, ფაქტიურად, მოიკლა თავი..... sad.gif

პა ბალშომუ სჩოტუ მართალი ხარ - ფიროსმანი ერთადერთია.

Posted by: laloxever 30 Dec 2008, 16:38
Giji-Gogo-Zeppelin
QUOTE
: )) რატომ მიაკვდი უკვდავყოფილი სახელების მქონე მხატვრებს?

რავი გუდიაშვილზე ვლაპარაკობთ და მეც ახლო პარალელი გავავლე მასთან.
ჩვენ ხომ არ ვსაუბრობთ ზოგადად ქართულ კულტურაზე?


QUOTE
ზოგადად ქართველებში გადასარევი მხატვრები

კარგად ვიცნობ ქართულ მხატვრობას და კიდევ ერთხელ ვიმეორებ რომ ერთადერთი მხატვარი რომელსაც ვაღიარებ ფიროსმანია, მაგრამ ამის საპირისპიროდ გვაქვს არაჩვეულებრივი მოხატულობა ეკლესიისა. არქიტექუტრაც! მართალია 11 საკუნის მერე ახალი ფორმები არ შექმნილა თუმცა რაც მანამდე შეიქმნა ისიც საკმარისია იმისათვის რომ სიტყვა გვეთქმოდეს მსოფლიო კულტურის განვითარების ისტორიაში



QUOTE
გუდიაშვილს უარყოფ და ფიროსმანს აღიარებ

მე საკუთარი აზრი გამოვთქვი შენ შეგიძლია მომიყვანო მაგალითი ამის საპირისპიროდ .განავრცე გუდიაშვილის შემოქმედებია. დაწერე რას ხედავ მის შემოქმედებაში ფენომენალურს?
მე არ ვაბობ რომ გუდიაშვილი ნულია. უბრალოდ ჩემთვის მხატვრის წოდება უფრო მაღალ საფეხურებთანაა დაკავშირებული, რაც ფიროსმანს ნამდვილად გააჩნია. არც ის მიმაჩნია მართებულად რომ რადგანაც ქართველი ვარ დაუმსახურებლად გავაღმერთო ქართული მხატვრობა.

Posted by: ტემპერა 30 Dec 2008, 17:44
laloxever
QUOTE
ერთადერთი მხატვარი გვყავს ჩვენ ესაა ფიროსმანი.

ქიქოძე?

Posted by: narchita mindeli 13 Feb 2009, 01:05
http://imageshack.us

Posted by: სემირამიდა 13 Feb 2009, 03:56
QUOTE
კარგად ვიცნობ ქართულ მხატვრობას

biggrin.gif
QUOTE
მართალია 11 საკუნის მერე ახალი ფორმები არ შექმნილა

rolleyes.gif


მარტო ერთ რამეში გეთანხმები ..გუდიაშვილი down1.gif

ტემპერა
QUOTE
ქიქოძე?

შენც კითხე რა ავტორიტეტს biggrin.gif

Posted by: ტემპერა 13 Feb 2009, 04:15
სემირამიდა
ანუ?

Posted by: სემირამიდა 13 Feb 2009, 16:26
ტემპერა

ანუ ადამიანი, რომელიც იძახის ფიროსმანის მეტი მხატვრად არავინ მიმაჩნიაო, ან შიშობსთავისი აზრის გამოთქმას, ან გემოვნება ჯერ არ ჩამოყალიბებია ან სნობია biggrin.gif

იმიტომ რომ ფიროსმანის ესთეტიკა ცოტა რთული ესთეტიკაა და თუ მაგას აღიქვამ და აფასებ ..და მოგწონს , მაშინ უკვე საკმაოდ გაფაქიზებული ხედვა და შესაბამისად თვალი გაქვს (თეორიის ცოდნა რომ არ მივათვალოთ) და ასეთი ხედვის პატრონი უკვე აღარ იტყოდა ფიროსმანის მეტი მხატვარი არ არსებობს ჩემს თვალშიო, ერთ -ორ სიტყვას კაკბაძეს და ქიქოძესაც შეაწევდა biggrin.gif


მე არ ვამბობ , რომ ვისაც ფიროსმანი მოწონს მაინცდამაინც სხვებიც უნდა მოწონდეს biggrin.gif , მაგრამ ფიროსმანის მოწონება დასაბუთებული მოწონება უნდა იყოს ..აი ეგეთია ფიროსმანი და რა ვქნა smile.gif

Posted by: sasruli 13 Feb 2009, 19:49
1965, სიზმრის ჩიტი
http://www.radikal.ru

Posted by: Miss tata 17 Feb 2009, 19:20
არ მიყვარს გუდიაშვილის მხატვრობა no.gif

Posted by: Alessa 18 Feb 2009, 17:00
მე რატომღაც ვერ გავიგე რატომ არ ხატავდა ყურებს

Posted by: ჩიტუციო 18 Feb 2009, 17:30
QUOTE (Alessa @ 18 Feb 2009, 17:00 )
მე რატომღაც ვერ გავიგე რატომ არ ხატავდა ყურებს

როგორ არ ხატავდა. ავტოპორტრეტი, დიმიტრი უზნაძის პორტრეტი, პირველი სიყვარული, ფიროსმანის პორტრეტი... ყველგან ყურებია yes.gif

Posted by: Alessa 18 Feb 2009, 17:50
ჩიტუციო . ეგ ხოო, მაგრამ ბევრი ნახატი აქვს ,,უყუროდ". ზოგი ამბობს, იმიტომ არ ხატავდაო, რო თვლიდა, ნახატს ამახინჯებსო, ზოგი კიდე - არ გამოსდიოდაო და ა. შ. მოკლედ, ვერ გავიგე, რომელს უნდა დავუჯერო :9

Posted by: jorjo_geo 21 Feb 2009, 21:34
xalxo vinmem gudiashvilis shemoqmedebaze icis rame??

Posted by: l.s.d 21 Feb 2009, 21:37
არა smile.gif

http://forum.ge/?f=10&showtopic=33661965

Posted by: jorjo_geo 21 Feb 2009, 21:41
gtxovt tuvinmem rame icit gudiashvilis shemoqmedebaze gamomexmaurot

Posted by: Roverandom 21 Feb 2009, 21:43
jorjo_geo

დაგიდეს ზემოთ ბმული გუდიაშვილის თემაზე, რომელიც უკვე გახსნილია ფორუმზე.

Posted by: jorjo_geo 21 Feb 2009, 21:45
rao radagideso???me aq exla davregistrirdi da tushegidzlia damexmaret

Posted by: Roverandom 21 Feb 2009, 21:51
jorjo_geo

ქვემოთ დააჭირე წარწერა "ლადო გუდიაშვილი"

http://forum.ge/?f=10&showtopic=33661965

Posted by: jorjo_geo 21 Feb 2009, 21:51
mchirdeba informacia lado gudiashvilis ertert tiloze da visac shegidzliat damexmaret
* * *
ki mand shevdivar magram verc vinmes vugzavni mesijs da verc vtoveb:(

Posted by: jorjo_geo 21 Feb 2009, 21:57
gudiashvilis ertert tiloze mainteresebs yvelaperi da tuvinme rame impormacias plobt shemexmianet
* * *
gudiashvilis ertert tiloze mainteresebs yvelaperi,romelzec tamar cicishvilia magosaxuli da tuvinme raime impormacias plobt gtxovt shemexmianot

Posted by: Roverandom 21 Feb 2009, 21:58
jorjo_geo

მანდ რომ შეხვალ, ისევ ფორუმი გაიხსნება, ჩადი ქვევით გვერდზე ბოლომდე და იქ იქნება გამოხმაურების ასეთივე ფორმა. დაწერე იქ შენი თხოვნა და გამოაქვეყნე, როგორც აქ წერ.

Posted by: jorjo_geo 21 Feb 2009, 22:00
ok madloba,moklet gudiashviltan dakavshirebit yvelaperi mand unda vikitxo xo?

Posted by: gigiusi 22 Feb 2009, 01:24
რავი მემგონი ჯობია კიდე ერთი თემა გახსნა user.gif

Posted by: jorjo_geo 22 Feb 2009, 12:37
davijero aravin araperi icis gudiashvilis shemoqmedebaze???
rolleyes.gif

Posted by: kukuruku 27 Feb 2009, 22:15
ძალიან მინდა გუდიაშვილის ,,ტვინის ჭყლეტა". ვინმეს თუ გაქვთ რეპროდუქცია, იქნებ დადოთ. ნეტში არსადაა. ერთხელ მაქვს ნანახი და საოცარი შთაბეჭდილება დამიტოვა.

Posted by: jorjo_geo 12 Mar 2009, 11:33
vyidi gudiashvilis ertert pirvel namushevars.dainteresebuli pirebi gamomexmauret

Posted by: laloxever 19 Mar 2009, 00:05
ხო დაგვანახე ის განზოგადებული მხარე ქართული ყოფისა.... ის წარმოდგენითი ზღაპრულობის იდეალიზაციის განწყობა რომელიც დრამატიზმამდეა დასული და გულს მირევს puke.gif smile.gif smile.gif smile.gif
ხომ დაგვანახე შორიდან დანახული შენებური ქართული ყოფა, ზუსტადაც რომ წარმავალი გმირები იყვნენ რომელთა არსებობა რეალურ ცხოვრებაში განწირული იყო tongue.gif tongue.gif tongue.gif tongue.gif


jorjo_geo
QUOTE
vyidi gudiashvilis ertert pirvel namushevars.dainteresebuli pirebi gamomexmauret

ვალი გაქვს
rolleyes.gif ?

Posted by: jorjo_geo 21 Mar 2009, 14:05
იყიდება გუდიაშვილის ტილო!!!დაინტერესებულმა პირებმა შემეხმიანეთ

Posted by: sasruli 22 Mar 2009, 18:20
http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

Posted by: mekvle 14 Apr 2009, 05:09
QUOTE (BAUSHKE_ @ 12 Dec 2008, 23:35 )
დღეს ერთ ჟურნალში ძალიან ლამაზი სტატია ვნახე ლადო გუდიაშვილზე, სადაც წერდნენ მის ნიჭზე, საქართველოზე, ფიროსმანზე,
იმაზე რო გუდიაშვილი მოდილიანის და პიკასოს მეგობარი იყო და პარიზული კაფე ლა როტონდ უყვარდა მონპარნასზე.

ხოდა ხელში შემრჩა რეკლამა : 22 დეკემბერს ოტელ დრუოს აუქციონზე მისი "კინტოები" იყიდება.
სავარაუდო ფასი 1 - 1, 5 მილიონი ევრო.

აი ამ ტილოზეა ლაპარაკი


700 000 ევროდ გაყიდულა და ეკონომიკური კრიზისის პერიოდში ნამდვილად არ არის ცოტა. კარგია, რომ ევროპამ გაიცნო გიგო გაბაშვილზე ბევრად საინტერესო ავტორი. გიგო გაბაშვილს არაფერს ვერჩი. თუმცა, ერთი მინუსი ჰქონდა _ ფიროსმანი არ უყვარდა, როგორც აქ ზოგიერთებს _ გუდიაშვილი, მაგრამ, ცხადია, ამით მას ვერაფერი დააკლო. გაბაშვილის ნამუშევარი რამდენიმე წლის წინ კრისტიზე თუ სოთბიზე (აღარ მახსოვს, ზუსტად) _ 500 000 დოლარად გაიყიდა და მხოლოდ ამის მერე მოიკითხეს თბილისელმა სნობებმა მისი ნამუშევრები. ფასებიც ეგრევე ავარდა. გალერეა "შარდენში" ვნახე ერთ-ერთი რეჟისორის ოჯახიდან გამოტანილი პატარა ტილო, 30 000 დოლარად იყიდებოდა.

მინდა, გამოვეხმაურო იმ პოსტების ავტორებს, ვინც ცხვირს უბზუებს გუდიაშვილის შემოქმედებას. ხშირ შემთხვევაში, ასეთი კომენტარები მართლაც სნობიზმს ან უკეთეს შემთხვევაში _ გაუთვითცნობიერებლობას უკავშირდება, ზიგჯერ კი _ უბრალოდ, გემოვნებას. ეს სხვა საკითხია, მაგრამ გუდიაშვილის პარიზული პერიოდის ნახატები (ისევე როგორც ელენე ახვლედიანისა და დავით კაკაბაძის) შესულია კატალოგებში, სათანადოდ არის დაფასებული კვალიფიციური ხელოვნებათმცოდნეების მიერ და საკმაოდ ძვირადაც ფასობს. აქამდე 700 000 ევროზე მეტად ქართველი მხატვრებიდან ევროპაში მხოლოდ ფიროსმანი გაიყიდა. ასე რომ, ამ კრიტერიუმით თუ მივუდგებით, გუდიაშვილი ჯერჯერობით მეორეა. მერე ვნახოთ, ვინ ვის გადაუსწრებს smile.gif

Posted by: Zafacoca 19 Apr 2009, 18:01
nacarqeqia

QUOTE
ლადო გუდიაშვილი ყველა დროის ყველაზე დიდი ქართველი მხატვარია ფიროსმანის შემდეგ, შეცდომაა როდესაც მასზე მაღლა დავით კაკაბაძეს აყენებენ!

ყველაზე ქართველი მხატვრია, შესანიშნავად იყენებდა ქართულ ყოფით თუ მითოლოგიურ სიუჟეტებს - ლადოს სურატების თვალიერება უდიდესი სიამოვნებაა !


+1

Posted by: laloxever 29 May 2009, 03:28
გუდიაშვილის შემოქმედებამ ამ ბოლო დროს ძალიან ჩამაფიქრა. განწყობა და ვითარება ძალიან ბევრ რამეს განაპირობებს. ისაა ცუდი რომ მისი შემოქმედება სწორედ იმას ასახავს რაც იყო და რაც აღარი იქნება რაც განწირულია. ეს შეხედულება დაძველდა ეს აღარ იარსებებს თუნდაც მომწონდეს და თუნდაც არ იყოს დასავიწყებელი. ნუ არ მესმის ხომ უნდა არსებობდეს რამე ისეთი რაც არ ექვემდებოდეს რეალიზაციას. თუ ეს შეუძლებელია ხომ შეიძლებოდა, რომ ღირებულება არ დაკარგულიყო ამ ყველაფრისა

Posted by: giorgio1991 25 Nov 2010, 18:15
აუ გუდიაშვილის ამ ორ ნახატძე მინდა ინფორმაციები და ვერავინ დამეხმაებით: "კრწანისის ბრძოლა" და "საკადრისი პასუხი". გთხოვთ რა...

Posted by: Sonya 19 Feb 2011, 11:35
Miss tata
QUOTE
არ მიყვარს გუდიაშვილის მხატვრობა

+1
კიტჩია IMHO
Alessa
QUOTE
მე რატომღაც ვერ გავიგე რატომ არ ხატავდა ყურებს

ვერ ხატავდა. ძნელია... smile.gif
ვერც კიდურებს (წესიერად). ხელებს განსაკუთრებით - საერთოდ ერხეოდა ანატომიაში...

Posted by: Andy Warhol 1 Jun 2015, 22:14
http://www.sothebys.com/en/auctions/ecatalogue/2014/impressionist-modern-art-n09122/lot.116.html

Posted by: artiste 26 Aug 2016, 00:43
გამარჯობა. მაინტერესებს, რამდენად და სად შეიძლება გაიყიდოს წიგნი ლადო გუდიაშვილის შემოქმედებაზე, რომელსაც თვითონ მხატვრის ხელნაწერი აქვს გაკეთებული?

Posted by: ნაკო 1 Nov 2017, 20:07
ჩემი ფავორიტია ქართველ მხატვართა შორის. განსაკუთრებით მომწონს "მსახიობი ქალები"

Posted by: world-miracle 4 Dec 2017, 15:37
ლადო... ჩემი ფავორიტია.. გრაფიკაშიც ..................

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)