#49682278 · 11 Jan 2017, 22:56 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მოკლედ ამას წინათ ქონების მართვის სააგენტოს აუქციონზე ვიყიდე მიწის ნაკვეთი, ამ უბანში ბევრი ნაკვეთია ამ სააგენტოზე რიცხული რომლებსაც აუქციონზე ყიდიან და სავარაუდოდ დაკვალვაც მათი გაკეთებული უნდა იყოს ეხლა რაშია საქმე, ჩემს ნაკვეთთან მისასვლელი გზა მერიის რუკაზე გამოყოფილია სტატუსით "სატრანსპორტო ზონა". სადაც რაღაც ფიცრის სარაიასავით არის აშენებული (ვისია ვერ გავარკვიე) და რომელზეც არქიტექტურის სამსახურში მითხრეს რომ უკანონოა და უნდა დაინგრეს რადგან მაგ ადგილას გზა უნდა მოეწყოსო. ეხლა ვხედავ რომ ვიღაცამ დაარეგისტრირა პატარა ნაკვეთი რომელიც მთლიანად ფარავს ამ სატრანსპორტო ზონას და ჩემს ნაკვეთთან მისასვლელს მიკეტავს, ალტერნატიული გზაც არის მაგრამ ყველა ნაკვეთს უნდა შემოვუარო და ძაან მოუხერხებელია, ეხლა მაინტერესებს ვის უნდა მივმართო რო ეს ყველაფერი გავასაჩივრო ან ვის ევალება ამ გზის მოწყობა და იმ ხუხულის დანგრევა?
ისე თვალსაჩინოებისთვის: ჩემი ნაკვეთია: 01.16.08.001.053 ნაკვეთი რომელიც პრობლემას მიქმნის: 01.16.08.001.093
|