ბოლო დროს აღმოვაჩინე პანიკური შეტევის არსებობის შესახებ,
ყოველთვის არსებობდა სტრესი, სტრესის ფონი, ყველაფერი აღქმაზეა დამოკიდებული, მე ძლიან ემოციური ვარ და ეს მიშლის ყველაფერში ხელს, ისე რომ უბრალოდ დაღლილობისგან აღარ ვიცი რა ვქნა, არც არაფერი მინდა რომ ვქნა
მანამდე ვიძახდი ნევროზი, ნევროზი... რაც თავი მახსოვს ასე ვარ.
მე შემოდგომით დამეწყო გამძაფრებულად ეს ამბები, უსაქმორობის დროს როდესაც ძალიან დიდი ხნის დაძაბული და სტრესული მუშაობის მერე ერთიანად მოვდუნდი, იძულებით ისიც.
დიდ ხანს დაახლოებით 9 წელი, აქედან 7 წელი შვებულების გარეშე, მოკლედ 1 და 2 დღე თუ ვისვენებდი თვეში მიხაროდა, ხოდა აღმოჩნდა რომ ამ ეტაპის დამთავრების შემდეგ უსაქმურობამ უარესად გამომფიტა,
თავიდან ისეთი არაფერი, მერე და მერე ვიგრძენი. ოქტომბერში დამემართა პირველად, უჰაერობა რისიც ყველაზე მეტად მეშინია, თავის ტკივილი, გულის რევა და ა.შ. სიკვდილის შიში არ მაქვს არასოდეს მქონია, დაბადებიდან ვოცნებობ მგონი რომ მალე მორჩეს ყველაფერი, მაგრამ აი უჰაერობა მაშIნებს, თავი იმით გამოვიყვანე იმ მომენტში რომ, თუ გავიგუდე მეც ხომ ეგ მინდა და თუ არა და დავიკიდებ თქო. ერთ თვეში გამიმეორდა... და ეხლა უკვე უფრო ხშირად,
ვიცი ნერვების ამბავია, ვიცი გამოუვალი სიტუაცია არ არსებობს, არც არაფერი ისეთი
უბრალოდ მთელი ცხოვრება ვაგროვებთ , ნუ მე ვაგროვებდი განცდებს, ემოციებს , ბევრს გამოვხატავ, ბევრსაც ვერა, ხოდა ამ დაგროვილმა გამოსავალი იპოვა და ეხლა ყველა ბედნიერებასთან ერთად ამასაც ვებრძვი, როგორც ყველაფერს ცხოვრებაში
რატომ ვებრძვი ისიც არ ვიცი, მინდა დამთავრდეს ყველაფერი, მაგრამ ისე თუ ასე მაინც დამთავრდება, შეგუებული ვარ ამ აზრს უბრალოდ დინებას მივყვები
ხოდა რისი თქმა მინდა
მთავარია არ გეშინოდეთ, შეტევის დროს იფიქრეთ გამოუვალი მდგომარეობა არ არსებობს, იცოდეთ რომ ეს დიდ ხანს არ გაგრძელდება , მალე გაივლის, დროებითი მოვლენაა პანიკაში არ ჩავარდეთ, და გაივლის
)
მუდმივი კვდომის პროცესში მყოფი...