სანამ დაასკვნით, რომ რამის ფობია გაქვთ, გაითვალისწინეთ, რომ შიში და ფობია ერთი და იგივე არაა.
მეტროში ჩასვლა რომ უსიამოვნოა თქვენთვის, ეს არ ნიშნავს, რომ კლაუსტროფობია გაქვთ,
ან პირდაფჩენილი ძაღლი რომ გამოგეკიდებათ და შეგეშინდებათ, არ ნიშნავს, რომ ძაღლების ფობია გაქვთ
ფობია არის პანიკური და უსაფუძვლო შიში რაიმეს მიმართ!
ფობია (ბერძნ. φόβος „ფობოს“ — შიში) — რაიმე სიტუაციის, ობიექტის, საქმიანობისა ან ადამიანის (ან ცხოველის) მიმართ ძლიერი, პანიკური შიში. ამ ანომალიის ძირითადი სიმპტომია შიშის მომგვრელი ობიექტისგან თავის არიდების გადამეტებული, გაუმართლებელი სურვილი, მოთხოვნილება. როდესაც ამგვარი შიში კონტროლს აღარ ექვემდებარება, ან როდესაც ეს შიში ადამიანის ყოველდრიურ საქმიანობაში ხელისშემშლელი ხდება, დიაგნოზი კეთდება ნერვულ გადახრა/ანომალიის ერთ-ერთი ნაირსახეობაში.
გავრცელებაფობიები (თავისი კლინიკური მნიშვნელობით) შიშით გამოწვეული დარღვევების (პაიკური დარღვევა, პოსტ-ტრავმული შიში და სხვ.) ყველაზე ხშირი ფორმაა. ამერიკული კვლევის მიხედვით, სხვადასხვა ფობიით შეპყრობილი 8.7%-დან 18.1%-მდე ამერიკელია. მეტიც, აღმოჩნდა რომ ფობიები ყველა ასაკობრივი ჯგუფის ქალებში ყველაზე გავრცელებული სულიერი ავადმყოფობაა ,ხოლო 25-წლის ზევით მამაკაცებში რიგით მეორე.
მიზეზებისაზოგადოდ აღიარებულია, რომ ფობიებს განაპირობებენ გარეგანი მოვლენები და შინაგანი მიმართებები ამა თუ იმ მოვლენებსა თუ საგნებთან. თუმცა, ისეთი ფობიები, როგორებიცაა მაგალითად, არკანოფობია (ობობის შიში) და ოფიდიოფობია (გველების შიში) ევოლუციისთვის დამახასიათებელი თავისებურებაა, რამაც გარკვეული არსებების მიმართ ადამიანების შიში განაპირობა, რომელთაც რაიმე ზიანის მიყენება შეეძლოთ. თავის ცნობილ ექსპერიმენტში მარტინ ზელიგმანმა ყვავილებისა და გველების ფობიების დადგენის კლასიკური მეთოდი გამოიყენა. ექსპერიმენტის შედეგმა აჩვენა, რომ გველის სურათის ხილვა გაცილებით უფრო ადვილად იწვევდა უარყოფით განცდას, ვიდრე ყვავილის. ამიტომაც, მეცნიერი მივიდა დასკვნამდე, რომ ზოგიერთი ობიექტში იმთავითვე იგულისხმება გენეტიკური წინასწარი განწყობა, რაც შიშთან იგივდება. ზოგიერთი სპეციფიკური ფობია შეიძლება სათავეს იღებდნენ გამომწვევი მოვლენიდან წარსულში, ტრავმატული გამოცდილების შედეგად. სოციალურ ფობიებსა და აგორაფობიას გაცილებით რთული გამომწვევი მიზეზები აქვს, რომელთა დადგენა ამ ეტაპზე ბოლომდე ვერ ხერხდება. აღიარებულია, რომ მემკვიდრეობა, გენეტიკა და ტვინის ემოციური წყობა ცხოვრებისეულ ემოციებთან ერთად, მნიშვნელოვან როლს ასრულებს შიშით გამოწვეული დარღვევებისა და ფობიების განვითარებაში.
კლინიკური ფობიებიფსიქოლოგების და ფსიქიატრების უმეტესობა ფობიების დიდ ნაწილს სამ კატეგორიად ყოფს:
სოციოფობიები — შიშები, რომლებიც სხვა ადამიანს ან სოციალურ სიტუაციებს მოიცავენ, მაგალითად სცენაზე გამოსვლის შიში, ან სხვების მზერის შიში — მაგალითად, საზოგადოებრივ ადგილას ჭამა. სოციოფობიები თავის მხრივ, ასე იყოფიან:
ძირითადი სოციოფობია, აგრეთვე ცნობილი როგორც საზოგადოების შიშით გამოწვეული დარღვევა, და
სპეციფიკური სოციოფობია, რომელისადმი შიშიც კონკრეტულ სიტუაციაზეა დამოკიდებული. სიმპტომებს შორის შეიძლება იყოს ფიზიკური პრობლემები ფსიქოსომატური გამოვლინებებითაც. მაგალითად, მას, ვისაც საზოგადოებრივ ადგილებში მოშარდვის შიში აწუხებს, არ შეუძლია მოშარდვა ისეთ ადგილას, სადაც ის სრულიად განმარტოებით არ იქნება.
სპეციფიკური ფობიები — შიში, რომელიც ერთი კონკრეტული გამაღიზიანებლითაა გამოწვეული — მაგალითად, ობობა, ძაღლი, ლიფტი, ფრენა, დაავადება და ა. შ.
აგორაფობია — სახლის ან ნაცნობი „უსაფრთხო“ ადგილის დატოვების შიში. აგორაფობია ერთადერთია, რომელიც რეგულარულ მკურნალობას მოითხოვს.
ფობიები სიმწვავის მიხედვით განსხვავდება. ზოგიერთ ადამიანს მარტივად შეუძლია თავი აარიდოს შიშის საგანს და შედარებით გულგრილად შეხედოს ამ საკითხს. სხვები სრულ პანიკაში ვარდებიან და საკუთარ თავზე კონტროლს კარგავენ. ადამიანთა უმრავლესობას ესმის, რომ მათი შიში ირაციონალურია, მაგრამ მათი თავდაპირველი პანიკური რეაქციის დაძლევა არ შეუძლიათ.
მკურნალობაზოგიერთი თერაპევტი ვირტუალური რეალობის ან გამოსახულებითი ვარჯიშების მეთოდს მიმართავს, რომ შიშის ობიექტის მიმართ პაციენტს შიში გაუნელდეს. ესენი შიშისგან გათავისუფლების სისტემური თერაპიის სემადგენელი ნაწილებია.
გაცნობიერებული ქცევის თერაპია შეიძლება სასარგებლო აღმოჩნდეს. ის საშუალებას აძლევს პაციენტს, რომ გააცნობიეროს ნეგატიური აზრების ციკლი და ამ აზრების გარდაქმნის გზები დასახოს. ამ მეთოდს ჯგუფური მკურნალობისთვისაც მიმართავენ. შიშისგან თანდათანობითი გათავისუფლებისა და გქთ-ს მეთოდები ხშირად წარმატებულია და გულისხმობს, რომ პაციენტმა ხანგრძლივი მცდელობის შემდეგ დისკომფორტი დაძლიოს.
შიშის და დეპრესიის საწინააღმდეგო მედიკამენტები ხშირ შემთხვევაში შეიძლება ეფექტური აღმოჩნდეს. შეიძლება ხანმოკლე პერიოდით პაციენტს ბენზოდიაზეპინი გამოუწერონ.
ამგვარი მკურნალობის საშუალებები სხვა მეთოდებს როდი გამორიცხავს. ხშირად თერაპევტი ერთდროულად რამდენიმე საშუალებას მიმართავს.
არა ფსიქოლოგიური სახის გარემოებები
სიტყვა „ფობია“ შეიძლება აღნიშნავდეს შიშისგან განსხვავებულ გარემოებებს. მაგალითად, მართალია ჰიდროფობია წყლის შიშს აღნიშნავს, მაგრამ ის ასევე შეიძლება რაიმე ავადმყოფობის დროს, წყლის დალევის შეუძლებლობასაც დაერქვას. შეიძლება იმ შემთხვევაშიც გამოიყენებოდეს, როდესაც ქიმიური შენაერთი არ იხსნება წყალთან.
შესაბამისად, სიტყვა ფოტოფობია შეიძლება გამოიყენებოდეს ფიზიკური უკმაყოფილების აღსანიშნავად (მაგ., თვალის ანთების ან გუგების გაფართოების დროს სინათლის მიმართ გაღიზიანება) და არა აუცილებლად სინათლის შიშის განსასაზღვრად.
ცნებები, რომლებიც ზიზღს ან კლასობრივ დისკრიმინაციას გამოხატავენ
ზოგიერთი ტერნმინი, რომელსაც სუფიქსი „-ფობია“ ერთვის, პირველ რიგში, ადამიანების ან სხვა ობიექტების ამა თუ იმ კატეგორიის მიმართ ნეგატიურ დამოკიდებულებას გამოხატავენ და სამედიცინო ტერმინის ანალოგიით გამოიყენება. როგორც წესი, ამგვარი „ფობიებს“ განმარტავენ, როგორც შიშს, ზიზღს, უკმაყოფილებას, დისკრიმინაციას ან მტრულ დამოკიდებულებას „ფობიის“ საგნის მიმართ. ხშირ შემთხვევაში, ამგვარი დამოკიდებულება ეფუძნება წინასწარ ჩამოყალიბებულ უარყოფით შეხედულებას და ზოგადად ქსენოფობიის კონკრეტული სახეა.
კლასობრივი დისკრიმინაცია ყოველთვის ფობიას როდი გულისხმობს, სამედიცინო თვალსაზრისით, რადგანაც ითვლება, რომ ისინი მხოლოდ სხვა ფსიქოლოგიური პრობლემის სიმპტომები ან უცოდინარობის შედეგი, ან პოლიტიკური და სოციალური მრწამსითაა გამოწვეული. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სამედიცინო ფობიებისგან განსხვავებით, რომლებიც, როგორც წესი, ძლიერ შიშთან ასოცირდება, კლასობრივი დისკრიმინაცია ხშირად სოციალური ურთიერთობებიდან მომდინარეობს.
მაგალითად:
ეფებოფობია — ახალგაზრდების ან მოზარდების შიში
ჰომოფობია — ჰომოსექსუალების მიმართ შიში და ზიზღი. ხშირად ამ ტერმინს ჰომოსექსუალიზმის ზნეობრივი თვალსაზრისით გაკიცხვის მიზნით იყენებენ.
ისლამოფობია — მუსლიმების ზიზღი.
ქსენოფობია — უცხოელების ან რაიმე უცხოს მიმართ შიში. ამ ტერმინს ხშირად მიმართავენ ნაციონალისტური პოლიტიკური მრწამსის ან მოძრაობის აღსანიშნავად.
სია: ა
- აგორაფობია — სივრცის ან ბრბოს შიში.
- ავიოფობია, ავიატოფობია, აეროფობია — ფრენის შიში.
- აკაროფობია — ფხანის შიში
- აკროფობია, ალტოფობია — სიმაღლის შიში.
- ალგოფობია — შიში ტკივილის მიმართ .
- ალეკტოროფობია — ქათმების შიში
- ალლიუმფობია — ნივრის შიში
- ამბულოფობია — სიარულის შიში
- ამქსოფობია — ავტომანქანის მართვის შიში
- ანაბლეფობია — მაღლა ახედვის შიში
- ანგინოფობია — ანგინის ან გაგუდვის შიში
- ანგლოფობია — ზიზღი ყველაფერი ინგლისურის მიმართ.
- ანდროფობია — შიში მამაკაცების მიმართ .
- ანთროპოფობია — ადამიანებთან ურთიერთობის შიში
- ანთროფობია — ყვავილების შიში.
- ანუპტაფობია — დაუქორწინელბად დარჩენის შიში
- აპეიროფობია — სასრულობის შიში
- აპიფობია, მელისოფობია — ფუტკრების შიში
- არაქიბუტიროფობია — არაქისის კარაქის სასაზე მიკვრის შიში
- არაქნოფობია — შიში ობობის მიმართ .
- ასტრაფობია, ბრონტოფობია, კერაუნოფობია — ელვის შიში .
- ატაქსოფობია — უწესრიგობის შიში.
- ატელოფობია— არასრულყოფილობის, ნაკლებობის შიში.
- ატიქიფობია— წარუმატებლობის შიში.
- აუროფობია — ოქროს შიში
- აუტოფობია — მარტოდ ყოფნის შიში.
- აფენფოსმფობია — შიში იმისა, რომ ხელი შეგახონ.
ბ
- ბაცილოფობია, ბაქტერიოფობია, მიკროფობია — შიში მიკრობებისა და ბაქტერიების.
- ბაროფობია — გრავიტაციის შიში.
- ბიბლიოფობია — წიგნების შიში, სიძულვილი.
- ბიფობია — ბისექსუალების ზიზღი.
- ბლატტოფობია – ტარაკნების შიში.
- ბოტანოფობია — მცენარეების შიში.
გ
- გამოფობია — დაქორწინების შიში.
- გენოფობია, ცოიტოფობია — სექსუალური სიახლოვის შიში.
- გერონტოფობია — დაბერების შიში, ან მოხუცი ხალხის ძულვილი.
- გინოფობია — შიში ქალების მიმართ.
- გლოსოფობია — საზოგადოებასთან სიტყვით გამოსვლის შიში.
დ
- დენდროფობია — ხეების სიში.
- დენტოფობია, ოდონტოფობია — კბილის ექიმების და მისი მკურნალობის შიში.
- დომატოფობია — სახლების, შენობების შიში.
ე
- ელუროფობია — კატების შიში.
- ემეტოფობია — პირღებინების შიში.
- ენტომოფობია — მწერების შიში
- ეროტოფობია — შიში სექსის და მასთან დაკავშირებული კითხვების მიმართ.
- ესოფობია — სახლში ყოფნის შიში.
- ეფებოფობია, ეფებიფობია — თინეიჯერების შიში.
- ექუინოფობია, ჰიპოფობია — ცხენების შიში.
ვ
- ვენუსტრაფობია — შიში ლამაზი ქალების მიმართ.
- ვიკაფობია — ჯადოქრების, კუდიანების შიში.
ზ
- ზოოფობია — საერთოდ ცხოველების შიშის სახელწოდება.
ი
- იატროფობია — ექიმების შიში.
კ
- კიბერფობია — კომპიუტერების შიში.
- კინოფობია — ძაღლების შიში.
- კლაუსტროფობია — შიში ჩაკეტილი სივრცისა.
- კოინონიფობია — ოთახების შიში.
- კოულროფობია — შიში კლოუნების მიმართ (ავი კლოუნების ჩათვლით).
- კლიმაკოფობია — კიბეებზე ასვლის შიში
ლ
- ლალოფობია, ლალიოფობია — საუბრის შიში.
- ლეუკოფობია — თეთრი ფერის შიში.
- ლილაპსოფობია – ქარიშხალის შიში.
მ
- მაგეიროკოფობია — საჭმლის მომზადების შიში.
- მელანოფობია — შავი ფერის შიში.
- მისოფობია — შიში ჭუჭყისა და მიკრობების მიმართ.
- მუსიფობია — ვირთხებისა და თაგვების შიში
ნ
- ნეკროფობია — სიკვდილისა და მკვდრების შიში.
- ნეოფობია, ცაინოფობია, ცაინოტოფობია, ცენოფობია, ცენტოფობია, კაინოლოფობია, კაინოფობია — სიახლის შიში.
- ნიქტოფობია, ახლუოფობია, ლიგოფობია, სკოტოფობია — სიბნელის შიში.
- ნოსოკომეფობია — საავადმყოფოების შიში.
- ნოსოფობია — ავადმყოფთან შეხების შიში.
ო
- ობესოფობია — წონაში მომატების შიში.
- ოკტოფობია — რიცხვი 8–იანის შიში.
- ომბროფობია — წვიმის შიში.
- ოსმოფობია, ოლფაცტოფობია — შიში სუნის მიმართ.
- ორნითოფობია — ჩიტების შიში.
- ოფიდიოფობია — გველების შიში
პ
- პანფობია — შიში ყველაფრის მიმართ, ან მუდმივი შიში, რომლის გამომწვევი მიზეზი უცნობია.
- პარასკავედეკატრიაფობია, პარასკევიდეკატრიაფობია, ფრიგატრისკაიდეკაფობია — რიცხვი 13-ის, პარასკევიდღის შიში.
- პედოფობია — ბავშვების შიში.
- პენტერაფობია --- სიდედრის შიში.
- პიროფობია — ცეცხლის შიში.
- პორფიროფობია — მეწამული ფერის შიში.
- პტერიდოფობია — გვიმრების შიში.
რ
- რადიოფობია — რადიოაქტიურობის ან რეტგენის სხივების შიში.
- რანიდაფობია — ბაყაყების შიში.
- რუსოფობია — ზიზღი ყველაფერი რუსულის მიმართ.
ს
- სელაფობია — მკვეთრი ფერების შიში.
- სელენოფობია — მთვარის შიში.
- სინოფობია — ზიზღი ჩინური კულტურისა და ხალხის მიმართ.
- სიფილოფობია — სიფილისით დაავადების შიში.
- სკოპოფობია, სკოპტოფობია — შიში იყო სასაცილო, მიიქციო ყურადღება.
- სომნიფობია — ძილის შიში.
- სოციოფობია — შიში ან ზიზღი საზოგადოების ან საერთოდ ხალხის.
- სქოლიოფობია — სკოლის შიში.
ტ
- ტაფოფობია — საფლავის, ან საფლავში ცოცხლად დამარხვის შიში.
- ტაქოფობია — სიჩქარის შიში.
- ტექნოფობია — შიში ტექნოლოგიის მიმართ.
- ტეტრაფობია — შიში რიცხვი 4–ისა.
- ტოკოფობია, ლოკიოფობია — მშობიარობის შიში.
- ტონიტროფობია — ჭექა–ქუხილის შიში.
- ტრანსფობია — ტრანსსექსუალების შიში ან ზიზღი.
- ტრისკაიდეკაფობია, ტერდეკაფობია — რიცხვ 13–ის შიში.
- ტრიპანოფობია, აიხომოფობია, ბელონეფობია, ენეტოფობია — შიში ნემსის, ინექციისა ან წვეტიანი საგნების მიმართ.
- ტრიპოფობია — კლასტერული ხვრელების შიში (ხვრელების შეკრებილობის).
ფ
- ფილოფობია — სიყვარულის შიში.
- ფობოფობია – ფობიების შიში.
- ფონოფობია — ხმამაღალი ხმების შიში.
- ფოტოფობია — სინათლის შიში.
- ფრანკოფობია — ზიზღი ყველაფერი ფრანგულის მიმართ.
ქ
- ქიონოფობია — თოვლის შიში.
- ქიროპტოფობია — ღამურების შიში.
- ქრომოფობია — ფერების შიში.
- ქრონომეტროფობია — საათების შიში.
- ქსენოფობია — უცხო ხალხის შიში.
ც
- ცატოპტროფობია — სარკის შიში.
- ცაცოფობია — შიში უშნო ხალხის მიმართ.
- ციბოფობია, სიტოფობია — ანტიპატია საჭმლის მიმართ, ნერვული ანორექსიის სინონიმი.
ჰ
- ჰელიოფობია — მზის სხივის შიში.
- ჰემოფობია, ჰაემოფობია — სისხლის შიში.
- ჰერპეტოფობია — ქვეწარმავლების შიში.
- ჰეტეროფობია — ჰეტეროსექსუალების ზიზღი ან შიში.
- ჰექსაკოსიოიჰექსეკონტაჰექსაფობია (ჰექსა კოსიოი ჰექსა კონტა ჰექსა ფობია) — შიში რიცხვ 666–ის მიმართ.
- ჰიდროფობია, აქუაფობია — წყლის შიში.
- ჰომოფობია — ჰომოსექსუალების ზიზღი ან შიში.
- ჰოპლოფობია — შიში ცეცხლსასროლი იარაღის მიმართ.
- ჰიპოპოტომონსტროსესკიპედალოფობია – გრძელი სიტყვების წარმოთქმის შიში.
წინა თემის ლინკი:ფობიებიწინა თემის ტოპ 15 მპოსტავი იუზერი:Doloress__ 50
texasuri jleta benzoxerxit__ 47
piccolina__ 33
GentleGirl__ 32
A r c h e r__ 26
erwin_rommel__ 25
teoj__ 20
albutashvili__ 18
pataputina__ 18
Tornike Alashvili__ 16
DrJohnes__ 15
rules__ 15
Frankens†ein__ 14
kkkk_kh__ 13
Babluani __ 13 This post has been edited by dato:) on 23 Nov 2013, 22:50