იმედი ხშირად სურვილებში ერევათ და აქედან მოდის ის გაცრუება რომელიც
იმედს ბრალდება, არადა იმედი საკუთარი თავის რწმენაა და არა ვინმე სხვისი...
როცა ადამიანი იმედს არ კარგავს ის სხვის იმედზე კი არაა არამედ საკუთარ თავში
პოულობს იმ სუფთა ძალას თუ ძალისხმევას რომელიც მისთვის სასიცოცხლო
აუცილებლობაა, იმედ დაკარგული ადამიანი იფიტება და ბოროტდება, ბოლოს
კი ყველაფერს კარგავს, იმედს იმდენად სუფთა ძალა აქვს, რომ ბოროტი ძალაც
კი ვერ აღუდგება მას, ამიტომაც ამბობენ, რომ იმედით ცოცხლობს ადამიანიო...
უბრალოდ კარგი დაკვირვებაა საჭირო საკუთარ თავზე, რომ იპოვო იქ ეს მამოძრავებელი
ძალა რომელსაც იმედი ქვია, სხვანაირად ადამიანი მკვდარ სულს ემსგავსება, ნეგატიური
ძალა ყველანაირად ცდილობს რომ ადამიანს ეს იმედი წაართვას ან დააგმობინოს, მერე
კი მის ხელში ვარდება ადამიანი, უიმედო გამოფიტული ადამიანებს კარგად იყენებს ბოროტი..
აქ ერთ პარალელსაც გავავლებ:
გაგებული გექნებათ პანდორას ყუთის შესახებ, ხოდა როცა გახსნა პანდორამ ეს ყუთი ყველა
გრძნობა ამოცვივდა კარგიც და ცუდიც, ამათ ყველას გაუჩნდა ნეგატიური მხარე როგორც კი
მოცვივდენ, სიყვარულსაც კი გაუჩნდა ეგოისტური მხარე, მაგრამ ერთი რამე დარჩა იმ ყუთში,
პანდორამ დახურა ყუთი და "იმედი" დარჩა იქ, პარალელი ისაა, რომ იმედი სუფთად არის
გადარჩენილი და არ არსებობს ნეგატიური მხარე მისი, ამიტომაც აქვს მას დიდი ძალა...
(ეს სიმბოლურად გვიჩვენებს იმედის მნიშვნელობას)
პს.
კიდევ ვიმეორებ, რომ კარგად უნდა დაკვირვება, რომ არ შეგვეშალოს იმედი სურვილებში...
როგორც კი სურვილს გამორიცხავ მაშინ ხვდები თუ რა არის იმედი და რამხელა ძალაა ის...
* * *
იმედია იმედს არ დაკარგავთ, პირიქით დაინახავთ და დააფასებთ მის არსებობას თქვენში,
უიმედო ადამიანი აქ დაპოსტვასაც ვერ შესძლებდა, ამიტომაც ვამბობ ეს გაქვთ შინაგანში და
ტყუილად უარყოფს ზოგიერთი უზერი აქ ...