#50443084 · 25 Apr 2017, 22:01 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
QUOTE (simebi @ 25 Apr 2017, 18:09 ) | შედეგი როგორი იყო? რამხელა სხვაობა იგრძენი და რა ხერხებს მიმართე კონკრეტულად? |
შედეგი იყო ძალიან შთამბეჭდავი. კონკრეტულად რა გამოვიყენე არ დავწერ, არ მინდა ჩემი რჩევით ვინმემ არასწორი შედეგი მიიღოს, ორგანიზმი მაინც ინდივიდუალურია. ზოგადად ვიტყვი რომ ეს იყო პრეპარატები რომელიც ამაღლებს თავის ტვინში BNF და BDNF-ს, ზოგი პრეპარატი მცენარეული იყო ზოგი მინერალური, ზოგი სინთეთიკური, ასევე ვცადე პრეპარატები რომლებიც უჯრედში მიტოქონდრიებს აღადგენენ და ენერგიის გამომუშავებას უწყობენ ხელს, კიდევ ვიტამინები, მიკროელემენტები და ომეგა 3 (თევზის ქონი).
QUOTE | პ.ს. ისე კი როგორც გამიგია რეგულარული ფიზიკური ვარჯიში ყველაზე კარგად მოქმედებს გონებაზე, მეც მახსოვს რომ ვვარჯიშობდი ბევრად უკეთ მიმუშავებდა გონება. |
მართალია, მაგრამ აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი, ორგანიზმს უნდა ჰქონდეს საკმარისი ენერგია ვარჯიშისთვის, იმ შემთხვევაში როცა მიტოქონდრიების ფუნქცია დაქვეითებულია ვარჯიშმა შეიძლება უფრო მეტი ზიანი მოგიტანოს. როცა გრძნობ რო არ გაქვს ვარჯიშის სურვილი, გესიკვვდილება და უხალისოდ ხარ, ჯობია არ ივარჯიშო, ან მცირე დატვირთვებით ივარჯიშო.
This post has been edited by The13thFloor on 25 Apr 2017, 22:02
|