Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > ფლორა და ფაუნა > ეზოს გამწვანება


Posted by: ikebana 19 Feb 2007, 02:15
რა სამუშაობი უნდა ჩატარდეს ეზოს გასამწვანებლად გაზაფხულზე? შეიძლება თუ არა ხეების და ბუჩქების დარგვა, ყვავილების დათესვა?

Posted by: zgarbi 19 Feb 2007, 15:50
ikebana
მე დიდი მიწადმოქმედი არ ვარ, მაგრამ სანამ რაიმეს დათესავ მანამდე უნდა დაიბაროს, გაზაფხულზე ხდება ეს ყველაფერი და თესვასაც თავისი დრო და ამინდი აქვს, კარგია გაზაფხულზე და შემოდგომაზე დარგვა, კიკეში მაქვს პატარა ეზო და რადგან იქ ზალიან ცივა ზამთარში ამიტომ ყოველთვის გაზაფხულზე ვთესავ! უი ძალიან მიყვარს! თან მერე , რომ გაიხარებს სულ პატარა ბალახიც, რომ ამოდის ... მაგარია!

Posted by: mx123mx 23 Feb 2007, 00:01
ცაცხვი ნელა იზრდება თუ იცით? და არის თუ არა ადვილად გასახარებელი ხე?
მიწის ნაკვეთი მაქვს და სახლის ჩადგმასაც ვაპირებ ამ ახლო მომავალში და თუ შეგიძლიათ მირჩიოთ რამე ისეტი ხეები რომ ადვილად იხარებდეს და ძვირიც რომ არ რირდეს. თან ლამაზიც რომ იყოს. bis.gif

Posted by: ikebana 23 Feb 2007, 03:27
ცაცხვი ძალიან ლამაზია. არამგონია ნელა იზრდებოდეს. მე ვეძებდი ცაცხვის ნერგებს და აქ გვერდით თემაში ერთმა ფორუმელმა დამაკვალიანა. მომავალ კვირაში ვიყიდი და დავრგავ ალბათ.
მემგონი ეზოსთავის იდეალურია.
ისე სხვა ვარიანტებსაც თუ შემოგვთავაზებენ ურიგო არ იქნება smile.gif

Posted by: Dr_Zuzumbo 23 Feb 2007, 11:13
QUOTE (ikebana @ 19 Feb 2007, 00:15 )
რა სამუშაობი უნდა ჩატარდეს ეზოს გასამწვანებლად გაზაფხულზე? შეიძლება თუ არა ხეების და ბუჩქების დარგვა, ყვავილების დათესვა?

თუ გინდა რომ მეზობელი შურით გაამწვანო, მეგობრები შენი ბუჩქების ხილვით დაატკბო, აი, ეს დარგე.

Nana Gracilis
საოცრათ ლამაზი, ზურმუხტის ფრად მოელვარე მცენარეა

Posted by: ikebana 23 Feb 2007, 12:53
Dr_Zuzumbo
სად იყიდება და რა ღირს? მინდააა baby.gif

Posted by: beberi_kaci 23 Feb 2007, 13:13
QUOTE
მიწის ნაკვეთი მაქვს და სახლის ჩადგმასაც ვაპირებ ამ ახლო მომავალში და თუ შეგიძლიათ მირჩიოთ რამე ისეტი ხეები რომ ადვილად იხარებდეს და ძვირიც

ჯერ ნურაფერს ნუ დარგავ , სახლი ცჰადგი მორცჰი მტლიანად მსჰენებლობას და მერე დაიცკე გამცვანებაზე ფიქრი ტორემ დაგეგუპება მცენარეები

Posted by: Dr_Zuzumbo 23 Feb 2007, 15:14
QUOTE (ikebana @ 23 Feb 2007, 10:53 )
Dr_Zuzumbo
სად იყიდება და რა ღირს? მინდააა  baby.gif

მანდ არა ვარ და ვერ გეტყვი სად იყიდება. ალბათ მანდ არსებობენ დეკორატიული მცენარეების გამყიდველები და მომშენებლები. თუკი რუსეთში შეიძლება Nana Gracilis ის ყიდვა. საქართველოშიც არ უნდა იყოს პრობლემა.
სხვანაირად მაგ მცენარეს იაპონურ კვიპაროსს უწოდებენ, მაგრა ეგრე უწოდებენ სხვა მაგის მონათესავეებსაც. მართლა თვალის მომჭრელი ეგაა- Nana Gracilis.

შარშან ზაფხულს ვისვენებდი აზორის კუნძულებზე და იქაურ ეზოებში რომ მოვკარი თვალი მაგ ბუჩქს, იმდენი ვირბინე, სანამ არ მივაგენი ერთ-ერთ სათბურში, ქალაქიდან მოშორებულ სოფელში. თვითმფრინავით წამოვიღე ფინეთში და აქ გავიგე ნამდვილი სახელიც. სამწუხაროდ, ეზოში, აქაურ პირობებში გამეყინება, ამიტომ დიდ ქოთანშია და ახლა ერთ დიდ სათბურში ვაზამთრებიებ(საქართველოს პირობებში მშვენივრად იხარებს)

P.S.
აი, საითიც ვიპოვე, უკრაინული, სადაც ინტერნეტით ყიდიან- Chamaecyparis obtusa
ე.ი. Nana Gracilis. ზემოდან მესამე სურათია

http://www.floramart.com.ua/shop/category/2?page=3

P.S.
P.S.
აი, კიდევ ერთი ჩემი ფავორიტი - Gardenia
რისი ვარდი, რაის ვარდი- ისეთი დამათრობელი სუნი აქვს გარდენიას ყვავილს, რომ ერთხელ თუ უყნოსე- გაყიდული ხარ wink.gif

მახსოვს, რიყეზე, "მეგრელებში" ვიყავი და გარეთ რომ გამოვედი, ნაცნობი სურნელი მეცა, გავიხედე და გარდენიას აყვავებული ბუჩქები იყო ჩემ წინ ე.ი. თბილისის პირობებში მშვენივრად ხარობს. მითხრეს, მეგრელებს ჩამოაქვთ სამეგრელოდან მისი ნერგები გასაყიდადო. ისე, გარდენიას სამშობლო იაპონიაა. მამაკაცები შავი კოსტუმის ლაცკანზე სწორედ გარდენიას ყვავილს იბნევენ- ვერანაირი ქალი ვერ უძლებს მისი სურნელის ცდუნებასო wink.gif

Posted by: tavadze 23 Feb 2007, 17:12
mx123mx
ვატყობ, შენ მცენარეები ძირითადად საჩრდილობლად გაინტერესებს. მაგისთვის ცაცხვიც კარგია და მუხაც. განსაკუთრებული მოვლა არ სჭირდებათ, მაგრამ მუხა ნელა იზრდება. სამაგიეროდ, ძაან დიდხანს ცოცხლობს. რცხილაც იოლი გასახარებელია, მაგრამ ეგ შედარებით წვრილფოთლიანია და სანამ დიდი არ გაიზრდება, იმდენად კარგი ჩრდილი არა აქვს.
ერთს გირჩევ კიდე - სანამ მცენარე პატარაა, მანამ მის ტოტებს იოლად დაიმორჩილებ. შეგიძლია, ისინი შენს ნებაზე დაგრიხო, მისცე შენთვის სასურველი ფორმა და მავთულებით მიწაზე დაამაგრო. 1 წელიწადში ტოტი იმ ფორმას მიიღებს, როგორც მოდრიკავ და მერე მავთულის ახსნაც შეგიძლია. ეს ბონზაის მეთოდს ჩამოჰგავს, მაგრამ ის იმდენად რთულია, ამასთან შედარებით, მთელი ფილოსოფიაა, ეს კი იოლად გაკეთდება. ამ გზით მცენარეს სასურველ ფორმას მისცემ, ოღონდ ზრდის პროცესი მერეც უნდა აკონტროლო.

Posted by: kardu 18 Mar 2007, 12:21
ცაცხვი საჩრდილობლად ყველაზე კარგია და ასე შემდეგ მაგრამ სწრაფად თუ იზრდება???და ყველაზე სწრაფად რომელი ხე იზრდება საჩრდილობელი ხეებიდან?????smile.gif

Posted by: tavadze 20 Mar 2007, 13:36
kardu
QUOTE
ცაცხვი საჩრდილობლად ყველაზე კარგია და ასე შემდეგ მაგრამ სწრაფად თუ იზრდება???და ყველაზე სწრაფად რომელი ხე იზრდება საჩრდილობელი ხეებიდან?????

ყველაზე სწრაფად მზარდზე ვერაფერს გეტყვი, მაგრამ ცაცხვიც საკმაოდ სწრაფად იზრდება. ცხადია, 1-2 წელიწადი გაუჭირდება, ვიდრე ნიადაგს შეეჩვევა, მერე კი აკრიფავს.

Posted by: kardu 21 Mar 2007, 17:25
tavadze
გმადლობsmile.gifესე იგი ცაცხვები უნდა ჩავრგოsmile.gifკაკლებიც მაგრამ კაკალი ნელა იზრდება როგორც მახსოვსsmile.gifsmile.gifsmile.gif

Posted by: tavadze 21 Mar 2007, 18:31
kardu
QUOTE
კაკალი ნელა იზრდება როგორც მახსოვს

კი, კაკალი მართლაც ნელა იზრდება. თან, მაგის ფოთლები რაღაც მომწამლავ ნივთიერებას შეიცავს (იმიტომაც იყენებენ ჩრჩილის საწინააღმდეგოდ) და თავის ირგვლივ სხვა მცენარეებს არ ახარებს. ვარჯი და შესაბამისად ჩრდილი კარგი აქვს, მაგრამ ეს უარყოფითიც ახასიათებს. თუმცა ამ ბოლოს ამერიკული ჯიშიც მომრავლად, რომელიც იმხელას არ იზრდება, მაგრამ უფრო მსხმოიარეა.

Posted by: kardu 23 Mar 2007, 12:26
tavadze
ჰო ვიცი ვიცი იოდის შემცველობა აქვს მგონი ბვრიsmile.gif

Posted by: tavadze 25 Mar 2007, 18:08
გუშინ დიღომში ბაზრობაზე წავაწყდი ჩემთვის უცნობ მარადმწვანე მცენარეს, რომელიც "ბრომელიად" გამაცნეს. მითხრეს, რომ მისი ყვავილიდან მირონს ამზადებენ. ვინმემ იცით რამე ამ მცენარეზე? თუ მართლა ეგეთი სურნელოვანია, ეზოსთვის მისწრება იქნება.

Posted by: Solveig 25 Mar 2007, 18:25
ცაცხვი ძალიან კარგია..თან რომ აყვავდება, რა სჯობს მის სურნელს.

მამაჩემმა დარგო, მაგრამ ვერ გაიხარა. თუმცა, ცოტათი დიდი იყო უკვე ნერგი-შეიძლება მაგის ბრალია.

QUOTE
გუშინ დიღომში ბაზრობაზე წავაწყდი ჩემთვის უცნობ მარადმწვანე მცენარეს, რომელიც "ბრომელიად" გამაცნეს.

ეგ ბალახოვანია..ამერიკაში ზრდება და გაუძლებს ვითომ აქაურ კლიმატს?
თანაც მირონის შესახებაც რა ვთქვა აბა? ორთოდოქსულ ქვეყნებში ეგ არ იზრდება და...ლამაზი კია, თან მარადმწვანეა.

QUOTE
კაკალი ნელა იზრდება როგორც მახსოვს

კი, ნელა იზრდება, ვეთანხმები tavadze-ს. თან ისეთი ჩრდილი აქვს, რომ ცოტა რომ გაიზრდება, მის ქვეშ უკვე ვეღარაფერი გაიხარებს. კაკალი შეიძლება 1-2 დარგო და ისიც ისე, რომ არც ერთმანეთს შეუშალონ ხელი და არც სხვა მცენარეებს.

Posted by: Peppi 26 Mar 2007, 11:10
tavadze
QUOTE
"ბრომელიად" გამაცნეს


ხო, ჩემი უსაყვარლესი მცენარეა ორქიდეასტან ერთადsmile.gif

მეც მაქვს ოღონდ ქოთანში. ისე ბრომელია უამრავი ჯიშის არის და Iზრითადად ტროპიკებში ხარობენsmile.gif

ისე თუ არ ვცდები ერთი სახეობა ნანახიც მაქვს საქართველოში, აყვავებულ, ვერცხლისფერ ზოლიანი ფოთლები აქვს და ვარდისფერი ყვავილი, აყვავებულ აგავას ცამოგავს


აი ჩემი ფავორიტი ბრომელიას სურათიცsmile.gif

Posted by: Dr_Zuzumbo 27 Mar 2007, 11:59
QUOTE (tavadze @ 25 Mar 2007, 16:08 )
გუშინ დიღომში ბაზრობაზე წავაწყდი ჩემთვის უცნობ მარადმწვანე მცენარეს, რომელიც "ბრომელიად" გამაცნეს. მითხრეს, რომ მისი ყვავილიდან მირონს ამზადებენ. ვინმემ იცით რამე ამ მცენარეზე? თუ მართლა ეგეთი სურნელოვანია, ეზოსთვის მისწრება იქნება.

ნწუ, მირონი მზადდება აბესინიური, ერთობ შეუხედავი ხის, Commiphora myrrha - დ ფისის გამოხდით. ზეთი მირონია და დარჩენილი პროდუქტი საკმეველში იწვის კეთილსურნელოვნად.
აი, ამ ხის სურათიც:

Posted by: tavadze 27 Mar 2007, 14:56
Solveig
Peppi
Dr_Zuzumbo
არა, არა - მე რაც ვნახე, ის სულ სხვაა. აი, ამიტომაა კარგი ჭკვიან ხალხთან კონტაქტი. tongue.gif tongue.gif დიიიიიიდი მადლობა ყველას.

Posted by: Gig@ 7 Sep 2009, 13:40
ეზოში (წავკისი) უზარმაზარი ბალახი ამოვიდა, მინდა რომ ცოტა წესრიგში მოვიყვანო.
ვერაფრით ვერ გადავწყვიტე საიდან დავიწყო. ამ საქმეში გამოცდილება არ მაქვს. ხომ არ მირჩევდით რამეს?

Posted by: Sidonia 10 Sep 2009, 13:48
QUOTE
ცაცხვი ძალიან ლამაზია. არამგონია ნელა იზრდებოდეს. მე ვეძებდი ცაცხვის ნერგებს და აქ გვერდით თემაში ერთმა ფორუმელმა დამაკვალიანა. მომავალ კვირაში ვიყიდი და დავრგავ ალბათ.
მემგონი ეზოსთავის იდეალურია.
ისე სხვა ვარიანტებსაც თუ შემოგვთავაზებენ ურიგო არ იქნება 

მე მაქვს ეზოში ცაცხვი. მართლა იდეალურია ეზოსთვის. აქვს კარგი ჩრდილი, როცა ყვავის მშვენიერი სურნელი. არც ისე ნელა იზრდება.
* * *
QUOTE
კაკალი ნელა იზრდება როგორც მახსოვს

კაკლის ჩრდილი როგორც ამბობენ ჯანმრთელობისთვისაც არ ვარგა.

Posted by: Gig@ 14 Sep 2009, 12:45
მოკლედ, ეზო მოვთიბე ჩემი ძალებით და დავაყენე დიდი თივის ზვინი.

ეხლა მაიტნერესებს კოინდარის დათესვა გაზაფხულზე სჯობს თუ ეხლაც შეიძლება?

Posted by: Gig@ 25 Sep 2009, 18:22
აქ საერთოდ ვინმე შემოდის? baby.gif

Posted by: pernata 27 Sep 2009, 13:25
Gig@
QUOTE
აქ საერთოდ ვინმე შემოდის? 

პირველად შემოვიხედე smile.gif

QUOTE
მოკლედ, ეზო მოვთიბე ჩემი ძალებით და დავაყენე დიდი თივის ზვინი.
ეხლა მაიტნერესებს კოინდარის დათესვა გაზაფხულზე სჯობს თუ ეხლაც შეიძლება?


გაზაფხულზე ჯობია, თუ სარეველა ბალახით იყო ეზო სავსე, გირჩევ ნიადაგი შეამზადო გაზაფხულისთვის - გადაბარო კარგად, და თუ სასუქსაც შეიტან კარგი იქნება. გაზაფხულზე, აცადე სარეველებს ამოსვლა და მოასხი ჰერბიციდი (სამთო ქიმიის გარშემო იყიდება სპეციალურ მაღაზიებში) - სარეველეის მოსასპობი ქიმიკატი. ფოთლებიდან ჩადის და კლავს მცენარეს. 2 კვირაში მოქმედებს, 20 დღეში სრულიად გასულია ნიადაგიდან. ამის მერე დათესე კოინდარი, თავისი სპეციფიკა აქვს დათესვას და მორწყვას.

Posted by: anatoreli 27 Sep 2009, 16:05
აი ასეთი ბაღი მინდა biggrin.gif

http://www.websad.ru/articles.php?code=225

Posted by: pernata 27 Sep 2009, 21:08
anatoreli
100 000 -ში ჩაეტევი smile.gif

Posted by: anatoreli 27 Sep 2009, 21:46
pernata
QUOTE
100 000 -ში ჩაეტევი 

user.gif

Posted by: Gig@ 28 Sep 2009, 10:51
pernata

დიდიდ მადლობა მარტივი და სასარგებლო რჩევისთვის

Posted by: Gig@ 2 Oct 2009, 10:13
pernata

კიდევ ერთI კითხვა მექნება შენთან. გაზაფხულამდე რა სახის სამუშაოების ჩატარება იქნება საჭირო.

მხოლოდ დაბარვა და სასაუქის შეტანა?

რა ტიპის სასუქი უნდა შევიტანო?

მაპატიეთ ასეთი ჩაინიკური კითხვები, მაგრამ ამ საკითხში ნამდვილი დილეტანტი ვარ

Posted by: marucha 4 Oct 2009, 09:11
Gig@
მეც პირველად ვნახე ეს თემა,
QUOTE
. გაზაფხულზე, აცადე სარეველებს ამოსვლა და მოასხი ჰერბიციდი


პერნატიკო, სად შევხვდით?! მასე მოვიქეცი და კოინდარის ამოსვლამდე, ისევ სარეველა ამოვიდა, დაასწრო და მოერია. ერთ თვეში იგივე მდგომარეობა იყო, რა მოხდა თუ იცი?

Posted by: pernata 4 Oct 2009, 18:08
Gig@
QUOTE
კიდევ ერთI კითხვა მექნება შენთან. გაზაფხულამდე რა სახის სამუშაოების ჩატარება იქნება საჭირო.
მხოლოდ დაბარვა და სასაუქის შეტანა?

დაბარვა და სასუქის შეტანა ეხლა ჯობია, (ნაკელი)-ყველაზე მარტივი.
თუმცა:
QUOTE
მასე მოვიქეცი და კოინდარის ამოსვლამდე, ისევ სარეველა ამოვიდა, დაასწრო და მოერია. ერთ თვეში იგივე მდგომარეობა იყო,

დიდი ხნის მიუხედავ სარეველებთან ბეძოლა არც ისე იოლია, დიდი ხანი დააშრობენ სისხლს. არსებობს ჰერბიციდები, რომელიც კულტურული ბალახის გარდა სხვას ყველაფერს ხოცავს. ან ერთი წელი ნიადაგზე უნდა მიიყვანო მიწის ვაშლი, (სად იშოვება არ ვიცი, სოფლებში უნდა გაიკითხო. თუ მიაგენით, ნაკოლი მეც მომეცით, რა smile.gif )კარგად გაწმენდს ნიადაგს სარეველებისგან.
marucha
QUOTE
პერნატიკო, სად შევხვდით?

2kiss.gif დღეს ჩამოვალ საღამოს თბილისში, ბევრი ქაცვის ნერგი ვითრიე, ეხლა გუდაურში ვარ. smile.gif იმ კვირას შევიკრიბოთ აუცილებლად. 3შაბათი 7 სთ - ოკ? ადგილი შევათანხმოთ.

Posted by: Gig@ 5 Oct 2009, 00:25
pernata
QUOTE
დაბარვა და სასუქის შეტანა ეხლა ჯობია, (ნაკელი)-ყველაზე მარტივი.
თუმცა:


ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ ნაკელი სად ვიშოვო? და როგორ უნდა დაყრა? baby.gif

მე მაპტიეთ ასეთი ჩაინიკური შეკითხვები cry.gif

QUOTE
ან ერთი წელი ნიადაგზე უნდა მიიყვანო მიწის ვაშლი,

ეს მიწის ვაშლი რაღაა, პირველად მესმის.



საერთოდ ამ საკითხთა (აგრონომია, მიწასთან მუშაობა, გამწვანება) რამე რესური ხომ არ შეიძლება მოვიძიო ინტერენტში? ყველაფერზე აქ რომ არ გამოვიქცე?!

Posted by: pernata 5 Oct 2009, 12:33
Gig@
QUOTE
ს ყველაფერი კარგი, მაგრამ ნაკელი სად ვიშოვო? და როგორ უნდა დაყრა? 

smile.gif ნაკვეთის ახლო-მახლო ძროხები იქნება, არა? პატრონს შეუთანხმდი და იყიდე. თუ არა, ტელ. მოგცემ, გაცრილ-დაფასოებული ნაკელის. ნაკელი უნდა იყოს "გადამწვარი", ანუ 1 წლის მაინც, მიწასავით, თორე დაწვავს მცენარეებს. პროპორცია - დაახლ. - 1-3 სმ-ს სიმაღლეზე რომ მოეყაროს ზედაპირზე უკვე გადაბარულს და მერე ლაითად გადაიბაროს.

Posted by: Gig@ 5 Oct 2009, 13:34
pernata

შენ ვერ წამოიდგენ რამდენად მნიშვნელოვან ინფოს მაწვდი tuk.gif

რაც შეეხება რესურსებს ინტერნეტში?! ქართული, რუსული, ინგლისური....ნებისმიერი მაწყობს თუ კი არის რამე! ქართული ალბათ ნაკლებად.

შენ საიდან ამდენი გამოცდილება?!

Posted by: pernata 6 Oct 2009, 22:12
Gig@
QUOTE
შენ ვერ წამოიდგენ რამდენად მნიშვნელოვან ინფოს მაწვდი

smile.gif თან სტრატეგიულს war.gif
QUOTE
შენ საიდან ამდენი გამოცდილება?!

love.gif მცენარეები.
* * *
QUOTE
რაც შეეხება რესურსებს ინტერნეტში?! ქართული, რუსული, ინგლისური....ნებისმიერი მაწყობს თუ კი არის რამე! ქართული ალბათ ნაკლებად.

google forever.. მიეცი ძიებაში - культивация почвы осенью ან რაც გაინტერესებს, ამომწურავ პასუხებს იპოვი smile.gif

Posted by: tamriko1809 25 Dec 2009, 18:22
ცაცხვი ძალიან კარგი და კეთილშობილი ხეა, მაგრამ თურმე ფესვები მიაქვს სიგანეში და ამასთანავე ძალიან ძლიერი ფესვები აქვს, ამიტომ შენობასთან ახლოს არ შეიძლება მისი დარგვა _ საძირკველს უზიანებს.
გადაამოწმეტ ეს ინფორმაცია და გაითვალისწინეთ.

Posted by: ksovreli 7 May 2010, 21:06
http://www.youtube.com/watch?v=0WWjkzCp-HA

Posted by: cosaela 2 May 2011, 13:44
მოგესალმებით ყველას

გთავაზობთ ბალახის დაგებას ახალი ტექნოლოგიიით, რომელიც 40 წელიწადზე მეტია ბევრ ქვეყანაში გამოიყენება როგორც ბალახის საფარის ყველაზე სწრაფი და იაფი მეთოდი და რაც მთავარია ხარისხი ძალიან კარგია. უბრალო მაგალითს გეტყვით - გოლფის მოედნები კეთდება ამ მეთოდით. გოლფის მოედნის ხარისხი თქვენ თავადაც გეცოდინებათ როგორია. ბევრ სხვა მეთოდთან შედარებით ფასები გაცილებით იაფია.3-4 კვირაში თქვენ გექნებათ სრულყოფილი ბალახის საფარი. თუ ვინმეს დაგაინტერესებთ მომწერეთ PM

Posted by: cosaela 17 Oct 2011, 23:28
თუ ვინმეს დაგაინტერესებთ ხარისხიანი ბალახი შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს მიერ მიღებული ბალახის საფარი. აქვე დავამატებ , რომ ვთესავთ ზამთარშიც და ფასიც ნაკლებია სხვა პერიოდთან შედარებით
http://imageshack.us/photo/my-images/143/93723366.jpg/]user posted image[/URL]
http://imageshack.us/photo/my-images/441/87868258.jpg/]user posted image[/URL]
http://imageshack.us/photo/my-images/713/34480803.jpg/]user posted image[/URL]
http://imageshack.us/photo/my-images/809/14559684.jpg/]user posted image[/URL]

Posted by: kvatunia24 18 Oct 2011, 14:55
Dr_Zuzumbo
ეეეჰ ცემს დედამთილს აქვს ზუგდიდში ეგეთი გარდენია smile.gif ისეთი ლამაზია ისეთიიიი სხვადასხვა ფერის ყვავილები აქვს ერთ ბუჩქს ოღონდ და გამიკვირდა, ზოგი თეთრია ზოგი კრემისფერი, საოცარი სურნელი აქვს ოღონდ დიდხანს თუ დაუდექი გვერდით თავს აგატკიებს biggrin.gif

Posted by: tetrioffice 8 May 2013, 10:43
მირჩიეთ დაახლეობით 30 კვ.მ მინდა ბალახი დავთესო, რა პროცედურებია საჭირო და როგორ მოუარო?სად მირჩევთ ვიყიდო ?რომელი ფირმის და ასე შემდეგ?

Posted by: cosaela 16 May 2013, 10:51
tetrioffice!
დასაწყისისთვის ნიადაგი უნდა დამუშავდეს, სარეველებისგან გაიწმინდოს'მოსწორდეს.Aმის მერე უნდა შეარჩიოთ კოინდრის სახეობა-მზის,ჩრდილის,გაზონური და ა.შ.

Posted by: tikusha 31 May 2013, 13:16
კოინდარის დათესვა მინდა?? ამ პერიოდში რამდენად შეიძლება??

Posted by: pernata 31 May 2013, 18:14
tikusha
მორწყვას თუ არ მოაკლებ, შეიძლება
cosaela
ჰიდროთესვაზეა ლაპარაკი? 1 კვ.მ. საშუალოდ რა ჯდება?

Posted by: cosaela 1 Jun 2013, 00:40
pernata
კი ჰიდროთესვაზეა ლაპარაკი.კვ სამუშაოს გააჩნია რა არის გასაკეთებელი.თუ მხოლოდ დათესვა საშუალოდ 4-5 ლარი,ესეც ფართობზეა დამოკიდებული და სად.[
b]tikusha[/b]
დათესვა ზამთარშიცაა შესაძლებელი:-) ამ პერიოდში მორწყვა უნდა ინტენსიურად

Posted by: pernata 1 Jun 2013, 00:49
cosaela
QUOTE
კი ჰიდროთესვაზეა ლაპარაკი.

ოკ, მადლობა smile.gif კარგი რამეა ნამდვილად. თბილისში სულ 2 ჰიდროსიდერის არსებობა მსმენია, თუ ამ 2-დან ხართ ერთერთი, გიცნობთ :0 თუ ახალი ხართ- მაინტერესებს კოორდინატები, თუ შეიძლება.

ისე, ევროპაში 1 კვ.მ. დათესვა დამუშავებულ ფართობზე 60 ევროცენტი ღირს (ყველაფრიანად). აქ, როგორც ახალი ხილი - არაადეკვატურად ძვირია.

Posted by: cosaela 1 Jun 2013, 21:02
pernata
მესამე წელია ვმუშაობ და რამდენად ჩათვლი ძველი ვარ თუ ახალი, არ ვიციsmile.gif)არადატეკვატურად ძვირს რატომ?როცა აქ მე ბალახის გაზრდამდე ვუკეთებ იმდენ საქმეს,რაშიც იქ დამატებით ითხოვენ გადასახადს,არა მგონი ძვირს ვითხოვდე, თან როცა სხვებთან შედარებით კიდევ უფრო ნაკლებ ფასს ვითხოვ.როცა ყველაფერი მზადაა და მარტო დასათესია, 2 ლარშიც დავუთესავ, არც ესაა პრობლემაsmile.gif))

Posted by: მ.ბ 1 Jun 2013, 21:08
გამარჯობათ მაქვს პატარა დაჩა და მინდა რო გარშო ბუნებრივი ღობე გავაკეთო (არანაირათ არ მინდა რო ბლოკი შემომავლო) და ხო ვერ მირჩევთ სად შეიძლება შესაბამისი მცენარის ყიდვა რომელი მცენარე ჯობი

Posted by: pernata 1 Jun 2013, 22:00
cosaela
QUOTE
მესამე წელია ვმუშაობ და რამდენად ჩათვლი ძველი ვარ თუ ახალი, არ ვიცი

ძველი ყოფილხარ biggrin.gif
QUOTE
.როცა ყველაფერი მზადაა და მარტო დასათესია, 2 ლარშიც დავუთესავ, არც ესაა პრობლემა))

აი ეს უკვე საინტერესოა. პირადში მოგწერ smile.gif

Posted by: voinicki 3 Jun 2013, 20:08
ერთი კითხვა მაქვს, თუ დამეხმარებით დიდად მადლობელი დაგრჩებით smile.gif თელავში ჩემს ეზოში ისე მოხდა რო წლების განმავლობაში სხვადასხვა ადამიანი თავის კაკალი ჩარგო, ეზო გაყოფილი იყო კომუნისტების პერიოდში და დავიბრუნეთ ყველაფერი, აღმოჩნდა რომ ეზოში 4 კაკალი დგას და ერთიც ველურად ამოვიდა თავისით smile.gif) მოკლედ 5 კაკალი მიდგას ყველაზე მეტი 3-5 მეტრის დაშორებით ერთმანეთისგან.... პირდაპირ მოსაჭრელად რა თქმა უნდა ძალიან მეცოდება, ხომ არ იცით, თუ არის შესაძლებელი ძირფესვიანად ამოღებისა და ან გაყიდვის ან გაჩუქების ... არსებობს ინტერნეტ სივრცეში რაიმე ბაზრობის ან მარკეტის ან დაინტერესებული ადამიანების საიტი ..... ან.. ან... მოკლედ რა ვქნა არ ვიცი, ერთმანეთს რომ ხელს უშლიან მაგი ვიცი...

Posted by: cosaela 3 Jun 2013, 21:50
voinicki
გადანაწილება შეგიძლია, ერთმანეთს რომ დააშორო,თავის მიწიანად უნდა ამოიღო და გადაიტანო სხვა ადგილას ან აჩუქო ვინმეს ან გზის პირას დარგო,ოღონდ წყალი უნდა დაუსხა კარგად პირველ პერიოდში და თუ გაამაგრებ სამ წერტილზე გამოჭერით, კარგი იქნება.

Posted by: tornike85 15 Jun 2013, 01:30
მოგესალმებით.
გთხოვთ მირჩიოთ აივნისთვის, რამე სასურველია მარადმწვანე მცენარე. (ხე, ბუჩქი) ..................
პირობები
უმზეო აივანზე (ჩრდილოეთით) დიდ ქოთანში სიღრმე 60სმ სიგრძე-სიგანე 80X80სმ.
მხოლოდ გარე პირობებში.

Posted by: pernata 15 Jun 2013, 10:23
tornike85
thuja, aukuba, pittosporum, winter daphne, juniperus, ligustrum, ნაძვი, ბზა, lonicera nitida, piracanta.. ...
და მათი კომბინაცია გვიმრასთან, aspidistra-სთან, hosta-სთან, vinca-სთან
ყვავილები - მრავალწლიანი - crocus, ფურისულა (Primula), viola, helleborus... ...
ერთწლიანი - ბეგონია. impatience... ....

Posted by: GEO_TBS 15 Jun 2013, 14:37
გამარჯობა smile.gif თქვენი დახმარება მჭირდება... ეზოს ლამაზი ყვავილის ღერო მაჩუქეს და დააფესვიანე და დარგეო, წყალში ჩავდე და მალე რომ დაფესვიანდეს ან არ გახმეს, რა შეიძლება რომ მოვიმოქმედო? წყალი მალმალე უნდა გამოვუცვალო თუ პირიქით? ყვავილის სახელი არ მახსოვს, ლამაზი ბუჩქვითაა, ახლა ყვავის და კოლმეურნეობის მოედანზე დგას ბევრი ვარდისფერი ასეთი და თეტრიც მინახავს...

Posted by: tornike85 15 Jun 2013, 17:37
QUOTE (pernata @ 15 Jun 2013, 10:23 )
tornike85
thuja, aukuba, pittosporum, winter daphne, juniperus, ligustrum, ნაძვი, ბზა, lonicera nitida, piracanta.. ...
და მათი კომბინაცია გვიმრასთან, aspidistra-სთან, hosta-სთან, vinca-სთან
ყვავილები - მრავალწლიანი - crocus, ფურისულა (Primula), viola, helleborus... ...
ერთწლიანი - ბეგონია. impatience... ....

მადლობა..............

juniperus , lonicera nitida, thuja ეს იდეა მომწონს.
ხომ ვერ მეტყოდით, სად მოვიძიო, ნორმალურ ფასებში.

Posted by: pernata 15 Jun 2013, 18:47
tornike85
ამას 3ვეს ერთად მაინც ვერ ჩასვავ 80X80X60 ქოთანში. ან ტუია და ლონიცერა ნიტიდა დატოვე, ან ღვია (ჯუნიპერუსი) და ლონიცერა. გაზრდის საშუალება ხომ უნდა ქონდეს (ანუ ფესვს განვითარების) თავისუფალ ადგილებში ერთ ან მრავალწლიანი ყვავილები შეგიძლია დარგა.
დეზერტირებზე იკითხე ზალინა, ფორუმის სახელით, ყველაფერს ერთად მოგიქუჩებს ან სანერგეების თემაა სადღაც ამ განყში და იქ დაძებნე
GEO_TBS
QUOTE
? ყვავილის სახელი არ მახსოვს, ლამაზი ბუჩქვითაა, ახლა ყვავის და კოლმეურნეობის მოედანზე დგას ბევრი ვარდისფერი ასეთი და თეტრიც მინახავს...

ჰორტენზიაა?? https://www.google.ge/search?q=hydrangea&um=1&ie=UTF-8&hl=en&tbm=isch&source=og&sa=N&tab=wi&ei=1X68UZNkic61Bvz3gYAB&biw=1280&bih=675&sei=2H68UYn4Kc_MtAbDooDwDw ?

Posted by: tornike85 15 Jun 2013, 19:16
QUOTE (pernata @ 15 Jun 2013, 18:47 )
tornike85
ამას 3ვეს ერთად მაინც ვერ ჩასვავ 80X80X60 ქოთანში. ან ტუია და ლონიცერა ნიტიდა დატოვე, ან ღვია (ჯუნიპერუსი) და ლონიცერა. გაზრდის საშუალება ხომ უნდა ქონდეს (ანუ ფესვს განვითარების) თავისუფალ ადგილებში ერთ ან


მადლობ
ხო არ მესმის, ყველა ერთად კი არა, ამათგან რომელიმე...............

საფარზე ჩრდილის კოინდარს ვფიქრობ. (მიწა არ გამოჩნდება)
* * *
juniperus მომწონს, სიმაღლეში რომელიც მიდის... ვიშოვი?

Posted by: GEO_TBS 15 Jun 2013, 20:56
pernata




არა, ეგ არაა sad.gif თვითონ მტლიანობაში გავს ბუჩქს, მაგრამ მთლად ბუჩქი არაა და ვარდისფერი ყვვავილები აქვს გაფანტულად :რასაშინლადავხსენი: 2kiss.gif

Posted by: pernata 15 Jun 2013, 22:22
tornike85
კი, მაგრამ მხოლოდ "იმპორტულს". "იელი"-ში იკითხე, ვარდების თემაშია იუზერი ფალავანდო, იელის წარმომადგენელი და ბევრი კარგი ნერგი აქვთ.
GEO_TBS
biggrin.gif პიონი??? paeonia

Posted by: სერაფიტი 10 Jul 2013, 16:24
არ ვიცი, რამდენად სწორ ადგილას ვსვამ კითხვას.
მოკლედ, ბაღში დავთესე ნუში (ნუშის ბერტყვის პერიოდი რომ იყო, მაშინ, შარშან).
ამოვიდა, ასე 50 სმ არის უკვე, ფოთლებიც აქვს. ბალახივითაა რომ შეხედავ.
ჯოხზე მივაბი, ქარმა რომ არ დააზიანოს.
მაინტერესებს, რაიმე სპეციფიკური მოვლა თუ უნდა?
ფაქტობრივად, ნერგია, პატარა და საყვარელიsmile.gif

მივუშვა და გაიზრდება თავისით?

Posted by: Renne 11 Jul 2013, 11:16
გამარჯობათ, გთხოვთ მირჩიეთ რომელი ხეები გამომადგება ეზოს გამწვანებისთვის, განსაკუთრებით ისეთები რომლებსაც დიდი ჩრდილი აქვთ კლიმატი ასეთია:

კლიმატი ტენიანი და სუბტროპიკულია. ზამთარი შედარებით ცივია და ზაფხული – მშრალი და ცხელი. საშუალო ტემპერატურა ცელსიუსით უდრის 13,5 გრ.; იანვარში – 2, 5გრ; ივლისში 23, 5 გრ; აბსოლუტური მინიმუმი -9გრ; მაქსიმუმი +42 გრ. ნალექების წლიური მაჩვენებელი – 1200 მგ. smile.gif


ვიმეორებ, რომ ხეები საჩრდილობლად მინდა მხოლოდ, და ტვალის გასახარებლად givi.gif

Posted by: cosaela 12 Jul 2013, 15:52
Renne
არადეკორატიული კატალპა,დიდი ჩრდილი აქვს . თუ წყალს მიაწვდი ინტენსიურად, წელიწადში 60-70 სანტიმეტრს იმატებსsmile.gif

Posted by: Renne 12 Jul 2013, 16:27
cosaela
ზალიან ლამაზი მცენარე ყოფილა, აუცილებლად დავრგავ როგორც კი შემეძლება chups.gif მადლობა smile.gif

Posted by: S_H_I_N_Y 12 Jul 2013, 19:58
GEO_TBS
ოლეანდრია ნამდვილად smile.gif
არაფერი არ უნდა, წყალში გედოს და გაიკეთებს ფესვებს და მერე გადარგავ ქოთანში. შარშან ქუჩაში დავინახე რომ ჩამოტეხილი ქონდა ტოტი და ჩამოკიდებული იყო. წამოვიღე სახლში და ახლა უკვე კაი ხანია ქოთანშია smile.gif იოლად ფესვიანდება.

Posted by: pernata 13 Jul 2013, 10:58
სანერგეებთან და ყველასთან მექნება თხოვნა - დავიწყეთ პარტიზანული მებაღეობა - თბილისის ქუჩებში ვრგავთ ხეებს. უკვე დავრგეთ 12 ძირი კატალპა სანაპიროზე, სამშაბათს აქცია გვაქვს ბარნოვის ქუჩაზე. ჩემი ნერგების მარაგი იწურება. ვისაც გაქვთ ნერგები და გემეტებათ ქალაქისთვის - შეგვეხმიანეთ და გამოგართმევთ. მადლობა წინასწარ.

Posted by: maiko_mao 23 Jul 2013, 13:53
ძალიან გთხოვთ, იქნებ დამეხმაროთ და ამიხსნათ მებაღეებო, ძალიან ქვიანი, დატკეპნილი და ოღოჩოღრო ეზო მაქვს, როგორ უნდა მოვასწორო, ტრაქტორით? თუ გადავბარო და ხელით გავასწორო, ხეებიც არ ხარობს, შეიძლება რამეს ვაკლებ მაგრამ ძალიან, ძალიან ნელა იზრდებიან, 10-15 წლის წინ დარგული ხეები ჯერ კიდევ ნერგებს გავს და არც ნაყოფი აქვს...... მირჩიეთ როგორ მოვიქცე

Posted by: 2110 8 Nov 2013, 16:46
გამარჯობაsmile.gif სად შეიძლება კატალპას ნერგის შეძენა და რა ღირს ხომ არ იცით???

Posted by: jazznik 9 Nov 2013, 15:45
გამარჯობათ, სად შეიძლება კომპოსტის, ჰუმუსის ან გადამწვარი ნაკელის ყიდვა? მაგარ და თიხიან ნიადაგზეა ჩემი ბაღი და მინდა რომ მიწა ცოტა "გავაკეთილშობილო" ამიტომ ვიფიქრე ეხლა გადავბარავდი და სასუქს შევიტანდი და ადრე გაზაფზულზე კიდევ გადავამუშავებდი და კიდევ შევიტანდი სასუქს...

თქვენ უკეთესად გეცოდინებათ უშველის ასეთი რამის გაკეთება? ან რომელი სასუქია უკეთესი (კომპოსტი, ჰუმუსი თუ ნაკელი)? მიწაზე ახალი ხეხილი მაქვს დარგული და საბოსტნედაც ვხმარონ ხოლმე, ანუ მინდა ასეთი მიზნობრიობისთვის გამოსადეგი რომ გავხადო ნიადაგი....

Posted by: Gamge 10 Nov 2013, 00:18
გამარჯობათ, რამდენიმე კითხვა მაქვს... წელს და შარშან დავრგე საგურამოში რამდენიმე ნერგი (მათ შორის ხეხილი და კიპარისი), ყველამ გაიხარა ასე თუ ისე, იქნებ ვინმემ დაწეროს ამ პერიოდში რისი გაკეთება შემიძლია რომ უფრო სწრაფად გაიზარდონ და მომძლავრდნენ? გასხვალ უნდა, დაბარვა, სასუქის დამატება თუ რა?

ასევე მაინტერესებს ეხლა ჯობია კოინდარის დათესვა თუ გაზაფხულზე? და სად ჯობია კოინდარის ყიდვა? სამთო ქიმიასთან რომ არის მაღაზია იქ ვიყიდე და იონჯა ამოვიდა მე მაგათი...

Posted by: cosaela 10 Nov 2013, 23:04
Gamge
გააჩნია როგორ თესავ, პირადად მე აპარატით ვთესავ და ჩემს კლიენტებს ყველას ეხლა დათესვას ვურჩევ ხოლმე.კოინდრის თესლი რამდენი კილო გინდათ?მე მაქვს და შემიძლია მოგაწოდო,რა ფართზე გინდათ დათესვა?

Posted by: Gamge 13 Nov 2013, 22:31
cosaela
ბევრი არ მინდა დაახ. 50 კვ.მ ალბათ.

აპარატი არ მაქვს, სამთო ქიმიაში ვიყავი და არ გირჩევ ეხლა დათესვას, 1-2 კვირის წინ კიდევ არ იყო გვიანო.

Posted by: Unico 30 Nov 2013, 20:09
serwer
ვეღარ დააგროვე შენი 10 პოსტი?

აქედან წაცუნცულდი, თორე დავუძახებ მოდერს yes.gif

Posted by: cosaela 30 Nov 2013, 21:11
jazznik
გადამწვარი ნაკელი ტაბახმელა,კოჯორი, წყნეთი და ლისის ტბის თავზე რაც სოფლებია იქ შეგიძლია იყიდო

Posted by: Gamge 14 Jan 2014, 21:39
მოკლედ მირჩიეს ეს ბალახი Canada green. ვინმეს გქონიათ შეხება, ან გაგიგიათ რამე? ამაზონზეც იყიდება და სამთო ქიმიასთანაცო. რაღაც ჰიბრიდული ყოფილა და ზამთარ-ზაფხულ მწვანეაო. ხელოვნურისავით არისო, ერთი მინუსი ის ჰქონია რომ სხვა ყვავილებს არ ახარებს იმ ადგილზე სადაც ამოვა...

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 14 Jan 2014, 21:46
Gamge
QUOTE
ერთი მინუსი ის ჰქონია რომ სხვა ყვავილებს არ ახარებს იმ ადგილზე სადაც ამოვა...

არასწორი ინფო გექნება, სარეველას არ ახარებს ალბათ იმ ადგილზე სადაც თესავ, რაც თავისთავად კარგია ერთგვაროვანი მწვანე საფარი გექნება, ყვავილებთან კი ნუ დათესავ

Posted by: BadbadGirl 14 Jan 2014, 21:52
ეზოში მქვს რამოდენიმე ბზის ბუჩქი , ღობის მაგივრად. ხოდა ეს ბუჩქები ძალიან სიგრძე სიგანეში არინ გასულები, მინდა ტოტები შევაჭრა რომ ლამაზი ფორმა მიიღოს.
ხოდა მაინტერებსეს - როდის შემიძლია გავსხლა ბზის ბუჩქი?

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 14 Jan 2014, 22:09
BadbadGirl
ადრე გაზაფხულზე შეგიძლია

Posted by: cosaela 23 Jan 2014, 15:09
Gamge
სხვადსხვა სახეობის კოინდარია და ყველაფერი დამოკიდებულია დასათეს ადგილზე, ჯობია კონსულტაცია გაიარო და ისე იყიდო თესლი
* * *
თან რამდდნი დაგჭირდება და რა სასუქ-მინერალები ესეც უნდა გაარკვიო.მე შემიძლია შემოგთავაზო მედიტერანო,კოინდრის ერთ-ერთი სახეობა:-)

Posted by: ჯეიმს კუკი 16 Feb 2014, 04:34
როცა დიდი გავიზრდები, იმედია, მეც მექნება საკუთარი ეზო, რომელსაც ჩემი გემოვნებით გავამწვანებ user.gif


Posted by: likable 16 Feb 2014, 21:10
იქნებ იცოდეთ ვინმემ, სად შეიძლება შევიძინო სახლისთვის ხეები რომელსაც ხელოვნურად აპატარავებენ? მგონი ჯუჯა ხეებს ეძახიან.

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 16 Feb 2014, 22:33
likable
QUOTE
იქნებ იცოდეთ ვინმემ, სად შეიძლება შევიძინო სახლისთვის ხეები რომელსაც ხელოვნურად აპატარავებენ? მგონი ჯუჯა ხეებს ეძახიან.

http://forum.ge/index.php?act=ST&f=72&t=33623216

Posted by: jadakisss 2 Oct 2015, 11:21
გამარჯობა ყველას ,
მაქვს ბაღი და ხეები მაქვს კაი ხნის გაუსხვლელი . გასხვლა არ ვიცი და რამდენჯერაც გავსხელი შემომებელა )) ხოდა ეხლა ვინმე თუ არ მასწავლის ისე ხელს აღარ ვკიდებ.
მაქვს ვაზიც რომელიც შარშან გამისხლეს მარა ვინც გამისხლა იმანაც ვერ ამიხსნა ზუსტად როგორ უნდა გავსხლა .
ეხლა მე რაც ვიცი იმას გეტყვით და თუ სწორია მითხარით და კიდევ რას დაამატებდით.
ვიცი რო ხის გასხვლისას ყურადღება უნდა მიექცეს იმას რომ ხის ტოტები ერთმანეთს არ ეხებოდეს და მეორე ტოტის დაბოლოებას თუ აქვს სამი შტო შუა უნდა მოიჭრას და გვერდითა ორი უნდა დარჩეს.
რაც შეეხება ვაზს დაახლოებით რაც გავიგე გლავნი ტოტები რაც მიდის ისინი უნდა დავტოვო და გარშემო ამ რაც ტოტები აქვს უნდა შემოვაჭრა . ხოდა ის ვერ გავიგე ბოლო ბოლო გარშემო რო ხავსივით აქვს ვაზს რო ძვრება ის უნდა მოვაცილო მთლიანად თუ უნდა ქონდეს იმიტო რო ზოგი იძახის უნდა ქონდესო და ზოგი პირიქით მაგისგან უნდა გაასუფთავოო და ზოგი პირიქით იცავსო .
ხო კიდე ხეებს აქვთ ჭია გაჩენილი ფოთლები დახვრეტილი აქვთ , მსხლის ხეს მაგალითად რაღაც შავი ლაქები უჩნდება ფოთლებზე და შავი ბუსუსიანი რაღაც მეჭეჭისმაგვარი რაღაცეები . ბროწეულები მაქვს ძაან მაგარი მარა ხეს კანი ძვრება ხელს რო მოუსმევ იფშხვნება და თეთრი რაღაცნაირი შეჭმული ზედაპირი რჩება რაღაცა დაავადება აქვს და თუ შეიგიძლიათ რო მითხრათ რა რითი შევწამლო . შესაწამლი აპარატიც მაქვს ვიყიდე მარა ჯერ ვერ გამოვიყენე sad.gif(

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 3 Oct 2015, 18:31
jadakisss
QUOTE
მაქვს ბაღი და ხეები მაქვს კაი ხნის გაუსხვლელი

ძაან სპეციფიკური თემაა იდეაში ყველას ინდივიდუალური ცოდან ესაჭიროება, ბევრი ინგისურენოვანი და რუსული რესურსია ინტერნეტში თუ აქ ვერ გიპასუხონ მოიძიე, რაც შეეხება მსხლის ფოთლის სიშავეს სავსებიტ ნორმალურია ეს დაავადება არ დააზიანებს მცენარეს თუმცა პესტიციდებით ყველაფერი იკურნება ამიტომ მიმართე სამთო ქიმიას იქ გირჩევენ კიდეც და შეიძენ ზუსტად იმას რაც გჭირდება

Posted by: cheese1 12 Oct 2015, 19:10
ჩვენი მიზნები! ))


http://radikal.ru/big/b704d0b18ac14223925b14ac2d8a881f

http://radikal.ru/big/474b1ee3a53542e899075df8b2759ef8

http://radikal.ru/big/3e354f390eda4e89bd8fd94d01ac0e5f

http://radikal.ru/big/877a1666c2d148958dff369ae6650621

http://radikal.ru/big/a31280fa943d4163a15642d89b33a683


Posted by: ErykaBadu 13 Oct 2015, 21:25
ოთახის მცენარეებზე ცალკე თემა არაა? smile.gif ვერ ვნახე..


ლიმნის ხე შევიძინე ოთახისთვის და მაინტერესებს მოვლის წესები, რა უყვარს ოროგრ და ა.შ. ტოტების მიჭრ მოჭრა როდის და როგორ უნდა და ყველაფერი მოკლედ smile.gif

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 13 Oct 2015, 21:43
ErykaBadu
QUOTE
ოთახის მცენარეებზე ცალკე თემა არაა?  ვერ ვნახე..

https://forum.ge/index.php?act=ST&f=72&t=34684825
არის თემა

Posted by: ErykaBadu 13 Oct 2015, 21:52
M-A-S-E-R-A-T-I


მადლობააა

Posted by: trezeguet 10 Mar 2017, 15:18
ბორდოს ხსნარი რამდენი რამდენზე უნდა ვერ მეტყვით ?

Posted by: Master_Nick 10 Mar 2017, 22:26
აგარაკზე მინდა დავრგო ტუია (thuja occidentalis Aurea Nana) ,,რეონგოლდი" და ჯერ ადრე ხომ არ არის?, აგარაკი არაგვისპირში მდებარეობს.

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 10 Mar 2017, 22:58
wishmaster_master
QUOTE
აგარაკი არაგვისპირში მდებარეობს.

თავისი მიწით თუ ჩარგავ და სწორად გააკეთებ ყველაფერს ნოემბერშიც შეგეძლო ჩაგერგო ეხლა კი მითუმეტეს დროულია

Posted by: Master_Nick 10 Mar 2017, 23:05
QUOTE (M-A-S-E-R-A-T-I @ 10 Mar 2017, 22:58 )
wishmaster_master
QUOTE
აგარაკი არაგვისპირში მდებარეობს.

თავისი მიწით თუ ჩარგავ და სწორად გააკეთებ ყველაფერს ნოემბერშიც შეგეძლო ჩაგერგო ეხლა კი მითუმეტეს დროულია

კი თავისი მიწით უნდა ჩავრგო, შემოდგომაზე ის ადგილი სადაც უნდა დავრგო კარგად დავამუშავე, გადამწვარი ნაკელიც შევიტანე და გავაფხვიერე, მთელი ზამთარი თოვლის ქვეშ იყო დამუშავებული მიწა,
სწორად რა უნდა გავაკეთო? რამე სპეციფიკური წესების დაცვაა საჭირო?

საერთოდ კარგი მიწაა, შარშან ცაცხვები დავრგე 4 ნერგი, და ოთხივემ კარგად გაიხარა.

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 11 Mar 2017, 10:20
wishmaster_master
QUOTE
სწორად რა უნდა გავაკეთო? რამე სპეციფიკური წესების დაცვაა საჭირო?

ვგულისხმობ როდესაც ქოთნიდან ამოიღებ ეცადე არ მიწა არ ჩამოიშალოს ფესვებიდან არც ამ შემთხვევაში მოხდება კატასტროფა მაგრამ როდესც თავისი მიწით პირდაპირ ჩადგამ გაცილებით უფრო სწრაფად დაიწყებს ზრდას და უფრო ძლიერი იქნება მცენარე. მოკლედ ყველაფერი სწორად გაგიკეთებია დარგვის შემდეგ 2 კვირის მანძილზე წყალი მიაშველე თუ ამინდები იქნება უნალექო

Posted by: Master_Nick 11 Mar 2017, 21:30
QUOTE (M-A-S-E-R-A-T-I @ 11 Mar 2017, 10:20 )
wishmaster_master
QUOTE
სწორად რა უნდა გავაკეთო? რამე სპეციფიკური წესების დაცვაა საჭირო?

ვგულისხმობ როდესაც ქოთნიდან ამოიღებ ეცადე არ მიწა არ ჩამოიშალოს ფესვებიდან არც ამ შემთხვევაში მოხდება კატასტროფა მაგრამ როდესც თავისი მიწით პირდაპირ ჩადგამ გაცილებით უფრო სწრაფად დაიწყებს ზრდას და უფრო ძლიერი იქნება მცენარე. მოკლედ ყველაფერი სწორად გაგიკეთებია დარგვის შემდეგ 2 კვირის მანძილზე წყალი მიაშველე თუ ამინდები იქნება უნალექო

მადლობა, გავითვალისწინებ შენს რეკომენდაციებს, მომავალ უქმეებზე დავგეგმე ეს საქმე, მანამდე დღეს კიდევ ერთხელ გადავბარე მიწა სადაც ტუიები უნდა დავრგა. ვეძებ Nana Gracilis ნერგებს, ხომ არ გაქვს ინფორმაცია თბილისში სად შეიძლება მათი შეძენა?

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 11 Mar 2017, 23:20
wishmaster_master
QUOTE
მადლობა, გავითვალისწინებ შენს რეკომენდაციებს, მომავალ უქმეებზე დავგეგმე ეს საქმე, მანამდე დღეს კიდევ ერთხელ გადავბარე მიწა სადაც ტუიები უნდა დავრგა. ვეძებ Nana Gracilis ნერგებს, ხომ არ გაქვს ინფორმაცია თბილისში სად შეიძლება მათი შეძენა?

მე ვერ გეტყვი არ ვარ მაქაური მაგრამ შესაძლებელია ჰქონდეს შევარდნაძეს ან აღმაშნებლის ხეივანში მინახავს სანარგე მარადმწვანეების იქნებ მაგათთან იყოს მოკითხვა უნდა იქნება აუცილებლად წარმატებები wink.gif

Posted by: Master_Nick 12 Mar 2017, 12:15
QUOTE (M-A-S-E-R-A-T-I @ 11 Mar 2017, 23:20 )
wishmaster_master
QUOTE
მადლობა, გავითვალისწინებ შენს რეკომენდაციებს, მომავალ უქმეებზე დავგეგმე ეს საქმე, მანამდე დღეს კიდევ ერთხელ გადავბარე მიწა სადაც ტუიები უნდა დავრგა. ვეძებ Nana Gracilis ნერგებს, ხომ არ გაქვს ინფორმაცია თბილისში სად შეიძლება მათი შეძენა?

მე ვერ გეტყვი არ ვარ მაქაური მაგრამ შესაძლებელია ჰქონდეს შევარდნაძეს ან აღმაშნებლის ხეივანში მინახავს სანარგე მარადმწვანეების იქნებ მაგათთან იყოს მოკითხვა უნდა იქნება აუცილებლად წარმატებები wink.gif

მოვიკითხავ გარდენიეშიც, რამე კარგ მცენარეს ხომ არ გაუწევ რეკომენდაციას? ამ ტუებთან ერთად ლავანდას და მიწაზე გართხმული დაწვენილი ტუიების კომბინაციას ვაპირებ და ერთმანეთთან კონფლიქტი ხომ არ ექნებათ?

ამ მცენარეს ვეძებ კიდევ (Euonymus Atropurpurea), იქნებ ვინმეს ქონდეს ინფორმაცია სად შეიძლება ვიყიდო ნერგი
http://pix.ge/

Posted by: quchi 30 Apr 2022, 10:44
მოგესალმებით ჯგუფუს წევრებო
არ ვიცი რამდენად სწორად ვპოსტავ, თუმცა ვფიქრობ ჩემი დახმარება შეგიძლიათ, ეზოს მწვანე საფარის მოვლისთვის მინდა შევიძინო ბალახის საკრეჭი მანქანა, მივიღებ რჩევებს, რომელი ფირმის და ტიპის სჯობს, ელექტრო თუ ბენზინზე მომუშავე, გთხოვ მირჩიეთ რა უნდა გავითვალისწინო?

Posted by: CoderiotGe 24 Sep 2023, 20:25
ნაძვის ამ სახეობას რა ჰქვია ხომ არ იცით?
user posted image

Posted by: llevani 28 Oct 2023, 00:16
კედარია. არავინ არაა ჩემზე კომპეტენტური ამ თემაში?

Posted by: J.R.R.Tolkien 18 Apr 2024, 10:30
გამარჯობა.

ბალახის სათიბს რომელს მირჩევთ ხალხო ?
შედარებით იაფიანი ასე 200-300ლარის ფარგლებში და გამძლე ?


Posted by: tavadze 18 Apr 2024, 16:26
J.R.R.Tolkien
QUOTE
შედარებით იაფიანი ასე 200-300ლარის ფარგლებში და გამძლე ?

მე რაიდერის მაქვს მერამდენე წელიწადია უკვე და კმაყოფილი ვარ. დომინოს შემოაქვს. არის გაცილებით უკეთესი ბრენდებიც, მაგრამ ფასიც მეტია.

Posted by: PAINKILLER 18 Apr 2024, 17:38
https://forum.ge/?f=72&showtopic=35274896


ამ თემაში წელიწადში ერთხელ თუ დაწერს ვინმე, ან გააერთიანეთ თემები, ან ერთერთი დახურეთ, ფაქტიურად ერთიდაიგივე თემაა



QUOTE
ბალახის სათიბს რომელს მირჩევთ ხალხო ?
შედარებით იაფიანი ასე 200-300ლარის ფარგლებში და გამძლე ?

J.R.R.Tolkien

ALKO მაქვს 1000 ვატიანი, რა აღარ გამითიბია მაგით, ახალამოსულ ტყემლის და მსგავს ნერგებსაც ხოშიანად ჭრის, უბრალოდ პერიოდულად გალესვა სჭირდება დანას smile.gif


https://www.domino.com.ge/products/tools/garden-tools/garden-power-tools-and-moto/lawn-mowers/%E1%83%92%E1%83%90%E1%83%96%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%A5%E1%83%A2%E1%83%A0%E1%83%9D-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%99%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%AD%E1%83%98-al-ko-classic-3.22-se-1000-w/

Posted by: webdesigner93 21 Apr 2024, 08:47
PAINKILLER
QUOTE
ALKO მაქვს 1000 ვატიანი, რა აღარ გამითიბია მაგით, ახალამოსულ ტყემლის და მსგავს ნერგებსაც ხოშიანად ჭრის, უბრალოდ პერიოდულად გალესვა სჭირდება დანას


https://www.domino.com.ge/products/tools/ga...3.22-se-1000-w/

ძაან კარგი რამეა ეს , რაც ეს ვიყიდი შენი რჩევით. ბენზინის რახრახა სათიბი აღარც დამიქოქავს smile.gif

Posted by: PAINKILLER 21 Apr 2024, 21:13
QUOTE (webdesigner93 @ 21 Apr 2024, 08:47 )
PAINKILLER
QUOTE
ALKO მაქვს 1000 ვატიანი, რა აღარ გამითიბია მაგით, ახალამოსულ ტყემლის და მსგავს ნერგებსაც ხოშიანად ჭრის, უბრალოდ პერიოდულად გალესვა სჭირდება დანას


https://www.domino.com.ge/products/tools/ga...3.22-se-1000-w/

ძაან კარგი რამეა ეს , რაც ეს ვიყიდი შენი რჩევით. ბენზინის რახრახა სათიბი აღარც დამიქოქავს smile.gif

არა რა ბენზინის სათიბი, ერთი ორჯერ დამჭირდა ე.წ. დრუჟბა ბენზინის ხერხი, ღობეში ამოსული ტყემლების ბუჩქების მოსაჭრელად და ლამის გავიგუდე იმის სუნში 2 წუთი ვერ გავუძელი, მერე ხელის ხერხით გავაგრძელე ჭრა, ბალახის მოთიბვას ლამის მთელი დღე სჭირდება, მომწამლავს მაგის გამონაბოლქვი, რომელი კატალიზატორები და ლამბდა ზონდები მაგას უყენია, 2 ტაქტიანი ძრავებია ზეთს და ბენზინს ერთად წვავს, სუფთა კარცეროგენული ნარევი აქვს

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)