Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format |
თბილისის ფორუმი > ჯანმრთელობა და მედიცინა > ზურგის ტკივილი |
Posted by: BeKuS 11 Aug 2005, 14:36 |
არაფერი არ დამკარებია რომ მტკენოდა გუშინ ამტკივდა საღამოს 10 ზე და ეხლაც საშინლად მტკივა ხერხემალის მიდამოებში კაცო თავის ტკივილი გამიგია , ყურის, კბილის, ფეხის, ხელის, მუცლის, თვალის, ყველაფრის ტკივილი გამიგია ზურგი რა ჯანდაბაა... პენსიონერივით დავდივარ 21 წლის ბიჭი შეიძლება გამიცივდა თუ რა ჯანდაბა ეტაკა ნეტა? |
Posted by: daitio 11 Aug 2005, 14:44 |
რადიკულიტია!!!! ........................ |
Posted by: shotaflex 11 Aug 2005, 22:16 |
daitio რა დროს რადიკულიტია 21 წლის ასაკში. შენ რა ქართველი ექიმივით ბაზრობ? |
Posted by: daitio 11 Aug 2005, 22:35 |
რადიკულიტმა ასაკი არ იცის..) ნევროპათოლოგს ეჩვენე.. |
Posted by: Int3lig3nt 11 Aug 2005, 22:47 |
BeKuS shotaflex დაუჯერეთ ამ კაცს მე დავუჯერე და ფრიად კმაყოფილი ვარ . |
Posted by: BeKuS 12 Aug 2005, 10:27 | ||
ეგ ხომ უკურნებელი სენია? ზუგის ამპუტაცია უნდა გამიკეთონ ხო? დღეს კიდე მტკივაააა მაგრამ იმდენად აღარ daitio
პათოლოგების მეშინია, დღესაც თუ არ გამიარა მერე ვეჩვენები Int3lig3nt შენც ეგრე დაგემართა? |
Posted by: Archer 12 Aug 2005, 11:03 |
BeKuS სად გტკივა, რადიკულიტმა წელის არეში იცის |
Posted by: BeKuS 12 Aug 2005, 12:00 |
Archer აი ხერხელმალის ჩაყოლებაზე, ბეჭიდან დაწყებული 20 სანტიმეტი ქვემოთ |
Posted by: BeKuS 12 Aug 2005, 12:05 |
აი ამ ადგილას, ისე ეხლა დავუკვირდი რომ მანდ არის ზუსტად რაღაც კუნთი და ალბათ ეგ კუნთია რომ ახურებს მე კი დამტანჯა რა წესიერად ვერც დავდივარ ვერც ვზივარ |
Posted by: daitio 12 Aug 2005, 12:25 |
თუ არ გაგსინჯე ვერაფერს გეტყვი.. კუნთი არ იქნება.. ხერხემლის პრობლემას უფრო ჰგავს.. PM |
Posted by: BeKuS 12 Aug 2005, 14:09 |
daitio აი სად დამენძრააა ხვალ თუ კიდევ არ გამიარა მერე მომიწევს.... ხო მარა არაფერი არ შემხებია ზურგზე და თან უცებ ამტკივდა შენ ექიმი ხარ? |
Posted by: SPC 13 Aug 2005, 00:19 |
ოსტეოქონდროზი? ???? 303030303030303030 |
Posted by: daitio 13 Aug 2005, 00:21 |
BeKuS კი.. თუ კიდევ შეგაწუხა, დამიPM-ე და მოდი.. |
Posted by: BeKuS 13 Aug 2005, 20:56 |
daitio თითქმის გადამიარა ოდნავ მტკივა უკვე მადლობა დახმარებისატვის |
Posted by: მ.დ.უ 13 Aug 2005, 21:08 |
BeKuS კომპიუტერთან ხომ არ გიწევს დიდი ხნით ჯდომა? |
Posted by: BeKuS 15 Aug 2005, 10:57 |
mxolod_debilebs_ukvardebat არა, ხანდახან მიწევს ხოლმე .... კომპიუტერიდან ადგომა სულ მაგასთან ვზივარ, რატომ მეკითხები? ისე გადამიარა უკვე ოდნავ ვგრძნობ რაღაცას |
Posted by: Lotosi 17 Aug 2005, 02:09 |
daitio გასაგებია, რომ რადიკულიტი, იშეაზი და ნერვის ანთების მსგავსი საშინელებები გამოწვეულია სხვადასხვა ფაქტორებით და მაინც . . . რა არის ამის ძირითადი მიზეზი? ისიც გასაგებია, რომ ეს ინდივიდულურია, მაგრამ მაინტერესებს ტრამვის გარდა სხვა მიზეზები |
Posted by: BeKuS 17 Aug 2005, 17:40 |
Lotosi მემგონი ჩემს შემთხვევაში ალბათ სკვაზნიაკში ვიჯექი + ვინტილატორი +კონდიციონერი და კუნთი გამიცივდა შეიძლება |
Posted by: Lotosi 18 Aug 2005, 23:51 | ||
BeKuS
"სკვაზნიაკი",ანუ ორპირი და კონდიციონერი არაფერ შუაშია. ეგ მხოლოდ სხეულში უკვე არსებული პრობლემების პროვოცირებას იწვევს. უხერხული მოძრაობა, გაციება, სიმძიმის აწევა და წონის მომატებაც კი შეიძლება იყოს იმის საბაბი, რომ წელი გაგიკავდეს ან კუნთი გაგიცივდეს, როგორც შენ ამბობ, მაგარამ სინამდვილეში მიზეზი სულ სხვაა. ეს ძირითადად ძვლის ქსოვილის სტუქტუტაზეა დამოკიდებული. |
Posted by: lobja 19 Aug 2005, 00:45 |
მდაა.. მეც ეგრე ამტკივდა ეხლაც მტკივა თითქოს მჩხვლეტსო და ვითომ რადიკულიტია? ჰმმ ... მამა მეუბნება არ არიო აბა თქვენ რას მეტყვით სხვა რამე არ შეიძლება იყოს ! ან არასწორი ჯდომის გამო ან რამე ? პ.ს მამა ექიმია ლოლ |
Posted by: Lotosi 19 Aug 2005, 00:59 | ||
lobja
მამაჩემი ექიმი არ არის, ფიზიოლოგია, მაგრამ ისიც ანალოგიურად მეუბნებოდა არაფერი არ არისო. მოკლედ, ჩემი გამოცდილებიდან გეუბნები უყურადღებოდ არ დატოვო და ნევროპათოლოგთან მიდი. ისე, რა ადგილას გაწუხებს, მუდამ თუ დრო და დრო? |
Posted by: nikusha_23 20 Aug 2005, 01:02 |
2-ჯერ მტკიოდა ზურგი ერთხელ გამიცივდა მეორეთ გულის პერანგში სითხე ჩამიდგა ოპერაციის მერე ეჭვი მაქვს გაგიცივდა..... კუნთი |
Posted by: Trulala 17 Feb 2006, 21:37 |
კარგა ხანია, არაერთი წელია უკვე ზამთარში მცირე დატვირთვებზეც საშინლად მტკივდება მხრებსა და კისერს შორის მალები. რისი ბრალია არ ვიცი, ვინმე კარგ ექიმს ხომ არ მირჩევდით ამ სფეროში, ვის მივმართო, დამისვას დიაგნოზი და მირჩიოს მასაჟები მჭირდება, სპეციალური ვარჯიშები თუ რა. |
Posted by: ტანკე 17 Feb 2006, 21:41 | ||||
??
გააჩნია რისი ბრალია.სპორტული მედიცინის კათედრაზე ასულიყავი აბა რესპუბლიკურში,იქ გეტყვიან მათთან უნდა იმკურნალო თუ არა. |
Posted by: Antigone 17 Feb 2006, 21:44 |
Trulala უმოძრაობისა და მუდმივად კომპიუტერთან ჯდომის მართალია, სანდლერს ბევრი ლანძღავს, მაგრამ მე მიშველა |
Posted by: Trulala 17 Feb 2006, 23:29 |
Antigone ეგ რაღაა? __________________ |
Posted by: Antigone 17 Feb 2006, 23:35 |
Trulala რაღაა კი არა, ვიღაა ექიმია, ნევროპათოლოგი. ვაკის ”ლეჩკომბინატი”. მე ნუ მენდობი, დაველოდოთ, სხვები რას გირჩევენ |
Posted by: tikusha 17 Feb 2006, 23:38 |
ეგ პრობლემა მეც მაწუხებს, თჲმცა ვიცი რისი ბრალიცაა, მუდმივად კომპიუტერთან ჯდომა და დაძაბულობა |
Posted by: Trulala 18 Feb 2006, 09:52 |
ჰმმმ... მაშინ ექიმთან ფულის ყრას მგონი ჯობია კარგ სავარძელზე დავაგროვო ფული, რომ კომპთან ჯდომისას ხელხემალი არ დაიღალოს.Antigone ლეჩკომბინატის ექიმები სხვა ექიმებთან შედარებით 2ჯერ მეტს იღებენ. |
Posted by: kuna 18 Feb 2006, 17:06 | ||
არ გეთანხმები! რომელ ლეჩკომბინატზეა საუბარი? |
Posted by: ტანკე 18 Feb 2006, 17:10 | ||
kuna
მემგონი ვაკის |
Posted by: kuna 18 Feb 2006, 19:19 | ||
მაშინ ფასებზე Trulalaს ვეთანხმები. |
Posted by: Link 18 Feb 2006, 21:45 |
კარგი სავარძელი კი არა, საერთოდ კომპი უნდა გადააგდო |
Posted by: Trulala 18 Feb 2006, 22:49 | ||
kuna
ხო ვაკეზე ვამბობ. |
Posted by: kuna 19 Feb 2006, 01:07 |
Trulala ხოდა გეთანხმები,კატასტროფა ფასებია! |
Posted by: SnowFlakes 19 Feb 2006, 05:28 |
ნაკლებად მიეძალე მარილიანს. ერთი მუხლის ტკივილი ვიცი ხოლმე,ზატო პროგნოზს ვიგებ 2 დღით ადრე |
Posted by: StepRecords 20 Feb 2006, 19:31 |
აი წეღან დავპოსტე თემა ტაიჯი ჩჟუანიო და ეგეთებიო - მაგრა შველისო, და არ იცით რამე? |
Posted by: N.G. 21 Feb 2006, 15:48 |
Trulala ეგ იმისი ბრალია კომპიუტერთან რომ ზიხარ დიდ ხანს და თანაც მოშვებული, მგონი უმეტესობას აწუხებს მსგავსი პრობლემები დღეს მე გირჩევდი რეზო გერმანიშვილს ნევროპათოლოგია, არამიანცშია, ძირითადი მიმღები კორპუსი რომელიცაა იქ მესამე სართულზე. თუ გაქვს გადაღებული სურათი ხერხემალზე მიუტანე და გეტყვის, თან გაგსინჯავს, თუ გჭირდება ჰომეოპათი გაგაგზავნის თუ არა და რაც საჭიროა იმას გეტყვის. ზოგიერთი ექიმივით სამ ტონა წამალს არ დაგინიშნავს. ანალოგიური ტკივილები მქონდა მეც წელი და მარჯვენა ბეჭის ტკივილი. ცურვაა ყველაზე კარგი გამოსავალი თუ დრო გაქვს და იცი. |
Posted by: naia 16 Jul 2006, 14:14 |
მოკლედ, შარშან ცუდად დავეცი და მგონი ხერხემალი დავიზიანე. ტკივილები დამრჩა და ექიმთან მივედი, იმან კიდევ რევმატიზმის საწინააღმდეგო საშუალებები გამომიწერა და გარკვეული პერიოდის შემდეგ ტკივილებიც გამიქრა. მაგრამ, როგორც ჩანს, ექიმმა მხოლოდ გამიყუჩა ტკივილები და ახლა პერიოდულად მახსენებს თავს 2 კვირის წინ კი საერთოდ ლოგინად ჩამაგდო. ერთ დილით გავიღვიძე და საწოლიდან ვეღარ წამოვდექი. ყოველი მოძრაობა აუტანელ ტკივილს მანიჭებდა წელის მიდამოში. ფეხზე ადგომა და წამოჯდომა წარმოუდგენელ ოცნებად მეჩვენებოდა. რამდენიმე-დღიანი გაშეშებული წოლისა და ძლიერი ტკივილგამაყუჩებლების მიღების შემდეგ წამოდგომა შევძელი. ტკივილმა ნელ-ნელა იკლო მაგრამ არ გამქრალა. ორი დღის წინ კი იგივე გამეორდა. უკვე აღარ ვიცი რა ვქნა. იქნებ რამე მირჩიოთ... თავი ინვალიდი მგონია ან იქნებ კარგი სპეციალისტი ან კლინიკა იცოდეთ სადმე... |
Posted by: ბაჩუკი 16 Jul 2006, 14:24 |
კარგი ნევროლოგი ან ნეიროქირურგი,მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფია, რომლის მიხედვითაც განისაზღვრება მკურნალობის ტაქტიკა. |
Posted by: naia 16 Jul 2006, 15:45 | ||
bachuki84
მაგას სად აკეთებენ? |
Posted by: radiology 16 Jul 2006, 15:53 |
თოდუაშია ყველაზე კარგი...ფასები არ იკითხო... |
Posted by: ბაჩუკი 16 Jul 2006, 16:10 |
თოდუაში 400 ლარამდე ჯდება,თუ არ ვცდები, სამაგიეროდ უახლესი აპარატურა აქვთ. ალბათ ტატიშვილის ცენტრშიც კეთდება,მარა არა მგონია პასებში დიდი სხვაობა იყოს. თუმცა ჯერ ჯობია კარგი ნევროლოგი ან ნეიროქირურგი იპოვო. |
Posted by: radiology 16 Jul 2006, 16:13 | ||
ტატიშვილში არ კეთდება,მე როგორც ვიცი.... |
Posted by: წრიპა 16 Jul 2006, 16:19 |
naia ჯობია ჯერ ნევროპათოლოგთან მიხვიდე და იმან გადაწყვიტოს გჭირდება თუ არა რეზონანსული ტომოგრაფია. შენ თუ არიცი შემიძლია გირჩიო ვინმე კარგი ნევროპათოლოგი |
Posted by: roo 16 Jul 2006, 17:40 |
დიაგნოზს უფრო რო ან CT-თ გეტყვიან ან MRI-ით (დაახლოებით 250 ლარი ღირს MRI) ყოველშემთხვევაში ნევროლოგსაც უნდა ეჩვენო და ორთოპედს საუკეთესო ნევროლოგი/ნეიროქირურგი: გოგლიკა მაღალაშვილი (იმედია ამაზე არავინ არ შემედავება) კარგი ორთოპედ-ვერტებროლოგი: ზაზა აზმაიფარაშვილი და (სახელი არ მახსოვს): ალბოროვი, ორივე ღუდუშაურში. ეს რაც შეეხება ექიმებს, და რაც სუფთა სპორტულ-სამედიცინო ინტერესს ეხება: როგორ დაეცი? როგორი ტკივილები გაქვს? მოძრაობაზე გტკივა? როდის უფრო გტკივა როცა ზიხარ თუ როცა ფეხზე დგახარ? როცა წევხარ გტკივა თუ საგრძნობლად კლებულობს? ტკივილის გადაცემა ხო არ გაქვს სადმე (მაგალითად ზურგიდან ფეხში)? თუ კი სად? და ზუსტად როგორ? ექიმთან რომ იყავი, ზუსტად რა დიაგნოზი დაგისვა? გაიკეთე თუ არა რაიმე გამოკლვევა? მაგალითად ზურგის რენტგენი? თუ კი რა პასუხი დაგიწერა რენტგენოლოგმა? და ბოლოს რა წამლებს სხვავ ტკივილგამაყუჩებელს? ინიექციეებს იკეთებ თუ აბებს? |
Posted by: ბაჩუკი 16 Jul 2006, 18:06 |
თუ რო-გრაფიას და იამეერ-ს გაიკეთებს კტ საჭირო აღარ იქნება. |
Posted by: mika9 16 Jul 2006, 18:43 |
MRI რატომ სთავაზობთ ვერ ვხვდები.... |
Posted by: ბაჩუკი 16 Jul 2006, 18:45 | ||
მალთაშორისი დისკოების ვიზუალიზაციის შეუდარებელი მეთოდია * * *
იასნია |
Posted by: LUNATIKI 10 Apr 2010, 20:44 |
მოკლედ ბოლო 1-2 კვირა იქნება ზურგზე, მარჯვენა მხარეს სადღაც ფილტვთან ან ფილტვის ადგილას დღის განმავლობაში, ხანდახან მოძრაობაზე, ხანდახან სუნთქვაზე, ხანდახან უბრალოდ ესე წამომტკივდება წამიერად და მაშინვე გაივლის, ვგრძნობ რომ რაღაც წამტკივდება ხოლმე და ეგრევე წამიერად გადის ტკივილი, ა ეხლა ვწერ და ეხლაც ეგრეა ... სიგარეტს ვეწევი ბლომად და ფილტვების კიბო ხომ არ ავიკიდე ? ხო კიდე, ყოველდღე ვიძინებ დილის 5 დან 6 საათამდე. ამ დროზე ვწვები დასაძინებლად. აი ამ ადგილას მტკივა |
Posted by: d_tsabo 10 Apr 2010, 20:50 | ||
მხატვრობის ნიჭი გაქვს მაგარი კიბო არა ის კიდე გაგიცივდა უკან ნერვი და ეგ არის |
Posted by: MAIN KAMPF 10 Apr 2010, 20:54 |
ნახატი მომეწონა, შეგეძლო არ დაგეხატა ისე მივხვდებოდით. სავარაუდოდ გაგიცივდაც ის ადგილი.მიიღე ასპირინი ერთი აბი დღეში ერთხელ 5 დღე. |
Posted by: LUNATIKI 10 Apr 2010, 21:03 |
MAIN KAMPF სიგარეტის ბრალი არ არის??? დღეში 1 პაჭკამდე ვეწევი უეჭველი მასე იქნება? რადა ხანდახან იგივე ორგრანიზმის სხვადასხვა წერტილებზე მარტყამს ხოლმე, ოღონდ ეს იშვიათად |
Posted by: Thandrus 10 Apr 2010, 22:17 |
არსებობს ზურგის ტკივილზე თემა - ამას მივუერთებ. |
Posted by: LUNATIKI 11 Apr 2010, 00:44 |
Thandrus ზურგი კი არა ფილტვია ეგგგ ამას აქ რა უნდაააააა |
Posted by: Thandrus 11 Apr 2010, 02:30 |
LUNATIKI ხომ ზურგის არეში გტკივა, ხოდა იყოს აქ... როგორც წინად გითხრეს, ალბათ მართლაც ნერვთანაა გარდამავალი პრობლემა |
Posted by: Workgroup 11 Apr 2010, 20:28 |
მოგესალმებით........22 წლის ასაკში ხერხემლის შუა ადგილის მიდამოებში , მუდმივი დაღლილობის და თითქოს წელში უნდა გადატყე,ამის შეგრძნება რისი ბრალი შEიძლება იყოს??? |
Posted by: daitio 12 Apr 2010, 13:57 |
Workgroup ბევრი რამის.. პირველ რიგში კატე ან იამეერი გადაიღე დიაგონოსტიკის მიზნით |
Posted by: Lilith 12 Apr 2010, 23:13 |
daitio თქვენ რა სპეციალობის ბრძანდებით? |
Posted by: daitio 13 Apr 2010, 10:27 |
Lilith ქირურგი.. ოღონდ ომამდე) |
Posted by: Workgroup 13 Apr 2010, 16:11 |
daitio მადლობა რომ გამომეხმაურეთ ))//ხომ ვერ მეტყვით ეგ რა პროცედურებია?? ) |
Posted by: revolutie 13 Apr 2010, 16:17 | ||
BeKuS ე ბიჭი სად დაიკარგა, როგორ არის ნეტავ?" naia
ეხლა როგორ ხარ? |
Posted by: daitio 13 Apr 2010, 16:54 |
Workgroup დიაგონოსტიკაა ჩვეულებრივი |
Posted by: Workgroup 13 Apr 2010, 17:25 |
daitio ოკ,..იმედია რაღაც საშინელება არ მჭირს : )...მადლობა კიდევ ერთხელ |
Posted by: daitio 13 Apr 2010, 18:43 |
Workgroup იმედია.. მალე გამოჯანმრთელებას გისურვებ. რომ გადაიღებ, დაასკანერე დასკვნა, მანახე და შევეცდები გირჩიო რამე |
Posted by: LUNATIKI 22 Apr 2010, 11:03 |
მოკლედ.... ზურგის მიდამოებში მტკივა რაღაც, აი ცოტას რომ დავიხრები ეგრევე მტკივდებავზივარ და მაწუხებს ხანდახან, გავიმართები წელში და მტკივდებასავით... ეს ტკივილი ზოგჯერ წინაც გულის და მარჯვენა მკერდის მიდამოებშიც გადმოინაცვლებს, ზურგზე კი ხან მარცხნივ მტკივა ხან მარჯვნივ... ადრე ცოტას მაწუხებდა, ეხლა თან გაციებული ვარ და უფრო შემაწუხა... კომპიუტერთან მიწევს მთელი დღე თითქმის ჯდომა + კარები ღიიააა ან ოდნავ ან მობრდღიალებულია... რას დავაბრალო? რაა არის ეს იქნებ მიშველოთ.... ხოოო ნერვებს რაც შეეხება კარგათ არ მაქვს... |
Posted by: gochino80 22 Apr 2010, 12:26 |
LUNATIKI მეც შენსავით ვარ ზურგი მტკივა საშინლად. შენსავით კომპიუტერთან მიწევს ჯდომა თან ღია კარებთან ვზივარ ხოლმე. როგორც იტყვიან ყველა პრობლემა ზურგიდან და ნერვებიდან მოდის. ამ კომპიუტერმა ხო მთლად მოსპო ზურგი |
Posted by: LUNATIKI 22 Apr 2010, 14:46 |
gochino80 ნუ ეხლა ჩემს შემთხვევაში მთლად საშინლად არ არის, მაგრამ მაწუხებს რა ... ჯო სიარულში კი არ მტკივა, ჩვეულებრივად ვარ, პროსტა 1 ადგილზე დგომისას წამომაწუხებს და ჯდომისას მაწუხებს ხშირად |
Posted by: Workgroup 22 Apr 2010, 20:28 |
მე-8 საავადმყოფოში კარგი ნევროპათოლოგი მირჩიეთ რა ....თუ არის ასეთი საერთოდ რათქმაუნდა )))) |
Posted by: E N J I 22 Apr 2010, 20:56 |
მეც მტკივა დიდხანს თუ ვზივარ ან ვდგავარ ეს ბუნებრივი მოვლენაა მგონი საგანგაშო არაფერია |
Posted by: pvm 1 May 2010, 23:16 |
BeKuS [quote]აი ამ ადგილას, ისე ეხლა დავუკვირდი რომ მანდ არის ზუსტად რაღაც კუნთი და ალბათ ეგ კუნთია რომ ახურებს მე კი დამტანჯა რა წესიერად ვერც დავდივარ ვერც ვზივარ მიმაგრებული სურათი [/quote\ ჰაჰაჰააააააააააააააააააააააააააააააა |
Posted by: dato_dato 2 May 2010, 21:36 |
daitio მეც საშინლად მაქვს ეგ ტკივილი 10 დღის წინ ვითომ ჩამისწორეს 2-3 მალას შორის დისკი წელი აღარ მტკივა მარა ფეხი მტკივა მაგრა მარცხენა და ცერა თითის გარდა ყველა გაბუჟებული მაქვს, მიჭირს სიარული.... მრი სად გადავირო ხარისხიანი? |
Posted by: daitio 2 May 2010, 22:01 |
dato_dato მაგრად ჩაუსწორებიათ დაანებეთ ამ მასაჟისტ-ექიმბაშებს თავი. თოდუაში ან რესპუბლიკურში. ან სანზონაში 8 საავადმყოფოსთან |
Posted by: dato_dato 2 May 2010, 22:04 | ||||
daitio
მაგას კი მივხვდი მარა გვიანია მგონი
ეგენი კიდე ეგრევე ოპერაციას კივიან, მე კიდე მაგას არ გავიკეთებ ცოცხალი თავით, ახალგაზრდა ვარ და ინვალიდობა არ მინდა...... არადა 7 წლის წინ ჩამისწორა და ვიყავი იდეალურად, ეხლა რა მეტაკა არ ვიცი რა...... |
Posted by: daitio 2 May 2010, 22:42 |
dato_dato ქირურგებთან არც გექნება შეხება, რადიოლოგები გადაგიღებენ. გადაიღე აუცილებლად, გირჩევ და მომწერე შედეგი |
Posted by: dato_dato 2 May 2010, 22:44 |
კარგით ხვალე მოგწერთ აუცილებლად * * * თოდუაში ვარ ჩაწერილი 16:30 მრ დიაგნოსტიკაზე............. ვნახოთ რა იქნება.............. * * * daitio მოკლედ გადავიღე ის რაღაც ელექტრო მაგნიტური და დასკვნა ხვალ იქნებაო, ზეპირად კი მითხრეს და მაჩვენეს კიდეც: მე-5 მალის დისკის თიაქარი 8 მმ და მე-6-სი 5 მმ. მერე ვკითხე ამოვარდნილია თუ თიაქარია მეთქი? მიპასუხეს ამოვარდნილია და ეგ ნიშნავს რო თიაქარიაო და ეგ როგორ? თიაქარი ხომ გრიჟაა, წანაზარდი? ეხლა რა ვქნა ვისთან მირჩევთ მისვლას? ოპერაცია არ მინდა უკიდურეს სემთხვევამდე...... |
Posted by: BumbleBee :)) 4 May 2010, 01:20 |
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------- |
Posted by: daitio 4 May 2010, 06:35 | ||
http://medportal.ge/index.php?act=declfull&Id=3440&catId=128] http://www.mkurnali.ge/index.php?option=com_content&view=article&id=1629:drx9000tm-&catid=21:2008-10-13-11-42-06&Itemid=57 ბოლო თაობის ტრაქციული კომპიუტერული აპარატია http://www.radikal.ru |
Posted by: dato_dato 4 May 2010, 18:33 | ||
ძაან საინტერესოა, ხვალვე მივალ, ნეტა რა ღირს მაგით მკურნალობა??? * * * და ვინმე თუ იცით მაგით განკურნებული? |
Posted by: daitio 5 May 2010, 06:48 | ||
კი, საკმაოდ ბევრი, საკუთარი ოჯახის წევრის ჩათვლით. ამ ეტაპზე ეს აპარატი ოპერაციის საუკეთესო ალტერნატივა ყველას სჯობია დაგუგლო DRX 9000 და უცხოური გამოხმაურებები ნახო. |
Posted by: dato_dato 5 May 2010, 17:35 | ||
daitio
უცხოური გამოხმაურებებიც ვნახე და დღეს იქ მყოფ პაციენტებსაც გავესაუბრე გამოხმაურებები კარგიც აქვს და ცუდიც ამერიკაში გამოძიებაც კი დაუწყიათ თარლლითობის ფაქტზე, მარა ყველგან წერიაა რომ მანდ მომუშავე ექიმებმა უნდა განსაზღვრონ ხარ თუ არა მაგათი პაციენტი როგორც ქართველებს გვჩვევია გამოგვიჩნდნენ საერთო ახლობლები და მითხრეს: 70-80% უნდა განიკურნოო, რო გითხრათ 100% აფერისტები გამოვალთო და არ გეტყვითო გადავწყვიტე ვსინჯო თან უკვე ტატიშვილში ჰომეოპატურ პრეპარატებს მიკეთებენ და მაგის ფონზე უკეთესი შედეგი უნდა გვქონდესო უკეთესობა უკვე მაქვს კიდეც სიმართლე რო ვთქვა ბლოკადების მერე მთავარია შენარჩუნდეს და ფეხში ძალა დაბრუნდეს... |
Posted by: daitio 5 May 2010, 22:53 |
dato_dato + 100% მართალია. მთლიანად ექიმი საზღვრავს. ვინაიდან მოურჩენელი პაციენტი მათთვის იმიჯის შელახვის ტოლფასია, ხელს არ კიდებენ ისეთ პაციენტებს, რომლებზეც აზრი არ აქვს პროცედურის ჩატარებას. თან კლინიკის სამედიცინო ხელმძღვანელი ვასო პეტრიაშვილია, პირდაპირი და ალალი კახელი, ტყუილი რომ გამორიცხულია ისეთი)) |
Posted by: dato_dato 6 May 2010, 00:31 | ||
მაგასთან გავიარე ზუსტად კონსულტაცია........ ფეხში ჩვეული ძალა ნეტა როდის დამიბრუნდება? |
Posted by: dato_dato 7 May 2010, 18:01 |
ვაკეში ტატიშვილში დავდივარ უკვე მე-4 სეანსია ირაკლი ძიძიგურთან მიკეთებს აკუპუნქტურას და ჰომეოპატიურ საშუალებებს ფეხზე დავდექი და ტკივილები აღარ მაქვს, ნეტა მიშველის????? * * * ტრაუმელი+დისკუს კომპოზიტუმი+ლიმფოზიდუმი თუ რაღაცა და ანოდინს მიკეთებს ხერხემალთან კუნტში ეხლა ისეთი სტატია წავიკითხე ჰომეოპათიურ საშვალებებზე რო შემეშინდა...... |
Posted by: Diana_Dea 7 May 2010, 21:05 |
ხერხემლის ჩაყოლებაზე ერთ ერთ მალაზე რაღაც ძვლოვანი წანაზარდი გამოჩნდა სკამზე მიყუდებისას მაწუხებს, მაგრად შემეშინდა, რა შეიძლება იყოს? მირჩიეთ რა ვქნა? ვითომ ფრთები მეზრდება? მართლა იქნებ დამეხმაროთ რა არის და რით შეიძლება იყოს გამოწვეული? |
Posted by: Deiko 10 May 2010, 16:27 |
პეკინის 5–ში არის რაღაცა კლინიკა "ხერხემალი" – ხომ არ იცით რაიმე ამ კლინიკის შესახებ? დედაჩემს აწუხებს ზურგი ძალიან – მალთასორისი თიაქარიც აქვს, დისკოზიც და რავი კიდევ რა... სულ ტკივა ზურგი და ძალიან მალე იღლება. ვიფიქრე ამ კლინიკაში მივიყვანთქო, მაგრამ არ ვიცი რამდენად სანდოა. ან მირჩიეთ სხვაგან სად წავიყვანო – სწორი დიაგნოზი რომ დაუსვან და შეძლებისდაგვარად უმკურნალონ??? |
Posted by: dato_dato 15 May 2010, 16:20 |
მოკლედ ტატიშვილში ვიარე ირაკლი ძიძიგურთან, ნემსებით და კიდე ჩინური ნემსებით (აკუპუნქტურა) დამაყენა ფეხზე სწორედ ვდგავარ მარა ცოტა ფეხი მტკივა, წელი არარ, ორშაბათიდან მივდივარ სპორტის სასახლესთან რო არის დაჭიმვების დანადგარი, რაც აქ მირჩიეს....... ვნახოთ შედეგი რა იქნება, მპირდებიან ოპერაციას გადარჩებიო და ვნახოთ, შედეგს დავწერ..... |
Posted by: zaziki 7 Jul 2010, 11:07 | ||
ბავშვის მიყვანა მინდა და მეც ძალლიან მაინტერესებს, მაგათი ტელეფონის ნომერი ან საიტის მისამართი იქნებ მოგვაწოდოს ვინმემ.... უკვე გავიგე ტელ. ნომრები - 143397, 890915197 |
Posted by: maromar 24 Nov 2010, 00:30 |
ვაა რა საჭირბოროტო თემა ვნახე სრულიად შემთხვევით მოკლედ დიდი ხანია, ბავშვობიდან მაწუხებს ზურგის ტკივილი, რომელიც დაკავშირებულია დაღლილობასთან, დიდხან მოკუზულ მდგომარეობაში ჯდომასთან. შეგრძნება მაქვს ხოლმე, თითქოს ზურგი მეწვის, ზურგზე ხელს რომ ვიდებ, საშინლად მაქვს ხოლმე გაცხელებული.. ისადა სასწაულად მსიამოვნებს ხოლმე ამ დროს ზურგზე მასაჟები მოკლედ, მე თვითონ ამ ყველაფერს ვაბრალებ დაძაბულობას და გადაღლილობას და ასეც არის, დასვენებული როცა ვარ მაშინ არ მტკივა ხოლმე, ასე რომ დიდ ყურადღებას არ ვაქცევ, ვიცი, რომ თავისით გაივლის და რა მაინტერესებს, კარგს ვაკეთებ, რომ ექიმს არ ვაკითხავ? მართლა უმნიშვნელო პრობლემაა და არ ღირს? პასუხისთვის წინასწარ მადლობა |
Posted by: maromar 28 Nov 2010, 17:30 |
პასუხს ველოდები, აღარ მიპასუხებთ? |
Posted by: tanamshromeli 28 Nov 2010, 19:22 |
ზუსტად მონიშნული ადგილი მტკივა და ლეჩკომბინატში დავდივარ ვარჯიშებზე, სამწუხაროდ აბიტურიენტი ვარ და კვირაში ერთხელ მისვლაზე მეტი არ შემიძლია რაც არ უნდა იყოს წესით საკმარისი მაგრამ ტკივილი ნელ-ნელა მიყუჩდება.. ისე კიფოზი და სქოლიოზი მაქვს |
Posted by: lolipop1 2 Jan 2011, 19:40 |
. გამარჯობათ მოკლედ ადრე კალათბურთზე დავდიოდი და ფეხი გადამიბრუნდა მერე ექიმა ნაღძობიაო და რაღაც მაზები მომცა, ახლა დრო და დრო თავს მახსენებს ხოლმეთ რა ვქნა მირჩიეთ რამე? |
Posted by: 365 5 Jan 2011, 19:41 |
გამარჯობათ, მოკლედ მარილებმა შეიძლება ხერხემლის ტკივილი და თვალებს ქვემოთ დასიება გამოიწვიოს? |
Posted by: SamaraT 7 Jan 2011, 13:15 |
maromar რა თქმა უნდა, უნდა მიხედო, თორემ შეიძლება სერიოზულ პრობლემებში გაეხვე. მიდი ექიმთან, ნებისმიერ კლინიკაში (მე არ ვიცი რომელია საუკეთესო) გადაიხადე 20 თუ 30 თუ რაც ღირს იმდენი ლარი კონსულტაციისთვის და გირჩევს ყველაფერს დიდი ხანია რაღაც გაწუხებს და რა კითხვა უნდა, სანამ სერიოზულად არ შეგაწუხებს, მაგას ხომ არ ელოდები წარმატებები |
Posted by: e34 24 Jan 2011, 05:34 |
მოკლედ, ძალიან გასაგებ ენაზე აგიხსნით და თქვენგანაც გამიხარდებოდა გასაგები და პრაქტიკული რჩევა. წელი მიკავდება და მტკივა ჩალაღაჯები . ეს დამემართა ფიზიკური დატვირთვის მერე. "ჩალაღაჯები" შემთხვევით არ მოვიხსენიე, ზუსტად მაგ კუნთზე მაქვს საუბარი. არ ვიცი ლათინურად როგორაა, თორემ დავწერდი. სხვა რამე - ძვლები, ხრტილები, დისკი, ნერვები გამორიცხულია. ეს დანამდვილებით ვიცი. არ მაქვს არანაირი ტკივილების გადაცემები, გაელვებები, ეპიცენტრები და ა.შ. პირველი რაც მაინტერესებს, ეს რომელია, რადიკულიტი თუ ის მეორე (იშეაზი, თუ სწორად გამოვთქვი)? რა არის გამომწვევი? იმიტომ რომ მე მინდა უფრო მასშტაბურად მივუდგე ამ საქმეს და არა ისე რომ ერთხელ ჩავიწყნარო. არის ორგანიზმში რამე მიკროელემენტების ნაკლებობის ბრალი? ან იქნებ სხვა რამე ფაქტორი მოქმედებს? რჩევა რომ ექიმს მივმართო მეც ვიცი. უბრალოდ მინდა რომ ექიმთან მომზადებული მივიდე და არა ჰარიფულად. ერთხელ გამოუვალ სიტუაციში ეგრე რომ მივედი ექიმთან ყელში გაჩხერილი თევზის ფხის ამოსაღებად, ზონდი გამაყლაპა და კუჭს დაუწყო თვალიერება. მოკლედ თავისას მიაღწია, სულ ლათინური სიტყვები წერა ფურცლებზე და აქვე სასიდან პინცეტით ფხის ამოღება 160 ლარი დამისვა. წინასწარ მადლობა გულისხმიერებისათვის. |
Posted by: VAZI 24 Jan 2011, 19:09 | ||
e34 ექიმთან თუ მიდიხარ და არ ენდობი უკვე პეტკაჩა შენი საქმე. ჩალაღაჯი - რა მაგარი პერსიული სიტყვაა.
ჩალაღაჯები - trunk muscle OF other core muscles. აუუ, ჩალარაჯის მწვადები რა იქნება, მამენტ სუკის მწვადებისც დაგლიჯავდა, მნია, მნია, მნია... |
Posted by: e34 3 Feb 2011, 07:00 |
მდაა, trunk muscle OF other core muscles კი არადა, ტკივილი ქვევით ჩავიდა და მიმაჯაჭვა ლოგინს. 5 წუთი ვწვალობ რომ მეორე გვერდზე გადავბრუნდე. აწი ძაანაც რომ მინდოდეს ექიმთან მაინც ვერ წავალ. |
Posted by: vato3 4 Feb 2011, 12:59 | ||||
* * *
|
Posted by: 365 4 Feb 2011, 13:16 |
vato3 თემას რომ ამოაყვინთინეთ კარგია, მაგრამ პასუხს ვინ გაგვცემს? |
Posted by: e34 22 Feb 2011, 03:25 |
მოკლედ არც რადიკულიტი და არც იშიაზი. როგორც იქნა ცოტა ხნით წამოვდექი ფეხზე და წავედი რენტგენი გადავიღე. სულ არაა რამე სამედიცინო განათლება საჭირო, ჩემ სურათს რომ შეხედავ. იქვე რენტგენოლოგმაც აღნიშნა რომ ქვედა მალები ფუძესთან დამჯდარია და იმდენად რომ პირველი (ან ბოლო) მალა ცალ მხარეს მენჯის ძვალს ებჯინება და ეგაა რომ ბოლო მომიღო. რას მირჩევთ, ვინ ექიმთან მივიდე? არა მგონია რომ ნევროპათოლოგმა უკვე რამე შეძლოს. ნუთუ ხეიბარი უნდა დავრჩე? |
Posted by: იმპერატორი 26 Feb 2011, 00:36 | ||
Thvith dachimvebi unda gaaketho ,,Iliopsoas" kunthebis |
Posted by: paata1966 27 Feb 2011, 03:39 |
თუ იცით დამეხმარეთ...დიდი პრობლემის წინაშე დამაყენეს ვაი ექიმებმა . ხერხემალზე თიაქარის ოპერაციის დროს ლ4 და ლ5 მალებზე შეიტანეს ინფექცია ,პაციენტი ტკივილებისგან ფეხზე ვეღარ დგება . ინფექციონისტის დანიშნულებით ვმკურნალობ უკვე 50 დღეა ინტრავენური გადასხმებით. (ანტიბიოტიკებით) როე ძალიან ნელა იწევს დაბლა , არა და ამდენი ანტიბიოტიკებისაც ძალიან მეშინია . თუ ვინმე მართლა ჭკვიანი ექიმი გეგულებათ , ( არა სახელს და სტატუს ამოფარებული იდიოტები ) მირჩიეთ..სერიოზული კონსულტაცია მჭირდება |
Posted by: იმპერატორი 27 Feb 2011, 18:42 | ||||||
Charevamde dgeboda phekhze?
Kidev ramdeni unda ishkhapunoo?
Erthi jer shen dagvisakhele im eqimbashis sakheli vints mag dgheshi chagagdo da mere shens kithkhvas gavtsem pasukhs... |
Posted by: paata1966 23 Mar 2011, 23:53 |
Mადლობა რომ დაინტერესდით ჩემი პრობლემით. ჩXოვრებაში არაფერი არ სტკენია . Oრი შვილის დედა თავის ფეხით მივიყვანე თოდუაში ჭელიშვილთან (შვილთან) .ოპერაციის დასრულების შემდეგ უკვე პალატაში 2 საათის მერე დაეწყო ტკივილები ნაოპერაციევის მოპირდაპირე მხარეს. Mენჯი ტკივილისაგან IხრებOდე ხან ერთ მხარეს და ხან მეორე მხარეს. Aრც ოპერაციის დროს და არც შემდეგ ანტიბიოტიკი არ გადაუსხიათ რომ ინფექცია არ განვითAრებულიყო. თKივილებით გამოგვწერეს საავადმყოფოან . Oრ კვირაში ისე დამძიმდა მდგომარეობა რომ მე თვითონ მივიყვანე და მრტ გადაუღე. ჭელიშვილის პასუხი იყო.......მე ყველაპერი კარგად გავაკეთე სხვა არ ვიცი რა ტკივაო. (მაგარი ექიმის პასუხია არა?) ამ სურათიდან გამომდინარე სხვა ექიმები მეუბნებოდნენ რომ აშKარად დისციტი იკო გამოხატული..... Mივაკითხე მაგალაშVილს მაგრამ მისთვის რატომღაც მიშVნელოვანი აღმოჩNდა არა პაციენტის მდგომარეობა არამედ ..მე როგორც კ ლ ი ე ნ ტ ი რატომ აღMოვჩNდი თოდუას კლინიკაში. შემდგომ აღმოვჩნდი ნერვოლოგიის ინსტიტუტის დირექტორ შაქარაშვილთან ,რომელმაც დამიდასტურა რომ ხერხემალზე იყო დისციტი მაგრამ რატომღაც დანიშნა მკურნალობა არა ანტიბიოტიკით არამედ ტებანტინით და ფსიქოტროპული გამაყუჩებლთ ( ეს რათქმაუნდა მერე დავადგინე ) . თოდუას კლინიკაში შედგა კონსილიუმი სადაც დააგინეს და დამეთანხმენ რომ იყო დისციტი მაგრამ ახალ მრტ-ზე გამოჩნდა რომ ოქტომბრიდან დეკემბრამდე ანთება გადასული იყო ლ4 და ლ5 მალებზე. Dავიწყე მკურნალობა ანტიბიოტიკებით (ვენაში გადასხმები) . 42 ერთეულიდან როე ჩამოვიდა 25 , ცოტა იკლო ტკივილებმა ......იანვრიდან მარტის დასაწყისამდე მივღწიე 16 ერთეულს ....ფეხზე წამოვაყენე და უკვე განკურნებას ვფიქრობდი , მაგრამ ექიმის მითითებით , რადგან ნორმასთან ახლოს ვიკავი , შევწყვიტე გადასხმები. შედეგმაც არ დააკოვნა და როე ავარდა ისევ 25 ნიშნულზე და საათობრივად დაიწყო დამძიმება მდგომარეობის ...უკვე ვეღარ დგებოდა ფეხზე. Aხლა განვაახლე გადასხმები დალაცინი 900 ერთეული დადა * * * ( ინექცია) და აველოქსი 400 ( გადასხმა) . ძლივს ჩAმოვედი როე 20 ერთეულზე და ტკივილებიც ცოტა შემცირდა . 90 დღე ანტიბიოტიკებს უსხამ და დასასრული კიდე არ ჩAნს ... თუ რამეს მირჩEვთ ? |
Posted by: paata1966 2 Apr 2011, 21:43 |
ისევ არავის არ აქვს სურვილი დამეხმაროს ? |
Posted by: paata1966 20 Apr 2011, 20:06 |
დიდი მადლობა ფორუმელებს ასე გულთან რომ მიიტანეთ ჩემი გასაჭირი................................................. |
Posted by: freecooler 28 May 2011, 18:20 |
ზურგის ტკივილის დროს რა მაზი შეიძლება გამოვიყენოთ? ტკივილი უეცრად განვითარდა თითქოს უმიზეზოდ...კისრიდან ჩამოყოლებული მთელს ზურგზე აღინიშნება ტკივილი |
Posted by: kiss sky 28 May 2011, 21:48 |
freecooler კარგია თუ დაწვები, სითბოც გჭირდება. რაც შეეხება მალამოს, შეგიძლია შეიზილო "ფასტუმ გელი" ან ინდომეტაცინის მალამო. |