Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > ფლორა და ფაუნა > ძლოკვი


Posted by: Iron Butterfly 1 Jun 2006, 22:05
ძლოკვი - გველის მაგვარი ქვეწარმავალი...
ვინ რა იცის ძლოკვის შესახებ? შხამიანია?

Posted by: TAPSIKO 1 Jun 2006, 22:08
QUOTE
შხამიანია?

არაა ძლოკვი შხამიანი და არც იკბინება yes.gif smile.gif , მემგონი spy.gif givi.gif

Posted by: Iron Butterfly 1 Jun 2006, 22:12
სურათები ხომ არ აქვს ვინმეს ძლოკვის? უნდა მოვაშინაურო და მაინტერესებს როგორია

Posted by: Circus_Closet 1 Jun 2006, 23:10
Iron Butterfly
QUOTE
შხამიანია?

ეგ ვისთვის როგორchups.gif

Posted by: Jgenti` 2 Jun 2006, 04:35
წყალში ცხოვრობს მემგონი? შხამიანი არაა.

Posted by: ikebana 2 Jun 2006, 12:58
ინგლისურად როგორაა ნეტა ძლოკვი?

Posted by: nick_el_son 2 Jun 2006, 13:12
Iron Butterfly
ძლოკვი არ არის გველის მსგავსი ქვეწარმავალი... lol.gif

მასე ქვია გველის შვილს..... smile.gif

Posted by: Iron Butterfly 2 Jun 2006, 13:22
QUOTE
ინგლისურად როგორაა ნეტა ძლოკვი


Dzlokvi The Snake smile.gif

Posted by: ოხრობა 2 Jun 2006, 13:41
QUOTE
ძლოკვი არ არის გველის მსგავსი ქვეწარმავალი...

მასე ქვია გველის შვილს..... 

ნწუ no.gif ეგრე დასავლეთში ცჰვენსკენ პო კრაინი მერე ეძახიან გველის სახეობას რომელიც სხვა ჯიშის გველებს და ვირთხებს და ეგეთებს აკიშკავებს მემგონი სხვაგან ანკარას თუ რაღაც მაგდაგვარს ეძახიან და აქ რაღაცნაირი მომგვალებული თავი სადღაც შემხვდა მაგის სურათი და თუ გავიხსენე აუცილებლად დავდებ

Posted by: Iron Butterfly 2 Jun 2006, 14:42
QUOTE
რაღაცნაირი მომგვალებული თავი

ხოოო, ზუსტად ეგაა. კუდი არ აქვს წვრილი, ჰგავს მატლს და არის სერი ფერის, მგონი პატარა თათებიც აქვს ხვლიკივით

Posted by: flyer 2 Jun 2006, 15:03
Iron Butterfly
QUOTE
ხოოო, ზუსტად ეგაა. კუდი არ აქვს წვრილი, ჰგავს მატლს და არის სერი ფერის, მგონი პატარა თათებიც აქვს ხვლიკივით


ხვიკივით ფეხები კი არა აქვს, გველივით სხეული აქვს, იმიტომ რომ ხვლიკია wink.gif

Posted by: blear_witch 2 Jun 2006, 15:07
flyer
yes.gif yes.gif მემგონი გველხოკერაზეა ბაზარი.
ეგა იკბინება თუმცა შხამიანი არააა, ისე მაინც არ აკბენინოთ ხოლმე ინფექციები ოხრად.
Iron Butterfly
როცა მოაშინაურებ მიტხარი ჩემი ეზოს გველხოკერასთან ვაჩხუბოთ biggrin.gif


Posted by: Iron Butterfly 2 Jun 2006, 16:03
blear_witch
ოკ, დავაი ვაჩხუბოთ smile.gif
..........

Posted by: flyer 2 Jun 2006, 16:27
blear_witch
QUOTE
თუმცა შხამიანი არააა, ისე მაინც არ აკბენინოთ ხოლმე ინფექციები ოხრად.


ხოო, არც ანაკონდა და არც კომოდო არაა შხამიანი, მაგრამ შხამიანი ნაკბენი ჯობია biggrin.gif

Posted by: blear_witch 2 Jun 2006, 17:36
flyer
ეგ გველი არაა ხვლიკია პროსტა ფეხები გადაუგვარდა smile.gif აიIron Butterfly როგორ აპირებს მოშინაურებას ეგ მაინტერესებს ძაანbiggrin.gif

Posted by: Kost@ 3 Jun 2006, 15:46
ikebana
QUOTE
ინგლისურად როგორაა ნეტა ძლოკვი?

the dzlokv

Posted by: ნიკა 4 Jun 2006, 09:10
user posted image

http://www.zooclub.com.ua/3/272/

http://www.floranimal.ru/pages/animal/v/1154.html

Posted by: ikebana 4 Jun 2006, 11:14
Kost@
biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif........................

Posted by: Чебуратор 4 Jun 2006, 19:35
blear_witch
QUOTE
როგორ აპირებს მოშინაურებას ეგ მაინტერესებს ძაან

ჯოხს გადაუგდებ. თუ მოგიტანა შეაქებ, თუ არა, ჩასცხებ.
მერე პავადოკს უყიდი და ქალაქში ატარებ, ხალხს შეაჩვევ.
რო წამოიზრდება და პატარა ძლოკვებს დაყრის, შემოხვალ ფორუმში და გახსნი თემას: "პატარა ძლოკვები ვინმეს ხომ არ გინდათ?"
smile.gif

Posted by: flyer 5 Jun 2006, 12:22
blear_witch
QUOTE
ეგ გველი არაა ხვლიკია პროსტა ფეხები გადაუგვარდა


მე დავწერე გველია მეთქი ? biggrin.gif

QUOTE
ხვიკივით ფეხები კი არა აქვს, გველივით სხეული აქვს, იმიტომ რომ ხვლიკია


Posted by: blear_witch 5 Jun 2006, 12:37
flyer
ხოდა დაგეთანხმეsmile.gif პრაქტიკებზე დავიჭირეთ ეგეთი ოტახში გვყავდა, მერე გავუშვით სპირტში.. ეხ მოლოდოსტ..biggrin.gif

Posted by: BigCrow 5 Jun 2006, 12:52
ძლოკვი smile.gif რა მაგარი სახელია...

ისე ხელს მოგაჭამს?

Posted by: flyer 5 Jun 2006, 13:57
blear_witch
QUOTE
პრაქტიკებზე დავიჭირეთ


მე და ჩემ დეიდაშვილს ბოვშვობაში "შემოგვაკვდა" სოფელში და მერე კინაღამ ბიძაჩემს "შემოვაკვდით" ორივე gigi.gif
გურიაში ეტყობა პატივს ცემენ (კაი ბიჭია gigi.gif )

Posted by: keen 5 Jun 2006, 14:00
flyer

შენ ბიოლოგობაც დაიწყე? biggrin.gif

Posted by: blear_witch 5 Jun 2006, 14:04
flyer
ვაბშეტა ეგ მოყვითალო კლიენტია და იქნებ შავია აბა რავიცი... გურულებს რას გაუგებbiggrin.gif
საერთოდ გველებზე კაი ისტორიები მაქვს , მაგალითად პითონი გვყავდა სასეირნოდ ლისის ტბაზე..smile.gif

Posted by: flyer 5 Jun 2006, 15:00
keen
QUOTE
შენ ბიოლოგობაც დაიწყე?


კაცი ბიოლოგია/ბოტანიკაშიც ხო უნდა ერკვეოდეს ცოტა tongue.gif

QUOTE
მაგალითად პითონი გვყავდა სასეირნოდ ლისის ტბაზე..

gigi.gif
მაგარი სანახაობა იქნებოდა tongue.gif
კიდევ რომ წაიყვანთ მითხარი და სურათებს გადაუღებ biggrin.gif

Posted by: blear_witch 5 Jun 2006, 15:08
flyer
ეგ პითონი, გრიშა კაიხანია მიიღო უფალმა... biggrin.gif
სასეირნოდ გვყავდა და საბანაოდ. მშვენივრად იქცეოდა, რასაც ვერ ვიტყოდი ლისის ტბის დამსვენებლებზე..biggrin.gif

Posted by: flyer 5 Jun 2006, 16:49
blear_witch
QUOTE
ეგ პითონი, გრიშა კაიხანია მიიღო უფალმა...

გრიშა გამიგია wink.gif

Posted by: ოხრობა 5 Jun 2006, 17:26
QUOTE
ჯოხს გადაუგდებ. თუ მოგიტანა შეაქებ, თუ არა, ჩასცხებ.
მერე პავადოკს უყიდი და ქალაქში ატარებ, ხალხს შეაჩვევ.

ხო მარა მაგას სტროგი აშეინიკი დაჭირდება თვარა ნამეტანი უყვარს წინ სირბილი gigi.gif

Posted by: keen 5 Jun 2006, 18:31
flyer
QUOTE
კაცი ბიოლოგია/ბოტანიკაშიც ხო უნდა ერკვეოდეს ცოტა  tongue.gif 


tongue.gif

Posted by: Jnosy 5 Jun 2006, 20:24
QUOTE
ინგლისურად როგორაა ნეტა ძლოკვი?

არ დაიბნა და იფიქრა:
(გავიგებ ინგლისურად როგორ არის, მერე გოოგლე-თი დავსერჩავ და ფოტოებსაც დავყრი) - ოოოო smile.gif

Iron Butterfly
აი შენ, კი
წესით
კარგი იუმორი გექნება
(შორიდან ეგრე ჩანს ყოველშემთხვევაში)

Posted by: Iron Butterfly 6 Jun 2006, 00:09
Jnosy
QUOTE
კარგი იუმორი გექნება

რეავიცი აბა smile.gif

ნიკა
ძლოკვზე რაც მაინტერესებდა გავიგე, დიდი მადლობა ინფორმაციისთვის...
BigCrow
QUOTE
ძლოკვი  რა მაგარი სახელია...

ზუსტად სახელმა მომხიბლა, და მერე თვით ქვეწარმავალმა smile.gif

Posted by: Olaizola 9 Sep 2007, 08:59
QUOTE (flyer @ 5 Jun 2006, 12:57 )
blear_witch
QUOTE
პრაქტიკებზე დავიჭირეთ


მე და ჩემ დეიდაშვილს ბოვშვობაში "შემოგვაკვდა" სოფელში და მერე კინაღამ ბიძაჩემს "შემოვაკვდით" ორივე gigi.gif
გურიაში ეტყობა პატივს ცემენ (კაი ბიჭია gigi.gif )

smile.gif მართლა მასეა.... გურიაში მაგარი ევასებათ.. არ ვიცი მართალია თუ არა, მარა გონიათ რომ ეგ გველებს ებრძვის..

ძლოკვი კი არა ზლოკვს ეძახდნენ იქ

Posted by: სატირა 11 Sep 2007, 17:22
QUOTE
ძლოკვი

თუ წლოკვი?

spy.gif

Posted by: Armonida 11 Sep 2007, 17:56
QUOTE
ხოოო, ზუსტად ეგაა. კუდი არ აქვს წვრილი, ჰგავს მატლს და არის სერი ფერის, მგონი პატარა თათებიც აქვს ხვლიკივით

ეგ მგონი გველხოკერაა biggrin.gif ძლოკვი იგივე გველის წიწილია ანუ ბატარა გველუკა biggrin.gif

Posted by: taknatuna 17 Dec 2010, 22:05
ძლოკვი
და მაგას ჩემს სოფელში წლოკვს ეზახიან, გველის შვილია

Posted by: bacho22 17 Dec 2010, 22:06
taknatuna



ბუზუზუზუზუ lol.gif

არა შეჯდა მწყერი ხესა არა იყო გვარი მისი biggrin.gif


ძლოკვი ესე არს ხვიკი გადაგვარებული ესე იხსენებს სულხან საბა yes.gif

Posted by: taknatuna 17 Dec 2010, 22:09
bacho22
bis.gif სულხან საბა ბევრ რამეს ამბობ,ს ბრძენი კაცი იყო, მაგრამ მე მაინც ჩემს თანასოფლელებს დავეყრდნობი biggrin.gif

Posted by: Nini_Ninia 17 Dec 2010, 22:25
QUOTE (Iron Butterfly @ 1 Jun 2006, 22:05 )
ძლოკვი - გველის მაგვარი ქვეწარმავალი...
ვინ რა იცის ძლოკვის შესახებ? შხამიანია?

ექსკურსიაზე ვიყავით და ჩემ დას დაგადაუარა ხელზე, სურათს იღებდა და მაგ დროს, ფოტოზეც ჩანს biggrin.gif

მგონი არ იკბინება როგორც მიტხრეს, მაგრამ ააამაზზრზენიიიიააა ძაან საზიზღარია, vik.gif

Posted by: NIKUULINA 18 Dec 2010, 01:11
ძლოვკზე რაჭაში ეგეთი ლეგენდა/ზღაპარი არსებობს...


ერთხეკ თურმე გველი ადამიანს ეპარებოდა საკბენად ჰოდა ძლოკვმა დაინახა მისულა გველთAნ და უთხოვია არ უკბინო ადამიანს და საკუთარ კუდსს მოვიჭამო ...ჰოდა მოუჭამია მაგრამ გველმა მოატყუა და მაინც უკბინა ადამიანს biggrin.gif მაგის მერე ეს მძლოკვი სულ დაზდევს გველს და ეჩხბება პირობა რატო არ შეასრულეო smile.gif და ადამიანს როცა ხედავს კუდი ძვრება biggrin.gif

შხამიანი არაა... და გველს დაზდევს შესაჭმელად biggrin.gif

ნანახი მაქ ჩემი თვალით როგორც ჩხუბობენ biggrin.gif მძლოკვს გველის თავი ეჭირა პირით მეგობარი კაჩკას მოაგორებდა და გადაატარა ორივე მოკლა sad.gif

Nini_Ninia
სურათზე ძაღლი კოკი ხომ არაა ? tongue.gif და შენ ის ნინი ? smile.gif smile.gif smile.gif

Posted by: Nini_Ninia 19 Dec 2010, 12:44
NIKUULINA

კი მე და კოკი ვართ smile.gif შემოგიერთდით გოგოს ძიებაში biggrin.gif

Posted by: NIKUULINA 19 Dec 2010, 12:55
ჰეჰ ეგრევე ზმანზე ვიცანი biggrin.gif biggrin.gif


ძაან კაი smile.gif)

Posted by: Nini_Ninia 19 Dec 2010, 13:20
QUOTE (NIKUULINA @ 19 Dec 2010, 12:55 )
ჰეჰ  ეგრევე ზმანზე ვიცანი biggrin.gif biggrin.gif



wink.gif biggrin.gif biggrin.gif

Posted by: ბურზო 23 Dec 2010, 17:23
რა მაგრად ტეხავს ჯერ ეგეთი რომ გაჩნდები და თან ძლოკვი რომ გქვია sad.gif

Posted by: Iron Butterfly 23 Dec 2010, 17:26
ბურზო
QUOTE
რა მაგრად ტეხავს ჯერ ეგეთი რომ გაჩნდები და თან ძლოკვი რომ გქვია


lol.gif

Posted by: green zone 24 Dec 2010, 11:37
მე ვიცოდი მძლოკვი ერქვა გურიაში ტინტილასაც უძახიან

Posted by: MAY_25 24 Dec 2010, 11:59
რაც წინა გვერდებზე იყო აღწერილი ეგ გველხოკერაა. ძლოკვი არ გამიგია მე, მაგრამ შეიძლება კუთხურია, ან დასავლეეთში ეგრე ეძახიან ან რამე ეგეთი biggrin.gif

თემას დაარქვით: ძლოკვი - a.k.a. გველხოკერა baby.gif

Posted by: ბურზო 24 Dec 2010, 14:38
QUOTE
ტინტილასაც უძახიან

user.gif user.gif

Posted by: ბურზო 24 Dec 2010, 15:47
გველხოკერა ძლოკვია?
შანსი არ არის!

ხვლიკის ფეხები აქვსო და ხოკერას სად აქვს ფეხები?
ერთი ჩვეულებრივი გველთმჟლეტი გველია
კუდი აქვს მომგვარებული
მე ვიცნობ მას, დამიჭერია და ისევ გავუშვი, როცა მითხრეს რომ შხამიან გველებს დევნისო
ნუ აკნინებთ გველხოკერას, ძლოკვი სულ სხვანაირია
user.gif








































Posted by: batmen 29 May 2011, 02:20
გველხოკერა (Ophisaurus apodus), უფეხო ხვლიკი ბოხმეჭასებრთა ოჯახისა. 1,5 მ-მდე სიგრძის მორუხო-მოყვითალო სხეულზე მოწითალო ან წენგოსფერი ელფერი დაჰკრავს. გვერდებზე კანის ღრმა ნაოჭი გასდევს. გავრცელებულია სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში და სამხრეთ-დასავლეთ აზიაში. გვხვდება ყირიმში, კავკასიაში, შუა აზიაში ადის ზღვის დონიდან 2000 მ-დე. საქართველოში თითქმის ყველგან გვხვდება - ველებზე, მეჩხერ ტყეებში, ბაღებში და ზოგჯერ სოფლის ეზოებშიც. იკვებება მწერებითა მოლუსკებით და მღრნელებით ( ძირითადად თაგვებით ) , რითაც სარგებლობა მოაქვს სახალხო მეურნეობისათვის. ივნის-ივლისში დებს 8-10 კვერცხს. ივლის-აგვისტოში ახალი თაობა იჩეკება.

ბოხმეჭა მყვრელი (Anguis fragilis), უფეხო ხვლიკი ბოხმეჭასებრთა ოჯახისა. სხეულის სიგრძე 60 სმ აღწევს. ზურგის მხარე მურა-ყავისფერია, მუცლისა - მოშავო. გავრცელებულია მთელ ევროპაში, კავკასიაში, დასავლეთ ციმბირში, მცირე აზიაში, ჩრდილოეთ ირანსა და ალჟირში. საქართველოში თითქმის ყველგანაა. უფრო ტყეებში ცხოვრობს. ცოცხლადმშობია. იკვებება მწერებით, მრავალფეხიანებით, ლოკოკინებით. მავნებლების განადგურებით მნიშვნელოვანი სარგებლობა მოაქვს.

ბოხმეჭასებრნი (Anguidae), ქვეწარმავლების ოჯახი ხვლიკისნაირთა ქვერიგისა. ზოგიერთ სახეობას ხვლიკებისათვის დამახასიათებელი აგებულება აქვს, ზოგს — გველისებრი, ზოგს კი მეტად პატარა, განუვითარებელი კიდურები და მეტ-ნაკლებად წაგრძელებული სხეული. ენა ორკაპა აქვთ, ქუთუთოები კარგად განვითარებული და მოძრავი. ცნობილია 7 გვარის 60-მდე სახეობა. უმეტესად გავრცელებულია სამხრეთ ამერიკაში. საყურადღებოა ალიგატორისებრი ხვლიკის ანუ გერონოტის (Gerrhonotus) გვარი, რომლის წარმომადგენლებს კარგად განვითარებული კიდურები აქვთ. გვხვდებიან ცენტრალურ და ჩრდილოეთ ამერიკაში.
საქართველოში 2 გვარია — ბოხმეჭა (Anguis fragilis) და გველხოკერა (Ophisaurus apodus), რომლებიც თითო სახეობით არიან წარმედგენილი

ბოხმეჭა და გველხოკერა უშხამო ცხოველები არიან იშვიათად იკბინება , მაგრამ თუ ადამიანს უკბინა აუცილებელია ნაკბენი ადგილი დამუშავდეს სპირტით , იოდით ან ანტიბაქტერიული საშუალებებით რადგან მრღნელებით ( თაგვებით ) იკვებებიან და მათი პირის ღრუ არის ბაქტერიებით სავსე და მოსალოდნელი გართულებების თავიდან ასაცილებლად ნაკმენის ადგილი უნდა დამუშავდეს !


Posted by: batmen 29 May 2011, 03:09
ბოხმეჭასებრნი - არიან უფეხო ხვლიკები ხოლო ძლოკვი არის მათი დიალექტურად გაჟღერებული ფორმაა ანუ საქართველოს კუთხებში ( იმერეთში , გურიაში , აჭარაში , რაჭაში და სხვა ) ბოხმეჭას ძლოკვს ეძახიან სოფლის ხალხი !

Posted by: Goran Bregovic 29 May 2011, 21:27
QUOTE
ძლოკვი - გველის მაგვარი ქვეწარმავალი...
ვინ რა იცის ძლოკვის შესახებ? შხამიანია?

მე დავიჭირე 3 სალი 3 კვირის წინ ხარაგაულის რაიონის ერთ-ერთ სოფელში, მიწაში იყო. არ იყო აგრესიული, არც იკბინება არც შხამი აქვს, თან ძალიან გემრიელი იყო, კარაქში შევწვი bis.gif bis.gif

Posted by: dzagana7 29 May 2011, 23:55
ეგენი შხამიან გველებს დასდევენო და რამე ვიდიუ დამიდეთ რა ვნახო მაგრა მაინტერესებს, ჩემკენ მინდორში სავსეა გადატენილია იმენა მაგეებით...

ინგლისურად რა ქვია მითხარით რა

Posted by: batmen 30 May 2011, 02:35
QUOTE (dzagana7 @ 29 May 2011, 23:55 )
ეგენი შხამიან გველებს დასდევენო და რამე ვიდიუ დამიდეთ რა ვნახო მაგრა მაინტერესებს, ჩემკენ მინდორში სავსეა გადატენილია იმენა მაგეებით...

ინგლისურად რა ქვია მითხარით რა


dzagana7 
ინგლისურად ; Anguis fragilis - ( ბოხმეჭა ) , Ophisaurus apodus - ( გველხოკერა )
Anguidae - ( ბოხმეჭასებრნი )

Posted by: Jaguar paw 30 May 2011, 08:03
dzagana7
QUOTE
ეგენი შხამიან გველებს დასდევენო და რამე ვიდიუ დამიდეთ რა ვნახო მაგრა მაინტერესებს, ჩემკენ მინდორში სავსეა გადატენილია იმენა მაგეებით...

შხამაიან გველებს ნამდვილად არ დასდევენ.
ხვლიკებით და მწერებით იკვებებიან, ასევე ლოკოკინები უყვართ smile.gif

Posted by: UzerNeim 2 Feb 2014, 23:37
QUOTE (flyer @ 5 Jun 2006, 13:57 )
blear_witch
QUOTE
პრაქტიკებზე დავიჭირეთ


მე და ჩემ დეიდაშვილს ბოვშვობაში "შემოგვაკვდა" სოფელში და მერე კინაღამ ბიძაჩემს "შემოვაკვდით" ორივე gigi.gif
გურიაში ეტყობა პატივს ცემენ (კაი ბიჭია gigi.gif )

ხო. აღმოსავლეთში რა ხდება არ ვიცი და დასავლეთში მაგრად ევასებათ ძლოკვი. შეიძლება ნებისმიერ არსება უპრობლემოდ მოკლან: ბაყაყი, გველი, ხვლიკი.... მაგრამ ძლოკვს არავინ დაჩაგრავს biggrin.gif

Posted by: GRООT 27 May 2015, 18:51
:დ ხილიანზე გავჩითე დღეს


Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 27 May 2015, 18:59
GRООT
QUOTE
:დ

ღიმილის მიზეზს არ გვეტყვი?

Posted by: GRООT 27 May 2015, 19:17
M-A-S-E-R-A-T-I
არა mad.gif

Posted by: narmonana 29 May 2015, 08:33
ააა ლორტოკიიიიი?..........................

Posted by: Unico 25 Jun 2015, 14:28
narmonana
გველხოკერასაც ლორტოკს ეძახით?

Posted by: გობალა 25 Jun 2015, 16:28
წლოკი რაღაა აბაა?

ჩემს სოფელში წლოკს ეზახიან გველის შვილს

Posted by: bacho22 8 May 2016, 18:06
კიდე გველის შვილიო

ხვლიკიაააა

ხვლიკი !!!

Posted by: l00ser 25 May 2016, 12:08
შავნაბადას მონასტერზე ავედით ფეხით, ფონიჭალიდან, მინდვრებზე გადავედით, გზა მოვჭერით ცოტა. ხოდა მოკლედ უხვად იყო გველხოკერები და კუები. 5 გველხოკერა შეგვხვდა, გოგოები კი შეგვიშინა ცოტა, მაგრამ არაფერი დაგვიშავებია, თვითონაც წყნარად მიბუნჩულობდნენ. რაც შეეხება მოარულ ხმებს გველხოკერა და ძლოკვი გველებს ჟლიტავენო სიმართლეს არ შეესაბამება. აბა თქვენ თვითონ დაფიქრდით, არც საკმარისად სწრაფია და არც შხამიანი, საიმისოდ რომ გველს რამე დაუშავოს. თუმცა გველხოკერები კარგ ჯანზე არიან მართლა. დიდებიც იზრდებიან საკმაოდ მაგრამ მაინც არარეალური მგონია მე

Posted by: Jaguar paw 25 May 2016, 12:44
l00ser, ძლოკვი=გველხოკერა smile.gif მართლა ჭამენ გველებს (არ ვიტყვი, რომ ძირითადი საკვებია, მაგრამ რაციონის გარკვეულ ნაწილს შეადგენენ), ოღონდ შესაფერისი ზომის და ძირითადად არაშხამიანებს. მაგალითად გასულ კვირას ვნახე ერთი და ყბებში ახალგაზრდა წყნარი ეირენისი ეჭირა. მოსაკლავად კი შხამი სულ არ ჭირდებათ, ძალიან ძლიერი ყბები აქვთ და 1 ჩაკბეჩვით ხერხემალს მარტივად ტეხავენ. საბედნიეროდ საერთოდ არ არიან აგრესიულები ადამიანის მიმართ.
QUOTE
არც საკმარისად სწრაფია

ძალიან სწრაფად შეუძლია იმოძრაოს, თუ საჭიროება მოითხოვს biggrin.gif

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)