მაისის ბოლოს მოვდივარ სამსახურიდან რომელშიც თითქმის სამი წელი ვარ.
ივნისის შუა რიცხებიდან ვგეგმავ დაბალ;ბიუჯეტიანი პატარა ბარის გახსნას ბათუმში.
ბარის კონცეფცია და სახელწოდება ჩემია. ახალგაზრდებზე და მოხეტიალე ტურისტებზე გათვლილი College ტიპის ბარი.
დიდ მოგებას არ ველოდები. ჩემთვის მთავარია შედგეს სტარტ აპი.
ვეძებ პარტნიორს რომელთან ერთად გავიყოფ ქირის (30 - 40 კვადრატული მეტრი) და ინვენტარის ხარჯს, ან ისეთს ვინც თანხას ვერ ჩამოდის, მაგრამ ბარის მენეჯმენტში აქვს რაღაც გამოცდილება და + საკუთარი ხელით შეუძლია ინტერიერის მოწყობა. ძირითადს რა თქმა უნდა ხელოსანს დავამზადებინებთ, მაგრამ წვრილმანები საკუთარი ხელით უნდა გააკეთოს. თუ თანხით არა, დანარჩენი ყველაფერზე უნდა ირბინოს და შემდეგ მოგებას თანაბრად გავუყოფ (თუ იქნება მოგება
)
10 ივნისიდან ადმინისტრაციულ საკითხებს მე თვითონ მოვაგვარებ ბათუმის მერიასთან და ასე შემდეგ. მანამდე სამსახურში ვარ, თბილისში ვცხოვრობ და შესაძლებელია ადამინისტრაციულ საკითხებზეც მოუწიოს სირბილი.
მე მაინც მირჩევნია ადამიანი, რომელთან ერთად გავიყოფ თანხას და პასუხისმგებლობას. ჩემნაირი მოტივირებული ახალგაზრდა, ვისაც აქვს ბარის მენეჯმენტში, ან ბარმენად მუშაობის გარკვეული გამოცდილება და სურს რაღაც საკუთარი დაიწყოს.
ვიცი, პანდემიაა, ტურიზმი არ არის, მაგრამ ყველაფრის მიუხედავად სწორედ ამ ზაფხულში ვიწყებ, აქ და ამ წუთს.
პ. ს.
ვაკეთებ სესხით და რისკით.
პირადად მომწერეთ წინადადებით
This post has been edited by Melakud on 8 May 2021, 10:57