მოკლედ
ტელესკოპის გაკეთება მინდა
ვიცი, რომ კეთებადია სახლის პირობებში
რაღაცეები წავიკითხე და როგორც მივხვდი რეფრექტორის გაკეთებას თუ შევძლებ ...
მცოდნე ხალხის აზრი მჭირდება
ანუ რეფლექტორს მე ვერ გავაკეთებ?
როგორც ვიცი რეფლექტორი სარკეებიანია
ანუ გამოსახულება უკეთესი უნდა იყოს ხომ ლინზასთან შედარებით, თუ არა?
კიდევ ...
ქაღალდი როგორი უნდა იყოს?
ვატმანი არის ასეთი ქაღალდი რამე? ერთ საიტზე წავიკითხე ...
ისე რა მასალისგან სჯობს გაკეთება? აი მაგალითად რამე ადვილად ღუნვადი მეტალი?
ჟეშტივით ...
ნუ მე კი ვარ გოგო, მაგრამ 2-3 მამაკაცის ხელი მექნება დამხმარედ ...
უბრალოდ მცოდნე ხალხის რჩევები მჭირდება ...
მთავარია ტრუბა გავაკეთო, შტატივს ვიყიდი მერე ...
ხო ლინზას რაც შეეხება ( თუ რეფრექტორს ვაკეთებ) როგორი ლინზა ვიყიდო? ან სად ან დაახლოებით რა ღირს
ჩემი მოთხოვნებია : ნორმალურად დავინახო მთვარის რელიეფი, ზღვები და ა.შ.
და პლანეტები ...
ამისთვის, ანუ ეს ყველაფერი რომ დამანახოს რამდენ დიოპტრიანი ლინზა არის საჭირო? და ოკულიარის ლინზა როგორი უნდა იყოს?
კიდევ ...
ტრუბის დიამეტრი როგორი სჯობს, ფართე თუ ვიწრო?
ტრუბა აუცილებლად უნდა ვიწროვდებოდეს ოკულიარის ლინზასთან, ანუ გასახედთან? თუ შეიძლება ერთი სიგანის იყოს?
და ამ ეტაპზე ბოლო კითხვა
კარგი გამოსახულებისთვის უკეთესი ხომ არ იქნება, რომ 3 ან მეტი ლინზა ჰქონდეს?
ანუ ერთი ოკულიარის, ერთიც სადღაც ტრუბის შუაში და მესამეც ტრუბის ბოლოს ...
იქნებ ვინმე დამეხმაროთ ...
ოცნება ამასრულებინოთ
რომც არ დამეხმაროთ არ დავნებდები, მაინც ამოვთხრი, მაგრამ გამოცდილი ხალხის დახმარებით ნაკლები წვალების შედეგად მექნება ტელესკოპი, ჩემი გაკეთებული ...
სარკეებზე მერე გკითხავთ
დიდი მადლობა
------------------------------------
ტელესკოპი (ბერძნ. τῆλε ტელე "შორი" და σκοπεῖν სკოპეინ "ყურება"), ასტრონომიული ხელსაწყო; იყენებენ ციურ ობიექტებზე დასაკვირვებლად. არსებობს სამი ტიპის ტელესკოპი: ლინზიანი (რეფრაქტორები), სარკიანი (რეფლექტორები) და სარკიან-ლინზიანი სისტემები. იყენებენ ნიუტონისეული, კასეგრენისეული, ნესმითისეული და რიჩი-კრეტიანია ოპტიკური სისტემის მქონე რეფლექტორებს (უკანასკნელი ყველაზე გავრცელებულია), სარკიან-ლინზიანი სისტემის შმიდტისა და მაქსუტოვის ტიპის ტელესკოპებს.
ახალი თემა იმათთვის ვისაც უყვარს სამოყვარულო ასტრონომია.
ყველაფერი ტელესკოპების შესახებ.
რჩევები მოყვარულ ასტრონომებისთვის და იმათთვისაც ვისაც საკუთარი ხელით უნდა ტელესკოპის აწყობა.
ესეც ტელესკოპის ტიპები:
რეფლექტორის მოქმედების პრინციპი:
ესეც ბარლოუს მოქმედების პრინციპი:
* * *
ცოტა რამ იუპიტერის დაკვირვებაზე და დაკვირვების მეთოდებზე:
იუპიტერის ლაქა 8-10" რეფლექტორში ჩანს.
დიდ გადიდებაზე იკაგება სიმკვეთრე.
ლაქა კარგად რომ გაირჩეოდეს ატმოსფერულ მდგომარეობაზეა ბევრად დამოკიდებული.
პირველ რიგში უნდა შეამოწმო "ჯეთ სთრიმის" მდებარეობა.
შეგიხარ გუგლზე და უკრიფავ european jet stream. ნახულობ თუ სად გადის. თუ საქართველოს თავზეა შეგიძლია არ გაიხედო გარეთ
მეორე ფაქტორი რითიც ფასდება არის ვარკვლავების ციმციმი
ჰორიზონტზე გახედე ვასკვლავს და ნახე რამდენად ციციმებს. რაც უფრო ხშირად ციმციმებს მით უარესია ატმოსფერული მდგომარეობა
ოდეალურია 1-2 ციმციმი წამში
მოკლედ რომ ვთხვათ 6-8" დობსონიანზე ნაკლები ტელესკოპი არასერიოზული დევაისია, სერიოზულად განწყობილი მოყვარულთათვის
მაგრამ ასევე უნდა დავმატო რომ ქალაქის პირობებში სურლიად საკმარისია 70-90 მმ იანი რეფრაქტორი.
ქალაქის პირობებში 200X-ზე მეტი გადიდების მიღება არარეალურია და ხშირად 130X-ზე ზევით გამოსახულება კარგავს ხარიხს.
ასე რომ ვისაც ქალაქში გექნებათ ტელესკოპი შეგიძლიათ პატარა ზომის რეფრაქტორითაც დაკმაყოფილდეთ.
This post has been edited by LOLZ on 9 Feb 2013, 13:41