ildamusheliჩემი კითხვა ჰიპოთეტურია და ზოგადი - შეიძლება ის ძაღლი რომელსაც თქვენ პატრონობთ არავის არასდროს ავნებს, მაგრამ ამ კერძო შემთხვევაში არ არის საქმე - თუმცა ამის გარანტიას ვერავინ მოგცემთ და არც ტქვენ არ უნდა იყოთ დარწმუნებული რომ არასდროს არავის ავნებს. წესით პირიქით უნდა უშვებდეთ იმის შანსს რომ შეიძლება ვინმეს ავნოს - და რა ხდება ამ დროს...?
ანუ იმის თქმა მინდა რომ უპატრონო ცხოველი არ უნდა არსებობდეს, იმას რასც ჩვენ უპატრონოებს ვეძახით წესით მუნიციპალიტეტის პატრონობის ქვეშ არიან, ანუ მატაც ყავთ პატრონი.
პატრონი კი პირველ რიგში ნიშნავს პასუხისმგებლობას - როგორც ხცოველის ასე გარშემომყოფთა წინაშე.
ანუ ეს ნიშნავს რომ თუ ჩემი ცხოველი ვინმეს ვნებს მე ვიღებ ამაზე პასუხისმგებლობას.
როცა თქვენ იჭრებით სხვის პასუხისმგებლობის სფროში თითქოსდა აკეთებთ კეთილ საქმეს სინამდვილეში კი არასწორად იქცევით - იმიტომ რომ თქვენ არ იღებთ პასუხისმგებლობას.
თქვენზე პირობითად ვამბობ ამას - ამდაგვარად სამწუხაროდ ბევრი იქცევა, ხშირად ეწინააღმდეგებიან რომ შესაბამისმა სამსახურებმა წაიყვანონ ცხოველი და ა.შ.
ეს უპასუხისმგებლობაა და არა სიკეთე.
თუმცა უპასუხისმგებლობას თავად მუნიციპალიტეტები ამკვიდრებენ... ისე რომ არ არის საშველი
ასე გაგძელდება განუკითხაობა.
მთავარია გაგება!!! აბა ისე ხომ ამ ქვეყნად ყველაფერი ფარდობითია... :)