მა-მა-შათ!
http://Qaflan.netai.net/2011/კივს ვისარდლებთ "ბორჯღალოსნების" ახალ გურუდ ზელანდიელი მილთონ ჰეიგი შეიგულა კავშირმა, ფრანგი ბერნარ ლაპასე კი მსოფლიოში რაგბის განმგებელ ორგანოს, ირბ-ს მეორე ოთხ-წლიანი ვადითაც უთავკაცებს >>>წლევანდელ ერთა და მსოფლიო თასებზე საქართველოს სქოთმა რიჩი დიქსონმა ერთობ წარმატებულად უსარდლა, მაგრამ კაცი მობერდა და კავშირს ეაჯა, ძველ თანამდებობაზე, ირბ-ულ პროექტთა მენეჯერად დამაბრუნეთო. ჩვენებმაც ყურად იღეს "ბაბუს" თხოვნა და მისივე შუამავლობით, პრეზიდენტმა გია ნიჟარაძემ და საგარეო საქმეთა განმრიგემ, ლაშა "ბაჩო" ხურციძემ ახალ გურუს დაუწყეს ძებნა.
პროცესი კივეთშივე, მსოფლიო თასის დროს დაიწყო. დაისახა სამი გეზი: ზელანდია, ბრიტანეთი, საფრანგეთი. რაგბის სამშობლოში კავკასიაში წამომსვლელი, მზარდი, დაუსაქმებელი სპეციალისტი ვერ გამოჩნდა. ფრანგები დაიწუნეს ჩვენმავე ლეგიონერებმა, რომლებიც მათ კარგად იცნობენ, ზელანდიელებს კი რაგბი ეროვნულ საუნჯედ რომ მიაჩნიათ, კადრებით მსოფლიოს მომარაგება ძაანაც აძლევთ ხელს.
აზრები დაემთხვაბატონმა გიამ, ბაჩომ და რიჩი ბაბუმ, ზელანდიის კავშირთან და ირბ-თან კონსულტაციით, რამდენიმე კივს დაადგეს თვალი. ორშაბათს გადაწყდა, რომ მათგან ოპტიმალურია 48 წლის მილთონ ჰეიგ, ვინც ამჟამად ტაურანგაში (ბეი ოვ პლენთი) სახლობს და მეზობელ "ქაუნთიზ მანუკაუს" (ყოფილი სამხრეთი ოქლენდი) ავარჯიშებს.
ჰეიგი ინვერქარგილშია (საუსლენდ) დაბადებულ-გაზრდილი, 33 წლამდე კი "ბეი ოვ პლენთის" (ბოპ) 9 ნომერი ყოფილა. ჯეელობაში, რაგბის გაპროფესიულებამდე, უთამაშია ინგლისისა და აფრიკის იმ ხანად ცნობილ კლუბებშიც, ბოლო 20 წელი კი შინ მწურთნელობს.
მილთონს 2000-02 წლებში უმუშავია თვით ვერნ ქოთერის თანაშემწედ, ვინც საფრანგეთის "კლერმონში" იღვწის და "ოლ ბლექსის" მოძღვრად გახდომა სწადია. ჰოდა, ქოთერისა და ზელანდიის კავშირის აზრები ერთურთთან შეუთანხმებლივ რომ დაემთხვა ერთმანეთს, ჩვენებმა ირწმუნეს, ჰეიგი მართლა მაგარი ყოფილაო.
მაისურაძე და ზედგინიძემილთონი აქ ოჯახიანად გადმოსვლაზე ყაბულსაა. კივმა ყველა ასაკის ეროვნულ ნაკრებსაც უნდა მიხედოს. ჯამაგირი თვეში 9 ათასი ევრო ექნება. კონტრაქტის ხელ-მოწერა გაისად, 20 იანვარს იგეგმება. მწურთნელს ნამუშევარი ალბათ პირველი სეზონის ბოლოსვე შეუფასდება, ორი წლის შემდეგ კი, თუ ივარგა, ორჯერ თითო ან ერთბაშად ორი წლით გაუგრძელდება ხელ-შეკრულება.
ჰეიგს უასისტენტებენ ილიები - ნაკრებთან ისედაც მომუშავე მაისურაძე და მწურთნელობაში ახალბედა, რეკორცმენი კაპიტანი ზედგინიძე, კივ თანა-შემწედ კი ახალმა გურუმ აირჩია თავისზე უმცროსი ქრის გიბსი, ვინც შერკინების ისე კარგი მცოდნეა, რომ 2007 წლის მსოფლიო თასზე იაპონიასთანაც კი უმუშავია.
ჯეელი "ოლ ბლექსისა" და "მაორის" მწურთნელის თანა-შემწედ ყოფილა ჰეიგიც, სხვაფრივ კი, წლევანდელ, გამოხშირულ ეროვნულ პირველობაზე (აი-თი-ემ ქაპ) გიბსის ვაიქათომ ელიტარულ "პრემიერ-შიპში" შინ წააგო ფინალი, ჰეიგის "ქაუნთიზმა" კი ქვემოთ, "ჩემპიონ-შიპში" მეოთხე, ანუ ჯამური მე-11 ადგილიღა დაიკავა.
საქართველოს "ბორჯღალოსნები" 2012 წელს ერთა თასი: 4/02 უკრაინა (გ, 11/02 ესპანეთი (გ,
25/02 პორტუგალია (შ, 10/03 რუმინეთი (გ, 17/03 რუსეთი (შ)
ამერიკული ტესტები: 16/06 შტატები (გ, 23/06 კანადა (გ)
ჯერი მიწევსოჯერ კიდევ XIX საუკუნეში, 1886 წელს შექმნილი ირბ აქამდეც უნიკალური ფენომენია: მსოფლიო თასის ფინალის კვირაში,
19 ოქტომბერს ფრედ რომ დაუსრულდა თავ-კაცის არჩევნები, ორგანიზაციამ ისე დაირცხვინა, რომ ფაქტი მიჩქმალა და პრეს-რელიზში გაწაფულად იცრუა, 26-კაცა საბჭომ ერთხმად დაადგინა, პროცესი შვიდი კვირით გადადოს, რათა არ წახდეს ზეიმი, რომელსაც ოთხი წელი ველოდითო.
64 წლის ფრანგ ბერნარ ლაპასეს პოსტს ეცილებოდა 59 წლის ინგლისელი ბილ ბომონთი. პირველი შტატიანი მოხელე და პოლიტიკოსია - ოცი წელია რაგბის ადმინისტრაციაში ტრიალებს და ბევრი ქველი საქმეც გაუკეთებია, მეორე კი გამოჩენილი მოთამაშე, თვით ინგლისის კაპიტანიც იყო და მავანი სააგენტოს თანახმად, თურმე მიამიტურად მიაჩნდა, ახლა მე მიწევს პრეზიდენტობის ჯერიო.
ბომონთმა ისედაც გაპარპაშებული ბომონდი მიიმხრო და შეპირდა, მსოფლიო თასის ფინანსურ მოდელს მთლად თქვენს სასარგებლოდ შევცვლიო, მაშინ როცა ლაპასემ შვიდკაცა ოლიმპიადაში შეატანინა, არგენტინა "სამ ერს" შეუამხანაგა, ტურნეთა 10-წლიანი განრიგი ჩამოქნა, ორი მსოფლიო თასი (2015 ინგლისი, 2019 იაპონია) დააბინავა და მთელ მსოფლიოშიც ცდილობს თამაშის გავრცელებას.
მდიდრები ამჯობინესხელ-მეორე არჩევნები დაინიშნა ლოს ანჯელესში, რათა ხმოსნებს ჯამში ნაკლები ეფრინათ - არადა, ზელანდიაში ყველა ადგილზე იყო! ლაპასემ პირველსავე წრეში, 14-12 დაამარცხა ბომონთი, რაც იმას ნიშნავს, რომ მსოფლიო თასის აქეთ მავანმა მხარე იცვალა.
მერე ინგლისელს ვიცე-თავმჯდომარეობაზე დაეჭიდა აფრიკელი მულატი ორეხან ჰოსქინსი. აქ ორი წრე ფრედ 13-13 დასრულდა, რის გამოც ლაპასემ წესდებით რგებული გადამწყვეტი ხმა გამოიყენა და ბომონთი ამ პოსტიდანაც დაამხო.
ბოლოს დადგინდა 10-კაცა აღმასკომის შვიდი არჩევითი წევრის ვინაობა. ჰოდა, ირბ-ის ვითომც გადემოკრატიულების დასტურად, კელტებს დააკლეს ორი პოსტი და მზარდ, "მეორე დონის" ქვეყნებს უბოძეს: უელსელი და შოტლანდიელი ამერიკელმა და იაპონელმა შეცვალეს, ანუ გაბუქულსა და ამბიციურ გლახაკებს მდიდარი გოლიათები ამჯობინეს მამებმა.
ირბ-ის 10-კაცა აღმასკომი ბერნარ ლაპასე (სფრ თავ-კაცი, ორეხან ჰოსქინს (აფრ მოადგილე, მაიქ მილერ (ინგ მოხელე) - პითერ ბოილ (ირლ, ბილ ბომონთ (ინგ, ჯან-კარლო დონდი (იტა, პითერ მაკგრას (ავს, გრემ მური (ზელ) * ახლები: ტაცუზო იაბე (იაპ, ბობ ლეითემ (აშშ) \ აღარ აირჩიეს: ბილ ნოლან (შტლ, დევიდ პიქერინგ (უელ)
ირბ-ის საბჭო << ოდენ გადამწყვეტ-ხმიანი თავ-კაცი ბერნარ ლაპასე (სფრ 1992)
<< ორ-ხმიანი ოდინდელნი (16 ხმა) ავსტრალია პითერ მაკგრას (2009, ჯონ ონილ (2007)
ზელანდია სთივ თიუ (2007, გრემ მური (2007)
ინგლისი მართინ თომას (2007, ჯონ სპენსერ (2011)
ირლანდია პითერ ბოილ (2004, პეთ ველან (2008)
საფრანგეთი პიერ კამუ (2008, ჟაკ ლორან (1997)
სმხ.აფრიკა იური რუ (2011, ორეხან ჰოსქინს (2006)
უელსი ჯერალდ დევის (2006, დევიდ პიქერინგ (2000)
შოტლანდია ბილ ნოლან (2002, ჯონ ჯეფრი (2010)
<< თითო-ხმიანი ქვეყნები და რეგიონები (10 ხმა) არგენტინა პორფირიო კარერას (2008)
იაპონია ტაცუზო იაბე (2011)
იტალია ჯან-კარლო დონდი (1996)
კანადა ქრის ლე-ფევრ (2002)
აზია (არფუ) კოძი ტოკუმასუ (იაპ 2011)
აფრიკა (კარ) აბდელაზიზ ბუგჟა (მარ 2002)
ზღვისრეთი (ფორუ) ჰარი შუსთერ (სამ 2004)
ევროპა (ფირა აერ) რეულ მერტინშ (პორ 2005)
სმხ.ამერიკა (კონსურ) რიკარდო პაგანინი (არგ 2008)
ჩრდ.ამერიკა (ნაკრა) ბობ ლეითემ (აშშ 2011)
@