ლოლიპოპ გლუკოზასავით ტკბილო,თბილო პრინცესავ და ყოვლად ფერადო,გილოცავ
გისურვებ,რომ კინეზინების და დინეინების მსგავსად შენი მიზნებით ნაბიჯ-ნაბიჯ დანიშნულების ადგილამდე მიდიოდე,
ცხოვრების ყოველივე ეტაპზე მუდმივად გრადაცირდებოდე და
მიილტვოდე ასევე სრული ჰარმონიულობისაკენ.
ყველა შენი მეგობრისა თუ საყვარელი ადამიანისთვის
იმ 6 შეუცვლელი ამინომჟავიდან დედამიწაზე
ერთ-ერთი საყრდენი,საიმედო და საყვარელი პიროვნება იქნები.
ოთხსაკნიანი გული კი ამდენ სიყვარულს ვეღარ იტევს და გულის ვენტრო-ლატერალურ მხარეს
დამატებით "ხარკოვის" პროექტის პარკუჭი გაქვს მიშენებული,
რომელიც ჰისტოშეთავსებადობის მქონე პარტნიორს ელოდება.
გისურვებ ,რომ შენი ჰისტოშეთავსებადობის,
ჯეიმი დორნანის მსგავსს მეწყვილეს მალე შეხვედროდე(იმედია ეს სწორად მახსოვს :დდდ)და
შენს წინაგულებსა და პარკუჭებში არსებული სისხლი მუდმივად სიყვარულით ჩქეფდეს.
მთელი სიცოცხლის მანძილზე დოფამინით სავსე ყოფილიყავი,
რათა ბედნიერი და ნათელი დღეები შენი მეგზური იყოს.
ყველაფერი ,კარგი რაც უნდა მოხდეს, აუცილებლად მოხდება შენს ცხოვრებაში.