Gagosh
October 13, 2023
ეს ადგილი 1 წლის წინ ვნახე. ეგრევე მივხვდი რა უნდა დამეხატა. მეორე დღეს მივედი და სამშენებლო მასალების ტომრებით იყო სავსე. ამის მერე კვირა არ გავიდოდა სპეციალურად არ ჩამევლო ამ ადგილზე, იმის იმედით რომ გასუფთავებული დამხვდებოდა.
ამას წინ გავიარე და ვხედავ სატვირთო მანქანა ჰყავთ მიყენებული და ნაგავს ყრიან. ძალიან გამიხარდა. მივედი და ამ კაცს ვეუბნები:
-ეგრე რა, რამდენი ხანია ამის გასუფთავებას ველოდები.
-კი, მაგრამ რატომ ელოდებოდით?
-როგორ თუ რატო, ბუკოვსკი უნდა დავხატო.
-რა უნდა დახატო?
-არაფერი ისეთი, კაცი უნიტაზზე ზის და ტუალეტის ქაღალდზე ლექსებს წერს.
ძალიან დაეჭვებულმა მკითხა:
-კარგი გამოვა?
-აბა რა, წითელგულებიან ტრუსებს ამოვაცმევ, ცუდი რანაირად უნდა გამოვიდეს?