Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > ბიზნესი და ეკონომიკა > გთხოვთ დამაკვალიანოთ


Posted by: simato 12 Aug 2019, 18:02
გამარჯობა! ესეიგი ჩემი ნაცნობია რუსეთიდან რომელსაც სურს 50000$ ოდენობის პროდუქციის შეძენა რუსეთში, საქართველოში ჩამოტანა და გაყიდვა.
ავტომობილის მოვლის საშუალებებია, ხოდა აინტერესებს აქ ჩვენთან საქონლის რეალიზაციამდე რა პროცედურების გავლა მოუწევს და რა დანახარჯები ექნება.
თუ არ ვცდები ბაჟის გადახდა მოუწევს, შემდეგ დღგ და მოგების შემოსავალი ხომ ?

თუ შეგიძლიათ იქნებ უფრო კონკრეტულად დამაკვალიანო? ან იქნებ მირჩიოთ სად შეიძლება ამ დეტალების გარკვევა ?

Posted by: აპოლდა 14 Aug 2019, 11:10
simato


პირველ რიგში საჭიროა აქ კომპანიის დაფუძნება - შეპესე ან ინდმეწარმე. ნუ რა თანხაც დაწერე, მე უფრო შეპესეს ავირჩევდი. საერთოდ ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, პირველ რიგში აქ ადგილზე კვლევაა ჩAსატარებელი, რამდენად მოთხოვნადია ეგ პროდუქტი საქართველოში. გულწრფელი რომ ვიყო, ცოტა ეჭვი მეპარება მაგ ბიზნესის მომგებიანობაში, თUმცა ეს მხოლოდ ჩემი პირადი ვარაუდია და შეიძლება არაფერი ქონდეს საერთო რეალურ სურათთან.

ამის შემდეგ უკვე გამოგზავნა იქნება საჭირო, რაც მანქანით ხორცილედება (ტრაილერით სავარაუდოდ, გააჩნია რუსეთის რომელი ნაწილიდან მოგაქვს). გადამზიდ კომპანიას უნდა შუთანხმო დეტალები, რათა მანქანა რუსეთის ტერიტორიაზევე დაილუქოს და საქართველომდე არ გაიხსნას. საქართველოში შემოსვლისას დაიწყება წინასწარი განბაჟების პროცედურა. ამისათვის საჭიროა ძირითადად 2 დოკუმენტი - ინვოისი და ,,ფექინგ ლისტი". ინვოისში უნდა იყოს მითითებული პროდუქტი სრული დასახელება (თითოეული ნივთის), გამყიდველი (ვისგან შეიძინეთ) და ფასი. ფექინგი უფრო ტექნიკურ მონაცემებს მოიცავს ამ ყველაფერთან ერთად - ინფორმაცია ტვრთის გაბარიტების, მოცულობითი და რეალური წონის შესახებ.
სანამ ტვირთი ჩამოვაგადამზიდი კომპანია (როგორც წესი, თორემ ეს აუცილებლად უნდა დააზუსტო გადამზიდთან) ინფორმაციას აგზავნის გეზში - გაფორმების ეკონომიკურ ზონაში. ან ამას აკეთებს ბროკერი - შუამავალი, რომელიც გამოგართმევს დოკუმენტაციას, ინვოისებს, დაადეკლარირებს წინასწარ ტვირთს და გაუშვებს ინფორმაციას გეზში. გეზიდან დაგირეკავენ და როცა შემოვა ტრაილერი დაიწყება შერჩევითი შემოწმება - წითელი ყვითელი და მწვანე. წითელი ნიშნავს რომ შენს ტვირთს გადაამოწმებენ (არ არის საშიში პროცედურა, უბრალოდ დაითვლიან, რამდენად სწორად გაქვს მითითებული წონა და რაოდენობა ინვოისში) ყვითელზე მებაჟე უყურებს თავად (თუმცა ეს ნაკლებად ხდება საკმაოდ, უფრო წითელი და მწვანე მუშAობს) და ბოლოს არის მწვანე - ამ შემთხვევაში უბრალოდ მიხვალ ტერმინალში და წამოიღებ უკვე განბაჟებულ ტვირთს.

რაც შეეხებ ფინანსებს - უშუალოდ პროდუქცია არ ვიცი კონკრეტულად, მატერია და ასე შემდეგ, ამიტომ ჯობია საფინანსოს დაურეკო და დეტალურად გადმოგცემენ ინფორმაციას.

პ.ს. მე უფრო მეტად გადამზიდის საშუალებით ჩამომაქვს და თუ მცირედი ტექნიკური შეცდომა დავუშვი პროცესის აღწერაში მომიტევეთ და შემისწორეთ.

Posted by: simato 14 Aug 2019, 22:12
აპოლდა

მადლობა გამოხმაურებისთვის!
ყველაზე მეტად იმაში დავიბენი ი.მეწარმე თუ შპს ჯობია ? სს- ს დაფუძნებას ალბათ აზრი არ აქვს ხომ ?

ბუღალტერი ორივეზე სავალდებულოა ვითომ ?
* * *
ეს საბაჟოს საკითხები ფაქტიურად შევისწავლე ყველაფერი.

ისე ის თუ იცით რომ ზოგიერთ შემთხვევაში იმპორტის გადასახადისგან თავისუფლდებით?
ST1 სერტიფიკატის წარდგენის შემთხვევაში.

Posted by: აპოლდა 15 Aug 2019, 10:31
simato

არაფრის, თუკი რაიმე შემიძლია, პირიქით...
მე თქვენს ადგილზე მაინც შპს - ეს დავაფუძნებდი. პასუხისმგებლობის ვარიანტში. მცირე ტვირთი რომ იყოს, მცირე მეწარმე აჯობებდა, მაგრამ მაგ თანხაზე მემგონი მცირე მეწარმე ვერ გაქაჩავს, ასე რომ მაინც შპს-ეს მივაწვებოდი.

იმპორტისგან გათავისუფლება სამწუხაროდ არ ვიცი, მაგრამ შემოსავლების სამსახური ყველაზე კარგი გამოსავალია, მიწერე ან დაურეკე და ძირითადად მართლა ნორმალურად და ამომწურავად პასუხობენ ხოლმე. ხუ ოპერატორს გააჩნია რათქმაუნდა.

Posted by: ჯიმი ლევი 16 Aug 2019, 13:33
აპოლდა
აბა რა მიზეზით იმსახურებს ეს თემა დახურვას. smile.gif

Posted by: აპოლდა 16 Aug 2019, 22:56
ჯიმი ლევი

უიჰ, ვერ მივხვდი biggrin.gif ანუ თემა ამოიწურა ალბათ ? rolleyes.gif

Posted by: ჯიმი ლევი 17 Aug 2019, 04:58
აპოლდა
4.2.8. თემის შექმნა ნაკლებად ინფორმატიული სათაურით

Posted by: აპოლდა 17 Aug 2019, 10:47
ჯიმი ლევი


უიჰ, მართალია rolleyes.gif არ მაწყენდა ფორუმის წესების გადამეორება boli.gif

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)