Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > ინტელექტუალური სამაგიდო თამაშები > BLACK JACK

Posted by: mGeLo777 6 Jan 2015, 21:03
ბლექ-ჯეკი

ბლექჯეკი და მისი ვირტუალური ნაირსახეობა – ონლაინ ბლექჯეკი მსოფლიოს გარშემო აზარტული მოტამაშეების ერთ ერთი საყვარელი თამაში არის. საინტერესო არის საიდან გაჩნდა ეს თამაში და რა არის ბლექჯეკის წარმომავლობა.

ეს დინამიური თამაში პირველად გაჩნდა საფრანგეთში XVII საუკუნის დასაწყისში. თამაშის სახელწოდება წარმოიშვა ფრანგული სიტყვისაგან „vingt-et-un“ (“ოცდაერთი“).
ბლექ-ჯეკი - ბანქოს კლასიკური თამაშია, პოკერისაგან განსხვავებული, რომელშიც სავალდებულოა შეაგორვოთ კარტები ქულებით 21 ან მაქსიმალურად მასთან ახლოს მდგომი რიცხვი, და მეტი, ვიდრე აქვს დილერს.

Vingt-et-un (21) რომელიც ერთი შეხედვით იგივე ბლექჯეკი უნდა იყოს, რეალობაში საკმაოდ განსხვავებული არის. მიუხედავად იმისა, რომ საბოლოო მიზანი იყო კარტებით 21 ქულის მოგროვება, კარტების დარიგება რაუნდებად ხდებოდა და ფსონი ყოველ რაუნდზე იდებოდა . მხოლოდ დილერს შეეძლო ორმაგი ფსონის დადება და თუ იგი მიზანს მიაღწევდა, მაშინ ყველა მოთამაშე მას სამმაგად უხდიდა.

კიდევ ერთი თამაში რომელსაც უკავშირდება ბლექჯეკის ისტორია არის იტალიური თამაში ”შვიდნახევარი”. ეს თამაში მიმდინარეობდა მხოლოდ 8, 9 და 10-იანების გამოყენებით, და ასევე გამოიყენებოდა სურათიანი კარტები, რომლებიც ითვლებოდა ნახევარ ქულად. ეს თამაში იყო პირველი სადაც მოთამაშეს შეეძლო პარტიის ”დაწვა” თუ გადააცილებდა სასურველ ”შვიდნახევარ” ქულას.

ესპანური თამაში ”ოცდაათი და ერთი” ასვეე ძლიერ გავს ბლექჯეკს და უკავშჳრდება მის წარმომავლობას, იმ განხვავებით რომ სამიზნე რაოდენობა იყო 31 და თამაში ხდებოდა საწყისი 3 კარტით, 2-ის ნაცვლად.

Vingt-et-un 1800 წლებში მოხვდა ოკანის მიღმა და გამოჩნდა შეერთებულ შტატებში. მისი თავდაპირველი სახელი იყო ამერიკული ჰოილი (1875 წლიდან) და ფოსტერის ჰოილი (1905 წლიდან) თამაშჳ გამოჩნდა აზარტული თამაშების დაწესებულებებში 1910 წლიდან და პირველად შემჩნეული იყო ინდიანას შტატის ქალაქ ევანსვილში.

თავდაპირველად თამაში არც თუ ისე პოპულარული იყო და კაზინოები ცდილობდნენ მოთამაშეთათვის ბონუსების გაკეთებას. ასეთი მცდელობის მაგალითი იყო ერთდროულად ყვავი ვალეტის და ყვავი ტუზის ამოსვლა, რასაც ბლექჯეკი ერქვა და დამატებით იგებდა ფსონის 10 მაგ ოდენობას. ზოგი კაზინო კი როგორც ყვავის ასევეაგუსი ვალეტის კომბინაციას.

BLACK JACK SYSTEM

H = Hit
D = Double Down
S = Stand
P = Split
DH = Double Down, when you can, else Hit
DS = Double Down, when you can, else Stand

თამაშის წესები

ბლექჯეკის წესები საკმაოდ მარტივია. თქვენ თამაშობთ დილერის წინააღმდეთ, ასევე შეგიძლიათ რამდენიმე ადამიანთან ერთად თამაში. კრუპიე 2 კარტს გირიგებთ თქვენ და 2-ს თავისთვის ირიგებს. ბლექჯეკის ვარიაციებიდან გამომდინარე თქვენ შეძლებთ დილერის ერთი ან არცერთი კარტის დანახვას. თითოეულ კარტს აქვს თავისი ნომინალი. ნახატიან კარტებს ("ვალტები, დამები და კაროლები") ენიჭებათ 10 ქულა, დანარჩენი კარტების ნომინალი შესაბამება მათ რიცხვს, ხოლო ტუზი უდრის 1-ს ან 11-ს, დამოკიდებულია მოთამაშის სურვილზე.

თამაშის მიზანია შეაგორვოთ კარტები ქულებით 21 ან მაქსიმალურად მასთან ახლოს მდგომი რიცხვი. პირველ ორ კარტზე შეგიძლიათ დაამატოთ კარტების ნებისმიერი რაოდენობა, მაგრამ აქ მთავარია არ გადააჭარბოთ. თუ თქვენი კარტების ქულათა ჯამი გადააჭარბებს 21-ს, თქვენ ავტომატურად ცხადდებით დამარცხებულად. ყველაზე დიდი კარტი თამაშში არის - ბლექჯეკი. კომბინაცია ბლექჯეკი - ეს არის პირველი ორი კარტი, რომელთა ჯამური ქულა 21-ის ტოლია (მაგალითად, 9-იანი და ტუზი). მსგავსი კომბინაციის მქონე მოთამაშე ყოველთვის იგებს რაუნდს.

ადგილობრივ კაზინოებში ჩვეულებრივ თამაშობენ არა ერთი, არამედ 6-8 კალოდით. საჭიროა აღვნიშნოთ, რომ რაც უფრო ნაკლები ხალხი იღებს მონაწილეობას თამაშში, მით უფრო იზრდება თქვენი მოგების შანსი. დილერი ვალდებულია დაიცვას გარკვეული წესები. მაგალითად, ის ვალდებულია აიღოს კარტები მანამდე, სანამ მათი ჯამი არ შეადგენს 17 ქულას, შემდეგ კი ვალდებულია შეჩერდეს. თუ თქვენი და დილერის კარტების ქულათა ჯამი ტოლია, მაშინ ცხადდება ფრე და უკან გიბრუნდებათ თქვენი ფსონი. თუ თქვენი ქულათა ჯამი მეტია, ვიდრე დილერის, მაშინ თქვენ იგებთ პროპორციით 1:1. იმ შემთხვევაში, თუ გაგიმართლათ და ამოგივიდათ კომბინაცია ბლექჯეკი, მაშინ თქვენი მოგების პროპორციაა 3:2

პ.ს დაწერეთ ვინც თამაშობთ მაქსიმუმ რა თანხაზე გითამაშიათ და რომელ სატზე biggrin.gif

Posted by: kaxa__01 6 Jan 2015, 21:13
იმას ვინ დაწერს აბა პირველი, ჰარვარდის სტუდენტებმა რო მოუგეს რომელიღაც კაზინოს ბევრი jump.gif ისე ეგ ამბავი ნაღდია თუ ლეეგენდაა? rolleyes.gif

Posted by: mGeLo777 6 Jan 2015, 21:15
kaxa__01
ფილმზე ამბობ?

http://www.imdb.com/title/tt0478087/

Posted by: exploit 6 Jan 2015, 21:15
ალბათ შეუძლებელია დილერს მოუგო ხო? smile.gif

ერთხელ მომიწია ბლექჯეკის თამაში საკმაოდ მსხვილ თანხებზე
საქმე იმაში იყო რომ დეპოზიტი რომ ჩავრიცხე ველქომე ბონუსი დამირიცხეს მე რავიცოდი თუ ეს ბონუსი კაზინოს თამაშებში უნდა წამეგო. ხოდა ვიყომარე მოვაგროვე ფული საკაიფოდ და ბრახ საიტი აღარ მიშვებს თამაშს ამიხსნეს რომ მთელი ფულს სანამ არ წავაგებდი ვერც თანხას გავიტანდი და ვერც თამაშებს გავაგრძელებდი
შევედი ბლექჯეკში იძულებით ვითამაშე და ვითამაშე მოიტანა და მოიტანა პალასამ ავწიე და ავწიე სტავკები რამის ივანიშვილი გავხდი givi.gif

ბოლოს ძლივს გავინულე თავი lol.gif

Posted by: kaxa__01 6 Jan 2015, 21:23
mGeLo777
QUOTE
ფილმზე ამბობ?

ეგ ფილმი რაზეც არი გადაღებული იმაზე ვამბობ

Posted by: ronaldo99 6 Jan 2015, 21:48
ჰარვარდის სტუდენტებმა რო მოუგეს რომელიღაც კაზინოს ბევრი ეგ იცით? baby.gif baby.gif

Posted by: SandroMoreira 6 Jan 2015, 21:52
მე მინდა ბლექჯექის სწავლა საფუძვლიანად და ქართულად არის რამე გეოპოკერის ნაირი საიტი სადაც იქნება ახსნილი?

QUOTE
ბოლოს ძლივს გავინულე თავი

biggrin.gif

Posted by: mGeLo777 6 Jan 2015, 21:55
kaxa__01
ნაღდია მგონი ეგ ამბავი

exploit
QUOTE
ალბათ შეუძლებელია დილერს მოუგო ხო?

მარტო რო თამაშობ უფრო ასწორებს რა უფრო მეტი შანსი გაქვს მოგების

მე სტარზე ვთამაშობ ჯერ ვერ ვიპოვე რამე წესიერი საიტი რა

ლაივი არ აქვს სტარს და მაგარი სირობაა რა პროგრამას ეთამაშები

Posted by: tery11 6 Jan 2015, 22:51
exploit

კლასიკური ბლექჯეკი ერთადერთი კაზინოს თამაშია სადაც კაზინოს დისტანციაზე საშუალო ინტელექტისა და ნებისყოფის ადამიანი უგებს.თან გარანტირებულია მოგება ყოველი შაფლის დაცლამდე.სანამ კაზინო მიხვდება რომ მოთამაშე კარტს ითვლის და მერე სამუდამოდ აშავებენ.

ონლაინს რაც შეეხება ადრე ,(3-4 წლის წინ) კიდევ შეიძლებოდა თამაში მოგებაზე მაგრამ ეხლა უკვე აღარ,რამოდენიმე ცვლილების წყალობით.1.ბევრი ონლაინ კაზინო არ გაჩვენებს რომ შაფლში ნორმალურ დასტებს აწყობს.
2.ბოლომდე არ ცლიან შაფლს,გაუთამაშებელი რჩება 1/2 ან 1/3,რაც მოგებას აბსოლიტურად გამორიცხავს კარტის დათვლით.
3.ან დახურულ შაფლებს იყენებენ,რითაც მარტივად გირიგებენ იმას რასაც უნდათ(ამას მარტო გამორჩეულად ცუდი კაზინოები აკეთებენ.

მოკლედ რულეტკას ჯობია მაგრამ მაინც არ ღირს გასართობადაც კი ამის თამაში.

არ ითამაშოთ.პოკერი Iთამაშეთ

Posted by: mGeLo777 6 Jan 2015, 22:55
QUOTE
ონლაინს რაც შეეხება ადრე ,(3-4 წლის წინ) კიდევ შეიძლებოდა თამაში მოგებაზე მაგრამ ეხლა უკვე აღარ,რამოდენიმე ცვლილების წყალობით.1.ბევრი ონლაინ კაზინო არ გაჩვენებს რომ შაფლში ნორმალურ დასტებს აწყობს.
2.ბოლომდე არ ცლიან შაფლს,გაუთამაშებელი რჩება 1/2 ან 1/3,რაც მოგებას აბსოლიტურად გამორიცხავს კარტის დათვლით.
3.ან დახურულ შაფლებს იყენებენ,რითაც მარტივად გირიგებენ იმას რასაც უნდათ(ამას მარტო გამორჩეულად ცუდი კაზინოები აკეთებენ.

+1

SandroMoreira
QUOTE
მე მინდა ბლექჯექის სწავლა საფუძვლიანად და ქართულად არის რამე გეოპოკერის ნაირი საიტი სადაც იქნება ახსნილი?

მე ვეძებდი და ვერ ვნახე

Posted by: WhisPeR 7 Jan 2015, 00:02
25$ით ნაწვალები 1K ტიტანპოკერზე
ბლექჯექში წავაგე bis.gif

Posted by: fr0sty 7 Jan 2015, 00:14
kaxa__01
ეგ ნაგდიაა ოგონდ ბოლომდეც არა აიი ლინკიი http://www.pokertube.com/videos/breaking-vegas--true-story-behind-the-mit-blackjack-team

Posted by: CrossFire 7 Jan 2015, 00:14
kaxa__01

კი, ნამდვილი ამბავია smile.gif დოკუმენტური ფილმიცაა გადაღებული მაგ ამბავზე smile.gif

https://www.youtube.com/watch?feature=player_detailpage&v=QflVqavHHM0

Posted by: fr0sty 7 Jan 2015, 00:17
ოგონდ როგორც ვიცი ეხლა რაგაც მოიგონეს კაზინოებმა, ისე დათვლით ყველა დაითვლის თუ შედზლებს

Posted by: თუშჩი 7 Jan 2015, 01:43
hand played: 1
Bet amount: 150
Profit : 225

bis.gif

40 წლისმერეც ესეიქნება yes.gif

Posted by: ხინკალი 7 Jan 2015, 01:52
...შაფლ მანქანებია უმეტეს კაზინოში..ძალიან მარტივია..ბორბალში ტრიალებს კარტი და დათვლასაც აზრი ეკარგება...მინიმუმ 50$ ფსინზე შეგიძლია ხელით შაფლი შეუკვეთო სადაც 6 დასტის 3/4 იცლება..

....არაფერი მაქინაცია არ ჭირდება კაზინოს ..დისტანციაზე ყველა ისოლდება..მინახავს 500$ ფსონის პატრონები მე3 დღეს 20$ თამაშობდნენ..

..ძაან გენია უნდა იყო ყველა ნიუანსი გათვალო...შაფლ მანქანაზე ხო მარტო იღბალზე ხარ.

..Bჯ პლიუსი ორი 10 იან ყვავის ბონუსია 300 მაგი...მინიმუმ 5$ უკვე 1500$ ია..პერფექტ.. ..

..მე რუსული პოკერი უფრო მომწონს....ვერ ვითვლი..გული არ დამიდია მევარჯიშა..იცით ვინმემ?

Posted by: LENUS 8 Jan 2015, 16:06
ხინკალი

რუსული ჯობია ბლექჯეკს, მაგრამ თუ უხეშ შეცდომებს არ დაუშვებ, მაშინ.
კი, მე ვიცი რუსული პოკერი, და ბლექჯეკიც.

QUOTE
..Bჯ პლიუსი ორი 10 იან ყვავის ბონუსია 300 მაგი...მინიმუმ 5$ უკვე 1500$ ია..პერფექტ.. ..

რა არის მაგაში მოსაწონი? 1500$. ?
ითAმაშE 25 -იანი და 7500 მოიგებ თუ ასეთI კარგია.

ორი ათიანი ყვავის მოსვლის ალბათობა არის 1/52*5/(6*52-1). შEდეგი გაამრავლე 5$ზე და ნახავ 1500 უნდა გადაგიხადონ თუ ოდნავ მეტი ))

Posted by: ddd111 8 Jan 2015, 17:07
QUOTE (LENUS @ 8 Jan 2015, 16:06 )
ხინკალი

რუსული ჯობია ბლექჯეკს, მაგრამ თუ უხეშ შეცდომებს არ დაუშვებ, მაშინ.
კი, მე ვიცი რუსული პოკერი, და ბლექჯეკიც.

QUOTE
..Bჯ პლიუსი ორი 10 იან ყვავის ბონუსია 300 მაგი...მინიმუმ 5$ უკვე 1500$ ია..პერფექტ.. ..

რა არის მაგაში მოსაწონი? 1500$. ?
ითAმაშE 25 -იანი და 7500 მოიგებ თუ ასეთI კარგია.

ორი ათიანი ყვავის მოსვლის ალბათობა არის 1/52*5/(6*52-1). შEდეგი გაამრავლე 5$ზე და ნახავ 1500 უნდა გადაგიხადონ თუ ოდნავ მეტი ))

რუსული პოკერი ყველაზე კარგი სათამაშოა ჩემთვის. 52 კარტიდან თითქმის ნახევარი იცი. დისტანციაზე შიეძლება პლიუში დარჩენა. მაგრამ ზედიზედ რამდენიმე მოგების შემდეგ შანგრილამ და ივერიამ გამაშავეს და აღარ მიშვებენ.

Posted by: ხინკალი 8 Jan 2015, 18:33
LENUS

..სხვა ნახატ კარტზეც ხოა ბონუსები..თან სულ არ დადო შენც : დ

..+ A 9 ბონუსია..

ddd111

..ასე კარგად ითვლი დავიჯერო? : დ

Posted by: ddd111 8 Jan 2015, 18:53
დათვლაში ზოგჯერ მეშლება რა თქმა უნდა. მე იმის თქმა მინდა რომ რუსული პოკერი ყველაზე რეალური სათამაშოა კაზინოში. რაღაც რაღაცეები მასწავლეს ახლობლებმა პროცესი როგორ ვითამაშო. წელიწად ნახევარი გავქაჩე დავდიოდი რეგულარულად. დიდი თანხით არ შევდიოდი ერთი ორჯერ ცარიელიც გამოვედი მაგრამ ამ პერიოდში საკმაოდ მოვიგე და ბოლოს კარგად იყავიო თავაზიანად გამომიშვეს.

Posted by: LENUS 8 Jan 2015, 19:01
ddd111
ეგ ყველა კაზინოს პრინციპია. თუ იგებ, გაშავებენ.

რუსულში მარტო კარტების ცოდნა არ ყოფნის.
რადგან ანტეს არ გიხდიან, საჭიროა მოზომილი აგრესიული თამაში, ამისთვის ბანკროლი და ა.შ

ყველაზე რთული თამაშია კაზინოს თამაშებიდან.

Posted by: ddd111 8 Jan 2015, 19:05
მარტო კარტის ცოდნა არც ერთ თამაშში არ ყოფნის. მე წეღანაც დავწერე ამიხსნეს თამაშის პრინციპი როგორ მეთამაშა და გამომადგა ეგ სტრატეგია. თავისი დაზღვევებით და ასე შემდეგ.

Posted by: LENUS 8 Jan 2015, 22:13
ხინკალი
QUOTE
.სხვა ნახატ კარტზეც ხოა ბონუსები..თან სულ არ დადო შენც : დ

..+ A 9 ბონუსია..

მაინც არყოფნის თორე აქ. დავწერდი რამეს მაგაზე?? ))
მე არც ვდებ...
და არც შენ გირჩევ...
* * *
ddd111
ხო, ეგ უკვე სხვა საქმეა.
თორემ მარტო კარტის რაოდენიბით მაგას ექვსკარტა ჯობია, იქ 30 კარტამდე შეიძლება ნახო, ყიდვამდე.

რომელმა კაზინომ გაგაშავა?

Posted by: დუდა 8 Jan 2015, 22:22
ddd111
QUOTE
ზედიზედ რამდენიმე მოგების შემდეგ შანგრილამ და ივერიამ გამაშავეს

რამდენი მოიგე ჯამში თუ საიდუმლო არაა?

Posted by: ხინკალი 8 Jan 2015, 22:37
..დაზღვევა ..ე.წ ძველი ბონუსი და ნოუ გეიმის დროს კარტის ყიდვაა მთელი რუსული თორე ისე მარტო კარტის გაცვლა არაფერია..

..

LENUS

.....მე გეუბნები შაფლ მანქანით დარიგებულზე..იქ სადაც ალბათობებს ვერ გამოთვლი და რა ფორმულებს მიწერ ვერ ვხვდები smile.gif

..ბონუსი
..10 - 5 მაგი
Suited10 - 10
Matched 10 - 30
10 (s)- 300

..

.მე პირადად დიდად არ მიყვარს ჯეკი..

...

Posted by: LENUS 9 Jan 2015, 06:47
ხინკალი
QUOTE
.....მე გეუბნები შაფლ მანქანით დარიგებულზე..იქ სადაც ალბათობებს ვერ გამოთვლი და რა ფორმულებს მიწერ ვერ ვხვდები smile.gif

და რა უნდა გიპასუხო ეხლა ნეტა?
უი უი, შაფლ-მანქანით ხო, მაშინ ხოო?

მარააა.... ერთხელაც ვცდი და მერე სახლში წავალ)))

ალბათობას ზუსტად რომ შAფლ-მანქანაზე გამოთვლი (კარტების თვლაში არ აგვერიოს ეს).
და ალბათOბა იმისა, რომ პირველი კარტი მოგივა 10ყ არის 1/52.
და მეორე კარტიც რომ 10ყ მოგივიდეს, იმის ალბათOბა არის 5/311(6 დასტის შემთXვევაში)

გაფიცებ გამახარე და მითXარი რომ მეთანხმები და რა ფორმულაც დავწერე, გაიგე თუ არადა მაშინ ამ განყოფილებაში რა დაგკარგვია, ჩემო კეთილო ადამიანო, ის მაინც ამიხსენი.

Posted by: ddd111 9 Jan 2015, 10:33
QUOTE (დუდა @ 8 Jan 2015, 22:22 )
ddd111
QUOTE
ზედიზედ რამდენიმე მოგების შემდეგ შანგრილამ და ივერიამ გამაშავეს

რამდენი მოიგე ჯამში თუ საიდუმლო არაა?

სადღაც 15000-17000 მაგრამ საწილო ფული იყო. მაგ თამაშის კიდე ერთი ნიუანსია რომ წყვილად ითამაშო ახლობელთან ერთად ორ სამ ბოქსზე. ჩვენ ორნი ვიყავით.

Posted by: ხინკალი 9 Jan 2015, 10:47
LENUS

... smile.gif

... მესმის შენი რასაც ამბობ მაგრამ სახლში წახვიდე ჯობია smile.gif

..არც გესმის რას გეუბნები..

....მანქანაში 4 დასტაა....

უეჭველი 10(ყ) მოსვლის ამბავს არც მე "ვაწვები" (ჟარგონი)

..ვამბობ: ..ბლექჯეკის თამაში ჩემთვის მისაღებია მინიმალური ანტეთი და ბონუსების ხშირი ცვალებადი დიდი რაოდენობით აგრესიული თამაშით + ბანკროლით..

..მაგ; ანტე 5$ ..ბონუსი 15-40$ მდე რამდენიმე ბოქსი..ხან ერთი.. ხან ორი.. ხან უბონუსოდ..

..10(ყ) რაც შეეხება არც უნდა ელოდო და სპეცომ არც უნდა ჩაუჯდე მაგ კომბინაციას...უბრალოდ სხვა ბონუსებზე თამაშობ..რადგანაც ხდება თვე გავა და არ რიგდება.და ხან დღეში 2 ჯერ .მაგრამ თუ რღაცაა და დაგეცა ხო დიდ პლიუსში ხართქო..: დ

..ესაა ჩემი კომენტარი და ესაა ბლექჯეკი smile.gif

user posted image

user posted image

..როგორც ვიცი არ გაშავებენ..რაც არ უნდა ითვლიდე 2 ბოქსზე მეტს არ გახსნევინებენ და ეგრე რატო გაგაშავეს? ..ნუ არ მიკვირს..პატარა კაზინოა ორივე.. smile.gif არ მიყვარს არც ერტი..

...

Posted by: ozzy_ka10 9 Jan 2015, 12:28
ერთ-ერთი თამაშია რომლის წინააღმდეგაც განწირული ხარ, უშანსოდ ხარ, ონლაინ ამბავში და პროგრამასთან თუ თამაშობ.
გინდა ეგ გითამაშია და გინდა პირდაპირ დაგიწვავს ფული ))

რეალში არ ვიცი.

Posted by: დუდა 9 Jan 2015, 12:41
ddd111
QUOTE
15000-17000

აშშ?
კი ყოფილხარ გასაშავებელი? punch.gif

Posted by: ddd111 9 Jan 2015, 12:44
დიდი არაფერია თუ გავითვალისწინებთ რომ 14-15 თვის ნათამაშებია ეგ.

Posted by: დუდა 9 Jan 2015, 12:46
ddd111
აა მეთქი ერთ დღეში war.gif

Posted by: ddd111 9 Jan 2015, 12:48
300-400$ ზე პლიუში გამოვდიოდი ხოლმე. მაგრამ ბოლოს მოხდა ისე რომ თანხა გავზარდე და ისე მოხდა რომ სამი კარე მომივიდა ერთ დღეში ზედიზედ და მეორე დღეს სტრიტ ფლაში და კარე. ეგ იყო ჩემი ბოლო თამაში.

Posted by: დუდა 9 Jan 2015, 12:51
ddd111
ონლაინ კაზინო მარტივი გამოსავალი
და კიდევ 1 პლიუსი - ჩვენ სამორინეებს არ აქვთ ერთიანი ბლექ ლისთის სისტემა სხვაგან შეგიძლია თავისუფლად შეხვიდე user.gif

Posted by: ddd111 9 Jan 2015, 12:57
თბილიში სამია სულ. ორში არ მისვებენ. აჭარაში კიდევ მე არ მაქვს სურვილი. საღორეა. ბათუმში ვიყავი და ორს ერთ მაგიდაზე აარსად არ გვათამაშბედნენ.

Posted by: soffo 6 Feb 2015, 14:27
ერთადერთი სამაგიდო თამაშია,რომელიც მომწონს.. მარტივია და აზარტული.ფულზე არ მითამაშია და არც ვაპირებ ,მაგრამ კარგად მინდა მაგის ათვისება,მოთმინება არ მყოფნის ხოლმე თამაშისას ,როცა ერთ ორ ხელს ვაგებ მერე მთლიან თანხას ჩავდივარ ხოლმე(მინდა წაგებულის ანაზღაურება და ) და საბოლოოდ ვრჩები გაღიმებული .. რამე კარგი საიტი არის ონლაინში ,რაც ვნახე არც ერთი არ მომეწონა vis.gif

Posted by: თორნიკეე 17 Mar 2015, 17:17
გაუმარჯოს სასტავს...
მოკლედ ერთერთმა კაზინომ მაჩუქა 50$ ხოდა რომ გაიტანო 50$ 75-ჯერ უნდა დადოვო თუ რაღაც... ხოდა მეთქი გავერთობი და შევუბერე პირამიდა...

ხოდა მაინტერესებს ბანკროლის პირობებში პლუსავოია ის თამაში რასაც მე ვთამაშობ თუ უბრალოდ მიმართლებდა?
მე მგონი რომ მიმართლებდა ხო? კაზინოს თამაშს როგორ უნდა მოუგო რავიცი...

აი ვიდეოც...

Posted by: datagonashvili 17 Mar 2015, 18:05
Toke8
აკოტრებ ბრატ?

..........................

Posted by: თორნიკეე 17 Mar 2015, 18:29
datagonashvili
კი დსმა....

სერიოზულად მაინტერესებს,პლუსავოი თამაშია ან ვაბშე არსებობს?

Posted by: GRООT 17 Mar 2015, 18:39
QUOTE (Toke8 @ 17 Mar 2015, 17:17 )
გაუმარჯოს სასტავს...
მოკლედ ერთერთმა კაზინომ მაჩუქა 50$ ხოდა რომ გაიტანო 50$ 75-ჯერ უნდა დადოვო თუ რაღაც... ხოდა მეთქი გავერთობი და შევუბერე პირამიდა...

ხოდა მაინტერესებს ბანკროლის პირობებში პლუსავოია ის თამაში რასაც მე ვთამაშობ თუ უბრალოდ მიმართლებდა?
მე მგონი რომ მიმართლებდა ხო? კაზინოს თამაშს როგორ უნდა მოუგო რავიცი...

აი ვიდეოც...

გიმართლებდა./
ერთ ღამეში 750 ლარი მოვუგე ონლაინ.. ბლექ ჯეკში../
არიქა ავშენდი მეთქი..
6 კარტისგან მიწყო მეორე დღეს 21
აი რაღაც საოცრებები მიტარა.
200 ლარი რომ მივაბრუნე უკან მივხვდი და გავჩერდი

Posted by: თორნიკეე 17 Mar 2015, 21:12
GRООT
QUOTE
გიმართლებდა./
ერთ ღამეში 750 ლარი მოვუგე ონლაინ.. ბლექ ჯეკში../
არიქა ავშენდი მეთქი..
6 კარტისგან მიწყო მეორე დღეს 21
აი რაღაც საოცრებები მიტარა.
200 ლარი რომ მივაბრუნე უკან მივხვდი და გავჩერდი

შენც იგივეს თამაშობდი?
200 ლარი პატარა ბანკროლია ამ თამაშისთვის ...

Posted by: GRООT 17 Mar 2015, 22:47
Toke8
15 ლარიდან ავედი 750 ლარამდე და მეორე დღეს რომ 200 ლარი მივაბრუნე გავჩერდი

Posted by: mGeLo777 10 Jun 2015, 10:07

...........................

Posted by: kaxakale 10 Jun 2015, 13:08
mGeLo777

lol.gif lol.gif lol.gif lol.gif lol.gif lol.gif lol.gif

Posted by: zuka_FCB 10 Jun 2015, 14:52
mGeLo777

ყველა ტუზი იხმარა ხო ? biggrin.gif ძაან ღადაობაა lol.gif

Posted by: mGeLo777 10 Jun 2015, 14:55
zuka_FCB
QUOTE
ყველა ტუზი იხმარა ხო ?

ხოო

lol.gif lol.gif lol.gif

Posted by: თუშჩი 12 Jun 2015, 14:15
QUOTE (mGeLo777 @ 10 Jun 2015, 10:07 )

...........................

ამ ვიდეოს დდშვც mad.gif

დოლიძეზე ვიყავი და აჭარაში ავიარე ინტერესის პონტში ესვიდეო რომ ვნახე პირველად მეთამაშა ბლექჯეკი..
120$ იდან 900$ მოვიგე

და მერე სულწავაგე :/

ორი ბოქსიო.. 50$+ სტავკები.. მაგარი გავიტილტე cry.gif

Posted by: Betforlife 18 Jun 2015, 12:35
ონლაინში როგორ თამაშობთ ბლექჯექს ხალხო პროგრამას რომ ვერასდრორს მოუგებთ არ იცით ? ყველაზე კარგი პირობები დღეს საქართველოში ბათუმის შერატონს აქვს მაგრამ 200 $ზე მეტს ვერ დებ ეგაა ნაკლი და ბონუსები არ აქვთ...ნუ ბათუმში ყველამ გააუქმა ბონუსები და თბილისში არ ვიცი სამწუხაროდ არცერთ კაზინოში არ მიშვებენ sad.gif(
ეჰჰჰ არადა აჭარაში რა მარტივია მოგებაა ჯეკში...

Posted by: Ultimate26 14 Sep 2017, 16:47
ამოსაწევი თემაა, ბელქჯეკი იყო არის და იქნება ერთ-ერთი პოპულარული აზარტული სამაგიდო თამაში yes.gif

Posted by: fexburtistelefoni 27 Oct 2017, 23:55
ეს ჯობს სათამაშოდ თუ ბაკარა?

---------------

Posted by: NnZ 28 Oct 2017, 12:08
fexburtistelefoni
QUOTE
ეს ჯობს სათამაშოდ თუ ბაკარა?

პოკერი

Posted by: davidovi 28 Oct 2017, 12:33
Betforlife
ონლაინი რა შუაშია დილერს ეთამაშები აქაც შეიძლება შენ სლოტის ტიპის ბლექ ჯეკია როა მაგაზე ამბობ ეგ ბაზარი არა სლეობაა )) ისე 6 წელია პოკერს ვთამაშობ და ბლექ ჯეკის ბანკროლი უფრო ხშირად მქონია biggrin.gif

Posted by: dendo 7 Dec 2017, 23:21
საშინელი თამაშIა ვერ მოუგებ ტოტალიზატორს/კაზინოს smile.gif))

Posted by: iraklious 7 Dec 2017, 23:23
QUOTE (dendo @ 7 Dec 2017, 23:21 )
საშინელი თამაშIა ვერ მოუგებ ტოტალიზატორს/კაზინოს smile.gif))

აღარ ტარდება ბეთლაივზე ფრიროლი

Posted by: SKOS 23 Sep 2018, 02:09
რამდენია იმის ალბათობა რომ დილერმა გაიტანოს 13 hand ზედიზედ? მიყოლებით. ეს ეხება (Evolution Gaming online) spy.gif

Posted by: CheLuka 23 Sep 2018, 13:24
QUOTE (SKOS @ 23 Sep 2018, 02:09 )
რამდენია იმის ალბათობა რომ დილერმა გაიტანოს 13 hand ზედიზედ? მიყოლებით. ეს ეხება (Evolution Gaming online) spy.gif

მივხვდი მაგ შეკითხვას რატომაც სვავ და მე არ გირჩევ ეგრე თამაშს... ეგრე ვერ გამოთვლი მაგას ეგ თამაშის ცოდნაზეა დამოკიდებული და როგორი პალასა მიდის იმის მიხედვით შეიძლება ზაკაზად ჩაიწვა თავი რომ პალასა შეცვალო... ბევრი ფაქტორებია მანდ გასათვალისწინებელი...

Posted by: თორნიკეე 23 Sep 2018, 14:03
SKOS
QUOTE
რამდენია იმის ალბათობა რომ დილერმა გაიტანოს 13 hand ზედიზედ? მიყოლებით. ეს ეხება (Evolution Gaming online) 

რამდენი კაციც თამაშობს 1/იმდენთან გამრავლებული შემდეგ ხელში რამდენმა კაცმაც ითამაშა 1/იმდენთან და ა.შ...

Posted by: SKOS 24 Sep 2018, 02:10
QUOTE (CheLuka @ 23 Sep 2018, 13:24 )
QUOTE (SKOS @ 23 Sep 2018, 02:09 )
რამდენია იმის ალბათობა რომ დილერმა გაიტანოს 13 hand ზედიზედ? მიყოლებით. ეს ეხება (Evolution Gaming online)  spy.gif

მივხვდი მაგ შეკითხვას რატომაც სვავ და მე არ გირჩევ ეგრე თამაშს... ეგრე ვერ გამოთვლი მაგას ეგ თამაშის ცოდნაზეა დამოკიდებული და როგორი პალასა მიდის იმის მიხედვით შეიძლება ზაკაზად ჩაიწვა თავი რომ პალასა შეცვალო... ბევრი ფაქტორებია მანდ გასათვალისწინებელი...

ამ ფაქტორებზე გათვალიწინებით და დაყრდნობით ვწერ ზუსტად, თამაში მიმდინარებოდა ერთი ერთზე Vip მაგიდაზე ყოველგვარი პირამიდის გარეშე. წლებია შეხება მაქ BJ-სთან ოღონდ ცოცხალში. მარა ასეთი რანი დილერის მხრიდან ჩემს პრაქტიკაში არ ყოფილა.. თან ამ რანში იგულისხმება რამოდენიმე ისეთი ხელები როცა დილერის შანსი 10% არ აღემატებოდა. მარა უკვე აღარაფერი მიკვირს იმის მერე რაც Betonline გამოვალინეს პირდაპირ თაღლითობაში...

Posted by: mGeLo777 24 Sep 2018, 10:21
SKOS
QUOTE
მარა უკვე აღარაფერი მიკვირს იმის მერე რაც Betonline გამოვალინეს პირდაპირ თაღლითობაში...

???

Posted by: SKOS 24 Sep 2018, 19:06
QUOTE (mGeLo777 @ 24 Sep 2018, 10:21 )
SKOS
QUOTE
მარა უკვე აღარაფერი მიკვირს იმის მერე რაც Betonline გამოვალინეს პირდაპირ თაღლითობაში...

???

აქ დილერი მახინაციობს.. მარა მე იმაზე ვფიქრობ მაინც რაში ჭირდება დილერს თუ კაზინოს ასეთი რამ... მე უფრო მგონია რომ ეს იყო წინასწარ დაგეგმილი რათა ტრაფიკი შეუმციროს კაზინოს. ან დილერი პირდაპირ შეთანხმებით მოქმედებდა ამ მოთამაშესთან.
https://www.youtube.com/watch?v=dOjSWjbKhuw

Posted by: BVviper 14 Nov 2018, 14:13
აჭარაში ვითამაშე ლაივი და უყლევესი იყო. ჯერ კარტს საიდანაც აცურებენ ეგ ავტომატიზირებული რატო არის და გამჭვირვალე ბოქსიდანრატო არ იღებენ ონლაინ როგორც არის? იმენა სულ ყველაფერი მოიგე ###ობა კაროჩე არ ითამაშოთ მანდ ლაივი

Posted by: Flying_Lotus 20 Nov 2018, 14:59
BVviper
გამჭირვალე ბოქსები არაა აუცილებელი, არც ვეგასშია გამჭირვალე მარა ავტომატიზირებული პირველად მესმის, რო ჩეხავს ეგეთი რაღაციდან იღებდნენ? biggrin.gif

Posted by: BVviper 27 Dec 2018, 11:20
QUOTE (Flying_Lotus @ 20 Nov 2018, 14:59 )
BVviper
გამჭირვალე ბოქსები არაა აუცილებელი, არც ვეგასშია გამჭირვალე მარა ავტომატიზირებული პირველად მესმის, რო ჩეხავს ეგეთი რაღაციდან იღებდნენ? biggrin.gif

ხოოოო კარტი თავისით გამოქონდა :დ იმენა ყველაფერი წავაგე აი 10დან 4-5 მაინც რო უნდა წამოიღო ეგეთებიც კი :დ სუ 5-6 იანები მიგებდა :დ

Posted by: mapshnik 25 Apr 2019, 13:16
გგოოგონები არავინ თამაშობთ ბლეკჯეკს/????

Posted by: borbolia777 4 May 2019, 16:24
ონლაინ ბლექჯეკი არაა სატამაშო.იმენა პროგრამაა რაა. 10 დან 3 ხელს მოგაგებიებს.დანარჩენი თვითონ მიაქვს

Posted by: RVP_20 11 May 2019, 17:43
GRООT
QUOTE
ერთ ღამეში 750 ლარი მოვუგე ონლაინ.. ბლექ ჯეკში../

ჩემი 30 ლარი დაგებრუნებინა 3 წლის წინ რომ გასესხე

QUOTE
რომ არ დაგეკარქებათ კი იცით. © ozzy_ka10

Posted by: highest12 28 Jun 2019, 19:04
დისტანციაზე ალბათ ვერ მოუგებ ხო ბლექ ჯეკს?

Posted by: TheSonofMan 28 Jun 2019, 19:54
highest12
ვერა და რა უნდა საერთოდ ამ თემას ამ განყოფილებაში ? sa.gif

Posted by: mGeLo777 28 Jun 2019, 20:45
TheSonofMan
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

Posted by: ბაჟე 16 Jul 2019, 00:55
ძაალიან ბოზი თამაშია,150ლარით 650ზე ავედი,400გადმოვრიცხე დანარჩენი დავიტოვე მეორე დღეს საყომაროდ და მეორე დღეს ის დატოვებული 250იც წავაგე,ის 400იც და ზემოდან კიდე 200დავამატე

Posted by: SkitterZ 23 Jul 2019, 15:20

უპ, კაი თემაა

მაგარი კაცია ჯეკ ბლეკი up.gif

Posted by: თორნიკეე 23 Jul 2019, 15:35
QUOTE (SkitterZ @ 23 Jul 2019, 15:20 )

უპ, კაი თემაა

მაგარი კაცია ჯეკ ბლეკი up.gif

love.gif

................................

Posted by: ARNOLDSNYDER 18 Jun 2020, 15:56
QUOTE (highest12 @ 28 Jun 2019, 19:04 )
დისტანციაზე ალბათ ვერ მოუგებ ხო ბლექ ჯეკს?

გამარჯობა
ახალი თემის გახსნა მინდოდა , მაგრამ არ მახსნევინებს ჯერ( დღეს დავრეგისტრირდი ამ ფორუმზე)
რა მაკვირვებს იცით - არის შედარებით ბევრი ინფორმაცია პოკერზე ანუ როცა ვკითხულობ ფორუმს ვხედავ, რომ აქ არსებობს ხალხი ვისაც კარგად ესმის რა არის ADVANTAGE PLAY და +EV , მაგრამ საერთოდ არ არის თემა, სადაც არის განხილული უპირატესობით თამაში კაზინოს წინააღმდეგ, არადა დღესაც კი ამ ქვეყანაში არის კაზინოები, რომლებიც გთავაზობენ BEATABLE თამაშებს ( თუ რა თქმა უნდა ითამაშებ სწორი სტრატეგიით) ..
ეს თამაშებია ბლექჯეკი ( ტრიბლის და ნაბორში SURRENDER ის წესებით) და რუსული პოკერი ( მხოლოდ იქ სადაც გაძლევენ საშუალებას 3 და მეტ ბოქსზე თამაშის)

* * *
QUOTE (ხინკალი @ 7 Jan 2015, 01:52 )
...შაფლ მანქანებია უმეტეს კაზინოში..ძალიან მარტივია..ბორბალში ტრიალებს კარტი და დათვლასაც აზრი ეკარგება...მინიმუმ 50$ ფსინზე შეგიძლია ხელით შაფლი შეუკვეთო სადაც 6 დასტის 3/4 იცლება..

....არაფერი მაქინაცია არ ჭირდება კაზინოს ..დისტანციაზე ყველა ისოლდება..მინახავს 500$ ფსონის პატრონები მე3 დღეს 20$ თამაშობდნენ..

..ძაან გენია უნდა იყო ყველა ნიუანსი გათვალო...შაფლ მანქანაზე ხო მარტო იღბალზე ხარ.

..Bჯ პლიუსი ორი 10 იან ყვავის ბონუსია 300 მაგი...მინიმუმ 5$ უკვე 1500$ ია..პერფექტ.. ..

..მე რუსული პოკერი უფრო მომწონს....ვერ ვითვლი..გული არ დამიდია მევარჯიშა..იცით ვინმემ?

თუ არ იცით დანამდვილებით ნუ ლაპარაკობთ , რომ დისტანციაზე ყველა ისოლდება
შეიძლება შაფლ მანქანასაც მოუგო( წესებს გააჩნია) . არის საქართველოში კაზინოები, რომლების + EV გთავაზობენ შაფლ მანქანებზე.
რაც შეეხება რუსულ პოკერს - 4 ბოქსის დანახვის შემთხვევაში წსორი სტრატეგიის გამოყენებით ძალიან დიდი პერევესი გექნება.
მე აღარავინ მათამაშებს 4 ბოქსს , მაგრამ ვინც არ ხართ გაშავებულები და ბანკროლიც გაქვთ სათანადო მინდა გითხრათ რომ ძალიან კარგი თამაშია.

Posted by: ნარდი 18 Jun 2020, 17:34
ARNOLDSNYDER
QUOTE
მე აღარავინ მათამაშებს 4 ბოქსს

ათასობით კაზინოა ძმაო, ერთგან არ გათამაშებენ მეორეგან ითამაშებ, მეგობარი მყავს მაგ თამაშის სპეცია, მილიონები აქ მოხსნილი smile.gif)

Posted by: ARNOLDSNYDER 18 Jun 2020, 18:09
QUOTE (ნარდი @ 18 Jun 2020, 17:34 )
ARNOLDSNYDER
QUOTE
მე აღარავინ მათამაშებს 4 ბოქსს

ათასობით კაზინოა ძმაო, ერთგან არ გათამაშებენ მეორეგან ითამაშებ, მეგობარი მყავს მაგ თამაშის სპეცია, მილიონები აქ მოხსნილი smile.gif)

საერთოდ კი არის ათასობით კაზინო, მაგრამ არც ისე ბევრია, რომელიც ამ თამაშს გთავაზობს( რუსულ პოკერს 4 ბოქსზე)
მილიონების შოვნაზე რა გითხრა მარა კაი ფულის შოვნა შეიძლებოდა რამოდენიმე წლის წინ. ეხლა არსად არ გათამაშებენ 4 ბოქსზე დიდ სტავკაზე. წაგებულიც რომ გქონდეს 1000 000 ლარი რომელიმე ქართულ კაზინოში, თუ დაიწყებ თამაშს სწორი სტრატეგიით დიდი კუშით (100$ ანტეში) და დაიწყებ ამოღებას იმ ფულის ერთ კვირაზე მეტს არ გათამაშებენ, დამიჯერე. ვიცი , რასაც ვიძახი.
ერთადერთი შანსია საქართველოში 15-20$ ით ითამაშო, რა თქმა უნდა რაღაც "+" რო მიაღწევ გეტყვიან ბოდიში, მაგრამ თქვენთვის მხოლოდ 2 ბოქსია ან საერთოდაც გაგაშავებენ..თუმცა რადგან რამოდენიმე ადგილია რაღაც ფულის მოგება შეიძლება.

Posted by: ნარდი 18 Jun 2020, 18:31
ARNOLDSNYDER
QUOTE
რომელიმე ქართულ კაზინოში

ხოდა ამიტომ არ ითამაშო ქართულ კაზინოში, მსოფლიოში ბევრი კაზინოა, სანამ ყველაში გაგაშავებენ შენც მოიგებ მილიონს (თუ რა თქმა უნდა ამ თამაშის პროფი ხარ)

Posted by: ARNOLDSNYDER 18 Jun 2020, 18:58
QUOTE (ნარდი @ 18 Jun 2020, 18:31 )
ARNOLDSNYDER
QUOTE
რომელიმე ქართულ კაზინოში

ხოდა ამიტომ არ ითამაშო ქართულ კაზინოში, მსოფლიოში ბევრი კაზინოა, სანამ ყველაში გაგაშავებენ შენც მოიგებ მილიონს (თუ რა თქმა უნდა ამ თამაშის პროფი ხარ)

არის სულ 6-7 ქვეყანა(ყველგან ვარ ნამყოფი და თითქმის ყველგან გაშავებული) , რომელიც გთავაზობს ამ თამაშს - მაგრამ მილიონებს არავინ მოგაგებინებს))) იქაც პატარა სტავკებით შეიძლება თამაში, თუმცა ზოგიერთ ადგილას - მაგალითად პოლონეთში 10$ კუშზე თამაშის დროსაც შეიძლება შეგიწყვიტონ თამაში, თუ სხვის კარტში იყურები..
ამჯამად ვერსად ვერ ითამაშებ დიდი კუშით 3-4 ბოქსს და პატარა კუშით თამაში ისევ აქ ჯობია ( დანახარჯი არ გაქ)

Posted by: mGeLo777 18 Jun 2020, 22:48
ARNOLDSNYDER
QUOTE
ახალი თემის გახსნა მინდოდა , მაგრამ არ მახსნევინებს ჯერ( დღეს დავრეგისტრირდი ამ ფორუმზე)

გაგიმარჯოს
შეგიძლია მოდერს მიწერო და ის გახსნის თემას

Posted by: ARNOLDSNYDER 18 Jun 2020, 23:12
QUOTE (mGeLo777 @ 18 Jun 2020, 22:48 )
ARNOLDSNYDER
QUOTE
ახალი თემის გახსნა მინდოდა , მაგრამ არ მახსნევინებს ჯერ( დღეს დავრეგისტრირდი ამ ფორუმზე)

გაგიმარჯოს
შეგიძლია მოდერს მიწერო და ის გახსნის თემას

მადლობა

Posted by: TUZI_MAQCIA 19 Jun 2020, 00:01
ARNOLDSNYDER
რუსულ პოკერს 4 ბოქსზე სად გათამაშებდენ ძმა ადრე იყო კი მაგრამ უკვე მინიმუმ 5 წელია რაც 3 ბოქსია დაჟე პრივატი ორ ბოქსზე ჯერ ერთზე იღებ გადაწყვეტილებას და მერე მეორეზე საქართველოში მაგაზე მაგრად ერთი სომხების კამანდაა უკვე ასაკში შესულები არიან თუ კაზინოში დადიხარ გეცოდინება ვიზეც ვიძახი გვარს არ დვასახელებ ხოდა ყველაზე მაგრები ეგენი არიან ყველაზე დიდ პრივატებს ეგენი უბერავენ იყო კიდე ცხონებული გიორგაძე ეგ ვაფშე ლეგენდე იყო მარა მაგან თამაშის დიდად არაფერი იცოდა უფრო ზაკაიფამ თამაშობდა მილიონებით.
რაც შეეხება ბლექჯეკს არამგონია მოთამაშე რომელიც ბჯ ში დარწმუნებულია და კაზინოები აშავებენ ფული ვერ მოიგოს საკმარისზე მეტი თუნდაც ევოლუშენ კაზინოში თუ ბჯ ისე თამაშობ როგორც მაგალითად თემურა უგულავა biggrin.gif მაშინ თავისუფლად შეგიძლია ევოლუციონ კაზინოებს სხვადასხვა ნიკით შეუტიო ასევე არის რამდენიმე ქსელი სადაც ბლექჯეკის მაგიდებიაქვთ ლიჟბი ეთამაშე ისეთი ხოდა ონლაინში დილერები არც შაფლს გიცვლიან სტანდარტულად აკეთებენ ბერ კაზინოში დილერები როცა დაინახავენ მოთამაშე პალასაზეა შაფლს და სემიშაფლის კომბინაციას ცვლიან თუ მაგან ვერ გაჭრა 20 წუთიანი ტაიმის ნაცვლად 10 წუთში იცვლებიან რულეტკაზე სხვადასხვა სპინებს უშვებენ ტუ დილერი პალასაზეა ის ხო საუკუნე დგას მაგიდაზე ასე რომ თამაშისას ძალიან ბევრი რამეა გასათვალისწინებელი და თუ ბჯ ესე კარგად თამაშობ ნამდვილად ონლაინში ვითამაშებდი შენს ადგილას ყოველდღე სხვადასხვა იუზერით რა პრობლემაა smile.gif
პ.ს. 10-15 დოლაიანი სტავკებით კიდე ლონგ რანზე რამდენი უნდა მოუგო დაახლოებით 10 % მოგებაზე რო გახვიდე რანზე ჯერ 24 საათი ვერ ითამაშებ იმიტო რო კაზინოს დილერები იცვლებიან შენი გონება კი იღლება საშვალოდ მომგები კაცი 3 საათზე მეტს არ უნდა თამაშობდეს .
წარმატებები და სულ ბლექჯეკები
კიდე დილამდე შემიძლია დავწერო მარა მეზარება biggrin.gif

Posted by: თორნიკეე 19 Jun 2020, 00:36
TUZI_MAQCIA
QUOTE
პ.ს. 10-15 დოლაიანი სტავკებით კიდე ლონგ რანზე რამდენი უნდა მოუგო დაახლოებით 10 % მოგებაზე რო გახვიდე

10% როი ბჯ-ში თუ გაქვს ლონგრან ე.ი ღმერთი ხარ... givi.gif

Posted by: ARNOLDSNYDER 19 Jun 2020, 00:52
QUOTE (TUZI_MAQCIA @ 19 Jun 2020, 00:01 )

მადლობა ბლექჯეკებისთვის

იმდენი დავწერე და გაქრა სადღაც. ტელეფონით ვარ, კომპიდან დავწერ მერე
* * *
მადლობა ბლექჯეკებისთვის
* * *
მადლობა ბლექჯეკებისთვის
* * *
რა ხდება ტო..მარტო პირველ სტრიქონს ბეჭდავს..
* * *
მადლობა ბლექჯეკებისთვის
* * *

ონლაინში ჯეკი საერთოდ არ მითამაშია, რადგან მე რასაც ვხედავდი წესები არსად იყო კარგი. თუმცა ჯეკის სათამაშო ადგილები ბევრად მეტია მსოფლიოში რა თქმა უნდა.
რაც შეეხება რუსულს დღესაც არის 4 ბოქსი აჭარაში და შანგრილაში. დაბალი სტავკებით და მოგების დამალვით გაძლებს ადამიანი გარკვეულ დროს..3 ბოქსი ბევრგანაა, ოღონდ 3 ზე მოსაგებად მეტი ბანკროლი გჭირდება..თუმცა დაგეთანხმები რო დიდ ფულს ეხლა ვერ მოიგებ( დიდი ფულის მოგება როცა შეიძლებოდა ასეთ თემებს ღია ფორუმში არ განვიხილავდი
* * *
უბრალოდ ეს თემა იმიტომ გავხსენი, რომ შეიძლება ვინმეს აქვს სურვილი შეიძინოს გარკვეული ცოდნა ამ მიმართულებით..
პატარა ფულის შოვნა შეიძლება..
იგივე 15$ რომ ითამაშო თუნდაც 100 საათი თვეში შენი მათემატიკური მოლოდინი 1500$ უდრის...
უგულავა ახსენე და აგერ ავიატორში 4 ს ათამაშებდნენ ყველას
* * *
მთელი საბჭოეთის იგროკები მანდ ძოვდნენ და 15.000$ მდე არავის აშავებდნენ..
* * *
QUOTE (თორნიკეე @ 19 Jun 2020, 00:36 )
TUZI_MAQCIA
QUOTE
პ.ს. 10-15 დოლაიანი სტავკებით კიდე ლონგ რანზე რამდენი უნდა მოუგო დაახლოებით 10 % მოგებაზე რო გახვიდე

10% როი ბჯ-ში თუ გაქვს ლონგრან ე.ი ღმერთი ხარ... givi.gif

ჯეკში უპირატესობა მაქსიმუმ 5-6% შეიძლება გქონდეს, და ეგეც შეიძლება 10 შაფლი ითამაშო და ასეთი შემთხვევა არ დაფიქსირდეს..ჩვენთან კი მანქანასთან პერევესი ფიქსირებული გაქ და ყველაზე კაი წესების შემთხვევაში არის 0,45%( ივერია)
* * *
თან ROR რომ გქონდეს 1% ზე ნაკლები ბანკროლი 800 კუში გინდა..

* * *
მაგრამ ჯეკის მთავარი უპირატესობა მისი სისწრაფეა

Posted by: თორნიკეე 19 Jun 2020, 01:22
ARNOLDSNYDER
QUOTE
ჯეკში უპირატესობა მაქსიმუმ 5-6% შეიძლება გქონდეს

ნამდვილად მასეა... და ამ დროსაც ღმერთი ხარ...
თან ხო სწრაფია მართლა და წარმოიდგინე 10$-იანი ფსონებით 10 დარიგებაში 5$-იანი ხარ...
10 დარიგება კიდე რავი რამდენი წთ-ის საქმეა... ცვეტში გამდიდრდები ამ როითი... givi.gif

Posted by: ARNOLDSNYDER 19 Jun 2020, 01:33
QUOTE (თორნიკეე @ 19 Jun 2020, 01:22 )
ARNOLDSNYDER
QUOTE
ჯეკში უპირატესობა მაქსიმუმ 5-6% შეიძლება გქონდეს

ნამდვილად მასეა... და ამ დროსაც ღმერთი ხარ...
თან ხო სწრაფია მართლა და წარმოიდგინე 10$-იანი ფსონებით 10 დარიგებაში 5$-იანი ხარ...
10 დარიგება კიდე რავი რამდენი წთ-ის საქმეა... ცვეტში გამდიდრდები ამ როითი... givi.gif

აი აქ ვერ დაგეთანხმები მეგობარო
* * *
აი აქ ვერ დაგეთანხმები მეგობარო
* * *
როცა კარტს ითვლი და იცი რომ გაქ 3% მეტი უპირატესობა 10$ არანაირად არ უნდა ითამაშო
* * *

* * *
მაქსიმუმი უნდა დადო , რის საშუალებადაც გაძლევს ბანკროლი და მაგიდა
* * *
თუმცა საქართველოში ხელის თამაშები აღარაა, და ის რასაც პრივატში გთავაზობენ (3/6 მოჭრა,მინ 50 და უტრიბლო) ნაგავია. + EV არაა

Posted by: თორნიკეე 19 Jun 2020, 02:13
ARNOLDSNYDER
QUOTE
როცა კარტს ითვლი და იცი რომ გაქ 3% მეტი უპირატესობა 10$ არანაირად არ უნდა ითამაშო

ვიცი რასაც მეუბნები, როცა კარტს ითვლი და შანსები დიდი გაქვს მაგ დროს უნდა დადო მაქსიმუმი და მანდ უნდა მოიგო, მარა მანდ თუ გაიხვრიტე პიზდეცია...

Posted by: ARNOLDSNYDER 19 Jun 2020, 02:31
ხო და პიზდეცი რო არ მოხდეს იმიტომაა საჭირო ბანკროლი ზუსტად. ხოლო რამხელა იქნება ეგ ბანკროლი იმაზეა დამოკიდებული რამხელა რისკის გაწევა შეგიძლია. არც ერთი პროფი არ ითამაშებს ROR ი თუ 1% აღემატება.

Posted by: ხინკალი 8 Jul 2020, 20:05
ARNOLDSNYDER

2 ბოქსამდე დასული გენიები და არა გატილტული ფლეიერები გადადიან ფორექსზე და არ წუწუნებენ აქ : დდდ მოუნდა აქ ბანკროლის აგროვება : დ

facepalm.gif პ.ს უგულავა კიდე მაგარი საზიზღარი მოთამაშე, წაგებული უფრო მეტი აქ ვიდრე მოგებული.

ჩემი პოსტები გადავიკითხე. რა საყვარლად დებილი ვიყავი cry.gif

Posted by: ARNOLDSNYDER 21 Jul 2020, 04:21
QUOTE (ხინკალი @ 8 Jul 2020, 20:05 )
ARNOLDSNYDER

2 ბოქსამდე დასული გენიები და არა გატილტული ფლეიერები  გადადიან ფორექსზე და არ წუწუნებენ აქ : დდდ  მოუნდა აქ ბანკროლის აგროვება : დ

facepalm.gif  პ.ს უგულავა კიდე მაგარი საზიზღარი მოთამაშე, წაგებული უფრო მეტი აქ ვიდრე მოგებული.

ჩემი პოსტები გადავიკითხე. რა საყვარლად დებილი ვიყავი  cry.gif

რა შუაშია ბანკროლის აგროვება??
ჩემ ბანკროლზე ნუ დარდობ ჯიგარო..გამგები გაიგებდა ჩემ პოსტებს( და გაიგო კიდევაც ზოგიერთმა)
თემურ უგულავას რაც შეეხება - მის იგროკობახე კი არ იყო აქ ლაპარაკი, არამედ საქმე კაზინო "ავიატორში" რუსულ პოკერზე მოქმედ წესებს ეხებოდა. და არა მარტო წესებს. მიდგომას. თუ აჭარაში ან შანგრილაში მაგალითად არავინ აიტანს პერევესით( advantage) მოთამაშეს რუსულზე და 2000 -3000$ მოგების შემდეგ( შეიძლება არც გაცალონ მაგდენი) უეჭველი ან ბლექი ან 2 ბოქსი ელოდება, ავიატორში თემურა აძლევდა საშუალებას 10 იც და 15 000$ მოეგოთ..ეკიდა რა..
ნეტა ბევრი იყოს უგულავას ნაირი კაზინოს მეპატრონე.

Posted by: თუშჩი 21 Jul 2020, 12:39
კიმარა 3% უპირატესობის შემთხვევაში იასნია 1000$ + ბეთებს უნდა აკეთებდეს რომ ადამიანური მოლოდინი გქონდეს პროფიტის.

3% გრძელ დისტანციაზე კარგია რათქმაუნდა მარა დისპერსიიდან გამომდინარე ერთი 100 000$ ბანკროლი ხო მაინც არის საჭირო ?! ( ნუ არვიცი ეს ბჯ )

ხოდა ამას რატო ვამბობ. თუ 100 000$+ გაქვს ბჯს 3% ევს არ ######## დედა. როცა მილიონი ნიშაა ქვეყანაში სადაც ფულის უსაფრთხო ინვესტირება შეგიძლია და მოლოდინიც პერსპექტივაში გაცილებით დიდია ვიდრე ბჯში კონკრეტული % მთელი ცხოვრება )

Posted by: ARNOLDSNYDER 21 Jul 2020, 15:37
QUOTE (თუშჩი @ 21 Jul 2020, 12:39 )

3% უპირატესობა თუ გაქ ჯეკში ყველა დარიგებაში 1000$ კი არა 10$ ით გაარღვევ მასეთ თამაშს( სხვა ამბავია , რო ესეთ თამაშს არავინ გთავაზობს დღეს)
ნორმალური მოთამაშისთვის 1-1 ზე დილერთან არ უნდა წარმოადგენდეს სირთულეს საათში 200-250 ხელის თამაში. ანუ საათში 2000-2500 $ ბრუნავს . 4-5 საათში 10 000$ ბრუნვა - ნიშნავს 300$ პროფიტის მოლოდინს.
ეხლა ავიღოთ რეალური ვარიანტი - რაც დღესდღეობით გვაქ იგივე ივერიაში მაგალითად +0,45% ჯეკი შაფლ მანქანასთან. აქ რა თქმა უნდა 10$ ვერაფერს მოიგებ სერიოზულს, მაგრამ უკვე 50$ ითაც ნორმალური ფულის შოვნა შესაძლებელია. 200 x 50 = 10 000 ბრუნვა საათში x 0.45 არის 45$ მოლოდინი საათში. თვეში ითამაშე 150 საათი = 6750$ ეხლა ბანკროლს რაც შეეხება - ამ თამაშში ROR რომ გქონდეს 1% ნაკლები ბანკროლი 35 000-40 000$ უნდა გქონდეს. აბა ეხლა მითხარი რომელიმე ბიზნესი, რომელსაც რისკი ექნება 1% ნაკლები ( საქართველოში) და 40 000 ინვესტირების შემთხვევაში მოგიტანს თვეში 5000$+??
* * *
და თუ გაწყობს რისკი 13-15% იგივე 50$ შეგიძლია თამაში უკვე 10 000$ ბანკროლითაც..

Posted by: TUZI_MAQCIA 21 Jul 2020, 18:44
QUOTE (ARNOLDSNYDER @ 21 Jul 2020, 15:37 )

აუ არ ვიცი ძმაო მარა მთლიანობაში მაინც იმ აზრადე ვარ მისული რომ ნორმალურ კაზინოში მოთამაშე მაქსიმუმ სთეი ეთამაშოს
ეხლა თუ ტრენინ დილერებთან გაეძრე მამენტ და სულ რო კიდიათ ეგეთებთან იასნა დააპლიუსებ მარა აბა ქუთაისის კრისტალბეთის კაზინო როა ფარცხანაყანებში იქ მიდი biggrin.gif
კაროჩე დილერზე ძალიან დიდი რამაა დამოკიდებული გამოცდილი დაშენძრეული დილერები როცა ხედავენ რო მოთამაშე პალასაზეა ჭიმავენ დროს და ნელა არიგებენ არ გამორიცხო ნებისმიერი გარემოება როცა შეიძლება მიმტანმაც კი ვითომ შემთხვევით წყალი დაგიქციოს მაგიდაზე ან დილერმა კარტი გადმოგიყოლოს და კამერასთან ჩალიჩზე დრო მოიგოს .

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)