Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > აგრობიზნესი > ნუშის პლანტაცია


Posted by: GIO777GIO 24 Feb 2011, 15:45
მოგესალმებით ყველას მინდა საქართველოში დავიწყო ნუშის ბიზნესი,მაინტერესებს:

1 სად შეიძლება ნუშის ნერგების შეძენა?
2 სად შევარჩიო ადგილი?
3 როგო ხდება ნუშის მოვლა?
4 როგორ ფიქრობთ გაამართლებს საქართველოში ეს ბიზნესი?
user posted image


Posted by: davita74 24 Feb 2011, 19:29
GIO777GIO
გიო როგორ ხარ???
ნერგებს დეზერტირებზე იშოვი იქ არის 1 ქალი ზალინა და უთხარო რომ ფორუმიდან ხარ და დაგიკლებს კიდეც და მაგარი სანდოცაა ხარისხის მხრივ (სანდო რომ არის მაგიტომაც გირჩევ) და ადგილს რაც შეეხება თითქმის ყველგან ხარობს მაგრამ რეალიზაცია........???????

Posted by: GIO777GIO 24 Feb 2011, 20:15
დიდი მადლობა დავით, რეალიზაცია არ არის პრობლემა მსოფლიოში ყველაზე დიდი ექსპორტიორები როგორიცა ამერიკა და ევროპა ფუტკრის დხოცვის გამო 30% შემცირეს ექსპორტი,მოთხოვნილება აქმდე მზარდი იყო და კიდევ გაიზრდება

Posted by: xado-l 24 Feb 2011, 22:12
GIO777GIO

1. გორის სანერგე მეურნეობაში (გორის ბაზარში თუ შეხვალ,ზუსტად დაგაკვალიანებენ)
2. თბილისის ზღვაზე არსებულ სანერგე მეურნეობის დასახლებაში ლოტკინის ზემო მხრიდან (ცოტა მეძვირეები არიან)
3. დეზერტირების ბაზრის ნანგრევების გვერდით ბაზარი რომაა,ადრე ღვინის ბაზარს ეძახდნენ.შიგნით ბაზრის უკანა კედელთან მენერგეები არიან,ნებისმიერ ნერგზე იღებენ შეკვეთებს.

Posted by: davita74 25 Feb 2011, 03:24
GIO777GIO
მაშინ დამიჯერე ყველაზე კარგი ვარიანტი ნერგებთან დაკავშირებით ზალინაა ძმაო თან ფასშიც არ დაგწვავს. გიო ხომ არ შეხმიანებიხარ მეფუტკრეებს? მე დამირეკა და მითხრა 2 კაცი ვიყავით და რაღაცეები მოვილაპარაკეთო და დანარჩენს ფორუმში მოგწერთო და იმ დღის მერე არც აქ გამოჩენილან rolleyes.gif rolleyes.gif rolleyes.gif boli.gif
ნეტა რა მოილაპარაკეს ესეთი??????? biggrin.gif biggrin.gif

Posted by: GIO777GIO 26 Feb 2011, 00:16
davita74
არ შევხმიანებულვარ არ მეცალა

Posted by: jambuliko66 5 Mar 2011, 23:48
საინტერესოა ძალიან ნუშის ბიზნესი...ქვემო იმერეთში,კერძოდ ქუთაისის მიმდებარედ სოფელ მაღ;ლაკში თუ გაიხარებს?

Posted by: iko-iko 7 Mar 2011, 10:06
ნუშს მე როგორც ვიცი ძალიან დაბალი მოსავლიანობა აქვს, ტონა ან ტონანახაევარი არის მისი მოსავლიანობა, ერთადერთი პლიუსი ისააქვს ნუშს, რომ ნახევრად უდაბნო ადგილებში ხარობს

Posted by: vaguria 23 Mar 2011, 17:19
როგორ უნდა გავახაროთ ნუში? სარწყავი ნაიდაგი სჭირდება თუ არა? რამდენ წელიწადში იძლევა პირველ მოსავალს? რამდენი ხე ირგვება ერთ ჰეკტარზე? როპგორია მოსავლის რაოდენობა ერთო ჰეკტარიდან???

Posted by: iko-iko 23 Mar 2011, 23:45
თუ მოსავლის აღება გინდა მაშინ ნუშისთვის ყველაზე კარგია ქვემო ქართლი, კახეთის ტერიტორიები სადაც მზის დიდი რაოდენობის კალორიაა. ნუშს ჭირდება მშრალი და ნათელი ადგილები, იქ სადაც ნუში კარგად ხარობს, ანუ მშრალ ადგილებში მის გასახარებლად აუცილებელია სარწყავი სისტემა, რო გაიზრდება მერე კია გვალვა გამძლე მარა თუ ნუშს მხოლოდ დეკორაციული ფუნქცია არ გინდა რო ქონდეს ამ შემთხვევაშიც ესაჭიროება წყალი. ასეთ უდაბნო ადგილებზე კი მიწა ძალიან ნოყიერია და თუ გასარწყავებას შეძლებ მემგონიცოტა მომგებიანი კულტურა ჯობია. რათქმაუნდა ეს ჩემი პირადი შეხედულებაა, ერთი პერიოდი მინდოდა 1-2 ჰექტრის გაშენება მარა მერე რო წავიკითხე და ჩავიხედე შესაბამის ლიტერატურაში მივხვდი რო არ ღირდა.

Posted by: vaguria 24 Mar 2011, 13:22
iko-iko
იქნებ დამიკონკრეტოთ, რატომ გადაიფიქრეთ???

Posted by: zXXXz 24 Mar 2011, 17:03
vaguria

ალბათ იმიტომ გადაიფიქრა რომ 2 ჰეკტარზე რასაც მოიყვანს ნუშს ჯობია იმდენივეზე კაკალი დარგა და უფრო ბევრს მოიგებს

სხვა რავიცი აბა ნუშს თავიდან მორწყვა უნდა რომ გაიზარდოს თორემ სიმაღლეში არ წავა და ბუჩქს უფრო დაემსგავსება
ხოლო ტუ ნაკვეთი ირწყვება ჯობია სხვა დარგო თუნდაც იგივე კაკალი wink.gif

Posted by: iko-iko 24 Mar 2011, 17:11
vaguria
ძალიან დაბალ მოსავლიანია და ნებისმიერი კულტურა ვამჯობინე

Posted by: iko-iko 28 Mar 2011, 11:22
მწარე ნუშზე თუ არის მოთხოვნა, თუ ხართ ვინმე ინფორმირებული ამ საკითხთან დაკავშირებით. მე როგორც ვიცი მწარე ნუშს იყენებენ პარფიუმერიაში, ზეთების და ესენციების დასამზადებლად, აქ კი მწარე ნუში რაცარის ხეებზე რჩება და ტყუილად ლპება

Posted by: NIKOZELI 22 Jan 2012, 00:48
მოგესალმებით. მინდა გამოვეხმაურო თქვენს მსჯელობას ნუშის და კაკლის თაობაზე. ამჟამად, 2012 წლის გაზაფხულისთვის მაქვს 2000 ნუშის ნერგი გასაყიდი. ესენია ბუტე, პადრე და ნონპარელი ჯიშები. თვითეულ მათგანს აქვს თავისი დამმტვერავი. ნერგები გამოყვანილია ქართული ველური მწარე ნუშის საძირეზე კულტურული, ამერიკული კომერციული ჯიშის კვირტის დამყნობის შედეგად. კვირტები გამოვიწერეთ ამერიკის ერთ-ერთი სამეცნიერო ცენტრიდან. აგიხსნით ყველაფერს ნუშის გაშენების, მოვლის, დაავადებებთან ბრძოლის, ნიადაგის შერჩევის, ორმოს ამოღების და ა.შ შესახებ, რაც კი ნუშს ეხება. ასევე შემიძლია თანამედროვე საველე ლაბორატორიით გამოვიკვლიო ნიადაგის შემადგენლობა, რათა ზუსტად იცოდეთ, თუ რა სახის დანამატების შეტანაა საჭირო. ვიმედოვნებ, რომ არაუგვიანეს 2012 წლის აპრილისა გვექნება ჩვენი ვებ-საიტი , სადაც უფრო მეტს გაიგებთ ჩვენს მიერ გამოყვანილ ნერგებზე. თუ ვინმე აპირებთ უცხოეთიდან შემოიტანოთ ნერგი, ჩემი რჩევა იქნება შემოიტანოთ კვირტი და დაამყნოთ ქართულ საძირეზე. ჩვენ უკვე ჩავატარეთ ამაზე ცდა.
ახლა რაც შეეხება კაკალს (კაკალს და არა პეკანს). ჩვენს ქვეყანაში სჯობია ჩანდლერის ჯიშის მოშენება (+ თავისი დამმტვერავით) . ჩანდლერი მე-4 წელს იძლევა მოსავალს. მე-6 წელს 1 ჰა-ზე იძლევა 4 ტონა, მე-8 წელზე 5-6 ტონა მოსავალს. არის ჯიშები, რომლებიც მე-3 წელს იწყებს მოსავლის მოცემას, მაგრამ იმ ჯიშებს შედარებით მუქი ფერის ლებანი აქვს. ჩანდლერი კი გარდა იმისა, რომ ერთ-ერთი ყველაზე მოსავლიანი ჯიშია, მისი ლებანი ძალიან თეთრი ფერისაა და ამიტომ მასზე მოთხოვნილება დიდია. 2012 წლის შემოდგომისთვის გავყიდი 1000-მდე ძირს (თავის დამმტვერავით), გასწავლით მოშენებას და მოვლას. 2013-2014 წლებში გვექნება გასაყიდად გამზადებული ქლიავის, ბლის, ტყემლის და აზიური მსხლის ნერგები.
ყველას გისურვებთ წარმატებებს. ჩვენს ქვეყანას მართლაც გადაარჩენს სოფლის მეურნეობა. უბრალოდ ბევრი უნდა ვიშრომოთ და შედეგი აუცილებლად გვექნება. დამიკავშირდით ე-მაილზე: gnandcickna@yahoo.com.

Posted by: dzleviskedeli 22 Jan 2012, 01:15
NIKOZELI

ვააა ძალიან კაიაა!!!

ჯიგაი ხარ !!!

Posted by: anatoreli 25 Jan 2012, 15:26
NIKOZELI
QUOTE
ახლა რაც შეეხება კაკალს (კაკალს და არა პეკანს). ჩვენს ქვეყანაში სჯობია ჩანდლერის ჯიშის მოშენება (+ თავისი დამმტვერავით) . ჩანდლერი მე-4 წელს იძლევა მოსავალს. მე-6 წელს 1 ჰა-ზე იძლევა 4 ტონა, მე-8 წელზე 5-6 ტონა მოსავალს. არის ჯიშები, რომლებიც მე-3 წელს იწყებს მოსავლის მოცემას, მაგრამ იმ ჯიშებს შედარებით მუქი ფერის ლებანი აქვს. ჩანდლერი კი გარდა იმისა, რომ ერთ-ერთი ყველაზე მოსავლიანი ჯიშია, მისი ლებანი ძალიან თეთრი ფერისაა და ამიტომ მასზე მოთხოვნილება დიდია. 2012 წლის შემოდგომისთვის გავყიდი 1000-მდე ძირს (თავის დამმტვერავით), გასწავლით მოშენებას და მოვლას. 2013-2014 წლებში გვექნება გასაყიდად გამზადებული ქლიავის, ბლის, ტყემლის და აზიური მსხლის ნერგები.


3 წლიანი ჯიშების სახელს ხომ ვერ მეტყვით ლათინურად?! უბრალოდ მაინტერესებს წავიკითხო ინფორმაცია....და ჩანდლერის ჯიშის კაკლის ნერგი რამდენწლიანი გექნებათ და რა ფასში ?! მადლობთ წინასწარ....

Posted by: NIKOZELI 26 Jan 2012, 06:07
anatoreli,

Juglans regia cultivar ‘Chico’
Juglans regia cultivar ‘Howard’
Juglans regia cultivar ‘Marchetti’
ეს სამი ჯიში 3 წელიწადში იწყებს მოსხმას.
ჩანდლერის ნერგი შემოდგომისთვის იქნება 2 წლის, ფასი 10 ლარი. თუ გექნებათ კითხვები გაშენების, მოვლის და ა.შ. დიდი სიამოვნებით გაგცემთ პასუხს.
P.S. უნდა გაითვალისწინოთ, რომ ნერგის გადარგვა საჭიროა მძინარე მდგომარეობაში, ასევე სასურველია ორმოს ამოთხრა რამოდენიმე თვით ადრე და მიახლოებით ისეთივე ნიადაგის შექმნა, როგორიც აქვს სანერგეში, რათა ადაპტირება ადვილად გაიაროს და პროდუქტიული ხე გაიზარდოს.

Posted by: anatoreli 26 Jan 2012, 14:02
NIKOZELI
QUOTE
ს სამი ჯიში 3 წელიწადში იწყებს მოსხმას.
ჩანდლერის ნერგი შემოდგომისთვის იქნება 2 წლის, ფასი 10 ლარი. თუ გექნებათ კითხვები გაშენების, მოვლის და ა.შ. დიდი სიამოვნებით გაგცემთ პასუხს.
P.S. უნდა გაითვალისწინოთ, რომ ნერგის გადარგვა საჭიროა მძინარე მდგომარეობაში, ასევე სასურველია ორმოს ამოთხრა რამოდენიმე თვით ადრე და მიახლოებით ისეთივე ნიადაგის შექმნა, როგორიც აქვს სანერგეში, რათა ადაპტირება ადვილად გაიაროს და პროდუქტიული ხე გაიზარდოს.


დიდი მადლობა....

თქვენი აზრით ჩანდლერის ჯიში რომელ რეგიონში და რაიონში გაამართლებს უფრო?! ტენის მომთხოვნი თუა და მოურწყველად თუ გაქაჩავს......და დამყნობილია რაიმე ადგილობრივ ჯიშზე...?!

ასევე მაინტერესებს ჰექტარზე რამდენი ნერგია საჭირო,მიუხედავად რეგიონისა....მიახლოებით...და ასევე სრულ მსხმოიარობაში როდის შედის და დაახლოებით რამდენი კილოა მოსალოდნელი თითო ძირზე smile.gif

Posted by: NIKOZELI 27 Jan 2012, 04:08
ჩანდლერის ჯიშის კაკლის გაშენება შესაძლებელია თითქმის ყველგან აღმოსავლეთ საქართველოში, სადაც ტემპერატურა არ ეცემა -10-ის ქვემოთ. ტენის მომთხოვნი არ არის, პირიქით, ბევრი ტენი ვნებს. გაშენებისას თუ ნიადაგი მშრალია უნდა დაასხათ 10-12 ლიტრი წყალი ყოველ ძირზე. პირველი წლის ზაფხულში უნდა მორწყოთ ყოველ 2-3 -ე კვირას. მეორე წლიდან ნაკლებად ესაჭიროება წყალი. საძირეები გამოყვანილია საქართველოში, კვირტი და ჩხირი შემოტანილია უცხოეთიდან. 1 ჰექტარზე შენდება 138 ძირი. როგორც წინა პოსტში აღვნიშნე, მე-4 წელიწადს იწყებს მოსხმას, მე-6 წელიწადს ჰექტარზე ისხამს 4 ტონას, მე-8 წელიწადს - 5-6 ტონა. ჩანდლერი გარე ტოტებზე მსხმოიარე ჯიშია. ამიტომ ისხვლება შიდა, ცენტრალური ტოტები და ტოვებენ გარე ტოტებს.

Posted by: anatoreli 28 Jan 2012, 13:00
QUOTE
ჩანდლერის ჯიშის კაკლის გაშენება შესაძლებელია თითქმის ყველგან აღმოსავლეთ საქართველოში, სადაც ტემპერატურა არ ეცემა -10-ის ქვემოთ. ტენის მომთხოვნი არ არის, პირიქით, ბევრი ტენი ვნებს. გაშენებისას თუ ნიადაგი მშრალია უნდა დაასხათ 10-12 ლიტრი წყალი ყოველ ძირზე. პირველი წლის ზაფხულში უნდა მორწყოთ ყოველ 2-3 -ე კვირას. მეორე წლიდან ნაკლებად ესაჭიროება წყალი. საძირეები გამოყვანილია საქართველოში, კვირტი და ჩხირი შემოტანილია უცხოეთიდან. 1 ჰექტარზე შენდება 138 ძირი. როგორც წინა პოსტში აღვნიშნე, მე-4 წელიწადს იწყებს მოსხმას, მე-6 წელიწადს ჰექტარზე ისხამს 4 ტონას, მე-8 წელიწადს - 5-6 ტონა. ჩანდლერი გარე ტოტებზე მსხმოიარე ჯიშია. ამიტომ ისხვლება შიდა, ცენტრალური ტოტები და ტოვებენ გარე ტოტებს.


მადლობა....

აღმოსავლეთში ტემპერატურა თითქმის ყველგან ეცემა მინუს 10 ზე დაბლა...იმედია მხირე ხნით დაცემას გაუძლებს...

Posted by: NIKOZELI 28 Jan 2012, 21:15
ყვავილობისას არ უნდა იყოს -10 და ასეთი რამ აღმოსავლეთ საქართველოში ძალიან იშვიათად ხდება. მე თვითონ გორის რაიონიდან ვარ და ვიცი.
* * *
anatoreli,
რადგან ასე გაინტერესებთ კაკლის შესახებ ყველაფერი, თუ სურვილი გექნებათ გაზაფხულის ჩხირზე ნამყნობას დაგასწრებთ და ბევრ რამეს გაგაცნობთ. მარტის შუა რიცხვებში ვიქნები საქართველოში. თუ გნებავთ ჩემს ამჟამინდელ ტელეფონის ნომერს მოგწერთ რომ დავეკონტაქტოთ ერთმანეთს.

Posted by: anatoreli 29 Jan 2012, 02:48
NIKOZELI
QUOTE
ყვავილობისას არ უნდა იყოს -10 და ასეთი რამ აღმოსავლეთ საქართველოში ძალიან იშვიათად ხდება. მე თვითონ გორის რაიონიდან ვარ და ვიცი.

ყვავილობისას კი ბატონო,იშვიათადაა ......
QUOTE
რადგან ასე გაინტერესებთ კაკლის შესახებ ყველაფერი, თუ სურვილი გექნებათ გაზაფხულის ჩხირზე ნამყნობას დაგასწრებთ და ბევრ რამეს გაგაცნობთ. მარტის შუა რიცხვებში ვიქნები საქართველოში. თუ გნებავთ ჩემს ამჟამინდელ ტელეფონის ნომერს მოგწერთ რომ დავეკონტაქტოთ ერთმანეთს

დიდი სიამოვნებით.....მეილზე მოგწერეთ და იქ მომწერეტ ნომერი....

გარკვეულწილად ხეხილის ბაღებში მეც ვერკვევი,მაგრამ უცხოურ კაკლის ჯიშებში ნაკლებად .....კახეთში დაბლობში მინდა კაკლის ბაღის გაშენება და ინფორმაციას ვაგროვებ.....თან მინდა გოლოგიურად და კლიმატურად გამოვიკვლიო ადგილი,ყოფილი ნავენახარია....გრუნტის წყლების სიმაღლე მაფიქრებს ცოტა....

ატმის და წაბლის ნერგებიც ხმ არ გაქვთ.....წაბლი მაინტერესებს "მარონის"ჯიშის....

Posted by: NIKOZELI 29 Jan 2012, 06:53
anatoreli

ის ნიადაგი, სადაც ბაღის გაშენებას აპირებთ, წინასწარ უნდა გამოიკვლიოთ ფესვის ნემატოდაზე (Pratylenchus vulnus), განსაკუთრებით როცა საქმე ეხება ნავენახარს. თუ აღმოჩნდება ეს პარაზიტი, საჭიროა ხეების დარგვამდე ფუმიგაციის ჩატარება.

Posted by: pekineli 29 Jan 2012, 20:48
აუუ ძალიან მინდა ნუშიიიი.
ჩემს ეზოში დავრგა რამოდენიმე ნუში smile.gif
NIKOZELI
რა ღირს ერთი ნერგიი?

Posted by: NIKOZELI 30 Jan 2012, 03:46
pekineli
ნუშის საძირეზე დამყნობილი ბუტე და პადრე: ფასი 8 ლარი.
ტყემლის და ატმის საძირეზე დამყნობილი ნონპარელი და მონტერეი: ფასი 10 ლარი.
დეკორატიული მიზნით გინდათ თუ კომერციული მიზნით? თუ კომერციული მიზნით მაშინ დაგჭირდებათ დამმტვერავი. თვითეული მათგანის დამმტვერავი ჯიშებიც გვაქვს.

Posted by: pekineli 30 Jan 2012, 10:27
NIKOZELI
მოკლედ როგორ მინდა იცი გული რომ გამიხაროს აი ეგრე მინდა ჩემს ეზოში ფანჯრების წინ. პლიუს ამას რაღაც ოდენობის მოსავალი რომ მომცეს რომ დავკრიფო და გამიხარდეს smile.gif
და ერთი ხე როდის იძლევა მოსავალს და რამდენ კილოს?

Posted by: MitroxinA 3 Feb 2012, 15:15
NIKOZELI

წელიწადის რა დროს არის რეკომენდებული კაკლის ნერგის გადარგვა? ასევე მაინტერესებს რამე განსაკუთრებული სახის მოვლა ჭირდება ამ ჩანდლერის ჯიშს, თუ დარგავ და ეგაა?

Posted by: lashagiorgi 4 Feb 2012, 00:25
NIKOZELI

მეილი შეამოწმე თუ შეგიძლია.

მადლობა

Posted by: NIKOZELI 5 Feb 2012, 19:13
pekineli,
ნუში მოსხმას იწყებს მე-4-5 წელიწადს და მერვე წელიწადს უკვე ზრდასრული ხეა. ნუშის მაქსიმუმი მსხმოიარობაა 25-30 კგ ძირზე.
* * *
MitroxinA
ყველა ხის გადარგვის ძირითადი პრინციპია მძინარე მდგომარეობაში გადატანა: ნოემბრის ბოლოდან აპრილის დასაწყისამდე.
რაც შეეხება მოვლას, გადარგვამდე საჭიროა დიდი ზომის ორმოს ამოთხრა, ქანების ასარევად, 1 წლით ან რამოდენიმე თვით ადრე. დაავადების გაჩენის შემთხვევაში უნდა მოიწამლოს, ასევე სჭირდება გასხვლა. რაიმე განსაკუთრებული არაფერი სჭირდება, მთავარი მონდომებაა და ყველაფერს მიაღწევთ.

Posted by: QORSATEVELA 17 Feb 2012, 16:29
QUOTE (NIKOZELI @ 27 Jan 2012, 04:08 )
ჩანდლერის ჯიშის კაკლის გაშენება შესაძლებელია თითქმის ყველგან აღმოსავლეთ საქართველოში, სადაც ტემპერატურა არ ეცემა -10-ის ქვემოთ. ტენის მომთხოვნი არ არის, პირიქით, ბევრი ტენი ვნებს. გაშენებისას თუ ნიადაგი მშრალია უნდა დაასხათ 10-12 ლიტრი წყალი ყოველ ძირზე. პირველი წლის ზაფხულში უნდა მორწყოთ ყოველ 2-3 -ე კვირას. მეორე წლიდან ნაკლებად ესაჭიროება წყალი. საძირეები გამოყვანილია საქართველოში, კვირტი და ჩხირი შემოტანილია უცხოეთიდან. 1 ჰექტარზე შენდება 138 ძირი. როგორც წინა პოსტში აღვნიშნე, მე-4 წელიწადს იწყებს მოსხმას, მე-6 წელიწადს ჰექტარზე ისხამს 4 ტონას, მე-8 წელიწადს - 5-6 ტონა. ჩანდლერი გარე ტოტებზე მსხმოიარე ჯიშია. ამიტომ ისხვლება შიდა, ცენტრალური ტოტები და ტოვებენ გარე ტოტებს.

გამარჯობათ,
მაინტერესებს აღნიშნული ჯიშის კაკლის გაშენება თუ არის რეკომენდირებული სამეგრელოში. კერძოდ სენაკი-მარტვილის რაიონში?

Posted by: vaguria 19 Feb 2012, 00:38
NIKOZELI


ფუმიგაციის ჩატარება რას ნიშნავს?

Posted by: iko-iko 19 Feb 2012, 10:01
ბაქტერიციდული, ფუნგიციდური, აკარიციდული, ინსექტიციდური პრეპარატების ორთქლით დამუშავებს. იყენებენ სხვადასხვა კულტურების დასამუშავებლად პარაზიტების საწინააღმდეგოდ, დახურულ შენობებში სადეზინფექციოდ, ფიტოსანიტარული უსაფრთხოების მიზნით შეფუტვების დასამუშავებლად და სხვა ძალიან ბევრ რაღაცაში.

Posted by: anatoreli 5 Mar 2012, 15:02
QUOTE
ჩანდლერის ჯიშის კაკლის გაშენება შესაძლებელია თითქმის ყველგან აღმოსავლეთ


ვინმეს აქვს ეს ჯიში საქართველოში?!

Posted by: NNina 5 Mar 2012, 18:57
QUOTE
4 როგორ ფიქრობთ გაამართლებს საქართველოში ეს ბიზნესი?

შუამავლებიც ჩართე მომხმარებელბში.სხვა შემთხვევაში შანსი არ გაქვს.

და როცა რამეს აკეთებ.წინასწარ უნდა გათვალო რისკები და ხარჯები .
შეგიძლია ფირმები მოძებნო,პარფიუმერულიც კი.ან საერთაშორისო ბაზარზე იფიქრო.ვინმე უცხოურ ფირმას მიყიდი.თუ კარგ ფასს მოგცმენ .

Posted by: geodoc 20 Sep 2012, 15:45
NIKOზELI

სად შეძლება ჩანდლერის ჯიშის კალის ნერგების შეძენა?

წინანწარ დიდი მადლობა

Posted by: vano777711 22 Sep 2012, 13:47
გამარჯობა ყველას. მაინტერესებს რა ღირს ნუშის ნერგი და რამდენ წელიწადში იძლევა მოსავალს და რამდენს, და წელიწადში რა რაოდენობით იმატებს?

Posted by: anamch 14 Oct 2012, 19:13
NIKOZELI
მოკლედ ხელი მოვკიდე საცდელ მეურნეობას..
რამდენიმე ახლობელთან ერთადდ..

ეზოში დგას 10-მდე ალბატ ზალაინ ბებერი კაკლის ხეე.. როგროც შევატყვე ნაყოფი უნდა იყოს ს რულიად უავრგისი,, მიწაზე რაც ყრია ყველაფერი ფუყეა და შავი..

რითი შეიძლება ამ ნაყოფის გამოსწორებაა.. ტუ გადარჩენა არაა.. შანსი არაა ხელი მოვკიდო და მოვჭრაა.. იყოს და იშრილაოს,
მაგრამ ტეხავს თუ ნატყოფი ვერ გამოვასწორეე,,
რითი ვუშველოო?

ეს ვარაუდებია, მე გვიან მივედი ამ ნაკვეთზე და რაც ვნახე იმის მიხედვით ვასკვნი, რომ ჯანმრტელი ნაყოფი არა აქვს?!
ადგილობრივებმაც დამიდასტურეს..

ნუსიც არის , გაველურებული ირგვლივ , ღრონდ საშინლად მწარე!

კაკლის მოვლა მასწავლეთ რაააა?

Posted by: koba1973 14 Oct 2012, 20:02
QUOTE
კაკლის მოვლა მასწავლეთ რაააა?

მადლობელი ვიქნები თუ ვინმე შეგვეხმიანება

Posted by: reviltd 29 Mar 2013, 11:17
ნიკოლეზის საკონტაქტო ტელეფონი ხომ არ იცით ვინმემ?

Posted by: vaguria 29 Mar 2013, 14:22
გთხოვთ მეც შემატყობინოთ ნიკოლეზის ტელ ნომერი, სანამ მარტია მინდა მოვასწრო ნერგების ყიდვა და დარგვა.

Posted by: vazha11 17 Apr 2013, 20:46
anatoreli

მაილზე ვერ ვუკავშირდები და თქვენ თუ მოგცათ ნიქოზელმა საკონტაქტო ინფორმაცია ?
* * *

ვინმეს თუ გაქვთ NIKOZELI -ის საკონტაქტო ინფორმაცია თუ შეიძლება მომწერეთ რა. ყურადღებისთვის წინასწარ გიხდით მადლობას.

Posted by: lex83 27 Apr 2013, 20:20
თუ იცით ნუში რამდნი მოდის ერთ ჰექტარზე?

Posted by: F][SO 17 Sep 2013, 17:06
მოგესალმებით ყველას, ესეთი სასწრაფო ხასიათის კითხვა მაქვს, მწარე ნუშის ჩამბარებელი საწარმოები ან წერტილები თუ იცი თდა საკონტაქტო ინფოც თუ გაქვთ დამავალებთ თუ მომაწვდით. უღრმესი მადლობა წინასწარ!

Posted by: GEORGIA007 18 Sep 2013, 08:23
NIKOZELI
QUOTE
ახლა რაც შეეხება კაკალს (კაკალს და არა პეკანს). ჩვენს ქვეყანაში სჯობია ჩანდლერის ჯიშის მოშენება

რა ჯდება ?

Posted by: General Discussion 21 Apr 2016, 23:41
NIKOZELI
გამარჯობათ, დიდი ხანია ეს თემა მიძინებულია, აქ აღარავინ შემოდის, თუმცა ძალიან სასარგებლო თემაა, ნუში ყველა პერსპექტიული და შემოსავლიანია,
როგორც ვხვდები თქვენ თავად ბ-ნი გიორგი ართ, თუ ისევ აქტიურობთ გამოვეხმაურეთ აქ მყოფებს, პირადად მე რამდენიმე კითხვა მაქვს, რამდენიმე ძირი ჩანდლერი და ნუში მაქვს თქვენგან აღებული....

Posted by: GiorgiG83 19 Jul 2016, 16:04
წამოსაწევია ეს თემაც, მრჩეველიც კვალიფიციურია

Posted by: gia1970 19 Jul 2016, 22:18
ნუშის მოსავალს სად ასაღებთ ვისაც გაქვთ?

Posted by: Almonds 1 Aug 2016, 17:08
QUOTE (gia1970 @ 19 Jul 2016, 22:18 )
ნუშის მოსავალს სად ასაღებთ ვისაც გაქვთ?

გამარჯობა, მაინტერესებს ტკბილი ნუშისა და მწარე ნუშის მოსავლის შეძენა, ნაჭუჭით ან ნაჭუჭის გარეშე. მომწერეთ i.arjevanidze@gmail.com

Posted by: basa1 2 Aug 2016, 13:42
გამარჯობათ,,
მაინტერესებს
ნუში დარგვა რა პრინციპით ხდება: ირგვება ერთი ჯიში და თვითონ მტვერავს თავის თავს, თუ განსხვავებული ჯიშიც უნდა დარგო რომ კარგად დაიმტვეროს


Posted by: Jedi Warrior 10 Aug 2016, 14:27
QUOTE (basa1 @ 2 Aug 2016, 13:42 )
გამარჯობათ,,
მაინტერესებს
ნუში დარგვა რა პრინციპით ხდება: ირგვება ერთი ჯიში და თვითონ მტვერავს თავის თავს, თუ განსხვავებული ჯიშიც უნდა დარგო რომ კარგად დაიმტვეროს

განსხვავებული ჯიშიც უნდა, თუ არ ვცდები ყოველი მეხუთე რიგი უნდა იყოს სხვა.
* * *
თუ გაქვთ ინფორმაცია რა ფასად შეიძლება ნუშის გაყიდვა (რაოდენობაში , ვთქვათ 5-6ტ) საქართველოში ? სუპერმარკეტებში კი აქვს გარჩეულს ძალიან მაღალი ფასი და სავარაუდოდ იმპორტირებულია. თხილზე მეტი ფასი ექნება თუ არა?

Posted by: basa1 18 Aug 2016, 11:21
მადლობა..

ჩემი დაკვირვებით თხილზე ყოველთვის ძვირი ღირს ნუში, რაც შეეხება გასაღების ბაზარს არვიცი.. საინტერესოა თუ ვინმე იბარებს
* * *
QUOTE (Jedi Warrior @ 10 Aug 2016, 14:27 )
QUOTE (basa1 @ 2 Aug 2016, 13:42 )
გამარჯობათ,,
მაინტერესებს
ნუში დარგვა რა პრინციპით ხდება:  ირგვება ერთი ჯიში და თვითონ მტვერავს თავის თავს, თუ განსხვავებული ჯიშიც უნდა დარგო რომ კარგად დაიმტვეროს

განსხვავებული ჯიშიც უნდა, თუ არ ვცდები ყოველი მეხუთე რიგი უნდა იყოს სხვა.
* * *
თუ გაქვთ ინფორმაცია რა ფასად შეიძლება ნუშის გაყიდვა (რაოდენობაში , ვთქვათ 5-6ტ) საქართველოში ? სუპერმარკეტებში კი აქვს გარჩეულს ძალიან მაღალი ფასი და სავარაუდოდ იმპორტირებულია. თხილზე მეტი ფასი ექნება თუ არა?

თქვენ გაქვთ ნუში გასაყიდად? თქვენი მოსავალია თუ აგროვებთ?

Posted by: verski 5 Sep 2016, 00:59
ნუშის ბაღთან დაკავშირებით ვინ გამომეხმაურებით 5ჰ ვიწყებ გაშენებას და ყველას აზრი მაიტერესებს ან ვინმეს თუ გაქვთ გაშენებული სადმე ან თუ სადმე გეგულებათ კარგი ნერგებ საქართველოში ? იკნებ აქ უფრო ბევრი გავიგო ვიდრე აგრონომებთან რომლებმაც ყველაფერი იციან რაცარუნდა კითხო biggrin.gif

Posted by: 365 11 Sep 2016, 21:57
verski
კარგი საქმისთვის მოგიკიდია ხელი, დღეს კარფურში 1 კილო ნუში 46 ლარი ღირდა

Posted by: vano22 12 Sep 2016, 10:24
verski ნიქოზში და კოდაში ვიცი რო ნამდვილად კარგი ნერგები აქვთ და სხვაგანაც აქვთ ბევრს. სად აპირებ გაშენებას? ნუში მიუხედავად იმისა რო ტყემლისებრთაა მაგარი სათუთი ხეა და კი ყველგან გაიზდება ტყემალივით მაგრამ პირობები თუ ზუსტად არ შეესაბამება მის მოთხოვნებს არ დაისხავს.

კიდე გასაღების ბაზარი შეისწავლე ოფტავოი ალვნის პლანტაცია 8 ლარად ყიდდა სახლის ნუში ახმეტის ბაზარზე ქონდათ და 5 ლარად ყიდდნენ. 5 ჰა ს მოსავალს ბაზარზე ვერ გაყიდი. ალიბაბა თი ან მაიმარკეტით კი ნახავ მყიდველს მთავარია დაასხმევინო. ჯპს კორდინატები დადე და ვნახავთ სად რგავ ასე უფრო მეტ ინფოს მოგცემთ

Posted by: Did_Giorgi 12 Sep 2016, 10:42
verski
წარმატებები!
კარგი საქმისთვის მოგიკიდია ხელი

Posted by: basa1 20 Oct 2016, 10:54
ნერგები გამომყავს ჩემთვის.. აგვისტოში მწარე ძირებზე კვირტით დავანამყენე,, მომავალი წლის შემოდგომაზე მინდა გადავრგა, და თუ შეგიძლიათ მირჩიოთ რა ღონისძიებები უნდა ჩავატარო..
პ.ს სადაც ვაპირებ ძირების გადატანას ხომ არ ჯობია ამ შემოდგომით მოხვნა თუ გაზაფხულზე ჯობია?
და კიდევ რამე მირჩიეთ პრაქტიკული კუთხით... პპ.ს აგრონომები ტვინს მირევენ
მადლობა

Posted by: koba4470 6 Nov 2016, 00:05
ღობის გასაკეთებლად აკაციის ბოძებს და ეკლიან მავთულს სად ყიდიან და რა ფასად, ვერ მიმასწავლით?

Posted by: jjj 6 Nov 2016, 23:43
basa1
ალბათ მაინც შემოდგომაზე ჯობია მოხვნა, მაგრამ ჯობია აგრონომს დაუჯერო smile.gif

koba4470
ეკლიან მავთულს ელიავაზე იშოვი, აკაციის ბოძების შოვნა mymarket-ზე დაძებნე.

Posted by: basa1 8 Nov 2016, 10:59
მცენარეებს შორის დაშორება რამხელა უნდა იყოს?

Posted by: koba4470 21 Nov 2016, 17:05
QUOTE (basa1 @ 8 Nov 2016, 10:59 )
მცენარეებს შორის დაშორება რამხელა უნდა იყოს?

5 მეტრი რიგში, რიგთაშორის 6 მეტრი

Posted by: jjj 9 Mar 2017, 18:44
ამოვწიოთ ეს თემა, გააშენა ვინმემ ნუში?

Posted by: General Discussion 2 Apr 2017, 01:27
jjj
QUOTE
გააშენა ვინმემ ნუში?

მე შარშან ავიღე ნიქოზის სანერგეში ჩანდლერთან ერთად საცდელად 3 ძირი, ტყემლის საძირეზე დამყნილი.
მარტის ბოლოს გვიანმა ყინვამ დაჩაგრა, გადავსხალი, 2 გახმა 1 გადარჩა ამ ერთმა წელს 17 ყვავილი გამოიღო, რა თქმა უნდა შევაცალე 4-5 დავტოვე.
წელსაც შევხედავ, თუ იყოჩაღა გაისად უკვე მაგას გავაეშენებ.
ეს თემა ნამდვილად ამოსაწევია,

Posted by: koba4470 2 Jun 2017, 15:18
მე გავაშენე წელს, მარტში. 85%-მა გაიხარა, დანარჩენებს შემოდგომაზე ჩავანაცვლებთ. ზაფხულში დავამყნობთ. დანარჩენი ვნახოთ.
* * *
ვისაც გაქვთ ნუშის ბაღი გააქტიურდით, გავუზიაროთ ერთმანეთს ინფორმაცია.

Posted by: vano22 2 Jun 2017, 15:50
koba4470
ნერგი სად იყიდე? 85% ძალიან ცუდი შედეგია მითუმეტეს ზაფხული წინაა

Posted by: koba4470 2 Jun 2017, 16:05
vano22
მჭედლიძესთან ნიქოზში. ეხლა ბიოსასუქები მაინტერესებს, რომ ჯანმრთელად ვამყოფო.

Posted by: GunsN 2 Jun 2017, 16:11
koba4470
როგორ ყიდის?

Posted by: koba4470 2 Jun 2017, 16:15
ყიდის 6 ლარად.

არ მგონია ცუდი შედეგი იყოს, ეს ჯერ საძირეა, ამაზე დაემყნობა კალიფორნიული ჯიშები, როგორც მითხრა ადგილზე დამყნობა ბევრად უკეთესია იმუნიტეტისთვის, ვიდრე დამყნობილის ყიდვა, მაშინ სტრესი აქვს ნერგს და იმუნიტეტიც უფრო სუსტი წვეთოვანიც მაქვს და შევაშველებთ, ხოლო შემოდგომაზე რომელიც ვერ გაიხარებს, იმათ გიორგი შემიცვლის დამყნობილით.
საგარეჯოში გვაქვს ბაღი.
* * *

vano22
შენი პოსტები წავიკითხე კაკლების თემაში, ბლექჯეკით კმაყოფილი ხარ როგორც მივხვდი, კონკრეტულად რითი ხვდები რომ ეფექტურია? და კიდევ რომელ ბიო სასუქს მირჩევდი? დღეს კოსტაროვს შევხვდი და ამ ეტაპზე ბლექჯეკი და ტერასორბ-კომპლექსი მირჩია. თან ბლექჯეკზე მითხრა რომ წვეთოვნით ჰექტარს 1 ლიტრიც ეყოფაო.

Posted by: vano22 2 Jun 2017, 18:41
koba4470
აბა შენ რა დარგე ტყემლები? ვერ მივხვდი კარგადsmile.gif.

მაგ კოსტაროვს უთხარი ბაქტოფერტი გაზაფხულს აქეთ რატო არ დაიშალაო და ქერში და თხილში არანაირი ეფექტი არ გამოავლინაო გავატყვრე ჰაერში 700 ლარი ისევ გვარჯილა შემეტანა ათასჯერ ჯობდა.


ბლეკ ჯეკს ინსტრუქციაში 2 ლიტრი უწერია შესხურებაზე..

მე დოზებს სულ ცოტა 5 ჯერ გადავაჭარბე და ამ დოზირებით ძალიან კმაყოფილი ვარ როგორც მცენარის ვიზუალური მდგომარეობით ასევე ზრდის ტემპით და რაც მთავარია არანაირი დაავადება არ შეხვედრიათ წელს.


შენ გათვლა და მომავალი გეგმები თუ ფინანსურ მოგებაზე გაქ ორიენტირებული მაშინ ბიო სასუქები ვერაა საუკეთესო გამოსავალი. ნაკელი N1 ბიო სასუქია და ფოთლიდან ბლეკ ჯეკი იძლევა კარგ შედეგს. ფასის თანაფარდობით კი ბიო სასუქები ბევრად ძვირი ჯდება ვიდრე მინერალური სასუქები და ეფექტი აშკარად მინერალურების ჯობია

Posted by: jjj 2 Jun 2017, 23:27
QUOTE (koba4470 @ 2 Jun 2017, 12:15 )
დღეს კოსტაროვს შევხვდი და ამ ეტაპზე ბლექჯეკი და ტერასორბ-კომპლექსი მირჩია. თან ბლექჯეკზე მითხრა რომ წვეთოვნით ჰექტარს 1 ლიტრიც ეყოფაო.

ისე ჩემთვის გაუგებარია, რას ნიშნავს დოზირება ჰექტრის მიხედვით, ძირს რამდენი ჭირდება მაგ დოზას უნდა ამბობდნენ, თორემ ჰექტარზე შეიძლება 200 ნერგიც იყოს დარგული და 300-იც...

Posted by: vano22 3 Jun 2017, 01:02
რას იტყვიან როცა თვითონაც არ იციან. რეალურად რა დოზამაც ეფექტი მომცა 1-3 წლამდე ნერგში ჯდება თითო მორწყვა 1 ნერგზე 2 ლარი.. რომ თქვან 1 ჰა თხილს 1200 ლარის ბლეკ ჯეკი დაასხითო დაასხავს ვინმე? არც არავინ. აქ დავდე ადრე ბლეკ ჯეკის ინსტრუქციის ფოტო და მოვძებნი იქნებ კიდე ვიპოვო

Posted by: koba4470 3 Jun 2017, 11:42
vano22
ბაქტოფერტზე მითხრა რომ ის ეფექტურია თუ გვიან შემოდგომაზე შეიტანო, თან ან დილით ან გვიან საღამოს რომ სხივი არ მოხვდეს და წვიმიანი ამინდი ყველას ჯობიაო, წვიმა ჩაიტანს ნიადაგშიო. დანარჩენ დროს შეიძლება ეფექტი არ მოგცესო.
მე დავრგე ქართული ნუშის საძირეები, ეგ ყველაზე გამძლე საძირეა, 1 თვეში 10-15 სანტიმეტრით გაიზარდა და პატარა ხეებივითაა, დავამოკლეთ, და 6-7 ტოტი გამოიღო, ეხლა მიწევს გასხვლა რომ მხოლოდ ერთი ტოტი დავოტოვო ფესვი და ღერო რომ გამაგრდეს. შემდეგ ამაზე კვირტით დაემყნობა კალიფორნიული ჯიში.
კომერციული მიზნით ვაკეთებ რათქმაუნდა. რაც გავიკითხე ფასები, დიდი განსხვავება ბიო და მინერალს შორის არ არის ფასში, ამიტომ ნებისმიერ შემთხვევაში მირჩევნია ბიოს მივაწვე, მთავარი პრობლემა მაინც ისაა რომ ხეხილში ბიოს გამოყენების და შედეგის მაგალითები ჩვენში არ არის მაინც.
ბლექჯეკი მირჩიეს წვეთოვანით გაშვება. 1 ლიტრიც იმიტომ მითხრა რომ ჯერ პატარაა ნერგი და მეტი არ დასჭირდებაო. ტყუილის თქმა რომ ნდომოდა მას მეტყოდა 2 ლიტრი გაუშვიო ხო? მეტს ხომ გაყიდდა?
jjj
ჰექტარი პირობითი ნატქვამია, ჩვენ ვიანგარიშეთ რომ ჰექტარზე რამდენი ძირია, ერთ წვეთოვან მორწყვაზე რამდენი წყალი უნდა მიეწოდოს და რამდენი ბლექჯეკი უნდა შეზავდეს. ანუ ჰექტარზე 2-3 თვის ნერგისთვის 1 ლიტრი საკმარისი იქნება. თან მე პირველ რიგში მინდა ნელ-ნელა PH დავწიო ნეიტრალურამდე 2-3 წლის განმავლობაში და ბლექჯეკს აქვს ეგ კომპონენტიც. ბლექჯეკი ძვირია რათქმაუნდა, მაგრამ მე მიღირს ბიო პროდუქტის მიღებისთვის, პო ბიზნესუ როგორც იტყვიან. მთავარია შედეგი მომცეს ამ პრეპარატმა.
* * *
ნაკელი ნერგთან როგორ შევიტანო? დარგვამდე ორმოში გავუშვი და ეხლა დარგულთან როგორ მივახმარო პრაქტიკულად?

Posted by: vano22 3 Jun 2017, 12:12
koba4470 თუ გაზაფხულზე შეტანას აზრი არ ქონდა აბა რაღას უწევდნენ რეკომენდაციას. სათესით შევიტანე და წვიმებიც ბლომად იყო მას მერე. კოსტაროვმა კიდე საფერავიტვ ში ერთ ას ჰექტარ ამოსულ ყანას მოაფრქვია მაღლიდან გვარჯილის მომყრელი ტრაქტორით და ასე უნდაო და მაღლიდან მოფრქვევით არც მიწაში ჩადის და მზეც პირდაპირ აცხუნებს.


რომელ რაიონში გაქ ნაკვეთი? ღია გრუნტში ნუშის ნამყენს რამდენი % აქ გახარების ალბათობა?

Posted by: koba4470 3 Jun 2017, 14:39

vano22
საგარეჯოში,
მოკლედ ნამყენის გადარგვისას მეტია რისკი რომ არ გაიხაროს, ვინაიდან ნერგი ღებულობს სტრესს, რისგანაც შეიძლება დაიღუპოს, ან თუ გადარჩა იმუნიტეტი უფრო სუსტი შეიძლება ქონდეს დაავადებების მიმართ.
რაც შეეხება ღია გრუნტში დამყნობას, როგორც მითხრეს 95% გაიხარებს, ანუ ჩემებზეა საუბარი. ეს უფრო ნაკლებ რისკიანია, ვინაიდან ფესვი და ღერო უკვე მოძლიერებულია. მჭედლიძესაც თავისთან სულ ღია გრუნტზე აქვს დამყნობილი. როგორც მან და სხვებმა ამიხსნეს 40-50%-ით უფრო ძლიერია ნერგი რომელიც ღია გრუნტზეა დამყნობილი და მერე არ საჭიროებს გადარგვას, ვიდრე დამყნობილი და შემდეგ გადარგული, იმიტომ რომ ის გადარგვისას განიცდის სტრესს.
თან ნუში მაგარი ჯიუტია, ენდემურია საქართველოში, ცუდ პირობებშიც შეუძლია გამოძვრეს. მთავარია 2-3 წელი მუდმივად სხვლა, რომ მთელი ენერგია წავიდეს ფესვებში და ღეროში. დარგვისას 85%-მა რომ გაიხარა ეს კარგი შედეგია მაინც.

Posted by: vano22 3 Jun 2017, 17:31
koba4470
წარმატებები საგარეჯოში მართლა კარგი კლიმატია ნუშისთვის ალვნის პლანტაციაშიც ნუშებს უფრო კარგად ესხა ვიდრე კაკლებს.

რა თქმა უნდა ფესვ გამდგარ და მოძლიერებულ საძირეს ბევრად კარგად შეუძლია ნამყენის გამოკვება უბრალოდ ბევრ შრომას და ცოდნას მოითხოვს მასეთი წესით გაშენება და ბევრისთვის არაა ხელმისაწვდომი საკმარი ფინანსების და კვალიფიციური კადრების მოძიება.

Posted by: koba4470 4 Jun 2017, 01:44
ვის რამდენი უჯდება ან ნუშის ან კაკლის 1 ჰექტარზე გაშენება სრულად? თავისი ღობით, წვეთოვანით, და საერთოდ სრულიად მოწყობილი ბაღით?

Posted by: didi bege 15 Jun 2017, 13:11
ნუშს სად იბარებენ ხო არ იცით და რამდენად

Posted by: basa1 24 Aug 2017, 15:19
მოიქოქა თემა? თუ სულს ღაფავს,,
ამ შემოდგომით ვაპირებ ნერგების გადარგვას,, და რას მირჩევთ
1.ჩიზელით გავაღრმავო მიწა თუ (ეხლა მოხნული მაქვს) ჩვეულებრივი გუთანიც საკმარისია 20-25 სმ
2.გადარგვისდროს სასუქი გამოვიყენო? თუ კი რა სასუქი, და დაახლოებით რა დოზირებით,, ფესვებში ჩავაყარო თუ შორიახლოს მივუყარო? (დაწვის რისკი არის?)
3. დარგვიდან მომენტალურად უნდა მოვრწყა თუ გაუძლებს მაგალითისთვის 2 კვირიან უწყლობას?
4, თაგვის საშიშროება თუ არის,, ჭამს ფესვებს? თუ კი, როგორ მოვიგერიო?

კაი იქნება ამოიქოქოს თემა ცოტა რომ გავუზიაროთ გამოცდილება
* * *
QUOTE (koba4470 @ 2 Jun 2017, 15:18 )
მე გავაშენე წელს, მარტში. 85%-მა გაიხარა, დანარჩენებს შემოდგომაზე ჩავანაცვლებთ. ზაფხულში დავამყნობთ. დანარჩენი ვნახოთ. 
* * *
ვისაც გაქვთ ნუშის ბაღი გააქტიურდით, გავუზიაროთ ერთმანეთს ინფორმაცია.


კობა, როგორ გაიარე ზაფხული??
თითო ნერგი ჩადე, თუ ორ ორი?

რწყავდი?

Posted by: jjj 24 Aug 2017, 17:29
1. რეკომენდირებულია პლანტაჟით მოხვნა, მინიმუმ 40 სმ.
2. საუკეთესო ვარიანტია გადამწვარ ნაკელთან და ცოტა ლამთან ერთად არეული მიწა. დოზები დააზუსტე, ზუსტად არ მახსოვს...
3. ეგრევე უნდა მორწყა, დაახლოებით 2 ვედრო წყალი უნდა, თუნდაც წვიმდეს მაინც უნდა, მაგას ის დატვირთვაც აქვს რომ მიწა კარგად დაჯდეს და ჰაერი გამოდევნოს.
4. გააჩნია რა ნერგებია, საერთოდ ყველა ნორმალური სანერგე მწარე საძირეზე ამყნობს და შესაბამისად თაგვი არ ჭამს, მაგრამ მაინც ცუდი რამეა ეს თაგვები, ჩემთან მაგალითად ღეროები დააზიანეს ზამთარში. სოროებში წამლის დაყრა უნდა, მაგრამ თაგვებთან ბრძოლა არ არის ადვილი რადგან მეზობელ ნაკვეთებშიც უნდა ებრძოლონ, სხვა შემთხევაში შენ რომც გაანადგურო შენს ნაკვეთზე უცებ გადმოვა მეზობლისგან.

Posted by: SoSeLa 26 Aug 2017, 23:15
გამარჯობათ, სად შეიძლება რომ ვნახო ნუშის ჯიშებზე ინფორმაცია, თუ რომელი როგორი მოსავლიანია.
მადლობა წინასწარ!

Posted by: vano22 27 Aug 2017, 15:11
SoSeLa გაუ. სად დაგვეკარგე მთელი წელი რომ არ ჩანდი? როგორ მიდის ბიზნესის საქმე?

Posted by: SoSeLa 27 Aug 2017, 16:08
vano22
ვაა, როგორ გიკითხოთ ბატონო ჩემო? wink.gif , რავი საქმეები როგორ გითხრა ზოგი კარგად ზოგი ცუდად biggrin.gif , თხილმა მიღალატა წელს sad.gif თავად რას შვები?

Posted by: vano22 27 Aug 2017, 22:24
SoSeLa

წელს არც მე გამიმართლა თითქმის ყველა საქმიდან გამიჭირდა ჩადებული თანხის ამოღება.. ხანდახან ვფიქრობ ავიკრა ბარგი და წავიდე აქედან, რასაც აქ ვწვალობ ამის მეათედი სხვაგან რომ ვიმუშავო ათ ამდენს გადამიხდიან მაგრამ ჯერ კიდევ მოვიცდი 3-4 წელი და თუ რამე სერიოზული პერსპექტივა არ გამოჩნდა ამ დროში მეტ დროს ნამდვილად აღარ დავკარგავ აქ.

Posted by: SoSeLa 29 Aug 2017, 16:31
vano22
არადა ოქროს ხანაა ეხლა, ათასი რამის გაკეთება შეიძლება ბევრად იაფად, მაგრამ ფული არაა biggrin.gif ბიოლოგიურად სუფთა და მოთხოვნადი პროდუქცი როგორიცაა ნუში და ა.შ.
ხელი არ ჩაიქნიო ბოლომდე იბრძოლე, უფლის მადლით გამოგივა ყველაფერი )))

Posted by: 365 24 Oct 2017, 17:34
vano22
SoSeLa
jjj
basa1
ძალიან გთხოვთ დამაკვალიანეთ, ორი ნუშის ხის დარგვა მინდა, ერთი "კარმელის" ჯიშის და მეორე "ნონპარელი მონტარეი", ეზოში, სახლისთვის. და ეს ორი განსხვავებული ჯიში ერთმანეთის დამტვერვისთვის გამოდგება?
საკმაოდ დილეტანტი ვარ ამ სფეროში და გთხოვთ მითხრათ.
თქვენ თუ სხვა უკეთესი ჯიშს მირჩევთ გავითვალისწინებ

Posted by: sharingi117 15 Jan 2018, 17:10
გამარჯობათ ნუშის კაკალი თუ იყიდება საჭმელად ამბობენ მარგებელიაო და სად იყიდება ამას ვერ მივაკვლიე

Posted by: Votren 16 Jan 2018, 11:58
sharingi117
QUOTE
გამარჯობათ ნუშის კაკალი თუ იყიდება საჭმელად ამბობენ მარგებელიაო და სად იყიდება ამას ვერ მივაკვლიე


ბაზარზში მიყიდია მე მაგალითად, ბორჯომის "ვაგზალს" რომ ეძახიან, რკინიგზის სადგურის მახლობლად

Posted by: koba1973 16 Jan 2018, 12:53
sharingi117
ისთ პოინთის კარფურში ვნახე რამდენჯერმე, ოღონდ ძვირად. კილოგრამი 42-45 ლარი როგორც მახსოვს.

Posted by: Lemshveniera 16 Jan 2018, 23:32
QUOTE (SoSeLa @ 26 Aug 2017, 23:15 )
გამარჯობათ, სად შეიძლება რომ ვნახო ნუშის ჯიშებზე ინფორმაცია, თუ რომელი როგორი მოსავლიანია.
მადლობა წინასწარ!

ეს საიტი ნახეთ http://www.almonds.com/growers/resources/crop-forecasts/tc-position-reports
მთლიანად ნუშს ეძღვნება.

ნუში რატომ არაა პოპულარული საქართველოში, ვერ ვხვდები.
ვაზზე ნაკლები შრომა ხომ მაინც სჭირდება? თან კლიმატიც სანუშეა აღმოსავლეთ საქართველოში.
ფასით ხომ ბევრად ძვირია ნუში, ვიდრე ყურძენი.
ვერ ვხვდები, რატომ არ უნდა იყოს მენუშეობა საქართველოში განვითარებული.

Posted by: user8855 15 Mar 2018, 21:21
ვინმეს შეუძლია მოკლე აღწერა გააქეტოს რა ფინანსურ ხარჯებთან არის დაკავშირებული ნუშის ბიზნესი..
და რამდენად ღირს მაგ ბიზნესის დაწყება ნულიდან

Posted by: illmatic 15 Mar 2018, 22:11
კურკოდან ამოსული ნუში ივარგებს თუ აუცილებელია გამოყვანილი იყოს?

Posted by: chao kakao 6 Apr 2018, 18:16
აპ...............................

Posted by: Zmuzu 23 Apr 2018, 10:00
Lemshveniera
QUOTE
ნუში რატომ არაა პოპულარული საქართველოში, ვერ ვხვდები.
ვაზზე ნაკლები შრომა ხომ მაინც სჭირდება? თან კლიმატიც სანუშეა აღმოსავლეთ საქართველოში.
ფასით ხომ ბევრად ძვირია ნუში, ვიდრე ყურძენი.
ვერ ვხვდები, რატომ არ უნდა იყოს მენუშეობა საქართველოში განვითარებული.

ვაზის ნერგი 2.5 ლარი ღირს, ნუშის 10

Posted by: moonlight 26 Apr 2018, 03:44
QUOTE

QUOTE
ნუში რატომ არაა პოპულარული საქართველოში, ვერ ვხვდები.
ვაზზე ნაკლები შრომა ხომ მაინც სჭირდება? თან კლიმატიც სანუშეა აღმოსავლეთ საქართველოში.
ფასით ხომ ბევრად ძვირია ნუში, ვიდრე ყურძენი.
ვერ ვხვდები, რატომ არ უნდა იყოს მენუშეობა საქართველოში განვითარებული.

ვაზის ნერგი 2.5 ლარი ღირს, ნუშის 10

ერთი ხე ისხამს 1-2 კგს ერთი ძირი ვაზი 4-5 ს

Posted by: ladusha2 26 Apr 2018, 14:17
moonlight
Zmuzu

მაგრამ ფასი შეადარეთ , რა ფასი აქსვ 1 კგ ნუშს და 1 კგ ყურძენს !

Posted by: Lemshveniera 4 May 2018, 19:19
QUOTE (ladusha2 @ 26 Apr 2018, 14:17 )
moonlight
Zmuzu

მაგრამ ფასი შეადარეთ , რა ფასი აქსვ 1 კგ ნუშს და 1 კგ ყურძენს !

yes.gif
რა თქმა უნდა! არ ესმის ამ ხალხს ამდენი!
პლიუს ამას, ნუში გვალვას კარგად უძლებს.
მოთხოვნილება მსოფლიო ბაზარზე წლიდან წლამდე იზრდება
შეწამვლა არ უნდა, ვაზისგან განსხვავებით, არც თან გადაყოლა და წვალება.
უბრალოდ უნდა ისეთი კლიმატი, სადაც ბევრი მზეა. კახეთი იდეალური იქნებოდა ნუშისთვის.
რას ჩააცივდა ეს ხალხი ყურძენს?

როგორც დასავლეთში გახდა თხილი მომგებიანი, ისე უნდა გახდეს აღმოსავლეთში ნუში.
მერე ჩამოვა შოკოლადის მწარმოებელი კომპანია და დაიტაცებს ქართულ ნუშს. yes.gif
ღვინოს არ დაიტაცებს არავინ. ღვინით გაჯერებულია მსოფლიო ბაზარი.

Posted by: Zmuzu 1 Jun 2018, 18:00
ხომ არ გაიაფებულა ნუშის ნერგი?...........................................................

Posted by: abes777 2 Nov 2019, 01:53
რომელი ჯიშის ნუში გამოგიცდიათ? ბერტინა ჯობია თუ სუპერნოვა. ან სხვა რომელია უკეთესი, რომელიც გვიანურაა რომ არ გაყინოს.

Posted by: თორნიკე- 3 Nov 2019, 15:58
კაკალზე ვიცი და ნუშის აზრზეარავარ . vis.gif vis.gif

Posted by: koba1973 4 Nov 2019, 07:54
QUOTE
რა თქმა უნდა! არ ესმის ამ ხალხს ამდენი!
პლიუს ამას, ნუში გვალვას კარგად უძლებს.
მოთხოვნილება მსოფლიო ბაზარზე წლიდან წლამდე იზრდება
შეწამვლა არ უნდა, ვაზისგან განსხვავებით, არც თან გადაყოლა და წვალება.

გასხვლაც უნდა, შეწამვლაც, მორწყვაც და ქარისგან დაცვაც. კიდევ ათასი სხვა რამ.

user posted image

user posted image

20 ჰექტარი შარშანდელი ნარგავი + 20 ჰექტარს წელს რგავენ შორს შავად რომ ჩანს იქ.
ცოტა მოვლა ნამდვილად არ უნდა.
* * *
რიგებში იონჯა თესია. თიბავენ და შიგვე ტოვებენ. ნიადაგს აზოტით ამდიდრებსო.

Posted by: abes777 4 Nov 2019, 08:12
koba1973
რომელი ნერგებია? ეხლა უნდა ჩავყარო და თუ რამე ინფორმაცია გაქვს, მნიშვნელოვანი იქნება ჩემთვის.

Posted by: koba1973 4 Nov 2019, 08:41
abes777
სამწუხაროდ არ ვიცი. უცხოეთიდან შემოიტანეს. მფლობელიც უცხოელია.

Posted by: abes777 4 Nov 2019, 08:47
koba1973
საკონტაქტო ხომ არ გაქვს რომ დავურეკო, ან სად არიან ადგილზე მივიდე..

Posted by: koba1973 4 Nov 2019, 09:21
abes777
ადგილი რა თქმა უნდა ვიცი სადაცაა. სიღნაღის რაიონი, სოფ. ბოდბის ტერიტორიაა. ნაბამბრებს ეძახიან მაგ ადგილებს. საკონტაკტო იმ უცხოელის რა თქმა უნდა არა მაქვს, ადგილობრივის კი ვინც მაგათთან მუშაობს შემიძლია გავიგო ალბათ.

Posted by: levani169 4 Nov 2019, 10:29
QUOTE
ხომ არ გაიაფებულა ნუშის ნერგი?.

ნუშის ნერგის გამოყვანა რა საძირეზე ხდება ხომ არ იცით ვინმემ............ტყემალი და კურკოვნები გამოდგება ნეტავ?

Posted by: koba1973 4 Nov 2019, 15:19
levani169
მწარე ნუშის საძირეს იყენებენ.

Posted by: levani169 4 Nov 2019, 17:45
QUOTE (koba1973 @ 4 Nov 2019, 15:19 )
levani169
მწარე ნუშის საძირეს იყენებენ.

სადაა მწარე ნუში,სად ვიშოვი?

Posted by: koba1973 4 Nov 2019, 18:49
ადრე ქარსაცავი ზოლები იყო და იქ იდგა. მერე გაჩეხა ხალხმა. სანერგე მეურნეობებში ექნებათ ალბათ.
* * *
მოვიკითხავ იქნებ სადმე შემორჩა. თუ ქონდა ვინმეს გამმოვართმევ, თუმცა იმედი არა მაქვს.
* * *
levani169
სანერგეებში ნუშს, ძირითადად, ამრავლებენ მყნობით, რისთვისაც იყენებენ თესლიდან აღზრდილ საძირეს. ნიადაგის სხვადასხვა პირობის მიხედვით, საძირედ იყენებენ კურკოვნებს – ატამს, გარგარს, ქლიავს, ტყემალს და თვით ნუშის სხვადასხვა სახეობას, მაგრამ ყველაზე ხშირად მაინც იყენებენ ატამს, რომელიც კარგად იტანს ტენის ნაკლებობასაც და ხანმოკლე სიჭარბესაც, ნამყენს ზრდის ნაგალას, მაგრამ სიცოცხლის მოკლე ხანგრძლივობა ახასიათებს.

https://agrokavkaz.ge/dargebi/mebageoba/nushi-nushis-movla-moqhvana-da-teqnologiuri-ruka.html

Posted by: levani169 4 Nov 2019, 19:23
koba1973
QUOTE
სანერგეებში ნუშს, ძირითადად, ამრავლებენ მყნობით, რისთვისაც იყენებენ თესლიდან აღზრდილ საძირეს. ნიადაგის სხვადასხვა პირობის მიხედვით, საძირედ იყენებენ კურკოვნებს – ატამს, გარგარს, ქლიავს, ტყემალს და თვით ნუშის სხვადასხვა სახეობას, მაგრამ ყველაზე ხშირად მაინც იყენებენ ატამს, რომელიც კარგად იტანს ტენის ნაკლებობასაც და ხანმოკლე სიჭარბესაც, ნამყენს ზრდის ნაგალას, მაგრამ სიცოცხლის მოკლე ხანგრძლივობა ახასიათებს.

ეგ მაინტერესებდა ანუ შემიძლია კურკოვნებზეც დავამყნო რაც ძალიან კარგია და ხელმისაწვდომს ხდის ჩემთვის.
სერიოზულად მივუდექი მენამყენეობას,პროფესიად ავირჩიე,ასე რომ განახლება პრობლემა არ იქნება.

Posted by: abes777 4 Nov 2019, 19:43
QUOTE (koba1973 @ 4 Nov 2019, 09:21 )
ადგილობრივის კი ვინც მაგათთან მუშაობს შემიძლია გავიგო ალბათ.

თუ ძალიან არ შეგაწუხებ, დიდად გამომადგება საკონტაქტო.

Posted by: koba1973 5 Nov 2019, 08:27
abes777
კარგი.
როგორც მოვხვდები მანდ გამოვართმევ ნომერს. არა მგონია კონსულტაციაზე უარი გითხრან.

Posted by: levani169 27 Nov 2019, 22:23
ტყემლის საძირეები ხომ არ გეგულებათ ვინმესთან,150 ძირი დაახლოებით?

Posted by: თორნიკე- 29 Nov 2019, 20:17
ხალხო თხილის თემაში ვერ ვწერ და იქნებ აქ მირჩიოთ დათესილი თხილი თუ იმეორებს ჯიშის თვისებებს.

Posted by: levani169 29 Nov 2019, 20:20
QUOTE (თორნიკე- @ 29 Nov 2019, 20:17 )
ხალხო თხილის თემაში ვერ ვწერ და იქნებ აქ მირჩიოთ დათესილი თხილი თუ იმეორებს ჯიშის თვისებებს.

მი100პროცენტით.სანერგეებში მასე გამოჰყავთ.

Posted by: თორნიკე- 29 Nov 2019, 20:36
დიდი მადლობა. ლევან............

Posted by: abes777 30 Nov 2019, 00:59
levani169
ნუშსაც აქვს გენეტიკა ?

Posted by: levani169 30 Nov 2019, 01:12
QUOTE (abes777 @ 30 Nov 2019, 00:59 )
levani169
ნუშსაც აქვს გენეტიკა ?

ნამყენი და თანაც ჰიბრიდულია და რანაირად ექნება აბა!

Posted by: koia 6 Feb 2020, 00:46
მოგესალმებით! მეგობრებო, საგარეჯოში გიორგი წმინდაში 15 ჰეკტარზე მინდა გავაშენო ნუში, შემომთავაზეს 2 ჯიში: " გუარა" და "სუპერნოვა" ორ წლიანი ნერგები ,ცალის ფასი 12ლ. თუ ვინმეს გაქვთ შესაბამისი გამოცდილება იქნებ მირჩიოთ როგორ მოვიქცე :დავრგო ეს ნერგები თუ მწარე ჯიში დავრგო და შემდგომ დავამყნო.
თუ ვინმე პროფესიონალი აგრონომი არის და დროს დამითმობს და დამეხმარება სწორი არჩევანის გაკეთებაში და შემდგომშიც ბაღის მოვლაში დიდად მადლიერი დავრჩები რა თქმა უნდა გარკვეული ანაზღაურების გათვალისწინებით. მადლობა

Posted by: levani169 6 Feb 2020, 00:58
koia
QUOTE
დავრგო ეს ნერგები თუ

თუ გაქვს შესაბამისი ფინანსური შესაძლებლობა დარგე,დროს მოიგებ და თუ გიჭირს მეორე ვარიანტი სჯობს .......... ჩემი აზრით.

Posted by: koia 6 Feb 2020, 01:06
თუ გაქვს შესაბამისი ფინანსური შესაძლებლობა დარგე,დროს მოიგებ და თუ გიჭირს მეორე ვარიანტი სჯობს .......... ჩემი აზრით.

მადლობა

Posted by: abes777 6 Feb 2020, 02:18
ჩემთან კაკალმა და თხილმა ერთწლიანებმა უფრო იხარეს ვიდრე ორიანებმა.

Posted by: odontos1 10 Feb 2020, 14:42
ნუშის გაზრდა დუშეთის რაიონში-ანანური=1000მ ზღვის დონიდან--შესაძლებელიააა?

Posted by: moonlight 24 Apr 2020, 12:45
Lemshveniera
QUOTE

რა თქმა უნდა! არ ესმის ამ ხალხს ამდენი!
პლიუს ამას, ნუში გვალვას კარგად უძლებს.
მოთხოვნილება მსოფლიო ბაზარზე წლიდან წლამდე იზრდება
შეწამვლა არ უნდა, ვაზისგან განსხვავებით, არც თან გადაყოლა და წვალება.
უბრალოდ უნდა ისეთი კლიმატი, სადაც ბევრი მზეა. კახეთი იდეალური იქნებოდა ნუშისთვის.
რას ჩააცივდა ეს ხალხი ყურძენს

აზრზე არ ყოფნის ბრალია თქვენი პოსტი. შორიდან ძაან მიმზიდველად ჟღერს რომ50 ლ ღირს კგ. ჯერ ის იკითხე ჩასაბარებელი ფასი რა არი. ბაზარში ტონობით გაყუდი? ყურძენს ჩააბარებ...მეორე რა წონა აქვს გულს,რამდენია გამოსავლიანობა,ხეზე რამდენს ისხამს ...გრამებზეა საუბარი..ჯამში ხე რას გიტოვებს და ძირი ვაზი რას..მოვლა რო არუნდა ეგეთი ხე რას ისხამს? ან ისხამს ვაფშე 30%ზე მეტს ხარისხიანს?რა ფართობზე ირგვება ხე და რა ფართობზე ვაზი? ვაზი 2. ან 2.5 კვ ყოფნის ნუშს უნდა 7კვ..გაყავი გაამრავლე და მერე იფანტაზიორე..

Posted by: lukinioj 6 May 2020, 20:26
QUOTE (odontos1 @ 10 Feb 2020, 14:42 )
ნუშის გაზრდა დუშეთის რაიონში-ანანური=1000მ ზღვის დონიდან--შესაძლებელიააა?

გასატესტია.

ნიადაგის ანალიზი, გარემო პირობები- ტემპერატურები, ნალექები , ყინვები . კომერციულად გინდა თუ სახლისთვის.
ამიტომ თუ ძაან არ გეჩქარება რამდენიმე ძირი დარგე და დააკვირდი 1-2 წელი როგორ შეეგუება.

Posted by: C17H19NO3 19 May 2020, 21:44
მოგესალმებით smile.gif

თქვენ გაიხარეთ, წლებია ამ საკითხზე ვფიქრობ და ვმსჯელობ რომელ ნაკვეთში გავაშენო.
აქტიურად შემოგიერთდებით , გამომეხმაურეთ ვისაც აქვს უკვე და გამიზიარეთ გამოცდილება user.gif

ძველ პოსტებში ვნახე NIKOZELI_მ დაწერა ეს
QUOTE
ოგესალმებით. მინდა გამოვეხმაურო თქვენს მსჯელობას ნუშის და კაკლის თაობაზე. ამჟამად, 2012 წლის გაზაფხულისთვის მაქვს 2000 ნუშის ნერგი გასაყიდი. ესენია ბუტე, პადრე და ნონპარელი ჯიშები. თვითეულ მათგანს აქვს თავისი დამმტვერავი. ნერგები გამოყვანილია ქართული ველური მწარე ნუშის საძირეზე კულტურული, ამერიკული კომერციული ჯიშის კვირტის დამყნობის შედეგად. კვირტები გამოვიწერეთ ამერიკის ერთ-ერთი სამეცნიერო ცენტრიდან. აგიხსნით ყველაფერს ნუშის გაშენების, მოვლის, დაავადებებთან ბრძოლის, ნიადაგის შერჩევის, ორმოს ამოღების და ა.შ შესახებ, რაც კი ნუშს ეხება. ასევე შემიძლია თანამედროვე საველე ლაბორატორიით გამოვიკვლიო ნიადაგის შემადგენლობა, რათა ზუსტად იცოდეთ, თუ რა სახის დანამატების შეტანაა საჭირო. ვიმედოვნებ, რომ არაუგვიანეს 2012 წლის აპრილისა გვექნება ჩვენი ვებ-საიტი , სადაც უფრო მეტს გაიგებთ ჩვენს მიერ გამოყვანილ ნერგებზე. თუ ვინმე აპირებთ უცხოეთიდან შემოიტანოთ ნერგი, ჩემი რჩევა იქნება შემოიტანოთ კვირტი და დაამყნოთ ქართულ საძირეზე. ჩვენ უკვე ჩავატარეთ ამაზე ცდა.


ამაზეც მაინტერესებს ჩვენ მიწაზე როგორ გაახარეს რა რაოდენობა მოიყვანეს და ასე შემდეგ ... მაგრამ ეს ბიჭი აღარ ჩანს მგონი 2012 ს მერე ხო? :/

ჩემი გარემო ასეთია ყველაზე მარტივად სადაც ვუდგები და სარწყავი საშუალებები მაქვს.. 50 მეასედი ნაკვეთი კარგი მიწაა ზოგადად სხვა ბევრი რამე კაგად ხარობს.. ვიცი პატარაა მაგრამ 50მდე ნუშის ხე რომ გავახარო კარგი ჯანმრთელი მოსავლიანი, ჩემთვის კარგი წარმატებული ნაბიჯი იქნება.




Posted by: leonid4s 24 May 2020, 09:44
QUOTE (koia @ 6 Feb 2020, 00:46 )
მოგესალმებით! მეგობრებო, საგარეჯოში გიორგი წმინდაში 15 ჰეკტარზე მინდა გავაშენო ნუში, შემომთავაზეს 2 ჯიში: " გუარა" და "სუპერნოვა" ორ წლიანი ნერგები ,ცალის ფასი 12ლ. თუ ვინმეს გაქვთ შესაბამისი გამოცდილება იქნებ მირჩიოთ როგორ მოვიქცე :დავრგო ეს ნერგები თუ მწარე ჯიში დავრგო და შემდგომ დავამყნო.
თუ ვინმე პროფესიონალი აგრონომი არის და დროს დამითმობს და დამეხმარება სწორი არჩევანის გაკეთებაში და შემდგომშიც ბაღის მოვლაში დიდად მადლიერი დავრჩები რა თქმა უნდა გარკვეული ანაზღაურების გათვალისწინებით. მადლობა

გუარას არ გირჩევ, გარდაბნის რაიონში არის მსგავსი სუპერინტენსიური ჯიშები, 6 სახეობის აქვთ დარგული ექსპერიმენტისთვის. გუარა ყველაზე ნაკლებად არის გახარებული ამ გარემოში. თუ დაგაინტერესებს მომწერე, საკონტაქტოს მოგცემ, შეგხვდები. მივიდეთ დავათვალიეროთ და სამხრეთ აფრიკელ მებაღესაც გაგასაუბრებ smile.gif მეც ვაპირებ ამ ინტენსიურების გაშვებას და ანალიზის პროცესში ვარ smile.gif

Posted by: levanchika87 13 Jul 2020, 16:35
მოგესალმებით მეგობრებო, ვაპირებ სუპერ ნოვას გაშენებას კახეთში. ნერგებთან დაკავშირებით დავრეკე რამოდენიმეგან და ზოგს მწარე ნუშზე აქვს დამყნობილი ზოგს ტყემალზე. გთხოვთ ამიხსნათ რა განსხვავებაა და რომელი სჯობს?

Posted by: getso 2 Jun 2021, 03:36
ბოლობოლო დაამუღამეთ აქედან ვინმემ რამე ნუშის ამბებზე? იქნებ დაწეროთ თუ გააკეთეთ რამე, სად , როგორ, ასევე სახელმწიფო ხელშეწყობის პროგრამაც ამოწმედა ამასობაშიო ამბობენ და აბა თქვით რამე საინტერესო ვისავ გაქვთ ეს ბიზნესი, კონკურენცია აქ არ არის ხომ გატანა ხდება და მოთხოვნაც არის, იქნებ დაეხმაროთ ერთმანეთს და ქვეყანას?

Posted by: didi bege 16 Aug 2021, 19:58
მეგობრებო, მენუშეეებო

ნუშის ჩენჩოს რითი არჩევთ ???
ჩენჩოიანად თუ იბარებენ სადმე

Posted by: illmatic 19 Aug 2021, 14:58
didi bege
QUOTE
ნუშის ჩენჩოს რითი არჩევთ ???

https://www.facebook.com/Agronet.ge/posts/1637732466431977

Posted by: didi bege 20 Aug 2021, 18:20
QUOTE (illmatic @ 19 Aug 2021, 13:58 )
didi bege
QUOTE
ნუშის ჩენჩოს რითი არჩევთ ???

https://www.facebook.com/Agronet.ge/posts/1637732466431977

გაიხარე ,
კაი რამეა ცოტა კი ძვირია მარა მე მგონი ღირს ყიდვად
ისე ნეტა ჩვენთან ვერ ააწყობენ ამას

Posted by: nodo77715 15 Oct 2021, 19:05
გამარჯობათ მეგობრებოოო . მეც შემოვუერთდები ამ თემა ... მაქვს 1 ჰექტარი მიწა და მინდა მეც ნუშის გაშენება .. რას მირჩევთ . ვარ კასპის რაიონში

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)