ცეცხლსასროლ იარაღში ჩახედული ვართქო ვერ ვიტყვი. მოყვარულის დონეზე ვარ და უფრო იარაღის ისტორიკოს-თეორეტიკოსი ვარ ისიც მოყვარულის დონეზე.
განათლებით იურისტი ვარ, თუმცა ამ მიმართულებით არასოდეს არ მიმუშავია.
რაც შეეხება კანონს ძაან რთულ ინტერპრეტაცის აძლევ ისედაც ბეჩავ კანონს.
კანონს ყოველთვის ორი მხარე აქვს და ქეძბაიასი არ იყოს იქიდანაც იმას გვიზამენ და აქედანაც
)
მივყვეთ პუნქტებად და განვიხილოთ
აქაც ზედა პუნქტი სეიფი/კარადა თუ საიმედოდ იკეტება აკმაყოფილებს კანონს.
რაც შეეხება დაშლილი უნდა იყოს თუ არა დაშლილი, საბრძოლო მდგომარეობაში თუ არა სბრძოლო.
ეს არის აბსოლიტურად იარაღის მფლობელის ნებასურვილის ამბავი. როგორც გინდა ისე შეინახე.
დავუშვათ ვამბობთ, რომ მოვიდა პოლიციელი (რწმუნებული, უბნის ინსპექტორი, კუკარაჩა და ჟანდრმერია). ამ დროს ჩვენ არ გვაქვს იმის უფლება, რომ არ შემოვუშვათ / არ დავუშვათ მათი მიერ იარაღის შენახვის ადგილის დათვალიერება. აუცილებელია კანონი გვავალდებულებს, რომ შემოვუშვათ და დავათვალიერებინოთ და ვანახოთ როგორ ვინახავთ იარაღს. აქვე ხაზს გავუსვამ ერთ მომენტს. თუ თქვენ სახლში არ იმყოფებით და ოჯახის წევრს თხოვეს აბა გვანახე როგორ ინახავს და სად ინახავს იარაღს. ამ შემთხვევაში ოჯახის წევრი ბუნებრივია ვერ ანახებს. რადგანაც მასაც არ უნდა ჰქონდეს იარაღთან წვდომა. ანუ გასაღები აგერაა და გავაღებ სეიფს და განახებ ეგ უკვე დარღვევაა ანუ გამოდის რომ ხელი მიუწვდება ოჯახის წევრს და მაგაზე მოგედავებიან. ეგეთ დროს როდესაც თქვენ არ ხართ სახლში აუცილებლად უნდა დაგირეკოს პოლიცელმა და შეთანხმდეთ როდის იქნები სახლში.
რაც შეეხება იარაღით სახლში მოძრაობას/შაგაობას/ გადაადგილებას და დამუხტვა განმუხტვას. აქაც სრულიად შენზე და შენ ფანტაზიაზეა დამოკიდებული რას იზამ. ვაზნებს რომ ყიდულობ მაღაზიაში ოფიციალურად ბუნებრივია რომ იმიტომ ყიდულობ, რომ თავი დაიცვა და შესაბამისად ამ ვაზნას მჭიდშიც ჩადებ და დამუხტავ იარაღს და შაგაობ თუ არ შაგაობ მაგას ვერც ვერავინ ვერ გაიგებს ვერასოდეს. სულ რომ მაგ მომენტში მოვიდეს პოლიციელი რომ გამოღებული გაქვს იარაღი სეიფიდან და ხელში გიჭირავს ვერაფერს ვერ გეტყვის. შენია იარაღი და შენ ხარ პასუხისმგებელი გასროლაზეც, დამუხტვაზეც და განმუხტვაზეც. შეგიძლია უთხრა მაგ დროს რომ დამუხტული გაქვს და უსაფრთხოების ნორმების დაცვით განმუხტო იარაღი უსაფრთხო მიმართულებით მიბრუნებით და ა.შ.
თუ მოდავება უნდათ და დაჭერა თუ უნდათ ბევრად უფრო მარტივი მეთოდები არსებობს რომ დაგიჭირონ უკანო ნივთიერების ჩადებით ან სხვა. არავინ არ დაიწყებს მაგაზე მოდავებას თუ შენ იმ ელემენტარულ მოთხოვნას იცავ, რომ უსაფღტოდ ინახავ იარაღს.
ხშირად არის არასწორი ინტერპრეტაცია, რომ დაშლილი უნდა იყოს, საკეტი უნდა ინახებოდეს სხვაგან და ჩარჩო სხვაგან და ლულაში შამპანურის საცობი უნდა ეკეთოს
)) და ა.შ. იგივე ეხება ვაზნებს. ბევრი არასწორად ამბობს, რომ ვაზნები ცალკე სეიფში და იარაღი განცალკევებულად ცალკე სეიფში უნდა იყოს. არც ეგ არის კანონით მოთხოვნილი.
სასროლეთში მიტანას და გადატანას რაც შეეხება მანდ გეთანხმები იმაში, რომ მე შეიძლება მაქვს გაფორმებული ისეთი იარაღი რომელიც არ აქვს არცერთ სასროლეთს (მაგალითად რაღაც იშვიათი მოდელის პისტოლეტი) და მინდა ამით ვისროლო და სულ არ მინდა სასრლეთის ათას ვაზნაზე გადამხტარი მაკაროვის ან ბერეტას სროლა. ან თუნდაც კასტომიზირებულ/დანავაროტკებული გლოკი მაქვს და მინდა ამით ვისროლო. ან ვსი რა საქმეა იმენნა ჩემი იარაღით მინდა სროლა და მორჩა. აი აქ ძაან ტრაკულ სიტუაციაში ვართ. თუნდაც სან ფრანცისკოში და ბევრ შტატში როგორც არის ლულაში გაყრილი ტროსიანი ბოქლომით მაინც რომ შეგვეძლოს მიტანა და სროლა კარგი იქნება. თუნდაც ის ჩაწერონ კანონში, რომ თუ ჩაკეტილი არ გექნება და გაგაჩერეს ეგრევე კონფისკაცია ხდებოდეს იარაღის თანახმა ვარ მაგაზეც, მაგრამ აბა სადაა ეგრე.
ზოგადად საქართველოს კანონი იარაღის შესახებ რომ შევადაროთ სხვა ქვეყნის კანონებს და ობიექტურები რომ ვიყოთ ბევრ ქვეყანაზე ლოიალური კანონი გვაქვს
აი რუსეთიდან რომ გადმოიღონ კანონი (რაზეც ბოლო პერიოდში იყო კულუარულად საუბარი) მაშინ ნახე შენ შეზღუდვები.
1. ცეცხლსასროლ პისტოლეტს საერთოდ ვერ გაიფორმებ ვერც შენახვით და ვერაფრით;
2. ხრახნილულიან იარაღს ვერ გაიფორმებ სანამ გლუვლულიანი თოფის ქონის 5 წლიანი სტაჟი არ გექნება
3. შეზღუდვა რაოდენობაზე. ჭრილიანი იარაღი მხოლოდ 3 ცალი
4. 10 ცალზე მეტი ვაზნა არ უნდა ჩადიოდეს მჭიდში
მაგალითად ინგლისში და კანადაში არის კიდევ ძაან დედამოხნული კანონები
ინგლისში ნახევრადავტომატური შაშხანაც არ შეიძლება. მხოლოდ ბოლტავიკები
დაჟე Vz.58 ბრიტანეთისთვის და კიდევ სხვა ქვეყნებისთვის იწარმოება დგუშის გარეშე და აირგამყვანი ჩადუღებულია. ანუ ხელიტ უნდა ტენო ყოველ გასროლაზე
ნუ კანადაში ნახევრადავტომატურ შაშხანაზე 5 ვაზნაა შეზღუდვა. ასევე იარაღის გაბარიტებზეა შეზღუდვა მათ შორის შენახვის უფლებით რაც ფორმდება იმაზეც. მაგალითად მაკაროვი კანადისთვის რაც იწარმოება საკეტიდან გამოშვერილი ლულა აქვს რომ კანონში ჩაჯდეს გაბარიტების კუთხით
მოკლედ იმის თქმა მინდა რომ კი ვწუწუნებთ და არ მოგვწონს ეს კანონი და გვინდა უფრო მეტი, მაგრამ შეიძლებოდა ამაზე ტრაკულადაც ყოფილიყო საქმე
თუმც ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩუმად უნდა ვიყოთ. მაქიმალური უნდა მოვითხოვოთ, რომ მინიმალური მივიღოთ
)