1. თუ მე-3 აუქციონზე (ანუ მეორე განმეორებით აუქციონზე) არ გაიყიდა უძრავი ნივთი - ამ შემთხვევაში უქმდება იპოთეკის უფლება და ნივთი უბრუნდება მესაკუთრეს, აღნიშნულ უძრავ ნივთზე აღსრულება არ დაიშვება, ანუ იპოთეკის უფლება უქმდება და რჩება სესხი, შეგიძლია სხვა ქონების რეალიზაციის შედეგად დაიკმაყოფილო მოთხოვნა (თუ აქვს რა თქმა უნდა), ანუ იყავი იპოთეკით უზრუნველყოფილი კრედიტორი და თუ მეორე განმეორებით აუქციონზე არ გაიყიდა უძრავი ნივთი - გახდები არაუზრუნველყოფილი კრედიტორი.
2. გამოსახლებაც შესაბამისად ვერ მოხერხდება
3. თუ უძრავი ნივთი გაიყიდა იმაზე მეტად, ვიდრე კრედიტორის (ვის სასარგებლოდაც მიმდინარეობს სააღსრულებო წარმოება) დასაკმაყოფილებლად არის საჭირო, დარჩენილი თანხა უბრუნდება უძრავი ნივთის მესაკუთრეს/მოვალეს (ავტ. შესაძლებელი უძრავი ნივთის მესაკუთრე არ იყოს პირადი მოვალე) - თუ უძრავ ნივთს გადაყვება გარდამავალი იპოთეკის უფლება - ამ შემთხვევაში გარდამავალი იპოთეკის უფლების მქონემ უნდა შეიტანოს სასწრაფოდ სააღსრულებო ფურცელი და ამასთანავე მოითხოვოს ხსენებულ თანხაზე ყადაღის დადება, ამ შემთხვევაში ეს თანხა არა მევალეს არამედ კრედიტორს გადაეცემა (ანუ ყოფილ გარდამავლი იპოთეკის უფლების მქონეს)