მოკლედ, რამდენად შეესაბამება ამ თემას, ვერ დავდებ თავს მაგრამ პატარა ისტორიას მოვყვები. შარშან ალბათ ამ დროს, ღამე ტაქსი გავაჩერე, მძღოლი - ასაკიანი ბაბუ, ეტყობოდა რომ წესრიგს მიჩვეული და ნორმალური ადამიანი იყო, პირველი წამიდანვე საუბრისას ეგ შთაბეჭდილება გამიჩნდა, მანქანა განსაკუთრებული არაფერი მაგრამ მოვლილი და სუფთა იყო, w202 უნივერსალი. დიდი გზა არ მქონდა გასავლელი მაგრამ 70+ ასაკის კაცს ისე დაყავდა რომ რამის გზა დავიგრძელე, ცოდნა ეტყობოდა ყოველ მანევრზე, მინიმალურ ელემენტარულ საქციელზეც კი, მორიდებით აღვნიშნე ეს ამბავი და საბჭოთა კავშირის დროის ყოფილი მრბოლელი აღმოჩნდა. საერთო ნაცნობიც გვყოლია, მეგობრის მამა, ისიც სპორტსმენი, ოღონდ მოტომრბოლელი იყო, ასევე მაგის მაგის ასაკის, თუმცა გარდაცვლილია. მე კი მეტს არ ვიცნობდი ვინც ჩამოთვალა მაგრამ თან ვუსმენდი, თან ვაკვირდებოდი, ბევრთან ვმჯდარვარ მანქანაში, ისეთებთან პრეტენზიაც რომ ქონიათ "მაგარი რული"-ობაზე მაგრამ ეს ბაბუ ისე დადიოდა რომ მაგის მეათედს ვერ ქაჩავდნენ. საუბარი კი იქიდან დაიწყო რომ საჭე ქონდა შეცვლილი და სიჩქარის ბერკეტის სახელური, ეგრევე ეგ შევამჩნიე და მეც მაგარი გართულება მაქვს მაგაზე, საჭე და გადასართველი ხელში თუ არ დაჯდა, ვერ ვივლი იმ მანქანით-მეთქი, კაცმა ნიღაბი მოიხსნა და შემოტრიალდა, ვინ ხარ დამენახეო. მოკლედ ძაან პოზიტიური მომენტი იყო, მგზავრობის ბოლოს ვერ ვაკადრე თორემ ხურდის გამორთმევა არ მინდოდა. დღეს უბრალოდ შემხვდა მსგავსი მანქანა და უცებ გამახსენდა.
რა ვიცი, პოზიტივია რა. ისევ სიამოვნებით ვიმგზავრებდი მაგ კაცთან ერთად. იშვიათია მასეთი ტარება რა, მართლა მახსოვს როგორ იქცეოდა ამ ასაკის კაცი, საერთოდ როცა როცა რამეს სწავლობ ვინმე დალაგებულისგან, ძალიან სასიამოვნოა მაგრამ დღეს, ჩემთვის ეს ძალიან იშვიათია.
არ გასწორდების ქართველი, რაც უნდა ხეხო ქვიშითა.