forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
Pages: (29) [1] 2 3 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> მართლმადიდებლობის რეფორმატორთა საზოგადოება
temart
Super Crazy Member ++


********
ჯგუფი: Members
წერილები: 22016
წევრი No.: 56317
რეგისტრ.: 21-March 08

გამოგზავნილია: 25 Mar 2017, 20:46  #50227231      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ღვთის მადლით და კურთხევით შევისწავლე რა საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის ისტორია და დღევანდელი მდგომარეობა,ვაცნობიერებ თუ რა მნიშვნელობა აქვს ეკლესიის რეფორმირებას მრევლის შემდგომ სულიერ განვითარებაზე, საჭიროდ ვთვლი დაარსდეს რეფორმატორ მართლმადიდებელთა ინტერნეტ ეკლესია.


ამ ეკლესიის დაარსებას ვუძღვნი საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის 100 წლისთავს და
ევროკავშირის 60 წლისთავს.



ეკლესია ადგენს შეინარჩუნოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლება:

1.სამების დოგმატზე
2.ქორწინებაზე - მონოგამია.
3.ნათესაურ ურთიერთობაზე.
4.ქმედებაზე - 1 კორინთ.6.9-11.ნუთუ არ იცით, რომ უსამართლონი ვერ დაიმკვიდრებენ ღვთის სასუფეველს? თავს ნუ მოიტყუებთ: ვერც მეძავნი, ვერც კერპთმსახურნი, ვერც მრუშნი, ვერც მხდალნი, ვერც მამათმავალნი, ვერც მპარავნი, ვერც ანგარნი, ვერც მემთვრალენი(ნარკოტიკი,ალკოჰოლი,ნიკოტინი,აზარტული თამაშები), ვერც მაგინებელნი, ვერც მტაცებელნი ვერ დაიმკვიდრებენ ღვთის სასუფეველს. ოდესღაც ზოგიერთი თქვენგანი ასეთი იყო, მაგრამ განიბანეთ, მაგრამ განიწმიდეთ, მაგრამ გამართლდით ჩვენი უფლის იესო ქრისტეს სახელით და ჩვენი ღვთის სულით.
5.საგალობლებზე.

ეკლესია ადგენს შეცვალოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლება:

1.სიმბოლიკაზე - ჯვარი(ქრისტეს შეურაცხმყოფელის სიმბოლიკა) შეიცვალოს მტრედის(სულიწმიდის)სიმბოლიკით.
2.ნათლობაზე - რიტუალური შეიცვალოს ქადაგების-ღვთის სიტყვის სწავლებით - ნათლობით.
3.მარხვაზე - გაუქმდეს ყველა მარხვა და მივიღოთ საკვები ზომიერად.1 კორინთ.10.25. ყველაფერი, რაც საყასბოში იყიდება, ჭამეთ, და ნურაფერს გამოიძიებთ სინდისის გამო.მათე 15.11. პირით შემავალი კი არ შებილწავს კაცს, არამედ პირიდან გამომავალია ის, რაც ბილწავს კაცს. , (მარკ 7.14-23.)
4.მიმართეთ ერთმანეთს ,,ძმა''-ო და ,,და''-ოთი.ქრისტე ამბობს: ნურც მამას უწოდებთ ნურავის ქვეყანაზე, ვინაიდან ერთი მამა გყავთ — ზეციერი. ნურც წინამძღვარს გიწოდებენ, ვინაიდან წინამძღვარი ერთი გყავთ თქვენ — ქრისტე მათე 23:9;10
5.აღსარებაზე - შეგიძლიათ მოინანიოთ და აღსარება ჩააბაროთ თქვენთვის ახლობელ ნებისმიერ ადამიანს
6.ლოცვაზე - ლოცვას მხოლოდ საკუთარ ოთახში დამალულად გვთხოვს ღმერთი.მათე 6.5-8. ხოლო როდესაც ლოცულობთ, ნუ ემსგავსებით თვალთმაქცთ, რომელთაც უყვართ სინაგოგებსა თუ ქუჩის კუთხეში დგომა და ლოცვა, რათა თავი მოაჩვენონ ხალხს. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: უკვე მიიღეს თავიანთი საზღაური. შენ კი, როდესაც ლოცულობ, შედი შენს სენაკში, მოიხურე კარი და ილოცე შენი ფარული მამის მიმართ. და მამა შენი, რომელიც ხედავს დაფარულს, მოგაგებს შენ ცხადად. ხოლო ლოცვისას ნუ იტყვით ზედმეტს, წარმართთა მსგავსად, რომელთაც ჰგონიათ, რომ სიტყვამრავლობის გამო შესმენილ იქნებიან. ნუ ემსგავსებით მათ, ვინაიდან მამამ თქვენმა, ვიდრე სთხოვდეთ, მანამდეც იცის, რა გჭირდებათ.
7.მიცვალებულთა ნეშთების,ხატების და სხვა მატერიალური საგნების გაკერპებაზე - ეს ყველაფერი დაუშვებელია.
8.ანტიქრისტეს სწავლებაზე - ანტიქრისტე უკვე იყო გამეფებული დედამიწაზე და მისი გვამი მოსკოვში კრემლის წინ დევს.
9.ქრისტეს მეორედ მოსვლაზე - ქრისტეს მეორედ მოსვლაა 1991 წლიდან დედამიწაზე,რამეთუ ამ წელს დაინგრა ანტიქრისტეს იმპერია საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირი და დაიწყო ქრისტეანობის მეორედ ქადაგება.1000 წლით გამეფდება დედამიწაზე ქრისტიანული დემოკრატიული ღირებულებები და მათი მატარებელი სახელმწიფოები - ნატოს ქვეყნები და ევროკავშირი.ნურავინ ელოდება სასუფევლიდან ქრისტეს დედამიწაზე ჩამოსვლას.იოანეს გამოცხადება 19.13.-ში წერია, სისხლით ნაღები სამოსით იყო მოსილი, და სახელი მისი - ღვთისა სიტყვა.
10.სახარების შეუცდომლობაზე - გაარკვიოს და ასწავლოს მრევლს რა არის ახალი აღთქმისეული ქრისტეს მოძღვრებიდან სახარებაში და რა არის ძველი აღთქმის გამოძახილი.

ეკლესია ადგენს დაამატოს:
1.კვანტური ბიოლოგიის სწავლება ეკლესიაში თეოლოგიასთან ერთად,რამეთუ ეს მეცნიერება სრულ თანხმოებაშია სამყაროს სულიერ მრავალ განზომილებიან გააზრებასთან.
-----------------------------------------------------------

25 მარტი 2017 წელი

This post has been edited by დათიკო on 17 Aug 2019, 21:05

მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)
J9ijjijji_Puq.jpg
უძინარი
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2778
წევრი No.: 228515
რეგისტრ.: 28-January 17

გამოგზავნილია: 26 Mar 2017, 11:21  #50230361      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა

მიშისტი მაინც არ იყო.

ორი ღმერთი ერთად ვერ დაეტევა(თუ ორი ქურდიო ერთ კამერაშივო თუ 2 ხმალი 1 ქარქაშშივო).

QUOTE
კვანტური ბიოლოგიის სწავლება ეკლესიაში თეოლოგიასთან ერთად,რამეთუ ეს მეცნიერება სრულ თანხმოებაშია სამყაროს სულიერ მრავალ განზომილებიან გააზრებასთან.


ლოგარითმული გეოლოგია და ეგზისტენციალური ქიმიაც ჩაამატე.



--------------------
უ ძ ი ნ ა რ ი
temart
Super Crazy Member ++


********
ჯგუფი: Members
წერილები: 22016
წევრი No.: 56317
რეგისტრ.: 21-March 08

გამოგზავნილია: 26 Mar 2017, 12:38  #50230690      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
უძინარი
QUOTE
ორი ღმერთი ერთად ვერ დაეტევა


გაკვეთილი პირველი:

ღმერთი ერთია და მსმენელზეა რის გაგება უნდა.



annihilation
ქართული ფორუმის ძალა


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 703
წევრი No.: 152610
რეგისტრ.: 2-August 12

გამოგზავნილია: 26 Mar 2017, 16:53  #50232198      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ჭეშმარიტების ახალი ვულკანი ამოიფრქვა თუ არის კიდე რამე მსგავსი მიმდინარეობა?


--------------------
"რას ამბობს ხალხი, ვინ ვარ მე?”
temart
Super Crazy Member ++


********
ჯგუფი: Members
წერილები: 22016
წევრი No.: 56317
რეგისტრ.: 21-March 08

გამოგზავნილია: 26 Mar 2017, 23:27  #50234792      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
annihilation
QUOTE
ჭეშმარიტების ახალი ვულკანი ამოიფრქვა თუ არის კიდე რამე მსგავსი მიმდინარეობა?


დასავლეთში ძირეული სოციალური ძვრები,როგორც ცნობილია საეკლესიო რეფორმების შემდეგ, განმანათლებლობის შედეგია.

თუ არ მოხდა მსგავსი რეფორმები ჩვენთანაც მხოლოდ ევროკავშირის წევრობა არაფერს მოგვცემს.


ZAZAi
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 7246
წევრი No.: 43862
რეგისტრ.: 12-October 07

გამოგზავნილია: 27 Mar 2017, 00:32  #50235258      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი · aim
თუ გინდა, რომ ეკლესია სახარებასთან შესაბამისობაში მოიყვანო, მართლმადიდებლობის გადაკეთებით ამაოდ დაშვრები. წადი ორმოცდაათიანებში. ახლა რომ სახარებისეულად მორწმუნე ქრისტიანებად იწოდებიან. ან ბაბტისტებში. თუ რაიმე იპოვო სახარებისგან განსხვავებულად, მიდი და ამხილე. აქაც დაწერე. განვიხილავთ.


--------------------
https://modivisaubrot.wordpress.com/
სკნელი
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1310
წევრი No.: 216869
რეგისტრ.: 7-April 16

გამოგზავნილია: 27 Mar 2017, 01:16  #50235549      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
"ინტერნეტ ეკლესია"

ორი შეკითხვა მაქ :

1. როგორ იქნება აღსარების საქმე ? (ვაიბერით ან სკაიპით ალბათ)

2. როგორ მოხდება ზიარება ? (ფაცებუკზე დაკაიქებით?)

ZAZAi
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 7246
წევრი No.: 43862
რეგისტრ.: 12-October 07

გამოგზავნილია: 27 Mar 2017, 10:23  #50236465      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი · aim
QUOTE
. როგორ მოხდება ზიარება ? (ფაცებუკზე დაკაიქებით?)
ონლაინ შეკვეთებით. ბინაზე მიტანით შეუკვეთავ პურს და ღვინოს, თუ სისხლს და ხორცს (ნუ, როგორც არი)
თუ 30 ლარზე მეტი თანხისას შეუკვეთავ, მიტანა უფასოდ. ეკლესიის წევრებისთვის იმოქმედებს ფასდაკლების და დაგროვების ბარათები
ლაბარნა
ტერმინოლოგიასაც გააჩნია


*******
ჯგუფი: Moderators
წერილები: 11983
წევრი No.: 121777
რეგისტრ.: 29-September 10

გამოგზავნილია: 27 Mar 2017, 11:27  #50236870      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · yim
temart

QUOTE
ღვთის მადლით და კურთხევით შევისწავლე რა საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის ისტორია და დღევანდელი მდგომარეობა,ვაცნობიერებ თუ რა მნიშვნელობა აქვს ეკლესიის რეფორმირებას მრევლის შემდგომ სულიერ განვითარებაზე, საჭიროდ ვთვლი დაარსდეს რეფორმატორ მართლმადიდებელთა ინტერნეტ ეკლესია.


არსებულს კი აჯობებს ალბათ. ზღვა ფული მაინც არ დაიხარჯება გიგანტურ შენობებში, მარტო დომენის რეგისტრაციის თანხა და ინტერნეტის წლიური ხარჯები გექნებათ გადასახდელი. საშემოსავლოს გადაიხდით? ))


--------------------
დუმილი არაა თანხმობის ნიშანი, ჭკუის ნიშანია; ორმხრივი ჭკუა კი თანხმობის საწინდარია © მე თვითონ :)
temart
Super Crazy Member ++


********
ჯგუფი: Members
წერილები: 22016
წევრი No.: 56317
რეგისტრ.: 21-March 08

გამოგზავნილია: 27 Mar 2017, 12:04  #50237116      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ZAZAi
QUOTE
თუ გინდა, რომ ეკლესია სახარებასთან შესაბამისობაში მოიყვანო, მართლმადიდებლობის გადაკეთებით ამაოდ დაშვრები.


რაც კარგია უნდა დავიტოვოთ მართლმადიდებლობიდან და რაც ფორმალიზმია უნდა შევცვალოთ.

QUOTE
წადი ორმოცდაათიანებში. ახლა რომ სახარებისეულად მორწმუნე ქრისტიანებად იწოდებიან. ან ბაბტისტებში. თუ რაიმე იპოვო სახარებისგან განსხვავებულად, მიდი და ამხილე. აქაც დაწერე. განვიხილავთ.


ბაპტისტებში ეკლესიაში ხმამაღალი ლოცვები და ორმოცდაათიანელებში სხვა ენებით ეკლესიაში ლოცვები ასევე სახარების საწინააღმდეგოდაა.

წყლით ნათლობაც არ არის ახალი აღქმისეული.

ქრისტიანული ნათლობა ღვთის სიტყვითაა და სულიწმიდით,რაც ადამიანში - ტაძარში მონანიებას და ხელახლა დაბადებას იწვევს.

ეს ვერ შეიცვლება ვერანაერი რიტუალური ნათლობით.
სკნელი
QUOTE
1. როგორ იქნება აღსარების საქმე ? (ვაიბერით ან სკაიპით ალბათ)

არის ეს საშუალებები ინტერნეტში.

QUOTE
2. როგორ მოხდება ზიარება ? (ფაცებუკზე დაკაიქებით?)


ზიარება ქრისტეს ახალ სიტყვასთან და საქმესთან ზიარებაა და არა ფორმალური რიტუალური პური და ღვინო რაც გადმოძახილია ძველი აღქმიდან.
ლაბარნა
QUOTE
მარტო დომენის რეგისტრაციის თანხა და ინტერნეტის წლიური ხარჯები გექნებათ გადასახდელი. საშემოსავლოს გადაიხდით? ))

ამ ეკლესიაში არანაერი თანხები არ შემოდის,ასე რომ გადასახადიც არ დაგვეკისრება.

-----------------------------------------------------------------
რამდენიმე მოთხოვნა ემატე ეკლესიის წესდებას:

ეკლესია ადგენს შეცვალოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლება:

1.რელიგიური დღესასწაულები აღინიშნოს გრიგორიანული კალენდრით.

2.მთავარი ტაძარი ადამიანია და თავის ტაძარში უნდა აღმოაჩინოს პიროვნებამ
მარადიული კვანტური სულიერი სიცოცხლე უფალ იესო ქრისტეს მადლით.





This post has been edited by temart on 27 Mar 2017, 12:11
ლაბარნა
ტერმინოლოგიასაც გააჩნია


*******
ჯგუფი: Moderators
წერილები: 11983
წევრი No.: 121777
რეგისტრ.: 29-September 10

გამოგზავნილია: 27 Mar 2017, 12:16  #50237203      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · yim
temart

QUOTE
ამ ეკლესიაში არანაერი თანხები არ შემოდის,ასე რომ გადასახადიც არ დაგვეკისრება.


არა ჰაერითა ხოლო ცხონდების ადამიანი. მოგებაზე თუ არ იმუშავებთ, ჩემგან ცუდი ცუდი პროგნოზი ექნება თქვენს სიცოცხლისუნარიანობას, სამწუხაროდ. sad.gif
temart
Super Crazy Member ++


********
ჯგუფი: Members
წერილები: 22016
წევრი No.: 56317
რეგისტრ.: 21-March 08

გამოგზავნილია: 27 Mar 2017, 12:28  #50237290      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ლაბარნა
QUOTE
არა ჰაერითა ხოლო ცხონდების ადამიანი. მოგებაზე თუ არ იმუშავებთ, ჩემგან ცუდი ცუდი პროგნოზი ექნება თქვენს სიცოცხლისუნარიანობას, სამწუხაროდ.


მოგება იმ ბიზნესში სადაც ყველა ადამიანი მსახურობს.

ამ ეკლესიაში კი არავინ ითხოვს ფულს.

არ იკრძალება რათქმა უნდა ეკლსიის წევრებში ერთმანეთის დახმარება.

------------------------------------------------

კიდევ ერთი დამატება წესდებაში.

ეკლესია მხარს უჭერს თავისუფალი სიტყვის და თავისუფალი მეწარმეობის მხარდამჭერ პოლიტიკურ ძალებს.

მხარს დაუჭერს იმ პოლიტიკურ ძალებს რომლებიც მინიმუმადე შეამცირებენ საბიუჯეტო ორგანიზაციებს,რამეთუ ასეთი ორგანიზაციები წარმოშობენ ქურდობას, კორუფციას და ბიუროკრატიზმს.

This post has been edited by temart on 27 Mar 2017, 13:12
simebi
ბოროტება <3


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2271
წევრი No.: 113184
რეგისტრ.: 19-February 10

გამოგზავნილია: 27 Mar 2017, 12:37  #50237358      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ილუმინატი ქონფირმედ boli.gif ჩაწერ ცოდვებს მამაო დააწვება delete_ს და ეგაა რა lol.gif lol.gif


--------------------
Fuck universe :)

temart
Super Crazy Member ++


********
ჯგუფი: Members
წერილები: 22016
წევრი No.: 56317
რეგისტრ.: 21-March 08

გამოგზავნილია: 27 Mar 2017, 13:15  #50237636      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
simebi
QUOTE
ილუმინატი ქონფირმედ boli.gif ჩაწერ ცოდვებს მამაო დააწვება delete_ს და ეგაა რა


შენ ცოდვებს შენ თვითონ უნდა მიხვდე და მოინანიო ზეციერი მამა ღმერთის წინაშე.

არავითარი მიწიერი ,,მამაო'' არ ეყოლება ამ ეკლესიას.

წაიკითხე პირველი გზავნილი.




This post has been edited by temart on 27 Mar 2017, 13:16
lasha kakauridze
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 9094
წევრი No.: 119711
რეგისტრ.: 18-August 10

გამოგზავნილია: 27 Mar 2017, 22:47  #50242172      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
temart

ლოცვაზე გიწერია რომ მხოლოდ ჩაკეტილ ოთახში არის გამართლებული ....რას გულისხმო შეგიძლია რომ განავრცო? იმას ხომ არა რომ ტაძარში მორწმუნეს აეკრძალება ლოცვა?


--------------------
დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება
***
სადაც სიტყვა 'ყველას' წააწყდები პირდაპირი გაგებით კი ნუ იგეფ რო ყველა იგულისხმება. (c) დაისი
1 წევრი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (29) [1] 2 3 ... ბოლო » გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0307 ]   [ 12 queries used ]   [ GZIP Disabled ]