გამარჯობა,
ძალიან გთხოვთ დამეხმაროთ და გულდასმით წაიკითხოთ პრობლემა. მოკელდ, ეს საკითხი უკვე წლებია მაწუხებს და ცოტა არ იყოს ნერვოზიც დამმართა.. მაქვს ახალი (რამდენიმე წლის) გაკეთებული რემონტი აბაზანაში. ერთ-ერთი ცენტრალური "სტაიაკი" (საიდანაც წყალი შემოდის), ზედა გადაბმის ადგილას (სადაც ემბება მეზობლის ძველ რკინის მილს) სველდება, ნელ-ნელა იკეთებს წვეთს, და შემდეგ ჩამოვარდება ეს წვეთი.. ნუ დღეშ 4-5 წვეთი.. მეტი არა.
საქმე იმაშია, რომ სახლი დაკეტილი იყო, და ბოლოს ვიყავით ამა წლის იანვარში - ყველაფერი მშრალი იყო და პრობლემა არაფერი წვეთავდა. ახლა ძალიან უცნაური ვითარებაა.. წინა დღეებში 2 დღე გავიდა ისე რომ 1 წვეთიც არ ჩამოვარდნილა.. გუშინ დილას მოვწმინდე ზედა ბმაში (სადაც სველდება) და შემდეგ საღამოს 6-ზე რომ მოვედი, ისევ 1 გრამი სისველე არ ემჩნეოდა.. თუმცა საღამოსკენ გაიკეთა ისევ 1-2 წვეთი. ჩემი დაკვირვებით, ეს წვეთი არა კონკრეტულად ერთი წერტილიდან გასდის, არამედ მიდამო სველდება/ინესტება (ემჩნევა, დაკოპლილი პატარა წვეთები რომ ჩნდება კონდენსირების მაგვარი) და შემდეგ გროვდება და ხდება ერთი წვეთი.. რომელიც საბოლოოდ ჩამოვარდება..
წლებია მაწუხებსთქო იმიტომ ვთქვი, რომ 2 წლის წინ მანდ იყო პრობლემა და "ამერიკანკა" გამოცვალა სანტექნიკმა.. მაშინვე ჩამოწვეთა ერთი-ორი.. მაგრამ გაჩერდებაო.. და მერე მართლაც გაჩერდა.. (გაიბიდნა თუ არ ვიცი რა ქვია). სხვა გზა ვერ მონახა, იმიტომ რომ სულ ახალი "ამერიკანკა" დააყენა და კარგად გადაუჭირა (გამოცდილი სანტექნიკია) და მაინც ცოტა გამოჟონა მაშინ.. მაგრამ მის მერე, მართლაც გაჩერდა. ფაქტია, რომ იანვარში რომ ჩამოვედი არაფერი იყო.. ამის მერე რაღაც პერიოდებში სულ ჩერდება, რაღაც პერიოდებში ცოტას წვეთავს (4-5 წვეთი დღეში).
ნახეთ: იანვრამდე დიდი ხანი არ ვიყავი ჩამოსული და იანვარში სულ მშრალი იყო, დაწვეთებულიც არაფერი - ანუ იანვრამდე არაფერი გასვლია..
იანვრის შემდეგ აი ახლა, 1 კვირის წინ ჩამოვედი და მხოლოდ რამდენიმე წვეთი იყო დაწვეთებულ-გამშრალი (ანუ რომ ჩამოვარდება მტვერში და მერე ასევე შრება).. სხვა პრობლემა არ ყოფილა.
ჩემი ლოგიკით, "სტაიაკში", კერძოდ გადაბმაში ან სადმე ნებისმიერ ადგილას, ბზარი ან რამე მსგავსი რომ იყოს საიდანაც აპარებს წყალს, ის 6 თვე და ა.შ. მხოლოდ 4-5 წვეთით ნაღდად არ შემოიფარგლებოდა! (ეს 4-5 წვეთი ახლა, ივნისში დამხვდა), ხოლო იანვარში ჩამოსულს საერთოდ არაფერი დამხვედრია (იანვარში რომ ჩამოვედი მის წინაც 5 თვე იყო სხვაობა არ ყოფნის) ამრიგად ჰიპოთეტურადაც აბსურდი მგონია რომ მილი აპარებდეს.. თუნდაც 4-5 წვეთს.
ჩემი აზრით, ეს არის კონდენსირების ამბავი.. რასაც ამტკიცებს ის გარემოება რომ ხანდახან მთელი დღე (და ორი დღეც) ისე გადის, 1 წვეთი არ ჩამოვარდება, ხანდახან კი დღეში 4-5 წვეთი.. მეტი არა. ასევე ამ აზრს მიმყარებს ისიც, რომ აი იმ კუთხეში სადაც იკეთებს წვეთს, მიდამო სველდება მთლიანად.. და არა ერთი კონკრეტული ადგილი.. სველდება სინესტით. კიდევ მესამე ფაქტორი ის არის, რომ მაგი კი არა, ჩვეულებრი ონკანს რომ მოუშვებ ადამიანი და წყლის დენა გაგრძელდება, ონკანში გაჩერებული გამთბარი წყალი რომ გაივლის და ცივი წყალი იწყებს მოძრაობას, რამდენიმე წამში ონკანიც კი იორთქლება და კონდენსირდება.. ანუ ძალიან ბუნებრივია ეს, ძალიან ცხელა და შიგნით ცივი წყალი გადის.
როგორ ფიქრობთ, არის შანსი რომ დაზიანებული იყოს რამე თუ მართლა კონდენსატის ამბავია? 5-6 თვე ისე რომ გადის რომ სულ მშრალი იყო (აგვისტოდან იანვრამდე, როდესაც ჩამოვედი) და შემდეგ კიდევ ამდენივე (უკვე ივნისში რომ ჩამოვედი) გადის და მხოლოდ 4-5 წვეთია ძირს.. ამდენი ხანი გაძლებდა ეგ ადგილი რომ აპარებდეს? ჩემი აზრით, თეორიული შანსიც კი ძალიან ცოტაა ამის.. აი კონდენსატის ამბავი კი ძალიან ლოგიკურად მეჩვენება.
ზედა მხარე (გადაბმის) არის კაფელს გარეთ დატოვებული, თავიდანვე მასე გააკეთა იმავე სანტექნიკმა (რემონტი მან გამიკეთა ვანაში) რომ თუ რამე მოხდა, გამონგრევა არ იყოს საჭიროვო.. და ესეც ლოგიკურად მანახებს იმ ფაქტს რომ ცხელი ჰავა ედება პირდაპირ მაგ ადგილს.
სურათზე ქვედა შავი მართკუთხედით შემოფარგლული ადგილი კაფელში მოყოლებულ მილს ნიშნავს; შავი ხაზი ჩემს პლასტმასის მილს; ყავისფერი ხაზი მეზობლის ძველ რკინის მილს და ამ ორი მილს შორის პატარა მართკუთხედი - ამერიკანკა. ლურჯად შემოფარგლული ადგილი ინესტება და ბოლოს შედეგაც იკეთებს წვეთს ჩემი მილის მოხრის კუთხეში.
გთხოვთ მირჩიეთ და მითხარით თქვენი აზრი.
პ. ს. მისტერმასტერს ენდობით? სულ ცუდი რევიუები აქვს..
წინასწარ უღრმესი მადლობა.