-- ხალდელთა გმირობა და რუსთა სამი სისხლიანი ლაშქრობა პატარა სოფლის დასამორჩილებლად
-----------------------------წელს ხალდეს აჯანყებიდან 140 წელი შესრულდა.----------------------------------
სვანთა აჯანყების, მათი გმირობისა და თავდადების ამბავი ჩვენში ცოტამ თუ იცის. გადარჩენილთა სასამართლო პროცესზე კი განსასჯელთა სკამზე მყოფთა დაცვას თვით აკაკი წერეთელი ცდილობდა თურმე, თუმცა...
მე-19 საუკუნის 70-იან წლებში სვანეთში, კალას თემში სვანთა შეკრების მიზეზი რუსეთის მეფისნაცვალის ბოქაულის მხრიდან მიწების აზომვა და შემდგომში გადასახადების დაკისრება იყო. სვანი კაცისთვის მიწა ფასდაუდებელია, ამიტომაც მათ გადაწყვიტეს ებრძოლათ საკუთარი მიწისთვის და თავისუფლებისთვის.
ფიცი კვირიკესა და ივლიტას სახელობის მონასტერში - ლაგურკაში დადეს, ამ ხალხისთვის ფიცის გატეხა სიკვდილის ტოლფასი იყო, თუმცა ამის მიუხედავად, რუსების მზაკვრულად მოფიქრებულმა გეგმამ, სვანების ნაწილი ლამის დაარწმუნა იმაში, რომ მათ კეთილი განზრახვა ჰქონდათ, თუმცა სოფელ ხალდეს მაცხოვრებლები რუსებს არ ენდნენ და სისხლის უკანანასკნელ წვეთამდე იბრძოლეს... საკუთარი მიწის დასაცავად მებრძოლი ხალდელები რუსებმა ამბოხებულებად შერაცხეს და სასტიკად დასაჯეს. 19-კომლიანი სოფელი კი ქვემეხებით მიწასთან გაასწორეს და შემდგომში მოსახლეობას იქ ცხოვრება აუკრძალეს
https://www.kvirispalitra.ge/history/32682-...rchileblad.html
მიმაგრებული სურათი