forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ფოსტა  · ჩატი
Pages: (139) « პირველი ... 137 138 [139]   ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> იურიდიული კონსულტაცია, ნაწილი VIII
კვაზი-იურისტი
Junior Member


**
ჯგუფი: Registered
წერილები: 11
წევრი No.: 227469
რეგისტრ.: 28-December 16

გამოგზავნილია: 23 Jan 2017, 17:02  #49768343      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
niniaa
QUOTE
ფეისბუქის გატეხვისა და დაჰაკვისთვის არის იურიდიული პასუხისმგებლობა?თუ კი როგორი?
* * *
უფრო გასაგებად დავწერ :გატეხილია ფეისბუქი და ექაუნტია დაბლოკილი.


რა თქმა უნდა.ეგ დანაშაულია, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 35-ე თავით(284-ე, 285-ე და 286-ე მუხლებით).
niniaa
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 7926
წევრი No.: 67969
რეგისტრ.: 23-July 08

გამოგზავნილია: 23 Jan 2017, 22:31  #49770664      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
კვაზი-იურისტი
დიდი მადლობა.ამ საქმეზე,როცა გატეხილია ფეისბუქი და ექაუნტია დაბლოკილი,დაახლოებით რა სასჯელია მოსალოდნელი?

This post has been edited by niniaa on 23 Jan 2017, 23:50
LEGEN_wait for it_DARY
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 6346
წევრი No.: 146392
რეგისტრ.: 8-April 12

გამოგზავნილია: 24 Jan 2017, 00:21  #49771662      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
niniaa

დაჯარიმების გარდა არაფერი.
Правовед
Member


***
ჯგუფი: Registered
წერილები: 61
წევრი No.: 226219
რეგისტრ.: 21-November 16

გამოგზავნილია: 24 Jan 2017, 00:43  #49771878      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
გენეტიკური დატაბაზით ვიპოვე ნათესავი გერმანულ ებრაული გვარით მაგრამ შორეულია და ჯერ იმასთან დაკავშირება არ მინდა.
მინდა ჯერ საქართველოში გავარკვიო და ამოვიღო ეს საბუთი.


პატივცემულო!
უღრმეს ბოდიშს ვიხდი, მაგრამ რაც თქვენ აღნიშნეთ, "დატაბაზით" სარგებლობა, ჩაწერეთ ხომ რაღაც გვარი? ესე იგი ფაქტიურად იცით რა გვარის იყო ბებიათქვენი (აცხონოს ღმერთმა). გულწრფელად არ მინდა თქვენი გაღიზიანება, მარა რა ვქნა ესეთი პროფესია მაქვს, ჩაკირკიტება ჩვევად მაქვს გადაქცეული.

სავსებით გასაგებია, რომ საბუთით შეიარაღებული ჯობია იყოთ, მაგრამ ნათესაური კავშირის დამყარების კეთილი ნების გამოვლენის სფერო იურისპრუდენციას არ ეკუთვნის. ხომ ცნობილია თქვენთვის შემთხვევები ღვიძლ და-ძმებს დაუკარგიათ ერთმანეთი ...

იურიდიული ინტერესი რომ ვახსენე, ეს დამოკიდებულია ამ შედეგით რა სამოქალაქო უფლებების დამკვიდრებაა საჭირო - მგალითად მემკვიდრეობის მიღება, გვარის შეცვლა და ა. შ.

რაც შეეხება ამ საქმის "აღებას" ჩემი რჩევაა, იყავით ფრთხილად ... არც ისე იშვიათია შემთხვევები "იურიდიული საამქროს" მიერ კლიენტის უაზრო სამართლებრივ ფაცი-ფუცში ჩათრევის შემთხვევები ... ჩემი რომ იყოს ესეთი კონტრაქტი, მე რა თქმა უნდა უფრო კვლევითი მიმართულებით წავიყვანდი ... არქივები, ბავშვთა სახლის დადგენა და ა. შ. ამით იმის თქმა მინდა, რომ საპირისპიროდან უნდა გამოვიდეთ - დავადგინოთ თეორიული გვარის კავშირები. არ შეიძლება, რომ ბებიათქვენს სადმე არ ეთქვა, ყურმოკვრის დონეზე მაინც, რა გვარის წარმომავლობა ჰქონდა ... თან როგორც აღნიშნეთ, ის ხალხი იყვნენ ნათესავები, შორეული, მაგრამ მაინც ...

პირდაპირ ვიტყვი, წლების განმავლობაში ვემსახურებოდი რუსეთში მმართველ კლასს და ამგვარი კაპრიზების შესრულებაც მიწევდა. მაგრამ ზურგს მიმაგრებდა ის გარემოება, რომ ფაქტიურად არ ვყოფილვარ შეზღუდული ფინანსური რესურსებით - საქმის მართვა დამოკიდებული იყო მხოლოდ ჩემს კეთილსინდისიერებასთან, რაც დაფუძნებული იყო დიდი ხნის ურთიერთობებზე და მაღალი ხარისხის ნდობაზე ...

ეს, კულტურულადაც ვთქვი უარი, რადგანაც ამ საქმის სამართლებრივ (იურიდიულ) პერსპექტივას ვერ ვხედავ ჯერჯერობით და ჩემმა პრაისმაც არა მგონია აღფრთოვანებაში მოგიყვანოთ ...

წარმატებებს გისურვებთ! - რადგანაც მიმაჩნია, რომ კეთილშობილი განზრახვა გამოძრავებთ ...
* * *
QUOTE
ჩემს მეზობლებს ჰქონდათ შემთხვევა - მოაკითხა მოხუცმა ნათესავმა, ვაკეში, ფალიაშვილზე დაპირდა თავის 3 თუ 4 ოთახიან ბინას (ოჯახის წევრები არ მივლიან, ცუდად მექცევიან, მომიარეთ და თქვენ დაგიტოვებთ ჩემს ბინასო) და ესენიც გადაყვნენ თავზე. უვლიდნენ, თან ყვებოდნენ და ასე 1 წლის შემდეგ დაიხურა ბებომ ქუდი და წავიდა - ჩემებს შევურიგდიო  რა გინდა რომ გააკეთო?! :


აგაშენა ღმერთმა! შესანიშნავად გცოდნია საკითხი და სამართლის ფუნქციის და მიზანიც გაგირკვევია, თორე ბევრ იურისტს გონია სასამართლოში საქმის მოგება მიზანი, არადა ეს ამოცანაა მხოლოდ ...

აი ეხლა თუ სხვა მეზობელი შეგეკითხება, და თუ ღმერთმა ქნას მანამდე, სანამ გაქანდებიან და ეცემიან ხელშეკრულების გააფორმებას, ასჯერ დაფიქრდნენ ამ რისკებზე: გააკეთონ ფსოქოლოგის დასკვნა, ოფიციალურად და ფოსტით გააგზავნონ ახლო ნათესავენთან შეტყობინება რას უმზადებს "ჩია" წინაპარი, გააფორმონ ხელშეკრულება დიდი ასოებით, პასუხისმგებლობის პუნქტები დეკლარირებული სახით გამოყონ ხელშეკრულებაში (აი მევახშეები რო იქცევიან იმ ლოგიკით) - და ვნახოთ მერე, მოაწერს თუ არა "დაბნეული მოხუცი" და იყვიროს მერე სასამართლოში პირგასამტეხლოს შემცირებაზე 3 600 ლარის შეუსაბამოდ დიდ ოდენობაზე? ... და თქვენი სინდისიც თავისუფალი იქნება ... არის რა თქმა უნდა ფსიქოლოგიური ბარიერის გადალახვის პრობლემა, მაგრამ მიეხმარება მზრუნველს ის შაშიშროება რის წინაშეც შეიძლება აღმოჩნდეს ... ეს პირგასამტეხლო უბრალო ინტერესის უზრუნველყოფის საშუალება კი არ იქნება და რეპრესიული ხასიათის სანქცია, არამედ სწორედ დელიქტური მოთხოვნა ვალდებულების მართლსაწინააღმდეგო დარღვევასთან დაკავშირებული ... როგორც გითხარით, ამას ჭირდება გარკვეული წინანსწარი ინვესტიცია, რაც უმეტეს შემთხვევაში არავის არ უნდა გაიღოს ...

* * *
QUOTE
Kaifistka

თანაც დამავიწყდა მეთქვა: ვერც ერთ დოკუმენტში ცხონებული ბებიათქვენის მოქალაქეოდრივი მდგომარეობის აქტებში ვერ შეიტაბთ ვერავითარ ცვლილებებს - ეს დოკუმენტები გაცემულია იმჟამინდელი კანონის სრული დაცვით მითითებულია გვარი, რომელსაც ატარებდა. რაიმე ნება ამ ადამიანს სიცოცხლეში არ გამოუვლენია - წარმოუდგენელია რა გარემოების საფუძველზე შეიძლება ცვლილების შეტანა.

This post has been edited by Правовед on 24 Jan 2017, 00:44
კვაზი-იურისტი
Junior Member


**
ჯგუფი: Registered
წერილები: 11
წევრი No.: 227469
რეგისტრ.: 28-December 16

გამოგზავნილია: 24 Jan 2017, 10:09  #49773056      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
niniaa
QUOTE
დიდი მადლობა.ამ საქმეზე,როცა გატეხილია ფეისბუქი და ექაუნტია დაბლოკილი,დაახლოებით რა სასჯელია მოსალოდნელი?


სასჯელის დანიშვნა მოსამართლეზეა დამოკიდებული.284-ე, 285-ე, 286-ე მუხლების სანქციები ალტერნატიულია.იქ არის ჯარიმა, გამასწორებელი სამუშაო და თავისუფლების აღკვეთა.მოსამართლე წყვეტს
თუ რომელი სასჯელი უნდა დანიშნოს.ამ მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულები ნაკლებად მძიმე დანაშაულების კატეგორიაში არიან, შესაბამისად შეიძლება როგორც პირობითის მიცემა, ასევე პასუხისმგებლობიდან გათავისუფლება გარკვეული პირობების არსებობისას.
-Ivar-
Member


***
ჯგუფი: Registered
წერილები: 52
წევრი No.: 214991
რეგისტრ.: 26-February 16

გამოგზავნილია: 24 Jan 2017, 12:23  #49773737      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Правовед
თუ ორ ქმედუნარიან კერძო პირს შორის უნდა გაფორმდეს რაღაც ტიპის ხელშეკრულება, ნათესავების ინფორმირება სულ არ არის საჭირო, რადგან ისინი არ არიან ხელშეკრულების მხარეები. არის კერძო საკუთრება და მისი მესაკუთრე საკუთარი შეხედულებით განკარგავს თავისი ქონების ბედს. ნათესავებს ვინ ეკითხებათ?! smile.gif ან რას მოგვცემს მათი ინფორმირებულობა, რამისგან დაგვაზღვევს? მეეჭვება

QUOTE
და ვნახოთ მერე, მოაწერს თუ არა "დაბნეული მოხუცი" და იყვიროს მერე სასამართლოში პირგასამტეხლოს შემცირებაზე 3 600 ლარის შეუსაბამოდ დიდ ოდენობაზე?

მოაწერს ჩვეულებრივად და პირგასამტეხლოზე მოხუცის ადვოკატი თუ არა მოსამართლე მაინც იყვირებს smile.gif ხო ხვდებით რატომაც. ლოგიკურია რა - რა ოდენობის თანხის ფარგლებშიც არ უნდა დაგიდასტუროს მოხუცმა დაჯარიმების ნებელობა, შენ იცი, რომ შენი სარჩენი პირისთვის ეს X თანხაც საკმაოდ დიდი ოდენობის არის და სასამართლო თავისი ინიციატივით შეამცირებს ასეთ პირგასამტეხლოს. ერთ-ერთი არგუმენტი იქნებას ასეთი - როცა ამხელა პირგასამტეხლოს უწერდი ხელშეკრულებაში, ხომ იცოდი, რომ შენივე დახმარების ამარა მყოფი ადამიანი ვერ გადაგიხდიდა ამხელა თანხას? იცოდი.

QUOTE
ეს პირგასამტეხლო უბრალო ინტერესის უზრუნველყოფის საშუალება კი არ იქნება და რეპრესიული ხასიათის სანქცია

ზოგადად გეთანხმები, საქართველოს სამ. კოდექსის 417-ე მხულით გათვალისწინებულ პირგასამტეხლოს აქვს პრევენციული და არა საჯარიმო ხასიათი, თუმცა, ყოფით ცხოვრებაში მას უფრო მეტად სწორედ სადამსჯელო ღონისძიების სახით იყენებენ, რადგან თუ დასჯამდე მივიდა საქმე ე.ი. მან თავისი პრევენციული ფუნქცია ვერ შეასრულა და ვერ შეაკავა ხელშეკრულების მეორე მხარე ვალდებულების შეუსრულებლობისგან.
რჩენის ხელშეკრულებაშიც, პირგასამტეხლო რეალურად არის არა მოხუცის დაშნების, არამედ მარჩენალის მიერ ინვესტირებული თანხის მინიმალურ დონეზე დაცვის / ამოღების საშუალება. რაის პრევენცია : ))

QUOTE
არამედ სწორედ დელიქტური მოთხოვნა ვალდებულების მართლსაწინააღმდეგო დარღვევასთან დაკავშირებული ...

დელიქტზე რატომ გადავედით? ზიანის ანაზღაურებამდე და სასამართლომდე სანამ მივალთ მანამდე მინდა თავდაცვის საშალებები განვიხილოთ - როგორ დავიცვათ მარჩენალი?
carvera
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1558
წევრი No.: 172064
რეგისტრ.: 20-August 13

გამოგზავნილია: 24 Jan 2017, 12:30  #49773789      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
-Ivar-

QUOTE
ყველაზე პრობლემატური საკითხი არის ხელშ-დან გასვლა, რომელსაც ვერავის აუკრძალავ. მოუნდება და შეგიწყვეტს როცა წამოუვლის და ასეთი შემთხვევები ხშირია, სამწუხაროდ. ამისგან თავს ვერ დაიზღვევს ვერავინ. დიდი დიდი პირგასამტეხლო დავაკისროთ სარჩენს უსაფუძვლოდ და ვადაზე ადრე ხელშ-ის შეწყვეტისთვის და ისიც სათუოა, რამდენად გადაიხდის იგი ამ თანხას.


ჩაგეჭრები მსჯელობაში smile.gif
უნდა გავმიჯნოთ ხელშეკრულებიდან გასვლა და ხელშეკრულების შეწყვეტა.
თუ სარჩენმა სახელშეკრულებო ურთიერთობის დამთავრება ხელშეკრულებიდან გასვლით გადაწყვიტა,
მას მოუწევს პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა - გადახდილი სარჩოს სრულად დაბრუნება, რაც არამგონია
ბევრმა შეძლოს.
ხელშეკრულებიდან გასვლას კიდევ ერთი თავისებურება აქვს - თუ სარჩენი გადის ხელშეკრულებიდან, შენ როგორც მარჩენალს
რა პირგასამტეხლოც არ უნდა გედოს ხელშეკრულებაში, ფაქტიურად მისი მოთხოვნის საფუველი გიუქმდება - ხელშეკრულებიდან
გასვლისას წარმოიშობა პირვანდელი მდგომარეობის აღდგენის ორმხრივი ვალდებულება. პირვანდელი მდგომარეობის
აღდგენა კი იმას ნიშნავს, რომ მხარეები უბრუნდებიან იმ მომენტს, როდესაც მათ შორის არანაირი სამართლებრივი
ურთიერთობა არ არსებობდა. შესაბამისად, პირვანდელ მდგომარეობაში არ არსებობდა (არ არსებობს) პირგასამტეხლოს მოთხოვნის საფუძელი და
გადახდის ვალდებულებაც.
აქვე გასათვალისწინებელია სკ-ის 949-ე მუხლის მე-2 ნაწილიც, სადაც მითითებულია, რომ ,,ხელშეკრულების შეწყვეტამდე გაწეული ხარჯები მარჩენალს არ უნაზღაურდება, თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული'', ამდენად, ხელშეკრულების შედგენისას ეს მომენტიც გასათვალისწინებელია, მასში პირდაპირ უნდა ჩაიდოს დათქმა იმაზე, რომ თუ სარჩენმა ხელშეკრულებიდან გასვლა გადაწყვიტა, მას დაეკისრება
მიღებული სარჩოს სრულად დაბრუნების ვალდებულება (სამოქალაქო კოდექსში ხშირად არეულია ,,ხელშეკრულებიდან გასვლის'' და ,,ხელშეკრულეის შეწყვეტის'' ცნებები, მითითებულ ნორმაში აღნიშნული ხელშეკრულების შეწყვეტა არ ნიშნავს ხელშეკრულების შეწყვეტას კლასიკური გაგებით, რადგან მასში საუბარია მარჩენალის მიერ გაწეული ხარჯების (მათ შორის სარჩოს) დაბრუნებაზე და ამის გამო აქ, უნდა იგულისხმებოდეს ხელშეკრულებიდან გასვლის შემთხვვეა და არა შეწყევტა).

თუ სარჩენმა გადაწყვიტა, მოეპრიანა ხელშეკრულების შეწყვეტა, ამ შემთხვევაზე თავისუფლად შეგიძლია განსაზღვრო პირგასამტეხლო.

მოკლედ, ხელშეკრულებიდან გასვლის დასაზღვევად, უნდა ჩაიდოს დათქმა, რომ ასეთ შემთხვევაში სარჩენი სრულად აბრუნებს მიღებულ სარგებელს და შეწყვეტის შემთხვევებში, უნდა ჩაიდოს სოლიდური პირგასამტეხლო. გარდა ამისა, მიღებული ზიანის ანაზღაურების უფლება
ყოველთვის აქვთ მხარეებს. ამ ხრივ გაწეული ხარჯების აღრიცხვაზე წინასწარ უნდა იფიქრო.
-Ivar-
Member


***
ჯგუფი: Registered
წერილები: 52
წევრი No.: 214991
რეგისტრ.: 26-February 16

გამოგზავნილია: 24 Jan 2017, 14:06  #49774434      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
carvera
up.gif
აბსოლუტურად სწორი და დროული იყო ჩარევაც და კომენტარიც, მადლობა! smile.gif
ისე, სარჩენმა თუ მოინდომა სახელშეკრულებო ურთ-ის დასრულება (გასვლით იქნება ეს თუ შეწყვეტით), ცხადია ამის შესახებ წერილობით არ მოიწერება და ა.შ. ბებოა რა, ფოსტაში არ ირბენს და ფორმალობებს არ დაიცავს, როცა ეს საკითხი სადაო გახდება, ნებისმიერი ცოტა გონიერი იურისტი ურჩევს, რომ "მიაწვეს" შეწყვეტას და გამოძვრეს პირგასამტეხლოთი და არ გავიდეს, რომ უფრო მეტი ოდენობის თანხის გადახდა არ მოუწიოს smile.gif ანუ პირგასამტეხლო უნდა იყოს სოლიდური.

მაინც პირგასამტეხლოს / გასვლისას - გადახდილი თანხის დაბრუნების ამარა ვრჩებით ამ ურთ-ში.

carvera თუ არ შეწუხდებით, შეგიძლიათ მიმითითოთ სკ-ის რომელი მუხლები ეხება გასვლას და რომელი შეწყვეტას? მაგალითად, 405-ე, 352-ე გასვლას ეხება თუ შეწყვეტას?
Правовед
Member


***
ჯგუფი: Registered
წერილები: 61
წევრი No.: 226219
რეგისტრ.: 21-November 16

გამოგზავნილია: 24 Jan 2017, 15:01  #49774832      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
carvera თუ არ შეწუხდებით, შეგიძლიათ მიმითითოთ სკ-ის რომელი მუხლები ეხება გასვლას და რომელი შეწყვეტას? მაგალითად, 405-ე, 352-ე გასვლას ეხება თუ შეწყვეტას?


"კანონმდებელი უნდა აზროვნებდეს როგორც ფილოსოფოსი და ლაპარაკობდეს როგორც
გლეხი" - რუდოლფ ფონ იერინგი.

როგორც "მიღებულია" ქართული ნორმატიული ენა ამ დეფინიციურ დატვირთვებს ძნელად ართმევს თავს. აქვს ამას ალბათ მიზეზები - გერმანულიდან თარგმნისას აღმოცენდნენ მიუღებელი ნეოლოგიზმები "ვითომ-კრედიტორი", "დეპონირება" და ა. შ. ჩქარობდნენ ალბათ, კოდექსიც საჭირო იყო და ასიამოვნეს კიდეც "ევროპელებს". ამიტომ იურისტებიც, გარყვნამდე მისულნი, ძვრებიან შექმნილი დაძაბული მდგომარეობიდან (ალბათ აქ "სიტუაცია" ან "პრობლემა" უნდა მეხმარა, მაგრამ კახელი ვარ და ქართული მირჩევნია). სხვა გზა არ დაგვრჩენია და იძულებულნი ვართ მივმართოთ სამართლის ისეთ წყაროს, როგორიცაა სასამართლო პრაქტიკა, რომელიც, საქართველოს სამართლის დოქტრინალურ წყაროდ არ ითვლება, მარა რას იზამ ... გაჭირვებულს ქვა აღმართში ეწევაო, როგორც იტყვიან ...
ხელშეკრულების ერთ-ერთი მონაწილის შესაძლებლობას კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, უარი თქვას ხელშეკრულების გაგრძელებაზე, ხელშეკრულებიდან გასვლა ეწოდება. არსებობს ხელშეკრულების ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე შეწყვეტა.

სამოქალაქო კოდექსის თქვენ მიერ მითითებული 405-ე, 352-ე სტატიები ეხება ორივე შემთხვევას. თუ ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარე უარს იტყვის ხელშეკრულებაზე, ფაქტიურად ეს ხელშეკრულების შეწყვეტაა.

სამართლის მეტაენის გამოყენებას იმპლიციტური ენის (რაც სისხლში გვაქვს სადღეგრძელოების მოყვარულ ქართველებს, შენ ძმობას გეფიცებით, ჩვენი, შემომაკვდა, შემო ... -ეებით) ჩანაცვლება ექსპლიცინტური ენით და მისი დამკვიდრება ჭირდება ... თარიღის მითითების სტანდარტზეც კი ვერ შემთანხმდით, ზოგი 2017 წლის 24 იანვარი ასე უთითებს, ზოგი 2017/01/24, ზოგი 24.01.2017, ნუმერაციაზე ხო რა ჩარგუზანაა, ზოგო #-ს წერს, ზოგი N, ზოგი № ... დეფისისა და ტირეს აღრევ-დარევაზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია, არადა ერთი სასვენი, ხოლო მეორე პუნქტუაციის ნიშანია.

რომ არ გამიგძელდეს ... არა გვაქვს ჯერ-ჯერობით სამართლის ჭეშმარიტი ფუნქციის გამოყენების ინტელექტუალური შესაძლებლობა, არა ვართ მზად ამისათვის ...
სამწუხაროა, მაგრამ უნდა ველოდოთ ილია ჭავჭავაძის გამოჩენას ...

This post has been edited by Правовед on 24 Jan 2017, 15:16
carvera
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1558
წევრი No.: 172064
რეგისტრ.: 20-August 13

გამოგზავნილია: 24 Jan 2017, 15:01  #49774842      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
-Ivar-

მოდი იქიდან დავიწყოთ, რომ სამისდღემშიო რჩენის ხელშეკრულება ,,მუდმივი'' ხასიათისაა და მის შეწყვეტას კანონი
მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში უშვებს (თუკი სახელშეკრულებო მოვალეობათა დარღვევის შედეგად მხარეთა შორის ურთიერთობა აუტანელი გახდა, ანდა სხვა არსებითი მიზეზები უკიდურესად აძნელებს ან შეუძლებელს ხდის მის გაგრძელებას. სკ-ის 949-ე მ. 1-ლი ნაწილი)

ანუ სახეზე უნდა იყოს მარჩენალის მოვალეობათა არა ,,ჩვეულებრივი'' დარღვევა, არამედ ისეთი, რომელიც
თავისი ხასიათით მხარეთა შორის ურთიერთობას აუტანელს ხდის ან/და რამე სხვა არსებითი მიზეზები წარმოიშვა.

ამ პირობებში, სარჩენს და მის ადვოკატს ეკისრებათ მტკიცების ტვირთი სასამართლოში, მათ უნდა დაამტკიცონ,
რომ მარჩენალის მხრიდან მძიმე დარღვევებს აქვს ადგილი. თუკი მარჩენალი კეთილსინდისიერად ასრულებს
ვალდებულებებს, კარგი ადვოკატის პირობებში სარჩენის მხარეს ამის ,,დამტკიცება'' გაუჭირდება.

მარჩენალის მხრიდან საკმაოდ დიდ რისკებთანაა დაკავშირებული სამისდღემშიო ხელშეკრულება და კანონიც
ცდილობს მისი რისკები დაააზღვიოს. ასე რომ მარჩენალი უბრალო ხუშტურზე ვერ გაწყვიტავს ხელშეკრულებას (კარგი სასამართლოს პირობებში ესე უნდა იყოს).

გარდა ამისა, მარჩენალს შეუძლია სამისდღემშიო ხელშეკრულება რეესტრში დაარეგისტრიროს და შეზღუდვის სახით
დაადოს ქონებას.
მოკლედ თუ სარჩენი ხელშეკრულების გაწყევტას დააპირებს, უნდა არ უნდა, სასამართლოს გზით უნდა წავიდეს.

თუმცა ყველაფრის მიუხედავად, მარჩენალის მხარეს მაინც რჩება დაუზღვეველი რისკი და ამას ვერ გავექცევით.

QUOTE
თუ არ შეწუხდებით, შეგიძლიათ მიმითითოთ სკ-ის რომელი მუხლები ეხება გასვლას და რომელი შეწყვეტას? მაგალითად, 405-ე, 352-ე გასვლას ეხება თუ შეწყვეტას?


ეს მუხლები გასვლას ეხება, კი.

რაც შეეხება ხელშეკრულების შეწყვეტას, ძირითადად გაბნეულია სხვადასხვა მუხლებში.

თან ფაქტიურად, როცა ხელშეკრულების/ვალდებულების შეწყვეტაზეა საუბარი, კოდექსში
ორი სახის შეწყვეტაა: 1. როდესაც შეწყვეტა გულისხმობს ვალდებულების სრულ შესრულებას და 2. როცა შეწყვეტაში
მოიაზრება ის შემთხვევა, როცა მხარე ვალდებულებას ბოლომდე არ ასრულებს ანუ წყვეტს შესრულებას რაღაც მონაკვეთში.

ცნებების მხრივ ძაან არეულია კოდექსი და ბევრი რამეა გასასწორებელი.

This post has been edited by carvera on 24 Jan 2017, 15:20
Правовед
Member


***
ჯგუფი: Registered
წერილები: 61
წევრი No.: 226219
რეგისტრ.: 21-November 16

გამოგზავნილია: 24 Jan 2017, 15:18  #49774977      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
ცნებების მხრივ ძაან არეულია კოდექსი და ბევრი რამეა გასასწორებელი.


სრულიად ვეთანხმები ...

აქაც ბუნებრივი ენის გამოყენებით ან "შესრულებული", "დასრულებული", "დამთავრებული", "განხორციელებული" უნდა ვიხმაროთ, შეწყვეტას უფრო იძულების ელფერი დაკრავს ... ენათმცოდნე არა ვარ, მაგრამ "წყვეტა" - სემანტიკა მიანიშნებს ... უფრო კომპეტენტურმა სპეციალისტებმა და ენის აკადემიური ცოდნით უნდა იმსჯელონ რა თქმა უნდა ამაზე ... მარა ...

კოდექსი კი რა თქმა უნდა "უცხო" ენაზეა დაწერილი ...

This post has been edited by Правовед on 24 Jan 2017, 15:24
-Ivar-
Member


***
ჯგუფი: Registered
წერილები: 52
წევრი No.: 214991
რეგისტრ.: 26-February 16

გამოგზავნილია: 24 Jan 2017, 17:18  #49775865      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
carvera
კანონი რომ მართლაც უზენაესი იყოს და სასამართლო მოწოდების სიმაღლეზე - არაფერი განსაკუთრებულად საშიში არ იქნებოდა ამ სიტუაციაში
ვითარებას ართულებს ცუდი სასამართლო პრაქტიკა (იცავენ და არ სჯიან სარჩენ პირებს) + მოპასუხე / სარჩენის ასაკი და კაზუსის მორალური მხარე old.gif

მართალია, კანონში არაორაზროვნად და იმპერატიულად წერია ხელ-ის შეწყვეტის საფუძვლები (მაგალითად, სკ-ის 949-ე მ. 1-ლი ნაწილი), რაც რეალურად უნდა იცავდეს და იცავს მარჩენალს, მაგრამ პრაქტიკაში ძალიან ხშირად ხდება კანონის ამ დანაწესის უგულვებელყოფა, რაც აზარალებს მარჩენალს და სარჩენს კიდევ არავინ თხოვს პასუხს.

ალბათ, აჯობებს სარჩენმა ყოველთვიურად დამოწმებული ხელწერილის შედგენის გზით დაადასტუროს, რომ კმაყოფილია მარჩენალის მიერ ვალდებულებათა შესრულების ხარისხით, რომ არ გააჩნია მის მიმართ პრეტენზია და სხვა დეტალები. ეს დოკუმენტები მოგვიანებით მტკიცებულების სახით შეიძლება იქნეს გამოყენებული ხელ-ის დამრღვევი სარჩენის მიმართ - ამის ფონზე ვეღარ მოახდენს აპელირებას, რომ არ უვლიდნენ, ცუდად ექცეოდნენ და ა.შ. idea.gif

This post has been edited by -Ivar- on 24 Jan 2017, 17:20
rezo_ozer
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 12285
წევრი No.: 104299
რეგისტრ.: 7-November 09

გამოგზავნილია: 24 Jan 2017, 19:46  #49776927      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
სალამი აქაურებს
გარაჟის ლეგალიზებას ვახდენ და გვერძე მდებარე შენობის მესაკუთრეთა ნოტარიული თანხმობა მინდა რო თანახმანი არიან მე გავიფორმო მათ გვერდით არსებული მიწა და პრეტნზია არ აქვთ და სამართლებლვად როგორ ჯობია რო ჩამოვაყალიბო

და კიდე ერთი საკითხი ერთ ფართს 2 მესაკუთრე ყავს და ცალცალკე რო მოვაწერინო ხელი და ნოტარიულად დავამტკიცო პრობლემა ხო არ იქნება? თუ ერთად მივიყვანო? რომელი ჯობია?


--------------------
I don’t need sex, my government every day fucks me @ skymore

BMW-ში ტიპტრონიკს D რო აქ დრიფტს ნიშნავს?
ხო Dრიფტ მოუდია და R რაკეტას ნიშნავს.

ნურასოდეს ესვრი ტალახს სხვას, შეიძლება ააცილო ხელები კი ტალახიანი დაგხვდეს.


მუშაობ რომ იშოვო ფული რათა ჩაასხა ბენზინი რომ იარო სამსახურში სამუშაოდ
Правовед
Member


***
ჯგუფი: Registered
წერილები: 61
წევრი No.: 226219
რეგისტრ.: 21-November 16

გამოგზავნილია: 24 Jan 2017, 20:20  #49777171      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
ალბათ, აჯობებს სარჩენმა ყოველთვიურად დამოწმებული ხელწერილის შედგენის გზით დაადასტუროს


პაწა, და უკვე სრულყოფამდე მივა ამ სამართლებრივი ურთიერთობის ჩამოყალიბება ...

ე. წ. წინა-ცოდნა ამ ურთიერთობათა შესახებ არასოდეს არ გვქონია და საქართველოსთვის რეგულირების ტრადიციულ საგანს არ წარმოადგენდა. ეხლა გართულდა სოციალური ურთიერთობანი, არც ისე იშვიათია მოხუცების მიტოვება ... იმის დროც არ არის ჩვეულებითი სამართლის ნორმა გარდაიქმნას საკანონმდებლო ნორმად. ისევ რა დაგვრჩენია, უცხოურმა კანონმაც ველოსიპედის გამოგონებას აგვაცდინა ...

ნუ იქნება მთლად "ხელწერილი", რაიმე დღიურის სახეც შეიძლება მიეცეს - მსგავსი, მაღაზიებში რომ არსებობს, წინადადებისა და საჩივრების წიგნი - აქ ანტაგონისტური განწყობის ჩამოყალიბებაც არ არის საჭირო - კანონმა ხომ მიგვითითა () შორის ურთიერთობა აუტანელი არ უნდა გახდეს - ახლა ესეც, ნარდობის მსგავსად, ვალდებულებად რო გადააქციო, შეხვალ ჩიხში ...
-Ivar-
Member


***
ჯგუფი: Registered
წერილები: 52
წევრი No.: 214991
რეგისტრ.: 26-February 16

გამოგზავნილია: 24 Jan 2017, 22:05  #49777979      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Правовед
დღიურს მაინც ხელწერილი მირჩევნია, რადგან:
1. ასაკიან ადამიანს დაეზარება დღიურის წარმოება;
2. დიდი ალბათობით ეგ დღიური დაემსგავსება მემუარებს, სადაც უხვად იქნება ისტორიები ამინდზე, ხახვის სუპის ახალი რეცეპტი, მეზობლის ხმაურიანი ბავშვების ამბები, წნევის აწევის პრეისტორია და ა.შ. სამართლებრივი თვალსაზრისით ნაკლებად იქნება საინტერესო ასეთი დღიური, რადგან ის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები (კომუნალური გადასახადების გადახდა, მედიკამენტი-პრკდუქტების მიწოდება და ექიმთან ვიზიტების დაფინანსება და ა.შ.) რაც შეიძლება მარტივად დავატიოთ 1 ფურცელზე, ჩაიკარგება ძალიან ბევრ უინტერესო ბლა ბლა ბლაში. როგორ გინდა ასეთი "ვეფხისტყაოსანი" დაუდო მოსამართლეს და უთხრა წაიკითხე, მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები წერია აქო biggrin.gif 99% სისულელეები ეწერება და ბევრად მარტივია მაგ 1% აზრიანი ნაწერის თვეში ერთხელ 1 ფურცელზე გადატანა smile.gif

ვერ მივხვდი რჩენის ვალდებულება ნარდობას რატომ შეადარე.
2 წევრი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
1 წევრი: zaza1993
Topic Options Pages: (139) « პირველი ... 137 138 [139]  გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



 
[ Script Execution time: 0.0794 ]   [ 11 queries used ]   [ GZIP Disabled ]