Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > ჯანმრთელობა და მედიცინა > ნაღვლის ბუშტის ოპერაცია


Posted by: datosia 22 Feb 2007, 14:57
ჩემს ახლობელს აქვს ქვები ნაღვლის ბუშტში, მძიმე მდგომარეობაა და ძალიან აწუხებს, ოპერაციის კი ძალიან ეშინია. სადღაც გამიგია რომ აკეთებენ ასეთ ოპერაციებს უსისხლოდ, ლაზერით. ხომ არ იცით ამის შესახებ რამე და რომელ კლინიკაში აკეთებენ საერთოდ ასეთ ოპერაციებს?
* * *
მაპატიეთ, სათაურში შემეშალა "ბუტი"-ს მაგივრად "ბუშტი" user.gif





Posted by: zgarbi 1 Mar 2007, 11:53
datosia
თუ მძიმეა სიტუაცია, დაჩირქებულზე ან სადინაღშია გადასული შეიძლება ლაპარასკოპიიტ არ გამოვიდე, ჯერ გადაიღოს ეხო და იქ გამოჩნდება, ისე ამ ოპერაციას აკეთებენ მეცხრეში, თოდუაში, ქირურგიის ინსტიტუტში კიდე ისანში რომ არის არამიანცში. დედაჩემმა გაიკეთა ეხლა ეგ ოპერაცია21 ში და გათთვითცნობიერებული ვარ . ისე ჯობია მალე გაიკეთოს ტორემ ძალიან ცუდი გართულებები იცის!

Posted by: KAM_M_MILA 1 Mar 2007, 12:22
იუნონაშიც აკეთებს კილაძე, პროფესიონალია

Posted by: daitio 1 Mar 2007, 12:29
მგონი ლიტოტრიფსიაზეა საუბარი...
ანუ აბსოლიტურად არაქირურგიული მეთოდი.. ტაბუცაძე რესპუბლიკურში და მანაგაძე ურულოგიურში

Posted by: simao0209 1 Mar 2007, 12:42
მამაჩემმა გაიკეთა ორი კვირის წინ "არამიანცში" მერაბ კილაძესთან ლაპარასკოპიით, ყველაე კარგად ეგ აკეთებს თბილისში, ოპერაცია გრძელდება ნახევარი საათი, მამაჩემს დაჟე განგრენიანი ნაღველი ამოუღეს და ლაპარასკოპიითაც გამოვიდა.

Posted by: kaxabera 5 Mar 2007, 05:37
მე მაქვს ნაღვლის ბუშტში კენჭი 9მმ, ხანდახან მაწუხებს, შეძლებისდაგვარათ ვიცავ დიეტას და ჯერჯერობით ძაან არ მაწუხებს. ახლობლები მირჩევენ ბალახეული წამლებით დაგიშლიანო კენჭს, ნახალოვკაში ცხოვრობს ექიმი ბურდილაძე და ეგ მოგარჩენსო ბალახებით. ვინმემ ხომ არ იცით ამ მეთოდის შესახებ რამე? თუ არადა უნდა ამოიჭრა ნაღველიო. რა ჯდება ოპერაცია?

Posted by: datosia 5 Mar 2007, 16:03
პარასკევს მყავდა ექოსკოპიზე, ნაღვლის ბუშტი სულ გავავსებული აქვს, უმოქმედოაო და ამოსაჭრელიაო . პრობლემა ის არის რომ ფეხზე ტრომბი აქვს. პოტრომბინი აქვს 105. თუ არ დაიწია ოპერაცია საშიში ყოფილა. ღუდუშაურში ვიყავით თემო ბეშკენაძესთან, ხომ არ იცით როგორი სპეციალისტია?

ვერ გავიგე ლაპარასკოპია და ლაზერი ერთი და იგივეა?

Posted by: KAM_M_MILA 5 Mar 2007, 18:13
QUOTE
ვერ გავიგე ლაპარასკოპია და ლაზერი ერთი და იგივეა?



არა, სხვადასხვაა

Posted by: zgarbi 9 Mar 2007, 20:21
datosia
QUOTE
პრობლემა ის არის რომ ფეხზე ტრომბი აქვს. პოტრომბინი აქვს 105. თუ არ დაიწია ოპერაცია საშიში ყოფილა.

კი ეგ აუცილებლად დასარეგულირებელია და მერე კი ოპერაციის დროს ფეხზე ახვევენ ელასტიურ ბინტს, რომ არ დაიძრეს ესეც აუცილებელია დედაჩემს არ ჰქონია , მაგრამ მაინც დაახვიეს ოპერაციის დროს!

Posted by: margusha 9 Mar 2007, 22:25
ღუდუშაურშიც აკეთებენ
...............................................

Posted by: Hermes007 9 Mar 2007, 22:40
შემიძლია გირჩიო არამინცში ქირურგიაში მერაბი კილაძე და პაატა ჩაფიძე ლაპარასკოპიულ ქოლეცისტექტომიაში მაგრები არიან

Posted by: Tenno 10 Mar 2007, 00:54
ხალხო ლაზერით არ კეთდება ეგ ოპერაცია, საერთოდ ამოიღეთ ეს "ლაზერით ოპერაცია" ხმარებიდან.

ნაღვლის ბუშტზე ან ღია წესით კეთდება ოპერაცია ან ლაპაროსკოპიით. მე პირადად კილაძესთან გავიკეთე. ლაპაროსკოპიით. მეორე დღეს სახლში წავედი. ასწი აღარაფერი არ "მანაღვლებს" smile.gif

ლითოტრიპსია სულ სხვა რამეა, ეს კენჭების დისტანციური დარტყმითტალღოვანი დაშლის მეთოდია და მას თავისი ჩვენებები და უკუჩვენებები აქვს. რომლებსაც მისვლისას თვითონ სპეციალისტები გეტყვიან. მარგრამ "სულ გადავსებულ"-ის შემთხვევაში 100% არ გამოვა ლითოტრიპსია. მითუმეტეს ნაღვლის ბუშტის შემთხვევაში.


Posted by: kaxabera 13 Mar 2007, 03:44
როგორც ვიცი ნაღვლის ბუშტიდან კენჭებს ვერ შლიან, თირკმელებიდან რესპუბლიკურში შლიან.

Posted by: OtoVon 13 Mar 2007, 17:14
არამიანცში მერაბ კილაძე........ up.gif yes.gif

Posted by: kaxabera 25 Mar 2007, 16:14
ხომ არ იცით კილაძის გარდა კიდევ ვინ აკეთებს კარგათ ლაპარასკოპიით ოპერაციას და რა თანხა ჯდება?

Posted by: kopa 25 Mar 2007, 17:03
kaxabera
დაუკავშირდი შიო ვასაძეს.

Posted by: svanchik 29 Mar 2007, 11:19
გავიკეთე ათი წლის წინ ლადო ჭიპაშვილთან არამიანცში. დავისვენე.

Posted by: kaxabera 29 Mar 2007, 19:28
QUOTE
გავიკეთე ათი წლის წინ ლადო ჭიპაშვილთან არამიანცში. დავისვენე

რომელი მეთოდით, ლაპარასკოპიით თუ ჩვეულებრივი ღია ოპერაციით?

Posted by: svanchik 29 Mar 2007, 19:45
ჩვეულებრივი ოპერაცია გავიკეთე. მაშინ ლაპარასკოპიის შემეშინდა.

Posted by: kaxabera 29 Mar 2007, 19:51
დღესდღეობით რომელი ჯობია მაინც ვერ გავიგე, ზოგო იძახის ისევ ძველი მეთოდით ჯობიავო. დიეტაზე დიდი ხანი იყავი?

Posted by: svanchik 29 Mar 2007, 20:04
სამი თვე. ეხლა ვერიდები ცხოველურ ცხიმს. პაციენტი რამდენი სლის არის ?
* * *
კენჭი საშიშია თუ სადინარშია. მე ეგეთი კრისტალივით მკონდა. არაფერი შველის ოპერაციის გარდა.
kaxabera
kaxabera

Posted by: kaxabera 2 Apr 2007, 02:58
33 წლის, კენჭი სადინარში არ არი, 1 წლის წინ 9მმ იყო, დიეტა დავიცავი მაგრამ 16მმ გახდა. ზოგი ლაპარასკოპიას მირჩევს, ზოგი ძველ მეთოდს. მეც ჯერ ვფიქრობ, მალე უნდა გავიკეთო რომ მერე გარტულებები არ მქონდეს.

Posted by: kite 5 Jun 2007, 11:47
სასწრაფოდ მჭირდება თქვენი დახმარება- ადრე ზუსტად ვიცი იყო ეს თემა ეს გახსნილი...ვერ ვპოულობ.
მაინტერესებს არის თუ არა ნაღვლის ლაპარასკოპიული ოპერაცია უფრო ეფექტური ვიდრე ჩვეულებრივი, ასე ვთქვათ, ტრადიციული; მაინტერესებს სად აეკეთებენ და რომელი ექიმები არიან კარაგდ დახელოვნებულნი და რა ფასებში კეთდება პრიბლიზიტელნო.
მოლედ რაც უფრო ოპერატიულად გამომეხმაურებით მით უფრო მადლიერი დაგრჩებით
user.gif

Posted by: ipomea 5 Jun 2007, 14:34
...ეს ასე უბრალოდ ვერ ითქმის,გააჩნია რა კენჭებია,რა ზომის....საერთოდაც ვისთან ჩაიტარეთ კონსულტაცია? ვინ გირჩიათ ოპერაცია? წესით იმას უნდა აეხსნა ყველა პლიუსი და მინუსი ორივე მეთოდისა. უმეტეს შემთხვევებში ამჯობინებენ ძველებურ,მამა-პაპურ მეთოდს. შემიძლია გირჩიოთ მართლა არაჩვეულებრივი ექიმი-გასტროენტეროლოგი,პროფესორი კაცი,რომელიც ყველაფერს საგულდაგულოდ ნახავს და დაგარიგებთ კიდევაც სად და ვისთან გაიკეთოთ,დამერწმუნეთ ისეთი ადამიანია,რომ არასდროს ზედმეტს არაფერს გაგაკეთებინებთ (რაც ექიმებში სამწუხაროდ ხშირია)...მე მას 100%-ით და თვალდახუჭული ვენდობი...თქვენ თუ ქირურგთან ჩაიტარეთ კონსულტაცია,შესაძლოა სულაც არ იყოს ოპერაცია საჭირო,ქირურგები ხომ ხშირად მაპატიეთ და "გასაჭრელს" ეძებენ...თან მე არ ვიცი თქვენი მდგომარეობა,იქ ბევრი ნიუანსია,ასაკი,კენჭების ზომა,აგებულება და შემადგენლობა,დაავადების დინამიკა და ა.შ...მოკლედ ჯერ კარგ სპეციალისტს უნდა დაენახოთ...

Posted by: mamikos gogo 5 Jun 2007, 15:55
kite

მე მაქვს გაკეთებული ეგ ოპერაცია 7 წლის წინ ლაპარასკოპიით ბაადურ მოსიძესთან, ქირურგიის ინსტიტუტში. უზარმაზარი კენჭები მქონდა. მესამე დღეს უკვე ჩვეულებრივად ვიდექი ფეხზე და ვიყავი სრულებით ქმედითუნარიანი. დავიცავი ის დიეტა რაც დამინიშნეს. ეხლა გადასარევად ვგრძნობ თავს.

Posted by: kite 5 Jun 2007, 15:58
ipomea
კენჭი ნამდვილად დიდი ზომისაა, დიდი ხანია უკვე ცალსახად ურჩევენ ოპერაციას სხვადასხვა ექიმები, ნაღვლის ბუშტი პრაქტიკულად გათიშულია- არ ფუნქციონირებს. პრობლემას ერთიორად ის ართულებს რომ, თორმეტგოჯაზე წყლულის კერაა დაფიქსირებული. პაციენტმა ქირურგს მიმართა მართლაც ( მერვე კლინიკურ საავადმყოფოში), რომელიც აკეთებს ლაპაროსკოპიულ ოპერაციას ნაღველზე. მისი თქმით წლული ექევმდებარება მკურნალობას, ხოლო ნაღველზე ოპერაციაა საჭიროო. უბრალოდ, მე მინდა სხვა ექიმებსი აზრიც მოვისმინო, რომ შევაჯერო და მეტნაკლებად სწორად წარვმართო მთელი ეს პროცედურა-ოპერაცია, მკურნალობა... მოკლედ ექიმებისადმი სკეპტიკურმა განწყობამ მაიძულა ფორუმისათვის მიმემართა.
QUOTE
...მოკლედ ჯერ კარგ სპეციალისტს უნდა დაენახოთ...

ხოდა, სწორედ ეგ მაინტერესებს, კვალიფიციურ და კარგ სპეციალისტებს მინდა მივმართო და არ ვიცი სად და ვის
sad.gif sad.gif sad.gif
* * *
აქვე, ფასებიც მაინტერესებს. ჩვენ მერვეში 1000 ლარი გვითხრეს. ძვირია თუ იაფი არ ვიცი...

Posted by: Guardian 5 Jun 2007, 16:02
ipomea
QUOTE
უმეტეს შემთხვევებში ამჯობინებენ ძველებურ,მამა-პაპურ მეთოდს.

არა ხარ მართალი - უმეტეს შემთხვევაში ამჯობინებენ ლაპაროსკოპიულ ქოლეცისტექტომიას - თუ მაგ ოპერაციაზე აქ ლაპარაკი - რა თქმა უნდა, თუკი ქირურგს მაგ ოპერაციის ლაპაროსკოპიულ გზით გაკეთების სათანადო კომპეტენცია და გამოცდილება აქვს.

Posted by: ipomea 5 Jun 2007, 18:52
QUOTE
ხოდა, სწორედ ეგ მაინტერესებს, კვალიფიციურ და კარგ სპეციალისტებს მინდა მივმართო და არ ვიცი სად და ვის
 

...მოკლედ მე გირჩევ ამ ექიმს დაენახო, რესპუბლიკურ საავადმყოფოში,მე-4 სართული (გასტრო-ენტეროლოგიის განყოფილება), ალეკო მაჭავარიანი. ყველაფერი რაც კი მანამდე გააკეთეთ გამოკვლევები თან წაიღეთ და დაანახეთ. ყველაფერს ნახავს და დაგაკვალიანებთ საუკეთესო ქირურგებთან! (კონსულტაცია 20 ლარია). უძლიერესი ექიმია!

Posted by: kite 6 Jun 2007, 13:10
ipomea
გაიხარე!
...თუმცა, ველი ალტერნატიულ აზრებსბაც
user.gif

იაქტიურეთ და დამეხმარეთ, თქვენი იმედი მაქვს სანამ ჯერ კიდევ კენჭი ნაღველშია wink.gif

Posted by: voodooedo 6 Jun 2007, 16:16
ლაპრასკოპიულად ჯობია მოშორება ნაღდად. თუ ძლიერი შეხორცებებში არ არის.
სად მიხვალ ეგ შენი საქმეა თუმცა მე გირჩევ არამიანცში მე-2 ქირურგიაში მიხვიდე ავთანდილ მეგრელაძესთან ძალიან ბევრი ააქვს გაკეთებული ლაპარასკოპიული ქოლეცისტექტომიები. yes.gif ჩემიანებს 2 გაუკეთა და ძალიან კმაყოფილები არიან, თან როგორ მე ვიცი თბილის მთავარი ქირურგია. 2 დღეში სახლშიც გამოგიშვებენ ოპერაციიდან. wink.gif თუ გინდა ტელეფონის ნომერსაც მოგცემ.

Posted by: kite 6 Jun 2007, 19:28
voodooedo
სპასიბო!

ისე, ალბათ, ოპერაციის დაზღვევა მამენტ არ მაწყენდა . შეიძლება მსგავსი ოპერაციები არ ითვლება რთული კატეგორიის ოპერაციებად, მაგრამ დაზღვეული არავინ არაფერისგან არაა, მით უფრო,ახლა როცა ექიმების პასუხისმგებლობის გრძნობა მინიმუმამდეა დაყვანილი...უფ რავიცი, რავიცი

user.gif

Posted by: kaxabera 12 Jun 2007, 03:26
მერაბ კილაძე, არმიანცში, როგორც ვიცი უძლიერესია თბილიში ლაპარასკოპიაში. მეც ვაპირებ უახლეეს ხანში ოპერაციას. მეც კენჭი მაქვს 16მმ.

Posted by: kite 12 Jun 2007, 12:14
kaxabera

ჩვენ საბოლოოდ გადავწყვიტეთ რომ ლაპარასკოპიულ ოპერაციას ჯობია ტრადიციული, და ამ უკანასკნელზე შევეჩერებთ ალბათ არჩევანს. რატომღაც უმრავლესობა ხალხის, რომელთაც ცოტა რაღაც გაეგებათ მედიცინაში, სწორედ ამ მეთოდს არჩევს. ჩემს ეჭვს ისისც აღვივებს, რომ ფასები საგრძნობლად დიფერენცირებულია-ლაპარასკოპია ჯდება გაცილებით იაფი (ნუ ეს შეიძლება იმითაც იყოს განპირობებული რომ შედარებით მარტივად კეთდება...უფ რავიცი რაა). ლაპარასკოპია მათთვისაა უპირველესად სასურველი ვისაც პრობლემები აქ გულთან, სისხლში-შაქარი, პროტრომბინი და ა.შ. დედაჩემს ამმხრივ არ აქვს პრობლემები საბედნიეროდ...მოკლედ, თუ სხვამხრივ სავსებით ჯანმრთელი ხარ, რა პრობლემაა- არც გაჭრით არაა დიდი სირთულე...
yes.gif

Posted by: voodooedo 13 Jun 2007, 18:59
kite
იქედან დავიწყოთ რომ ლაპარასკოპია უფრო ნაკლებ ტრავმულია ორგანიზმისთვის ვიდრე ლაპატომია. გართულებებიც შესაბამისად ნაკლებია. რეაბილიტაციის პერიოდი უფრო მალე ხდება ლაპარასკოპიის შემდეგ ვიდრე ლაპარატომიის. რაც ასაევე მთავარია დროს ზოგავს პაციენტი. ხოდა მე ვიცი რომ ლაპარასკოპია უფრო ძვირია (კიარად ამაში დარჭმუნებული ვარ) ხოლო სირთულეს რაც შეეხება მარტივი არცერთი არაა , უშუალოდ ოპერატორისტვის უფრო რთული ლაპარასკოპიაა და არა ლაპარატომია. yes.gif

ექიმების პასუხის მგებლობის გრძნობა სათანადოდაა დამიჯერე. აი მასმედისს ზედმეტი ინტერესი ამ სფეროში მართლაც გულისამრევია.
შეცდომა ყველას მოსდის. რაც შეეხება დაზღვევას არავინაა დაძღვეული არაფრისგან. yes.gif

შენი არჩევანი ნაღდად არასწორია.

Posted by: Guardian 13 Jun 2007, 19:47
kite
QUOTE
ჩვენ საბოლოოდ გადავწყვიტეთ რომ ლაპარასკოპიულ ოპერაციას ჯობია ტრადიციული

არ არის სწორი დასკვნა.

voodooedo
QUOTE
უშუალოდ ოპერატორისტვის უფრო რთული ლაპარასკოპიაა და არა ლაპარატომია.

ოპერატორს გააჩნია რომელი ტიპის ოპერაციის გამოცდილება უფრო მეტი აქვს.

http://en.wikipedia.org/wiki/Laparoscopic_surgery
http://en.wikipedia.org/wiki/Cholecystectomy

Posted by: voodooedo 14 Jun 2007, 09:58
Guardian
თუ არც სკალპელი გჭერია ხელში და არც თროაკრებზე ხარ შეჩვეული ორივე ძნელია.
აი ტექნიკის თვალსაზრისით ლაპარასკოპია უფრო რთულია. მე ასე მომაჩნია ყოველ შემთხვევაში ჩემი არც თუ ისე დიდი გამოცდილებით.

Posted by: kite 15 Jun 2007, 10:11
voodooedo
QUOTE
იქედან დავიწყოთ რომ ლაპარასკოპია უფრო ნაკლებ ტრავმულია ორგანიზმისთვის ვიდრე ლაპატომია. გართულებებიც შესაბამისად ნაკლებია. რეაბილიტაციის პერიოდი უფრო მალე ხდება ლაპარასკოპიის შემდეგ ვიდრე ლაპარატომიის. რაც ასაევე მთავარია დროს ზოგავს პაციენტი
-
აქ ცალსახად გეთანხმები

QUOTE
ხოდა მე ვიცი რომ ლაპარასკოპია უფრო ძვირია (კიარად ამაში დარჭმუნებული ვარ)

ამას რაც შეეხება, ჩვენ რამდენიმე სხვადასხვა კლინიკაში ლაპარასკოპიის ოპერაციაში 1000 ლარი მოგვთხოვეს, ხოლო ლაპარატომიას რაც შეეხება 1300 დან 1600 მერყეობს.


Guardian
QUOTE
ოპერატორს გააჩნია რომელი ტიპის ოპერაციის გამოცდილება უფრო მეტი აქვს.

აბსოლუტურად გეთანხმები. არაფერი გამეგება მედიცინაში, მაგრამ ერთი რამ კარგად მესმის- ექიმმა თავად უნდა შეაფასოს რა სიტუაციაში რა ტიპის ოპერაცია არჩიოს. ლაპარასკოპია ვერ ვიტყვი ნაკლებ აპრობირებულია საქართველოშითქოო, მარა ფაქტია ეს მაინც უფრო ახალი ხილია (შეიძლება უაზრო სტერეოტიპისაგან ვერ ვთავისუფლდები), მოკლედ ნებისმიერ შემთხვევაში ექიმები წყვეტენ. ყველაზე ცუდი კი ისაა, რომ სხვადასხვა ექიმთან მისული ერთსადაიმავე დაავადებაზე სხვადასხვა დიაგნოზი და,შესაბამისად, სხვადასხვა დანიშნულება გვხვდება, არადა ექიმები ცალკე წარმატებულები,მართლაც რომ კარგად ხასიათდებიან.....მოკელდ აღარ ვიცი რაა....
boli.gif

Posted by: irmisa2005 15 Jun 2007, 10:40
საინტერესოა რესპუბლიკურში არავინ მუშაობს სანაღვლე გზებზე,რაღაც არავის უხსენებია?
QUOTE
ამას რაც შეეხება, ჩვენ რამდენიმე სხვადასხვა კლინიკაში ლაპარასკოპიის ოპერაციაში 1000 ლარი მოგვთხოვეს, ხოლო ლაპარატომიას რაც შეეხება 1300 დან 1600 მერყეობს.
მთლიანი ხარჯებია თუ ოპერაციის მარტო??
kite?

Posted by: patriciia 15 Jun 2007, 10:49
თვითონ ოპერატორი უნდა აირჩიოთ ისეთი, ნუ, კაი ტიპი, იმიტომ, რომ გეითქიფერი ის არის, ცუდი ნებისმიერ კარგ მეთოდს გააფუჭებს, კარგი ოპერატორი კი ძველმოდურ მეთოდითაც ხუთიანზე გააკეთებს. ისე, ლაპარასკოპია სჯობს, უკვე აპრობირებულია და ხელი გაწაფული აქვთ. არც ძველი და არც უახლესი. ძველზე რატომ უნდა გაწვალდეთ და ახალი ექსპერიმენტის ობიექტი რატომ უნდა გახდეთ? თუ ფული გაქვთ, საზღვარგარეთ წადით, იქნებ სინამდვილეში სულ არა გაქვთ ამოსაღები, ოპერაცია ხომ უკიდურესი ზომაა. ნაღველის ამოღება ტექნოლოიურად ძალიან ადვილია, მაგრამ ბრმა ნაწლავი კი არა არის, ამოიჭრა და გაიხარო. შეეცადეთ შეინარჩუნოთ, ისევ და ისევ თუ ფინანსები ხელს გიწყობთ.

Posted by: kaxabera 15 Jun 2007, 10:54
მე ვიცი რომ ლაპარასკოპიით ოპერაცია ღირს 1350 ლარი I კლინიკურ საავადმყოფოში მერაბ კილაძესთან, ეგ ყველაზე ძლიერია საქართველოში როგორც ვიცი.

Posted by: kite 15 Jun 2007, 12:40
irmisa2005
მთლიანი ხარჯები, მე-8 საავადმყოფოში ასე ჯდება, ის კი არა, წყლულიც აწუხებს დედაჩემს თორმეტგოჯაზე, ჰოდა დანიშნულებაც შედის ამ ხარჯებში
yes.gif აბაა?!
თოდუაში ლაპარატომია 1600 ლარი.

Posted by: makomako 6 Sep 2007, 02:19
დიეტა მითხარით რა რა არის სასარგებლო ნაღველისთვის

Posted by: bochita 6 Sep 2007, 10:01
მე მაქვს კენჭები ნაღვლის ბუშტში .ჩემმა ექიმმა (ინტერკლინიკაში დავდივარ) გამაკეთებინა რენდგენი ნაღვლის ბუშტის, რომ სირბილე თუ რაღაც ეგეთი შეემოწმებინა კენჭების. აღმოჩნდა რომ არის შანსი ოპერაციას გადავურჩე და ვიმკურნალო. არის 3 იდან 1 წლამდე მკურნალობა. ზოგს 3 თვეში აძლევს შედეგს, ზოგს 6 და ზოგს 1 წელში. თუ ერთი წლის თავზეც არ დაიშალა ე.ი აღარ დაიშლება და მერე უკვე ოპერაციაა საჭირო.მე გადავწყვიტე ოპერაციამდე ეს მოვსინჯო. მკურნალობა რთული არაა იღებ მედიკამენტებს და არ ჭამ მწარე, მჟავე, ძალიან ცივ , ძალიან ცხიმიან საჭმელს. ხო ყავაც არ შეიძლება ეგ მიჭირს ყველაზე მეტად.

Posted by: Unknown 11 Sep 2007, 21:07
ჰმმმ დეიდამ მითხრა ვიღაც ბურდილაძის შესახებ, ნახალოვკაში რომ ცხოვრობს, მკურნალობსო უოპერაციოდო, ჯერ გნახავსო და მერე გეტყვისო გიმკურნალებს თუ არაო და მოვძებნე ეს გვარი ინეტში და აქ მოვხვდი wink.gif
ძაან საინტერესო ამბები ვნახე აქ, გამიხარდა, ალბათ ეს ტოპიკი დამეხმარება სწორი გადაწყვეტილების მირებაში...
მეც მაწუხებს 1,5 წელიწადია უკვე კენჭბი, 30 მდე კენჭი გაქო ექოზე მითხრეს, 7 მილიმეტრამდეო...შეტევები რამდენჯერმე მქონდა...ასეთი ტკივილი მანამდე არ გამომეცადა რა....ეს რა იყო ტო...
მოკლედ მაგარი არ მინდა ოპერაციის გაკეთება...
ჯერ მინდა რო მართლა მაგარ ექიმთან მივიდე...რომელს მირჩევთ მაინც ჰა?

Posted by: kaxabera 12 Sep 2007, 00:39
QUOTE (bochita @ 6 Sep 2007, 09:01 )
მე მაქვს კენჭები ნაღვლის ბუშტში .ჩემმა ექიმმა (ინტერკლინიკაში დავდივარ) გამაკეთებინა რენდგენი ნაღვლის ბუშტის, რომ სირბილე თუ რაღაც ეგეთი შეემოწმებინა კენჭების. აღმოჩნდა რომ არის შანსი ოპერაციას გადავურჩე და ვიმკურნალო. არის 3 იდან 1 წლამდე მკურნალობა. ზოგს 3 თვეში აძლევს შედეგს, ზოგს 6 და ზოგს 1 წელში. თუ ერთი წლის თავზეც არ დაიშალა ე.ი აღარ დაიშლება და მერე უკვე ოპერაციაა საჭირო.მე გადავწყვიტე ოპერაციამდე ეს მოვსინჯო. მკურნალობა რთული არაა იღებ მედიკამენტებს და არ ჭამ მწარე, მჟავე, ძალიან ცივ , ძალიან ცხიმიან საჭმელს. ხო ყავაც არ შეიძლება ეგ მიჭირს ყველაზე მეტად.

რომელმა ექიმა გითხრა მოგარჩენო ოპერაციის გარეშევო დაწერე რა. მე სად არ ვიყავი და ყველამ ჯობია ამოიჭრაო ნაღვლის ბუშტი. ნაღვლის ბუშტიდან კენჭების დაშლა არ ხდება.

მე ალბათ 1 თვეში გავიკეთებ ლაპარასკოპიით.

ყველას ჯამრთელობას გისურვებთ.

Posted by: bochita 12 Sep 2007, 16:41
kaxabera
არის შანსი თუ ჯერ კენჭები რბილია ანუ ახალი წარმოქმნილია. მაგას კი რენდგენი ადგენს. ექიმი არის გიორგი გვალია ინტერკლინიკაში ვისთანაც ვმკურნალობ.

Posted by: Unknown 13 Sep 2007, 01:13
bochita
ეგ მეც მაინტერესებდა. დიდი მადლობა.
ეგ ინტერკლინიკა სად არის?

Posted by: bochita 13 Sep 2007, 10:44
Unknown
ბაზალეთის ქუჩაზეა ვაკეში.

Posted by: Unknown 13 Sep 2007, 22:41
bochita
მადლობა.
ერთ კარგ ექიმტან მინდა რა აუცილებლად მისვლა...უფრო და უფრო მაწუხებს რაც დრო გადის...
უკეთესობა რო არ იქნება უექიმოდ და უოპერაციოდ, ნაღდია რა სამწუხაროდ,,,
ბურდილაძე რო ახსენეს აქ, თუ იცით, სერიოზული ექიმია ნაღდად? დიდი რიგებია ხოლმე მაგასტან თუ როგორაა? ტელეფონი არ იცით მაგ კაცის ოფისის?

Posted by: kaxabera 15 Sep 2007, 16:10
ბურდილაძე ცხოვრობს ნახალოვკაში მეტრო ნაძალადევის ძემოთ. მე დავდიოდი 2 თვე და შევეშვი.

ისე ჩემ ახლობელს ჰქონდა კენჭები და მოარჩინა. მე არა.

მეორე მეგობარს ღვიძლზე ჰქონდა მაგარი პრობლემები და მოარჩინა. კიევიდან ჩამოდის ხოლმე და მკურნალობს.

მე როგორც ვიცი ანთებებს კარგათ მკურნალობს

Posted by: bochita 19 Oct 2007, 15:06
მოკლედ ბევრი ვიხტუნავე თუ ცოტა მეც გადავწყვიტე ამოჭრა კილაძესთან და თუ იცით სპინალურით თუ კეთდება მასეთი ოპერაცია თუ აუცილებლად უნდა დამაძინონ?

Posted by: kaxabera 19 Oct 2007, 16:20
დაძინებით არ ჯობია? მე როგორც ვიცი ოპერაციის ხანგრძილობა დაახლოებით 35-40 წუთი მიდის, მეორე დღეს უკვე სახლში გიშვებენ

Posted by: bochita 19 Oct 2007, 16:37
kaxabera
რაღაც დაძინების მეშინია, მირჩევნია გონზე ვიყო. მე მაქვს სპინალურით გაკეთებული საკეისრო და მაგიტომ ვუთამამდები სპინალურს.

Posted by: kaxabera 12 Mar 2008, 01:16
და რამდენი ჯდება ლაპარასკოპიით ოპერაცია ვინმემ არ იცის?

Posted by: Bivrili 21 Apr 2008, 18:44
დედას უთხრეს სასწრაფო ოპერაცია........................

და რა მაინტერესებს ყრუ ტკივილები აქვს და ეს საშიშია?.......................
ჩვეულებრივი ოპერაცია უნდა, ლაპარასკოპიით რატომღაც ეშინია.....................
რესპუბლიკურში ვინაა ყველაზე კარგი ქირურგი?..............................
თუ არამიანცში წავიყვანო?......................
1200 ლარიო...................(რა ამბავია კაცოოოუ...............უნდა ამოჭრან, ხომ არ უნდა ჩაამატონ ?)......................... sad.gif ....................


Posted by: Bivrili 23 Apr 2008, 15:32
kaxabera
QUOTE
და რამდენი ჯდება ლაპარასკოპიით ოპერაცია ვინმემ არ იცის?


1300.............................

Posted by: kaxabera 26 May 2008, 01:05
ეხლა როგორი ფასებია ხომ არ იცის ვინმემ? მაინტერესებს ლაპარასკოპია

Posted by: nu_nuka 26 May 2008, 01:23
მე გავიკეთე სამი კვირის წინ არამიანცში მერაბ კილაძესთან 1350 ლარი ღირს საერთო ანესთეზიით კეთდება მერე ოდნავი წვის შეგრძნებაა ჯრილობებზე და დისკომფორტი მეორე დღეს სახში წამოვედი ეხლა არ მაჭუხებს ნაკერები უბრალოდ ჯერ კიდევ დიეტას ვიცავ
* * *
ოპერაციამდე ორი კვირით ადრე დამემართა კენჭის გავლა და მაშინ გავიგე რო კენჭები მქონია ცემი თავი გამოვიგლოვე მაგრამ არამიანცში ყველა მეუბნებოდა რო კარგია ეხლავე რო იკეთებო დაეხლა ვხვდები რო მართალია. ისე კენჭის ზომას გააჩნია იმიტომ რო ლაპარასკოპიისას ჭიპიდან გამოაწვთ.

Posted by: kaxabera 26 May 2008, 01:43
nu_nuka
ლაპარასკოპიით გაიკეთე ოპერაცია თუ ღია?

Posted by: nu_nuka 26 May 2008, 01:51
ლაპარასკოპიით სულ ოთხი პატარა ჯვარედინი ჭრილობა მაწვს ერთი სადაც ნაჭვლის ბუშტია, მეორე მარცხენა მხარეს, ერთ ჭიპთან დაერთიც მკერდის ქვემოთ შუაში. საშიშ არაფერია სულ ოთხი ნაკერი მქონდა ახსნაზე ცოცა ჯიპიზე გავიგე თორე სხვა ვერა

Posted by: kaxabera 26 May 2008, 14:52
მადლობთ ინფორმაციისათვის, გამოჯამრთელობას გისურვებ, მეც კენჭი მაქვს, მარა შეძლებისდაგვარად დიეტას ვიცავ და არ მაწუხებს, მარა მომიწევს მაინც ოპერაცია ადრე თუ გვიან.

Posted by: nu_nuka 26 May 2008, 18:07
რაც უფრო მალე გაიკეთებ კარგია. მალე დაისვენებ. ღმერთმა არ ქნას კენჭის გავლა დაგემართოს საშინელი ტკივილია.

Posted by: mixasa 26 May 2008, 23:21
ბალახების საშუალებით ნაღვლის ბუშტის კენჭების დაშლა სრული აბსურდია და შესაბამისად ბურდილაძესთან მისვლა სისულელეა. ისე , რაც უფრო მცირეა კენჭის ზომა, მით უფრი მეტი შანსია საერთი სანაღვლე სადინარში მისი ჩაჭედვისა, რაც სერიოზულ პრობლემებს გამოიწვევს. თუ კენჭი დიდია და სერიოზულ დისკომფორტს არ ქმნის, შეიძლება ოპერაციის გადავადება გარკვეული ხნით.

Posted by: nu_nuka 27 May 2008, 00:02
მართალი ხარ მე 31 გრეჩიხის ზომა მქონდა და ოდნავ გაღიზიანებაზე საშინელება იჭყებოდა ორჯელ გამიარა კენჭმა ისე რო სულ გამაყვითლა მაგრამ როცა გასაკეთებელი გაქვს ჯობია მალე მოიშორო. თუმცა ზაფხულში სიცხეებისას ნაკერები რამდენად სასურველია არ ვიცი. კენჭი თუ დიდია შეიძლება ლაპარასკოპია არ გამოვიდეს

Posted by: salomedvali 30 May 2008, 14:44
და რა განსხვავებაა ნაღვლის ბუშტის მოსორების მაგ 2 მეთოდს შორის?
მე ეხლახან ქრონიკული ჰოლეცისტიტი დამიდგინეს, ნალექი ნორმის ფარგლებშიაო მარა შენს ასაკში(24) არაა კაიო,ნაკლები უნდა იყოსო
დამინიშნეს ოდესტონი და ბიფიორმი 2 კვირით
მარა მემგონი არანაირი შედეგი-მომენტებში უსიამოვნო შეგრძნება მაინც მაქვს, განსაკუთრებიტ მკვეთრ მოძრაობებს რომ ვაკეთEბ, შემცივდება ან ღრმად ჩავისუნთქავ...
მოკლედ ამ ნაღველმა შემჭამა რა
ყველაზე დამპალი ორგანოა
რით ვუშვეო რა ვუყო არ ვიცი
ისეთი მიდრეკილება მაქვს ცოტა ხანში მეც დავაგროვებ კენჭებს და თავს როგორ მოვუარო?
ეჰ sad.gif

Posted by: nu_nuka 30 May 2008, 15:09
salomedvali
რამდენადაც მე მითხრა კილაზემ ოდესტონი ნარველ მდენია და ქვიშის და ნქლექის დროს არ შეიზლებაო,შეიზლება გაიჭედოს სადინრებში. ტუმცა შენს შემთხვევაში არ ვიცი სუზტად, ისე ახალი გახსნილი მაქვს მთელი კოლოფი არაფერში არ მჭირდება მხოლოდ ორი აბი აკლია თუ ვინმეს გინდათ შემეხმიანეთ.
რაც შეეხება ოპერაციას: როცა ჩვეულებრივი კეთდება გაჭრიან ნაღვლის ბუშტს სადინრებიანა. გაქვს ჩვეულებრივი ჭრილობა რამოდენიმე ნაკერით, და რამოდენიმე დღე უნდა იყო სავადმყოფოში.
ლაპარასკოპიის შემთხვევაში ოთხ ადგილას გაქვს პატარა დირკები რომლებიც მერე დროთა განმავლობაში აღარ გემჩნევა, იღებენ მხოლოდ ნაღვლის ბუშტს , სადინრები გრჩება ანუ ნაღვლის მარაგი არა გაქვს თორემ წვენი მაინც მიეწოდება კუჭს (როგორც მე ამიხსნეს) სავადმყოფოში წევხარ 1დღე და ტკივილებიც არ გაწუხებს.

Posted by: Miria 25 Feb 2009, 20:51
რა ღირს ახლა ლაპაროსკოპიით ნაღვლის ბუშტის ოპერაცია-ხომ არ იცით?

(საკმაოდ ძველი პოსტებია აქ და ალბათ მას მერე შეიცვალა ფასები).......

წინასწარ გიხდით მადლობას......
* * *
.
ლაპაროსკოპიას თუ ესაჭიროება ნარკოზი?

Posted by: nu_nuka 25 Feb 2009, 22:14
Miria
ფასი ნამდვილად არ ვიცი და ნარკოზი ჩვეულებრივ ჭირდება

Posted by: kaxabera 27 Feb 2009, 10:39
როგორც ვიცი 1350 ლარი ღირს კილაძესთან

Posted by: mikauka 12 Mar 2009, 14:59
ერთი თვის ცინ გავიკეთე მერაბ კილაძესთან 1420 ლარი გადავიხადე ,ანალიზებიც შიგ შევიდა
* * *
ნარკოზით კეთდება,სისულელეა ბურდილაძეებთან სიარული,მე დავდიოდი,მაგრამ არაფერი შედეგი,ბოლოს მაინც ოპერაცია გავიკეთე,ადვილია ძაან,სამ დგეში ყველანაირი დასკომფორტი გაგივლ;ით

Posted by: zura_kh 12 Mar 2009, 16:27
გამარჯობათ,

თუ იცით, ლითოტრიპსიას ვინმე აკეთებს ჩვენთან?

ურსოდილით მკურნალობდით ვინმე? რაიმე შედეგი ქონდა?

Posted by: Miria 31 Mar 2009, 14:56
მადლობა ინფორმაციისთვის.
კილაძე რომელ კლინიკაშია?

Posted by: ალქიმიკოსი 31 Mar 2009, 20:44
არამიანცში მეგრელაძე ავთო უძლიერესია bis.gif მეორე ქირურგიაში

Posted by: daitio 7 Jun 2009, 12:29
Miria
2 მერაბ კილაძეა, ორივე ლაპარასკოპიით აკეთებს. ფასი იდენტურია 1500 მდე. ორივე საკმაოდ კარგი ოპერატორია. ერთი არამიანცში, მეორე ღუდუშაურში

Posted by: zuraini 18 Jan 2010, 14:05


გეხვეწებიტ კოორდინატები მომწერეტ ან ტელეფონის ნომერი...........
* * *
KAM_M_MILA
QUOTE
იუნონაშიც აკეთებს კილაძე, პროფესიონალია



გეხვეწები ფასი მაინტერესებს,და ტელეფონის ნომერი,გტხოვ,მეც საოპერაციო ვარ,.........
* * *
voodooedo
QUOTE
თუ გინდა ტელეფონის ნომერსაც მოგცემ.



მე მომეცი რა დზალიან გტხოვ ტელ ნომერი საოპერაციო ვარ

Posted by: narkozeli 25 Jan 2010, 17:02
salomedvali

არის ორი მეთოდი : ღია და ლაპაროსკოპია (ასე ვთქვათ დახურული მეთოდი) რათქმაუნდა პოსტ ოპერაციული პერიოდის მხრივ გაცილებით მოხერხებულია ლაპაროსკოპია,თან გართულებებიც ნაკლებია,თუმცა ნარკოზით კეთდება ორივე შემთხვევაში..

ქირურგიის ცენტრში (ე.წ. ქირურგიის ინსტიტუტში)დავსწრებივარ ქოლეცისტექტომიის ოპერაციას,სხვათაშორის პაციენტიც 24 წლის იყო,ჩვენი ლექტორი აკეთებდა–ბადურ მოსიძე,ყოველგვარი გართულების გარეშე,ძალიან სწრაფად და ასე ვთქვათ უსისხლოდ (სისხლის მინიმალური დანაკარგით) გაკეთდა,მიუხედავად იმისა რომ ღია მეთოდით გაუკეთა...
მე რომ ვიკეთებდე ქოლეცისტექტომიას, ალბათ მეც მაინც ღია მეთოდს ვარჩევდი smile.gif

Posted by: (Mirone)()(Elect) 25 Jan 2010, 23:49
რო გწიწკნის ეგ ნაგვლის ბუშტის მიმდებარე ტერიტორია, ესეიგი კენჭია sad.gif?

Posted by: Doloress 18 Mar 2010, 14:38
მწვავე სარტყლისებური შეტევა მქონდა კუჭის არეში, 1ხელ ზაფხულში, და 2 ჯერ ეხლა ზედიზედ.
მივედი ტატიშვილში, ინგა კაციტაძესთან გავიარე კონსულტაცია და ნატა ღეჩუაშვილმა გამიკეთა ეხო(ამ ორ ექიმზე თუ ვინმემ რამე კარგი ან ცუდი იცით, მითხარით, არ დამიმალოთ).
აღმოჩნდა, რომ კენჭებია ნაღვლის ბუშტში, მყარია და დაშლა არ გამოვაო, ოპერაცია უნდა გაიკეთოო, გადამამისამართეს ქირურგთან.

ვიცი, რომ არსებობს 2 მეთოდი, ღია - მამაპაური და დახურული - ლაპაროსკოპია.
მაინტერესებს, რა უპირატესობა აქვს ლაპაროსკოპიას იმის გარდა, რომ პოსტოპერრაციული პერიოდი ნაკლებად მწვავეა და შრამი პატარაა.
მითხრეს, რომ უფრო დიდი რისკია არასწორი მოქმედების შემთხვევაში, ნაღვლის ბუშტი დაზიანდეს და პერიტონიტი წავიდე.. ასეა? რამდენად მეტია რისკი ღია ოპერაციასთან შედარებით?

მერაბ კილაძე და ბაადურ მოსიძე მირჩიეს. რომელიმეზე რამე ცუდი ხო არ იცით? biggrin.gif (ექიმების ფობია მაქვს biggrin.gif)

Posted by: Doloress 28 Mar 2010, 23:07
მოდერ(ებ)თან ბოდიში, ვიცი, რომ არის თემა ნაღვლის ბუშტის ოპერაციაზე, მაგრამ მე ამ კონკრეტულ საკითხე მინდა ინფორმაცია, თან სწრაფად.
მეთვითონ დავხურავ მალე user.gif

დავიბენი, იმიტომ რომ 1 ექიმი მეუბნება, ნაღვლის ბუშტის ამოჭრის შემდედ მთელი ცხოვრება დიეტაზე უნდა იყო და წამლები სვაო.
მეორე მეუბნება, 2 კვირაში დაუბრუნდები ჩვეულებრივ ცხოვრებას და ვერც იგრძნობ, თუ რამე ორგანო გაკლიაო.
ორივეს თავის არგუმენტები აქვს.

კითხვები მაქვს მათთან ვისაც ნაღვლის ბუშტი აქვს ამოჭრილი:

1. რა ასაკში გაიკეთეთ ნაღვლის ბუშტის ოპერაცია?
2. რამდენად ხშირად გქონდათ შეტევები ოპერაციამდე?
3. რომელი გასტროენტეროლოგის რეკომენცია იყო ოპერაცია?
4. რომელ ქირურგთან გაიკეთეთ და რა მეთოდით?
5. რამე გართულებები ხო არ მოყოლია ოპერაციას?
6. რამდენ ხანში დაუბრუნდით ცხოვრების ჩვეულ რიტმს? (სამსახური, ვარჯიში, სიმძიმის აწევა და ა.შ.)
6. რა შეზღუდვები გაქვთ ოპერაციის შემდეგ? (მაგალითად ცხიმიანი საჭმელი)
7. სვამთ თუ არა რაიმე წამლებს?


მადლობა წინასწარ smile.gif

Posted by: donvaso 28 Mar 2010, 23:49
რატო მიდიხარ რადიკალურ ოპერაციაზე? რა პრობლემაა ?

გირჩევ მე9 საავადმყოფოში მალხაზ მიზანდართან მიხვიდე, დამიჯერე თუ ოდნავი შანსი არის შენარჩუნების შეგინარჩუნებს.... wink.gif



Posted by: svani67 28 Mar 2010, 23:57
Doloress
დიეტაზე უნდა იყო ნახევარი წელი, მაქსიმუმ ერთი

მერე შეგიძლია ჩვეულბრივ იკვებო

ოღონდ ეგაა, რომ სულ ჰემოგლობინის პრობლემა გექნება მრე. მაგრამ არც ეგაა ძნელი მოსაგვარებელი

Posted by: Doloress 29 Mar 2010, 00:31
svani67
ქირურგმა მითხრა, 2 კვირაო.

donvaso
23 წლის ვარ. არასოდეს შევუწუხებივარ კუჭნაწლავს.
პირველად ზაფხულში, ორსულობისას მქონდა მწვავე სარტყლისებური შეტევა კუჭის არეში, ვერ მივხვდი რა იყო, აღარ განმეორებულა და დავიკიდე.
მეორედ ეხლა, 3 მარტს, ისეტივე შეტევა, მესამედ 10 დღის შემდეგ.
მივედი ეხოზე და აღმოჩნდა მყარი ქვები. იმის შემდეგ კიდევ 2ჯერ მქონდა შეტევა, ოღონდ შედარებით მსუბუქი.
დიეტურად ვიკვებები.
ეხოზე სხვა ყველა ორგანო ნორმალურადაა, სისხლი და შარდი ნორმალური იყო. ღვიძლის ფუნქცია გავაკეთე შეტევიდან 2 დღეში და მომატებული იყო ჰორმონები ძალიან, შარდი გამუქებული. 2 3 დღეში ისევ ჩვეულებრივი ფერი გახდა. სიყვითლე არ მქონია.
ტატიშვილში ეხოსკოპისტი და თერაპევტი + ჩემი ოჯახის ექიმი და ქირურგი ერთხმად მირჩევენ ოპერაციას.

აი ჩემი ქვები biggrin.gif


Posted by: Doloress 29 Mar 2010, 00:32
::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::

Posted by: donvaso 29 Mar 2010, 00:42
Doloress
ქვები კი არა ლოდებო გქონია..... biggrin.gif

ლაპარასკოპიით ვერ მოხერხდებაო?
ან ლითოტრიპსიით?

Posted by: Tornike Alashvili 29 Mar 2010, 01:51
Doloress, მთელი ფსიქოლოგიური კვლევა დაგიგეგმავსsmile.gif

მე ვერ ვიქნები რესპონდენტი, ვინაიდან არ მაქვს ნაღვლის ბუშტი ამოღებული და არც მისი კენჭები (თირკმლებიდან კი დავყარე 4-5 ჯერ, ორი 15 მმ ამ ახალწლებს), მაგრამ ასობით მინახავს ქოლეცისტექტომია ვისაც აქვს გაკეთებული, რამოდენიმე ასეულისთვის მიმკურნალია ოპერაციის გარეშე, მაგრამ ვერ ვიტყვი - ყოველთვის იშლებოდა. სხვა ექიმებს რომ კითხო, საერთოდ არ იშლებაო, მაგრამ მაგი უკვე გავლილი მაქვს.
თუ მე ვერ ვშლი არის ხალხური მედიცინის სპეციალისტი და მასთან გამიშვია. ჯერ არ მინახია რომ არ დაეშალოს ნ / კენჭები.
ოღონდ სათანადოთ ვამზადებ წინასწარ - ანთება, სპაზმები უნდა მოიხსნეს და ღვიძლი განიტვირთოს ...

რაცშეეხება კითხვას - ქოლეცისტექტომიის შემდეგ ჩივილები მაკლებია, და მანდამაინც რაიმე დისკომფორტს მრავლესობა არ განიცდის. მაგრამ ზოგიერთი - კი. ქეც რომ კარგად გრძნობდეს ადამიანი თავს, პოსტქოლეცისტექტომიური სინდრომი ფარულად მაინც ვითარდება. ესაა - ქოლესტაზი, ღვიძლის გადიდება, დისპეპსია (გაზები) და ზოგჯერ ტკივილი მარჯვენა ბეჭის ქვეშ.
მახსენდება ერთი ქალბატონი, ოპერაციის შემდეგ 1 წელიწადში ღვიძლის საერთო სადინარში კენჭით მოვიდა. სიყვითლე კი არა გამწვანებული იყო ... არის საშიშროება აგრეთვე ციროზის. მართალია სწორი მკურნალობით ყოველი ამის თავიდან აცილება შეიძლება.
მაგრამ პრობლემა იმაშია რომ 90% ექიმებმა არ იციან ეს.

ოპერაციას ამ სიტუაციაში ჯერ მაინც არ გირჩევ. რაც მთავარია არ არის გადაუდებელი ოპერაციისათვის არავიტარი ჩვენებები.
* * *
donvaso
QUOTE
ლაპარასკოპიით ვერ მოხერხდებაო?
ან ლითოტრიპსიით?

აქ საქართველოში გარდა მთლიანი ქოლეცისტექტომიისა სხვა ოპერაციას არ აკეთებენ
ან ჩვეულებრივს ან ლაპაროსკოპიით, ოღონდ პირველი უფრო ურისკოა.
ლიტოტრიფსიას -მხოლოდ თირკმლების კენჭებზე
ნაღველზე აქ ჯერ არ დაუნერგავთ და ალბათ კარგიცაა, ჯერ კიდევ ვინ იცის რამდენ
კისტებს ან სხვა გართულებებს გამოიწვევს ღვიძლში

Posted by: Doloress 29 Mar 2010, 15:20
donvaso
ლაპაროსკოპიით ვიკეთებ, ოღონდ ნაღვლის ბუშტს ჭრიან. ქვებს ვერ ამოიღებენ, რომ ჩაიქცეს ნაღველი, მეყოლე ვარდივით biggrin.gif

ლითოტრიპსია რა არის?

Tornike Alashvili
QUOTE
ოპერაციას ამ სიტუაციაში ჯერ მაინც არ გირჩევ. რაც მთავარია არ არის გადაუდებელი ოპერაციისათვის არავიტარი ჩვენებები.

ერთ თვეში 2 შეტევა მქონდა და 3ჯერ "მსუბუქად" (შეტევებთან შედარებით) მტკიოდა. ნოშპაზე და მეზიმ ფორტეზე ვზივარ და დიეტურად ვიკვებები. ბავშვი ხელში ვერ ამყავს წესიერად და ზედმეტად ვერ ვიტვირთები..
რამდენი ხანი უნდა ვიყო ესე?

Posted by: jangula 29 Mar 2010, 15:30
ორს ამოაჭრეს ჩემს საახლობლოში.
მას შემდეგ ისინი დანაღლიანებული არ მინახავს.
ჭამენ, სვამენ და არიან....

Posted by: tamunia891 29 Mar 2010, 15:43
ეს საკითხი მეც მაინტერესებს. ჩემს დედამთილსაც 3 სანტიმეტრიანი ლოდი უნდევს ნაღვლის ბუშტში და ოპერაცია გვინდა გავუკეთოთ აპრილის ბოლოს. ოპერაცია ნუ კარგი, მაგრამ აი ოპერაციის მერე როგორ ცხოვრობს ხალხი. მეც მაინტერესებს ეგ ამბავი და იქნებ დაგვიწეროთ ვინმემ ვისაც გამოცდილება აქვს უკვე smile.gif

Posted by: tamunia_amunia5 29 Mar 2010, 21:32
Doloress
QUOTE
ლითოტრიპსია რა არის?

ლითოტრიპსია ეს არის ელექტროჰიდრავლიკური სხივებით კენჭის დაშლა.მაგრამ როგორც უკვე გითხრეს ლითოტრიფსიით ნაღვლის ბუშტის კენჭების დაშლა არ ხდება.საჭიროა ქირურგიული ჩარევა

Posted by: levanovna 30 Mar 2010, 03:12
Doloress
დედამ 3 წლის წინ გაიკეტა,მამამ ერტი წლის.თავიდან ცოტა შებერილობა აწუხებდათ ორივეს მეტნაკლებად. დიეტა ცოტა ხანი , ალბათ პირველი რამდენიმე თვე, 3ან 4 არ მახსოვს, ისიც მსუბუქი, ოპერაციიდან ერტ კვირაში ჩვეულებრივად გრძნობდნენ თავს(ბედნიერები შეტევების გარეშე)ორივე აქტიურ ცხოვრებას ეწევა, უდიეტოდ, შეზღუდვების გარეშე.ღმერთმა კარგად მიმყოფოს ორივე და ნეტავ ადრევე ამოეკვეთათ, რაც მაგათ გამაყუჩებლები აქვთ მიღებული ვინ მოთვლის.ორივემ ლაპარასკოპიულად გაიკეთა, თბილისში.თუმცა ეს რათქმა უნდა ჩემი მაგალითია და ყველაფერი ორგანიზმზეა დამოკიდებული. და კიდევ. დედა 20 წელი წვალობდა, სვამდა ატასნაირ ბალახეულს, იშლიდა, იწმენდდა ნაგ, ბუშტს, მაგრამ ისევ უგროვდებოდა..

Posted by: Doloress 30 Mar 2010, 10:47
levanovna
ვისთან გაიკეთEს?

Posted by: addicted 30 Mar 2010, 11:55
Doloress
ვაჰ, გეუბნები და არ გჯერა, ვცხოვრობ ბედნიერად biggrin.gif არ მიხედავ დროულად? გაგიმწვავდება და ჩემსავიტ 2წელი დაგჭირდება რეაბილიტაციისათვის. მიზეზი იცი რამაც დაგიგროვა კენჭები, ამიტომ იმის შანსი რომ მერე სადინარებშI გაგიჩნდეს არის მიზერული. მაგ რისკ-ჯგუფში ვარ მე, მაგრამ ვაკონტროლებ და მშვენივრად ვგრძნობ თავს აგერ უკვე მე6 წელია smile.gif

ექიმები: დათო მახაშვილი და ლევან ლორთქიფანიძე, მე8 საავადმყოფოში, ოღOნდ მე8 სართულზე smile.gif მიყვარს ლევანი love.gif

Posted by: levanovna 30 Mar 2010, 20:35
Doloress
მერაბ კილაძე, არამიანცში და კიდევ რაღაც ბერძნულ კერძო კლინიკაში მუშაობს და იქ გაიკეთა მამამ, მე საქართველოში არ ვარ და კლინიკის სახელი არ ვიცი, არც მისამართი,თუ დაგაინტერესებს , გავიგებ.

Posted by: lakoo22 31 Mar 2010, 19:37
Doloress
დედაჩემმა გაიკეთა ივნისში,ერთი წელი გახდება მალე ,თავიდან მკაცრ დიეტაზე იყო დაახლოებით 1 თვე, შემდგეგ 5 თვე ცხიმიანებს და შენწვარ-მოხრაკულებს არ ჭამდა,ეხლა კარგად არის...... შედარება არააა იმასათნ რაც ოპერაციამდე იტანჯა და ტკივილები კონდა.... რაც შეეხება ცხოვრების რიტმში ჩადგომას მალევე ჩადგა , დაახლოებით 10 დღეში.... არანაირ წამლებს არ იღებს ნურავინ ნუ შეგაშინებს...თავიდან დაგინიშნავენ ერთი კვირა ანტიბიოტიკს რომ რამე გართულება არ იყოს, რაც არ უნდა იყოს მაინც ოპერაციააა დაა....
ხო არამინცში გაიკეთა კილაძესთან და კეპულაძესათან.......შენც ამათთან გირჩევ ბევრს გაუკეტებია ჩემს სანაცნობოში და დედაჩემის ჩათვლით ყველა კარგად გრძნობს დღეს თავს..... ნურაფრის ნუ შეგეშინდება 2kiss.gif

Posted by: pam 3 Feb 2012, 21:01
ძალიან გთხოვთ, მერაბ კილაძის მობილური მომწერეთ ვინმემ, კონტაქტებიდან წამეშალა, ჩემი მეგობარია ძალიან ცუდ დღეში და მჭირდება, წინასწარ ყველას დიდი მადლობა

Posted by: natusia 31 Aug 2012, 09:09
მერაბ კილაძე ახლა კარაპს მედლაინშIა, მართლა უძლიერესი სპეციალისტია, მე ვიკეთებ 3 დღეში

Posted by: Sephora 2 Sep 2012, 19:09
QUOTE (datosia @ 22 Feb 2007, 14:57 )
ჩემს ახლობელს აქვს ქვები ნაღვლის ბუშტში, მძიმე მდგომარეობაა და ძალიან აწუხებს, ოპერაციის კი ძალიან ეშინია. სადღაც გამიგია რომ აკეთებენ ასეთ ოპერაციებს უსისხლოდ, ლაზერით. ხომ არ იცით ამის შესახებ რამე და რომელ კლინიკაში აკეთებენ საერთოდ ასეთ ოპერაციებს?
* * *
მაპატიეთ, სათაურში შემეშალა "ბუტი"-ს მაგივრად "ბუშტი"  user.gif

მივიდეს ქირურგთან. ასევე უნდა ინახოს ექსოსკოპიით კენჭების მდებარეობა და დათვალიერდეს სადინარები. ლაპარასკოპიული ქოლეცისტექტომია ბევრგან კეთდება დღეს. ტრადიციული ჩარევისგან განსხვავებით ადვილია, არც დიდი ნაწიბურს ტოვებს,არატრავმული და ფიზიკური აქტივობა მალევე განახლდება. საუკეთესო შემთხვევაშ მაქსიმუმ 2 დღეში.
რაც შეეხება დაშლას და მცენარეულ სისულელეებს, თავი დაანებეთ.
უბრალოდ დროს და ფულს დაკარგავთ.


QUOTE
Natuka NGN


ნატუკა, უკაცრავად. გადმოტანილი იყო წინა გვერდზე და თარიღისთვის არ შემიხედავს.
ხშირად არის ასეთი შემთხვევები.
დახურეთ და იქნებ აიპინოს ახალი.

Posted by: Natuka NGN 2 Sep 2012, 19:34
Sephora
შეხედეთ როდინდელ პოსტს უპასუხეთ? 2007 წლის.

Posted by: MGD 17 Sep 2012, 23:12
მიშველეეეეთ! ნაღვლის ბუშტი მაქვს სასწრაფოდ საოპერაციო და ინფორმაცია მინდა!
1. რა ღირს ლაპარასკოპია
2. მერაბ კილაძე ეხლა სად მუშაობს და ტელეფონი მითხარით თუ იცით
3. მაღალი პროტრომბინის დროს ლაპარასკოპია ჯობია თუ ძველებური ოპერაცია
4. რა ღირს ჩვეულებრივი ოპერაცია და ვის მირჩევთ
5. ვისაც მირჩევთ ტელეფონიც მოაყოლეთ მისი.
sos!!!!!!!!!!!
* * *
natusia
ხომ კარგად ჩაიარა შენმა ოპერაციამ?

* * *
ხო, რაც მთავარია, დაზღვეული ვარ 2 თვეა და არ ამინაზღაურებენ ნეტა? ჯიპიაის 30 ლარიანი მაქვს 5000 ლიმიტით ამბულატორიულ მომსახურებაზე

Posted by: Natuka NGN 18 Sep 2012, 01:37
MGD
მერაბ კილაძესთან ღირს 1800 ლარი.
მერაბისადმი უდიდესი პატივისცემის მიუხედავად, მე სხვა ექიმს გირჩევ PM-ით.

Posted by: MGD 18 Sep 2012, 13:12
გაიხარე, დაგირეკავ თუ ვერ დავუკავშირდი

Posted by: natusia 27 Sep 2012, 11:52
არ ღირს 1800 ლარი, ზუსტად 1530 ლარი ჯდება მერაბ კილაძესთან კარაპს მედლაინში. უმაგრესი ექიმები არიან. მე გავიკეთე 3 დღის წინ და უკვე უპრობლეოდ დავდივარ smile.gif

Posted by: Natuka NGN 27 Sep 2012, 13:39
natusia
31 აგვისტოს 3 სექტემბერს იკეთებდი, 27 სექტემბერს გამოვიდა რომ 24 სექტემბერს გაიკეთე. smile.gif იმედი მაქვს შეგნებულად არ არეკლამებ.
ლაპარასკოპია და მცირეინვაზიური ტექნოლოგიები იმისთვისაა კარგი, რომ მესამე დღეს თავისუფლად იარო. მაგისთვის მოიგონეს ეს.

Posted by: natusia 28 Sep 2012, 11:55
კი მართალი ხარ ეგრე იყო, მაგრამ თანხის პრობლემა როცა მოვაგვარე მაშინ გავიკეთე smile.gif

Posted by: natusia 29 Sep 2012, 16:07
QUOTE (natusia @ 28 Sep 2012, 10:55 )
კი მართალი ხარ ეგრე იყო, მაგრამ თანხის პრობლემა როცა მოვაგვარე მაშინ გავიკეთეsmile.gif და არა მარტო მაგისთვის მოიგონეს, ბევრი დადებითი მხარე აქვს smile.gif

კი მართალი ხარ ეგრე იყო, მაგრამ თანხის პრობლემა როცა მოვაგვარე მაშინ გავიკეთეsmile.gif და არა მარტო მაგისთვის მოიგონეს, ბევრი დადებითი მხარე აქვს smile.gif

Posted by: NIANU_3 30 Sep 2012, 11:18
MGD
მერაბი არის უძლიერესი ექიმი მე ამაზე უკეთეს ვერც გირჩევდი დედაჩემს გაუკეთა ბიძაჩემს გაუკეთა და საუკეთესოდ

Posted by: магари рожа 5 Dec 2012, 13:26
პატარა კენჭები აღმომიჩინეს 4 ცალი აქედან ყველაზე დიდი 5მმ და ერთი პატარა პოლიპი ზომით 5მმ
მითხრეს საოპერაციოაო
ნაღვლის ბუშტის ამოჭრა წესით არ უნდა დამჭირდეს ხომ?
ალბათ კენჭებისგან გაასუფთავებენ?


Posted by: dzia 5 Dec 2012, 13:51
QUOTE
ალბათ კენჭებისგან გაასუფთავებენ?

no.gif








boli.gif

Posted by: Natuka NGN 5 Dec 2012, 17:10
магари рожа
დაგჳჭრდება და თუ პოლიპია, რაც მალე გაიკეთებ მით უკეთესი.

Posted by: магари рожа 5 Dec 2012, 19:43
dzia
Natuka NGN
ნაღვლის ბუშტის გარეშე რთული არ იქნება?
sad.gif


Posted by: Natuka NGN 5 Dec 2012, 20:07
магари рожа
პირველ პერიოდში დიეტა დაგჭჳრდება, მერე მიეჩვევი, ნაღვლის წვენი პირდაპირ კუჭში გადავა. სად აპირებ ოპერაციას?

Posted by: магари рожа 5 Dec 2012, 21:32
არ ვიცი სად გავიკეთებ ალბათ არამიანცში...
არ მინდა ოპერაცია, მეშინია კიდეც მაგრამ, უფრო ოპერაციისშემდგომი ნაღვლის არქონა მადარდებს sad.gif

რომ დავაცადო რამოდენიმე წელი და მერე გავიკეთო რა დაშავდება ნეტა?
ამ ეტაპზე არც ტკივილები მაწუხებს და არც კენჭები არაა დიდი...


Posted by: Natuka NGN 5 Dec 2012, 21:56
магари рожа
პოლიპია პრობლემა, კენჭზე მეტი.

Posted by: Angel-A 6 Dec 2012, 11:40
магари рожа
ისე, მერიას აქვს ნაღვლის ბუშტის ოპერაციული მკურნალობის პროგრამა,
მედულაში კეთდება, საკმაოდ კარგად, ლაპარასკოპიული მეთოდით

Posted by: Natuka NGN 6 Dec 2012, 12:37
Angel-A
მედულადან ხარ? მანდ ცოცხალი თავით არ შევდავ ფეხს მაგ ოპერაციის გამო. დანარჩენს არ დავწერ.

Posted by: магари рожа 6 Dec 2012, 12:39
QUOTE
მედულადან ხარ? მანდ ცოცხალი თავით არ შევდავ ფეხს მაგ ოპერაციის გამო

biggrin.gif

QUOTE
მერიას აქვს ნაღვლის ბუშტის ოპერაციული მკურნალობის პროგრამა,

givi.gif
მერიის დაფინანსებულის იმედზე ჩემი მტერი იყოსsmile.gif
წეღან თავი შევიკავე მსგავსი კომენტარისგან მაგრამ ნათუკა NGN-ს პოსტმა ჩემი ვარაუდი დაადასტურა


ვნახოთ შეიძლება არ დამჭირდეს ოპერაცია რამდენიმე წელი მაინც...
პოლიპი თუ არ იზრდება საშიშიც არ ყოფილა
კენჭებიც მცირე ზომისები არიან და ვნახოთ რა იქნება. ჯერ მკურნალობას ვცდი.

ისე კი მაგარ შარს გადავრჩი ჰიმეკრომონი 400 დამინიშნა გასტროენტეროლოგმა კუჭის მკურნალობის დროს და რომ არ მეთქვა ნაღვლის ბუშტის შესახებ შესაძლოა ფატალურად დამთავრებულიყო...


Posted by: Angel-A 6 Dec 2012, 15:06
Natuka NGN
არა, მედულადან არ ვარ
магари рожа
დაფინანსება დაფინანსებაა, შენ თუ კლინიკასთან გაქვს პრობლემა, ეგ სხვა საქმეა

Posted by: sopo1977 6 Dec 2012, 18:51
მე გავიკეთე 2009-ში მერაბ კილაძესთან. ახლა კარაპს მედლაინშია. ძალიან რთული მდგომარეობა მქონდა, საშინელი შეტევები, აუტანელი ტკივილები იცის. ისეთი ანთება მქონდა, კიდევ კარგი მოხვედიო, თორემ ცუდად იქნებოდა საქმეო.

магари рожа

სჯობს დროზე მიხედო, თორემ რაც დრო გავა უფრო დაგაზარალებს. ლაპარასკოპიით კეთდება და მეორე დღესვე გამოგიშვებენ სახლში, რამდენიმეთვიანი დიეტა და მოიცილებ დიდ პრობლემას. არც ისე ადვილი ოპერაციაა, მაგრამ როცა კენჭებია, გარდაუვალია.

Posted by: dzia 6 Dec 2012, 21:19
QUOTE
ნაღვლის წვენი პირდაპირ კუჭში გადავა

facepalm.gif
магари рожа
QUOTE
არ მინდა ოპერაცია, მეშინია კიდეც მაგრამ, უფრო ოპერაციისშემდგომი ნაღვლის არქონა მადარდებს

ნუ ნერვიულობ,გექნება ნაღველი yes.gif






boli.gif

Posted by: 1715 29 Jan 2013, 13:21
გამარჯობა, მოგესალმებით ყველას... ეხლა ვიყავი არამიანცში და ქირურგი მერაბ კილაძე აქ აღარ მუშაობსო, მე კი მიმიშვეს იმენა მაგასთან მიდიო, ძალიან მაგარიაო და იქნებ ვინმემ იცოდეს სად მუშაობს ამჟამად ქირურგი მერაბ კილაძე ? ერთი არის გიდმედში მერაბ კილაძე , მაგრამ ის სხვა არის, მე მინდა არამიანცში რომ მუშაობდა ის

Posted by: OtoVon 29 Jan 2013, 21:05
1715
QUOTE
ქირურგი მერაბ კილაძე

ჩაჩავას კლინიკაშია მოწვეულ სპეციალისტად, მაგრამ მთავარი სამუშაო სხვაგან აქვს, სამწუხაროდ არ ვიცი სად.
ეგ ძაან მაგარი ექიმია მართლა.

Posted by: Natuka NGN 29 Jan 2013, 23:50
დავწერე სადაც არის. მედლაინშია ახლა მერაბ კილაძე.

OtoVon
QUOTE
ეგ ძაან მაგარი ექიმია მართლა.

უცნაურია, მაგრამ მტელმა საქართველომ ერთ ექიმზე იცის "მიფიჩინება", არადა იგივე ოპერაციას გაცილებით უკეთ აკეთებენ სხვები თბილისში. smile.gif

Posted by: OtoVon 30 Jan 2013, 10:22
Natuka NGN
QUOTE
უცნაურია, მაგრამ მტელმა საქართველომ ერთ ექიმზე იცის "მიფიჩინება", არადა იგივე ოპერაციას გაცილებით უკეთ აკეთებენ სხვები თბილისში.

ხო შეიძლება,
მაგრამ
QUOTE
ეგ ძაან მაგარი ექიმია მართლა.

ეს მართალია smile.gif

Posted by: დოლორეს 13 Mar 2013, 17:28
რამხელა თემა ყოფილა ამაზე.გადავიკითხავ მერე, ნაოპერაციებზე როგორი რეკომენდაციებია.

გუშინ გავიკეთე ლაპარასკოპიით.დღეს გამომწერეს. bis.gif
ძალიან კმაყოფილი ვარ.ასე მგონია ახალ ცხოვრებას ვიწყებ. smile.gif

Posted by: დოლორეს 14 Mar 2013, 22:11
addicted
QUOTE
  მიზეზი იცი რამაც დაგიგროვა კენჭები

აი ეს საიდან უნდა იცოდეს?
მეც ორსულობისას დამეწყო.
QUOTE
ვაკონტროლებ და მშვენივრად ვგრძნობ თავს აგერ უკვე მე6 წელია

ექოზე?

QUOTE
თავიდან დაგინიშნავენ ერთი კვირა ანტიბიოტიკს რომ რამე გართულება  არ იყოს, რაც არ უნდა იყოს მაინც ოპერაციააა დაა....

ჩემთვის არაფერი დაუნიშნავთ.ლაპარასკოპიით გავიკეთე.


Posted by: დოლორეს 15 Mar 2013, 15:41
იქნებ ვინმემ მიპასუხოთ sad.gif
მე-3 დღეა რაც ლაპარასკოპიით გავიკეთე ნაღვლის ბუშტის ოპერაცია.
დღემდე კარგად ვარ,არაფერი პრობლემა არ შემქმნია.
მაგრამ ახლა ვგრძნობ სიმხურვალეს ნაიარევებზე და საგანგაშოა რამე?
გუშინ დავიმუშავე მხოლოდ ჭრილობა,მანამდე ხელი არ მიხლია.

Posted by: herooftheday 20 May 2013, 19:53
ნაღვლის ბუშტის ლაპარასკოპიის დროს, კენჭებს იღებენ თუ ნაღვლის ბუშტს?
ნარკოზით კეთდება თუ ადგილობრივი ანესთეზიით?
მარტივი ოპერაციაა?

Posted by: Natuka NGN 20 May 2013, 20:06
herooftheday
მთლიანად ნაღვლის ბუშტს. ლაპაასკოპიული კეთდება მხოლოდ და მხოლოდ ნარკოზით. ადგილობრვით აღარაფერს აღარ აკეთებენ ახლა, ლაპარატომიაზდე თუ ამბობ.
კარგი ექიმის ხელში არ არის რთული ოპერაცია.
* * *
თუმცა არის თემა და იმას მივუერთებ,
* * *
http://forum.ge/?f=43&showtopic=33742738&hl=%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%A6%E1%83%95%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A1%20%E1%83%91%E1%83%A3%E1%83%A8%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%A1%20%E1%83%9D%E1%83%9E%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%90&st=0

Posted by: herooftheday 20 May 2013, 20:20
Natuka NGN

დიდი მადლობა smile.gif

Posted by: Natuka NGN 20 May 2013, 21:40
herooftheday
არაფრის smile.gif შენ გქვს გასაკეთებელი?

Posted by: herooftheday 28 May 2013, 23:41
Natuka NGN
არა, მამაჩემს. რომელ კლინიკას და ქირურგს ურჩევ? ოპერაციის ფასი ხომ არ იცი? smile.gif
რესპუბლიკურში ვინ აკეთებს? რა ღირს?

Posted by: pvm 25 Jul 2013, 14:21
QUOTE (Natuka NGN @ 18 Sep 2012, 01:37 )
MGD
მერაბ კილაძესთან ღირს 1800 ლარი.
მერაბისადმი უდიდესი პატივისცემის მიუხედავად, მე სხვა ექიმს გირჩევ PM-ით.

მირჩიეთ რა ვინმე სხვა თუ იცით
მადლობთ წინასწარ

Posted by: Nema 31 Jul 2013, 17:13
დღეს მყავდა დედა ყოფილ მე-9 საავადმყოფოში. ახლა ხეჩინაშვილის კლინიკაა იქ. მიკა წვერავასთან ექოსკოპია, მიკას რეკომენდაციით - ქირურგთან გიორგი გვახარიასთან (პროფესორი, დირექტორის მოადგილე იქვე ხეჩინაშვილში). მაგრამ გვახარია 2 სექტემბრამდე შვებულებაში იქნება, ოპერაცია გადაუდებელია და გადაგვამისამართა მიშა გურგენაძესთან. წვერავამაც "დაბრო" მოგვცა. ხვალ უნდა დავაწვინო და იმედია ყველაფერი კარგად დამთავრდება. ასაკიანია დედა და მაგის გვეშინია... ნეტავი აქამდე გაგვეკეთებინა.

Posted by: exploit 16 Sep 2013, 12:57
10 ცალი პოლიპი მაქვს ნაღვლის ბუშტზე ეგეთი არაფერი მინახიაო კილაძემ sad.gif

ზეგ ვიკეთებ და მეშინია ოპერაციის

Posted by: Natuka NGN 16 Sep 2013, 13:20
exploit
QUOTE
10 ცალი პოლიპი მაქვს ნაღვლის ბუშტზე ეგეთი არაფერი მინახიაო კილაძემ

smile.gif)) გამაცინა კილაძემ... მაგასთან იკეთებ? ჩემთან რომ გეკითხა სხვასთან გაგაგზავნიდი.

Posted by: exploit 16 Sep 2013, 13:50
Natuka NGN
რატომ? შემაშინა ხომ?
ასე მითხრა 3-4 პოლიპი მაქსიმუმ ქონიათო
10 არ მინახავსო user.gif
25-50% მდეა შანსი რომ ავთვისებიან სიმსივნეში გადაიზარდოსო, ჯობია სასწრაფოდ მოიცილოვო... user.gif

QUOTE
ჩემთან რომ გეკითხა სხვასთან გაგაგზავნიდი.

მე ხმალაძემ გამაგზავნა "ჯანმრთელობის სახლი"-დან ასე მითხრა საუკეთესოაო, რავი ვენდობი მაგის ნაქებ ექიმს...

1630 ლარი ჯდება ოპერაცია + ამას ანალიზები და კონსულტაცია 185 ლარი დღესვე დავტოვე (ეს იმათთვის ვისაც ფასები აინტერესებს)

Posted by: shvaib 6 May 2014, 21:45
მაინტერესებს ნაღვლის ბუშტის ოპერაციას ყველაზე კარგათ სად აკეტებენ და რა ფასში? და დაღვევა მოქმედებს მაგ დროს?

Posted by: ninoarqania 6 May 2014, 22:04
Warning:
თხოვნა მეტიმსგავის შინაარსის სარეკლამო გზავნილი აღარ დაწერო ფორუმზე. ჩასწორებულია ტექსტი

Posted by: Natuka NGN 6 May 2014, 22:29
shvaib
თუ გაიკეთებ უნდა გაიკეთო ლაპარასკოპიით. გასწავლი ექიმს, ამ თემას კი ძირითადთემას მივუერთებ

Posted by: shvaib 6 May 2014, 22:37
ლაპარასკოპიით რას ნიშნავს? ან რომელია ყველაზე სანდო და კარგი ექიმი ? ან რომელ კლინიკაში. რა ფასში აკეთებენ და მოქმედებს თუ არა დაზღვევა მაგ დროს?

Posted by: Natuka NGN 6 May 2014, 22:40
shvaib
იმას რომ არ გჭრიან და მეორე დღეს სახლში ხარ და არ ხარ გაფატრული მუცელზე. კი,მოქმედებს სადაც გასწავლი პმ

Posted by: nuki-nuka 12 Jun 2014, 21:42
Natuka NGN

ჩვენც გვასწავლე, პმ გადავსებული გაქვს

Posted by: dzia 12 Jun 2014, 22:20
QUOTE
გაფატრული მუცელზე

facepalm.gif







boli.gif

Posted by: Natuka NGN 12 Jun 2014, 23:03
dzia
რა იყო, გგონია ლაპარატომიით არ აკეთებენ დღეს? უფრო მეტი ლაპარატომია ეკთდება, სამწუხაროდ და სწორედაც გაფატვრაა ჩემთვის ნაღვლის ბუშტის გაკეთება ლაპარატომიით.
nuki-nuka
მოგწერ,

Posted by: dzia 13 Jun 2014, 00:56
Natuka NGN
QUOTE
რა იყო, გგონია ლაპარატომიით არ აკეთებენ დღეს? უფრო მეტი ლაპარატომია ეკთდება, სამწუხაროდ და სწორედაც გაფატვრაა ჩემთვის ნაღვლის ბუშტის გაკეთება ლაპარატომიით.

გაცილებით ზუსტი ინფორმაცია მაქვს რამდენი კეთდება,ვინ და სად აკეთებს yes.gif
რაღაცის ესე გადაჭრით სამტკიცებლად,არგუმენტი "ჩემთვის" ნამდვილად არ გამოდგება.
არჩევის მეთოდი რათქმაუნდა ლაპაროსკოპიულიაyes.gif
ისე კი ჯობია თვითონ ქირურგმა გადაწყვიტოს "გაფატრავს" თუ არა პაციენტს! facepalm.gif







boli.gif



Posted by: No_LiMiT^ 13 Jun 2014, 01:08
dzia
+
Natuka NGN

ლაპარასკოპია ყოველთვის კარგად არ მიმდინარობს და შეიძლება ლაპარატომიაზე (შენ როგორც ამბობ გაფატვრაზე გადავიდნენ )) ) და ართქვა რო მხოლოდ ქირურგზეა დამოკიდებული..

Posted by: luka1999 13 Jun 2014, 02:34
თოდუას კლინიკაში აკეთებს თენგიზ გუგეშაშვილი !!!

Posted by: Natuka NGN 13 Jun 2014, 22:01
dzia
QUOTE
ისე კი ჯობია თვითონ ქირურგმა გადაწყვიტოს "გაფატრავს" თუ არა პაციენტს!

ქირურგი ხარ? და რა იცი მე რა ინფორმაცია მაქვს ვინ სად და როგორ აკეთებს ნაღვლის ბუშტის ლაპარასკოპიულ ქოლეცისტექტომიას?
მე არასდროს არ ავირჩევ ქირურგს ვინც ლაპარატომიას შემომთავაზებს იმის გამო,რომ დავუშვათ კენჭი დიდია და ამოღება გაჭირდება. ჩავთვლი რომ მან ცუდად იცის ლაპარაკოპია ან საერთოდ არ იცის ან უბრალოდ ჩავთვლი, რომ ეზარება ზედმეტი ოფლის ღვრა. ძალიან გთხოვ არ დამიწყო საპირისპიროს მტკიცება. smile.gif ასეა ეს... უნდა ძალიან გამამართლებელი მიზეზი იყოს რატომ არ შეიძლება ლაპარასკოპიის გაკეთება. რა თქმა უნდა არის მსგავსი მიზეზები (არ ჩამოვთვლი მათ).
მაგალითად, თუ გინეკოლოგიური ლაპარასკოპია (პროლაფსი) 80 წლის ზევით უკვე ნაჩვენები არ არის, არ შეიძება ამ ასაკში ლაპარასკოპიული ოპერაციებვი, აბდომინალებს ეს შეზღუდვა არ აქვთ.
ჰოდა, არ იცი ვის ესაუბრები და არ გინდა facepalm.gif აღარ ვაპირებ კამათის გაგრძელებას ამ თემაზე. ქართველმა ექიმებმა უმჯობესია საკუთარი კვალიფიკაცია აიმაღლონ.

No_LiMiT^
QUOTE
ლაპარასკოპია ყოველთვის კარგად არ მიმდინარობს და შეიძლება ლაპარატომიაზე

რატომ? გეგმიური ოპერაციის დროს იმდენად უნდა იყოს შესწავლილი პაციენტი, რომ ოპერაციის მსვლელობისას არანაირი "არაკარგად" მიმდინარეობა არ უდნა ხდებოდეს.
QUOTE
და ართქვა რო მხოლოდ ქირურგზეა დამოკიდებული..

ძალიან, ძალიან ბევრი რამაა ქირურგზე დამოკიდებული, ქირურგი არა მხოლოდ ხელებით, უპირველესად თავით მუშაობს.
მე მინახავს ოთხჯერ ცეცხლასროლი იარაღით მუცელში დაჭრილი პაციენტის ლაპარასკოპიული ქოლეცისტექტომია, მთელი მუცელი შეხორცებებში რომ იყო. ექიმი მაინც არ გადავიდა ლაპარატომიაზე და საუკეთესოდ დაასრულად ლაპარასკოპიულად, იწვალა, ორჯერ მეტი ოფლი დაღვარა,მაგრამ მაინცვ ასე გააკეთა.
ასე რომ...

Posted by: dzia 13 Jun 2014, 22:55
boli.gif

Posted by: No_LiMiT^ 14 Jun 2014, 01:25
Natuka NGN

ესეიგი ამტკიცებ რო ლაპარასკოპიის დროს არ შეიძლება ღია წესსზე გადახვიდე და თუ გადახვალ ქირურგის ბრალია...

Posted by: barbara7 14 Jun 2014, 10:20
ნაღვლის ბუშტში პოლიპი როცა გაქ აუცილებელია ამოჭრა? ვინმეს გაქვთ ამის გამოცდილება?


Posted by: dzia 14 Jun 2014, 13:30
barbara7
QUOTE
ნაღვლის ბუშტში პოლიპი როცა გაქ აუცილებელია ამოჭრა?

პოლიპს გააჩნია yes.gif






boli.gif

Posted by: lego1975 14 Jun 2014, 15:29
მოგესალმებით, ნაღვლის ბუშტში მაქვს მრავლობითი პოლიპი, ყველაზე დიდი 5 მმ. დაახლოებით 2 წელია ვიცი ეს და ყოველ 6 თვეში ვიმოწმებ, ზრდაში წასული ჯერჯერობით არ არის.... გთხოვთ მითხრათ, აუცილებელია რომ ამოვიჭრა? წინასწარ დიდი მადლობა პასუხისთვის.

Posted by: Natuka NGN 14 Jun 2014, 17:16
No_LiMiT^
"არ შეიძლება" დავწერე სადმე? ვინმემ დააწესა მაგის დაშლა?
მაქსიმუმი უნდა გაკეთდეს ექიმის მხრიდან, რომ ჩარევა მინიინვაზიური იყოს.
ერთ-ერთი ცნონილი ქირურგის საჩვენებელ ოპერაციაზე ერთმა პრაქტიკოსმა თქვა, რად უნდოდა ამდენი წვალება, გაეჭრა და ერთ საათში ამოითებდაო.
ეს მიდგომაა დამღუპველი. ის ზატმაცი პრაქტიკოსი იმას არ თვლიდა, რომ პაციენტის წონა 38 ბმი იყო და ერთ საათში მარტო იმ ქონებს ვერ გადაჭრიდა smile.gif

* * *
lego1975
გაიარე კონსულტაცია აბდომინალურ ქირურგთან, ვინც ონკოლოგიაც იცის.
ტელეფონითვარ და ცოტა გაუმართავ ტექსტზე ბოდიში

Posted by: barbara7 14 Jun 2014, 17:44
lego1975
თქვენც ექიმი გეტყოდათ ამოჭრას ალბათ. მრავლობითი რას ნიშნავს, ჩემთან 3-ს ხედავენ ეგ უკვე მრავლობითია?
dzia
QUOTE
ნაღვლის ბუშტში პოლიპი როცა გაქ აუცილებელია ამოჭრა?

პოლიპს გააჩნია

რაზეა დამოკიდებული ზომაზე?

Posted by: lego1975 14 Jun 2014, 17:55
Natuka NGN
დიდი მადლობა.... ონკოლოგის ხსენებამ ცოტა კი შემაშინა... მირჩიეს ქირურგი კილაძე...აბდომინალური ქირურგია?
* * *
barbara7

დარწმუნებული არ ვარ, თუმცა როგორც ვიცი კი ზომაზეა დამოკიდებული და იზრდება თუ არა კიდევ იმაზე... 3 არ მგონია მრავლობითი იყოს

Posted by: dzia 14 Jun 2014, 20:32
barbara7
QUOTE
რაზეა დამოკიდებული ზომაზე?

ზომაზე და ფორმაზე yes.gif
ოპერაცია ნაჩვენებია 10მმ-ზე დიდი ზომის პოლიპის არსებობისას.
სხვა შემთხვევაში დინამიკაშI დაკვირვება ექოსკოპიური კონტროლით.
10მმ-ზე ნაკლები პოლიპი "ფეხზე" 6 თვეში ერთხელ ექო კონტროლით yes.gif
10მმ-ზე ნაკლები პოლიპი ფართო ფუძეზე 3 თვეში ერთხელ ექო კონტროლით yes.gif
დინ.დაკვირვებისას წელიწადში 2მმ-ით ზრდა(თუ არ ვცდები user.gif) სწრაფ ზრდის ტემპად ითვლება და ექვემდებარება ოპერაციულ მკურნალობას.
ოპერაციის მკურნალობის ჩვენება შესაძლოა სრუებითაც სხვა მიზეზით დაისვას,მაგალითად პოლოპის მდებარეობით ნაღვლის ბუშტში. როგორც წესი
ნ/ბ პოლიპები უსიმპტომოდ არსებონებ თავისთვის,თუმცა მ/ბ ყელში ლოკალიზაციისას ისეთივე ტკივილების მიზეზი შეიძLება იყოს,როგორც კონკრემენტი(კენჭიuser.gif)
მოკლედ სწორი იქნება ექოს დასკვნის თანხლებით ქირურგს გაესაუბროთ ადგილზე.
წარმატებები yes.gif





boli.gif

Posted by: barbara7 14 Jun 2014, 21:00
dzia
ქირურგმა 3 პოლიპი უკვე უპირობო ჩვენებაა ოპერაციისტვისო, ისე პატარებია ვიცი და არც სადინარში არაა, უბრალოდ მგონი იმ მოსაზრებით რომ ქსოვილია მაინც და არავინ არ იცის რად გადაიზრდება, მოკლედ არა მგონია რომელიმე ქირურგმა გითხრას დაიტოვეო ასეთი ტენდენციაა უნდა ამოიჭრა, თუ ვინმე იცით მსგავსი ექიმი დინამიკაში დაკვირვებით დროებით უარს გეტყვის მეც მიმასწავლეთ

Posted by: nuki-nuka 19 Jun 2014, 19:59
გაკეთების შემდეგ რამდენი დღე უნდა ტკიოდეს? და როგორ?


ექიმები პასუხს არ გვცემენ ამ კიტხვაზე

Posted by: Solveig 19 Jun 2014, 20:34
nuki-nuka


უკვე მერამდენედ ხსნი თემას, მაშინ როცა არსებობს უკვე თემა...


+20%

Posted by: barbara7 20 Jun 2014, 10:01
dzia
რომელ ქირურგს მირჩევთ ასეთი დეტალური ანალიზის ჩატარების შემდგომ რომ გადაწყვიტოს ოპერაციის გაკეთება-არგაკეთების საკითხი?

Posted by: pinponka 21 Jun 2014, 02:52
ლაპარასკოპიით გაიკეთა დედაჩემმა,მართალია ძლიერი ტკივილები და ჭრილობა მუცლის არეში არ ქონდა, მაგრამ ოპერაციის შემდეგ გულის პრობლემები შეექმნა სერიოზული.მამაპაუპი მეთოდით ჯობია ჩემი აზრით.

Posted by: No_LiMiT^ 21 Jun 2014, 03:11
pinponka

ჯობნით ლაპარასკოპია ჯობია რათქმაუნდა...

Posted by: barbara7 21 Jun 2014, 10:24
pinponka
გულთან პრობლემები ლაპარასკოპიასთან რა კავშირშია?

Posted by: Natuka NGN 21 Jun 2014, 13:46
pinponka
QUOTE
მაგრამ ოპერაციის შემდეგ გულის პრობლემები შეექმნა სერიოზული.მამაპაუპი მეთოდით ჯობია ჩემი აზრით.

ეს ვინ გითხრათ?

Posted by: Natuka NGN 22 Jun 2014, 12:38
vasobua
ნახეთრა თქვენი პირადიმიმოწერა ზევით აიხედეთ, უკვე მერამდენე წერილი მომდის და გპასუხობთ და თქვენგან იგივე კიტხვა მომდის. მიპასუხეთ პირადში.

Posted by: nuki-nuka 22 Jun 2014, 15:47
პაციეტს ამოსაჭრელი ქონდა ნაღვლის ბუში თუ ტყუილად ამოაჭრეს როგორ გავიგოტ? ცოტა ხანი არ ინახავენ ამ მასალას?

Posted by: vasobua 22 Jun 2014, 17:58
13 წლის გოგოა კეთდება ოპერაციააა?

Posted by: Solveig 22 Jun 2014, 21:51
vasobua


თქვენ ნაღვლის კენჭების პრობლემა გაქვთ თუ თირკმლის?

ორივეზე არის თემა, თქვენ ორივეში პოსტავთ. არ შეიძლება ასე.

Posted by: Natuka NGN 23 Jun 2014, 13:51
vasobua
მალხაზ კარტოზიასთანმიდით იაშვილში, მან გითხრათ რომ არ კეთდება?
ნახეტ პირადი გზავნილი

Posted by: dancing in the moonlight 23 Aug 2014, 18:05
შრამი რჩება ლაპარასკოპიით ?
__________________________

Posted by: dzia 23 Aug 2014, 18:08
dancing in the moonlight
QUOTE
შრამი რჩება ლაპარასკოპიით ?

yes.gif






boli.gif

Posted by: xDavid_S 27 Aug 2014, 18:56
გამარჯობათ

თუ შეგიძლიათ დამაკვალიანოთ, სად კეთდება ნაღვლის ბუშტზე ლაპარასკოპია და მიახლოებითი ფასები

წინასწარ დიდი მადლობა

Posted by: Natuka NGN 28 Aug 2014, 00:36
dancing in the moonlight
ექიმს გააჩნია რამხელა განაკვეთს გააკეთებს და მერე თუ არ დაეზარა და როგორ გაკერავს. ჰო, კარგი ექიმი 2 სმ განაკვეთს აკეთებს.
ასე, რომ არაფერი შრამი არ რჩება განსხვავებით ლაპაატომიისგან.
თვალსაჩıნოებıსთვıს სურათსაც დაგıდებ

user posted image




საკმაოდ კარგი 3დ ანიმაცია, სადაც კარგად ჩანს რა ადგილას შედის ტროაკარები.
https://www.youtube.com/watch?v=qe8zF57MMTA
* * *
xDavid_S
ხვალ გაგიგებ ზუსტად ფასებს დ ამოგწერ პმ

Posted by: Mari Paranoid 3 Sep 2014, 22:09
მე დამიდგინეს ნაღვლის ბუშტში 2 საკმაოდ დიდი კენჭი, კილაძე როგორც კი გამოვა შვებულებიდან მივალ მარა ერთი რამ ვერ გავიგე. მე მინდა ლაპარასკოპიით ქვების დაშლა და არა ნაღვლის ამოღება მთლიანად.

გთხოვთ ამიხსენით, ხომ შეიძლება მხოლოდ ქვა დაშალონ ლაპარასკოპიით და ნაღველი შემინარჩუნონ????????

პ.ს ძალიან ვნერვიულობ...

Posted by: dzia 3 Sep 2014, 22:28
mariparanoid
QUOTE
გთხოვთ ამიხსენით, ხომ შეიძლება მხოლოდ ქვა დაშალონ ლაპარასკოპიით და ნაღველი შემინარჩუნონ????????

no.gif







boli.gif

Posted by: Mari Paranoid 3 Sep 2014, 22:32
dzia

არ მინდა ნაღვლის მოშორება, მინდა მხოლოდ ქვის დაშლა, ეგ როგორ მოვახერხო? წამლით არ დაიშლებაო მითხრეს.

Posted by: dzia 3 Sep 2014, 23:18
mariparanoid
QUOTE
არ მინდა ნაღვლის მოშორება, მინდა მხოლოდ ქვის დაშლა, ეგ როგორ მოვახერხო? წამლით არ დაიშლებაო მითხრეს.

სურვილის მიუხედავად,ბუშტის მოშორების გარეშე არ გამოვა ეგ საქმე user.gif





boli.gif

Posted by: vasobua 21 Sep 2014, 16:25
დიღომში ყოფილი რკინიგზის სავადმყოფო ნიკოლოზ გვახარია

Posted by: Natuka NGN 24 Sep 2014, 00:35
mariparanoid
QUOTE
არ მინდა ნაღვლის მოშორება, მინდა მხოლოდ ქვის დაშლა, ეგ როგორ მოვახერხო? წამლით არ დაიშლებაო მითხრეს.

არ შეიძლება წამლებით და ა.შ. დაშლა ქვების ნაღველში. შენ როგორ ფიქრობ, თირკმელში ხომ შლიან ულტრაბგერით ოეპრაციის გარეშე? გგონია ნაღველში ვერ გამოიყენებენ ულტრაბგერას? მაგრამ მანდ ძალიან დიდი საშიშროებაა დაძრული, დაპატარავებული კენჭი კუჭისკენ კი არა პანკრიასსიკენ წავიდეს და აი, მაშინ კიიი.... ამიტომ, ძალიან დიდი ხანია ყველა ცივილიზებული ქვეყნის სამედიცინო პრაქტიკიდან ნაღველში კენჭის რაიმე ფორმით დაშლა ამოღებულია.
QUOTE
გთხოვთ ამიხსენით, ხომ შეიძლება მხოლოდ ქვა დაშალონ ლაპარასკოპიით და ნაღველი შემინარჩუნონ????????

არ არსებობს რაიმე მეთოდიკა იმისა, რაც შენ გინდა.

Posted by: Nats77 10 Oct 2014, 13:19
ვისაც ოპერაცია გაქვთ გაკეთებული და მერე ორსულად ყოფილხართ, რამე პრობლემები შეგექმნათ?
მეუბნებიან, უფრო მეტი სირთულეები აქვთ უნაღვლისბუშტო ორსულებს, ვიდრე ნაღვლისბუშტიანებსო biggrin.gif თან მეუბნებიან, ოპერაცია გაიკეთეო... არადა გასაჩენები მყავს ჯერ biggrin.gif
რა ვქნა sad.gif

Posted by: Mari Paranoid 5 Dec 2014, 16:08
ორშაბათს ვიკეთებ და ვკვდები შიშით weep.gif weep.gif weep.gif

Posted by: dancing in the moonlight 5 Dec 2014, 16:49
mariparanoid
წარმატებები

მე კიდე ექო უნდა გავიკეთო ,და ვნერვიულობ პოლიპი გაზრდილი არ იყოს sad.gif
გტკივა ? ზომაში გაიზარდა ?

Posted by: Mari Paranoid 6 Dec 2014, 15:49
dancing in the moonlight

გოგო არ მტკივა საერთოდ, არ მაწუხებს ვაფშე. შემთხვევით გავიგე და მითხრეს თუ არ ამოიჭრი დრო რომ გავა მერე პრობლემები შეგექმნებაო და მეც გადავწყვიტე მოვიშ ორო. თუ პოლიპი გაქვს მითუმეტეს უნდა გაიკეთო მალე. ეგ უფრო საშიშია. ჩემს მეგობარს ერთო პეწო პოლიპი ჰქონდა და სასწრაფოდ ამოაჭრეს.

Posted by: dancing in the moonlight 6 Dec 2014, 22:48
mariparanoid
QUOTE
ჩემს მეგობარს ერთო პეწო პოლიპი ჰქონდა და სასწრაფოდ ამოაჭრეს.

რა ზომის იყო ხო არ იცი? : (



წამიკითხავს ნაღვლის ბუშტმა სიყვითლე იცის კანზეო და მართალია ნეტა ?

Posted by: Mari Paranoid 6 Dec 2014, 23:46
dancing in the moonlight

ძალიან, ძალიან პატარა იყო, ერთი ბეწო. გოგო ეგ მეც გავიგე მარა მე არ მქონია მსგავსი რამ. მიდი ექიმთან, შიში საქმეს არ უშველის, რაც მოსაგვარებელია უნდა მოაგვარო smile.gif

Posted by: gramatikikina 7 Dec 2014, 03:32
ლაპარასკოპიით რჩება 5 ცალი ნახვრეტი მუცელზე და კანსაც გააჩნია, როგორ ხორცდება. ამიტომ ვარჩიე მე მამაპაპსკი მეთოდი და მაქვს 3 სმ-იანი შრამი.
ბეშკენაძემ გამიკეთა. უბრალოდ არ გაკერა კარგად :დ და მერე გვარამიასთან გავალამაზებინე bis.gif

Posted by: Mari Paranoid 7 Dec 2014, 12:34
gramatikikina

4 დახვრეტი რჩება, რომელიც დროთა განმავლობაში ქრება.

Posted by: gramatikikina 7 Dec 2014, 23:23
mariparanoid
1 ნახვრეტი ჭიპის ქვეშ და ორ-ორი გაშემო. ესე მითხრეს მე.
და ნაწიბური ნამდვილად არ ქრება. შეიძლება შენთვის მნიშვნელობა არ აქვს ამას, მაგრამ ვისთვისაც აქვს, იმისთვის მაგის თქმა, მოტყუების ტოლფასია:დ
და არის კიდეც ტყუილი.
მაგალითად ზღვაზე ყოველთვის გამოჩნდება 4-5 ნახვრეტი მუცელზე თეთრად. მზე არ ეკიდება მაგ ადგილს.
ამიტომ ვარჩიე 3 სმ-იანი ხაზი.

Posted by: nadiri 7 Dec 2014, 23:39
mariparanoid
QUOTE
ორშაბათს ვიკეთებ და ვკვდები შიშით

ნუ გეშინია

Posted by: Natuka NGN 8 Dec 2014, 13:20
gramatikikina
5 ნახვრეტი გითხრეს? და ჭიპის ქვეშ? წინა გვერდზე დავდე ვიდეო, იქ სამი ნახვრეტი + ჭიპი. მე რაც მინახავს ჭიპში შრყავთ სკოპი.

Posted by: [kitika] 8 Dec 2014, 13:57
ნაღვლის ბუშტი მაწუხებს უკვე დიდი ხანია, თან მტკივა, ექოზე მითხრეს ანთება გაქვს, ქვები არ გაქვსო, ნალექი მციდე ოდენობითო, კედლები გაქვს არაერთგავროვნად გასქელებულიო.
ხოდა მოკლედ მაწუხებს ხოლმე, ხან უფრო მეტად, ხან ნაკლებად. ადრე ისიც არ ვიცოდი რა ადგილას იყო და ახლა ისე მტკივა ხოლმე ძლივს ვზივარ.
არაფერი არ არის ისეთიო, ნაღვლმდენი დამინიშნეს 2 თვით, ანტიბიოტიკი არ დამინიშნა და გამომიშვა, არ გამიარა ტკივილმა ისევ მაწუხებს და ახლა როგორ მოვიქცე?
ვინმეს რამე მსგავსი გქონიათ? ღმერთმა დამიფაროს საოპერაციო გავხდე, მერე სულ დიატაზე უნდა ვიყო მთელი ცხოვრება.

Posted by: gramatikikina 8 Dec 2014, 14:07
Natuka NGN
რატომღაც 5 მახსოვს spy.gif და ჭიპის ქვემოთ ერთიო. კოპლებიანი მუცელი წარმოვიდგინე
[kitika]
დიეტაზე საერთოდ არ ვარ. არც უთქვამთ, იყავიო
ჩემმა ქირურგმა მითხრა, საერთოდ ღმერთმა ნაღვლის ბუშტი ქირურგებისთვისვის შექმნაო lol.gif facepalm.gif

Posted by: vasobua 8 Dec 2014, 22:04
http://www.myvideo.ge/?act=dvr&chan=tv3hq&seekTime=08-12-2014+16%3A08


ყველაფერს იმით დავიწყებ რომ ვარ 13 წლის (გოგონა). პირადათ ნიკოლოზ გვახარიამ გამიკეთა.არანაირი გართუება ნაკლები ჭრილობა ნაკლები სისხლი

Posted by: [kitika] 9 Dec 2014, 13:08
gramatikikina
QUOTE
[kitika]
დიეტაზე საერთოდ არ ვარ. არც უთქვამთ, იყავიო
ჩემმა ქირურგმა მითხრა, საერთოდ ღმერთმა ნაღვლის ბუშტი ქირურგებისთვისვის შექმნაო 


ოპერაცია იმიტომ გაიკეთე რომ ქვები გქონდა? მე არ მაქვს ქვები მაგრამ ტკივილები მაქვს, უკვე შევწუხდი....

Posted by: gramatikikina 9 Dec 2014, 13:45
[kitika]
კი, დიდი ქვები მქონდა 6-7 ცალი. მე არ ვიცი მკურნალი ექიმი არავინ, რომ გირჩიო. ცოდვა ხარ ტყუილად ოპერაციისთვის ნამდვილად, მაგრამ თუ არ იმკურნალებ წესიერ ექიმთან, ძალიან დაიტანჯები და მაგას კი ჯობია ოპერაცია:დ

Posted by: Natuka NGN 9 Dec 2014, 20:06
[kitika]
ჩემს გამოცდილებას გეტყვი, წლების წინ ლიკანში ვიმკურნალე, ცხელ ბრჯომს ვსვავდი ჭამამდე ბლომად, მის შემდეგ ნაღვლის ბუშტს არ შევუწუხებივარ. მაშIნ იყო სანატორიუმი ლიკანი, ახლა არ ვიცი არის თუ არა. ჰოდა, დილას საუზმემდე, შუადღეზე სადილამდე მუდმივად ვსვამდი ცხელ ბორჯომს, ცივს არა. ჰოდა, იმისმერე ნაღვლის ბუშტი არ ვიცი სად მაქვს. თუმცა მინდა გითხრა - არცცხარე არ მიყვარს და არც ცხიმიანი საკვები smile.gif 2 კვირა ვისვენებდი.
* * *
gramatikikina
რატომ არის ლაპარასკოპია კარგი - არ იჭრება მუცლის ფარი, როს გამოც თავიდან აიცილებ შემდგომში თიაქარს და ა.შ. მარტო ნაღვლის ბუშტზე არ ვამბობ.

Posted by: Mari Paranoid 9 Dec 2014, 20:35
დღეს გამომწერეს, მაქვს 4 ნახვრეტი. ცოტა მწიწკნის მარა გაივლისო მითხრეს. პროსტა გუშინ მთელი ღამე დრენაჟი მეკეთა და წამით ვერ მოვხუჭე თვალი ისეთი დისკომფორტი მქონდა მუცელში. 2 კვირა კიდევ მკაცრ დიატაზე უნდა ვიყო. ანტიპიოტიკი ორციპოლი დამინიშნეს 10 აბი. სულ ეგაა. ვნახოთ აბა smile.gif 20 წუთში გამიკეთეს ოპერაცია, ისე ჩავკაიფდი რაღაც დამამშვიდებლით, არც მინერვიულია ისე შევედი და გამოვედი. biggrin.gif
* * *
სხვათაშორის ძალიან განვიცდი მაგ ნახვრეტის კვალს, თუ დამრჩა, გავრამიასთან გავალამაზებ და ეგაა რა.

Posted by: dancing in the moonlight 10 Dec 2014, 11:24
ეხლა მოვედი ექიმიდან ,ექოზე ვიყავი .დავმშიდდი ,არ მაქვს პოლიპი და არც საოპერაციოა smile.gif

Posted by: Mari Paranoid 10 Dec 2014, 16:30
dancing in the moonlight


გილოცააავ, კარგი ამბავია bis.gif

Posted by: barbara7 10 Dec 2014, 16:59
dancing in the moonlight
პოლიპი არ გაქვთ თუ უბრალოდ მეტად არ გაზრდილა? ვისთან იყავით?

Posted by: dancing in the moonlight 10 Dec 2014, 17:19
mariparanoid
მადლობა
barbara7
არ მაქვს ,ივლისში რომ გავიკეთე ბერძნულში სავარაუდოდ პოლიპი დაწერეს ,და აღმოჩნდა რო ყელის არეშია ფორმით ოდნავ გასქელებული ,რაც არაფერია ,ხშირიაო .თავის დაზღვევის მიზნით ჰიპერდიაგნოზი დამიწერეს .დანარჩენი ზომა ,ფორმა და შიგთასი ნორმაშია ,ნალექიც არ მქონდა

Posted by: rebelrebel 10 Dec 2014, 21:12
ნაღვლის ბუშტის ოპერაცია ხო კეთდება უსისხლოოდ?

Posted by: Mari Paranoid 10 Dec 2014, 21:58
rebelrebel

კი უსისხლოდ ჰქვია, მარა 4 ნახვრეტი გაქვს. აუ მოვკვდი შიშილით. ეს საშინელი დიეტა აღარ შემიძლია, არადა ოპერაციიდან ჯერ მე-3 დღეა გასული sad.gif

Posted by: Natuka NGN 11 Dec 2014, 09:59
mariparanoid
ვინ გაგიკეთა? როგორც ვიცი მალე გადახვალ სრულ კვებაზე. იქნებ დაუკავშირდე ექიმს და გასწავლოს რა დაამატო საკვებად.
rebelrebel
კი და ძალიან ბევრი უპირატესობა აქვს.

Posted by: Mari Paranoid 11 Dec 2014, 19:22
Natuka NGN

მერაბ კილაძემ გამიკეთა კარაპს მედლაინში, მაქვს დიეტა, ვიცი რაც უნდა ვჭამო, 2 კვირაა მკაცრი თორე მერე შემიძლია ყველაფერი მივიღო smile.gif

Posted by: rebelrebel 11 Dec 2014, 21:29
mariparanoid
ნარკოზის ქვეშ კეთდება ალბათ ხოო?

Posted by: Mari Paranoid 11 Dec 2014, 22:13
rebelrebel

კი სრული ნარკოზის ქვეშ.

Posted by: romaroma1887 17 Mar 2015, 18:02
მე ვიცნობ გია თომაძეს. არამიანცის საავადმყოფოში დედაჩემს გაუკეთა ნაღვლის ბუშტის ოპერაცია ე.წ. უსისხლო მეთოდით (ლაპოროსკოპიით). ძალიან კარგი ტიპია. ბევრი აქებს. პროფესორია.

Posted by: dzia 17 Mar 2015, 22:56
QUOTE
პროფესორია.

facepalm.gif








boli.gif

Posted by: romaroma1887 18 Mar 2015, 23:59
გია თომაძე. ეგეც არამიანცშია. აკეთებს ლაპაროსკოპიით ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. ლაპაროსკოპიის გარეშეც აკეთებს თუ საჭიროა. დედაჩემის ოპერაცია 430 ლარი დაჯდა. დანარჩენი დაზღვევამ გადაიხადა. სასწრაფო იყო.

Posted by: barbara7 24 Mar 2015, 10:44
მერაბ კილაძე ამ გვარ-სახელით ორი ქირურგია თბილისში?
http://tsamali.ge/%E1%83%94%E1%83%A5%E1%83%98%E1%83%9B%E1%83%98/%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%91%20%E1%83%99%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%90%E1%83%AB%E1%83%94
http://www.vipmed.ge/merab-kiladze/

Posted by: romaroma1887 4 Apr 2015, 21:06
ნაღვლის ბუშტის ოპერაციას არამიანცის საავადმყოფოშიც აკეთებენ ძალიან კარგად. დედაჩემს გაუკეთა გია თომაძემ. პროფესორია და ჩვენს იქ ყოფნაში რამოდენიმე სხვასაც გაუკეთა.

Posted by: Solveig 5 Apr 2015, 00:08
romaroma1887


რეკლამას უკეთებ თომაძეს, თუ რა ხდება?

სამი პოსტი გაქვს სულ და სამივე თომაძეზე...



Posted by: Mari Paranoid 7 Apr 2015, 22:21
მოკლედ 5 თვე გავიდა ოპერაციიდან, გადასარევად ვარ, ვჭამ ყველაფერს (ნუ ცხიამინი და ა.შ ისედაც არ მიყვარდა ) ერთადერთი რაც მაწუხებს, ზოგჯერ ღვიძლში ყრუ ტკივილია და არ ვიცი რატომ. ექიმს ვუთხარი და საშიში არ არისო. კი მარა რატო მტკივა, სადაა ლოგიკა, ოპერაციის მერე არ მტკიოდა და რომ გავიდა კაი ხანი მერე რატომ დამეწყო. გამოგიცდიათ მსგავსი რამ?

user posted image

Posted by: Natuka NGN 7 Apr 2015, 23:42
barbara7
კი ორია, smile.gif აი, აქ, უმეტესობას მეორე მერაბთან აქვს ნაღვლისბუშტი გაკეთებული.
დანარჩენი შეკითხვები პირადში.ხშორად ვერ შემოვდივარ აქ და....

Posted by: Mari Paranoid 7 Apr 2015, 23:58
მე გავიკეთე მერაბთან, უმაგრესი ქირურგია. ისა და ვინმე მიპასუხეთ რა...

Posted by: nadiri 8 Apr 2015, 00:09
Mari Paranoid
QUOTE
გამოგიცდიათ მსგავსი რამ?

კი
კენჭები და ნაღვლის ბუშტი აღარ გაქვთ
მაგრამ დარჩა ნაღვლკენჭოვანი დაავადება
მიმართეთ ექიმს
მოსავლელია ღვიძლი, რომ ახლა ღვიძლის სადინარებში არ შედედდეს ნაღველი და იქ არ გაჩნდეს კენჭი

Posted by: Mari Paranoid 8 Apr 2015, 00:24
nadiri

როგორ მოვუაროთ ღვიძლს?

Posted by: Natuka NGN 8 Apr 2015, 00:31
Mari Paranoid
QUOTE
როგორ მოვუაროთ ღვიძლს?

ექიმმა უნდა გითხრას. ექოსკოპია გაიკეთე მაინც და შეიმოწმე ღვიძლი და ღვიძლის ფუნქციები.

Posted by: Mari Paranoid 8 Apr 2015, 00:34
Natuka NGN

აუ ძალიან შევშინდი ეხლა, მეც ავურიე რა, დავიწყე ყველაფრის ჭამა, ნერვები მეშლება ჩემ თავზე რა. იმედია რამე სერიოზული არ იქნება cry.gif

Posted by: nadiri 8 Apr 2015, 12:25
Mari Paranoid
ნუ გეშინია
ექიმს მიმართე
უბნის ექიმს ან ოჯახის ექიმს, ჭკვიანს და გულიანს, მოგხედავს
საშიში არაფერია
ჯერ ერთი ოთხი ორგანოს(კუჭი, ღვიძლი, პანკრეასი, ნაღვლის ბუშტი) მაგივრად ახლა სამი ორგანო გაქვს, შესაბამისად ოთხის სამუშაოს სამი ასრულებს და დატვირთვაც გაიზარდა ღვიძლზე, ბუნებრივია



Posted by: shvaib 20 Sep 2015, 01:07
გამარჯობა. მაინტერესებს სად აკეტებენ ნაღვლის ბუშტის ოპერაციას კარგათ? და მთლიანი მკურნალობა რა ღირს

Posted by: darkvision 1 Jun 2016, 20:20
ორსულობის მეორე ტრიმეტრში რამდენად გამართლებულია ნაღვლის ბუშტის ამოკვეთა ლაპარასკოპიული მეთოდით? ვინმეს გაქვთ თუ არა ამის გამოცდილება , ძალიან გთხოვთ გამიზიარეთ

Posted by: darkvision 26 Jun 2016, 09:26
ორსულობის 22 კვირას ჩამიტარდა ნაღვლის ბუშტის ოპერაცია, ბატონი მერაბის წყალობით ყველაფერმა მშვიდობიანად ჩაიარა. ყველაზე დიდი დოსკომფორტი გარკვეულ საკვებზე უარის თქმაა მაშინ როცა ყველაზე მძაფრი მოთხოვნილება გიჩნდება ჭამის.

Posted by: G37 14 Oct 2016, 00:21
ოპერაციის შემდგომ ტკბილეულის (შოკოლადის) გარეშე რამდენი ხანი მომიწევს ცხოვრება ხო ვერ მეტყვით ? biggrin.gif


Posted by: juzeppe1 24 Oct 2016, 23:46
ვისაც გაქვთ გაკეთებული ეს ოპერაცია, ვისთან გამიწევთ რეკომენდაციას ?

და რა ჯდება ამ ოპერაცის გაკეთება?

Posted by: avto5555 31 Oct 2017, 12:12
ნაღვლის ბუშტის ოპერაციის შემდეგ როგორია ცხოვრება? ............................

Posted by: keen 6 Dec 2017, 08:50
ნაღვლის ბუშტის ოპერაციის ლაპარასკოპიით გაკეთებას ვისთან მირჩევდით?
* * *
QUOTE (Natuka NGN @ 29 Jan 2013, 23:50 )
დავწერე სადაც არის. მედლაინშია ახლა მერაბ კილაძე.

OtoVon
QUOTE
ეგ ძაან მაგარი ექიმია მართლა.

უცნაურია, მაგრამ მტელმა საქართველომ ერთ ექიმზე იცის "მიფიჩინება", არადა იგივე ოპერაციას გაცილებით უკეთ აკეთებენ სხვები თბილისში. smile.gif

გამარჯობა

შეგიძლია, მომწერო ექიმის შესახებ ინფო?

Posted by: Donika7 3 Jun 2018, 17:51
ვარ 68 წლის, ნაღვლის ბუშტში მაქვს 3 ქვა თუ შეძლება ოპერაციის ლაპარასკოპიით გაკეთება და ვისთან მირჩევდით?
გთხოვთ მიპასუხოთ. წინასწარ გიხდით მადლობას.

Posted by: ragazza39 17 Sep 2018, 22:19
მე მირჩიეს ოთარ კეპულაძე და იქ ვგეგმავ გაკეთებას, უბრალოდ პანიკა ვარ და ყოველ დღე ვცდილობ ავირიდო იქ მისვლა ((( არადა მომიწევს

Posted by: Solveig 18 Sep 2018, 16:46

QUOTE
6 Dec 2017,

მერაბ კილაძე 2016 წლის ბოლოს გარდაიცვალა...

Posted by: JOKONDA 18 Nov 2018, 12:41
ძვირფასო ფორუმელებო, ნაღვლის ბუშტის ოპერაცია ჩატარდა კლასიკური (გაჭრის) მეთოდით, ექიმმა თქვა, რომ ნაღვლის ბუშტის რაღაც ნაწილი მიწებებული იყო კუჭზე და არ მოუცილებიათ ეს ნაწილი. თუ იცით, ამ შემთხვევაში რა ბედი ეწევა ნაღვლის ბუშტის ამ კუჭზე მიკრულ ნაწილს?

Posted by: Solveig 21 Mar 2019, 16:39
ვისთან შეიძლება, რომ პაციენტმა გაიაროს კონსულტაცია, ნაღვლის ბუშტის ოპერაციის შესახებ. გადიდებულია, კედლები გასქელებული, მუდმივი ტკივილები აქვს ადამიანს. გასტროენტეროლოგმა და ერთმა ქირურგმა (ტატიშვილის კლინიკაშია ორივე) ოპერაცია უთხრეს.

Posted by: Anna Ricci 21 Mar 2019, 17:15
Solveig
გეტყოდი მაგრამ გეწყინება
biggrin.gif
* * *
https://forum.ge/index.php?act=ST&f=43&t=35050113

Posted by: Solveig 21 Mar 2019, 22:39
QUOTE (Anna Ricci @ 21 Mar 2019, 15:15 )
Solveig
გეტყოდი მაგრამ გეწყინება
biggrin.gif
* * *
https://forum.ge/index.php?act=ST&f=43&t=35050113

დედაჩემს ეხება, საოპერაციოა და საერთოდ არ ვარ biggrin.gif-ების ხასიათზე.

მაგ თემა კი კარგად გამახსენე, მივხურავ. პარამეცნიერებებში გახსენით, თუ გინდათ. მაინც ფსევდომეცნიერებადაა აღიარებული ჰომეოპათია.

Posted by: Tornike Alashvili 22 Mar 2019, 23:10
Anna Ricci
QUOTE
გეწყინება

ვერ ამოიცანი . კი არ ეწყინა .
გა ბრა ზდა .
მიახურა თემა ...

არ არის აუცილებელი Solveig შენი სახელით მოვიდეს. (მაგრამ არ ვარ შურიანი ისე მაინც რომ იცოდე )
უბრალოდ მოვიდეს და ეშველება.
ტკივილებიც მოეხსნება და ანთებაც ჩაცხრება ( ექისკოპიური მონაცემები გამოსწორდება)
გათიშულ ნაღვლის ბუშტსაც ვშველით და კალკულოზულის დროდაც კარგი შედეგებია

დაუსწრებლივადაც შეუძლია იმკურნალოს ჰელის პრეპარატებით-


http://heel.ge/77-berberis-homaccord-berberis-homakordi.html ბერბერის ჰომოკორდი - 3 წვეთი მიიღოს 3 ჯერ დღეში 30 წუთით ადრე ჭამამდე ცოტა (10-20 მლ) წყალტან ერთად
თუ შებერვები აწუხებს მუცლის - https://www.boironusa.com/products/carbo-vegetabilis/
და ძლიერი ტკივილებისას (თუ მაინც იქნება ) დამატებით http://heel.ge/42-spascupreel-spaskupreeli.html

Posted by: Solveig 23 Mar 2019, 00:47
Tornike Alashvili
QUOTE
კი არ ეწყინა .
გა ბრა ზდა .
მიახურა თემა ...

მაგ თემას ისედაც მივხურავდი, უფრო ადრე რომ მენახა.
უბრალოდ, მანამდე არ მენახა-არ ვიყავი ფორუმზე შემოსული, ზემოხსენებული პრობლემების გამო.

რჩევა-დარიგებისათვის გმადლობ.

ისე კი, უკვე გაიკეთა დედაჩემმა ოპერაცია და ამოკვეთეს ნაღვლის ბუშტი, ლაპაროსკოპიით.


Posted by: Tornike Alashvili 23 Mar 2019, 01:05
Solveig
გამოჯანმრთელაბას უსურვებ . მაგრამ ასეთი რა იყო საჩქარო

Posted by: makmanus 11 May 2019, 19:11
შეგიძლიათ მითხრათ ნაღველმა დაბალი წნევები თუ იცის?

Posted by: ingiloo 5 Aug 2019, 14:23
Solveig
ვისთან გაიკეთა დედამ ოპერაცია და რომელ კლინიკაში? mo.gif

Posted by: bale20 10 Oct 2019, 21:02
გამარჯობათ, მუცლის შებერილობის პრობლემით მივედი ექიმთან და ეხოს გადაღების შედეგად აღმოჩნდა რომ მაქვს პოლიპი 3.2მმ, მითხრეს დაკვირვება 3თვე, თუ არის რე საშუალება სამკურნალოდ ამ ეტაპზე რომ ზომა ან შემცირდეს ან უბრალოდ ზრდაში მაინც არ წავიდეს?
* * *
და აქვე თუ ვინმეს შეგიძლიათ ამიხსნათ რა სხვაობა არის პოლიპი ფართო ფუძესა და ფეხზე მდგომ პოლიპს შორის

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)