Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > ინტელექტუალური სამაგიდო თამაშები > პოკერის ლიტერატურა, სტატიები, ვიდეოები


Posted by: alikantura 16 Jul 2015, 00:48
თემა განკუთვნილია იმ ხალხისთვის, ვისაც აინტერესებს პოკერის შესახებ კვალიფიციური ლიტერატურის და სტატიების გაცნობა.

თემაში, გარდა კითხვა–პასუხისა და განხილვებისა (რომელიც შეიძლება არსებობდეს სხვადასხვა ლიტერატურასა და სტატიების მიმართ) იუზერებს შეუძლიათ საკუთარი სტატიები დაწერონ, თუ ამის სურვილი ექნებათ. უბრალოდ თხოვნა იქნება ნათარგმნი, ან ორიგინალი სტატიების დადებისას დავიცვათ შემდეგი წესები:

– შევეცადოთ ორიგინალი (ჩვენს მიერ შექმნი) სტატიები მაქსიმალურად აკადემიური სახით წარმოვადგინოთ, გრამატიკულად, სტილისტურად და დასრულებული სახით;

– თუ პოსტს სტატიას ვარქმევთ, მას უნდა ქონდეს სათაური, და მარტო ერთი აბზაცი არ უნდა იყოს და უნდა მოეთითოს რომ ავტორს სტატიად აქვს ჩაფიქრებული (მაგალითად: სტატია – "საწყისი ჰენდები პოკერში"), რა გამოვა ეს სხვა საქმეა smile.gif .

– ნათარგმნი სტატიების შემთხვევაში მივუთითოთ წყარო;

– სტატიად შეიძლება ვიგულისხმოთ ასევე გარკვეული ლიტერატურიდან არა მთლიანად, არამედ ნაწილობრივი სხვადასხვა ქვეთავების დადება;

– სტატიები უნდა დაიდოს ქართულ ენაზე. იმ შემთხვევაში თუ გსურთ გაუზიაროთ სხვა წევრებს რაიმე უცხოენოვანი სტატია და თან არ გინდათ დრო დახარჯოთ მის თარგმნაში, დადეთ უბრალოდ ლინკი;

– არ შეიძლება სტატიის პირდაპირ გუგლ ტრანსლეიტით გადათარგმნა და აქ დაკოპირება.

ასევე თხოვნაა, რომ ნუ გადავაქცევთ კაიფის საფუძვლად იუზერების ინიციატივებს და თემას ნუ გააფუჭებთ, თუმცა ჯანსაღი იუმორი დასაშვებია, რომელიც ამ განყოფილებაში ხალხს ნამვილად აქვთ.

თემაში შეიძლება დავდოთ ასევე სხვა აზრატული თამაშების შესახებ სტატიები და ლიტერატურა.

თემაში ასევე შეიძლება და სასურველია ვიდეოების ატვირთვა და განხილვა. ვფიქრობ ესეც ძალიან საინტერესო იქნება და შეიძლება იმაზე უფრო ეფექტური, ვიდრე წიგნები და სტატიებია. მადლობა შეხსენებისთვის kaxa__01–სა და BaBuSiK))–ს.

აქვე რამდენიმე ლინკი წიგნებზე, რომლებსაც ვიცნობ და ყველას ვურჩევ გაეცნოს:

http://vk.com/doc-55099311_195560102?dl=b34154bc831155c0f3


http://www.datascienceassn.org/sites/default/files/The%20Theory%20of%20Poker%20Book%20-%20David%20Sklansky.pdf

სკლანსკის ეს წიგნი საერთოდ საფუძველია პოკერის გააზრების, აქ ნაკლები ინფორმაციაა კონკრეტული ნიუანსების მიმართ, თუმცა ინფორმაციას გაწვდის ზოგადად რანაირად უნდა იაზროვნოს პოკერის მოთამაშემ.


http://vk.com/doc-51728407_176706844?dl=86f7c4c09c7c527339

http://www.pokerbooks.lt/books/en/02_en.pdf

ეს წიგნი დაეხმარება დამწყებ მოთამაშეებს გაეცნონ ელემენტარულ პოკერის მათემატიკას, აუტების თვლას, ოდესები გამოთვლას, ძალიან მარტივი ენითაა ყველაფერი.

http://www.valueback.ru/rus/Collin_Moshman_Strategiya_dlya_SnG_rus.pdf

ამ წიგნის ინგლისური ვერსია ვერ ვიპოვე, წიგნი თავის დროზე რევოლუციური იყო და სნგ ტურნირების დისტანციაზე დანახვის შესაძლებლობას იძლეოდა. დამწყებ სნგ მოთამაშეებს გამოადგებათ.

http://www.valueback.ru/rus/Phil_Gordon_Little_Green_Book_rus.pdf

http://www.gamblingsystem.biz/books/Phil%20Gordon's%20Little%20Green%20Book%20(Phil%20Gordon).pdf

წიგნი ცოტა მოძველებულია, თუმცა დამწყები მოთამაშეებისთვის ტექნიკურ ნიუანსებს ამცნობს და თანაც კარგად იკითხება

http://www.valueback.ru/rus/Ngyen_CTS_Let_there_be_range_rus.pdf

http://www.valueback.ru/rus/Ngyen_CTS_Let_there_be_range_rus.pdfhttp://www.gamblingsystem.biz/books/Let%20There%20Be%20Range%20by%20Tri%20(slowhabit)%20Nguyen%20and%20Cole%20(cts)%20South.pdf

წინგი დაეხმარება რეგუალრებს, ან რეგულარობის მსურველ მოთამაშეებს, ბევრი საინტერესო ინფორმაციაა დიაპაზონებზე, კომბინატორიკაზე, მათ გამოყენებაზე.

აქვე რამდენიმე პოპულარული ლიტერატურა


http://www.gamblingsystem.biz/books/Gus_Hansen_Every_Hand_Revealed.pdf

წიგნი დაწერა ჰანსენმა ოსი მილიონის მეინ ივენთი დროს, როდესაც დიქტოფონით ჩაიწერა ყველა დარიგება და განცდებით, რაც ქონდა თამაშისას, ეს ტურნირი გასმა მოიგო და ამიტომაც გახდა წიგნი ბესცელერი. დღევანდელი გადმოსახედიდან დარიგებები, რომლებიც წიგნში განხილულია რეაულრად სასცილოა, თუმცა მემატიანეა და საინტერესოდ იკითხება.

http://www.gamblingsystem.biz/books/Negreanu_Holdem_Wisdom.pdf

თუ ვინმეს კუმირია მისთვის შეიძლება საინტერესო აღმოჩნდეს ნეგრიანოს კომენტარები.

http://www.gamblingsystem.biz/books/Phil%20Hellmuth%20-%20Read%20Em%20and%20Reap.pdf

წიგნის ერთერთი კონსულტანტია ჰილ ჰელმუტი, ძალიან საინტერესო ინფორმაციას შეხვდებით თელსებზე და ფსიქოლოგიაზე. ავტორი ყოფილი ეფ–ბი–ეის აგენტია.

http://www.gamblingsystem.biz/books/Lee_Nelson_Kill_everyone.pdf

წიგნს ძალიან კარგი გამოხმაურება ქონდა, თუმცა მე ვერ გავეცანი ჯერ. როგორც იძახდნენ ყველაზე თანამედროვე მიდგომებია ამ წიგნში, რაც პოკერს ეხება.

http://www.gamblingsystem.biz/books/Barry_Greenstein-Ace_On_The_River.pdf
ამ წიგნში ცოტაა პოკერის თამაშზე, მაგრამ ბევრია ეთიკაზე, ცხოვრებაზე და პრაქტიკულ და საინტერესო ფაქტებზე, ავტორია ცნობილი პროფესიონალი გრინშტეინი.

http://www.gamblingsystem.biz/books/
ამ ლინკზე შეხვდებით ასევე იმ წიგნებსაც, რაც ზემოთ დავლინკე. უბრალოდ ისინი ცალკე გამოვყავი, რომ რამდენიმე წიგნზე მაინც არსებობდეს ორ სიტყვიანი ანოტაცია.

Posted by: RVP_20 16 Jul 2015, 00:57
საინტერესოა, უფრო საინტერესო იქნებოდა უკეთ რომ ვიცოდე ინგლისური. იმედია ქართულად ვინმე გადათარგმნის ცოტ-ცოტა რაღაცეეებს smile.gif
Gus Hansen - Evry Hand Revealed - ინგლისური
ყველაზე მეტად ამან დამაიტნერესა მაგრამ სამწუხაროდ ვერ გავხსენი ლინკი

Posted by: kaxa__01 16 Jul 2015, 01:03
ამდენი წიგნების კითხვა სისულელეა, თავიდან პოკერსტრატეჯი და მერე ტრენერები ან ფასიანი ვიდეოები, ნუ თუ ვერც ერთი, მაშინ უფასო ვიდეობი + ტვიჩზე სესიები. რაღა დროს სკლანსკები და ფილ გორდონებია givi.gif


კოლინ მოშმანის წიგნი სნგ-ზე თუ გინდა ინგლისურად მაქვს მგონი და რამე ასატვირთი საიტი მითხარი და აგიტვირთავ

Posted by: alikantura 16 Jul 2015, 01:04
RVP_20
QUOTE
ყველაზე მეტად ამან დამაიტნერესა მაგრამ სამწუხაროდ ვერ გავხსენი ლინკი

ახლა ცადე, გავასწორე ლინკი,

ოდნავი ინგლისური თუ იცი აზრის გამოტანა გაგიადვილდება, ძირითადად დარიგებებია და ქოლ, ფოლდ, ბეთ ენით წერია, ადვილად მიხვდება ადამიანი, სულაც ენა რომ არ იცოდეს.

Posted by: POKERISBLUFF 16 Jul 2015, 01:06
ვინც დახუროოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოსსსს



ის იყოს დაფიიიიიიიი...............................




მართლა არ დახურო მშვენიერი თემააA))))))))

Posted by: BaBuSiK)) 16 Jul 2015, 01:09
vodebis chawera/ganxilva/rchevebi/swavlebac iqneba ufroso?

Posted by: alikantura 16 Jul 2015, 01:10
kaxa__01
QUOTE
ამდენი წიგნების კითხვა სისულელეა, თავიდან პოკერსტრატეჯი და მერე ტრენერები ან ფასიანი ვიდეოები, ნუ თუ ვერც ერთი, მაშინ უფასო ვიდეობი + ტვიჩზე სესიები. რაღა დროს სკლანსკები და ფილ გორდონებია 

ვისთვის როგორ, ზოგადად წიგნიდან ინფორმაციის მიღება არაა სისულელე, მეორე ამბავია, რომ სხვა ეფექტური საშუალებებიც არსებობს, მაგრამ ამ მეთოდითაც შეიძლება მიიღოს ადამიანმა ინფორმაცია.
კი ბატონო, ვიდეოების ლინკებიც დავდოთ ამ თემაში, ესეც მოუხდება თემას.

იმაში გეთანხმები, რომ უმეტესი ლიტერატურა მოძველებულია, თუმცა სკლანსკის თეორია, მათემატიკური მოლოდინი, ბანკის შანსი და პოტენციური ბანკის შანსი დღესაც აქტუალურია. გორდონზე ზემოთაც დავწერე, რომ მოძველებულია.
* * *
BaBuSiK))
QUOTE
vodebis chawera/ganxilva/rchevebi/swavlebac iqneba ufroso?

კი, ესეც ვცადოთ, პირველ პოსტში ჩავასწორე უკვე ეს.
* * *
POKERISBLUFF
QUOTE
ვინც დახუროოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოსსსს

არ დახურავს.
თემის იდეის ჩამოყალიბებაში თავად მიიღო დაფმა მონაწილეობა smile.gif

Posted by: IRONHIDEE 16 Jul 2015, 02:52
Kარგი თემაა გლ...................

Posted by: CrossFire 16 Jul 2015, 03:00
QUOTE
Gus Hansen - Evry Hand Revealed - ინგლისური



ერთი პერიოდი მეც ვეძებდი ამას smile.gif

მერე დავიკიდე, სხვა პრიორიტეტები გამოჩნდა ცხოვრებაში biggrin.gif

Posted by: whiplash 16 Jul 2015, 09:21
alikantura
კარგი თემაა მადლობა

Posted by: თორნიკეე 16 Jul 2015, 09:37
alikantura
კარგი და მისასალმებელი თემაა... up.gif

Posted by: PEG-100 16 Jul 2015, 10:59
დავფიქსირდეთ... რა იცი, რა ხდება biggrin.gif

თემის ავტორს - დიდი მადლობა up.gif

Posted by: Duff 16 Jul 2015, 12:33
alikantura


კარგი გამოვიდა და დაპირებისამებრ ავპინავ, ვინაიდან საჭიროა ასეთი თემა განყოფილებაში!

up.gif


წარმატებები თემას!

Posted by: tokka_wattsky 16 Jul 2015, 13:30
სესიების გარჩევა როწავიდეს კაია თორე წიგნები ნიტოა მაინც

Posted by: alikantura 16 Jul 2015, 15:58
tokka_wattsky
QUOTE
სესიების გარჩევა როწავიდეს კაია თორე წიგნები ნიტოა მაინც

რატომღაც მგონია, რომ ვიდეოები უფრო მეტი იქნება ამ თემაში, ვიდრე სტატიები და წიგნები, თუმცა ამ თემაზეც ვინმემ რამე რომ იკითხოს, უნდა იცოდეს სად დაპოსტოს და მიიღოს პასუხები.


Posted by: mGeLo777 16 Jul 2015, 16:02
დავფიქსირდები კარგი თემააა


up.gif



Posted by: გიორგი XII 16 Jul 2015, 16:33
http://gamblingsystem.biz/books/


ესეც ბიბლიოთეკა
დახურეთ და იყოს აპინული.


wink.gif

Posted by: alikantura 16 Jul 2015, 21:15
ორიგინალი სტატია დამწყები მოთამაშეებისთვის
“საკუთარი თავის შესწავლა – პოკერში წარმატების პირველი საფუძველი”



როგორ გავაუმჯობესო საკუთარი თამაში? ამ კითხვას ბევრი მოთამაშე უსვამს საკუთარ თავს. ალბათ გაგიკვირდებათ, თუ გეტყვით, რომ მოთამაშეების მთავარი პრობლემა არ არის გამოუცდელობა, ან პოკერის გარკვეული ტერმინებისა და ნიუანსების ცოდნის დაბალი დონე. უმეტეს შემთხვევაში პოკერის მაგიდასთან დაშვებული შეცდომების წყარო ადამიანების ხასიათი და სისუსტეებია, რომელსაც ყოველთვის ვავლენთ, როგორც პოკერის მაგიდასთან, ასევე რეალურ ცხოვრებაში.

თავდაპირველად, მოთამაშეებმა პასუხი უნდა გასცენ კითხვას – “ვიცნობ თუ არა საკუთარ თავს?”

ერთი შეხედვით შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ ეს არაფერში გჭირდებათ, რადგან საკუთარი თავის ცნობას არავითარი კავშირი არ აქვს პოკერთან, ან ეს ისედაც იცით. ამ სტატიით შევეცდები საპირისპირო დაგიმტკიცოთ.

ხშირ შემთხვევაში ალბათ დაგიფიქსირებიათ, რომ ადამიანები საკუთარ ქმედებებს არამარტო პოკერში, არამედ მთლიან ცხოვრებაში ავტომატურად ახორციელებენ:
– ჩვენ ვახდენთ ჩვენს პრობლემებზე რეაგირებას, მაგრამ ისიც კი არ ვიცით მივყავართ თუ არა მათ პრობლემის აღმოფხვრამდე;
– ხანდახან გვავიწყდება, რომ რაღაცის კეთება პრობლემის გამო დავიწყეთ და ეს ქმედებები მხოლოდ საშუალებებია, მაგრამ დროთა განმავლობაში ხდება ცხოვრების წესი და ჩვენთვითნაც არ ვიცით რატომ?;
– ხშირ შემთხვევაში საკუთარ თავს ვაჯერებთ იმაში, რაც არ არსებობს, მაგრამ გვინდა რომ არსებობდეს;
– ხანდახან გავიწყდება, რომ რაც ჩვენს თავს ხდება ის შეიძლება სულაც არაა მნიშვნელოვანი სხვისთის, სულაც არ ვართ რომელიმე ფილმის მთავარი გმირი;
– ხშირად გადაწყვეტილებებს ვიღებთ ემოციებზე დაყრდნობით, ცივი გონებით ანალიზის შემდეგ კი ვხვდებით რომ ჩვენი თავისთვის საზიანოდ მოვიქეცით;
– სიამოვნებას ვიღებთ ყურადღების ცენტრში ყოფნით, სხვისი დაჩაგვრით, საკუთარი თავის განდიდებით;
– ხშირად ვოცნებობთ იმაზე, რაც რეალურად ვიცით რომ არ მოხდება;
– ძირითადად ვართ ხარბები, ეგოისტები, მატყუარები, მშიშრები და სუბიექტურები;

არსებული ავტომატური ქმედებების სათავე ჩვენი ადამიანური მოთხოვნილებები და შიშებია. ჩვენ ხშირად გააზრების გარეშე, უბრალოდ ამ მოთხოვნილებებზე დაყრდნობით ვიღებთ გადაწყვეტილებებს და მხოლოდ ქმედების მერე ვცდილობთ ახსნა მოუპოვოთ ჩვენს საქციელს. ერთგვარად “გავაპრაოთ”.

ჩვენ ვცდილობთ დავმალოთ ყველაფერი ის, რაც ზემოთ ჩავმოვთვალეთ, რადგან ჩვენს ცხოვრებაში ყოველივე ჩამოთვლილი ცუდ ტონად ითვლება. მაგალითად ცუდ ტონად ითვლება ტყუილი, მაგრამ ამას ყველა ადამიანი აკეთებს. ცუდ ტონად ითვლება სიხარბე და იგი ყველა ადამიანისთვის დამახასიათებელია მეტნაკლებად. ამის გაგრძელება დაუსრულებლად შეიძლება

ალბათ გაინტერესებთ, რატომ არის პოკერი ყველაზე საინტერესო თამაში მსოფლიოში? ან, რატომ ჰყავს ამდენი მიმდევარი?

მოთხოვნილებების უმეტესობას, ჩვენ ვცდილობთ დავმალოთ რეალურ ცხოვრებაში, მაგრამ ყველა მოთხოვნილებას გასაქანი ეძლევა პოკერის მაგიდასთან, თან მათი გამომჟღავნება წესებით არის დაშვებული.

პოკერის მაგიდასთან ადამიანების უმეტესობა იკმაყოფილებს იმ მოთხოვნილებებს, რომლებსაც ცხოვრებაში ვზღუდავთ, ამიტომაც ვიღებთ სიამოვნებას მისი თამაშით, იმისდა მიუხედავად ვიგებთ თუ ვაგებთ. სწორედ განცდილი ემოციების კიდევ ერთხელ შეგრძნების სურვილით ვუბრუნდებით მაგიდას.
როგორც ცნობილია, პოკერის მოთამაშეების მცირე რაოდენობა (დაახლოებით 5–10%) ახერხებს დისტანციაზე ითამაშოს მომგებიანად. ჩვემი აზრით, ეს სწორედ ის ხალხია, რომელიც პოკერში გადაწყვეტილებებს არა ემოციებზე და მოთხოვნილებებზე დაყრდნობით იღებს, არამედ ლოგიკითა და გააზრებით.

ქვემოთ შევეცდები ჩამოვთვალო რამდენიმე სტანდარტული შემთხვევა, როდესაც ადამიანები თამაშობენ მოთხოვნილებისა და ემოციების გათვალისწინებით და არა გააზრებით.

– შანსების საწინააღმდეგოდ თამაში - დამწყები მოთამაშეები ხშირად მონაწილეობენ გათამაშებებში, რომლებშიც მონაწილეობა აუცილებელი არაა, ხიშირად ნებისმიერი ხელით, ნებისმიერი პოზიციიდან. ხშირად იღბენ მეტოქის ბეთებს იმისდა მიუხედავად რომ იციან სასურველი კარტის ამოსლის ალბათბა ძალიან დაბალია. ზემოთ ავღნიშნეთ, რომ ადამიანები ხშირად იტყუებენ თავს და იმედი აქვთ, რომ მოხდება ის, რაც მათ უნდათ. პოკერის მაგიდასთანაც იციან, რომ მარგინალური ხელით თამაში არაა სწორი, მაგრამ იმედი აქვთ, რომ მათთვის სასურველი კარტი ამოვა ბორდზე და მოიგებენ.

- დამწყები მოთამაშეების უმეტესობა, მიისწრაფის მივიდეს შოუდაუნამდე - რათქმუნდა შოუდაუნზე მისვლა და უკეთესი კარტის ჩვენება გამარჯვების ერთერთი მთავარი მეთოდია პოკერში, მაგრამ ბევრი დამწყები მოთამაშისთვის შოუდაუბზე მისვლა თვითმიზანი ხდება. ხშირ შემთხვევაში არ აქვს მნიშვნელობა ივარგებს თუ არა მათი ხელი შოუდანზე, მაინც ჯიუტად მიისწრაფვიან ფინიშისკენ. მოთამაშეებს ავიწყდებათ, რომ მთავარი ბანკში არსებული ჩიპების წამოღებაა და არა შოუდაუნამდე მისვლა. როგორც რეალურ ცხოვრებაში, აქაც მოთამაშეებისთვის რაღაცის მიღწევის საშუალება გახდა მიზანი.

– ახდენს საკუთარი ხელის გადაფასებას - მაგალითად: მოთამაშეს ჰყავს სეტი ფლოპიდან. ეს ძალიან ძლიერი ხელია და უმეტეს შემთხვევაში მისი გათამაშება გამარჯვებით სრულდება. თუმცა არის ბორდის სტრუქტურები, სადაც აშკარად ჩანს, რომ სეტმა შეიძლება წააგოს. ხშირად მეტოქეს ერთი კარტიტიც საკმარისია ამისთვის. ამ დროს მოთამაშეები იწყებენ საკუთარი თავის დარწმუნებას იმაში, რომ მეტოქე შეიძლება ბლეფობს. აქ, ბლეფს მეტოქის თამაშიდან კი არ კითხულობენ, არამედ უნდათ ის დაინახონ, რაც აწყობთ. ახდენენ საკუთარი ხელის გადაფასებას. ამ შემთხვევაში, არსებითი მნიშვნელობა არ აქვს ჩვენ ძლიერი ხელი გვყავს, თუ სუსტი. ის რაც შეიძლება მეტოქეს ყავდეს დაგვამარცხებს (მეტოქის სტრიტი აბ ფლეში, საკმარისია ჩვენი სეტის დასამარცხებლად). მარტივია: ჩვენ ფლოპზე უკვე თავიგამარჯვებულად წარმოვიდგინეთ, რადგან სეტი გვქონდა. ეს სიამოვნებას გვანიჭებდა, ხოლო რივერზე, როცა შესაძლოა წავაგოთ, მაშინ ვეღარ ვეგუებით გამარჯვებულის სტატუსის დაკარგვას, ამიტომაც ვიტყუებთ თავს და ვუშვებთ შეცდომას. დაინახოს მოვლენებში ის რაც მას აწყობს, ეს ადამიანის ერთერთი მთავარი სისუტეა.

– მოთამაშე ვერ ეგუება ინიციატორის იმიჯის დაკარგვას - ეს ყველაზე გავრცელებული შეცდომაა. მაგალითად მოთამაშეს ჰყავს AQs. პრეფლოპ ეს ხელი ძალიან კარგად სჩანს. მაგრამ მის “რეიზს” ორი მოთამაშე შემოუერთდა, ამოვიდა დაბალი ფლოპი, საფლეშე ალბათობით, რომელიც მისთვის არასასურველი ფერისაა. აკეთებს სტანდარტულ “გაგრძელებულ ფსონს” (Continuation Bet) ფლოპზე, ორივე მეტოქე პასუხობს (“ქოლ”). გასაგებია, რომ ამ გათამაშებას ვერ მოიგებს. მაგრამ იწყებს დანარჩენ ორ სვლაზე (თერნი და რივერი) ბეთის გაკეთებას, მეტოქები კი კვლავ პასუხობენ. მას მერე, რაც არ გაძლიერდა მისი ხელი უნდა მიხვდეს, რომ აგრესიული თამაშის გაგრძელებას აზრი არ აქვს, მითუმეტესს ორი მოთამაშის პირობებში, როგორც ჩანს მეტოქეებს ძლიერი კარტი ჰყავთ და დიდი ბლეფითაც კი არ შეწყვეტენ თამაშს. მოთამაშის ქმედების მიზეზი არ იყო ბანკის მოგება, მას უბრალოდ არ სურდა ინიციატორის როლის დაკარგვა. თითქოს თამაშიდან გასვლისას ყველა დასცინებდა, რომ ბანკი ვერ მოიგო. კარგად უნდა დავფიქრთეთ, რა განაპირობებს ჩვენს აგრესიას, მაგიდაზე არსებული სიტუაცია, თუ ჩვენი მოთხოვნილება, ვიყოთ ინიციატორები და შესაბამისად ამით კმაყოფილები. ორი მეტოქის წინაამღდეგ, სამ სვლაზე ბლეფის შესრულებას, უფრო მეტი ინფორმაციის ფლობა სჭირდება, ვიდრე მხოლოდ “ინიციატორის იმიჯის” შენარჩუნების სურვილი;

– ვიწყებთ ბლეფს იმიტომ, რომ ვხარბდებით ბანკს - დამწყები მოთამაშეების უმეტესობა, სწორედ ამ მიზეზით მიდის ბლეფზე. როგორც ავღნიშნეთ ადამიანი ხარბი ნატურაა. თამაშისას ეს თვისება ძალიან ხშირად იჩენს თავს. როდესაც დიდ ბანკს ვხედავთ, თვალზე ბინდი გადაგვეკვრება. იმედნად დიდად გვაქვს სურვილი დავეწაფოთ ბანკს, რომ გვავიწყდება იმის ანალიზი, თუ საერთოდ რა სიტუაციაა მაგიდაზე. ვბლეფოფთ არა იმიტომ, რომ ამის შესაბამისი სიტუაციაა, არამედ იმიტომ, რომ სიხარბემ გვძლია;

– გვაქვს აღიარების მოპოვების სურვილი - აღიარება ადამიანის მამოძრავებელი თვისებაა. ყველას გვსიამოვნებს შექება, საზოგადოებისგან დადებითი შეფასება და კეთილგანწყობა. პოკერის მოთამაშეები ამ მოტივით მიისწრაფვის მაგიდისკენ. სურვილი აქვთ საზოგადოებას დაუმტკიცონ, რომ მაგრები არიან. ამიტომაც, ხშირად ჩვენ ვერ ვიტანთ მოთამაშეებს, რომლებიც ჩვენზე უკეთ თამაშობენ. ისინი ხომ კონკურენტები არიან, მათი წარმატება და აღიარება, დამოკიდებულია ჩვენს წარუმატებლობასა და ნაკლებ აღიარებაზე. ამიტომ ვცდილობთ მის დავჩაგვრას. მთავარი ხდება არა უკეთ თამაში და მოგება, არამედ - კონკურენტის შერცხვენა. მონაწილეობას ვიღებთ გათამაშებებში, სადაც მისი დამცირების შანსი გვექნება და არა იმ გათამაშებებში, სადაც თამაში უფრო უპრიანია. წაგებული გათამაშების შემდეგ ვიბოღმებით გამარჯვებულ მოთამაშეზე, ვცდილობთ სამაგიერო გადავუცადოთ, იმის გამო, რომ დაგვამარცხა. ვცდილობთ აღიარებულ მოთამაშეებს ვასიამოვნოთ ჩვენი თამაშით, რადგან მოვიპოვოთ მისი პატივისცემა, ან პირიქით სწორედ მას მოვხსნათ “სკალპი” და ყველა შეგვამჩნევს. ამ დროს ჩვენი „ეგო“ უფრო წინ იწევს, ვიდრე ანალიზის უნარი და იზრდება შეცდომის დაშვების ალბათობა.

– და ბოლოს, ყველაზე მთავარი - პოკერის მაგიდასთან ჩვენ გვეშინია. თამამი და რისკიანი თამაში, რა საკვირველია, გაუმართლებელია პოკერში. თუ თქვენ შემეკამათებით ამაში და მაგალითად მომიყვანთ პროფესიონალი მოთამაშეების ჰიპერაგრესიულ სტრატეგიას, მე გიპასუხებთ, რომ ისინი არასოდეს მიდიან უაზრო რისკზე. ისინი ძალიან სიღრმისებულად აანალიზებენ რისკებს და ყოველთვის იციან მიზეზი, თუ რატომ თამაშობენ თამამად. როდესაც ჩვენ ვერ ვერკვევით სიტუაციაში, ვერ ვაანალიზებთ მას, ვიღებთ დაუფიქრებელ გადაწყვეტილებებს და ვუშვებთ შევდომებს. ე.ი. მთავარი პოკერში, ისევე როგორც რეალურ ცხოვრებაში, ან ბიზნეში ინფრმაციის ფლობაა. თუმცა, დამწყები მოთამაშეები შიშის დაძლევას გაუმართლებელ რისკზე გადასვლით ცდილობენ. ეს ამ ხერხს პირველყოფილი ადამიანები იყენებდნენ, როდესაც საფრთხე გარდაუვალი იყო მოუბრუნდებოდნენ მტაცებელს და სცდილობდნენ მის შეშინებას. უაზრო რისკზე წასვლამდე და მეტოქის აგრესიაზე აგრესიით პასუხამდე, დაფიქრდით, ამოწურეთ თუ არა ყველა შესაძლებლობა ინფორმაციის მისაღებად. მოთამაშე მუდმივად „კომფორტის ზონაში“ უნდა იყოს. ამ სიტუაციაში მას მეტად შესწევს უნარი გააანალიზოს სიტუაცია. რამდენადაც უფრო მეტად მნიშვნელოვანია ის თანხა, რომელზეც ვთამაშობთ, იმდენად იზრდება ნერვიულ ფონი, ჩვენი შიში და, შესაბამისად, შეცდომებიც. ამიტომაც მუდმივად მოიწოდებენ მოთამაშეებს აკონტროლონ საკუთარი “ბანკროლი” და მის შესაბამისად აირჩიოს რა ლიმიტზე ითამაშოს.

ერთი სტატიით შეუძლებელია ამოვწუროთ ადამიანის სისუსტეების ჩამოთვლა, რომელიც პოკერის მაგიდასთან წარუმატებელი თამაშის სურვილი ხდება. მოთამაშეები მუდმივად უნდა აგრძელებდნენ საკუთარი თავის შესწავლას და ხშირად ეკითხებოდნენ თავს. რატომ ვიღებ ამ გადაწყვეტილებას?
* * *
WSOP 2015 - High Roller for ONE DROP (Final Table)

Posted by: g3nocide 17 Jul 2015, 13:00
alikantura
სპოილერში ჩასვი ხოლმე რა დიდი ტექსტები

Posted by: alikantura 17 Jul 2015, 13:52
g3nocide
ხო, ესე აჯობებს smile.gif

WSOP 2015 - High Roller for ONE DROP (Final Table)
ზუსტად არ ვიცი, ამ თემას როგორ ეხება ესეთი ვიდეოები, მაგრამ იყოს, იქნებ ვინმეს რამეში გამოადგეს.

ფინალური მაგიდაა 2015 წლის WSOP High Roller-ების , ბაი ინი 111 111 USD. ამის ყურებით შეიძლება ადამიანი მიხვდეს როგორ თამაშობენ პროფესიონალები ფინალურ მაგიდებს. კომენტარებიც კვალიფიციაურია, პოკერ სტარ პრო ჯეისონ სამერვილი და სკოტ სეივერი არიან. მოკლედ თუ სასწავლებელი არა, მინიმუმ საინტერესო მაინც უნდა იყოს ამის თვალის დევნება. მაგიდაზე ყველაზე ცნობილები არიან ფილ ჰელმუტი WSOP-ის 14 ბრასლეტის მფლობელი და რეკორდსმენი ამ მიმართულებით, დენიელ კოლმენი რომელსაც პლანეტის ყველაზე ძლიერ ჰედ-აპ სპეციალისტი და შარშანდელი მილიონ დოლარიანი ბაინის ტურნირის გამარჯვებული, WSOP-ის მეინ ივენთის გამარჯვებული და პროფესიონალი ჯონათან დუჰამელი.

ნაწილი პირველი

ნაწილი მეორე

ნაწილი მესამე

ნაწილი მეოთხე

ნაწილი მეხუთე

Posted by: barcafann 25 Jul 2015, 00:34
პოკერსტრატეგის Silver ან Gold აქაუნთი მათხოვეთ რა ვინმემ ვიდეოებს გადავხედავ. help.gif

Posted by: iviko3313 27 Jul 2015, 14:30
ქართულად სად შეიძლება რომ შევიძინო ლიტერატურა პოკერის ?

Posted by: alikantura 27 Jul 2015, 21:19
სტატია 3–ბეთი, დამწყები მოთამაშეებისთვის.
ნათარგმნი სტატია (მცირე შესწორებებით)
წყარო: http://squeezeplay.ru/threads/tri-bet.299/

მარტივად არის ახსნილი ძირითადი კონცეფცია და საინტერესო მაგალითებია, ცოტა შეცდომები იყო ორიგინალში და გავასწორე თარგმნისას, თუმცა შეიძლება ყველა შეცდომას ვერ მივაგნიე, ან მეთვითონ დავუშვი თარგმნაში. უმეტესმა ფორუმელმა ამ თემის შესახებ გაცილებით მეტი იცის და ახალი არაფერი იქნება მათთვის, თუმცა როგორც რესურსი იდოს, იქნებ ვინმე დამწყები დაინტერესდეს.


» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

* * *
iviko3313
QUOTE
ქართულად სად შეიძლება რომ შევიძინო ლიტერატურა პოკერის ?

ზუსტად არ ვიცი, არსებობს თუ არა რამე ნათარგმნი, თუ არსებობს პირატული ხასიათის უფრო მეტად.
იქნებ ვინმემ იცოდეს და იმან გიპასუხოს.

Posted by: BaBuSiK)) 27 Jul 2015, 23:09
alikantura
საღოლ, მაგრად გიშრომია up.gif
iviko3313
პოკერაკადემიას მიაკითხე smile.gif

Posted by: Attila 28 Jul 2015, 17:26
alikantura
up.gif
----------------------------------------

Posted by: alikantura 28 Jul 2015, 23:40
სტატია – გაგრძელებული ფსონი (Continuation Bet, Con-Bet, C-Bet)
ნათარგმნი სტატია
წყარო: წიგნი Tri Nguen, Aaron Davis – The Poker Blueprint
ლინკი: http://www.valueback.ru/rus/Tri_Nguen_Aaron_Davis_The_Poker_Blueprint_rus.pdf რუსული ვერსია

ამ ერთი შეხედვით მარტივ თემაზე, წიგნის ავტორი საკმაოდ საფუძვლიანი მსჯელობს. სტატია იმდენად მარტივ ელემენტს ეხება, რომ ძირითადად დამწყები მოთამაშეებისთვის იქნება საინტერესო. გამოცდილ მოთამაშეებისთვის, სტატია ერთადერთი იმის შესაფასებლად გამოდგება, რამდენად სწორი და საინტერესო მიმართლებით მიჰყავს ავტორს მსჯელობა და შეიძლება შეიქმნათ შთაბეჭდილება მთლიანად წიგნზე. წიგნი აერთიანებს ძირითადად ელემენტარულ პოკერის ნიუანსებს, თუმცა საინტერესოდაა განხილული პოკერს რთული ელემენტებიც (4 ბეთ, დიაპაზონის ბალანსირება, მულტიპოტები, თელსები და სხვა). ამიტომაც სტატიას თან დავურთე წიგნის ლინკიც, იქნებ ვინმეს დაგაინტერესოთ.

» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «


BaBuSiK))
Attila
გაიხარეთ

Posted by: IRONHIDEE 29 Jul 2015, 23:17
alikantura
კარგ საქმეს აკეთEბ, არ ვიცი პროსტა ინგლისური საჭირო დონეზე თორე მეც დაგეხმარებოდი თარგმნაში smile.gif გლ

Posted by: qqq123 29 Jul 2015, 23:28
alikantura
up.gif up.gif up.gif

.....................................

Posted by: alikantura 30 Jul 2015, 02:00
სტატია – დონქ ბეთი (Donk Bet)
ნათარგმნი სტატია
წყარო: წიგნი Tri Nguen, Aaron Davis – The Poker Blueprint
ლინკი: http://www.valueback.ru/rus/Tri_Nguen_Aaro...ueprint_rus.pdf რუსული ვერსია

სტატია იგივე წიგნიდანაა ნათარგმნი, რაც წინ სტატია, სამომავლოდ სხვა წიგნებსაც გამოვიყენებ, რომ მათზეც შეგვექმნას გარკვეული წარმოდგენა. ეს თავები უბრალოდ ადრე მქონდა ნათარგმნი. დონკ ბეთი საინტერესო და არაორდინალური ნიუანსია პოკერში, ხშირ შემთხვევაში ამ ელემენტს გაუაზრებლად იყენებენ, ან დამწყებმა მოთამაშეებმა არ იციან მის წინააღმდეგ თამაში. სტატია უფრო მეტად გვასწავლის მის სწორედ გამოყენებას და არა მის წინააღმდეგ თამაშს, თუმცა დაკვირვებული კაცი ამასაც მიხვდება. საქართველოში დონკ ბეთის ყველაზე უაზრო ვარიანტია ინიციატივის გარეშე რეიზით დაწყებულ ხელში ერთი ბიგ ბლაინდის დადება. ავტორი ესეთ სვლაზე არაფერს იძახის, ვინაიდან ეს მხოლოდ ქართული ფენომენია და ძალიან უაზროც.

» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «


IRONHIDEE
QUOTE
კარგ საქმეს აკეთEბ, არ ვიცი პროსტა ინგლისური საჭირო დონეზე თორე მეც დაგეხმარებოდი თარგმნაში  გლ


მადლობა, ისე თუ ამყვებოდა ხალხი ამ წამოწყებაში გაცილებით უფრო სასარგებლო რესურსი შეიქმნებოდა. პროფესიონალი მთარგმნელი არც მე ვარ და ნათარგმნსაც დაეტყობა ეგ, მაგრამ როცა თარგმნი ინფორმაციას უფრო მეტად ვიგებ სტატიიდან და ამიტომ მომწონს ეს პროცესი.

qqq123

მადლობა.






ისე, ხანდახან კომენტარები დაწერეთ ხოლმე smile.gif თორემ ახალი სტატიის დამატება როცა მინდა ველოდები პოსტი როდის გაჩნდება, რომ მას მერე დავამატო biggrin.gif

Posted by: alikantura 1 Aug 2015, 13:57
ნათარგმნი სტატია - ფსონი გაკეთების (ბეთი, რეიზი) პროცესში გამოვლენილი ჟესტები.
წყარო - წიგნი Mike Caro’s Book Of Poker Tells, ავტორი - Mike Caro.
ლინკი - წიგნის ჩამოტვირთვა რუსილი ვერსია, http://www.pokerbooks.lt/books/jazyk-zhestov.pdf
ასევე მაიკ კაროს სწავლების შესახებ ვიდეო ლინკები (რუსული, ინგლისური):
https://www.youtube.com/watch?v=c6ROaWuqU5o
https://www.youtube.com/watch?v=sgb91W2w4rI
https://www.youtube.com/results?search_query=mike+caro+rus

მაიკ კარო ძველი სკოლის წარმომადგენელია, ის პირველი იყო მათ შორის, ვინც ამცნო სამოყვარულო პოკერის საზოგადოებას პოკერის ფსიქოლოგიისა და „თელსების“ შესახებ. მას მერე ბევრმა ადამიანმა სცადა ამ თემას შეხებოდა, მაგრამ კაროს ფუნდამენტური კოცებციებს ყველა აღიარებს. თანამედროვე პოკერის მოთამაშეებში იმდენად არის უკვე გამჯდარი ინფორმაცია კაროს სწავლების შესახებ. რომ თამაშისას ხშირად მოთამაშეები ცდილობენ საპირისპიროდაც იმოქმედონ და ე.წ. „ცრუ თელსები შემოგვთავაზონ“.
სტატიის თემად წიგნში ჩემი აზრით ყველაზე საინტერესო მონაკვეთი ავიღე, თუმცა მთლიანად წიგნის, ან ვიდეოების გაცნობა არამგონია უბრალოდ დროის კარგვა იყოს.

» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

Posted by: alikantura 4 Aug 2015, 23:03
შესაძლოა ამ თემაში უკვე არსებული სტატიები დამწყებ მოთამაშეებს მოეჩვენოთ ძალიან ძნელად.
ამიტომაც მათთვის ვთარგმნე როი რაუნდერსის მარტივი პოკერის მათემატიკა.
ეს ბროშურა დამწყებ მოთამაშეებს დაეხმარება გაიგონ ოდსებისა და აუტების შესახებ. ძალიან მარტივი ენით წერია ყველაფერი ბროშურაში. თარგმანი რა გამოვიდა ეს მეორე საქმეა.

წიგნის ლინკი:
http://www.pokerbooks.lt/books/11.pdf
http://www.pokerbooks.lt/books/en/02_en.pdf

ნაწილი პირველი – აუტების დათვლა
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «


ნაწილი მეორე – პროცენტული თანაფარდობის დათვლა
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «


ნაწილი მესამე – შანსების დათვლა რანერ–რანერის შემთხვევაში

» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «


ნაწილი მეოთხე – ბანკის სიდიდისა და ბანკის შანსის განსაზღვრა

» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

Posted by: alikantura 9 Aug 2015, 13:57
დიდი არაფერია ისეთი, უბრალო ვიდეოა,
ნეგრიანუ სიცრუის დეტექტორის წინააღმდეგ. ინგლისური ვიდეო, რუსული სუბტიტრებით, ასე რომ ყველა გაიგებს რაც ხდება.
ვიდეოში ნახავთ ფილ ლაკს და შიშველ ქალსაც biggrin.gif

მე ცოტა ეჭვი მეპარება ამაში, მაგრამ რავიცი, საინტერესო არის.


Posted by: ნოდარი13 9 Aug 2015, 14:25
alikantura


up.gif up.gif up.gif up.gif

Posted by: alikantura 10 Aug 2015, 00:46
ნოდარი13
გაიხარე, მადლობა

ნათარგმნი სტატია – როგორ გავათამაშოთ სუსტი ტუზები
წყარო – http://pekarstas.com/kak-razyigryivat-slabyih-tuzov-ah-rozyigryish-ruk/

ესეც ვიდეო ლინკი ამ თემაზე. ინგლისური ვიდეოა.


ვიდეოს შინაარსი კარგად არ ვიცი და შეიძლება სტატიის შინაარსთან არ იყოს მთლად თანხვედრაში

სტატია არაა ძალიან კვალიფიციური, ამიტომაც ცოტა თარგმნის ენთუზიაზმიც დავკარგე და ალბათ ბევრი შეცდომა იქნება, როგორც გრამატიკული, ასევე შინაარსობრივიც. თუმცა ამ თემაზე ალბათ სტატია უნდა არსებობდეს, თუნდაც იმიტომ რომ რომელიმე დამწყებ მოთამაშეს შეიძლება დააინტერესოს. აჯობებდა უკეთესი კვალიფიკაციის სტატია, მაგრამ უკეთესი მე ვერ ვიპოვე.

» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «


სამომავლოდ შევეცდები უფრო ისეთი სტატიები მოვამზადო, რომელიც ამ განყოფილებაში მოღვაწე ადამიანებისთვისაც საინტერესო იქნება. იმიტომ, რომ ვინც ძირითადად აქ პოსტავს ეს სტატიები რაც აქამდე დავდე ანაბანაა. არ იქნება ურიგო, თუ თავად იტყვით რა თემაზე გინდათ სტატიები.

Posted by: BaBuSiK)) 10 Aug 2015, 02:49
QUOTE (alikantura @ 10 Aug 2015, 00:46 )
სამომავლოდ შევეცდები უფრო ისეთი სტატიები მოვამზადო, რომელიც ამ განყოფილებაში მოღვაწე ადამიანებისთვისაც საინტერესო იქნება. იმიტომ, რომ ვინც ძირითადად აქ პოსტავს ეს სტატიები რაც აქამდე დავდე ანაბანაა. არ იქნება ურიგო, თუ თავად იტყვით რა თემაზე გინდათ სტატიები.

ravici strategiebi gaasworebda, dasawyisshi bss (mss, sss ar aris sachiro ravici) shemdeg turnirebis strategia, vodebi davdot, aqve 1+1 tema davtagot da ase... ragac gamova kai saqme up.gif

Posted by: Attila 18 Oct 2015, 00:53
alikantura
გეზარება გაგრძელება?

Posted by: tokka_wattsky 18 Oct 2015, 01:24
QUOTE (Attila @ 18 Oct 2015, 00:53 )
alikantura
გეზარება გაგრძელება?

ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით

Posted by: Attila 18 Oct 2015, 02:32
tokka_wattsky
no.gif
QUOTE
( ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~" )

yes.gif

Posted by: alikantura 29 Oct 2015, 17:04
BaBuSiK))
QUOTE
ravici strategiebi gaasworebda, dasawyisshi bss (mss, sss ar aris sachiro ravici) shemdeg turnirebis strategia, vodebi davdot, aqve 1+1 tema davtagot da ase... ragac gamova kai saqme

მე რაც ვიპოვე ამაზე ძალიან პატარა და არაფრის მომცემი, ძალიან ზოგადი სტატიებია. თუ ეს ვარიანტი გაწყობთ ამის გაკეთება შეიძლება

Attila
QUOTE
გეზარება გაგრძელება?

smile.gif)
არა, უბრალოდ მოუცლელობა

Posted by: sanaia88 27 Nov 2015, 01:35
The King's Men იქნებ ეს პილმი იცოდეს ვინმე სად სჰეილება ვნახო კარგი იქნება რუსულად ან ქარტულად თU იქნება

Posted by: ვიღაც 27 Nov 2015, 13:01
QUOTE
alikantura

კარგ რაღაცეებს დებ up.gif

ხომ არ იცი სად შეიძლება ვნახო სტატისტიკა თუ ალბათობა თუ რაც ქვია რო ვთქვათ AK რო გიჭირავს რა შანსია რო ფლოპზე A ან k დაიჭირო,ან სხვა კარტის შემთხვევაში იგივე სიტყვაზე ქ10 ფერში რო გყავს რამდენში ერთხელ ამოვა ფლოპზე ფლეშდრო ან ფლეშ და მსგავსი ალბათობები?

Posted by: alikantura 30 Nov 2015, 19:19
ვიღაც
QUOTE
კარგ რაღაცეებს დებ 

გაიხარე, მადლობა smile.gif

QUOTE
ხომ არ იცი სად შეიძლება ვნახო სტატისტიკა თუ ალბათობა თუ რაც ქვია რო ვთქვათ AK რო გიჭირავს რა შანსია რო ფლოპზე A ან k დაიჭირო,ან სხვა კარტის შემთხვევაში იგივე სიტყვაზე ქ10 ფერში რო გყავს რამდენში ერთხელ ამოვა ფლოპზე ფლეშდრო ან ფლეშ და მსგავსი ალბათობები?

აი ეს ორი ლინკი ნახე, რუსულთან თუ კარგად ხარ

http://www.learn-texas-holdem.ru/texas-holdem-odds-probabilities

http://propokerpro.org/shkola/cash-spravochnik-shansi-flop.htm?neuspred=1

კონკრეტულ კითხვებს რაც შეეხება

QUOTE
AK რო გიჭირავს რა შანსია რო ფლოპზე A ან k დაიჭირო

32%, იგივე %-ია ორი ნებისმიერ არაწყვილ კარტიდან ერთერთისთვი წყვილის ამოსვლა ფლოპზე

QUOTE
ქ10 ფერში რო გყავს რამდენში ერთხელ ამოვა ფლოპზე ფლეშდრო ან ფლეშ და მსგავსი ალბათობები

მზა სტრიტი 0.98%, ფლეში 0,84%, ორი წყვილი 3,49% (აქ შედის ფულჰაუსებიც და კარეც),ოფენენდიდ სტრიტდრო 8,08%, ფლეშდრო 10,94%. საერთოდ ჯამში ჩამოთვლილი კომბინაციებიდან ერთერთი 22,3%

Posted by: ვიღაც 1 Dec 2015, 00:24
QUOTE (alikantura @ 30 Nov 2015, 19:19 )
ვიღაც
QUOTE
კარგ რაღაცეებს დებ 

გაიხარე, მადლობა smile.gif

QUOTE
ხომ არ იცი სად შეიძლება ვნახო სტატისტიკა თუ ალბათობა თუ რაც ქვია რო ვთქვათ AK რო გიჭირავს რა შანსია რო ფლოპზე A ან k დაიჭირო,ან სხვა კარტის შემთხვევაში იგივე სიტყვაზე ქ10 ფერში რო გყავს რამდენში ერთხელ ამოვა ფლოპზე ფლეშდრო ან ფლეშ და მსგავსი ალბათობები?

აი ეს ორი ლინკი ნახე, რუსულთან თუ კარგად ხარ

http://www.learn-texas-holdem.ru/texas-holdem-odds-probabilities

http://propokerpro.org/shkola/cash-spravochnik-shansi-flop.htm?neuspred=1

კონკრეტულ კითხვებს რაც შეეხება

QUOTE
AK რო გიჭირავს რა შანსია რო ფლოპზე A ან k დაიჭირო

32%, იგივე %-ია ორი ნებისმიერ არაწყვილ კარტიდან ერთერთისთვი წყვილის ამოსვლა ფლოპზე

QUOTE
ქ10 ფერში რო გყავს რამდენში ერთხელ ამოვა ფლოპზე ფლეშდრო ან ფლეშ და მსგავსი ალბათობები

მზა სტრიტი 0.98%, ფლეში 0,84%, ორი წყვილი 3,49% (აქ შედის ფულჰაუსებიც და კარეც),ოფენენდიდ სტრიტდრო 8,08%, ფლეშდრო 10,94%. საერთოდ ჯამში ჩამოთვლილი კომბინაციებიდან ერთერთი 22,3%

მადლობა დიდი,გადავხედავ ამეებს,ესენი მინდოდა ზუსტად,აუცილებელია ეგ პროცენტები რო იცოდეს მოთამაშემ ზუსტად მე კიდე არვიციbiggrin.gif

Posted by: Harald-Fairhair 23 Dec 2015, 23:43
www.pokerstrategy.com ამგვარი ვები თუ იცით რამე კიდევ, დაწერეთ, ყველა დაწერეთ რაც იცით :დ

Posted by: PlayerUNO 23 Dec 2015, 23:45
Harald-Fairhair
რა ენაზე გინდა? და კონკრეტულად რას ეძებ ? სტატიებს,ვოდებს ,წიგნებს თუ რას ?

Posted by: iraklious 23 Dec 2015, 23:54
QUOTE (PlayerUNO @ 23 Dec 2015, 23:45 )
Harald-Fairhair
რა ენაზე გინდა? და კონკრეტულად რას ეძებ ? სტატიებს,ვოდებს ,წიგნებს თუ რას ?

ფრი ბონუსების პონტში ))


yurpokercash.com
user.gif

Posted by: Harald-Fairhair 24 Dec 2015, 00:49
PlayerUNO

ინგლისური , ქართული და რავი სკანდინავიურ ენებზეც (ნორვეგიული, შვედური) გავქაჩავ . :დ ვიდეოები და სტატიები უფრო მაწყობს ახლა .

Posted by: HugoChavez 17 Jan 2016, 19:57
კარგი თემაა ........


მადლობა ავტორს

Posted by: Agonist 23 Jan 2016, 19:46
გამარჯობათ მოკლედ 19 წლისვარ და დაახლოებით 3-4 წელია ვთამაშობ პოკერს ძირითადად ონლაინ ტოტალიზატორებში ასე თუ ისე ასაკის გათვალისწინებით რაღაც მიღწევებიმაქვს ძირითადად ტურნირებზე.. მინდა სახელმძღვანელო მთლად 0 დან არა უბრალოდ სტრატეგიები როიყოს განხილული

pdf ფორმატში როიყოს

Posted by: PlayerUNO 23 Jan 2016, 21:01
QUOTE
პოკერს ძირითადად ონლაინ ტოტალიზატორებში


რჩევა 1 )ტოტალიზატორში მოეშვი პოკერის თამაშს.
2)პოკერსტრატეჯის გადახედე და ჯეოპოკერის საიტს.

Posted by: alikantura 23 Jan 2016, 22:17
Agonist
თუ ინგლისურად ან რუსულად კითხვა შეგიძლია პირველ პოსტშია მეტნაკლებად საინტერესო ლიტერატურა, იქ ლინკებიცაა, სადაც შეგიძლია სხვა წიგნებიც იპოვო.
თუ რამე კონკრეტული არ გაინტერესებს.
ის ზუსტად თუ დაწერ რა სახის ლიტერატურა გაინტერესებს შემიძლია გირჩიო რისი წაკითხვა ღირს

Posted by: Agonist 24 Jan 2016, 12:39
ინგლისური ვიცი გადავხედე რაღაცებს მოკლედ მიზანი მაქ 1 თვე დღის 60-70% დავუთმო თამაშს მაქვს გარკვეული თანხა და მინდა გავზარდო უბრალოდ მჭირდება სტრატეგიები ასევე ფსიქოლოგიურ მომენტზე რო იყოს როგორც ჩემი ისე მოწინაღმდეგის.. მოთმინების უნარი მაქვს საკმაოდ კარგი.. რას მირჩევთ?
ტოტალიზატორის გარდა სხვაგან ვერ ვითამაშებ სუ სხვაა ქულებზე თამაში და ფულზე უფრო მობილიზებულიხარ...

Posted by: alikantura 24 Jan 2016, 19:59
Agonist
QUOTE
მინდა გავზარდო უბრალოდ მჭირდება სტრატეგიები

აი ამ ნაწილში ჩემი აზრით წიგნები უფრო ნაკლებად გამოგადგება. უმეტესად მოძველებულია ეს წიგნები და უნივერსალურ სტატეგიას ნაკლებად ასწავლის. წიგნებს უფრო სხვადასხვა პოკერის თამაშის გარკვეული ელემენტების გასაცნობად, მათემატიკის გამოყენებისთვის, ან უბრალოდ როგორც საკითხავ ლიტერატურად თუ გამოიყენებ. ვიდეოები რომ ნახო, გარჩევებით youtube-ზე.

QUOTE
ფსიქოლოგიურ მომენტზე რო იყოს როგორც ჩემი ისე მოწინაღმდეგის.. მოთმინების უნარი მაქვს საკმაოდ კარგი.. რას მირჩევთ?

Schoonmaker მახსოვს, რომ ცუდი არაა, ოღონ უფასოდ მე მარტო რუსულად წავაწყდი ამ ავტორის წიგნებს. დაგეგმარებას და დისტანციაზე თამაშის დისციპლინას და ამგვარ რაღაცეებზე წერს. სამი წიგნია ამ ლინკზე, თუ გუგლის სერჩი კარგად იცი ინლისურადაც შეიძლება წააწყდე. მე ვცადე და დიდად ვერ ვიპოვე. ოღონდ ეს წიგნებიც დიდი ხნის წინ დაიწერა და მას მერე ბევრი რამე შეიცვალა.

რუსულები ამ ლიკზე ნახე: http://www.gamblingsystem.biz/books/

Posted by: Agonist 29 Jan 2016, 23:01
მადლობა რაღაცები ვნახე კიდე ჩავუჯდები
არვიცი აუტების შესახებ და იქნებ გამარკვიოთ რარი ან როგორ ითვლით?

Posted by: ronaldo99 29 Jan 2016, 23:04
Agonist
აუტი არი კარტი რომელიც ამთავრებს კომბინაციას მაგალითად გულების ფლეშ დრო თუ გყავს გჭირდება დარჩენილი 9 გულიდან ერთერთი,ანუ გაქვს 9 აუტი

Posted by: tokka_wattsky 29 Jan 2016, 23:05
Agonist
აუტი არის შესაძლო კარტი რომლის მოსვლის შემთხვევაშიც აწყობილი კომბინაცია მოიგებს საჭიროა რომ აუტების თვლაში აუტებში ჩათვალო ისეთი კარტები რომლებიც აუცილებლად მოიგებს ხელს წინააღმდეგ შემთხვევაში გამოთვლებში დიდი უზუსტობა იქნება

Posted by: giagia18 23 Feb 2016, 08:11
http://www.pokerinside.com/refer/maghlaki777 დარეგისტრირდით ლინკზე,მიყევიტ ინსტრუციას აირჩიეთ williamhill.com და დაგერიცხება უფასო 3 დოლარი,5დოლარის ტურნირის ბილეთი.

Posted by: სნეგირი1 26 Feb 2016, 13:12
ხალხო, ამის მსგავსი ( https://www.youtube.com/user/PekarStas ) რუსულენოვანი ჩენელები თუ იცით გთხოვთ დალინკოთ...

Posted by: davidovi 26 Feb 2016, 13:17
Agonist
საწყენად არ ვამბობ უბრალოდ უცნაურია 3 წელი თუ პოკერს თAMAშობ ატუები როგორ არ იცი რა არის smile.gif

პ.ს წარმატებას გისურვებ .......

Posted by: SHARKK 27 Feb 2016, 03:18
სნეგირი1


https://www.youtube.com/user/amoiseenkov


მიკროლიმიტებზე არაა , მარა ნლ50 არის

Posted by: სნეგირი1 27 Feb 2016, 04:08
SHARKK
up.gif

Posted by: whiplash 27 Feb 2016, 15:16
QUOTE (სნეგირი1 @ 26 Feb 2016, 13:12 )
ხალხო, ამის მსგავსი ( https://www.youtube.com/user/PekarStas ) რუსულენოვანი ჩენელები თუ იცით გთხოვთ დალინკოთ...

და ხოარიცით ვინმემ ისე განიხილავდნენ სესიებს ჰმ-ს რო არიყენებდნენ?

Posted by: სნეგირი1 27 Feb 2016, 16:00
QUOTE (whiplash @ 27 Feb 2016, 15:16 )
QUOTE (სნეგირი1 @ 26 Feb 2016, 13:12 )
ხალხო, ამის მსგავსი ( https://www.youtube.com/user/PekarStas ) რუსულენოვანი ჩენელები თუ იცით გთხოვთ დალინკოთ...

და ხოარიცით ვინმემ ისე განიხილავდნენ სესიებს ჰმ-ს რო არიყენებდნენ?

ერთი ეს ვიდეო აქვს ამ ტიპს, სხვა არ ვიცი...
https://www.youtube.com/watch?v=qVt1x-Qxr18

Posted by: davidovi 27 Feb 2016, 17:07
ამახინჯებს პოკერს,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,

Posted by: whiplash 27 Feb 2016, 22:17
სნეგირი1
ხო ეგ ვიდეო ვნახე და მაგიტო მომინდა ყურება ძაან მომეწონა
ნაღდად ამახინჯებს პოკერს

Posted by: givillo 29 Apr 2016, 18:26
ეს რასაც ამბობს სტატ. პროგრამების გაუქმება იგეგმებაო, ეგ რამე სერიოზული წყაროდან გაგიგიათ?

Posted by: alikantura 2 May 2016, 17:52
davidovi
QUOTE
ამახინჯებს პოკერს,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,

ჰმ-ზე რომ უარს ამბობს?

Posted by: davidovi 9 May 2016, 21:22
alikantura
არა პირიქით ყველანაირი დამხმარე პროგრამა ამახინჯებს პოკერს smile.gif

Posted by: alikantura 10 May 2016, 16:11
davidovi
QUOTE
არა პირიქით ყველანაირი დამხმარე პროგრამა ამახინჯებს პოკერს

გასაგებია smile.gif

Posted by: gambling 16 May 2016, 01:07
https://docs.google.com/forms/d/12KFnXZrj1aaB1zuAfWWRyOrccO0GeyAgYppPycV7yEo/viewform

ამ ლინკიდან გადადიხართ კითხვარზე, რომელიც ეხება აზარტულ მოთამაშე ტიპებს. არ ვიცი ისტყვებით როგორ გადმოვცე , თუ როგორ ძალიან მჭირდება ტქვენი დახმარება. ანუ მათი ვინც აზარტული მოტამაშეა. ძალიან გთხოვთ, ჭირდება 20 წუთი. არ დაიზაროთ და გამიწიოთ დახმარება სულ ცოტა დროის დათმობით. კითხვარი ანონიმურია. ასე რომ იყავით გულწრფელები. ბოდიშიც შეწუხებისთვის და უღრმესი მადლობა წინასწარ ... ძალიან დამეხმარებით.

Posted by: cameti13 17 May 2016, 12:30
gambling
ძალიან სუსტი ტესტია biggrin.gif ერთი კითხვაც კი არ არის დასმული იმის შესახებ თუ რამდენად არის დაკავშირებული მოგება წაგება ლოგიკასთან ან ზოგადად თამაშზე დამოკიდებულება დასაქმებასთან და თვითრეალიზაციასთან . biggrin.gif მოკლედ ტესტი შედგენილია ადამიანის მიერ რომელსაც რანაირი პრაქტიკული შეხება არ აქვს მოთამაშესთან და ყველაზე ხშირად რაც შემთხვევით აქვს მოსმენილი იმას კითხულობს . biggrin.gif არ დაგიმალავ პასუხებს და ცდი რომ დახატო ჩემი ფსიქოლოგიური დამოკიდებულება
თამაშის მიმართ ? ან რა დასკვნას გამოიტან , რითიც სხვებს დაეხმარები ? მამენტ ჯობია ანონიმურად დადე ერთერთი შევსებული კითხვარი და იგივე დაწერე biggrin.gif

Posted by: თორნიკეე 17 May 2016, 13:32
cameti13
QUOTE
ძალიან სუსტი ტესტია  ერთი კითხვაც კი არ არის დასმული იმის შესახებ თუ რამდენად არის დაკავშირებული მოგება წაგება ლოგიკასთან ან ზოგადად თამაშზე დამოკიდებულება დასაქმებასთან და თვითრეალიზაციასთან .  მოკლედ ტესტი შედგენილია ადამიანის მიერ რომელსაც რანაირი პრაქტიკული შეხება არ აქვს მოთამაშესთან და ყველაზე ხშირად რაც შემთხვევით აქვს მოსმენილი იმას კითხულობს .

+1
უცბათ გადავავლე თვალი და ზიზღის გრძნობა გამიჩნდა....

Posted by: lilyhammer 17 May 2016, 13:33
cameti13

დავით აქაც იგივეს გეტყვი რაც ბოტების თემაში lol.gif ვიცი მე მაგათი დახმარება შეუვსებ მაგ ტესტს და დავითაშვილი და მისთანანი გაატქიურდებიან ისევ lol.gif

gambling

17 მაისია დღეს ბრად მაგაზეც ხო არ გაქ კითხვარი? lol.gif

პ.ს. ენჯეოშნიკებო მოვდივართ mad.gif

Posted by: Tikobucho 17 May 2016, 13:40
cameti13
თორნიკეე
lilyhammer



გადმოდით გვერდზე თემაში ძმებო დახმარება მჭირდება mad.gif

Posted by: alikantura 12 Jul 2016, 13:19
ნათარგმნი სტატია - ROY (როი) პოკერში
წყარო - http://www.pokertask.net/roi-v-pokere/

სტატია გამოადგებათ მოთამაშეებს რომლებიც ტურნირებზე აკეთებენ აქცენტს. თუ ტურნირის მოთამაშე ხართ, აუცილებლად უნდა იცოდეთ ეს ტერმინი და მისი მნიშვნელობა. სტატია დაგეხმარებათ მიიღოთ ინფორმაცია, როგორ შეაფასოთ საკუთარი თამაში და შედეგები.

» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

Posted by: BaBuSiK)) 12 Jul 2016, 13:41
alikantura
საღოლ კარგი სტატიაა up.gif

ექვითებზე რაშვები smile.gif)

Posted by: alikantura 12 Jul 2016, 14:18
BaBuSiK))
QUOTE
საღოლ კარგი სტატიაა

მადლობა

QUOTE
ექვითებზე რაშვები )

რომელი ექვითი? smile.gif

Posted by: eldiablo 17 Jul 2016, 20:09
QUOTE
საღოლ კარგი სტატიაა


+1....

Posted by: alikantura 1 Nov 2016, 23:52
WSOP MAIN EVENT FINAL TABLE

რუსული კომენტარებით.

http://www.gipsyteam.ru/news/5302-final-wsop-2016-pryamaya-videotranslyaciya


Posted by: alikantura 3 Nov 2016, 11:00
ნათარგმნი სტატია - ფოლდ ექვითი
წყარო - http://www.pokertask.net/fold-ekviti/

სტატია საკმაოდ კვალიფიციურია და იძლევა ფოლდ ექვითის შესახებ საინტერესო ინფორმაციას, თუმცა ის თეორიული ხასიათისაა და მოკლებულია პრაქტიკულ მაგალითებს, რომელიც საშუალებას მოგვცემდა პრაქტიკაში გამოგვეყენებინა მოცემული ინფორმაცია. სტატიაში მოყვანილი რამდენიმე მაგალითი საკმაოდ მარტივია. რა სტატია დაეხმარება დამწყებ მოთამაშეებს უკეთ გამოიყენონ ბლეფი გათამაშების დროს.

მთავარი ღირსება სტატიის ისაა, რომ გაანგარიშების წესი უმეტეს ლიტერატურაში მოცემულია მეტოქი ჰენდის ექვითის (სიძლიერის) ინფორმაციაზე დაყრდნობით, რაც შეუძლებელია. ვინაიდან მოთამაშემ არსდროს არ იცის ზუსტად მეტოქის ჰენდი. არსებულ სტატიაში ფოლდ ექვითის გამოთვლაში იყენებს ავტორი დიაპაზონსა და მეტოქის დიაპაზონში კომბინაციებს რაოდენობას, რაც უფრო პროდუქტიულია.

» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «




ამ ვიდეოსაც არაუშავს, თუმცა აქ საერთოდ სხვანაირი წესია გაანგარიშების. იყენებს საერთოდ განსხვავებულ ფორმულას. დიაპაზონის %, და არა კომბინაციების რაოდენობას, როგორც ეს სტატიაშია მოცემული. ვიდეო რუსულია. ინგლისურენოვანი ვიდეო პოვნა სავარაუდოდ უზერებს არ უნდა გაუჭირდეთ.

Posted by: eldiablo 3 Nov 2016, 22:40
alikantura
კარგი სტატიაა... კიდე თუ დადებ მშვენიერი იქნება..

Posted by: mGeLo777 3 Nov 2016, 22:51
alikantura
ყოჩარ,კარგია up.gif


................

Posted by: alikantura 3 Nov 2016, 22:59
eldiablo
mGeLo777
გაიხარეთ.
მადლობა.

QUOTE
კიდე თუ დადებ მშვენიერი იქნება..

რამე კონკრეტული თემა თუ გაინტერესებს, ვეცდები ამაზე ვიპოვო რამე
ისე, ნელნელა, როცა დრო მექნება ვეცდები დავამატო.

არ გინდათ ისე, ვიდეოები რომ დადოთ თავის ანალიზით და ა.შ. და მერე განვიხილოთ ხოლმე

Posted by: profi1971 10 Nov 2016, 15:39
...........................................................................

Posted by: HugoChavez 16 Nov 2016, 19:38
alikantura
mtt ზე არის რამე??

.....................

Posted by: alikantura 16 Nov 2016, 20:07
HugoChavez
QUOTE
mtt ზე არის რამე??

კი, ჯონათან ლიტლის წიგნია ერთი

http://www.valueback.ru/rus/Jonathan_Little_Secrets_MTT-1_RUS.pdf

http://www.valueback.ru/rus/Jonathan_Little_Secrets_MTT-2_RUS.pdf

http://www.valueback.ru/rus/Jonathan_Little_Secrets_MTT-3_RUS.pdf

http://ebookbees.com/downloads/secrets.of.professional.tournament.poker/secrets.of.professional.tournament.poker.pdf ეს პირველი ნაწილის ინგლისური ვერსიაა.

საინტერესო მომენტებზე აქვს გამახვილებული ყურადღება, ძალიან მარტივადაც იკითხება.

აქედან შეიძლება რომელიმე თავი გადმოვთარგმნო ინტერესის გულისთვის, თუ ვინმეს მოეწონა, მერე თვითონ ჩაუღრმავდება.

Posted by: HugoChavez 16 Nov 2016, 23:36
alikantura

მადლობა

სამწუხაროა რომ არ ვიცი რუსული

Posted by: alikantura 17 Nov 2016, 09:47
HugoChavez
ინგლისური?
ამ წიგნის ინგლისურად მოძებნაც შეიძლება.
ისე, წიგნიდან სასარგებლოს, რასაც თამაშის დროს გამოიყენებ ნაკლებად შეხვდები.
როგორც მხატრული ლიტერატურის კითხვას ისე უნდა შეხედო, ზოგადი ინფორმაციის მისაღებად.
ისე ვიდეოებია სასარგებლო კონკრეტული ელემენტებისთვის.

Posted by: HugoChavez 17 Nov 2016, 12:40
alikantura
ყველაფერს მინდა გავეცნო რაც მტტს შეეხება


Posted by: alikantura 17 Nov 2016, 13:59
HugoChavez
QUOTE
ყველაფერს მინდა გავეცნო რაც მტტს შეეხება

ანუ ინგლისურთან უკეთ ხარ.
ის ლინკი მოსინჯე ზემოთ რაც დავწერე.

Posted by: eldiablo 17 Nov 2016, 22:52
poker MTT Beginner,s strategy
.......................
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «


» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

Posted by: alikantura 17 Nov 2016, 23:42
eldiablo
სხვა დროს წყაროც მიუთითე ხოლმე.
ხშირად ინტერნეტ რესურსი, თუ ერთ თემაზე გაძლევს საინტერესო ინფორმაციას შესაძლოა სხვა ბევრი საინტერესო ამოიკითხოს ადამიანმა სხვა თემაზეც.

up.gif კარგი რაღაცეები წერია

Posted by: eldiablo 18 Nov 2016, 00:14
alikantura
QUOTE
სხვა დროს წყაროც მიუთითე ხოლმე.
ხშირად ინტერნეტ რესურსი, თუ ერთ თემაზე გაძლევს საინტერესო ინფორმაციას შესაძლოა სხვა ბევრი საინტერესო ამოიკითხოს ადამიანმა სხვა თემაზეც.

კარგი რაღაცეები წერია

გამომრჩა ეტყობა.... 888ზე ვნახე... მოვძებნი და დავდებ ლინკს თუ ვიპოვე...

Posted by: ნოდარი13 14 Dec 2016, 20:14
alikantura

love.gif love.gif

ძალიან კარგ რამეს აკეთებ

Posted by: POKERISBLUFF 17 Dec 2016, 11:07
https://www.youtube.com/watch?v=fQalos-1DhA&feature=youtu.be

მინდა ანალიზი ორივეს გათამაშების მე,რასაც ვეგმავდი და ვაპირებდი და ოპონენტის

თავიდან,ბოლომდე გათამაშების, არ დაიზაროთ რა კარტს, ვერ ყრიო მიმტკიცებს biggrin.gif

აუ,ეს სად დავპოსტე facepalm.gif

Posted by: alikantura 17 Dec 2016, 13:10
POKERISBLUFF
QUOTE
აუ,ეს სად დავპოსტე  

თემა მაინც გახალისდება.
biggrin.gif

Posted by: profi1971 7 Jan 2017, 23:01
QUOTE (POKERISBLUFF @ 17 Dec 2016, 11:07 )
https://www.youtube.com/watch?v=fQalos-1DhA&feature=youtu.be

მინდა ანალიზი ორივეს გათამაშების მე,რასაც ვეგმავდი და ვაპირებდი და ოპონენტის

თავიდან,ბოლომდე გათამაშების, არ დაიზაროთ რა        კარტს, ვერ ყრიო მიმტკიცებს biggrin.gif

აუ,ეს სად დავპოსტე  facepalm.gif

რა ანალიზი რის ანალიზი აქ ორივე ჰენდი დასაყრელია, უბრალოდ პირველს პოზიცია აქვს უკეთესი რეიზს აკეთებს და მეორე უეჭველი ყრის და პირიქით თუ იჯდებოდით 89-ს რეიზზე ჯ6 იყრება, ამიტომაც ვიძახი უაზრო გენერატორია ნაგავ კარტში ხაშურიდან თბილისამდე ან სტრიტს ააწყობ ან ფლეშს(((((((((


პ.ს. თანაც ვხვდები რომ ეცდებოდი დაგეჯერებინა ოპონენტი კ გყავდა მაგრამ როცა რეიზს გიკეთებს რატო არ იფიქრე სუ მცირე 10 მაინც ეყოლებოდა?

Posted by: tematoma 13 Feb 2017, 15:06
სად ვნახო საინტერესო ვიდეოები, საშუალო დონის მოთამაშისთვის(სტაჟი 5 წელი), მირჩიეთ რამე.

Posted by: DINOSAUR111 3 Jul 2017, 15:58
QUOTE (tematoma @ 13 Feb 2017, 15:06 )
სად ვნახო საინტერესო ვიდეოები, საშუალო დონის მოთამაშისთვის(სტაჟი 5 წელი), მირჩიეთ რამე.

https://www.youtube.com/results?search_query=sunday+million+2016+

ასევე ცნობილი მოთამაშეების თამაშიც დევს ტურნრებზე მხოლოდ ჩაწერე yes.gif

Posted by: luka1209 12 Oct 2017, 17:37
ვინმემ მითხარით ველუე ბეთი როგორ ითარგმნება ? მოსალოდნელი რაგაცის ხდომილება თუ რაცხაააა

Posted by: luka1209 14 Oct 2017, 23:29
99-10-10 შემახსენეთ რაქვია ????????

Posted by: d2d4 5 Dec 2017, 05:11

სახალისო მულტფილმია

Posted by: დოჩანა 14 Feb 2018, 11:54
რამე კარგი წიგნი მირჩიეთ, რითი გავიუმჯობესო ცოდნა?

Posted by: eldiablo 23 May 2018, 17:23
მჭირდება ლიტერატურა plo hi da plo hi lowს შესახებ. ქეში და ტურნირები. უმკობესია ინგლისურად მარა რუსულიც წავა.. ძველი წიგნები არმინდა, ვიიცი ეგენი.. ახალი მინდა რამე. თუ ვინმეს გაქვთ იქნებ დამეხმაროთ. მადლობა წინასწარ.
მიკრო ლიმიტებისთვის არმინდა. 25-50 და ზევით რო გამომადგეს..

Posted by: @Schizophrenic 23 May 2018, 18:48
ეს წიგნი ვინმეს წაგიკითხავთ? მაინტერესებს თუ ღირს ყიდვა, ზოგადად ვიცი ჰარინგტონს კარგი წიგნები რომაქვს მარა მგონი ძველია
http://www.e-bookland.ge/Books/different/haringtoni-holdemis-Sesaxeb-strategiuli-TamaSi-wigni-1-book

Posted by: forumisti 31 May 2020, 13:42
«Пособие для Гриндера» от Питера Кларка
ხომ არ იცით სადმე რუსულად რომ იდოს

Posted by: თუშჩი 20 Aug 2020, 00:57
ბიჭებო 6+ პოკერზე რამე საინტერესო მასალაები, ვიდეოები, პროგრამები კალკულატორები და ნებისმეირი რამ, ხო არ გეგულებათ ?

Posted by: Bargee 15 Jan 2021, 19:22
მე რაც ვნახე ადრე მქონდა ამის მუღამი რაღაც ფასიანი თულები იყო.

Posted by: Qartveli1990 17 May 2021, 23:42
აუფ არ დაგეკარგოთ თქვენი ინტელექტუალური პოკერი

Posted by: StoPolice 16 Jan 2024, 18:19
ცოტა მესმის უცხო ენები მაგრამ ამ პოკერ მათემატიკას ვერ ვგებულობ იქნებ ამიხსნათ ვინმემ ^ეს პი არ^ - რა არის? და ზოგადად ერთიორი სიტყვა რომ თქვათ მათემატიკაზე მადლობელი ვიქნები )

Posted by: alikantura 19 Jan 2024, 22:53
StoPolice
QUOTE
ცოტა მესმის უცხო ენები მაგრამ ამ პოკერ მათემატიკას ვერ ვგებულობ იქნებ ამიხსნათ ვინმემ ^ეს პი არ^ - რა არის? და ზოგადად ერთიორი სიტყვა რომ თქვათ მათემატიკაზე მადლობელი ვიქნები )

სტეკის მიმართება პოტის სიდიდესთან. თუ მაგალითად პოტია 100 და სტეკი გაქვს 500 შენი სტეკის 20% ია პოტი.

ეს დამხმარე მაჩვენებელია, რომელსაც ძალიან დიდინიშვნელობას ვერ მივაქცევდი.

ამავე თემაში გვაქვს ბესიკ სტატია ნათარგმნი და გადახედე. ისეთი არაფერია მაგრამ როგორ მუშაობს მათემატიკა ეს ჩანს.

https://forum.ge/?f=107&showtopic=34775004&st=30#

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)