ესეც იმის შესახებ, თუ როგორ დგება გაზაფხული მარსზე. სურათები რომ ნახოთ დააჭირეთ ამ ლინკს https://1tv.ge/news/rogor-dgeba-gazafkhuli-...eli-planetidan/ გაზაფხული დედამიწაზე ბევრ ცვლილებასთან არის დაკავშირებული. წელიწადის ამ დროს გარკვეული ცვლილებები მარსზეც მოაქვს.
როცა მარსის პოლარულ რეგიოებში ზამთარი დგება, პლანეტის ზედაპირს ყინული ფარავს. ეს არის არა წყლის, არამედ ნახშირორჟანგის ყინული. გახაფხულის მოსვლისას, რომელიც მარსის ჩრდილოეთ პოლარულ რეგიონში 2019 წლის მაისში დადგა, CO2-ის ყინული სუბლიმირდება, ანუ, მყარი მდგომარეობიდან გადადის პირდაპირ აირადში, თხევადი ფაზის გამოტოვებით.
მარსის დიუნების მინდვრებში, სუბლიმაცია დაბლიდან მაღლა მიმართულებით ხდება. ამის მიზეზი ის არის, რომ ზამთრის ყინულის მარცვლები, რომლებიც შრეს წარმოქმნიან, თითქმის გამჭვირვალე ხდება და მზის სინათლე ყინულის დადნობას ფსკერიდან იწყებს. შედეგად, ქვეშ არსებულ ყინულსა და ზემოთ არსებულ ქვიშას შორის იჭედება აირი.
დათბობასთან ერთად, ყინული იბზარება და გამოთავისუფლდება მის ქვეშ მოქცეული აირი.
2016 წლის ოქტომბერში მარსის ორბიტაზე მოძრაობა დაიწყო ევროპის კოსმოსური სააგენტოსა და როსკოსმოსის ერთობლივი პროექტის, „ეგზომარსის“ ხომალდმა სახელად Trace Gas Orbiter, რომელიც მას შემდეგ წითელ პლანეტას აქტიურად სწავლობს.
ხომალდის ინსტრუმენტებს (კონკრეტულად კი CaSSIS-ს) შეუძლია შექმნას მარსის ზედაპირის სიმაღლეთა დეტალური ციფრული მოდელები.
პლანეტაზე წარმოქმნილი სხვადასხვა ტიპის დიუნები, რომლებსაც ბარხანებს, ანუ ნამგლის ფორმის დიუნებს უწოდებენ. ისინი იზრდებიან და ერთმანეთს უერთდებიან, წარმოქმნიან ქედებს. ბარხანი დიუნები მიუთითებს ქარის მიმართულებასაც.
მარსის ღერძული დახრილობა 25 გრადუსია, დედამიწის კი 23,4 გრადუსი. მარსის სეზონები დედამიწის სეზონებისგან საკმაოდ განსხვავდება. წითელი პლანეტის ერთი წელი დედამიწის 687 დღეს გრძელდება, მაგრამ დედამიწისგან განსხვავებით, მარსის სეზონები წელიწადის მეოთხედს არ შეადგენს.
დედამიწის ორბიტა თითქმის წრიულია და მზის გარშემო სტაბილური სიჩქარით მოძრაობს, რასაც ვერ ვიტყვით მარსზე. მისი ორბიტა უფრო ელიფსურია, სიჩქარე კი ცვალებადი. შესაბამისად, დედამიწის სეზონები წელიწადის ერთსა და იმავე თარიღებში იცვლება, მარსის შემთხვევაში კი ეს თარიღები ცვალებადია.