გამომდინარე იქიდან, რომ ლაითი გაციება მჭირს, სახლში ვაგდივარ მთელი დღე და თან არც სამეცადინო მაქვს რამე,
და გამომდინარე იქიდან, რომ მთელი დღე არ სრულდება ერთმანეთისადმი ქაქის სროლა , საგულდაგულოდ დავიცე ყურები და გარშემო ყველა მუზა შემოვიკრიბე, რათა მეფე მზის სასახლის კარის მუსიკითა და ცეკვით დამეხშო სასმენი და საყურებელი ორგანოები იმ სიბინძურისგან, რომელთანაც არაფერი არ მინდა მქონდეს საერთო!!!
დილით დავიწყე მარენ მარეს "ალსიდის" არაჩვეულებრივი ვიდეოთი, შემდეგ მანტუაში ჩავაკითხე მონტევერდის, მისი "ორფევსის" პრემიერაზე დასასწრებად, შემდეგ ისევ ვერსალს დავუბრუნდი და რამოს "პალადინებით" დავიტკბე თვალ-ყური. გემრიელ ლუკმად რამოს "პლატეა" მოვიტოვე.
დღეს მე ბაროკომ გადამარჩინა.
მადლობა მინდა გადავუხადო ერატოს, ამდენი მშვენიერი სასიყვარულო სიმღერისთვის
ევტერპესაც - mes hommages
მელპომენეს ჩემი უღრმესი მადლობა ტრაგედიის და მუსიკის ხელახლა შეყრისთვის მარეს, ლიულის და რამოს ხელოვნებაში
ტერპსიქორამ თანამედროვე და ძველებური ცეკვები არ დააკლო ჩემ თვალს
თალიამ არკადიული იდილია გადამიშალა და ბევრიც მაცინა მოხუც მეურვეებსა და მოკინკლავე მწყემსებზე
პოლიჰიმნიამ ხოტბა არ მოაკლო მეფე მზეს
კალიოპესთან თხოვნა მექნებოდა, იმ ხალხს ან ცოტა უფრო ჭკვიანური რამეები ათქმევინოს ან სულ ჩაუგდოს ენა
სავსე მთვარეობაა და მაგიტომაა ეს არეულობა, ხო, ქ-ნ ურანია?
შე ქალო, რო ჩაგიბღუჯავს ეგ ისტორიის წიგნი, მოგვხედე აქეთ ცოტა!
ძალიან ვისიამოვნე დღეს. და სიამოვნება ჯერ კიდევ გრძელდება. ამურიც აქაა, კრონოსიც და მალე სიგიჟეც შემომიერთდება. დეკორაციები და სცენის ეფექტები უბრწყინვალეს დონეზეა. აი:
მთავარი მადლობა კი
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)