Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > პოლიტიკა > ცეესკო-ს თავჯდომარე ზურაბ ხარატიშვილი


Posted by: გიუშა 15 Jan 2010, 18:02
ცეესკო-ს თავჯდომარე ზურაბ ხარატიშვილი გახდა


მომხრე:98
მოწინააღმდეგე:0 yes.gif

ოპოზიციას მონაწილეობა არ მიუღია


ზურაბ ხარატიშვილი

user posted image

დაიბადა 1967 წლის 14 ნოემბერს.

იგი არის სერტიფიცირებული პროფესიონალი აუდიტორი 16-წლიანი გამოცდილებით. საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი და ხელმძღვანელი 1998-2006 წლებში. აქტიური მონაწილეობა აქვს მიღებული ბუღალტრული აღრიცხვის რეფორმის განხორციელებაში საქართველოში. არის ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტებისა და აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების პირველი ქართული გამოცემის რედაქტორი.

2000 წლიდან ზურაბ ხარატიშვილი საერთაშორისო აუდიტური კომპანია KPMG-ის აღმასრულებელი დირექტორია და ადგილობრივ და საერთაშორისო კლიენტებს კონსულტაციებს უწევს აუდიტის, საგადასახადო, საწარმოთა რესტრუქტურიზაციის, კორპორაციული მართვის და სხვა საკითხებზე.

1992 წელს დაამთავრა თსუ-ს მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი;

1996 წელს თსუ-ს საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების ფაკულტეტი. არის საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციის სერტიფიცირებული წევრი, გამგეობის თავმჯდომარე 2004-2006 წლებში.

Posted by: Marduka 15 Jan 2010, 18:04
user posted image user posted image

user posted image

user posted image

Posted by: Kmuno 15 Jan 2010, 18:06
კარგი მენეჯერია? rolleyes.gif

-------------------------------

Posted by: LARSI 15 Jan 2010, 18:07
რავიცი რა უნდა ვთქვა აბა.
წარმატებები და ისეთი არჩვნები ჩაეტარებინოს არავის არაფერი მოსადავებელი რო არ ექნება.

Posted by: Marduka 15 Jan 2010, 18:09
QUOTE
ისეთი არჩვნები ჩაეტარებინოს არავის არაფერი მოსადავებელი რო არ ექნება.


gigi.gif

დაასხი დაასხი!

Posted by: chegesto 15 Jan 2010, 18:10
ბუღალტრები ზოგადად კანონის დარღვევას ერიდებიან.. ქვეცნობიერად biggrin.gif

რაღა ეს გამოდგება მანდამაინც ურჯულო

თუმცა ვინ იცის biggrin.gif

Posted by: გიუშა 15 Jan 2010, 18:11
QUOTE (chegesto @ 15 Jan 2010, 18:10 )
ბუღალტრები ზოგადად კანონის დარღვევას ერიდებიან.. ქვეცნობიერად biggrin.gif

რაღა ეს გამოდგება მანდამაინც ურჯულო

თუმცა ვინ იცის biggrin.gif

ეგ სტატისტიკა საქართველოზე არ ვრცელდება
დამიჯერე ვიცი yes.gif

Posted by: armagedonidze 15 Jan 2010, 18:14
ვულოცავ ზურას...თუმცა მოსალოცია თუ არა ეს სხვა საკითხია. მოკლედ მას პირადად ძალიან კარგად ვიცნობ და აბსოლუტურად გულწრფელად გეუბნებით რომ ძალიან სწორი კანდიდატურა შეირჩა. წარმატებებს გისურვებ ზურა, აბა შენ იცი....

Posted by: ხარონი 15 Jan 2010, 18:23
QUOTE
ცეესკო-ს თავჯდომარე ზურაბ ხარატიშვილი, გახდა

QUOTE
იგი არის სერტიფიცირებული პროფესიონალი აუდიტორი 16-წლიანი გამოცდილებით

იმედია თვლაში არ მოტყუვდება!

Posted by: Georgian_Legend 15 Jan 2010, 18:31
QUOTE
იგი არის სერტიფიცირებული პროფესიონალი აუდიტორი 16-წლიანი გამოცდილებით.

QUOTE
2000 წლიდან ზურაბ ხარატიშვილი საერთაშორისო აუდიტური კომპანია KPMG-ის აღმასრულებელი დირექტორია

აი ამ მონაცემების წაკითხვის შემდეგ
QUOTE
კარგი მენეჯერია? 

ეს კითხვა ზედმეტად ირონიულად მეჩვენება smile.gif

QUOTE
ოპოზიციას მონაწილეობა არ მიუღია

ისე მართლა დამაინტერესა რატომ არ მიიღო ოპოზიციამ მონაწილეობა?
რით არ მოეწონათ აღნიშნული კანდიდატურა?
თუ კანდიდატურა არაფერ შუაშია და უბრალოდ არ მიიღეს მონაწილეობა, უკვე გაყალბებულია საბაბით? თუ ასეა საერთოდ არჩევნებში რატომ იღებენ მონაწილეობას?

Posted by: Zmuzu 15 Jan 2010, 18:31
armagedonidze
QUOTE
აბა შენ იცი....

ამ ნაწილში ნაღდად გაამართლებს

Posted by: მონარქი 15 Jan 2010, 18:32
გადავრჩით
----------------------------------------------------

Posted by: ASUS-TEK 15 Jan 2010, 18:32
QUOTE
ოპოზიციას მონაწილეობა არ მიუღია


ახალი ამბავი, არჩევნებს რომ წააგებენ მერე ვიღახას ხომ უნდა დააბრალონ ხმების გაყალბება lol.gif

Posted by: lomabeso 15 Jan 2010, 18:34
QUOTE (kmuno @ 15 Jan 2010, 18:06 )
კარგი მენეჯერია?  rolleyes.gif

-------------------------------

მაგას არა აქვს მნიშვნელობა - მთავარია დედამოტYნული პუტჩისტი ანდა მათი მხარდამჭერი არ იყოს

როგორც ჩანს წესიერი კაცი უნდა იყოს, რადგან ოპომ, რომლის რიგებშიც აბსოლუტურ უმრავლესობას დედამოტYნული პუტჩისტები შეადგენენ, ბოიკოტი გამოიუცხადა

war.gif


Posted by: armagedonidze 15 Jan 2010, 18:34
QUOTE (Zmuzu @ 15 Jan 2010, 18:31 )
armagedonidze
QUOTE
აბა შენ იცი....

ამ ნაწილში ნაღდად გაამართლებს

ნუ იტყვით ასე...მე მას სტუდენტობის ხანიდან ვიცნობ..უკვე 18 წელია და ვიცი რასაც ვამბობ.....

Posted by: Mivashure 15 Jan 2010, 18:34
QUOTE
წარმატებებს გისურვებ ზურა, აბა შენ იცი....


ვაა, ხარატიშვილი forum.ge საც კითხულობს?

Posted by: Kakha92 15 Jan 2010, 18:35
QUOTE
ცეესკო-ს თავჯდომარე ზურაბ ხარატიშვილი, გახდა

მკიდია

Posted by: crusader 15 Jan 2010, 18:36
ოჯახური მდგომარეობა ვიცით? და მანამდე სად მუშაობდა? ასევე არის თუ არა პარტიული?

Posted by: niktagva 15 Jan 2010, 18:37
QUOTE
მომხრე:98
მოწინააღმდეგე:0
ოპოზიციას მონაწილეობა არ მიუღია

bis.gif

puke.gif puke.gif puke.gif puke.gif

Posted by: hantenbaini 15 Jan 2010, 18:37
ხარონი
QUOTE
იმედია თვლაში არ მოტყუვდება!

ეჰ ნეტავი, საქართველოში არჩევნების გაყალბების ტრადიცია, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმატება გამოკლების არმცოდნე თავმჯდომარის ბრალი იყოს მხოლოდ...

მონარქი
QUOTE
გადავრჩით

biggrin.gif

Posted by: tevzi1 15 Jan 2010, 18:37
თუ არ ვცდები აქ არასრული ბიოგრაფიაა წარმოდგენილი, თუ არ ვცდები ეს ის კაცია რომელიც თარხნიშვილთან ერთად მუშაობდა ცეესკოში წინა არჩევნების გაყალბებების დროს.
ვინმემ დადოს ეს ინფო.

Posted by: armagedonidze 15 Jan 2010, 18:41
QUOTE (crusader @ 15 Jan 2010, 18:36 )
ოჯახური მდგომარეობა ვიცით? და მანამდე სად მუშაობდა? ასევე არის თუ არა პარტიული?

ოთხი შვილის მამაა..........უპარტიო გახლავთ

Posted by: *WTF* 15 Jan 2010, 18:42
tevzi1
QUOTE
თუ არ ვცდები აქ არასრული ბიოგრაფიაა წარმოდგენილი, თუ არ ვცდები ეს ის კაცია რომელიც თარხნიშვილთან ერთად მუშაობდა ცეესკოში წინა არჩევნების გაყალბებების დროს. ვინმემ დადოს ეს ინფო.


მე როგორც ვიცი, 2008 წლის არჩევნების დროს პარტიების და კანდიდატების საარჩევნო ბიუჯეტების გამჭვირვალობას ამოწმებდა თუ რაღაც ამდაგვარი.

Posted by: Waters 15 Jan 2010, 18:43
QUOTE
2000 წლიდან ზურაბ ხარატიშვილი საერთაშორისო აუდიტური კომპანია KPMG-ის აღმასრულებელი დირექტორია



ვააა, ძლივს პროფესიონალი გაიჩითა.

up.gif up.gif up.gif

თან მეხ-მატი დაუმთავრებია. up.gif up.gif
მე ის მიკვირს ამ პოზიციაზე როგორ დათანხმდა.

საღოლ ზურა.

Posted by: Marduka 15 Jan 2010, 18:50
QUOTE (*WTF* @ 15 Jan 2010, 18:42 )
tevzi1
QUOTE
თუ არ ვცდები აქ არასრული ბიოგრაფიაა წარმოდგენილი, თუ არ ვცდები ეს ის კაცია რომელიც თარხნიშვილთან ერთად მუშაობდა ცეესკოში წინა არჩევნების გაყალბებების დროს. ვინმემ დადოს ეს ინფო.


მე როგორც ვიცი, 2008 წლის არჩევნების დროს პარტიების და კანდიდატების საარჩევნო ბიუჯეტების გამჭვირვალობას ამოწმებდა თუ რაღაც ამდაგვარი.

ხოოოო... მაშინ არ გაყალბდება არჩვენები... gigi.gif

Posted by: ხარონი 15 Jan 2010, 18:53
QUOTE
მე როგორც ვიცი, 2008 წლის არჩევნების დროს პარტიების და კანდიდატების საარჩევნო ბიუჯეტების გამჭვირვალობას ამოწმებდა თუ რაღაც ამდაგვარი.

ალბათ როგორც სააუდიტორო კიმპანიის წარმომადგენელი
მაშინ როგორც მახსოვს ეგ შემოწმება აუდიტორებმა ჩაატარეს და ოპო პარტიებს შენიშვნები არ ქონიათ შემოწმების შედეგებზე

Posted by: Zmuzu 15 Jan 2010, 18:55
armagedonidze
QUOTE
ნუ იტყვით ასე...მე მას სტუდენტობის ხანიდან ვიცნობ..უკვე 18 წელია და ვიცი რასაც ვამბობ.....

მეც ვიცნობდი ბოკერიას, გივი თარგამაძეს, იმ დროს, როდესაც ისინი ადამიანის უფლებებს იცავდნენ და მაშინ არ ვფიქრობდი, რომ ისინი ისეთები გახდებოდნენ, როგორებიც გახდნენ

Posted by: anichqa 15 Jan 2010, 19:00
QUOTE
..უპარტიო გახლავთ

უპარტო უპატრონოდ წამეკითხა...

Posted by: *WTF* 15 Jan 2010, 19:03
ხარონი

QUOTE
მაშინ როგორც მახსოვს ეგ შემოწმება აუდიტორებმა ჩაატარეს და ოპო პარტიებს შენიშვნები არ ქონიათ შემოწმების შედეგებზე



ოპოზიციას რა ქონდა რა არ ქონდა, საერთოდ არ მაინტერესებს. მაგათ საერთოდ ადეკვატურობის გრძნობა დაკარგული აქვთ, ეს ცესკო-ს თავმჯდომარის არჩევნების დროსაც გამოჩნდა - სააკაშვილი ამათ დასამარხ ორმოს თხრიდა და ესენი იძახდნენ, მას შემდეგ ვიყვირებთ, როცა ორმოს დავინახავთო (ანუ როცა მიშა კანდიდატებს დაასახელებსო). ადამიანო, თუ იცი რომ ორმო გათხრის პროცესშია (და ამაშI ეჭვი არავის ეპარებოდა), წინასწარ გააფრთხილე და უთხარი, ჩვენ მხარს ვუჭერთ ამ კანდიდატს/ებს და გვინდა, რომ თქვენს მიერ დასახელებულ სამ კანდიდატში ვიხილოთო. მაგრამ არა... და პოსტ ფაქტუმ ყვირილს რა აზრი ჰქონდა ვერ ვხვდები

ეხლა საქმე - შენიშვნები იყო, თან საკმაოდ სერიოზული . პირველი და უმთავრესი - ნაც. მოძრაობამ წარადგინა მხოლოდ კამპანიის შესავლები/როგორ დაფინანასდა კამპანია , მაგრამ გასავლების/დანახარჯების დადებაზე თავი არ შეუწუხებია. არა და ყველაზე საინტერესო სწორედ ეგ ნაწილია -აროგორ აწარმოებდნე საარჩევნო კამპანიას და რაში ხარჯავდნენ ამხელა თანხას. ნუ, ეგ რომ დაედოთ მერე ბევრი რამე გამოაშკარავდებოდა, ამიტომ არ დადეს.

ეს პრობლემა არ არის ვითოომ?

მეზარება ეხლა OSCE/ODIHR, TI, GYLA და სხვა სადამკვირვებლო ორგანიზაციების ანგარიშების მოძიება. ყველგან არის ეგ ფაქტი დაფიქსირებული, მე რამდენადაც მახსოვს

Posted by: rezo77_77 15 Jan 2010, 19:05
ახლა ცოტა ხანში ატეხავს ოპოზიცია ამბავს, ბუღალტერი დასვეს ცე ეს კოს თავმჯდომარედო, მერე მიშისტები უპასუხებენ, რა გინდათ სხვაზე უკეთ ეს დაითვლისო და ჰერიიი!!!

მართლა ცირკია რა აქაურობა, არადა წასვლაც რომ არ მინდა არსად! მიყვარს ეს უბედური ქვეყანა!

Posted by: Zmuzu 15 Jan 2010, 19:14
rezo77_77
QUOTE
ახლა ცოტა ხანში ატეხავს ოპოზიცია ამბავს, ბუღალტერი დასვეს ცე ეს კოს თავმჯდომარედო, მერე მიშისტები უპასუხებენ, რა გინდათ სხვაზე უკეთ ეს დაითვლისო და ჰერიიი!!!

არ უნდა ატყდეს?
ბარემ პირდაპირ ვანოს სტრუქტურებს შეუერთონ ეგ ორგანიზაცია.

Posted by: დეკო 15 Jan 2010, 19:16
QUOTE
ცეესკო-ს თავჯდომარე ზურაბ ხარატიშვილი გახდა


ჰოდა ხმების დათვლაში მაგარი იქნება. biggrin.gif biggrin.gif

შენ მეისპე მიშკა, რას აღარ მოიგონებ. biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

Posted by: Movedi 15 Jan 2010, 19:21
მართლა ცირკია რა აქაურობა, არადა წასვლაც რომ არ მინდა არსად! მიყვარს ეს უბედური ქვეყანა!
love.gif მეც biggrin.gif

Posted by: rezo77_77 15 Jan 2010, 19:25
QUOTE (Zmuzu @ 15 Jan 2010, 19:14 )
rezo77_77
QUOTE
ახლა ცოტა ხანში ატეხავს ოპოზიცია ამბავს, ბუღალტერი დასვეს ცე ეს კოს თავმჯდომარედო, მერე მიშისტები უპასუხებენ, რა გინდათ სხვაზე უკეთ ეს დაითვლისო და ჰერიიი!!!

არ უნდა ატყდეს?
ბარემ პირდაპირ ვანოს სტრუქტურებს შეუერთონ ეგ ორგანიზაცია.

აღარ ვიცი უკვე შემოგევლე რა უნდა ატყდეს და უფრო მეტი, ისიც კი არ ვიცი ვინ უნდა ატეხოს, აი ეგაა უბედურება!

Posted by: Partisan001 15 Jan 2010, 19:28
ხომ არ იცით ნეტა ალიანსი ახლაც გაიძახის მთავრობა არჩევნებით უნდა შეიცვალოსო? არც პროცენტული ზღვარი დათმეს და არც ცეესკოს თავმჯდომარე. ნეტა რა მოხდება? ნუთუ ბოიკოტი?

Posted by: crusader 15 Jan 2010, 19:29
QUOTE
ეხლა საქმე - შენიშვნები იყო, თან საკმაოდ სერიოზული . პირველი და უმთავრესი - ნაც. მოძრაობამ წარადგინა მხოლოდ კამპანიის შესავლები/როგორ დაფინანასდა კამპანია , მაგრამ გასავლების/დანახარჯების დადებაზე თავი არ შეუწუხებია. არა და ყველაზე საინტერესო სწორედ ეგ ნაწილია -აროგორ აწარმოებდნე საარჩევნო კამპანიას და რაში ხარჯავდნენ ამხელა თანხას. ნუ, ეგ რომ დაედოთ მერე ბევრი რამე გამოაშკარავდებოდა, ამიტომ არ დადეს.

ეგ ფაქტი აჩვენებს კიდევ ერთხელ იმას, თუ როგორ მოიგო ნაც. მოძრაობამ გაყალბებით არჩევნები, მაგრამ ხარატიშვილს მაგით არაფერი აკლდება.
მას რაც აჩვენეს ის შეამოწმა.
მეორე მომენტია, რომ როდესაც ხედავ, ხელისუფლება ეგეთ დარღვევას სჩადის, სამოქალაქო პოზიცია დააფიქსირო და გაერიდო მაგ ხალხთან ურთიერთობას. განა ხარატიშვილმა არ იცის, რომ ამ არჩევნებზეც იგივეს გაკეთება შეუძლია ხელისუფლებას და უკვე მისი პირადი პასუხისმგებლობა იქნება, ამაზე რომ თვალს დახუჭავს.

Posted by: CladheD 15 Jan 2010, 19:31
ჯერ არ ყოფილა კარდუ აქ და არ უთქვია გადადგესო?

Posted by: *WTF* 15 Jan 2010, 19:33
crusader

QUOTE
ეგ ფაქტი აჩვენებს კიდევ ერთხელ იმას, თუ როგორ მოიგო ნაც. მოძრაობამ გაყალბებით არჩევნები, მაგრამ ხარატიშვილს მაგით არაფერი აკლდება. მას რაც აჩვენეს ის შეამოწმა.


არ აკლდებაო?! spy.gif აუდიტი როგორ გააკეთა, გასავლები თU არ უნახავს? spy.gif ე.ი. არ გაუკეთებია საქმე შესაფერისად.
* * *
rezo77_77
QUOTE
აღარ ვიცი უკვე შემოგევლე რა უნდა ატყდეს და უფრო მეტი, ისიც კი არ ვიცი ვინ უნდა ატეხოს, აი ეგაა უბედურება!



გეთანხმები!

CladheD

QUOTE
ჯერ არ ყოფილა კარდუ აქ და არ უთქვია გადადგესო?

ჩვენ ვთქვათ! რა პრობლემაა biggrin.gif biggrin.gif

გადადგეს ხარატიშვილი!!!

Posted by: GEORGIA007 15 Jan 2010, 19:59
G1uSh
ცეესკოს გუნდს რას უშვრებიან?უმუშევრად დარჩებიან თუ დაასაქმებენ სადმე?ზოგი ინფორმაციით სამმართველოს უფროსებს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ნიშნავენ წამყვან თანამდებობებზეო

Posted by: გიუშა 15 Jan 2010, 20:05
QUOTE (GEORGIA007 @ 15 Jan 2010, 19:59 )
G1uSh
ცეესკოს გუნდს რას უშვრებიან?უმუშევრად დარჩებიან თუ დაასაქმებენ სადმე?ზოგი ინფორმაციით სამმართველოს უფროსებს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ნიშნავენ წამყვან თანამდებობებზეო

მაგდენი ნამდვილად არ ვიცი


დღეს პარლამენტმა მხარი დაუჭირა ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) სამი წევრის არჩევას, თითო ვაკანსიაზე პრეზიდენტის მიერ წარდგენილი 2-2 კანდიდატიდან.

Posted by: *WTF* 15 Jan 2010, 20:16
GEORGIA007

QUOTE
ცეესკოს გუნდს რას უშვრებიან?უმუშევრად დარჩებიან თუ დაასაქმებენ სადმე?ზოგი ინფორმაციით სამმართველოს უფროსებს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ნიშნავენ წამყვან თანამდებობებზეო


და რატომ უნდა გაუშვან რო? მშვენიერი გუნდია yes.gif ნუ, IT დეპარტამენტის ხელმძღვანელს თუ გაუშვებენ, მაგითი არაფერი დაშავდება biggrin.gif

Posted by: mtarvali 15 Jan 2010, 20:23
QUOTE
ბარემ პირდაპირ ვანოს სტრუქტურებს შეუერთონ ეგ ორგანიზაცია.

პირდაპირ უგულავას ჩააბარეს არჩევნების გაყალბება, ხარატიშვილი ალპეს კანდიდატი იყო! რა უნდა ელაპარაკო ამათ!

Posted by: dng 15 Jan 2010, 20:26
რავი კი ყვირის ნაც მოძრაობა რომ უპრეცენდენტო რამ მოხდაო, ოპოზიცია თვითონ ირჩევს ვინ იქნება თავჯდომარეო? მარა რავი აბა! 14 კაცი რა NGოებმა აარჩიეს ჩორტ ივო ზნაიეტ და ეხლა თარხნიშვილი სადაც მოხდა სიაში რავი აბა რამდენად საღად მოაზროვნე NGOები იყვნენ ეჭვი მეპარება და მითუმეტეს ამ 14 დან კი არა დააავიწროვეს და თავისი 3 კანდიდატიდან ამოარჩევინეს ზურა და მე მიჩნდება შეკითხვა რა მნიშვნელობა აქვს მე პირდაპირ დავსვავ ჩემს კაცს თუ ს3 ჩემი კაციდან ავარჩევინებ ერთ ერთს შედეგი ხომ მაინც არ იცვლება?

ხოდა რავი ზურას რაც შეეხება ეგ კაცი დიდად გულზე არ მეხატება, მაგარი ნი რიბა ნე მიასა კაცია! puke.gif თანაც ყველა ამბობს რომ დიდი არაფერი ფინანსისტი და აუდიტი არაა და აბა ეგ დაჯე ნორმალურად ვერც დათვლის ალბათ!

Posted by: GT 15 Jan 2010, 20:29
Zmuzu
შენ რო გისმინოს კაცმა პატარა გრეჩიხა უნდა დაენიშნათ.
gigi.gif

Posted by: prologic 15 Jan 2010, 21:25
და თარხნიშვილს დაუწუნეს ნამოღვაწარი??

პრეზიდენტმა წარადგინა და რია ვიცი..........


ააა , მოუხსნია კანდიდატურა
http://www.presa.ge/index.php?text=news&i=11809


რაც ვივარაუდე კიდევაც

http://forum.ge/?showtopic=34063455&view=findpost&p=17403600

ხოდა ეგრე გააგრძელეთ, დამიჯერეთ ხოლმე,გამოგადგებათ gigi.gif

Posted by: peres 15 Jan 2010, 22:46
მათემატიკოსი/ბუღალტერი ამ კაცს წესით უნდა უყვარდეს სიზუსტე. დარწმუნებული ვარ ციფრს ციფრში აჯენს!

Posted by: GEORGIA007 15 Jan 2010, 22:50
QUOTE
მათემატიკოსი/ბუღალტერი ამ კაცს წესით უნდა უყვარდეს სიზუსტე. დარწმუნებული ვარ ციფრს ციფრში აჯენს!

up.gif up.gif lol.gif lol.gif

Posted by: crusader 15 Jan 2010, 22:55
ორისში აპირებს ბალანსის შედგენას, უკაცრავად დათვლას? biggrin.gif

Posted by: ვეშაპო 15 Jan 2010, 23:00
სულ ანგელოზიც რომ იყოს, არჩევნების მერე უკმაყოფილო მხარე მაინც ანათემას გადასცემს.
აქ საქართველოა.

Posted by: GEORGIA007 15 Jan 2010, 23:01
QUOTE
პირდაპირ უგულავას ჩააბარეს არჩევნების გაყალბება, ხარატიშვილი ალპეს კანდიდატი იყო! რა უნდა ელაპარაკო ამათ!

ასე ნაადრევად რომ გაუშვა ოპოზიციამ უგულავა პენსიაზე ეგრე ხო არა არი აბა?კაცი თავისას ჩალიჩობს givi.gif

Posted by: anamch 15 Jan 2010, 23:05
რატომღაც წესიერ კაცს გავს....

...............................................................

Posted by: mrgio 15 Jan 2010, 23:06
ვაააა.... გიგის არ მივულოცოთ მეორე ვადით არჩევა? biggrin.gif

Posted by: karlsoni 15 Jan 2010, 23:26
anamch
QUOTE
რატომღაც წესიერ კაცს გავს....

ჩემი მეგობრის ნათესავია და ვანოს ძმაკაცი.
ეგეთი კაცი, უწესო როგორ იქნება? biggrin.gif

ისე, რა შარში როგორ გაყო თავი. biggrin.gif

Posted by: dng 15 Jan 2010, 23:35
anamch
სამწუხაროდ მხოლოდ ჩანს წესიერი!

Posted by: ვეშაპო 15 Jan 2010, 23:38
mrgio
QUOTE
ვაააა.... გიგის არ მივულოცოთ მეორე ვადით არჩევა? 

dng
QUOTE
სამწუხაროდ მხოლოდ ჩანს წესიერი!


დროზე ადრე დეენძრა ხო უკვე. gigi.gif

Posted by: MikheilSukhiashvili 15 Jan 2010, 23:45
იქნებ სახლებში არ დარჩეთ, არჩევნებზე მიხვიდეთ და ხმა ერთ ჰოპოს კანდიდატს მისცეთ, უკაცრავად?
რევოლუციების ჩატარებაზე გაცილებით ადვილი მეთოდია... sad.gif

Posted by: dng 15 Jan 2010, 23:51
ვეშაპო
ნუ ეხლა მიშამ თარხნიშვილთან ერთად ამოარჩია 3 კაცში და ნუ ეხლა სადაც თარხნიშვილი იყო სიაში ესენიც რომ აანგელოზები არ იქნებიან ფაქტია და თანაც ამ კაცს ცეესკოდან დამოუკიდებლად იცნობს ჩემი რამდენიმე ახლობელი და იგივე აზრის იყვნენ მანამდეც სანამ გამოჩნდებოდა ამ ცსკოში! smile.gif

Posted by: MikheilSukhiashvili 15 Jan 2010, 23:54
dng
QUOTE
ნუ ეხლა მიშამ თარხნიშვილთან ერთად ამოარჩია 3 კაცში და ნუ ეხლა სადაც თარხნიშვილი იყო სიაში ესენიც რომ აანგელოზები არ იქნებიან ფაქტია

რაში საჭირო ახალი ჭორების მოგონება, ჰა? smile.gif
_ყველა_ კანდიდატი იყო წარდგენილი არასამთავროების მიერ. თარხნიშვილი იყო წარდგენილი "თავისუფლების ინსტიტუტიდან". ამ 12 კაციდან სააკაშვილმა აირჩია 3.

Posted by: karlsoni 15 Jan 2010, 23:55
ალკიბიადე თუ თემისტოკლე, საკითხავი აი ეს არის.

biggrin.gif

Posted by: kaatinga 15 Jan 2010, 23:59
QUOTE
ცეესკო-ს თავჯდომარე ზურაბ ხარატიშვილი, გახდა

ამ ჩემს ჩემს bis.gif

Posted by: karlsoni 16 Jan 2010, 00:04
MikheilSukhiashvili
QUOTE
რაში საჭირო ახალი ჭორების მოგონება, ჰა?
smile.gif _ყველა_ კანდიდატი იყო წარდგენილი არასამთავროების მიერ. თარხნიშვილი იყო წარდგენილი "თავისუფლების ინსტიტუტიდან". ამ 12 კაციდან სააკაშვილმა აირჩია 3.

და საბოლოოდ ცეესკოს თავმჯდომარეს გავიდა ივანე მერაბიშვილის ძმაკაცი. bis.gif bis.gif

lol.gif
ვახ.
რა მაგრები ხართ.

Posted by: Copula 16 Jan 2010, 00:05
QUOTE
ხოდა რავი ზურას რაც შეეხება ეგ კაცი დიდად გულზე არ მეხატება, მაგარი ნი რიბა ნე მიასა კაცია!  თანაც ყველა ამბობს რომ დიდი არაფერი ფინანსისტი და აუდიტი არაა

მეც მასე ვიცი smile.gif

Posted by: juliaroberts 16 Jan 2010, 00:20
karlsoni

და საბოლოოდ ცეესკოს თავმჯდომარეს გავიდა ივანე მერაბიშვილის ძმაკაცი.

ვისი კანდიდატურა იყო?


Posted by: dng 16 Jan 2010, 00:25
MikheilSukhiashvili
ხო და რა თქმა უნდა მიშამ მისთვის ( იგივე გიგისთვის) ყველაზე არახელსაყრელი კანდიდატები აირჩია ხო?
:მეტიარააჩემიმტერისმაილიკი:

Posted by: karlsoni 16 Jan 2010, 00:31
juliaroberts
QUOTE
და საბოლოოდ ცეესკოს თავმჯდომარეს გავიდა ივანე მერაბიშვილის ძმაკაცი.

ვისი კანდიდატურა იყო?

არ ვიცი.

Posted by: juliaroberts 16 Jan 2010, 00:37
karlsoni
QUOTE
არ ვიცი.


ნაცების ვერ იქბენოდა ფიზიკურად, ხოდა იცი რა მაინტერესებს?

როდესაც ეს კანდიდატურები პრეზიდენტს წარუდგინეს? ეძინა ოპოზიციას?

ეს ყველაფერი იმიტომ გაკეთდა რო ხალხში ნდობის ფაქტორი გაზრდილიყო, სინამდვილეში კი არაფერი არ შეიცვალა user.gif



Posted by: Shalvari 16 Jan 2010, 00:45
juliaroberts

ვისი და ნდნი - ახალი თაობა ახალი ინიციატივა. (კოკი იონათამაშვილი). თარხნიშვილი იყო თავისუფლების ინსტიტუტის, ხოლო სიჭინავა - ალპეს კანდიტატურა. ბოდიში ისევ ამერია - პირიქით ანუ ალპე-ხარატიშვილი, ნდნი სიჭინავა.

13 არასამთავრობომ (დიდებმა) შესთავაზეს ეკა სირაძე პრეზიდენტს, მეორე ჯგუფმა - სოფრომაძე მგონი, რომ სამ კაცში გაეყვანა, მაგრამ არ ქნა პრეზიდენტმა.

Posted by: mtarvali 16 Jan 2010, 00:48
QUOTE
და საბოლოოდ ცეესკოს თავმჯდომარეს გავიდა ივანე მერაბიშვილის ძმაკაცი.

ვისი კანდიდატურა იყო?

ალპეს კანდიდატურა იყო, რომელსაც რევოლუციამდე გიგი უგულავა ხელმძღვანელობდა და დღესაც იგი აკონტროლებს!

Posted by: karlsoni 16 Jan 2010, 00:58
mtarvali
QUOTE
ალპეს კანდიდატურა იყო, რომელსაც რევოლუციამდე გიგი უგულავა ხელმძღვანელობდა და დღესაც იგი აკონტროლებს!

რაღაში სჭირდებათ ხოლმე ეს ცირკები?
ვის ატყუებენ?
უცხოელებს?
keh.gif
biggrin.gif

Posted by: dng 16 Jan 2010, 01:03
ხო აბა რა! აბა იმ ^^^^^თავაა უცხოელებს ტვინი არ ყოფნით რომ სადმე ჩაიხედონ და გაიგონ რა ხდება და ჰა!

Posted by: juliaroberts 16 Jan 2010, 01:08
Shalvari
QUOTE
ვისი და ნდნი - ახალი თაობა ახალი ინიციატივა. (კოკი იონათამაშვილი). თარხნიშვილი იყო თავისუფლების ინსტიტუტის, ხოლო სიჭინავა - ალპეს კანდიტატურა. ბოდიში ისევ ამერია - პირიქით ანუ ალპე-ხარატიშვილი, ნდნი სიჭინავა.

13 არასამთავრობომ (დიდებმა) შესთავაზეს ეკა სირაძე პრეზიდენტს, მეორე ჯგუფმა - სოფრომაძე მგონი, რომ სამ კაცში გაეყვანა, მაგრამ არ ქნა პრეზიდენტმა.



ჩვენი პრობლემა იცი რა არის ? რიალურად ქვეყანას ოპაზიცია არ ჰყავს. არიან მთავრობაზე ზოგჯერ სამართლიანად, ზოგჯერ უსამართლოდაც გაბრაზებული, გულმოსული ხალხი, ეს არის რიალურად ოპოზიცია. დანარჩენი ყველა თავის თავზე ფიქრობს.

არადა ნაცები ჭკვიანები არიან, ყოველ შემთხევაში თავის შეცდომებზე მაინც სწავლობენ, რასაც ოპოები ვერ დაიტრაბახებენ user.gif

ამიტომ კეთდება არაფერი არაფრისთვის ........ user.gif


Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)