ასეთი ამბები ყოფილა
http://www.bm.ge/ka/article/saqartveloshi-...amoqmedda/12427მიკრო სიმძლავრის სადგურები ამოქმედდაო
მიკრო სიმძლავრის სადგურების სისტემის ამოქმედებით, საქართველოში მცხოვრებ ყველა ოჯახს აქვს შესაძლებლობა საკუთარ საცხოვრებელ ტერიტორიაზე დაამონტაჟოს განახლებად ენერგიაზე მომუშავე მიკრო სიმძლავრის ელექტროსადგური. გამომუშავებული ელექტროენერგია კი - თავადვე მოიხმაროს. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ გამომუშავებული ელექტოენერგიის გახარჯვა სრულად ვერ მოხდა, მომხმარებელი მას ნეტო აღრიცხვის ქსელში გაუშვებს.
ნეტო აღრიცხვის სისტემა უკვე მოქმედებს და გამომუშავებული ენერგიის საერთო ქსელში მიწოდების შემთხვევაში, ანაზღაურების მიღებას და ყოველთვიურად, ქვითარში არსებული სხვაობით ანგარიშსწორებას გულისხმობს.
საქართველოს მთავრობის ინიციატივით, „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში მიმდინარე წელს განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, განისაზღვრა მიკროსიმძლავრის ელექტროსადგური (ე.წ. ნეტო აღრიცხვა), როგორც საცალო მომხმარებლის მფლობელობაში არსებული განახლებადი ენერგიის წყარო, რომელიც მიერთებულია ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელთან და მისი დადგმული სიმძლავრე არ აღემატება 100 კილოვატს.
აღნიშნული ცვლილებით, საცალო მომხმარებელს მიეცა შესაძლებლობა, დაამონტაჟოს მიკროსიმძლავრის ელექტროსადგური, აწარმოოს ელექტროენერგია საკუთარი მოხმარებისთვის, ამავდროულად პარალელურ რეჟიმში ჩაერთოს ელექტროსისტემაში და გამანაწილებელ კომპანიას მიაწოდოს ჭარბად გამომუშავებული ელექტროენერგია, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ გამომუშავებული ელექტროენერგია ვერ დააკმაყოფილებს მის მოხმარებას, გამანაწილებელი კომპანიის ქსელიდან მიიღოს შესაბამისი რაოდენობის ელექტროენერგია.
"ნეტო აღრიცხვა ეს არის პირველ რიგში დემონსტრირება მოქალაქის და სახელმწიფოს ურთიერთსასარგებლო კომუნიკაციის, მეორე რიგში კი თანამედროვე, ევროპული ცხოვრების, აზროვნებისა და შემოსავლის მოძიების სტილი. საქართველოში ენერგეტიკა განვითარების უკვე ისეთ საფეხურზეა, როდესაც განახლებადი ენერგიების ათვისება და გამოყენება მხოლოდ ქვეყნის, სექტორის ფუფუნება კი არ არის, არამედ სავსებით ხელმისაწვდომი მეტიც, სარფიანია ნებისმიერი მოქალაქისთვის", - განაცხადა კახა კალაძემ.
http://www.bm.ge/ka/article/quotmikrosimdz...xdianquot/12428მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების მფლობელები ჭარბი ელექტროენერგიის გაყიდვისას საშემოსავლო და მოგების გადასახადს არ გადაიხდიან"პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ,,ექსპოჯორჯია“-ში გამართულ პრეზენტაციას - „ნეტო აღრიცხვის რეგულირება საქართველოში“ დაესწრო. მიკრო სიმძლავრის სადგურების სისტემის ამოქმედებით, საქართველოში მცხოვრებ ყველა ოჯახს აქვს შესაძლებლობა საკუთარ საცხოვრებელ ტერიტორიაზე დაამონტაჟოს განახლებად ენერგიაზე მომუშავე მიკრო სიმძლავრის ელექტროსადგური. გამომუშავებული ელექტროენერგია კი - თავადვე მოიხმაროს. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ გამომუშავებული ელექტოენერგიის გახარჯვა სრულად ვერ მოხდა, მომხმარებელი მას ნეტო აღრიცხვის ქსელში გაუშვებს.
პრეზენტაციაზე მოხსენება გააკეთა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ. ღონისძიებას ასევე დაესწრო რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე.
პრეზენტაციის შემდეგ, პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ ენერგოეფექტურობის მხარდასაჭერად საგადასახადო კოდექსში ინიცირებულ ცვლილებებს ამჟამად პარლამენტი განიხილავს. მისი განცხადებით, ცვლილებების მიხედვით, მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების მფლობელები ჭარბი ელექტროენერგიის გაყიდვისას საშემოსავლო და მოგების გადასახადს არ გადაიხდიან.
„ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ როგორც კომპანიები, ასევე ფიზიკური პირები ისარგებლებენ ამ შესაძლებლობით,“ - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
ნეტო აღრიცხვის სისტემა უკვე მოქმედებს და გამომუშავებული ენერგიის საერთო ქსელში მიწოდების შემთხვევაში, ანაზღაურების მიღებას და ყოველთვიურად, ქვითარში არსებული სხვაობით ანგარიშსწორებას გულისხმობს. საქართველოს მთავრობის ინიციატივით, „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში მიმდინარე წელს განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, განისაზღვრა მიკროსიმძლავრის ელექტროსადგური (ე.წ. ნეტო აღრიცხვა), როგორც საცალო მომხმარებლის მფლობელობაში არსებული განახლებადი ენერგიის წყარო, რომელიც მიერთებულია ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელთან და მისი დადგმული სიმძლავრე არ აღემატება 100 კილოვატს. აღნიშნული ცვლილებით, საცალო მომხმარებელს მიეცა შესაძლებლობა, დაამონტაჟოს მიკროსიმძლავრის ელექტროსადგური, აწარმოოს ელექტროენერგია საკუთარი მოხმარებისთვის, ამავდროულად პარალელურ რეჟიმში ჩაერთოს ელექტროსისტემაში და გამანაწილებელ კომპანიას მიაწოდოს ჭარბად გამომუშავებული ელექტროენერგია, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ გამომუშავებული ელექტროენერგია ვერ დააკმაყოფილებს მის მოხმარებას, გამანაწილებელი კომპანიის ქსელიდან მიიღოს შესაბამისი რაოდენობის ელექტროენერგია.