"ჩემი წილი რეპლიკა" მეც მაქვს, შეიძლება დიდი პროფესიონალიზმით ვერ გამოვირჩე, მაგრამ "ლოგიკასთან მეგობრობა" და დაკვირვების უნარი გარკვეული ანალიზის გაკეთების უფლებას მაძლევს...
პირველ რიგში ვაღიაროთ რომ ჰეიგი არ არის დიდი მწვრთნელი - ეს კაცი დამწყები მწვრთნელია, რომლისთვისაც საქართველოს ნაკრები ალბათ უფრო უკეთესი "ტრამპლინი" იქნება ვიდრე ჩვენტვის ბატონი მიტონი. ამ კაცს რომ რაგბი უთამაშია და ესმის სხვა საქმეა, მისი ბიოგრადიის შემხედვარემ (და არამარტო) ვიტყოდი რომ ეს კაცი კარგი სპეციალისტია მასწავლებლის დონეზე, ახალგაზრდებთან სამუშაოდ და 100 % ით მისი ქმაგი ვიქნებოდი ახალგაზრდულ ნაკრებებს რომ წვრთნიდეს 16-20 წლის ჩათვლით.
მაგრამ... არის ბევრი მაგრამ...
სპორტი რომ რეზულტატია ეს უდაოა, ან რეზულტატის მოსაპოვებლად იმხელა საფუძველი უნდა იყოს ჩაყრილი, რომ ამ საფუძველზე უკეთესმა მიდგომებმა სწორედ რეზულტატი მოიტანოს - უწყვეტად და სტაბილურად.
დღეისთვის რა მივაკუთვნოთ ჰეიგის აქტივს?
ორად-ორი გამარჯვება 3 წლის ნამძილზე - არაოპტიმალური შემადგენლობის სამოას ძლევა და რუმინელების ისე დამარცება რომ ამაში ეჭვი არავის შეუტანია.
რუინელებით დავიწყებ - რუმინელებთან "ბალანსის" საჩვენოდ გადახდა დაიწყო 4 წლის წინ და ერთ-ერთი ფადამწყვეტი სიტყვა მათი მსოფლიოზე დამარცება იყო, მას შემდეგ მგონი რუმინეთი უფრო გვიფრთხის ვიდერე ჩვენ მათ. და ეს ასეც უნდა იყოს იმის ფონზე რომ ევროპა 6 -ის სტატუსისთვის ვიბრძვით (თუმცა ევროპა 7-ის დაკარგვას რუმინეთი ვერ ეგუება, იუხედაავად ტრადიიებისა და უკეთEსი შიდა ჩემპიონატისა). რაც შეეხება სამოას აშაკარდ დიდი გამარჯვება იყო, რომელიც ბევრს არც ეჯერა, მარგამ სამოელები რომ არ იყვნენ ოპტიმალური შემადგენლობით ფაქტია. ცოტაზე მეტადაც რომ გაგვიმართლა ვაღიაროთ, თუმცა ატჩი ბოლო 25 წუთი მგონი ზეფანტასტიური რაგბი ვითამაშეთ (ჩვენი ისტორიის მანძIლზე).
ერთა თასის გამარჯვებას თუ ვაწერთ ჰეიგის აქტივში, ვერ დაგეთანხმებით, რადდგან ამას მილტონის გარეშეც ვახერხებდით და ჯერ კიდევ ვერ ვუგებთ ამ მე-3 დონი გუნდებს გასვლებზე პრემიალური ქულით (წინა ციკლს, როემლიც ექსპერიმენტებს დავუთმეთ არ ვახსენებ) - ბელგიასთან ძლივს მოვიგეთ, ისევე როგორც ესპანეთთან, რუსეთთან ასევე გაგვიჭირდა, რადგან 5 ჯარიმა მათ ააცილეს და კიდევ კარგი, პორტუგალიასთან გამოჩნდა საგრძნობლადდაჯაბვნის შანსი და ვერ გამოვიყენეთ - ამ გუნდებთან პრინციპში როდესაც ასეთი ამბიციები გვაქვს ოპტიმალური შეაგენლობით არც უნდა ვთამაშობდეთ. და ბოლოს რუმინეთში ფრე სადაც ოდნავი უპირატესობა აშკარად მასპინძLების მხარეზე იყო.
თბილისშიც მოვსრეთ ბელგია და ესპანეთი, კარგად დავამარცხეთ პორტუგალია და ცოტა ნანერვიულებზე რუსეთი - კიდევ ერთხელ ვიტყვი რომ მინიმუმ თბილისში ამ გუნდებს არაპოტიმალური შემაგენლობით, პრემიალურით უნდა ვუგებდეთ რასაც ჯერ კიდევ ვერ ვახერხებთ.
ახლა ტესტები...
იაპონიასთან და ფიჯისთან მსგავსი სცენარით წავაგეთ, გასაგებია რომ არცერი ეს გუდი არ არის ხელწამოსაკრავი, პირიქით, მარგამ ვერცერთ თამაშში მწვრთნელისეული ვერაფერი ვნახე, პირიქით მხოლოდ ბიჭების გულისწყვეტა იმაზე რომ "ძველი ტაქტიკით" ორივე გუნდს დავამარცხებდითო.
შემდეგ ამერიკული ტურნე - სრული ფიასკო - გარჩევადაც არ ღირს - იქ ფასეული არაფერი ყოფილა. არგენტინასთან კარგი ჯახი, მაგრამმ უკლასობის გამო საბოლოოდ ნაპროგნოზევი მარცხი.
შემდეგ აშშ და კანადა
კანადამ შარშან ვერ იბრწყინა, ამ ფონზე აქ მძიმედ დავამარცხეთ (კიდევ კარგი) აი აშშ-სთან კი პირიქით დავმარცხდით და გაართლებად გაგებრობა მოგვყავს. სწორედ ეს მგონია პრობლემა რომ მატჩის ბედი გადაწყვიტა გაუგებრობამ და ის ვერ მოვახერხეთ, რომ გაუგებრობის გადასაწყვეტზე მეტი უპირტსობა ვერ მოვიპოვეთ.
ახლა გადავთვალოთ სად იყო ტამაშების სუსტი ორგანიზება, ტან სადაც წავგეთ: ფიჯი, იაპონია, აშშ (2), კანადა - მგონი ცუდი შედეგია, ანუ თუ ის პირველი 2 წელი ექსპერიმენტებს მოხმარდა, ვერც მესამე წელი იყო ომახიანი და მქუხარე.
შუალედებში იყო თბილისის თასი სადაც სელექცია და პრიორიტეტბის საკითხი კრიტიკას ვერ უძლებდა:
პირვლ წლეს ცხვირმოუხოცავ ბავშვებთა ს.ა.რ. და ირლანდიიდან მარცხი და თან არც ისე სუსტი შემადგენლობით (მხოლოდ ურუგვაის ძლევა საკამოდ ძლიერი შემადგენლობით, ახსნადია მაინც სარეიტინგო დატვირთვა ჰქონდა) და მეორე წელს კი ასევე არც ისე სუსტი (!!!) შემადგენლობით სარეიტინგო მატჩში ესპანელების დამარცება, ცხვრმოუხოცავი იტალიელების "რღვევა" და ჯერ კიდევ ყველაფრის წინ მქონე არგენტინელებთან მარცხი... მატჩში სადაც ბირთვი სანაკრებო შემაგენლობა იყო.
სელექცია ვახსენე და - ზირაქას ს.ა.რ თან და ზიბოს იტალიასთან რომ "გამოცდი" ან ამ ბიჭებს აქვთ საქმე ცუდად ან მათ მომწვევს (პირველ ვერსიას კი ვერ ვიზიარებ) ფიჯი / იაპონიის ანტიგმირებით რომ გადაავსებ ორი წელი ირბ თბილისის თასზე შემადგენლობებს - აქაც მგონი სელექციის პრობლემაა, ან მწვრთნელი არ ვარგა, ან მის საქმიანობაში ცუდად ერევიან - საბოლოო შედეგითვის ორივე პრობლემაა...
დისციპლინა - ყბადაღებული თEმა, რომელიც ქვენი აქილევსის ქუსლი გახდა - უკაცრავად მაგრამ დისცლიპლინის საკითხს გუნდში ვინ ალაგებს?
იყო ასეთი ფრაზა: საქართველოს ნაკრები ის მონსრტია, რომელსაც ჯერ სძინავს, მარგამ ამლე გაიღვიძებს და საკუთარ რეალურ ძალას ბევრ გამოაცდევინებს"... მგონი საფრთხეა ამ ძილში არ გავიპაროთ... )))
მოთხოვნა მარტივია:
გუნდა ითამაშოს ხარისხიანი რაგბი და ამის ფონზე მსოფლიო ჩემპიონატზე მოუგოს ნამიბიას რაც წესით არ უნდა იყოს დიდი პრობლემა და გავისროლოთ ერთი ისეთი და დავამარცხოთ ტონგა...
ანუ ერთი ტონგაა (რეზულტატის მხრივ) მთელი ჩვენი მსოფლიო ჩემპიონატი და საამისოდ ვემზადებით აგერ უკვ 3 წელია და წინ კიდევ ერთი გვაქვს. (იმედია ყველაფერი კარგად ჩაივლის)
მაგრამ აქ იყო კიდევ ერთი დეტალი...
ჰეიგს დაევალა ასაკობრივი ნაკრებების პატრონაჟი (რასაც გაკვეულწილად ართმევს თავს, თუმცა მეტი ჩართულობა უკეთესი იქნებდა) და ეროვნულში მოთამაშე სანაკრებო კანდიდატ ბიჭებტან მუდმივად მუშაობა...
ალბათ მუშაობს, მარგამ ამ ნამუშევრის რეზულტატს დიდად ვერსად ვხედავ (ზოგჯერ ტურის ცენტრალურ მატჩცებზე ამ კაცს დავეძებ და როცა ვხედავ მიხარია, ბიჭებისთვის უყურებია მეთქი). 1-8 ნომერი რამდენიმე ფორმაციით რომ არ გვაქვს პრობლემა არ ახალია, ამგრამ 9-15... 9X15 კითXვას აბდებს...
7-კაცას ბიჭები ნაკრებში ვერ/არ იცდებიან...
რამდენიმე კანდიდატი გადაყოლილია კულვარულ უკმაყოფილებებს, როდესაც შეიძლბა ძალან სსარგბლონიც აღმოჩნდნენ...
ამ ყველაფრის შემდეგ მგონი მილტონს ვერ ეკუთვნის დაებითი შეფასება.
გამოდის რომ ამ კაცის მისია მხოლოდ გაისად ტონგას დამარცხებაა და ეგეც თუ ვერ შეძლო 4 წელი წყალში ჩაგვიყრია?..
ვნახოთ, 4-5 კვირა კიდევ შეხედავს კაცი მარგამ
არ მინდა ის უარესი მოხდეს ამ კარგი მასწავლებლის და დიდი არაფერია მწვრთნელის ხელში... გულშემატკივარი ვარ და მაქსიმუმს ვითხოვ
არ ვარ პროფესიონალი, მაგრამ არ მგონია რომ ლოგიკასთან ვერ ვიყო
და მოსაზრება ქარტული რაგბ პოტენციალის შესახებ იყს მითი.