ძალიან საკვირველია ჩემთვის დღემდე რატომ არ არის აქტუალური ცნობილი ბრენდებისათვის გამოუშვან რამდენიმე სიმიანი ტელეფონები სადაც ყველა სიმი პარალელურ რეჟიმში იმუშავებს.
დღემდე რაც არის გავრცელებული ეს არის ჩინეთის ბაზრის სარდაფებში აწყობილი 2 სიმიანი ტელეფონები, რომლებიც როდის დაასტუკებს კაცმა არ იცის, და + "ელიტელის" ცნობილი ასეჩკა
"დუოსი", რომლის რეკლამაც 1 წელი მიდიოდა და მაღაზიებში მხოლოდ 2 წლის მერე შეიტანეს და ისეთი "საინტერესო" (1100 ლარი + უბანძესი ფუნქციები + ბატარეა რომელიც 1 საათი ძლებდა) ფასი დაადეს რომ სულ 2 ცალი გაყიდეს ისიც დამფძნებლებზე
მოკლედ ხომ შეიძლება ნოკიამ გამოუშვას 1 კარგი, სოლიდური, მესამე თაობის, კარგ ფუნქციებიანი, ძლიერ აკუმულატორიანი მობი რომელშიც ჩადებ მაგალითად 4 ცალ სიმბარათს და ეს 4 ნომერი იმუშავებს პარალელურ რეჟიმში. აშკარად შეიძლება და უდიდესი მოთხოვნაც იქნება მასეთ ტელიკებზე.
სავარაუდოდ იმიტომ არ აკეთებენ მაგას რომ მობილური ოპერატორები წავლენ წინააღმდეგი. რადგან მაგ შემთხვევაში მათი მომხმარებელი მათგან მაქსიმალურ სარგებელს მიიღებს და თვითონ მოგება შეუმცირდებათ.
ეხლა დავწერ მაგალითს როგორ შეიძლება გამოიყენო 4 სიმიანი მობილური სადაც ყველა ნომერი პარალელურ რეჟიმში მუშაობს.
სიმი#1 - სამსახურის კორპორაციული ნომერი რომელზეც გარკვეული სარგებელი გერიცხება ყოველთვიურად.
სიმი#2 - ლაილაი- ჯეოსელზე და ლაილაიზე დასარეკად 5 თეთრიანი ტარიფით (ზუმის პონტში რომ არის რაღაც).
სიმი#3- ბალი- რომელზეც ძალიან მაგარი ნომერი გაქვს და გამოიყენებ ბალზე და მაგთიზე მრავალი შეღავათიანი ტარიფით სარგებლობისათვის.
სიმი#4- ბილაინი- ბილაინის ნომრებზე დასარეკად 2 თერთიანი ან სხვა რომელიმე შეღავათიანი ტარიფით სარგებლობისათვის.
მგონი ნათელი მაგალითია და ადვილი წარმოსადგენი და დასათვლელია რამდენს დაზოგავთ ასეთი სქემით. მინიმუმ გაანახევრებთ მობილურზე დანახარჯებს.