forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
Pages: (5) [1] 2 3 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> Apeirophobia – მარადიული არსებობის შიში, ფობიაც რომ არ შეგხვდება წესიერი
Bellamy
დემოკრატიაი არა ისა, ჯოხი გვინა ქართველებსა


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3623
წევრი No.: 185371
რეგისტრ.: 26-April 14

გამოგზავნილია: 17 Apr 2018, 21:14  #52550643      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ალბათ ყველას გამოგვივლია ბავშვობის ეტაპი, როცა პირველად გავაანალიზეთ, რომ მოვკვდებოდით. შესაბამისად, გვეშინოდა სიკვდილის, როგორც არსებობის შემწყვეტის (განსაკუთრებით ღამით, ძილის წინ).
მაგრამ არანაკლებ არაკომფორტულია ფიქრი უსასრულობასა და მარადიულ არსებობაზე. ხშირად მქონია ისეთი შემთხვევა, როდესაც ჩემდაუნებურად ჩავფიქრებულვარ ამ თემაზე და ისეთი დილემის წინაშე დავმდგარვარ, ცოტა მაკლდა, რომ აგონიისგან კედლებისთვის თავი არ მერტყა.
უკვე წლებია, რაც მაწუხებს ამ თემაზე ფიქრი, განსაკუთრებით მარტო როცა ვარ. ერთადერთი, რაც ამ დროს ცოტა მაწყნარებს, ისევ და ისევ დროის ფენომენზე ფიქრია – დროში გაჩენილი და მოძრავი არსება ვერასდროს ჩაწვდება იმ ფენომენს, რომელიც დროის მიღმა არსებობს და მისგან დამოუკიდებელია. შესაბამისად, ამ ფენომენის შეცნობისთვის პირველ რიგში დროის ფარგლებს გარეთ „გაღწევაა“ საჭირო.
ისიც გასაგებია, რომ მართლმადიდებლობაში დამკვიდრებული აზრით, უსასრულო ცხოვრება ადამიანს არ მობეზრდება და მოწყენაზე ფიქრი მკრეხელობად ითვლება, მით უფრო, სასუფეველზე როცაა ლაპარაკი (ჯოჯოხეთში უსასრულობაზე აღარც ვფიქრობ biggrin.gif) და ა.შ. მაგრამ მსგავსი ტიპის ზოგადი ახსნები ნაკლებად მამშვიდებს და არ მყოფნის სრულფასოვად პასუხად.



მგონია, რომ მარტო მე არ ვფიქრობ ამ თემაზე, ჰოდა გამოჩნდით ვისაც გიფიქრიათ. თუ მხოლოდ ახლა დაფიქრდით ამ თემაზე და ცოტა შეშფოთდით, ვიზიარებ, ამისგან ხსნა მხოლოდ ფიქრების იგნორირებაშია biggrin.gif
მაინტერესებს ნებისმიერი საღი აზრი და მივესალმები დისკუსიას, იქნება ეს რელიგიური თუ ფილოსოფიური კუთხით და ა.შ.
პირადად მე ამ ფენომენს ფობიას ნაკლებად დავარქმევდი. ეს ალბათ უფრო მდგომარეობაა, როცა ისწრაფვი იმის შესაცნობად, რისი შეცნობაც შენს ძალას და გაგებას უბრალოდ აღემატება და ავტომატურად „ჭედავ“ (მინიმუმ, ამ ეტაპზე მაინც).
P.S. „ლოლ სიკვდილის მერე ბნელა“, „აუ ამათ რეების სჯერათ“ და სხვა მსგავსი პათოსის დაბალი დონის სარკასტული გამონახტომები დარჩება რეაგირების გარეშე 2kiss.gif

მოკლედ, ვისაუბროთ rolleyes.gif

This post has been edited by Bellamy92 on 17 Apr 2018, 21:18


--------------------
– ქეთი, თუ რამე კითხვებია..
– ხო, ჩამოსულებს რატო აგინა ჯგუფში ჰკითხეო.
– იდი ნახუი. შემდეგი კითხვა.
----------------------
შოვინისტკებს არ გაათავებინოთ, თქვენი მოითავეთ და ეგრევე უთხარით - აბხაზია ენდ ოსეთია ის ჯორჯია და გადაბრუნდით დაიძინეთ. © Pioneer
ლოგიკⒶ
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4020
წევრი No.: 185638
რეგისტრ.: 3-May 14

გამოგზავნილია: 17 Apr 2018, 21:40  #52550781      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
მე რატომღაც ძალიან მაშინებს ის აზრი როცა წარმოვიდგენ რომ მოვკვდები და გავქრები მაგრამ ეს გაქრობა სამუდამო იქნება აწი აღარსდროს ვიცხოვრებ... ხოდა როცა წარმოვიდგენ უსასრულო დროს ძალიან ცუდი შეგრძნებაა... ამიტომ აღარ ვფიქრობ მაგ უსასრულო დროზე



ხო კიდე ის ტეხავს მაგრად რომ ელესდეს მიღება მეშინია biggrin.gif (და არც შენ გირჩევ) მაგ დროს ხშირად ასეთ საკითხებზე ფიქრობს ადამიანი აქტიურად თუმცა პრიმიტიული ხალხი უფრო კარგად ეგუება ელესდეს რომც მოინდომონ არც იციან რაზე უნდა იფიქრონ მაქსიმუმ რამე სისულელე შეაწუხებთ ხოლო ვისაც უფრო ბევრი აქვს ნაფიქრი და მეტი იცის შეიძლება გაცილებით ადვილად წავიდეს ბედ ტრიპში


--------------------
People live their lives bound by what they accept as "correct" and "true". That's what they call "reality" However correct and true are nothing but vague terms. Their reality could turn out to be an illusion.

ლოგიკა ცოდნის შედეგად მოდის, შენი ლოგიკის არეალი იმდენად პატარაა, რამდენადაც შენი ცოდნა
Bellamy
დემოკრატიაი არა ისა, ჯოხი გვინა ქართველებსა


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3623
წევრი No.: 185371
რეგისტრ.: 26-April 14

გამოგზავნილია: 17 Apr 2018, 21:49  #52550838      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ლოგიკⒶ
LSD ძააან იზმენაში გაგდებს, ექსტაზი/MDMA და მაგის ჯანი, ივლი ბედნიერი biggrin.gif
თემას რაც შეეხება, რავი, ჩემს ათეისტ მეგობარს ვკითხე, უსასრულო არარსებობას და უსასრულო არსებობას შორის რომელს აირჩევდი-მეთქი და იასნად არსებობაო, ნამეტანი მარტივად გადამიწყვიტა cry.gif
არადა კლასიკური გაგებით ათეისტია და არა დღევანდელი ხალხის უმეტესობა, ათეიზმს და აგნოსტიციზმს რომ ურევს ერთმანეთში, თან იმას აკრიტიკებს, რისიც წესით არ უნდა სწამდეს.

დროს რაც შეეხება, ვფიქრობ, საქმეც ეგ არის
მარადიულობა დროის მიღმაა, არ ექვემდებარება დროით განსაზღვრას
ამიტომაც, „უსასრულო დრო“ ალბათ არც არსებობს
იდეაში დროის არსებობა მხოლოდ სიკვდილის არსებობამ განაპირობა
ტაკ შტო, სიკვდილით დროისგან თავისუფლდები, ასე მგონია მე
ლოგიკⒶ
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4020
წევრი No.: 185638
რეგისტრ.: 3-May 14

გამოგზავნილია: 17 Apr 2018, 22:20  #52551029      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
Bellamy92
QUOTE
LSD ძააან იზმენაში გაგდებს, ექსტაზი/MDMA და მაგის ჯანი, ივლი ბედნიერი

ხოო sad.gif ერთხელ მახსოვს ელესდე მივიღე და მეჩვენებოდა თითქოს მეგობრები მეუბნებოდნენ რომ ეს სამყარო სიმულაციაა ხოდა ვფიქრობდი რომ ამდენი წელი პროგრამაში ვცხოვრობდი და იმ მომენტში პირველად ვესაუბრებოდი რეალურ ცნობიერ არსებებს რომლებიც სხვა სამყაროში იმყოფებიან და ჩემი მეგობრის სხეულით მესაუბრებიან gigi.gif


QUOTE
უსასრულო არარსებობას და უსასრულო არსებობას შორის რომელს აირჩევდი-მეთქი და იასნად არსებობაო, ნამეტანი მარტივად გადამიწყვიტა

ქრისტიანულად თუ უყურებ სამუდამოდ არსებობას ეგ მშვენიერი ვარიანტია იმიტომ რომ არასდროს მოგბეზრდება არასდროს მოგწყინდება საუკუნო ბედნიერებაში იქნები ღმერთთან თან ღმერთი ხომ თვით ზენიტია ყველაფერი კარგის და ვერც შეადრი ამ ქვეყნიურ ბედნიერებას იმ ქვეყნიურს იმიტომ რომ საერთოდ სხვადასხვა კატეგორიებია... ქრისტიანი თუ ხარ არუნდა გეშინოდეს სამოთხეში სამუდამოდ არსებობის


თუ ფიქრობ რომ ამ ქვეყნად როგორც ვართ ასე იარსებებ სამუდამოდ ეს ალბათ ცუდი იქნება (მაგრამ ესეთი სამუდამო არსებობა არ მაქ წარმოდგენილი არასდროს) იმიტომ რომ ადამიანი მუდმივად იცვლება ადრე თუ გვიან აზრს დაკარგავს არსებობა და ტანჯვად გადაიქცევა ეგ ყველაფერი... ერთადერთი გამოსავალია რაღაც რობოტივით ტვინგამორეცხილი სიბედნიერე გახლდეს მუდმივად



ათეისტური გადმოსახედიდანაც პრინციპში არაა ძალიან ცუდი თუ წარმოიდგენ რომ დაბადებამდე არაფერი არსებობდა არაფერი აწუხებდა არავის... მშვენიერი იყო არარსებობა და სიკვდილის მერეც იგივე უდარდელი არარსებობა იქნება... პლიუს ეს ცოტა უფრო რთულია მაგრამ ევოლუციაში თუ ერკვევი ბიოლოგიურად რომ შეხედო ადამიანის ჩამოყალიბების მიზეზს და იმ გრძნობების თუ ქცევის გამომწვევ მიზეზებს რის გამოც ასე ვიქცევით მაშინ აღმოჩნდება რომ სიკვდილი არარის ობიექტურად ცუდი რამ უბრალოდ ევოლუციამ ჩადო ცნობიერ არსებებში სიკვდილის ძალიან ძლიერი შიში თორე თავისუფლად შეიძლება სიკვდილი და დაძინება ერთმანეთს გავუტოლოთ როგორც ძილი არაა ობიექტურად საშინელი რამ და ხალხი უპრობლემოდ იძინებს ასევე სიკვდილიც არაა ობიექტურად ცუდი რამ უბრალოდ ჩვენს გენეტიკაში დევს ის კოდი რომლის გამოც გვეშინია სიკვდილის
Bellamy
დემოკრატიაი არა ისა, ჯოხი გვინა ქართველებსა


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3623
წევრი No.: 185371
რეგისტრ.: 26-April 14

გამოგზავნილია: 17 Apr 2018, 22:29  #52551094      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ლოგიკⒶ
QUOTE
ქრისტიანულად თუ უყურებ სამუდამოდ არსებობას ეგ მშვენიერი ვარიანტია იმიტომ რომ არასდროს მოგბეზრდება არასდროს მოგწყინდება საუკუნო ბედნიერებაში იქნები ღმერთთან თან ღმერთი ხომ თვით ზენიტია ყველაფერი კარგის და ვერც შეადრი ამ ქვეყნიურ ბედნიერებას იმ ქვეყნიურს იმიტომ რომ საერთოდ სხვადასხვა კატეგორიებია... ქრისტიანი თუ ხარ არუნდა გეშინოდეს სამოთხეში სამუდამოდ არსებობის

საქმეც ეგაა, რომ ეს ყველაფერი თითქოს გათავისებული მაქვს ამდენი წელია, მაგრამ იზმენაში მაგდებს მაინც, ალბათ მივეჩვევი დროთა განმავლობაში

QUOTE
თავისუფლად შეიძლება სიკვდილი და დაძინება ერთმანეთს გავუტოლოთ როგორც ძილი არაა ობიექტურად საშინელი რამ და ხალხი უპრობლემოდ იძინებს ასევე სიკვდილიც არაა ობიექტურად ცუდი რამ უბრალოდ ჩვენს გენეტიკაში დევს ის კოდი რომლის გამოც გვეშინია სიკვდილის

სიკვდილის შიში საერთოდ არ მაწუხებს საბედნიეროდ, რავი
ჩემი მეგობარია ერთი, სიკვდილის ისე ეშინია, შეიძლება ძაან მშვიდად საუბრიდან ეგრევე პანიკურ კივილზე გადავიდეს, არადა გოგო პროკურორია გაქანებული, ხალხი ყავს ტერორში lol.gif lol.gif
ლოგიკⒶ
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4020
წევრი No.: 185638
რეგისტრ.: 3-May 14

გამოგზავნილია: 18 Apr 2018, 23:50  #52557028      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
Bellamy92
QUOTE
საქმეც ეგაა, რომ ეს ყველაფერი თითქოს გათავისებული მაქვს ამდენი წელია, მაგრამ იზმენაში მაგდებს მაინც, ალბათ მივეჩვევი დროთა განმავლობაში

QUOTE
სიკვდილის შიში საერთოდ არ მაწუხებს საბედნიეროდ, რავი

სიკვდილის შიში თუ არ გაწუხებს და სამოთხეში მოხვედრა თუ გაშინებს მაშინ ეგ მოგვარებადი პრობლემაა... რელიგიით უნდა დაინტერესდე, ღრმად ჩაეძიე დეტალებს გამოიკვლიე რამდენად სიმართლეა ის რისიც შენ გჯერა, აუცილებლად ისწავლე კრიტიკული აზროვნება და აღმოაჩენ რომ ქრისტიანობა ისეთივე დოზითაა სიმართლე როგორც ნებისმიერი სხვა რელიგია ან მითოლოგია... თუ გინდა რომ შეინარჩუნო ის რწმენა რაც გაგაჩნია მაშინ აშკარად არუნდა გამოიკვლიო ეგ რელიგია და ზედაპირულად იცოდე ყველაფერი


QUOTE
ჩემი მეგობარია ერთი, სიკვდილის ისე ეშინია, შეიძლება ძაან მშვიდად საუბრიდან ეგრევე პანიკურ კივილზე გადავიდეს

ჩვეულებრივი საუბრისას უეცრად ახსენდება რომ უნდა მოკვდეს biggrin.gif თუ სიკვდილზე როცა ჩამოვარდება თემა?
Bellamy
დემოკრატიაი არა ისა, ჯოხი გვინა ქართველებსა


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3623
წევრი No.: 185371
რეგისტრ.: 26-April 14

გამოგზავნილია: 19 Apr 2018, 09:22  #52558068      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ლოგიკⒶ
QUOTE
ჩვეულებრივი საუბრისას უეცრად ახსენდება რომ უნდა მოკვდეს  თუ სიკვდილზე როცა ჩამოვარდება თემა?

სიკვდილს ახსენებ თუ არა ეგრევე იზმენდება biggrin.gif

QUOTE
სამოთხეში მოხვედრა თუ გაშინებს

ეგ არ მაშინებს, მაგრამ მარადიულობის ფენომენის გაუცნობიერებლობაზე ავტომატურად დისკომფორტი მაქვს გინდა სამოთხეზე, გინდა ჯოჯოხეთზე ფიქრის დროს biggrin.gif

ქრისტიანობას (მართლმადიდებლობას) რაც შეეხება, ზოგადად ბევრს ვფიქრობ მაგ თემაზე, ბევრ რაღაცაზეც ჩემეული ხედვა ჩამომიყალიბდა
კითხვებიც ძალიან ბევრი მიჩნდება, მაგრამ ეგ რაღაცნაირად პირიქით მოქმედებს, ანუ რაც უფრო მეტში ვიჭედები, მით უფრო ჯიუტად ვეძებ პასუხებს და არა თავი დავანებო და ეჭვი შევიტანო ჭეშმარიტებაში
ზოგადად ეგრეც უნდა იყო, თუ რაიმე იდეას უშვებ და გწამს, მაშინ ყველა მომდევნო კითხვაზე პასუხიც უნდა ეძებო, თუ არა და თავიდანვე არ უნდა შეყვე და დარჩე ათეიზმში, პროსტა ათეიზმი ძალიან უაზრობად მეჩვენება იმის კვალობაზე, რა მსოფლმხედველობაც გამაჩნია უკვე

This post has been edited by Bellamy92 on 19 Apr 2018, 09:28
Artist
სიყვარული


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 17247
წევრი No.: 12191
რეგისტრ.: 14-August 05

გამოგზავნილია: 29 Apr 2018, 14:02  #52617858      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Bellamy92
QUOTE
მარადიულობის ფენომენის გაუცნობიერებლობაზე ავტომატურად დისკომფორტი მაქვს გინდა სამოთხეზე, გინდა ჯოჯოხეთზე ფიქრის დროს  

სულის გარდასხეულებაზე არ გიფიქრია? რომ ადამიანის სული იმყოფება სულიერ სამყაროში და პერიოდულად მოდის ადამიანის სხეულში, იბადება
სხვადასხვა მშობლებთან და ქვეყნებში თუ რასებში... და ეს დრო და სივრცე შექმნილია ადამიანის სულის განსავითარებლად, სულის უკვდავება არ
იქნება შემაშფოთებელი თუ მიხვდება ადამიანი, რომ მისი სული ვითარდება... და არსებობს სულიერ სამყარში იერარქიები, რომ ადამიანის საფეხურის
შემდეგ მოდის ანგელოზთა იერარქია, შემდეგ კი მთავარ ანგელოზთა იერარქია და ა.შ. ქერუბიმებსა და სერაფიმებამდე... სულ 9 იერარქია არსებობს.
ხოდა ადამიანი მიისწრაფვის, თავისი ბედის და გარდასხეულების მეშვეობით, ჯერ ხელთდასხმულის დონეზე ასასვლელად, საიდანაც უფრო მეტს
იგებს და ხედავს, შემდეგი ეტაპი კი ანგელოზთა იერარქიაა და ა.შ. თუ მართლა გაინტერესებს და უცხო ენა გეხერხება, წაიკითხე ეს წიგნი... smile.gif
გერმანულად...(ორიგინალი) ინგლისურად... რუსულად...

This post has been edited by Artist on 29 Apr 2018, 14:03


--------------------
ლოცვა:
…იესო ქრისტე ძეო ღვთისაო, მოგვიტევე ცოდვები ჩვენნი და გააბრწყინე დღეს საქართველო...
იყოს ნება შენი ქვეყანასა ზედა, სიყვარული საქართველოსა ზედა იმედად მსოფლიოსა ზედა
© Artist
Bellamy
დემოკრატიაი არა ისა, ჯოხი გვინა ქართველებსა


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3623
წევრი No.: 185371
რეგისტრ.: 26-April 14

გამოგზავნილია: 29 Apr 2018, 14:10  #52617900      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Artist
QUOTE
სულის გარდასხეულებაზე არ გიფიქრია? რომ ადამიანის სული იმყოფება სულიერ სამყაროში და პერიოდულად მოდის ადამიანის სხეულში, იბადება
სხვადასხვა მშობლებთან და ქვეყნებში თუ რასებში... და ეს დრო და სივრცე შექმნილია ადამიანის სულის განსავითარებლად, სულის უკვდავება არ
იქნება შემაშფოთებელი თუ მიხვდება ადამიანი, რომ მისი სული ვითარდება... და არსებობს სულიერ სამყარში იერარქიები, რომ ადამიანის საფეხურის
შემდეგ მოდის ანგელოზთა იერარქია, შემდეგ კი მთავარ ანგელოზთა იერარქია და ა.შ. ქერუბიმებსა და სერაფიმებამდე... სულ 9 იერარქია არსებობს.
ხოდა ადამიანი მიისწრაფვის, თავისი ბედის და გარდასხეულების მეშვეობით, ჯერ ხელთდასხმულის დონეზე ასასვლელად, საიდანაც უფრო მეტს
იგებს და ხედავს, შემდეგი ეტაპი კი ანგელოზთა იერარქიაა და ა.შ. თუ მართლა გაინტერესებს და უცხო ენა გეხერხება, წაიკითხე ეს წიგნი... 

მშვენიერი მსჯელობაა, არ დაგიმალავ და მიფიქრია მსგავს რაღაცაზე და მესიამოვნა ამ ყველაფრის წაკითხვა
წიგნსაც აუცილებლად წავიკითხავ თავისუფალ დროს, დიდი მადლობა up.gif
nnn_lll
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 363
წევრი No.: 229995
რეგისტრ.: 12-March 17

გამოგზავნილია: 13 May 2018, 07:31  #52701660      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ადრე მახსოვს რაღაცა რელიგიური გადაცემა გადიოდა და პირველ კლასელ ბავშვს ყველაზე ცოდვილი მეგონა თავი
ვიტანჯებოდი
Tom Brady
Old გერეფ


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 14557
წევრი No.: 144223
რეგისტრ.: 11-March 12

გამოგზავნილია: 13 May 2018, 08:31  #52701734      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
იყო დრო, როდესაც არ ვიყავით (მე, შენ, სხვები) - ამის გამო ნაღდად არ გვინერვიულია იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ არ ვიყავით.

მოვა დრო და აღარ ვიქნებით (მე, შენ, სხვები) - ამის გამო ნაღდად ვერ ვინერვიულებთ იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ აღარ ვიქნებით.

აქედან გამომდინარე დაიკიდეთ და დატკბით ამ ორ არყოფნას შორის არსებული დროით ანუ სიცოცხლით და მაგ შიშსაც იოლად დაძლევთ.


--------------------
თავისუფლება ისე არ მოდის, თავისუფლება მგელთა ხვედრია
--------------------
ნიუ იორკში ბოსტონ სელტიქსმა დაძაბულ ბრძოლაში დააამარცხა ადგილობრივი ნიქსი და 2-3 გახადა სერიაში ანგარიში, თუმცა შემდეგ ეტაპზე მაინც ნიქსი გავიდა (c) რუსთავი 2-ის ფრანგიშვილი, 2013
---------------------
დაილოცოს სეტანტა TV
oqrialeli
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 292
წევრი No.: 242257
რეგისტრ.: 18-April 18

გამოგზავნილია: 13 May 2018, 09:44  #52701898      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ყველა ერთად რომ ვიქნებით ეგ როგორი ასახსნელია?ვიღაცის დიდი ბაბუა რომ იქნები და ვიღაცის შთამომავალი ერთდროულად.უასაკოები და უსხეულოები.რათქმაუნდა დროც არ გავა.მაგრამ მაგდროს როგორ უნდა გიყვარდეს?წარმოუდგენელია რამეთუ დაკონკრეტბა უაზრობას ამსგავსებს.

სხვა რამეს შევეხე ზემოთ.ამ აზროვნებით და შესაძლებლობებით მარადიულად ცხოვრება რთულია მაგრამ იქნებ მერე აზრი მიეცეს?სამყარო ჰო უსასრულოა?ჰოდა დაგეკისრება მისია გამოიკვლიოsmile.gif
temart
Super Crazy Member ++


********
ჯგუფი: Members
წერილები: 20074
წევრი No.: 56317
რეგისტრ.: 21-March 08

გამოგზავნილია: 13 May 2018, 10:21  #52702009      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Bellamy

დღეს უკვე კვანტური მექანიკაც აღიარებს ადამიანის სულიერ მარადისობას.


ასე რომ უნდა შეეგუო.

world-miracle
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 439
წევრი No.: 238372
რეგისტრ.: 26-November 17

გამოგზავნილია: 13 May 2018, 12:37  #52702709      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
temart
QUOTE
დღეს უკვე კვანტური მექანიკაც აღიარებს ადამიანის სულიერ მარადისობას.


ბიბლია არ აღიარებს რომ ადამიანს აქვს რაღაც უკვდავი სული.


* * *
oqrialeli

QUOTE
მაგრამ იქნებ მერე აზრი მიეცეს?სამყარო ჰო უსასრულოა?ჰოდა დაგეკისრება მისია გამოიკვლიო

ნამდვილად. თუ დედამიწაზე ადამიანს მისცემ სრულყოფილ ფიზიკურ და ემოციურ ჯანმრთელობას, გაათავისუფლებ ბოროტებისგან და შიშებისგან, და მას მისცემ საშუალებას იყოს თავისუფალი, შეძლოს სამყაროს შემეცნება, მეგობრებთან ურთიერთობა არ მგონია ვინმემ სიკვდილი მოისურვოს ასეთ მოცემულობაში. დღეს რასაც ვხედავთ ესეთ სამყაროში მარადიულობა ნამდვილი სასჯელი იქნებოდა.

Artist
სიყვარული


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 17247
წევრი No.: 12191
რეგისტრ.: 14-August 05

გამოგზავნილია: 13 May 2018, 13:48  #52703237      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
world-miracle
QUOTE
ბიბლია არ აღიარებს რომ ადამიანს აქვს რაღაც უკვდავი სული.

ღმერთი ხომ არის უკვდავი? ვინაიდან ის მიწიერ კანონებს არ ემორჩილება, ხოდა ადამიანს მან შთაბერა ეს სული.
რომელიც აგრეთვე უკვდავია, ბიბლია ამას ამბობს ამ ფაქტით:

"და შექმნა უფალმან ღმერთმან კაცი მტუერისა მიმღებელმა ქვეყანისაგან. და შთაბერა პირსა მისსა სული სიცოცხლისაჲ და იქმნა კაცი იგი სულად ცხოველად."
(დაბადება თავი 2, 7 ძველი აღთქმა)

ის ცხოველური ანუ სხეულებრივი ნაწილი წარმავალია, მაგრამ მისი სული კი უკვდავია და განაგრძობს განვითარებას....
1 წევრი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (5) [1] 2 3 ... ბოლო » გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0279 ]   [ 12 queries used ]   [ GZIP Disabled ]