forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · რჩეულები  · ჩატი
Pages: (3) 1 [2] 3   ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> ტრენინგები, თქვენი აზრი სასერთიფიკატო კურსებზე.
jesika@
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 299
წევრი No.: 138014
რეგისტრ.: 4-November 11

გამოგზავნილია: 1 Sep 2012, 20:12  #32809308      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
LOLZ
ჯერ ვერ დაგიდებ =სექტემბრის შუა რიცხვებამდე რაგაცეებს ვცლით ვამატებთ. მიღებას გამოვაცხადებთ და დაგიდებ. სად გაიარე პროექტების მართვა ასე უკმაყოფილი რომ დარჩი?
* * *
მოკლედ შემიძლია მოგწერო,მთლიანი პროგრამა ჯერ ვერა. ცოტა მოგვიანებით მოგწერ პირადში ეხლა ვერ ვასწრებsmile.gif)
LOLZ
ჭორიტიკოსი


********
ჯგუფი: Moderators
წერილები: 25278
წევრი No.: 6624
რეგისტრ.: 1-October 04

გამოგზავნილია: 1 Sep 2012, 20:29  #32809563      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი · aim
jesika@
პროექტების მართვის ტრენინგი რამდენიმე წლის წინ ctc-ში. ახლაც აქვთ მგონი. ძალიან კარგი ორგანიზაციაა, კვალიფიციური ტრენერები და პროგრამაც შესანიშნავი. მათი სხვა კურსიც მაქვს გავლილი. უკმაყოფილება ეხებოდა ძირითადად იმ განცხადებებს რომლებიც სხვადასხვა ორგანიზაციის სახელით დევს ჯობს.გე-ზე. დაკონკრეტებისგან ამ შემთხვევაში თავს შევიკავებ smile.gif)) რამდენჯერმე წავაწყდი და რომ გადავხედე დიდად არ მომეწონა.
პროექტის მართვა ფონდების მოძიების ერთ-ერთი (და არა ერთადერთი) საშუალებაა. სამწუხაროა რომ ასე ვიწროდ ისწავლება საქართველოში. ამერიკაში გავიარე ეგ კურსი, და მთელ მასალაში ძალიან პატარა ადგილი უჭირავს.
იგივე შემიძლია ვთქვა სოციალურ მედიაზე. აქ ძირითადად თვითნასწავლი ბლოგერები ტრენერობენ. მეეჭვება რომელიმეს ჰქონდეს აკადემიური განათლება. მე რაც ვისწავლე, გაცილებიტ მეტია ვიდრე ინტერნეტში მოძიებული ინფო და ფბ-ის ინსაითები. smile.gif))


--------------------
Ave Gijmaj! თაყვანი მეცით, თქვენი ახალი ღმერთი ვარ!!!
--
უნდა იყო აჩქარებული მაგრამ ნელი. საოცარი რამეა. ვინც ამას შეძლებს აუცილებლად გადადგავს სწორ ნაბიჯებს.
--
Every person, all the events of your life are there because you have drawn them there. What you choose to do with them is up to you.
jesika@
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 299
წევრი No.: 138014
რეგისტრ.: 4-November 11

გამოგზავნილია: 1 Sep 2012, 20:36  #32809680      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
LOLZ
სოციალურ მედიაზე გეთანხმები. ძალიან ჭირს კვალიფიციური ტრენერის მონახვა. ვხვდები რომელ ბლოგერსაც გულისხმობ მგონიsmile.gif) ამიტომ საერთოდ არ გამოვაცხადებთ მიღებას მაგ კურსზე სანემ არ ვიპოვით ნორმალურ ტრენერს.
* * *
LOLZ
QUOTE
პროექტის მართვა ფონდების მოძიების ერთ-ერთი (და არა ერთადერთი) საშუალებაა. სამწუხაროა რომ ასე ვიწროდ ისწავლება საქართველოში. ამერიკაში გავიარე ეგ კურსი, და მთელ მასალაში ძალიან პატარა ადგილი უჭირავს.

სამი ლექცია ეთმობა ჩვენთან გადავამოწმე ტრენერთან. ნუ ზოგადად ცოტა არაა ალბათ.
jesika@
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 299
წევრი No.: 138014
რეგისტრ.: 4-November 11

გამოგზავნილია: 6 Sep 2012, 14:40  #32877851      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
მოკლედ მგონი მთელი თბილისის მაშტაბით ვეძებეთ და ვერ ვიპოვე კვალიფიციური ტრენერი სოციალუ მედიაში. ლამის ამოვიღ ო საერთოდ ეს კურსები. ვინმეს ხომ არ გეგულებათ სადმე? ბლოგერები არ მინდა თავისტავადsmile.gif) დანარჩენი კურსები მართლა საუკეთესო კადრებით დაკომპლექტდა.
nutsiko
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 5973
წევრი No.: 7747
რეგისტრ.: 11-December 04

გამოგზავნილია: 6 Sep 2012, 20:16  #32882568      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
jesika@

როგორ არ არიან, ეგაა, რომ ვინც არის, ის უკვე დაკავებულია და ძალიან საინტერესო ოფერი უნდა გაუკეთო, რომ დაითანხმო.
ვინც არის და საკმაოდ კვალიფიციური და ძლიერია, თავის საქმის მცოდნე, ისინი ახალ შემოთავაზებებს ნაკლებად ეძებენ. მათ იქეთ ეძებენ.

მე გირჩევდი ჯიპასა და პიარ სკოლას მიმართო, მგონი მათ ჰქონდათ შესაბამისი საგნები.

დანარჩენ კურსებში რა იგულისხმება? რომელი კურსები გაქვთ სხვა? რამდენად კვალიფიური კადრი გყავთ? ვინ არიან, იქნებ დაწეროთ ან ორიოდე სიტყვა თქვენი ცენტრის შესახებ.
jesika@
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 299
წევრი No.: 138014
რეგისტრ.: 4-November 11

გამოგზავნილია: 7 Sep 2012, 00:21  #32886209      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
nutsiko
პიარ სკოლაში ვიყავი ვევრჯერ. ეგენი ჩემი მეგობრები არიანsmile.gif) ზუსტად მაგათტან აღნიშნულ კურს ბლოგერი კითხულობს. კი ბატონო დავწერsmile.gif) პროექტების მართვა( იქნება როგორც ქართულე ინაზე ასევე ინგლისურად)-ალექსანდრე მარგიშვილი. საბურალტრო აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით და საგადასახადო სისტემის შემსწავლელი პრაქტიკული კურსი- გიორგი თედორაძე.აი გიორგის გადმობირებაზე დამჭირდა მთელი წვალება. ინგლირური ენა და ლიტერატურა( აქ სხვადასხვა მიმარტულებებია: ბიზნეს ინლისური,იურიდიული ინგლისური,საკომუნიკაციო,ზოგადი) თეა ენუქიძე. ჯანდაცვის მენეჯმენტი( აქ ორ კანდიდატს შორის ვწყვეტთ ტრენერის ვინაობას,ამიტომ ჯერ ვერ დავასახელებ) ადვოკატთა დახელოვნების კურსები(თეორია+პრაქტიკა)-იასონ ბესელია. კრეატივის და ბრენდინგის საფუძვლები-დიმიტრი მოდრეკელიძე. სოციალურ მედიაზე კი მოგახსენეთ პრობლემა გვაქვს ტრენერის. ბიზნეს სამართალი ოქტომბრიდან გვემატება. არის კიდევ ორი კურსი,რომლები გათვლილია უცხოელებზე და როგორც ზემოთ ვთქვი არ ვასახელებთ მანამ სანემ მიღებას არ გამოვაცხადებთ( ორ სამ კვირაში) ეს ჩვენი იქსკლუზივიაsmile.gif).რაც შეეხება ტრენერებს ყველა უმაღლეს დონეზე კვალიფიციურია და დიდი გამოცდილება აქვთ. თუ კურსი ან ტრენრი გაინტერესებს დაწვრილებით,მომწერე და გეტყვი სად და როდიდან მოგვაწეობენ. ორ კვირაში საიტიც მზად იქნება და დაწვრილებით ინფორმაციასაც იხილავთ.
nutsiko
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 5973
წევრი No.: 7747
რეგისტრ.: 11-December 04

გამოგზავნილია: 7 Sep 2012, 00:26  #32886285      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
jesika@
და რომელი ცენტრია?
სხვა კურსებზე არ ვარ კომპეტენტური და აი, იურიდიული ინგლისური, უფრო სწორად ინგლისური იურისტებისთვის, თუ როგორც გენებოთ, ვინ გყავთ ტრენერი ძალიან მაინტერესებს biggrin.gif და ზოგადად, სამართლის კურსებზე?
ვინც დაასახელეთ ამ სფეროში რა გითხრათ, აბა?! თავს შევიკავებდი კომენტარისგან biggrin.gif არაფერი პირადული არც ერთი ტრენერის მიმართ, ეს ისე... ჩემი მოკრძალებული კომენტარია.
jesika@
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 299
წევრი No.: 138014
რეგისტრ.: 4-November 11

გამოგზავნილია: 7 Sep 2012, 00:33  #32886366      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
იურიდიული სამართალი თეა ენუქიძე. ზოგადათ სამართლის კურსები ვერ მივხვდი რომელი? ადვოკატებისთვის გვაქვს ამას მეკიტხები? აქ ადვოკატი იასონ ბესელია. არის უმაღლეს დონეზე კვალიფიციური იურისტი და ადვოკატი, დიდი გამოცდილებით. დაახლოებით ათი წელია ადვოკატია,მანამდე სტაჯიორ-გამომძიებლიდან დაწყებული პროკურორამდე ყველა ინსტანცია აქვს გავლილი. და რომეკ ტრენერს იცნობ>? ნამდვილად მაინტერესებს. იმიტომ რომ ყველა მათგანს საუკეტესო რეკომენდაციები აქვს, როგორც დასაქმების ადგილიდან ასევე ყოფილი სტუდენტებისგან.
nutsiko
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 5973
წევრი No.: 7747
რეგისტრ.: 11-December 04

გამოგზავნილია: 7 Sep 2012, 00:53  #32886609      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
jesika@
სიმართლე გითხრა, მაინტერესებდა ვინ იყო ტრენერი, რომელიც იურიდიულ ინგლისურს ანუ ინგლისური ენა იურისტებისთვის ასწავლიდა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, რადგან ხშირად ასწავლიან ინგლისურის სპეციალისტები, რომლებსაც ერთი წიგნი აქვთ ნასწავლი (სადაც იურ.ტერმინებია) და თავად ამის იქეთ არ აქვთ ნამუშევარი და გამოცდილება, რა ტერმინი, რა არის. იმის თქმა მინდა, რომ ,,საგანი სიღრმისეულად არ ესმით" ასე ვთქვათ. შესაბამისად, ვერ ხსნიან გასაგებად. სხვას რომ რამ ასწავლო, თავად უნდა იყო საკმაოდ ძლიერი და ზედმიწევნით კარგად იცოდე ის, რასაც ასწავლი. ვინც იცის იურიდიული ტერმინოლოგია, ძირითადად ის იურისტია, რომელმაც ენა ძალიან კარგად იცის და შესაბამისად, სამუშაო გამოცდილება აძლევს საშუალებას ანუ პრაქტიკა, რომ არაჩვეულებრივად იცოდეს იურ.ტერმინოლოგია. ერთი სიტყვით, მქონდა მსგავსი შემთხვევა და ამ თემაზე ძალიან ბევრი შემიძლია ვწერო და ვისაუბრო. ამ სფეროში თუ იპოვნით ვინმეს, მეც გამაგებინეთ. გულწრფელად მაინტერესებს wink.gif

იურისტებს რაც შეეხება, ვიცნობ მათ. ვიცი და მსმენია. თქვენი გადასაწყვეტია, ვის აარჩევთ. ზოგადად, შეიძლება ძალიან კარგი იურისტი და პრაქტიკოსი იყო, თუმცა მეორეა, რამდენად ხარ ტრენერი და გაქვს ეს უნარები, კიდევ ერთხელ ვამბობ ამ ტრენერებს ეს არ შეეხება და მათზე არ ვაკეთებ კომენტარს. ზოგადად ვსაუბრობ. ძალიან ბევრია კარგი სასამართლოს დარბაზში ან არაჩვეულებრივად შეადგენს და დაწერს სარჩელს თუ საბრალდებო დასკვნას. აი, ტრენერობა და ტრენინგის ჩატარება, ეტა ნე ლეკცია! ეტა ისკუსტვო! ტრენერობას ცალკე ეუფლება ხალხი და ყურადღებაა მისაქცევი ამაზე (მე ვინ მეკითხება კაცმა რომ თქვას biggrin.gif ).

პ.ს. რამდენი ვწერე, რა არის ეს?! biggrin.gif biggrin.gif
khatia88
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 9972
წევრი No.: 92483
რეგისტრ.: 29-May 09

გამოგზავნილია: 7 Sep 2012, 01:21  #32886923      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
jesika@
საიტი არ გაქვთ ჯერ?
საბუღალტრო აღრიცხვაზე ინდივიდუალური თუ გაქვთ დამწყებთათვის?


--------------------
_ახლა, რამდენიმე სათხოვარი მაქვს თქვენთან, მაღალო ღმერთო, ნუ გამაწბილებთ! – დავეღრიჯე და მუხლებზე დავეცი.
_ მთხოვე, შე კაცო! – გამამხნევა ღმერთმა.
_ ხომ ხარ, ღმერთო, ღმერთი? – ვკითხე.
_ახლა ვარ ღმერთი, რომ გაგიჭირდა?
jesika@
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 299
წევრი No.: 138014
რეგისტრ.: 4-November 11

გამოგზავნილია: 7 Sep 2012, 01:50  #32887238      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
nutsiko
არა რას ამბობ დამერწმუნე ცემტვის საინტერესოა შენი მოსაზრების მოსმენა. ყოველთვის სიამოვნებით ვისმენ ადამიანის აზრს,როდესაც ვატყობ,რომ საკმაოდ გათვითცნობიერებულია ამა თუ იმ სფეროში. კი დეთანხმები ლექტორობა ცალკე ხელოვნებაა. რა ვიცი მე ვესაუბრე იასონის ყოფილ სტაჯორებს, კიტხულობდა ერთი პერიოდი მგავს კურსებზე და ძალიან კმაყოფილება გამოთქვეს,ამიტომ სევარჩერე მასზე არჩევანი რაც სეეხება ინგლისურს იურისტებისთვის აქაც გეთანხმები. თეა არ შერცეულა იმ კრიტერიუმით,რომ ინგლისური იცის კარგად. მას ამ სფეოში დიდი გამოცდელება აქვს. თანამშრომლოს საერტაშორისო ორგანიზაციებთან, როდესაც მათ ჭირდებათ იურიდიული დოკუმენტაციის მომზადება. დიდი გამოცდილება აქვს ამ კუტხით საზგვარგარეთ მუშაობისაც. ეხლაც ამერიკის საელჩოში მუშაობს და მსგავს თემებტან აქვს შეხება. ასე რომ ყველა ტერმინი ესმის კარგად.
* * *
khatia88
საიტი აღვნიშნე ცოტა ზემოთ იქნება მზად ორ სამ კვირაში და მოგაწვდი მისამართსsmile.gif) რაც შეეხება საბუღალტრო აღრიცხვას კი გვაქვს დამწყებტათვის. ეს არის ტეორიული და პრაქტიკული კურსი ერთად.
nutsiko
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 5973
წევრი No.: 7747
რეგისტრ.: 11-December 04

  გამოგზავნილია: 7 Sep 2012, 09:32  #32888426      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
jesika@
ყველა შემთხვევაში ვთანხმდებით იმაზე, რომ ლექციის სპეციფიკა სულ სხვაა (სადაც დომინანტი მაინც ლექტორია) და ტრენინგი სულ სხვაა, ეს ეხება ნებისმიერ ასპექტს (დამსწრეთა რაოდენობას, სწავლების მეთოდიკას, ინტერაქტიულობას, როლურ თამაშებს, ა.შ.).

თავიდან უნდა სცადო ტრენერთან და რაც მნიშვნელოვანია, მონაწილეებს სთხოვო ტრენინგის შეფასების კითხვარის/ფორმების შევსება (რომელიც არა მხოლოდ საორგანიზაციო საკითხებს შეეხება, არამედ საშუალებას მისცემს მათ, საკუთარი მოსაზრება დაწერონ რეკომენდაციის/რჩევის სახით, რის გაუმჯობესებას ისურვებდნენ მომავალში, ა.შ.).

დანერგეთ უკუკავშირის სისტემა, ნუ შეგეშინდებათ თუნდაც უარყოფითი შეფასების მიღება, რომელიც დაგეხმარებათ, დაფიქრდეთ, უპირველეს ყოვლისა, რამდენად დასაბუთებულია ის და რას გააკეთებდით მის გამოსასწორებლად.



This post has been edited by nutsiko on 7 Sep 2012, 09:36
jesika@
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 299
წევრი No.: 138014
რეგისტრ.: 4-November 11

გამოგზავნილია: 7 Sep 2012, 16:12  #32893882      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
nutsiko
უკუკავშირის სისტემა თავიდანვე გათვალისწინებული გვაქვს. ეს აუცილებელია,ჯერ ერთი ჩვენთვის და ალბათ თავად ტრენერებისთვისაც იქნება საინტერესო რეკომენდაციების, შენიშვნების მოსმენა. ამის გარეშე ვერასდროს განვითარდები.
jaguar88
Junior Member


**
ჯგუფი: Registered
წერილები: 26
წევრი No.: 149951
რეგისტრ.: 30-May 12

გამოგზავნილია: 11 Sep 2012, 14:38  #32950230      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
როდესაც ვნახულობ ესეთ ტრეინინგების შესახებ რომ 2 თვეში იღებენ თუ 3 თვეში 300 ლარს ( მაგალითზე ) ცოტა არარეალური მგონია.არადა ძალიან დიდი სურვილი მაქვს შევიდე ხოლმე და მართლაც ვისწავლო რაც მინდა.
არის ხოლმე ფარმაციის კურსები და წერია რომ ასწავლიან 3 თვეში და ფასიც არაა ძვირი.მაგრამ რა უნდა მოასწრო ამ 3 თვეში ვერ გამიგია. ცოტა სააცილოდ ჟღერს ხოლმე ზოგი. თან წეია შეგავსწავლით და არა აგიმაღებთ ცოდნასო.

მე ვფრიქრობ დღეს უკვე ისეა საქმე წლები სწავლას უნივერსტიტეტში ერთგვარად ჩაენაცვლება ეს ტრეინინგები იმათვის ვისაც არ აქვს საშუალება რომ ამდენი იხადოს სასწავლებელში.
jesika@
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 299
წევრი No.: 138014
რეგისტრ.: 4-November 11

გამოგზავნილია: 11 Sep 2012, 17:05  #32952209      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
jaguar88
ტრენინგი,თავისთავად გათვლილია იმ ადამიანებისზთვის,ვისაც გარკვეული ცოდნაა აქვს უკვე მითითებული მიმართულებით.თუმცა,გააჩნია რა სახის ტრენინგს და ჯგყფს გულისხმობთ. ჩვენ,მაგალითად სეგმენტებად გვაქვს დაყოფილი. უცხო ენაში. არის როგორც იმ ადამიანებისთვის,ვისაც გარკვეული ცოდნა აქვს და ამაღლება სჭირდება,ასევე იმათთვისაც ვინც ნოლიდან იწყებს. ასევე გვაქვს დაყოფილი ჯგუფებად საბურალტრო აღრიცხვა საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით. პროექტების მართვა, მენეჯმენტი და მარკეტინგი კი იმ ადამიანებიშთვისაა გათვლილი,ვისაც ამ სფეროში ცოდნის და გამოცდილების ამაღლება სჭირდებათ. და სამი ოთხი თვე ამისთვის საკმარისზე მეტიცაა. სასაცილო არ ვიცი ვისთვის როგორ,პირადად მე თავის დროზე რამოდენიმე ტრენინგი გავლილი მაქვს,გაცილებით ძვირი იყო გადასახადი ვიდრე სამასი ლარი და ნამდვილად არ ვთვლი რომ ეს გადავყარე.პირიქით,ძალიან კმაყოფილი ვარ დღემდე. საკმაოდ დიდი ინფორმაცია მივიღე და პრაქტიკული უნარები გამოვიმუშავე. ფარმაციის კურსები ჩვენ არ გვაქვს,თუმცა ვიცი,რომ სამი თვე სავსებით საკმარისია მის შესასწავლად. მტავარია კვალიფიციური ტრენერი იყოს და კარგად გაწერილი ტეორიულ-პრაქტიკული პროგრამა.
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (3) 1 [2] 3  გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0364 ]   [ 12 queries used ]   [ GZIP Disabled ]