არა, ღმერთი ყველასთვის ერთია.
უფალი მკაცრ წვერებიან ბაბუად წარმოგიდგენია ხო ?
და გგონია უფალი იმაზე ფიქრობს ვინ დასაჯოს და რაც შეიძლება ნაკლები ადამიანი მოხვდეს ( მათთან, წმინდა სამებასათან მეოთხედ) სამოთხეში ხო ?
უფალი გეუბნება ან იქნება ჩემთან ან იქნები ჩემს გარეშე, ( აი მუსლიმებს რომ სწამთ ქალები, მანქანები, მოსაწევი და ნაირნაირი საჭმელ - სასმელი მარადიულად ექნებათ იმ ქვეყნად,
მართლაც ასე რომ იყოს არ მოგწყინდება ბოლობოლო ?
მაგრამ აი შენ საყვარელ ადამიანებთან: ცოლთან, შვილთან, დედ - მამასთან, სულ ერთია ვისთან, მოგწყინდება ? მითუმეტეს არ მოგწყინდება უფალთან ერთად.
და მის გარეშე თუ ვინ დაეპატრონება შენ სულს კი ხვდები ალბათ
და ბოროტის, ასევე მათზე აყოლილი ხალხის ხელში რომაა ეს დედამიწა მაგდენს თუ ხედავ ?
მაგრამ სულ ასე არ იქნება.
თუ უფალმა თავისი ძე გამოაგზავნა კაცის სახით და ცოდვები ტანჯვით და ყველაზე დამამცირებელი სიკვდილით ჯვარზე გაკვრით ( ყოველშემთხვევაში იმ დროისთვის ყველაზე დამამცირებელი სიკვდილით ) გამოისყიდა, ფიქრობ დავავიწყდით და არაფერს არ მოიმოქმედებს ? და მეორედ მოსვლა მოჭორილი ამბავია ხო ?
პს: მეორედ მოსვლის თარიღს რაც შეეხება, როცა ადამიანებს იმ დონეზე დაავიწყდებათ ღმერთი, რომ ადგებიან და ჩაატარებენ
საყოველთაო არჩევნებს, ერთიან მსოფლიო მმართველს აირჩევენ ( რელიგიურ და პოლიტიკურ მმართველს ) ანტიქრისტეს, რომელიც
ცრუს სასწაულებს მოახდენს და მე ვარ თქვენი უსაფრხოების გარანტიო და სულიერი მამაო, იმ დროიდან 7 წელწადში ( 42 თვეში, ასე წერია ბიბლიის ბოლო თავში იოანეს გამოცხადება ) მოხდება ადამიანთა საყოველთაო აღდგომა და განკითხვა. ( ამ დროში წმინდა ელია და ენოქ წინასწარმეტყველები გამოჩნდება, რომლებიც ანტიქრისტეს ამხელენ ხალხის წინაშე, მათ მოკლავს ანტიქრისტე და მე 3 დღეს აღდგებიან ),
ახლა რაც შეეხება იმას თუ როდის მოხდება ერთიანი მსოფლიო მმართველის დანიშვნას ეგ უკვე ჩვენზე, ადამიანებზეა დამოკიდებული.
ახლა რაც შეეხება უფალს, მოგეხსენებათ რომ სულიერ სამყაროში არც დროა და არც სივრცე, ანუ სულებისთვის და ღმერთისთვის დრო და სივრცე არ არსებობს.
შესაბამისად უფალმა
წინასწარ იცის და არ ადგენს თუ რა, როდის და როგორ იქნება.
ღმერთს რა თქმა ყოველთვის შეუძლია ჩაერიოს გაგაკეთებინოს ის რაც უნდა, მაგრამ არა,
თუ იცი რატომ ?
ე.ი. რა გამოვიდა, ჩვენი ნება შეზღუდა და ე.ი. ჩვენ ზომბებად გაუჩენივართ ?
აი როგორი სიტუაციაა იცი:
დგეხარ ფანჯარასთან, უყურებ ოთახში ადამიანებს ( შენთვის დრო არ გადის ) იმათთვის გადის,
შესაბამისად უკვე ყველაფერი წინასწარ იცი რასაც გააკეთებენ და შენ რასაც გააკეთებ თავისთავად ხო ?
მაგრამ აი იქაური დროის საკითხია კი არის, იმათი საქციელი ( ვთქვათ ერთი მმათველის არჩევა ) და შენი გამოჩენა.
პს:არაა მთლად ადვილი გასაგები მაგრამ მეტი დაწვრილებით ამის ახსნა შეუძლებელია, თუ რატომაა ზუსტი დრო, მეორედ მოსვლის უცნობი.
მოკლედ თუ გინდა გაიგებ თუ არ გინდა არა, შენი გადასაწყვეტია ეგ.