გამარჯობა,
დიდი მადლობა მინდა მოგახსენოთ ამ თემის გახსნისთვის და თბილი სიტყვებისთვის.
ეს საიტი არის შექმნილი ჩვენს მიერ, მე გახლავთ პროექტის მენეჯერი და იდეის ავტორი.
სიამოვნებით გიპასუხებთ შეკითხვებზე, და მოვისმენ თქვენ აზრს ამ საიტთან დაკავშირებით.
რაც შეეხება კატების სურათებს, ეს იმის მაჩვენებელია, რომ საიტი მხოლოდ ძაღლებზე არ არის
შექმნილი, თუმდაც ძაღლები არის ამ საიტის მთავარი მიმართულება.
საიტი არის შექმნილი როგორც საინფორმაციო რესურსი ცხოველებზე. იმედია გაამართლებს,
ჩვენ კიდევ გავაკეთებთ ყველაფერს იმისათვის, რომ თქვენ დარჩეთ კმაყოფილნი ამ საიტზე შესვლისგან.
ახლო მომავალში თქვენ გელით სხვადასხვა საინტერესო სტატიები ცხოველებზე და ბევრი სხვა სიახლეც კი.
ასევე, თვენ გვესმის, რომ ესეთ პორტალზე შეიძლება იყოს დაშვებული შეცდომები, რაც ჩვენ გაგვეპარა.
ვიქნები მადლობელი, თუ ამ შეცდომების აღმოჩენის შემთხვევაში გაგვაგებინებთ და მიუთითებთ, სად ნახეთ შეცდომა.
პატივისცემით,
http://mydog.ge - ს ადმინისტრაცია