სამსახურისთვის მესაჭიროება Magticom SMS Query service. რათქმაუნდა წარვუდგინე ყველა საჭირო საბუთი, რის შემდეგ მკითხეს ჩემი სტატიკური IP (როგორც სჩანს სადღაც გაწერეს) და მითხრეს რომ პირველ რიგში უნდა დავამყარო მათთან VPN კონექტი, რისთვისაც მომცეს შემდეგი მონაცემები:
PHASE1 (ISAKMP):
encryption algorithm: 3DES
hash algorithm: SHA
authentication method: Pre-Shared Key
Diffie-Hellman group: #2 (1024 bit)
Lifetime 28800
PHASE2 (IPSEC):
encryption algorithm: 3DES
hash algorithm: SHA
Security Assosiation Lifetime: 28800
pre-shared key: *************
PSec Peer IP address: ***.***.***.245
SMS Server IP address: ***.***.***.47
კონექტის გაკეთების
გზა კი ვიპოვე მივყევი და შევქმენი კონექშენი, მაგრამ მოყვანილი მონაცემებიდან ადგილი ვუპოვე მხოლოდ pre-shared key-ს და ერთ IP მისამართს (თუმცა იქაც რომელი უნდა ჩავწერო ამ ორიდან არ ვიცი), დანარჩენი სად უნდა შევიყვანო ვერ გავიგე და რათქმაუნდა კავშირი არ მყარდება. მაგთიში დახმარებაზე უარს ამბობენ, რამეთუ არ ვიცითო.
ხო კიდევ სიტყვიერად მითხრეს რომ პორტი არის UDP 500, რომელიც როუტერის ნატში გადავამისამართე ჩემი კომპიუტერის ლოკალურ IP-ზე, და Firewall-შიც გავხსენი ეს პორტი.
OS - WinXP SP2, ინტერნეტს ვღებულობ კაუკასუსიდან, სტატიკურ მისამართიანი DSL-ით, როუტერი ZyXEL P-660R-D1 (არ ვიცი იქნებ ამასაც აქვს მნიშვნელობა).
თუ ვინმეს გაგივლიათ ეს გზა და დამეხმარებით, უსაზღვროდ მადლობელი დაგრჩებით.
წინასწარ გმადლობთ