Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > ფლორა და ფაუნა > ზაზუნა. ნაწილი V


Posted by: MITIATO 27 Feb 2015, 16:51
http://www.radikal.ru

მათ ჩვენს გულებში ადგილი ადვილად მოიპოვეს თავიანთი არაპრეტენზიულობითა და მოსაზრებულობით. მაგრამ მიუხედავად იმისა,რომ ზაზუნას მოვლა იოლია, ყოველთვის გახსოვდეთ: ზაზუნა სათამაშო არ არის! ის ცოცხალი არსებაა და მას ჩვენი მზრუნველობა, ყურადღება და სიყვარული სჭირდება!


როგორ ავირჩიოთ ზაზუნა
რჩევა პირველი. არ იყიდოთ ძალიან ახალგაზრდა ან ძალიან ბებერი ზაზუნა. ცხოველი არ უნდა იყოს 3 კვირაზე პატარა და 3 თვეზე უფროსი. თუ ზაზუნა სულ რაღაც 2 კვირისაა, ის დიდი ალბათობით მოკვდება, რადგანაც ამ ასაკში პატარებმა ჯერ კიდევ არ იციან დამოუკიდებლად ჭამა. მაგრამ თუ თქვენ შეიძენთ 2 თვეზე უფროს ზაზუნას, დიდი შანსია, რომ ის ორსული აღმოჩნდეს. უნდა აღინიშნოს, რომ პატარა ზაზუნების მიჩვევა უფრო ადვილია.
რჩევა მეორე. უკეთესია,თუ ზაზუნას საღამოს იყიდით. დღისით მათ ძირითადად სძინავთ, ამიტომ რთულია იმის განსაზღვრა, ნამდვილად ძინავს ზაზუნას თუ ავად არის.
რჩევა მესამე. თუ ავადმყოფ ან დაკბენილ ზაზუნას წააწყდით, ხოლო გამყიდველი გთავაზობთ, რომ ნახევარ ფასში იყიდოთ, არასოდეს დათანხმდეთ ამას. ჯობია ცოტა მეტი გადაიხადოთ ჯანმრთელ ზაზუნაში, ვიდრე ფული ხარჯოთ ავადმყოფი ზაზუნას მკურნალობაში ან ნერვები იშალოთ მისი სიკვდილის შემთხვევაში.
რჩევა მეოთხე.ზაზუნას ყიდვისას დარწმუნდით, რომ მას სუფთა თვალები და მშრალი ბეწვი აქვს. წინააღმდეგ შემთხვევაში იცოდეთ, რომ ზაზუნა ავადმყოფია.
რჩევა მეხუთე. ზაზუნა მარტოხელა ცხოველია! ყოველ ზაზუნას ცალკე გალია სჭირდება. ერთად მცხოვრებმა ზაზუნებმა შეიძლება დაკბინონ ან სერიოზულად დააშავონ ერთმანეთი. თუ ზაზუნები სხვადასხვა სქესისანი არიან, ძალიან მალე თქვენ ახალი პატარა ზაზუნების პატრონი გახდებით. წყვილებად და გუნდებად მხოლოდ რობოროვსკის ზაზუნების ყოლაა დასაშვები, რომლებიც არც ერთმანეთის მიმართ აგრესიით გამოირჩევიან და არც კატასტროფული სისწრაფით მრავლდებიან.
რჩევა მეექვსე. თქვენი ზაზუნა თვითონ აირჩიეთ, არ ენდოთ გამყიდველს. ის შეიძლება არაკეთილსინდისიერად მოგექცეთ და ავადმყოფი ზაზუნა მოგყიდოთ ან მისი სქესი მოგატყუოთ.
რჩევა მეშვიდე. იმისათვის, რომ შეიძინოთ იმ სქესის ზაზუნა, რომელიც გინდათ, დაიმახსოვრეთ შემდეგი სასქესო ნიშნები: მდედრებს სასქესო და ანალური ხვრელი ერთმანეთთან ახლო-ახლოს აქვთ განლაგებული, ხოლო მუცელზე კარგად ემჩნევათ სარძევე ჯირკვლების 2 რიგი. მამრებს სასქესო და ანალური ხვრელები უფრო მოშორებით აქვთ განლაგებული. მათ შორის კი_სათესლეებია.
http://www.radikal.ru
მარცხნივ მდედრია, მარჯვნივ_მამრი.

რჩევა მერვე. დარწმუნდით, რომ ზაზუნას ბეწვი ბზინავს და ქურქზე არ არის უბეწვო არგილები. ბეწვის ცვენას ბევრი მიზეზი შეიძლება ჰქონდეს, ხშირ შემთხვევაში განუკურნებელი. თუ ზაზუნას ბევრი იარა აქვს ყურებსა და კუდზე, ეს იმას ნიშნავს, რომ ცხოველი ბევრს ჩხუბობდა. დაფიქრდით, გჭირდებათ კი ასეთი მოჩხუბარი ზაზუნა?
რჩევა მეცხრე. შეუმოწმეთ ზაზუნას ანალური ხვრელი. მის ირგვლივ ბეწვი სუფთა უნდა იყოს. ფაღარათმა, რომელსაც ინფექციური დაავადებები ან ჭიები იწევევენ შეიძლება ცხოველის სიკვდილი გამოიწვიოს.
რჩევა მეათე. ცხოველის ცხვირი უნდა იყოს სუფთა, ყოველგვარი გამონადენის გარეშე.
რჩევა მეთერთმეტე. სანამ იყიდით ზაზუნას გააღვიძეთ და დააკვირდით მის ქცევას. თუ ის აპათიურად წევს გალიაში ან პირიქით, ნერვიულად დარბის, ეს ავადმყოფობის აშკარა ნიშნები არაა. შესაძლოა გახუთული გალიის ბრალი იყოს. მაგრამ სჯობს თუ არ გარისკავთ.
რჩევა მეთორმეტე.ბუნებრივი შეფერილობის ზაზუნები უფრო გამძლეები არიან ავადმყოფობის მიმართ, ლაქებიანები კი ხშირად არიან ნერვიულები. მზრუნველი პატრონის ხელში ნებისმიერი შეფერილობის ზაზუნას აქვს გადარჩენის შანსი.


რა სახეობის ზაზუნები არსებობენ?
დღეისათვის, საქართველოში ყველაზე ხშირად სირიული ზაზუნა გვხვდება. დანარჩენი სახეობის ზაზუნები ან საერთოდ არ არის, ან ძალიან იშვიათია. ესენია: ჯუნგარული ზაზუნა, კემპბელის ზაზუნდა რობოროვსკის ზაზუნა.
ამათ გარდა, სახლში თაგვისებრი და ჩინური ზაზუნებიც ყავთ, მაგრამ ჩვენთან მათ შოვნაზე სულ ტყუილად იოცნებებთ.
რა თქმა უნდა, ზაზუნების სხვადასხვა სახეობა ერთმანეთისაგან განსხვავდება გარკვეული თავისებურებებით, რომელთა გათვალისწინება მნიშვნელოვანია არჩევანის გაკეთებისას.
სირიული ანუ წინააზიური ზაზუნა (Mesocricetus auratus), მას ხშირად ოქროსფერ ზაზუნასაც უწოდებენ ბუნებრივი ოქროსფერი შეფერილობის გამო. ბუნებაში საკმაოდ იშვიათად გვხვდება. ადრე ლაბაორატორიაში იყენებდნენ,დღეისათვის კი ძალიან პოპულარული შინაური ცხოველია.
სირიული ზაზუნები ღამის ცხოველები არიან, დღისით მათ სძინავთ. ცხოვრობენ მცირე ზომის სოროებში. ძირითადად მარცვლეულითა და მწერებით იკვებებიან. ყველა ზაზუნასათვის, მათ შორის, სირიულისთვის, დამახასიათებელი ნიშანია ლოყებქვეშა ტომსიკების არსებობა,რომელიც ძალიან მოსახერხებელია საჭმელისა და ბუდის მასალების ტრანსპორტირებისათვის.
ზრდასრული სირიული ზაზუნას სხეულის სიგრძე დაახლოებით 13-19 სმ.-ია, წონა 100-200 გ. სიცოცხლის ხანგრძლივობა საშუალოდ 2-2,5 წელია, იშვიათად ცოცხლობენ 3 წლამდე. იყო შემთხვევა, როცა ზაზუნამ 7 წელი იცოცხლა, დღეგრძელები, ძირითადად ოქროსფერი შეფერილობის მქონე ზაზუნები არიან. სირიული ზაზუნების მდედრებს ძუძუმწოვრებს შორის ყველაზე ხანმოკლე ორსულობის პერიოდი აქვთ_16 დღე.
სირიული ზაზუნა მოძრავი ცხოველია მოკლე დრუნჩით, მრგვალი თვალებით, საშუალო ზომის მომრგვალებული ყურებით, პატარა კუდით, რომელიც ძლივს შესამჩნევია ხშირი ბეწვის ქვეშ, მტკიცე აგებულების მქონე სხეულითა და მოკლე თათებით. წინა თათებზე მას 4 თითი და მეხუთეს რუდუმენტი აქვს. მათი მეშვეობით ზაზუნას ადვილად შეუძლია საჭმელის მიტაცება და ხელში დაჭერა ჭამის დროს. უკანა თათებზე 5 თითი აქვს. მათზე დაკიდებულ ზაზუნას თავისუფლად შეუძლია მთელი სხეულის შეკავება.
სირიული ზაზუნა შესანიშნავი შინაური ცხოველია. ის საკმაოდ ჭკვიანია და ადვილად იწვრთნება. ძალიან სუფთაა_ბეწვი და სახლი ყოველთვის წესრიგში აქვს. გაცილებით უფრო გამძელეები არიან დაავადებების მიმართ, ვიდრე სხვა მღრღნელები. კარგი მოვლის პირობებში ისინი პრაქტიკულად არ ავადობენ.
სირიული ზაზუნა ყოველთვის ხალისით დარბის ბორბალზე. დღისით მას სძინავს, ღამე კი აქტიურია. შეუძლია 6-7 კმ. გაირბინოს.
ის მარტოხელა ცხოველია. ზაზუნები გუნდებად არ ცხოვრობენ. მამრი და მდედრი ერთმანეთს მარტო შეწყვილების პერიოდში ხვდებიან. დანარჩენ დროს ზაზუნა მარტო ატარებს და მეტიც, თავის ტერიტორიას თავგამოდებით იცავს თანამოძმეებისაგან. ამიტომ ერთ გალიაში რამდენიმე სირიული ზაზუნას ჩასმა რეკომენდირებული არაა.
სირიული ზაზუნას ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული შეფერილობა ოქროსფერია. ოქროსფერი სირიული ზაზუნას ბუნებრივი ფერია. ასეთი ზაზუნას ბეწვი ზურგზე წითელი ხის ფერია შავი ბოლოებით, ხოლო ბეწვის ფუძე მუქი ნაცრისფერია. მუცელი სპილოსძვლისფერია, ლოყებზე შავი ზოლები აქვს, კისერზე კი
_ნახევარმთვარის ფორმის თეთრი ზოლი. ყურები მუქი ნაცრისფერია, თვალები_შავი. დღეისათვის სირიული ზაზუნას უამრავი შეფერილობა არსებობს.

http://www.radikal.ru
ოქროსფერი ზაზუნა

ჯუნგარული ზაზუნა (Phodopus sungorus) მინიატურულ ზაზუნებს მიეკუთვნება. ბოლო დრომდე მიდიოდა დავა იმის შესახებ, რომ ჯუნგარული და კემპბელის ზაზუნა ერთი და იგივე სახეობა იყო, თუმცა ბოლოს ამ სახეობის დამოუკიდებლობა დამტკიცდა.
ჯუნგარული ზაზუნები დაახლოებით 10 სმ. იზრდებიან სიგრძეში, სხეულის მასა კი 45 გ.-ს აღწევს. ჯუნგარული ზაზუნას თავისებურებაა მუქი ფერის ზოლი ზურგზე.
მათ ბეწვიანი თათები და ძალიან მოკლე კუდი აქვთ, რომელიც პრაქტიკულად შეუმჩნეველია, როცა ზაზუნა ზის. ჯუნგარული ზაზუნას ბეწვს საკმაოდ შესამჩნევი თეთრი ჩანართები აქვს_ბუნებაში მათ ხშირად უხდებათ დამალვა სტეპის მტაცებლებისგან. ჯუნგარული ზაზუნას ბეწვი ფერს იცვლის 16 გრადუსზე დაბალი ტემპერატურისას_ის უფრო ღია ფერის ხდება. ქათქათა თეთრი ბეწვი ძალიან იშვიათად ხდება.
ზაზუნების სხვა სახეობების მსგავსად ჯუნგარული ზაზუნებიც მარტოხელა ცხოვრებას ამჯობინებენ. ისინი აქტიურები არიან, მაგრამ პრაქტიკულად არ იკბინებიან. ძალიან სახალისოა ამ ლამაზი ცხოველების ქცევაზე დაკვირვება.
შინაური ჯუნგარული ზაზუნები განსხვავდებიან თავიანთი შეფერილობით. სტანდარტულად მიიჩნევა შემდეგი შეფერილობები: სტანდარტი, საფირონი, მარგალიტი და მანდარინი.
სტანდარტული შეფერილობის ზაზუნებს მოყავისფრი-ნაცრისფერი ბეწვი და თეთრი მუცელი აქვთ. თეთრი მუცელი და მონაცრისფრო-ცისფერი ბეწვი აქვთ საფირონისფერ ზაზუნებს. მარგალიტისფერ ზაზუნებს მქრქალი-თეთრი ბეწვი აქვთ ნაცრისფერი ზოლებით, მანდარინს კი_მოწითური-კრემისფერი.
ჯუნგარული ზაზუნა დაახლოებით 3 წელი ცოცხლობს, კარგი მოვლის პირობებში კი შეუძლია მეტი ხანიც გაძლოს. იზრუნეთ თქვენს პატარა მხეცზე და ისიც უფრო დიდხანს გაგახარებთ!
http://www.radikal.ru

კემპბელის ზაზუნა (Phodopus campbelli) ჯუნგარულ ზაზუნას გავს. სხეულის სიგრძე 76-105 მმ.-ია, კუდი მოკლე აქვს (4-14 მმ.), დაახლოებით 25 გ.-ს იწონის. თავი მომრგვალებული აქვს, დრუნჩი_მოკლე. ბუნებაში მისი ბეწვი მუქი ნაცრისფერია ყავისფერით, ზურგზე კისრიდან კუდის ფუძემდე მუქი ფერის ზოლი დაყვება, მუცელზე ბეწვი ნაცრისფერია.
შინაური ზაზუნები სხვადასხვა ფერისანი არიან თეთრიდან შავამდე. მათი შეფერილობა მუდმივია და გარემოს ტემპერატურაზე არ არის დამოკიდებული.
კემპბელის ზაზუნა ჯუნგარული ზაზუნასგან განსხვავდება შემდეგი ნიშნებით: უფრო პატარა ზომის ყურებით, მუქი ფერის ლაქის არარსებობით თავზე, მუქი ზოლი ზურგზე უფრო შესამჩნევია, თმის ფუძეები მუცელზე ნაცრისფერია (ჯუნგარულს თეთრი აქვს).
გაითვალისწინეთ, რომ ამ სახეობის ზაზუნების მიჩვევის პროცესი საკმაოდ რთული და ხანგრძლივია. მათ ძალიან უყვართ პატრონის თითებზე კბენა.
კემპბელის ზაზუნებიც ღამით არიან აქტიურები და მარტოხელა ცხოვრებას ეწევიან.
სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა საშუალოდ 2 წელია.
http://www.radikal.ru

რობოროვსკის ზაზუნა (Phodopus roborovskii):რობოროვსკის ზაზუნა ყველაზე პატარა შინაური ზაზუნაა (5-6 სმ. სიგრძეში) და ყველაზე იშვიათიც. ეს ზაზუნები ტყვიის სიწრაფით გადაადგილდებიან, ხოლო ზედმეტი ნევროზულობის გამო მხოლოდ დაკვირვებისათვის გამოდგებიან. მხედველობაში იქონიეთ, რომ ცხოველის ნებისმიერი გადაადგილება და საცხოვრებელი პირობების შეცვლა უარყოფითად აისახება ამ ცხოველების ემოციურ მდგომარეობაზე. ასეთი სტრესი შესაძლოა რამდენიმე კვირა გაგრძელდეს.
რობოროვსკის ზაზუნებს ზურგზე ზოლი არ გააჩნიათ. მათი ბეწვი ღია ყავისფერია, მუცელი კი_თეთრი. მათ შორის საზღვარი თითქოს ორ რკალს ქმნის.თეთრი ”წარბები” ამ სახეობის ზაზუნების დამახასიათებელი ნიშანია.
მიუხედავად იმისა, რომ ეს ზაზუნები მარტოხელა ცხოვრებას ამჯობინებენ, შესაძლებელია მათი წყვილებად ან ჯგუფებად ჩასმა.
http://www.radikal.ru




* * *
ზაზუნას საცხოვრებელი
ზაზუნას საცხოვრებელად არ გამოდგება ქილა, მუყაოს ყუთი ან ბოთლი. ამისათვის შეგიძლიათ გალია ან აკვარიუმი გამოიყენოთ.
სირიული ზაზუნასათვის რეკომენდირებულია გალია ზომით 50 х 40 х 40 სმ. აგრეთვე, მინის ან პლასტმასის იგივე ზომის აკვარიუმი. მინიატურული ზაზუნებისათვის უფრო პატარა გალიაც გამოდგება. როგორც გალიას, აგრეთვე აკვარიუმსაც აქვს თავისი ღირსება და ნაკლი.

გალია
-გალიაში ზაზუნა ადვილად დაცოცავს კედლებზე და გისოსებზე კბილებსაც ილესავს;
-გალია კარგად ნიავდება. თანაც მისი გარეცხვა ადვილია: ამისათვის საკმარისია მხოლოდ გალიის ძირის მოხსნა;
-გალიაში ზაზუნა საკმაოდ ხმაურობს, განსაკუთრებით ღამით;
-გალიაში მყოფი ზაზუნა ადვილად მისაწვდომია სხვა ცხოველებისათვის;
-გალიიდან ზაზუნას ამოყვანა, როცა ის გისოსებს მთელი ძალით ებღაუჭება, საკმაოდ რთულია.
- გალიაში ზაზუნას ჩასმის შემდეგ მოემზადეთ, რომ გალიის ირგვლივ 2 მ.-ის რადიუსში იატაკზე მუდმივად ეყრება ნახერხი. როცა ზაზუნა გალიას ალაგებს, ის სულაც არ ზრუნავს თქვენი ოთახის სისუფთავეზე. ის ერთად აგროვებს დასვრილ ნახერხს და მერე თათებით გარეთ ყრის.
http://www.radikal.ru

აკვარიუმი
-აკვარიუმში ზაზუნა ღამით არ იხმაურებს;
-თუ აკვარიუმს ჰაერგამტარ ბადეს დააფარებთ, სხვა ცხოველები თქვენს ფუმფულას ვეღარ შეეხებიან;
-აკვარიუმიდან ზაზუნა ნახერხს ვერ გადმოყრის.
-აკვარიუმის გარეცხვა რთულია, იმიტომ, რომ ის საკმაოდ მძიმეა, თანაც ადვილად შეიძლება გატყდეს;
-აკვარიუმი ცუდათ ნიავდება, ამიტომ მასში ნახშირორჟანგი და სპეციფიკური სუნი გროვდება;
-აკვარიუმში ზაზუნას მცირე ადგილი აქვს გასართობად.
http://www.radikal.ru

პლასტმასის სახლი
ზოომაღაზიებში შეიძლება წააწყდეთ სპეციალურ პლასტმასის სახლებს, რომელიც ერთმანეთთან მილებით დაკავშირებული რამდენიმე სართულისაგან შედგება. ეს კონსტრუქცია ნამდვილ მიწისქვეშა სოროს ჰგავს და საკმაოდ ძვირიც ღირს.
ერთი შეხედვით შეიძლება იფიქროთ, რომ ასეთი საცხოვრებელი იდეალურია ზაზუნასათვის, მაგრამ ზაზუნას სოროს ის ვერაფრით მოაგონებს, რადგანაც გამჭვირვალე მასალისგანაა დამზადებული.
ზაზუნასათვის მაინცდამაინც მოსახერხებელი არ არის გლუვ კედლებზე ცოცვა, თანაც ასეთი სახლები აკვარიუმებზე უფრო ცუდათ ნიავდებიან. ისინი რამდენიმე კამერისაგან შედგებიან და ყველა მათგანის ნახერხით ავსება საკმაოდ რთულია.
პლასტმასის სახლებში ზაზუნას სპეციფიური სუნი ძალიან მალე ჩნდება.
http://www.radikal.ru

ადამიანის ფანტაზიას ხომ საზღვარი არ აქვს და გაჩვენებთ ზაზუნების გალიების რამდენიმე ნიმუშს, რომლებიც, როგორც პატრონები ყვებიან, თვითონვე გააკეთეს:

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

იგივე გალია დღე:
http://www.radikal.ru



* * *
როგორ ავირჩიოთ კარგი გალია ზაზუნასათვის
1. დარწმუნდით, რომ გალიები ერთმანეთისგან ძალიან არ არის დაშორებულები თუ გისოსებს შორის მანძილი 6 მმ-ზე მეტია, ზაზუნას შეუძლია მთ შორის გაძრომა სცადოს. შეიძლება ამ დროს ის გისოსებს შორის გაეჩხიროს და დაიღუპოს ან გაძვრეს და დაიკარგოს;
2. არ იყიდოთ გალია ბადიანი ძირით. ამან შეიძლება ზაზუნას ფეხები დაუზიანოს;
3. ნუ აირჩევთ rotastak-ის ან habitrai-ის ტიპის მოდულირებად გალიებს, რომლებიც ერთმანეთთან დაკავშირებული უამრავი პატარა ნაწილისაგან შედგებიან. ეს ნაწილები ძალიან მცირეა ზაზუნას საცხოვრებლად, თან ცუდადაც ნიავდება. თან, თუ თქვენ რამდენიმე მინიატურული ზაზუნა გყავთ, მათ შიეძლება რომელიმე ნაწილი თავის სამფლობელოდ ჩათვალონ, რაც ტერიტორიალური დავის მიზეზი გახდეს.
4. დარწმუნდით, რომ გალიას აქვს საკმარისი სიმაღლის ფსკერი, მინიმუმ 5 სმ-ს სიმაღლის მაინც, რათა გალიის საფენი ძირს არ დაიფანტოს.
5. თუ თქვენს გალიას საძვრომი მილები აქვთ, დარწმუნდით, რომ ისინი ზაზუნას შესაბამისი ზომისაა. თქვენ ხომ არ გინდათ, რომ თქვენი ზაზუნა მათში გაეჩხიროს!
6. თუ პლასტმასის გალიას ყიდულობთ, დარწმუნდით, რომ გალიაში არის საშუალება იმისა, რომ ზაზუნებს აცოცდნენ მის კედლებზე. გისოსებიან გალიაში ისინი ადვილად და ხალისით დაცოცავენ ჰორიზონტალურ გისოსებზე.
7. დარწმუნდით, რომ გალიაში თქვენს ზაზუნას საკმარისი ადგილი აქვს სამოძრაოდ. აგრეთვე, რომ არის ადგილი საკვებურების, წყალის ჭურჭლის, საძინებელი სახლისა, სარბენი ბორბლის ჩასადგამად. გახსოვდეთ, რომ ნებისმიერ ცხოველს სჭირდება საკმარისი ადგილი იმისათვის, რომ ნატურალური ქცევის მაქსიმალურად ფართო ასორტიმენტი შესარულოს. ზაზუნას უნდა შეეძლოს გალიის კედლებზე ცოცვა, სორო გათხრა, დახრა და ისეთი რაღაცეების კეთება, რაც გაუხარდება.


როგორ მოვუწყოთ გალია ზაზუნას
თქვენ უკვე გადაწყვიტეთ, რომ ზაზუნა უნდა შეიძინოთ და მისთვის გალიაც აარჩიეთ. ოღონდ სანამ პატარა მხეცუკა თავის გალიაში პირველად შევა, მზრუნველმა პატრონმა ის სათანადოდ უნდა მოუწყოს.
ზაზუნასათვის აუცილებელ ”ავეჯს” მიეკუთვნება: წყლის ჭურჭელი, ბორბალი და ერთი საკვებური მაინც. ზაზუნას სახლიც ძალიან გაუხარდება და გვირაბებიც, მაგრამ მათი ქონა ძალიან მნიშვნელოვანი არ არის.
წყლის ჭურჭელი: პატარა მღრღნელებისათვის განკუთვნილი წყლის ჭურჭელი რამდენიმე სახისაა და ყოველ მათგანს აქვს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები, ამიტომ გავეცნოთ მათ უფრო კარგად.
წყლის ჯამი. ჩვეულებრივი ჯამია, რომელშიც წყალს ასხამენ. მისი უპირატესობა ერთია_დაბალი ფასი. სამაგიეროდ ბევრი ნაკლი აქვს: ზაზუნების უმეტესობა ჯამს ატრიალებს. ეს მათი საყვარელი გასართობია, რის შედეგადაც ის წყლის გარეშე რჩება. გარდა ამისა, ჯამი პირველივე წუთებში, შეიძლება ამოავსოს ზაზუნამ გალიის საფენით ან საჭმელით, შედეგად ცხოველი ამჯერადაც სასმელი წყლის გარეშე რჩება. და რაც მთავარია, ჯამის გადაბრუნებისას გალია სველდება, დასველებული ზაზუნა კი სულ ადვილად შეიძლება გაცივდეს და დაიღუპოს კიდეც. მოკლედ რომ ვთქვათ, ჯამის ერთადერთი ღირსება მისი სიიაფეა.
წყლის ჭურჭელი, რომელიც თავისი კონსტრუქციით ფრინველებისთვის განკუთვნილ ჭურჭელს გავს. განსხვავება მხოლოდ ერთია_წყლისთვის განკუთვნილი ”ჯიბე” არ არის ისეთი ღრმა და ფართო. ასეთი ჭურჭლის უპირატესობაა დაბალი ფასიც და მეტი მოხერხებულობაც. ის გალიის გისოსებზე მაგრდება ისე, რომ გალიაში მარტო წყლიანი ”ჯიბე” რჩება. ასეთი ჭურჭლის გადაბრუნება ზაზუნას არ შეუძლია. ნაკლია ის, რომ ”ჯიბის” ამოვსება ზაზუნას ადვილად შეუძლია გალიის საფენით ან საჭმლით, რის შემდეგაც ის წყლის გარეშე დარჩება.
ავტომატური სარწყულებელი. ეს პლასტმასის ბალონია წყლისთვის და ფოლადის მილი ორი ბურთულით ან ვერტიკალური სარქველით_ეს იდეალური სარწყულებელია ზაზუნასათვის. სწორად მომუშავე ავტოსარწყულებელში წყალი გამოიყოფა მხოლოდ მაშინ, როცა ცხოველი ბურთულას ენას აჭერს. ზაზუნები სწრაფად სწავლობენ ასეთი სარწყულებლის გამოყენებას და მათი მოქმედების პრინციპის ცხოველისთვის დემონსტრირების პრობლემა არ ჩნდება.
ასეთი სარწყულებლის ნაკლად, შეიძლება, დავასახელოთ შედარებით მაღალი ფასი.
ასეთი სარწყულებლის შეძენისას სთხოვეთ გამყიდველს ის წყლით აავსოს და დარწმუნდით, რომ ბურთულაზე ან სარქველზე დაჭერის გარეშე წყალი რომ არ გადმოდის.
ავტოსარწყულებლის უპირატესობაა ის, რომ ზაზუნა მას ვერც გადააბრუნებს და ვერც საჭმლით ან გალიის საფენით ამოავსებს. შედეგად ავტოსარწყულებლის გარეცხვა და წყლის გამოცვლა შედარებით იშვიათად მოგიწევთ.
http://www.radikal.ru

საკვებური: ფაქტიურად, მარცვლეულისთვის განკუთვნილი საკვებურის არსებობა დიდ აუცილებლობას არ წარმოადგენს ზაზუნასათვის. ის უფრო პატრონისთვისაა აუცილებელი, რათა საშუალება ჰქონდეს წესრიგი შეინარჩუნოს გალიაში.
აუცილებელია საკვებური ხილისთვის, ბოსტნეულისა და ნებისმიერი რბილი თუ თხევადი საკვებისათვის. ნუ აიძულებთ თქვენს ზაზუნას საკვებთან ერთად გალიის საფენიც ჭამოს, რაც სულაც არ წაადგება მის ჯანმრთელობას.
ზაზუნასთვის საკვებურის არჩევისას არ დაივიწყოთ ზაზუნების საყვარელი გასართობი_ჯამების ამობრუნება, ამიტომ უმჯობესია თუ სპეციალურ მძიმე ჯამს (კერამიკის, ლითონის, პლასტმასის ჯამი მასიური ძირით) ან დასაკიდ საკვებურს შეიძენთ. აზრი არ აქვს ხის საკვებურის ყიდვას: ის ძალიან ძვირი ღირს და სწრაფადაც ფუჭდება. ანალოგიურად, არ ღირს შუშის ჯამის ყიდვაც, რომლის გატეხვა ზაზუნასთვის სულაც არ წარმოადგენს სიძნელეს.
http://www.radikal.ru

სახლი: პირველი, რასაც ყურადღება უნდა მიაქციოთ, ეს მასალაა. ზაზუნასთვის განკუთვნილი სახლი შეიძლება იყოს პლასტმასის, ხის, კერამიკის, ტოტებისგან მოწნული, მუყაოს და ა.შ. მუყაოს და ტოტებისგან მოწნული სახლები ხანგრძლივი სიცოცხლით არ გამოირჩევიან_ზაზუნა მათ ადვილად დაღრღნის და ბუდეში ჩაიფენს. ხის სახლები უფრო პრაქტიკულია და ზაზუნების უმეტესობას ძალიან მოსწონს, მაგრამ ისინი საკმაოდ ძვირი ღირს და ერთი ცუდი თვისება აქვთ: ძალიან ადვილად იწოვენ ყოველგვარ სუნს. ამიტომ , უპირატესობა მიანიჭეთ ხის უძირო სახლებს.
კერამიკის სახლები ადვილად ირეცხება და როგორც წესი, ძირის გარეშე არიან დამზადებულები, რაც მათ უფრო პრაქტიკულს ხდის. სამაგიეროდ, ისინი სხვა მასალისგან დამზადებულ სახლებზე უფრო ძვირად ფასობენ და მათი შოვნა არც თუ ისე ადვილია. ზოგიერთი ზაზუნა კი სიამოვნებით ხრავს ასეთ სახლებს.
ყველაზე იაფფასიანი და პრაქტიკული სახლი პლასტმასისაა, მაგრამ, ხშირ შემთხვევაში, ასეთ სახლებს მეტისმეტად მოუხერხებელი კონსტრუქცია აქვთ. მაგ. სახურავი, რომელიც არ ეხსნება ან სახურავი, რომელიც ზაზუნას მცირე მოძრაობაზეც კი ძვრება. ასეთი სახლების ყიდვა არ ღირს.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი სახლის და შესასვლელი ხვრელის ზომაა. ზაზუნა არა მხოლოდ უნდა ეტეოდეს სახლში, მას ადგილიც უნდა რჩებოდეს პატარა საწყობისა და მყუდრო ბუდის მოსაწყობად. სახლის შესასვლელი კი იმ ზომის უნდა იყოს, რომ ლოყებგამოტენილი ზაზუნაც ადვილად უნდა შეეტიოს.
თუ სახლს აქვს ”ფანჯარა”, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ მას. ყოველთვის არის რისკი, რომ ზაზუნა სწორედ ” ფანჯრიდან გამოსვლას მოინდომებს, ამიტომ დარწმუნდით, რომ ზაზუნა მასში მხოლოდ ცხვირის გაყოფას შეძლება ან თავისუფლად გაძვრება.
http://www.radikal.ru


* * *
ვირჩევთ გალიის საფენს:
ძალიან მნიშვნელოვანია, რა არის ჩაფენილი გალიაში. რა თქმა უნდა, ეს პირველ რიგში ზაზუნასთვისაა მნიშვნელოვანი, რადგანაც ყველა ჩასაფენი სასარგებლო არ არის მისთვის. ეს არჩევანი პატრონისთვისაც მნიშვნელოვანია, რადგანაც სწორედ არჩეულ ჩასაფენზეა დამოკიდებული რამდენად ხშირად მოუწევს ცხოველის გალიისა და გალიის ირგვლივ არსებული ტერიტორიის დასუფთავება.
განვიხილოთ თვითოეული ჩასაფენის ღირსება და ნაკლი ცალ-ცალკე.
გაზეთი: ის ჩასაფენის ჯერ კიდევ პოპულარული ვარიანტია. შემორჩენილი იმ დროიდან, როცა ზაზუნები სამლიტრიან ქილებში ყავდათ და კომბოსტოთი და პურის ქერქებით კვებავდნენ. მაშინ ასეთ არჩევანს კიდევ ჰქონდა გამართლება, მაგრამ ახლა ის უბრალოდ, საოცარია. საქმე მხოლოდ ის არ არის, რომ ტიპოგრაფიული საღებავი, რბილად რომ ვთქვათ, ზაზუნასათვის მავნეა. ჩასაფენის ეს ვარიანტი საერთოდ ვერ ასრულებს თავის ძირითად ფუნქციას: ვერც სინესტეს და ვერც სუნს ის ვერ იკავებს. შედეგად, პატარა ცხოველი იზიანებს ჯანმრთელობას სანამ გაზეთის ნაფლეთებში სძინავს, გალიას კი საშინელი სუნი ასდის.
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, გაზეთს, როგორც გალიის ჩასაფენს, არანაირი ღირსება არ გააჩნია.
სუფთა ქაღალდი: უხეში, მახვილკიდეებიანი ქაღალდის ადგილი ზაზუნას გალიაში არ არის. მისი დაღრღნისას ზაზუნა, შესაძლოა, დაშავდეს. თეთრი, სუფთა ხელსახოცები, ქაღალდის ცხვირსახოცები ან ტუალეტის ქაღალდი (არომეტიზატორების გარეშე)_შესანიშნავი მასალაა ბუდის მშენებლობისათვის. ასეთ ბუდეში ძილისას მხეცუკა თბილადაც იქნება და მოხერხებულადაც. მაგრამ არც ისინი არ არიან კარგი ჩასაფენები გალიისათვის, რადგანაც სინესტისა და სუნის შეკავების უნარი გაზეთზე უკეთესი არც მათ აქვთ.
ბამბა, ჩვრები: არც ერთი ზაზუნა არ არის წინააღმდეგი ბამბის ან რბილი ჩვრებისგან მოწყობილ დიდ, ფუმფულა ბუდეზე. მაგრამ ამ შემთხვევაშიც არ დაგვავიწყდეს, რომ ზაზუნამ არ იცის რას რისთვის ვაძლევთ და რა არის მისთვის კარგი და უსაფრთხო. საფრთხის წინასწარ ამოცნობა მზრუნველი პატრონის მოვალეობაა. ყველაზე ფუმფულა ბამბის ფთილაც კი ბოჭკოვანი სტრუქტურისაა. თუ ადამიანისათვის ბამბის ბოჭკოები რბილია, ზაზუნას ნამცეცა, ნაზი თათებისთვის ის ბაწარივითაა. ზაზუნამ ისე შეიძლება დაიხვიოს ბამბის ბოჭკოები თათებზე, რომ კიდურების გარეშეც კი დარჩეს. ღირს კი ლაპარაკი უფრო მსხვილი და მტკიცე ძაფისგან დამზადებულ ჩვრებზე? სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ბამბა და ჩვრები ზაზუნასთვის პოტენციურ საფრთხეს წარმოადგენენ და გალიაში ისინი არ უნდა იყოს. მით უფრო, რომ სინესტის და სუნის შეჩერება არც მათ ეხერხებათ მაინც და მაინც.
ნახერხი. დღეისათვის ეს გალიის ჩასაფენის ყველაზე პოპულარული სახეა. ნახერხის პაკეტები ძვირი არ ღირს და თითქმის ყველგან იყიდება. სინესტეს და სუნს ნახერხი ცუდად იწოვს, მაგრამ მაინც იწოვს. გალიის დასუფთავება ყოველ 2-4 დღეში მოგიწევთ, რადგანაც 2-4 დღის მერე გალია ცუდი სუნით აივსება.
ნახერხს რამდენიმე ნაკლიც აქვს: გრძელბეწვიან ზაზუნებს ის ბეწვში ეხლართება, ამიტომ მოგიწევთ ყოველ დღე გაწმინდოთ და დავარცხნოთ ისინი. თუ ზაზუნა ნახერხის შეგროვებას დაიწყებს ლოყის პარკებში, არის შანსი, რომ გაიკაწროს ლოყა და ინფექციით დაიღუპოს. არიან ზაზუნები, რომლებსაც ალერგია აქვთ მერქნის მტვერზე. მათთვის ნახერხი დისკომფორტის წყაროა. ნახერხის კიდევ ერთი ნაკლი ის არის, რომ ის ძალიან მსუბუქია და ზაზუნას სულ ადვილად შეუძლია გალიიდან გადმოყაროს.
დაპრესილი ნახერხი. ეს უფრო კარგი ხარისხის ჩასაფენია გალიისთვის, ვიდრე ჩვეულებრივი ნახერხი. ის 2-3-ჯერ უფრო უკეთ აკავებს სინესტესაც და სუნსაც. ის არ იხლართება ბეწვში, არ კაწკავს ლოყის პარკებს. თუმცა, ჩვეულებრივ ნახერხთან შედარებთ შესამჩნევად ძვირი ღირს. დაპრესილი ნახერხის უარყოფითი მხარე მერქნის მტვერი და ცილიდრის ფორმის გრანულების საკმაოდ დიდი ზომაა. რაც არ უნდა წვრილად დაპრესილი ნახერხი ავიღოთ, მისი გრანულები მაინც დიდი იქნება მინიატურულ ზაზუნასთან შედარებით. მათთვის ასეთი ჩასაფენით დაფარულ გალიაში ცხოვრება ძალიან მოუხერხებელია.
ცელულოზის ჩასაფენი. კარგი ვარიანტია მერქნის მტვერზე ალერგიის მქონე ზაზუნასთვის. ეს ჩასაფენინაკლებად პოპულარულია და მისი ნახვა საკმაოდ რთულია. ის დაპრესილ ნახერხზე უფრო ცუდათ იკავებს სინესტეს და სუნს, სამაგიეროდ უფრო წვრილი გრანულები აქვს, რომელიც ზაზუნას აქტივობისას შესაძლოა გალიიდან გადმოიყაროს. ცელულოზის ჩასაფენი არ იხლართება ბეწვში და არ არის საშიშროება,რომ ზაზუნა ლოყის პარკებს დაიზიანებს.
სიმინდის ჩასაფენი. თუ გალიის ჩასაფენების პირამიდას გავაკეთებთ, სადაც ყველაზე კარგი ჩასაფენები პირამიდის წვეროსკენ იქნებიან, მაშინ სიმინდის ჩასაფენი პირამიდის წვეროში აღმოჩნდება. ის საკმაოდ ძვირი ღირს, მაგრამ მისი ყიდვა ნამდვილად ღირს. ის კარგად იწოვს სუნს და სინესტეს, იმის გამო, რომ არ შეიცავს მერქნის მტვერს, არ იწვევს ალერგიას, არ ეხლართება ზაზუნას ბეწვში, არ უზიანებს ლოყის პარკებს, არის წვრილი და რბილი და ყველაზე პატარა ზაზუნაც კი კომფორტულად ცხოვრობს მასში. მაგრამ ყველაფერს აქვს თავისი ნაკლი. სიმინდის ჩასაფენისთვის ეს მცირე წონაა_ზაზუნა ადვილად გადმოყრის გალიიდან და ოთახს დააბინძურებს.
* * *
ტუალეტი და მიჩვევა ტუალეტზე
ყველამ არც კი იცის,რომ ზაზუნა ძალიან სუფთა ცხოველია. ისინი გალიაში ერთ კუთხეს ირჩევენ თავიანთი ბუნებრივი მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად.
თავიანთ ცურცლებს კი სწორედ იმ ადგილებში ტოვებენ, სადაც თავს ისუფთავებენ. ეს, როგორც წესი, საკუთარი ბუდეა. ჯანმრთელი ზაზუნას ცურცლი მშრალია და სუნი არ აქვს, ამიტომ

Posted by: cicatridina 27 Feb 2015, 22:46
ტუალეტი და მიჩვევა ტუალეტზე
ყველამ არც კი იცის,რომ ზაზუნა ძალიან სუფთა ცხოველია. ისინი გალიაში ერთ კუთხეს ირჩევენ თავიანთი ბუნებრივი მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად.
თავიანთ ცურცლებს კი სწორედ იმ ადგილებში ტოვებენ, სადაც თავს ისუფთავებენ. ეს, როგორც წესი, საკუთარი ბუდეა. ჯანმრთელი ზაზუნას ცურცლი მშრალია და სუნი არ აქვს, ამიტომ არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს.
როგორც წესი, მოსაშარდად ზაზუნა ერთ კუთხეს არჩევს. აუცილებელი არ არის, რომ ეს გალიის კუთხე იყოს. ეს, შეიძლება იყოს, ადგილი, სადაც ზაზუნა თავს ყველაზე უსაფრთხოდ გრძნობს.
ზაზუნას ტუალეტი, რომელიც შინშილას ქვიშით იქნება სავსე კარგი იმითაა, რომ ქვიშა შარდს იწოვს, იქმნება გოროხები, რომლის ამოღება და გადაგდება სირთულეს არ წარმოადგენს. ასეთი ტუალეტის არსებობისას გალიის ჩასაფენი მშრალი და სუფთა რჩება. გარდა ამისა, ქვიშა შარდის სუნსაც კარგად აკავებს. ეს დროის ეკონომიასაც აკეთებს: ტუალეტის ამოღება და გაწმენდა უფრო ადვილია და მოსახერხებელია_ვიდრე მთელი გალიის.
ყველაზე საუკეთესო ვარიანტი ზაზუნასთვის კერამიკის კუთხის ტუალეტია. ასეთი ტუალეტი შარდს არ იწოვს, ადვილად იწმინდება და გამძლეა. გაყიდვაში უფრო პლასტმასის კუთხის ტუალეტები გვხვდება, ოღონს არ დაგავიწყდეთ, რომ ზაზუნა პლასტმასს ადვილად ღრღნის. გარდა ამისა, ასეთი ტუალეტი ძალიან მსუბუქია და ზაზუნა მათ ადვილად აბრუნებს.
უმეტეს შემთხვევაში,ზაზუნები თვითონ იწყებენ ტუალეტით სარგებლობას. თუ ეს არ მოხდა, იმისათვის, რომ ზაზუნა ტუალეტით სარგებლობას მივაჩვიოთ საკმარისია ტუალეტში შარდით დასველებული ჩასაფენის ნაწილი გადავიტანოთ. ზაზუნა საჭირო ადგილს სუნით მიაგნებს ან დადეთ ტუალეტი იმ კუთხეში, სადაც ზაზუნამ თვითონ მოაწყო ტუალეტი.
ზოგიერთი ზაზუნა ადვილად ეჩვევა ტუალეტით სარგებლობას, ზოგს უფრო მეტი დრო სჭირდება, სამწუხაროდ, არსებობენ ისეთი ზაზუნებიც, რომლებიც მთელი ცხოვრება” ველურებად” რჩებიან.
http://www.radikal.ru



* * *
სათამაშოების არჩევა ზაზუნასათვის
ზაზუნები აქტიური ცხოველები არიან და სხვადასხვა სათამაშოები და საგნები სჭირდებათ იმისათვის, რომ სწორად განვითარდნენ. გარდა ამისა, რომ ზაზუნამ დროის გარკვეული ნაწილი გალიის გარეთ უნდა გაატაროს მისთვის უსაფრთხო გარემოში.
ბორბალი: ზაზუნების უმეტესობა სიამოვნებით დარბის ბორბალზე, ამიტომ თქვენი ზაზუნას გალიაში აუცილებლად უნდა იყოს ბორბალი. აირჩიეთ ბორბალი, რომლის დიამეტრი 18-22 სმ.-ია და რომელსაც ერთიანი სარბენი ზედაპირი აქვს, რათა თავიდან აიცილოთ სირბილისას თათების დაზიანების რისკი. კარგია ბორბალი, რომელიც ერთი მხრიდან მხრიდან მთლიანად დახურულია, მეორე მხრიდან კი ზაზუნას თავისუფლად შეუძლა ბორბალში შესვლა და სირბილი.
ზოგიერთ ზაზუნას ისე უყვარს კბილების ვარჯიში, როგორც ფეხების, ამიტომ თქვენმა ცხოველმა თუ პლასტმასის ბორბლის ხვრა დაიწყო, გალიიდან მისი ამოღება და ლითონის ბორბლით ჩანაცვლება მოგიწევთ. ამის თქმა უფრო ადვილია, ვიდრე გაკეთება. შეიძლება, შესაფერისი ლითონის ბორბლის მოძებნა ძალიან გაგიჭირდეთ. ბევრი მათგანი ხარიხებისგანაა აწყობილი.
მნიშვნელობა აქვს ბორბლის დიამეტრსაც. ძალიან პატარა ბორბალმა ზაზუნას ხერხემლის პრობლემები, შეიძლება, გაუჩინოს. თუ რამდენიმე ზაზუნა ერთად გყავთ, მათთვის ცალ-ცალკე მოგიწევთ ბორბლის დადგმა. წინააღმდეგ შემთხვევაში ხელჩართული ჩხუბის მოწმე გახდებით.
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი უხმაურობაა. ზაზუნასთვის სულ ერთია ბორბალი ხმაურობს თუ არა. ის მთელი ღამე შეუსვენებლად ირბენს. ეს თქვენთვის არ იქნება სულერთი! არაფერი არ არის იმაზე უფრო გამაღიზიანებელი, ვიდრე მოჭრიალე ბორბალი ღამის 3 საათზე! ამიტომ, სანამ ბორბალს შეიძენდეთ ზოომაღაზიაში, დაატრიალეთ ის.
იმის გამო, რომ ზაზუნების უმეტესობას ძალიან უყვარს ბორბალზე სირბილი, ზოგიერთი მათგანი სირბილის ფანატად იქცევა ხოლმე და ბორბალს ძალების ამოწურვამდე ატრიალებენ. თუ შეამჩნევთ, რომ ზაზუნა მეტისმეტად ბევრს დარბის ბორბალზე, ეს შეიძლებ იმის მანიშნებელი იყოს, რომ მას სხვაგან სასუნსულო ადგილი არ აქვს. დაფიქრდით, იქნებ მისი გალია ზედმეტად პატარაა? დაუმატეთ გალიას ახალი სექცია, მიეცით მეტი სივრცე სასიარულოდ. სხვა ტრენაჟორი არ აქვს? ძალიან ცუდი! გაითვალისწინეთ, რომ ბორბალი ერთადერთი სათამაშო არ უნდა იყოს მის გალიაში. თავისუფალი სეირნობა უსაფრთხო ადგილას აუცილებლად უნდა შედიოდეს მის ყოველდღიურ რეჟიმში.
თუ არც დიდი ზომის გალიამ, არც სხვა სათამაშოებმა და გალიის გარეთ დამატებითმა სეირნობამ არ გაუნელა ზაზუნას ბორბლის მიმართ სიყვარული, ნება მიეცით ირბინოს საღამოს, მაგრამ ღამით ბორბალი გალიიდან ამოიღეთ, რათა ზაზუნას სხვა ნივთების მიმართაც გაუჩნდეს ინტერესი.
საღეჭი სათამაშოები: ზაზუნებს, ისევე, როგორც ყველა სხვა მღრღნელს სჭირდება ისეთი საგანი და სათამაშო, რომლის მოღრღნა შეეძლება, რათა მუდმივად მზარდი კბილები კარგ ფორმაში ჰქონდეს. ხის საღრღნელი სათამაშოები ზაზუნასთვის საუკეთესო არჩევანია. ხის საგნები უნდა იყოს უსაფრთხო (მოერიდეთ კედარს და სხვა მარადმწვანე ხეებს), პესტიციდებისა და ქიმიკატების გარეშე. თუ თქვენ მერქნის უსაფრთხოებაში დარწმუნებულები არ ხართ, უკეთესია თუ სპეციალურად შინაური ცხოველებისათვის დამზადებულ სათამაშოებს შეიძენთ. ნაყოფისმომცემი ხეების ტოტები,რომლებიც პესტიციდებით არ არის შეწამლული და ქიმიურად დაუმუშავებელი ფიცრები თქვენს ზაზუნას ნამდვილად გაახარებს. ტირიფისა და თივის ბურთები, რგოლები და გვირაბები, რომლებიც კურდღლებისთვისაა დამზადებული, სრულიად გამოსადეგია ზაზუნასთვისაც.
ზაზუნებს ძალიან უყვართ, აგრეთვე, მუყაოს გვირაბები, ტუალეტის ქაღალდის რულონები.
კიბეები: ზაზუნებისთვის განკუთვნილი სხვადასხვანაირი კიბე არსებობს. ხის კიბეები და მძივები შესანიშნავია ზაზუნასათვის. ნებისმიერი ხის ნივთი გამოსადგი უნდა იყოს დაღრღნისთვისაც, რადგანაც ეს ზაზუნასათვის ბუნებრივია. შეგიძლიათ თქვენ თვითონვე დაამზადოთ მერქნისგან ზაზუნასათვის სხვადასხვა საძრომიალო.
ქოქოსის კაკლის გამოყენებაც შეგიძლიათ სახლუკას გასაკეთებლად. ორგანული მასალისგან დამზადებული თოკები (კანაფი, ბამბა) სშეგიძლიათ გამოიყენოთ დაკიდებული სათამაშოების, საძრომებისა და კიბეების გასაკეთებლად. დიდი ყურადღება მიაქციეთ თოკისგან დამზადებულ დაკიდებულ სათამაშოებს. დარწმუნდით, რომ ზაზუნას თოკში არაფერი გაეხლართება თქვენი არყოფნის დროს.
პლასტმასის სათამაშოები: პლასტმასის სათამაშოებთან ცოტა ფრთხილად იყავით. ზაზუნების უმეტესობას უყვარს პლასტმასის გვირაბები და მილები და სხვა სათამაშოები, მაგრამ მათი ღრღნა, შესაძლოა, პრობლება გახდეს. პლასტმასის ზოგიერთი სათამაშო ძალიან ადვილად ფუჭდება და თუ ღრღნისას თქვენი ზაზუნა პლასტმასის ნაჭრებს ყლაპავს, ეს ნერვიულობისთვის სერიოზული მიზეზია. თუ თქვენი ზაზუნა ხშირად ღრღნის პლასტმასის სათამაშოს, მაშინ ჯობია, რომ საერთოდ ამოუღოთ გალიიდან.
ქვიშა: თქვენ შეგიძლიათ შესთავაზოთ თქვენს ზაზუნას შინშილებისთვის გათვალისწინებული ვულკანური სილა ან ქვიშა, რომელშიც ზაზუნა სიამოვნებით იჭყუმპალავებს და თავის ქურქს წესრიგში მოიყვანს. გარდა ამისა, ზაზუნებს ძალიან უყვართ თხრა. ღრმა კოლოფი ქვიშით ან სტერილური მიწით დიდი სიამოვნებაა ზაზუნასთვის.
მინერალური ქვები, პემზა: შეგიძლიათ მისცეთ ზაზუნას, თუმცა ეს აუცილებლობას არ წარმოადგენს. თუ თქვენი ზაზუნა ღრღნის მათ, ეს დაეხმარება კბილების კარგ მდგომარეობაში შენარჩუნებისათვის. სამწუხაროდ, ყველა ზაზუნა არ იყენებს მათ.
სასეირნო ბურთულა: თქვენ, ალბათ, უკვე იცით, რომ იმისათვის, რომ ზაზუნა მხიარული და ჯანმრთელი იყოს მას სათანადო ფიზიკური დატვირთვა სჭირდება. ისიც იცით, რომ ის, შესაძლოა, სირბილის ფანატად გადაიქცეს თუ სხვაგვარი ფიზი კური დატვირთვის საშუალება არ ექნა. ამიტომ თქვენი მიზანია შესთავაზოთ თქვენს ზაზუნას სხვადასხვა გასართობები, რათა მარტო ერთი მათგანით არ იყოს შეპყრობილი. ბურთი ზაზუნასთვის ერთ-ერთი ასეთი უნივერსალური ტრენაჟორია, რომელიც მრავალ მათგანს მოსწონს.
ასეთი ბურთები სხვადასხვაგვარია. უფრო ხშირად, ბურთულას ფორმა აქვთ, თუმცა, შეიძლება სარბოლო ავტომობილის და ა.შ. ფორმაც ქონდეთ. ისინი სხვადასხვა ზომისაა, ამიტომ თქვენ თქვენი ზაზუნას ზომის შესაფერისი ბურთულა უნდა აირჩიოთ. არასოდეს ჩასვათ სირიული ზაზუნა ისეთ ბურთულაში, სადაც მას საკმარისი ჰაერი არ ექნება, ის კი წელში იქნება მოხრილი. არც ზომაზე დიდი ბურთია კარგი_ზაზუნა მასში ტრიალს დაიწყებს და აქეთ-იქით მიეხეთქება. თუ არჩევანის საშულება გაქვთ, აირჩიეთ ის ბურთულა, რომელსაც უფრო მეტი სავინტილაციო ხვრელი აქვს.
როგორ მუშაობს ასეთი ბურთი? თქვენ ზაზუნას სვამთ პლასტმასის სფეროში, მჭიდროს ხურავთ კარს და სვამთ ძირს. როცა ზაზუნა მოძრაობას იწყებს, ბურთულა გორვას დაიწყებს. ზაზუნების უმეტესობას ძალიან უყვარს ბურთში სირბილი,ზოგიერთი კი ისეთი დახელოვნებული შტურმანი გამოდგება, რომ ადვილად მიყავს ბურთი მისთვის სასურველ ადგილას.
ასეთი ტრენაჟორის უდავო ღირსებაა ის, რომ ზაზუნას სეირნობის შემოფარგვლა აღარ მოგიხდებათ პატარა ოთახით. მას შეეძლება გაიფართოვოს ჰორიზონტი და შეისწავლოს აქამდე მიუწვდომელი ოთახები.
იმისათვის, რომ ზაზუნას სეირნობა უსაფრთხო იყოს, დაიცავით რამდენიმე წესი:
იმის შემდეგ, რაც ზაზუნას ბურთში ჩასვამთ, დარწმნუნდით, რომ ბურთის კარი კარგადაა დახურული. ბურთულა დადეთ იატაკზე. არასოდეს მისცეთ უფლება ზაზუნას იმოძრაოს მაღალ ზედაპირზე, მაგ. მაგიდაზე. ასეთი სიმაღლიდან ჩამოვარდნა, შეიძლება, ფატალურად დასრულდეს!
ზაზუნას სასეირნოდ გაშვების შემდეგ გადაღობეთ ნებისმიერი საფეხური და ჩასავარდნი, იზოლირება გაუკეთეთ სხვა ცხოველებს. კატას და ძაღლს შეუძლიათ დაედევნენო ბურთულას, შეაშინონ ან რამე დაუშავონ ზაზუნას! არავის მისცეთ უფლება ხელი კრას ბურთულას მის ასამოძრავებლად. მხოლოდ თვითონ ზაზუნამ უნდა გადაწყვიტოს იმოძრავებს თუ არა!
თუ ზაზუნას არ უნდა ბურთულაში ჩაჯდომა ან ეშინია, ნუ ჩატენით ძალით. დაიცავით თქვენი პატარა ზედმეტი სტრესისგან!

Posted by: MITIATO 27 Feb 2015, 23:25
საჭმელი ზაზუნასათვის
ბევრი პატრონი მიიჩევს, რომ ამ პატარა არსების გამოკვება რთული არ არის და მას გალიაში ყველაფერს უყრიან (პურის ქერქებს, კომბოსტოს, კარტოფილს, სტაფილოს ნაფცქვენებს და ა.შ.). რახან ზაზუნა ამ ყველაფერს ჭამს, გამოდის, რომ ყველაფერი წესრიგშია.
გახსოვდეთ, რომ ზაზუნა დიდი ხნის წინ მოიშინაურეს და მას თითქმის დაკარგული აქვს ბუნებრივი ინსტიქტი ამოარჩიოს მისთვის ვარგისი საკვები. დღეისათვის ეს ფუმფულა არსებები თითქმის ყველაფერს ჭამენ, რასაც პატრონი მისცემს, უპირატესობას ანიჭებენ ცხიმიან და ტკბილ საჭმელს. ასეთი კვება კი მისთვის ზიანის მომტანია. ამით ზაზუნების ისედაც ხანმოკლე სიცოცხლე კიდევ უფრო მოკლდება.
ამიტომ ყველა მოსიყვარულე პატრონის მთავარი საზრუნავი ზაზუნას მენიუს სწორი შერჩევაა.
გახსოვდეთ!!!
-ნებისმიერი პროდუქტის უზომო რაოდენობით ჭამამ შესაძლოა ვნება მოუტანოს ზაზუნას ორგანიზმს!
-შაქრის მაღალი შემცველობის საკვები არ არის რეკომენდირებული კემპბელის ზაზუნებისათვის, რადგანაც ისინი დიაბეტისადმი არიან მიდრეკილები.
-არასოდეს მისცეთ ზაზუნას იმდენი საჭმელი, რომ დროულად ვერ მოახერხოს მისი შეჭმა და დაობდეს ან დალპეს.
-თუ საკვებს მინდორში შეაგროვებთ, სანამ ზაზუნას მისცემდეთ, დარწმუნდით, რომ ისინი შხამქიმიკატებით არ არის დამუშავებული და ცხოველისათვის უსაფრთხოა.
-ყველა ახალი პროდუქტი თანდათანობით უნდა დაემატოს ზაზუნას რაციონს, რათა საჭმლის მომნელებელი სისტემა არ გაღიზიანდეს და ფაღარათი არ გაჩნდეს. ამის თავიდან ასაცილებლად კარგი ხერხია მისცეთ ახალი ხილის/ბოსტნეულის პატარა ნაჭერი, მოიცადოთ 2 დღე და ისევ მისცეთ პატარა ნაჭერი და ა.შ. როგორც კი ისინი მიეჩვევიან ახალ საკვებს, შეგიძლიათ შუალედები შეამციროთ.
-სანამ ზაზუნას აჭმევდეთ, კარგად გარეცხეთ ხილი და ბოსტნეული და 1-2 წუთით გააჩერეთ ოთახის ტემპერატურაზე.
ქვემოთ ჩამოთვლილია საკვები, რომლებიც უსაფრთხოა ზაზუნასათვის.


http://www.radikal.ru

ბოსტნეული
არდი (Cichorium endivia)
ბაბუაწვერას ყვავილები/ფოთლები
ბატატი (არ შეიძლება ჯუნგარული, კემპბელისა და ჩინური ზაზუნებისათვის)
ბრიუსელის კომბოსტო
ბროკოლი
ბულგარული წიწაკა (ნებისმიერი ფერის);
გოგრა
ვარდკაჭაჭა
თალგამი
ისპანახი
კამა
კარტოფილი (მოხარშული)
კომბოსტო (მცირე რაოდენობით)
ლობიოს აღმონაცენი,
მანგოლდი
მრავალძარღვას ფოთლები,
მუხუდო (დამბალი)
მწვანე ბარდა
ნიახური (მცირე რაოდენობით და იშვიათად)
ოხრახუში
პატისონი
ჟუნჟრუკი (Stellaria media)
რადიჩიო ((Radicchio) იტალიური ვარდკაჭაჭა)
რეჰანი,
სალათი ლატუკი (Lactuca sativa L. var. Longifolia)
სამყურა
სატაცური,
სკვოში (არ შეიძლება ჯუნგარული, კემპბელისა და ჩინური ზაზუნებისათვის)
სტაფილო (არ შეიძლება ჯუნგარული, კემპბელისა და ჩინური ზაზუნებისათვის)
ტურნეპსი ((Brassica rapa subsp. rapifera)
ფოთლოვანი ფარხალი (ე.წ. წითელი ფხალი)
ყაბაყი
ყვავილოვანი კომბოსტო,
ჩინური კომბოსტო (Bok Choy)
ჩინური წყლის კაკალი (Eleocharis dulcis)
ცუკინი
ძირთეთრა (Pastinaca sativa)
წყლის წიწმატი (Nasturtium officinale)
ჭარხალი
ჭინჭარი
ჭყინტი სიმინდი,
ხუჭუჭა კომბოსტო (Kale)
შეგიძლიათ აჭამოთ მოხარშული ბოსტნეული :სტაფილო, ჭარხალი, გოგრა, ბარდა (მარილის გარეშე)
ასევე, თითქმის ყველა ფოთლოვანი ხის ფოთლები: წიფელი, იფანი, ტირიფი, ცაცხვი, ვერხვი, აკაცია, ხეხილი, მაგ. ალუბალი, მსხალი, ვაშლი, თუთა, ვარდის ფურცლები;

ხილი:
ალუბალი (უკურკო)
ასკილი(კურკებისაგან გაწმენდილი და მცირე რაოდენობით)
ატამი (უკურკოდ)
ბალი (კურკების გარეშე!)
ბანანი
გარგარი
ვაშლი (თესლის გარეშე)
თუთა
კარამბოლა
ლიჩი
მანგო
მარწყვი
მაყვალი,
მოცვი,
მოცხარი
მსხალი
ნესვი,
პაპაია
ჟოლო (ჟოლოს ფოთლებით მკურნალობენ ფაღარათს)
ყურძენი (კურკის გარეშე)
ქლიავი (უკურკოდ)
შტოში (Oxycóccus)
ხურტკმელი
მშრალი ხილი: ქიშმიში, გარგარის,ვაშლის, მსხლის ჩირი, ბანანის ჩიპსები;

მარცვლეული და კაკლები
ქერი, წიწიბურა, ჩიტიფეტვას (Phalaris canariensis) თესლი, ფეტვი, სორგო, შვრია, კინოა (Chenopōdium quīnoa), ჭვავი, სპელტა (Triticum spelta), ხორბალი(ქატო და ღივიც) სიმინდი,ოსპი, იონჯა, ბარდა-ყოველდღიურად;
სელის თესლი, მზესუმზირას თესლი, სეზამის თესლი, ალისარჩულის თესლი (Carthamus tinctorius)-შედარებით მცირე რაოდენობით;
აკაჟუ (Anacardium occidentale), ბრაზილიური კაკალი, თხილი, მიწისთხილი, კაკალი პეკანი (Carya illinoinensis), ფსტა (Pistacia vera), გოგრის თესლი, ყაბაყის თესლი, ნესვის თესლი; სოიო, სკვოში თესლი, კაკალი, წაბლი,-თვეში 2-4 მარცვალი.
ფაფები: ხორბლის, ქერის, შვრიის, წიწიბურის, ბრინჯის, ოსპის.

ცილოვანი საკვები
ხილისა და ბოსტნეულის გარდა არის სხვა პროდუქტებიც, რომლებსაც ზაზუნა სიამოვნებით მიირთმევს.
კვერცხი: ზაზუნებს უყვართ მაგრად მოხარშული კვერცხი. ის ცილის მაღალი შემცველობით გამოირჩევა და განსაკუთრებით სასარგებლოა ორსული ზაზუნებისა და პატარებისათვის. ყურადღება მიაქციეთ, რომ ზაზუნამ 24 საათის განმავლობაში სრულად შეჭამოს მიცემული კვერცხი, წინააღმდეგ შემთხვევაში ის გაფუჭდება და ცხოველს მოწამვლავს.
ხორცი: ხორცი ჭმევა-არჭმევის საკითხი უკვე დიდი ხანია განიხილება. ზოგიერთი მიიჩნევს, რომ ხორცით კვება კანიბალიზმს იწვევს. თუმცა, არიან მომშენებლები, რომლებიც რეგულარულად კვებავენ ზაზუნებს ხორცით და კანიბალიზმის პრობლემა არ აწუხებთ.
ხორცი უნდა მიეწოდოს პატარა ნაჭრებად დაჭრილი. შესაძლებელია საქონლის, ქათმის ან ინდაურის ხორცის გამოყენება (ღორის ხორცი არ არის რეკომენდირებული);
უცხიმო ხაჭო
ნაკლებცხიმიანი მოხარშული თევზი
თევზის ქონი:მდიდარია A და D ვიტამინებით. თევზის ქონის რამდენიმე წვეთი მარცვლეულზე სასარგებლოა კვირაში 1-ჯერ.
ფქვილის ხოჭოს ლარვა (Tenebrio molitor)
რძეში დამბალი პური (არ არის რეკომენდირებული თეთრი პურის გამოყენება, რძე უნდა იყოს ნაკლებცხიმიანი),
რძე: რძესთან დაკავშირებით ძირითად პრობლემას წარმოადგენს ის, რომ უნდა ჩაისხას ისეთ ჯამში, რომლის ადვილად გადმობრუნება შესაძლებელი არ იქნება. რძე მალე მჟავდება თბილ ამინდში. იმის გამო, რომ მოზრდილ ზაზუნებს რძის მომნელებელი ფერმენტი არ აქვს, მათ რძეს იშვიათად აძლევენ, გამონაკლისია ორსული და პატარა ზაზუნები.
ტოფუ (სოიოს ხაჭო),
დაბალცხიმიანი იოგურტი (ნაკლებშაქრიანი, დანამატების გარეშე, არაუმეტეს 1%-იანი ცხიმიანობისა) ან მაწონი.
კალიები და ჭრიჭინობელები (ერთ ჯერზე მხოლოდ ერთი ცალი)
კეფირი 0-1% ცხიმოანობის
კრევეტები (იშვიათად);

ადამიანის საჭმელები
ყავისფერი ბრინჯი (მოხარშული)
მარცვლეულის ბურბუშელა (შაქრის დაბალი შემცველობით)
ყველი (ნაკლებცხიმიანი, უმარილო)
ბატიბუტი (უმარილო, უშაქრო)
ბავშვთა კვება (შაქრის დაბალი შემცველობით, ნივრისა და ხახვის გარეშე), მოხარშული ყავისფერი ბრინჯი
მოხარშული მაკარონი
ორცხობილა
ძაღლის/კატის კონსერვირებული საკვები (მცირე რაოდენობით)


http://www.radikal.ru

ჩამოთვლილი საკვები უნდა მიეცეს მცირე რაოდენობიით და ფრთხილად, რადგანც შეიცავენ დიდი რაოდენობით წყალს და შეიძლება გამოიწვიოს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის აშლილობა.
კიტრი
იონჯას თივა
მიწისთხილის კარაქი
ნიახური
საზამთრო
სალათი რომენი
სტაფილო

არ შეიძლება
ნუში (შეიცავს ციანიდის მჟავას)
ტაფე ხახვი (Allium schoenoprasum)-მასში შემავალი დისულფიდები ტოქსიკურია ბევრი ცხოველისათვის,
ძაღლის ქინძი (Aethusa cynapium)-ძლიერ ტოქსიკურია როგორც ადამიანისათვის, ისე-ცხოველებისათვის;
სალათა აისბერგი-ძალიან დიდი რაოდენობით შეიცავს წყალს, რაც სერიოზული ფაღარათის მიზეზი შეიძლება გახდეს;
მწნილები-დიდი რაოდენობით შეიცავენ მჟავებს, რას წყლილის და კბილების დაზიანების მიზეზი შეიძლება გახდეს
ღორის ხორცი-ძალიან ცხიმიანია და რთულად მოსანელებელია;
ლობიოს მარცვლები-ლობიო ლექტინ ფიტოჰემაგლუტინინს შეიცავს: ეს ცილოვანი ნივთიერებაა, რომელსაც შეუძლია ნაწლავის ლორწოვანი გარსის დაზიანება. განსაკუთრებით დიდი რაოდენობით შეცავს ლექტინს უმი წითელი ლობიო. ამიტომ არ არის რეკომენდირებული ზაზუნების კვება არც უმი ლობიოთი და არც_მოხარშულით.
რევანდი-დიდი რაოდენობით შეიცავს ოქსალატებს, რამაც შეიძლება თირკმელების პრობლემები გამოიწვიოს;
პომიდორი-დიდი რაოდენობით შეიცავს წყალს და მჟავებს;
კარტოფილი (უმი)_ცნობილია, რომ კარტოფილი გლიკოალკალოიდებს შეიცავს, რომლებიც ტოქსიკურები არიან ზაზუნასათვის. მცენარის ყველა ნაწილი შეიცავს სოლანინს, მაგრამ ყველაზე უფრო დიდი კონცენტრაცია ფოთლებსა და ღეროშია თავმოყრილი. ოღონდ, როცა კარტოფილის ბოლქვები შუქის ზემოქმედებით მწვანდება ეს ზრდის მასში გლიკოალკალოიდების კონცენტრაციას. ამიტომ არასოდეს გამოიყენოთ გამწვანებული კარტოფილი ზაზუნას საკვებად. კარტოფილის თერმული დამუშავება საკმაოდ ამცირებს მასში სოლანინის შემცველობას. მოხარშული კარტოფილი, შეგიძლიათ, მშვიდად აჭმაოთ თქვენს ზაზუნებს.
სოლანინით მოწამვლის სიმპტომებია: ჰიპოთერმია, დამბლა, შოკი, სუნთქვის შენელება, გუგების გაფართოება, ტკივილი მუცლის არეში, ღებინება და დიარეა.
ბადრიჯანი
ყურძნის კურკები
ავოკადო _ავოკადოს არც ერთი ნაწილის მიცემა არ არის რეკომენდირებული ზაზუნასათვის. ამ მცენარის ფოთლები და ტოტები ცხოველთა უმეტესობისათვის ტოქსიკურია. ავოკადოს ნაყოფი შეიცავს ტოქსიკურ ნივთიერებას_პერსინს. ის ბუნებრივი ფუნგიციდია, რომელსაც მცენარე მწერებისაგან და სოკოებისაგან თავის დასაცავად გამოიმუშავებს. ეს ტოქსინი სულ ცოტა ხნის წინ აღმოაჩინეს, მაგრამ მიიჩნევა, რომ ადამიანისათვის სრულიად უსაფრთხოა. არსებობს დოკუმენტური მტკიცებულება იმისა, რომ ავოკადოს ნაყოფი ცხოველთა უმეტესობისათვის ტოქსიკურია.
პომიდვრის ფოთლები
ფორთოხალი, მანდარინი და სხვა ციტრუსები-მათში შემავალი მჟავები ხელს უწყობენ თირკმელებში კენჭების წარმოქმნას;
ჯემები და ჟელეები
სანელებლები
ნიორი, ხახვი, პრასი, მწვანე ხახვი_ეს მცენარეები თიოსულფატს შეიცავს. თიოსულფატი უვნებელია ადამიანისათვის, მაგრამ მეტისმეტად ტოქსიკურია ზაზუნასათვის_ის ჰემოლიზურ ანემიას იწვევს. ზაზუნა საკუთარი სურვილით არასდროს ჭამს უმ ხახვს და არც იმ პროდუქტებს დააკარებს პირს, რომელიც ხახვს შეიცავს. ხახვით მოწამვლის სიმპტომებია მწვავე გასტროენტერიტი, ცხოველი სუსტდება, არ ჭამს, ქოშინებს.
ვაშლის თესლი (შეიცავს დარიშხანს)
შოკოლადი _შოკოლადი შეიცავს ნივთიერებას სახელწოდებით თეობრომინი. თეობრომინის შემცველობა ადამიანისათვის სახიფათო არ არის, რადგანაც მისი ორგანიზმი ადვილად შლის მას.
ცხოველები, რომელთა ნივთიერებათა ცვლა ადამიანზე უფრო ნელია, ვერ შლიან დროულად თეობრომინს და ეს ნივთიერება სისხლში 24 საათის განმავლობაში რჩება. ცხოველი თეობრომინით სულ რამდენიმე გრამი შოკოლადის ჭამის შემდეგ, შეიძლება, მოიწამლოს.
თეობრომინით მოწამვლის სიმპტომებია: ჰიპერაქტიურობა, ეპილეფსიური გულყრა, გულის შეტევა, რის შედეგადაც ცხოველი იღუპება. თეობრომინის ტოოქსიური დოზა დამოკიდებულია ცხოველის ზომასა და შოკოლადის სახეობაზე. თეთრი შოკოლადი, როგორც წესი, მცირე რაოდენობით თეობრომინს შეიცავს, როცა შავ შოკოლადში ის საკმაოდ დიდი რაოდენობითაა.
არ არის რეკომენდირებული შოკოლადის შემცველი სხვა ტკბილეულით ზაზუნების კვება.
ტკბილეული/კანფეტები (შეიცავს ბევრ შაქარს)
ჩიფსები და მსგავსი საჭმელები (ძალიან ცხიმიანია)
ფრინველებისა და სხვა მღრღნელებისათვის გათვალისწინებული მზა საკვები: ეს საკვები სხვა ცხოველების ორგანიზმის თავისებურებების გათვალისწინებითაა შემუშავებული და ბალანსირებული. არის დიდი შანსი იმისა, რომ ზაზუნამ ერთი სახის ელემენტები დიდი რაოდენობით მიიღოს და სხვა_ნაკლებად.
ხურმა: ხურმა დიდი რაოდენობით შეიცავს მთრლიმლავ ნივთიერებებს, რამაც ზაზუნაში, შეიძლება, ძლიერი ყაბზობა გამოიწვიოს.
რკო: შიეცავს დიდი რაოდენობით მთრიმლავ ნივთიერებებს და ცილოვან ნივთიერებებს, ასევ, სახამებელ, შაქარს, ცხიმოვან მჟავებს. ამგვარად, ეს ძალიან მძიმე საკვებია ზაზუნას ღვიძლისათვის და გარდა ამისა, არსებობს მისი მოწამვლის დიდი ალბათობა.
მღრღნელებისათვის გათვალისწინებული დროფსები: შეიცავს დიდი რაოდენობით შაქარს, სარგებლობა კი არაფერი აქვთ. სასიკვდილოა შაქრიანი დიაბეტით დაავადებული ზაზუნასათვის.
თეთრი პური: თეთრი პურის მომსამზადებელი ფქვილი თითქმის სუფთა სახამებელია. გადამუშავების შემდეგ ფქვილში უმნიშვნელო რაოდენობით რჩება საკვები ნივთიერებები. ამის გათვალისწინებით თეთრ პურს არა თუ რამე სარგებელი მოაქვს ზაზუნასათვის, არამედ შეიძლება მავნეც კი იყოს მისთვის.
ბრაზილიური კაკალი:69% შედგება ნაჯერი და უჯერი მჟავებისგან და ზაზუნასათვის ძალიან მძიმე და რთული მოსანელებელია.
მარილი, შაქარი, სანელებლები: მარილი ხელს უწყობს იმას, რომ ორგანიზმში კავდება საკმაოდ დიდი რაოდენობით სითხე, ამ დროს შესამჩნევად იზრდება გულის და თირკმელების დატვირთვა.
სანელებლები ძლიერად აღიზიანებენ კუჭისა და ნაწლავების ლორწოვანს, შეიძლება გამოიწვიოს ანთებითი პროცესიც. შაქარი ზემოქმედებს გულ-სისხლძარღვთა, ცენტრალურ ნერვულ და ენდოკრინულ სისტემებზე. ზრდის შაქრიანი დიაბეტის განვითარების ალბათობას. გარდა ამისა, არ დაივიწყოთ, რომ ზაზუნებს მინანქრით კბილის მხოლოდ გარეთა ზედაპირი აქვთ დაფარული.
ნაღები: შეიცავს 78-82,5% რძის ცხიმს. იწვევს ღვიძლის სერიოზულ პათოლოგიას.
მშრალი საუზმეები, მიუსლი: შეიცავს შაქარს, ბალანსირებულია ადამიანის და არა_ზაზუნას ორგანიზმს მოთხოვნილებების მიხედვით.
ალუბლისა და ატმის კურკები: შეიცავს ციანიდმჟავას და შეუძლიათ გამოიწვიოს ძლიერი მოწამვლა ლეტალური გამოსავლით.
ძეხვი, სოსისი: შეიცავს დიდი რაოდენობით მარილს, სანელებლებს, საკვებ დანამატებს
ძროხის, თხის რძე და რძიანი ფაფები: უცხიმო რძეც კი შეიცავს ალბუნისა და კაზეინის მოლეკულებს, რომლებიც არ შეითვისება მოზრდილის ორგანიზმის მიერ. შეუძლია გამოიწვიოს საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემები.
არაჟანი: ძალიან ცხიმიანია. შეიძება გამოიწვიოს ღვიძისა და კუჭქვეშა ჯირკვლის პრობლემები.
შემწვარი და ცხიმიანი საკვები: ძალიან მძიმე საკვებია ზაზუნასათვის
მშრალი მაკარონი: გარდა იმისა, რომ დაბალი საკვები ღირებულება აქვს, მშრალ მაკარონს შეუძია სერიოზულად დააზიანოს ზაზუნას ლოყის პარკები.
საზამთრო: საზამთროს 80% წყალია. სწორედ ამისა გამოა, რომ მასში დიდი რაოდენობით სასუქი და პესტიციდები გროვდება. იწვევს ზაზუნას მოწამვლას, ზოგჯერ_სიკვდილსაც.
მჟაუნა: დიდი რაოდენობით შეიცავს ოქსალატებს, რომლებსაც ზაზუნა ვერ ინელებს;
ტიტა: შხამიანი მცენარეა. შეიცავს ტალიპალინს, ფიტოალექსინს, ალერგენებს, გლიკოპროტეინებს.
გოზინაყი: მზადდება თაფლისა და დიდი რაოდენობით შაქრისაგან.
სოკო: ძალიან მძიმე საკვებია ზაზუნასათვის.
თაფლი (სუფთა სახით): შეიცავს დიდი რაოდენობით შაქარს.
წიწვოვანი მცენარეების ტოტები: გამოყოფენ ზაზუნასათვის სახიფათო ფისს.
ქალაქის ქუჩებში შეგროვებული ნებისმიერი ბალახი: ქალაქის ქუჩები დაბინძურებულია ავტომობილის გამონაბოლქვით, ქარხნებისა და ფაბრიკების გამონაყოფით, ცხოველების ფეკალიების მიკრონაწილაკებით და ა.შ.
ხილის წვენები: გაყიდვაში არსებული წვენების უმუტესობა მიიღება აღდგენილი კონცენტრანტებიდან, ასევე, დამატებული აქვთ შაქარი.
შავი პური: ძალიან მჟავეა. ძლიერ აღიზიანებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტს. გარდა ამისა, იწვევს შებერილობას. იმის გამო, რომ ზაზუნებს ძალიან გრძელი ნაწლავი აქვთ, ეს ყველაფერი ხელს უწყობს გაუვალობის გაჩენას.
პიტნა: შეიცავს დიდი რაოდენობით ეთერზეთებს, მთრიმლავ ნივთიერებებს და ფისებს.
კოღოს ლარვები (Chironomus plumosus), ბუნებაში დაჭერილი მწერები: გუბეებში დაჭერილი ლარვები საეჭოდ სუფთაა. მწერები, შესაძლოა, სხვადასხვა ჰელმინთების მტარებლები იყოს.
ნამცხვრები, ნაყინი, შოკოლადი: შეიცავს დიდი რაოდენობით ცხიმებსა და შაქარს.
ლეღვი
ჩვეულებრივი ფითრი
მოარიდეთ ყველანაირ ოთახის მცენარეს, ხშირ შემთხვევაში ისინი შხამიანები არიან ზაზუნასათვის.

http://www.radikal.ru


ჭამის დრო
ზაზუნებს ყოველდღიურად ახალი საკვები სჭირდებათ. არსებობს ორი მოსაზრება იმის შესახებ დილით ჯობია ზაზუნების გამოკვება თუ საღამოს. ერთნი ამბობენ, რომ ღამით ჭმევა ჯობია, იმიტომ, რომ ზაზუნებს სწორედ დღის ამ მონაკვეთში ღვიძავთ, სხვები ამტკიცებენ, რომ დღისით ჯობია გამოკვება, იმიტომ, რომ ზაზუნებს არ ძინავთ მთელი დღის განმავლობაში. ის მინიმუმ 2 საათში 1-ჯერ გამოდის სახლიდან ”წასახემსებლად”. გარდა ამისა, ეს პატარა არსება მთელს ღამეს საკვების ძებნაში ატარებს. შეგროვებული საკვები მას სოროში მიაქვს და მარაგს ამატებს ”საწყობში”. ჭამით კი სწორედ ამ ”საწყობიდან” აღებულ საკვებს ჭამს დღის განმავლობაში.
რამდენი უნდა ვაჭამოთ? იმდენი, რამდენსაც ერთი დღის განმავლობაში შეჭამენ. დათვლილია, რომ ერთ სირულ ზაზუნას დღის განმავლობაში 1 ს/კ საკვები ჭირდება პლუს ხილი და ბოსტნეული. იმის გამო, რომ მინიატურულ ზაზუნებს უფრო სწრაფი მეტაბოლიზმი აქვთ, მათაც, დაახლოებით, იგივე რაოდენობის საჭმელი სჭირდებათ. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ზაზუნას რაციონი დღეში მხოლოდ ერთი სუფრის კოვზი იყოს. როგორც ყველა ცხოველს, მის მიერ ყოველდღიურად მოხმარებული საკვების რაოდენობა იცვლება. ზაზუნას უნდა ქონდეს საშუალება, მარცვლეულის ნარევიდან ამოარჩიოს სწორედ ის თესლი, რომელიც ყველაზე მეტად სჭირდება იმ წუთას მის ორგანიზმს.
მოზრდილი სირიული ზაზუნას კვირის რაციონი უნდა შედგებოდეს:
- დაახ. 120 გ. მშრალი საკვებისაგან (ძირითადი საკვები)
- დაახ. 80 გ. წვნიანი/ახალი საკვებისაგან (დამატებითი საკვები)
- დაახ. 30 გ. ცხოველური წარმოშობის პროდუქტები.
- დაახ. 20 გ. სასუსნავი.


სასუსნავი ზაზუნასათვის
მღრღნელებისათვის სასუსნავის არჩევისას უნდა დაიცვათ რამდენიმე წესი.
წესი პირველი: სასუსნავი, რომელიც თქვენ გიყვართ, შესაძლოა, სახიფათო აღმოჩნდეს ზაზუნასთვის. მაგ. არავითარ შემთხვევაში არ მისცეთ კანფეტები და შოკოლადი, მიუხედავად იმისა, რომ თქვენი მხეცუკა სიამოვნებით ჩაიტკბარუნებს პირს ამ ტკბილეულით. ასევე არ შეიძლება ძეხვი, სოსისი, ნაყინი და ნამცხვრები. ცალკე უნდა ვთქვათ ყველზეც. შეგიძლიათ კვირაში ერთხელ გაუმასპინძლდეთ თქვენს ზაზუნას ნაკლებცხიმიანი, უმარილო ყველი სულ პატარა ნაჭრით. ყველს არ უნდა ქონდეს დამატებულია არანაირი სანელებლები.
წესი მეორე: ახალი ხილი და ბოსტნეული კარგია, სანამ ახალია. არ მისცეთ ზაზუნას კონსერვირებული სიმინდი, კომპოტიდან ამოღებული ვაშლი ან კიტრის მწნილი. არ მისცეთ ზაზუნას იმდენი ხილი და ბოსტნეული, რომ მან სახლში შეიტანოს და იქ დაულპეს. დროულად ამოიღეთ გალიიდან შეუჭმელი ხილი და ბოსტნეული.
წესი მესამე: მაღაზიაში ნაყიდი ყველა სასუსნავის მიცემა ზაზუნასთვის არ შეიძლება ისე, როგორც შეფუთვაზეა მითითებული. მაგ. ზაზუნას მომშენებლების უმეტესობა გვირჩევს, რომ არ მივცეთ ცხოველს დღეში 2-3 დროპსი, როგორც ეს შეფუთვაზეა მითითებული. უკეთესია, თუ მათ იშვიათად გამოიყენებთ, მაგ. წვრთნისას. ამასთან, ერთი დროპსი შეგიძლიათ რამდენიმე ნაწილად გატეხოთ.
ყურადღებით წაიკითხეთ სასუსნავის შემადგენლობა.
წესი მეოთხე: სასუსნავი სასუსნავი უნდა იყოს. მან არ უნდა ჩაანაცვლოს ძირითადი კვება. სასუსნავი გამოიყენება გასართობად, მოსათვინიერებლად, წვრთნისთვის.
დღეისათვის ზოომაღაზიებში სასუსნავების ფართო არჩევანია. ყოველთვის კრიტიკულად და ყურადღებით გაეცანით პროდუქტის შემადგენლობას, განასაკუთრებით_ახალს. დაე, თქვენი ზაზუნას სიცოცხლე ტკბილი და ხანგრძლივი იყოს!

* * *
ჯანმრთელობის პრობლემები

ზაზუნები, განსაკუთრებით, ველურ ბუნებაში, საკმაოდ ჯანმრთელი ცხოველები არიან და იშვიათად ავადობენ. ზაზუნების დაავადებათა უმეტესი ნაწილი მათი ტყვეობაში ცხოვრებითაა განპირობებული. პატარა ზომის გამო ბევრი დაავადება, შესაძლოა, საკმაოდ სერიოზული აღმოჩნდეს ზაზუნასთვის. ასევე, ღამის ცხოვრების წესიდან გამომდინარე, ხშირად, გვიანდება ხოლმე ზაზუნებში დაავადებების ნიშნების აღმოჩენა. ამიტომ საჭიროა მათი რეგულარული შემოწმება.

კუჭ-ნაწლავის სისტემის დაავადებები:
ანტიბიოტიკების მიღებით გამწვეული დიარეა (ფაღარათი):[B] გრამუარყოფითი ფლორის საწინააღმდეგო ვიწრო სპექტრის მქონე ანტიბიოტიკებმა, განსაკუთრებით, ერითრომიცინმა, ლინკომიცინმა, პენიცილინმა, ცეფალოსპორინებმა და სტრეპტომიცინმა შეიძლება გამოიწვიოს დიარეა. სიმპტომები და მკურნალობა იგივეა, რაც ჩვეულებრივი დიარეის დროს.
[B]ბეწვის გორგლები (ტრიქოლითები):
ეს გრძელბეწვიანი ზაზუნას სიკვდილის მიზეზი შეიძლება გახდეს. ამიტომ თუ გრძელბეწვიანი ზაზუნას პატრონები მიმართავენ ვეტერინარს ფაღარათსა და მადის დაკარგვაზე ჩივილებით, აუცილებელია ცხოველს მიეცეს ბარიუმის სულფატი და რენტგენის სურათი გადაეღოს. ზუსტი დიაგონოზის დადგენის შემდეგ ბეწვის გორგალის ამოსაღებად კეთდება გასტროტომია. დაავადების პროფილაქტიკისათვის გრძელბეწბვიან ზაზუნას კვირაში 2-ჯერ ბეწვზე უნდა წაუსვათ თაფლი,რომელსაც ცხოველები ხალისით ლოკავენ. კუჭში არსებულ თმები თაფლს ეწებებიან და ადვილად გამოდიან გარეთ.
ენტერიტი: ეს დაავადება საკმაოდ ხშირია ზაზუნებში (20-60%) და მაღალი სიკვდილიანობა ახასიათებს (თითქმის 90%). მას Echerichia coli-სა და Campylobacter phetus შერეული ინფექცია იწვევს. ამ დაავადებისას ცხოველებს ეწყებათ წყლისებური ფაღარათი. ისევე, როგორც სხვა ფაღარათით მიმდინარე დაავადებებისას, როგორიცაა სალმონელოზი და ტიზერის დაავადება, ზუსტი დიაგნოზის დადგენა ვეტერინარულ კლინიკაშიც კი თითქმის შეუძლებელია. შეგვიძლია ვცადოთ ცხოველისათვის ტეტრაციკლინის მიცემა, მაგრამ პროგნოზი საკმაოდ არასახარბიელოა.
სალმონელოზი: Salmonella typhimurium არის მწვავედ და ფაღარათით მიმდინარე დაავადების გამომწვევი, რომელსაც მაღალი სიკვდილიანობა ახასიათებს. დიაგნოზის დადგენა ამ შემთხვევაშიც ძალიან რთულია, რადგანაც ცხოველი მანამ იღუპება, სანამ ვეტერინარი ანალიზის პასუხებს მიიღებს. ზაზუნას შეგვიძლია კანქვეშ გავუკეთოთ ქლორამფენიკოლი (5 მგ/კგ წონაზე). აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ სალმონელოზი ადამიანისთვისაც სახიფათოა.
სველი კუდი (wet tail disease. პროლიფერაციული ილეიტი): ასევე, ცნობილია თეძოს ნაწლავის ინფექციური ჰიპერპლაზიის სახელწოდებით. ”სველი კუდი” ზაზუნების ყველაზე გავრცელებული და საშიში დაავადებაა. მინიატურული ზაზუნები იშვიათად ავადობენ სველი კუდით, მაგრამ სირულ ზაზუნებში ის საკმოად გავრცელებულია.
გამომწვევი: ”სველი კუდის” მიზეზად სხვადასხვა გამომწვევებს ასახელებენ. სხვადასხვა წიგნებსა თუ სტატიებში ახსენებენ Lawsonia intracellularis, Campylobacter, E coli, Clostridium, Proteus, Pasteurella, Pseudomonas, Cryptosporidium და Giardia. ყველა ეს მიკრობი ”სველი კუდით” დაავადებული ზაზუნადან იქნა გამოყოფილი. მაგრამ მხოლოდ Lawsonia intracellularis და Campylobacter გამოიწვია ხელოვნურად ზაზუნაში ”სველი კუდი”.
ეს გვაფიქრებინებს, რომ სწორედ ეს ბაქტერიები არიან დაავადების ჭეშმარიტი გამომწვევები, სხვა დანარჩენი ბაქტერია კი, უბრალოდ, გართულებაა. იგულისხმება, რომ მათ უჩნდებათ ორგანიზმზე შეტევის შანსი, რადგანაც უკვე არსებულ ინფექციას იმუნიტეტი დასუსტებული აქვს.
Lawsonia intracellularis გრამუარყოფითი ბაქტერიაა, რომელიც ორგანიზმის უჯრედებს გარეთ ვერ ცოცხლობს. ეს ბაქტერია განაპირობებს ”სველი კუდის” მსგავს დაავადების გაჩენას მთელ რიგ ცხოველებში.
Campylobacter-იც გრამუარყოფითი ბაქტერიაა, რომელსაც შეუძლია დიარეის გამოწვევა ცხოველთა სამყაროს ძალიან ბევრ წარმომადგენელში, მათ შორის, ადამიანშიც.
”სველი კუდი” ეს მრავალფაქტორული დაავადებაა: ბაქტერიების გარდა არსებობს მთელი რიგი ფაქტორებისა, რომელიც განისაზღვრება დაავადებულ ზაზუნაში.
ასეთ ”რისკის ფაქტორებს” მიეკუთვნება სტრესი, ცუდი ჰიგიენა, გალიის ზაზუნებით გადავსება, გარემოს ცვლილება. სხვა ვირუსული დაავადებები და იმუნიტეტის დასუსტებაც ზრდის ”სველი კუდის” განვითარების შანსს.
დაავადების კლინიკა: უფრო მეტად მგრძნობიარენი არიან ახალგაზრდა ზაზუნები 3-დან 8 კვირის ასაკამდე, თუმცა ”სველი კუდით” ავად ნებისმიერი ასაკის ზაზუნა შეიძლება გახდეს. ”სველი კუდი” ძალიან გადამდები დაავადებაა, რომელიც, ძირითადად, ავადმყოფი ზაზუნას გამონაყოფებით ვრცელდება. ჯანმრთელი ცხოველები ამ გამონაყოფებთან პირდაპირი ან ირიბი კონტაქტისას ავადდებიან.
თუ ზაზუნა ”სველი კუდით” დაინფიცირდა, დაახლოებით 1-2 კვირის შემდეგ გამოუვლინდება დაავადების პირველი ნიშნები. ამ პერიოდს, როცა დაავადების სიმპტომები ჯერ არ გამოჩენილა ინკუბაციური პერიოდი ეწოდება. ”სველი კუდით” დაავადებულ ზაზუნას ეწყება ძლიერი, მყრალი, წყლისებრი ფაღარათი, რომელსაც ზოგჯერ სისხლიც ერევა. ზოგჯერ ფაღარათს წინ უსწრებს ცხოველის გაღიზიანების ხანმოკლე პერიოდი: ზაზუნა ნერვიულია და იკბინება. ცხოველი ძალიან ცუდად გამოიყურება, უმოძრაოდ ზის მოკუნტული და ცოტას ან საერთოდ არ სვამს. შეიძლება განვითარდეს სწორი ნაწლავის გამოვარნა ან ნაწლავთა ინვაგინაცია. აღსანიშნავია, რომ ავადმყოფი ზაზუნას უკანა ნაწილი თითქმის მთლიანად სველია და მარტო ანალური ხვრელი არ არის დასვრილი. ძლიერი ფაღარათის გამო სწრაფად ხდება ორგანიზმის გაუწყლოვნება, რაც ადვილი შესამჩნევია მის კანზეც. თუ ზაზუნას კანს ნაოჭად შეკრავთ, ნორმალურ სიტუაციაში ის სწრაფად უნდა გაიშალოს, გაუწყლოვნების დროს კი ნელა უბრუნდება საწყის მდგომარეობას. სიკვდილიანობის პროცენტი ”სველი კუდის” დროს საკმაოდ მაღალია: მკურნალობის გარეშე ცხოველების 90% იღუპება ფაღარათის დაწყებიდან 1-3 დღეში. სიკვდილის მიზეზი ორგანიზმის გაუწყლოვნებაა. სწორი, ინტენსიური მკურნალობის დროსაც კი ცხოველების დაახლოებით 50% კვდება. თუ ზაზუნამ დაავადება გადაიტანა, მას გამოუმუშავდება ანტისხეულები დაავადების გამომწვევის საპასუხოდ, რომლის წყალობითაც მყარი, მუდმივი იმუნიტეტი ექნება ”სველი კუდის” მიმართ.
დიაგნოსტიკა: ”სველი კუდის” დიაგნოზს, როგორც წესი, ვეტერინარი სვამს სიმპტომებზე დაყრდნობით. უმეტეს შემთხვევაში დაავადების ამოცნობა რთული არ არის.
დიაგნოზის დასასმელად არსებობს რამდენიმე საშუალება:
1. გამონაყოფების გამოკვლევა მიკროსკოპის დახმარებით ან სპეციალურ ნიადაგებზე დათესვით. Campylobacter-ის აღმოჩენა ორივე საშულებით შეიძლება, რაც შეეხება Lawsonia intracellularis, ის არც მიკროსკოპში ჩანს და მისი ამოთესვაც შეუძლებელია.
ეს გამოწვეულია იმით, რომ ეს ბაქტერია მხოლოდ მტარებლის უჯრედებში ცოცხლობს და ამიტომ არც განავალში ჩანს და არც სპეციალურ ნიადაგებზე იზრდება. ნიადაგებზე დათესვის უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ ადვილადაა შესაძლებელი მიკრობის მგრძნობელობის განსაზღვრა ანტიბიოტიკზე და სწორი მკურნალობის დანიშვნა.
2. ანტიგენის გამოყოფა. ამის გამოყენება შესაძლებელია Lawsonia-სთვისაც და ძალიან საიმედოა. გამოკვლევის უარყოფითი მხარე მდგომარეობს იმაში, რომ მისი ჩატარება 2-ჯერ შეიძლება: პირველი სიმპტომების გაჩენისთანავე და დაახლოებით 4 კვირის შემდეგ. ამიტომ, მისი გამოყენება შეიძლება, თუ ზაზუნამ დაავადება გადაიტანა. თანაც შედეგის გაგებას საკამაოდ დიდ დრო სჭირდება, ამიტომ სწორი მკურნალობის დაგეგმაში ვერ გვეხმარება;
3. თუ ზაზუნა ”სველი კუდით” მოკვდება, გაკვეთა აჩვენებს, რომ წვრილი ნაწლავის კედელი ანთებადია და გასქელებული და მუცლის ღრუში ლიმფური კვანძები გადიდებულია. ნაწლავის შიგთავსი ძალიან თხელია, ყვითელი და ლორწოვანი, ხშირად შერეული აქვს სისხლი.
მკურნალობა: თუ ეჭვი გაქვთ, რომ ზაზუნა ”სველი კუდითაა” ავად, მნიშვნელოვანია სასწრაფოდ მიმართოთ ვეტერინარს, რათა დროულად დაიწყოთ მკურნალობა. რაც უფრო ადრე დაიწყება სწორი მკურნალობა, მით უფრო მეტი შანსი აქვს ზაზუნას გადარჩენის. ”სველი კუდის”მკურნალობა საკმ

Posted by: cicatridina 28 Feb 2015, 21:35
მკურნალობა: თუ ეჭვი გაქვთ, რომ ზაზუნა ”სველი კუდითაა” ავად, მნიშვნელოვანია სასწრაფოდ მიმართოთ ვეტერინარს, რათა დროულად დაიწყოთ მკურნალობა. რაც უფრო ადრე დაიწყება სწორი მკურნალობა, მით უფრო მეტი შანსი აქვს ზაზუნას გადარჩენის. ”სველი კუდის”მკურნალობა საკმაოდ ინტენსიურია. მკურნალობის უმთავრესი ნაწილია ანტიბიოტიკოთერაპია და გაუწყლოვნების პრევენცია. აგრეთვე, მნიშვნელოვანია ჰიგიენის მკაცრად დაცვა და კარანტინი.
ბაქტერიები, რომლებიც ”სველ კუდს” იწვევენ, სხვადასხვა ანტიბიოტიკების მიმართ არიან მგრძნობიარენი. ეფექტური ანტიბიოტიკებია ქლორამფენიკოლი (კომერციული სახელწოდებით, ლევომიცეტინი), ბაიტრილი (ვეტერინარული პრეპარატია), ტეტრაციკლინი და ტრიმეტოპრიმ სულფა (კომერციული სახელწოდება SEPTRA, BACTRIM). ნეომიცინი ან მეტრონიდაზოლი. ზოგიერთ ამ პრეპარატს აქვს უკუჩვენება. ტეტრაციკლინი არ შეიძლება ახალგაზრდა ცხოველებისათვის, რადაგანაც ცუდად მოქმედებს ძვლებისა და კბილების განვითარებაზე. ლევომიცეტინმა, შესაძლოა, სიმსივნე გამოიწვიოს, ამიტომ იყენებენ მხოლოდ მაშინ, როცა სხვა გამოსავალი არ არის. Trimetoprim-sulfa კარგად მოქმედებს და რამე თვალსაჩინო გვერდითი მოვლენა არ აქვს. იგივე შეიძლება ითქვას Baytril-ზეც, მაგრამ იმის, გამო, რომ ბაქტერიების უმეტესობა რეზისტენტულია Baytril-ის მიმართ, ვეტერინარები უპირატესობას Trimetoprim-sulfa-ს ანიჭებენ.
მკურნალობის შემადგენელი მეორე მნიშვნელოვანი ნაწილი გაუწყლოვნებასთან ბრძოლაა. ამისათვის იყენებენ ორალურ სარეჰრატაციო ხსნარებს, რომელსაც პირში ასხამენ, მაგრამ უკეთესია თუ ინექციის სახით შეიყვანენ ორგანიზმში. ამ მიზნით საუკეთესოა რინგერ-ლაქტატის გამოყენება. ეს სამკურნალო ხსნარია, რომელიც სითხის გარდა შეიცავს მნიშვნელოვან მარილებს, რომელსაც ზაზუნას ორგანიზმი ფაღართისას კარგავს. ინექცია კეთდება კანქვეშ ან მუცელში. მუცელში ინექცია აუცილებლად ვეტერინარმა უნდა გაუკეთოს. კანქვეშა ინექციის გაკეთება სურვილის შემთხევაში პატრონსაც შეუძლია.
არსებობს სხვა დამატებითი ზომებიც, რომლებიც უნდა დავასახელოთ. დიარეისა და ანტიბიოტიკოთერაპიის გამო ირღვევა ზაზუნას ნაწლავის ნორმალური მიკროფლორა, ამიტომ რეკომენდირებულია პრობიოტიკების მიცემა: აქტიმელის (იოგურტის მსგავსია) ან მაწვნის.
ძალიან სასარგებლოა პოლივიტამინების, განსაკუთრებით В ჯგუფის ვიტამინების ინექცია.
აუცილებელია ჰიგიენის დაცვა. ავადმყოფი ზაზუნას გალია ყოველ დღე უნდა გაირეცხოს, რათა თავიდან ავიცილოთ მეორადი დაინფიცირება. ავადმყოფს ზაზუნას არ უნდა ქონდეს შეხება ჯანმრთელ ცხოველებთან.
თუ ზაზუნა დაიღუპება ”სველი კუდით”, არ დაგავიწყდეთ გალიის დეზინფექცია.
ჯერ კარგად გარეცხეთ გალია წყლით და საპნით, ამის შემდეგ დეზინფექცია გაუკეთეთ ქლორით და მინიმუმ 1,5 თვით დატოვეთ ცარიელი. ამ ხნის განმავლობაში თქვენ არ უნდა მოიყვანოთ სახლში ახალი ზაზუნა და რომელიც გყავთ, არ უნდა მისცეთ სხვას.
პროფილაქტიკა: პროფილაქტიკისათვის ახლადშეძენილი ზაზუნა მინიმუმ 2 კვირით მაინს უნდა გყავდეთ კარანტინში. ყურადღება მიაქციეთ სად და ვისგან ყიდულობთ ზაზუნას.
გააკეთეთ ყველაფერი, რათა ზაზუნას შეუმცირდეს სტრესი. სუფთა გალია და კარგად ბალანსირებული დიეტა ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორებია.
სწორი ნაწლავის გამოვარდნა: როგორც წესი, ძლიერი ფაღარათის შედეგია ან შეიძლება მოხდეს ნაწლავთა ინვაგინაციის დროს. ოპერაციული ჩარევა იშვიათად მთავრდება წარმატებით. ინიშნება მედიკამენტური მკურნალობა. ეს პრობლემა, როგორც წესი, ძალიან იშვიათად აწუხებს კემპბელის ზაზუნებს.
ტიზერის დაავადება (TYZZER'S DISEASE): ამ დაავადების გამომწვევია ბაქტერია Bacillus piliformis, რომლის მტარებელი ველური თაგვია. როგორც წესი, დაავადება უვითარდებათ ხოლმე ახლადშეძენილ ზაზუნებს სტრესის ფონზე. დაავადება ძალიან გადამდებია და როგორც წესი, სიკვდილით მთავრდება. მისი სიმპტომებია ლეთარგია, მადის დაკარგვა, ძლიერი ფაღარათი, გაუწყლოვნება და წონაში კლება. მკურნალობა იშვიათად მთავრდება წარმატებით და ცხოველი, როგორც წესი, სიმპტომების გაჩენიდან 48 საათში იღუპება.
მკურნალობისათვის ჩასვით ზაზუნა სუფთა, თბილ გალიაში, მიეცით ბევრი სითხე და ოქსიტეტრაციკლინი (oxtetracycline) ვეტერინარის მეთვალყურეობით.
უმარტივესებით გამოწვეული ინფექციები: ზაზუნას განავლის ნაცხში, შეიძლება, აღმოვაჩინოთ უმარტივესები, განსაკუთრებით Trichomonas sp., Endamoeba muris, Girardia sp., Tritrichomonas muris, Tritrichomonas minuta и Chilomastix betencourti. იმის გამო, რომ უმარტივესებს ნახულობენ, როგორც ჯანმრთელი, ისე დაავადებული ცხოველის განავალში, შეუძლებელია იმის თქმა, რომ უმარტივესები ზაზუნას ორგანიზმზე პათოგენურ ზემოქმედებას ახდენენ. აქ აუცილებელია აღინიშნოს, რომ უმარტივესები, რომლებიც ზაზუნაში არანაირ დაავადებას არ იწვევენ, შესაძლოა, ადამიანში დაავადების მიზეზი გახდნენ.
ფაღარათი: არ აგერიოთ ”სველ კუდთან” . დიარეა, როგორც წესი, სველი ხილითა და ბოსტნეულით ზედმეტად გამოკვების, რაციონის მკვეთრად შეცვლის ან ზომიერ სტრესის შედეგია (გამოურეცხავმა წყლის ბოთლმა, რომელშიც მწვანე წყალმცენარეები გაჩდნენ, ასევე შეიძლება გამოიწვიოს ფაღარათი). სიმპტომები მოიცავს თხელ განავალს, რომელიც ჩვეულებრივზე უფრო ღია ფერისაა. უკანალი სველი ან დასვრილია. ამოიღეთ ყველა უმი ხილი და ბოსტნეული გალიიდან, დასვით ზაზუნა მშრალი მარცვლეულის დიეტაზე, მიეცით სუფთა წყალი. უმი პროდუქტები შეგიძლიათ მიაწოდოთ განავლის გამყარებიდან 2 ან 3 დღის შემდეგ. თუ ფაღარათი რამდენიმე დღე გრძელდება, მიმართეთ ვეტერინარს.
ღვიძლის პოლიკისტოზი: 1 წელზე უფროს ზაზუნათა 50%-ს გაკვეთისას ღვიძლში ცისტები აღმოაჩნდებათ. ცისტა ქარვისფერ სითხეს შეიცავს და მათი ზომები სხვადასხვაგვარია. მხოლოდ ძალიან იშვიათ შემთხვევაში ხდება ღვიძლის ცისტის კლინიკური გამოვლენა. ფიქრობენ, რომ ეს ნაღვლის სადინარების არაფიზიოლოგიური განვითარების შედეგია.
ჰელმინთოზი (ჭიები): ზაზუნები ყველაზე ხშირად ლენტისებრი ჭიით_ Hymenolepis nana ავადობენ.
Hymenolepis nana ლენტისებრი ჭიების ყველაზე პატარა წარმომადგენელია და ერთადერთია, რომლის შესახებაც ცნობილია, რომ მისი გადატანისთვის შუალედური მასპინძელი (რწყილები) საჭირო არ არის. დიაგნოზის დადგენა შესაძლებელია მხოლოდ განავლის მიკროსკოპული შესწავლის შემდეგ, რადგანაც მოშორებული ნაწევრები, შესაძლოა, ნაწლავში გადამუშავდეს. მსუბუქი დასნებოვნებისას დაავადება უსიმპტომოდ მიმდინარეობს. ნაწლავის დაზიანებისას ჩნდება დიარეა და ნაწლავის ქრონიკული ანთება. ძლიერი დასნებოვნებისას, შესაძლოა, ნაწლავის სანათურის დახშობა ჰელმინთებით. მკურნალობა ტარდება პრაზიკვანტელით (Droncit ®)_10 მგ/კგ სხეულის მასაზე.
იმისათვის, რომ ინფექციის ალბათობა რაც შეიძლება დაბალი იყოს, ახლადშეძენილმა ცხოველებმა გამოკვლევა უნდა გაიარონ პარაზიტებზე. აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება კარგ ჰიგიენას.
სხვა ლენტისებრი ჭია, რომელმაც, შეიძლება, დააავადოს ზაზუნა Hymenolepis diminuta-აა. ოღონდ ამ ჰელმინთით ინფიცირების შემთხვევები საკმაოდ იშვიათია. მას შუალდი მასპინძელი სჭირდება (ჩრჩილი, რწყილი). დაავადება ხდება შუალედური მასპინძლის ზაზუნას ორგანიზმში მოხვედრის შემდეგ (ჩაყლაპვისას). კლინიკური ნიშნები ისეთივეა, როგორიც Hymenolepis nana-თი ინფიცირებისას.
ზაზუნას ძაღლთან ან კატასთან ერთად ყოლისას აუცილებელია ძაღლისა და კატის რეგულარული მკურნალობა ლენტისებურ ჭიებზე.
ნემატოდები ზაზუნებში ძალიან იშვიათად პარაზიტობენ. ინფექცია გადაეცემა თაგვების, ვირთხებისა და ტარაკნების მეშვეობით. ნემატოდების მოსაშორებლად ზაზუნას აძლევენ პიპერაზინ-ციტრატს სასმელ წყალთან ერთად 10 მგ/მლ 7 დღის განმავლობაში 5 დღის შესვენების შემდეგ აუცილებელია მკურნალობის კურსის გამეორება.
სასუნთქი სისტემის დაავადებები:
გრიპი: ზაზუნები შეიძლება დაავადნენ გრიპით ამ ინფექციის მქონე ადამიანებისაგან და პირიქით, თვითონ დააავადონ ადამიანი. გრიპის სიმპტომებია ცემინება, სურდო, ზოგჯერ ცრემლდენა და სხეულის ტემპერატურის მატება, რომელსაც, როგორც წესი, თან ახლავს ადინამია. თუ სიმპტომები ნარჩუნდება 48 საათზე მეტხანს მდგომარეობის გაუმჯობესების გარეშე, ეს, შესაძლოა, მიუთითებდეს, გრიპის ბაქტერიულ გართულებებზე. ამ ცხოველებში გრიპი ძალიან ადვილად რთულდება პნევმონიით, რაც მათ სიკვდილს იწვევს. პნევმონიის მკურნალობა მოიცავს ანტიბიოტიკოთერაპიას, რომელიც ვეტერინარმა უნდა დანიშნოს.
ხმაურიანი სუნთქვა: ფაღარათის შემდეგ ხმაურიანი სუნთქვა მეორე მიზეზია, რის გამოც ყველაზე ხშირად მიმართავენ ვეტერინარს. უმეტესად, საუბარი მიდის მხოლოდ რინიტზე, რომელსაც სიმპტომურად მკურნალობენ. ხშირია პნევმონიაც, რომლის დროსაც აღინიშნება გამონაყოფი ცხვირიდან, თვალებიდან, მოთენთილობა, მადის დაკარგვა და ქოშინი. ზაზუნებში პნევმონიის გამომწვევი Pasteurella pneumotropica და Streptococcus pneumoniae-ია. სხვა გამომწვევებია თაგვების პნევმონიის ვირუსი, პარმიქსოვირუსი და სენდაის ვირუსი. ზემოთ ჩამოთვლილი ვირუსები ძალიან ბევრ ზაზუნაში, შეიძლება აღმოვაჩინოთ, მაგრამ ისინი ყოველთვის არ იწვევენ დაავადებას. დაავადების განვითარებისათვის აუცილებელია დამატებითი ფაქტორების არსებობა. უფრო ხშირად ეს მოვლასთანაა დაკავშირებული. ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია სტრესი (მაგ. გამუდმებული ჩხუბი სხვა ზაზუნებთან), ცუდი ჰიგიენა, ძალიან დაბალი ტემპერატურა, ცუდი ხარისხის საკვები. ამიტომ მკურნალობისა და პროფილაქტიკისათვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დადგინდეს ის ფაქტორი, რომელმაც ხელი შეუწყო დაავადების განვითარებას. მკურნალობისათვის გამოიყენება ქლორამფენიკოლი (5 მგ. 1 კგ. სხეულის მასაზე).
შარდ-სასქესო სისტემის დაავადებები:
ენდომეტრიტი (საშვილოსნოს ლორწოვანის ანთება): ზაზუნებში აღწერილია ენდომეტრიტის შემთხვევბი, რომელიც სტრეპტოკოკით ან სტაფილოკოკითაა გამოწვეული. კლინიკურად დაავადება ვლინდება საშოდან ჩირქოვანი გამონადენით. ოღონდ ეს გამონადენი არ უნდა აგვერიოს იმ თეთრ გამონადენში, რომელსაც მდედრი მძუნაობის დასარულს გამოყოფს. ეს გამონაყოფი წელვადია და წარმატებული შეჯვარების ნიშანია. ამიტომ მკურნალობას იწყებენ გამონადენის გაჩენიდან მესამე დღეს. მკურნალობისათვის იყენებენ ქლორამფენიკოლს 5 მგ/100 გ. წონაზე.
ნეფროტოქსიკური სინდრომი და თირკმლის ამილოიდოზი: ნეფროტოქსიკური სინდრომი ვლინდება პროტეინურიით, შეშუპებით, ასციტით ან ჰიდროთორაქსით, ჰიპოალბუმინემიითა და ჰიპერლიპიდემიით. ეს დაავადება, შესაძლოა, გამოწვეული იყოს თირკმლის ამილოიდოზით. ნეფროტოქსიკური სინდრომი ზაზუნებში არაერთხელაა აღწერილი ლიტერატურაში. ვარაუდობენ, რომ დაავადების განვითარებაში გარკვეულ როლს თამაშობს გენეტიკური ფაქტორი. ამილოიდოზი ცხოველებში შეუქცევადი პროცესია.
საკვერცხეების სიმსივნე:ზაზუნებს ზოგჯერ საკვერცხეების კეთილთვისებიანი სიმსივნე აქვთ ხოლმე, რომლის აღმოჩენა მხოლოდ გაკვეთის დროს ხდება.
საკვერცხის ცისტა: საკვერცხის ცისტა ხშირია მდედრებში, რომლებიც არასდროს გამრავლებულან. სიმპტომები მოიცავს მუცლის შებერილობას და სისხლიან გამონადენს საშოდან. მკურნალობის ერთადერთი გზა ოპერაციულია.
ცისტიტი: საშარდე გზების ინფექციისას ცხოველი იწყებს ხანმოკლე შუალედებით მცირე რაოდენობით შარდის გამოყოფას, რომელსაც მცირე სისხლი ერევა. ზაზუნა შეიძლება კვნესოდეს შარდვისას. რეკომენდირებულია დაუყოვნებლივ მიმართოთ ვეტერინარს.ამ დროს ცხოველს უნდა გაუკეთდეს კანქვეშ ქლორამფენიკოლის ინექცია 5 მგ/100 გ. წონაზე. 2-ჯერ დღეში. საკვებში ზრდიან ახალი ხილის რაოდენობას, რათა გაიზარდოს მიცემული სითხის რაოდენობა.
უნაყოფობა: უნაყოფობის უმთავრესი მიზეზი, როგორც მდედრებში, ასვევ მამრებში ჭარბი წონაა. წონის დაკლების შემდეგ, როგორც წესი, ორივე სქესის ზაზუნები იძლევიან შთამომავლობას. გამორიცხეთ რაციონიდან ტკბილეული, შეამცირეთ მარცვლეულის რაოდენობა, მიეცით სტაფილო და ნიახური.
ახალგაზრდა მდედრს ყოველთვის არ შეუძია გამრავლდეს. საუკეთესო შედეგის მისაღწევად ის უფროსი ასაკის მამრს უნდა შეუწყვილდეს.
მამრები ხშირად ხდებიან უნაყოფოები, თუ მათ ხშირად შევაჯვარებთ. მწარმოებლობის უნარის შენარჩუნებისათვის რეკომენდირებულია მათი შეჯვარება მაქსიმუმ კვირაში 1-ჯერ და მინიმუმ_თვეში 2-ჯერ. სიცივეში მამრის სათესლეები დამალულია და ხდება სპერმატოზოიდების რაოდენობის დაქვეითება, რაც ასევე, ხელს უშლის გამრავლებას.
მხედველობის ორგანოს დაავადებები:
კატარაქტა: როგორც ადამიანს, ზაზუნასაც ხანდაზმულ ასაკში უჩნდება ხოლმე კატარაქტა, რომელიც ჩანს, როგორც თვალზე გადაკრული თეთრი აპკი. ზოგჯერ, ეს დიაბეტის გვერდითი მოვლენაა. კატარაქტის მკურნალობა ზაზუნებში არ არსებობს და მხედველობის დაკარგვა გარდაუვალია. იმის გამო, რომ ზაზუნები ისედაც ვერ ხედავენ კარგად, როგორც წესი, ისინი ჩვეულებრივ აგრძელებენ ცხოვრებას და არ უჭირთ გალიაში გადაადგილება.
გლაუკომა: უფრო ხშირია კემპბელის ზაზუნებში, ვიდრე_სხვა სახეობებში. მიიჩნევა, რომ ეს დაავადება მემკვიდრულია და ავადმყოფი ზაზუნებს გამრავლებისათვის არ იყენებენ. გლაუკომის დროს ხდება თვალშიდა წნევის გაზრდა, თვალის ზომაში იმატებს. ის შეიძლება გასკდეს კიდეც. მკურნალობა არ არსებობს. თვალის გასკდომის შემდეგ ჭრილობა თავისთვის ხორცდება და ქუთუთოებიც იხურება.
კბილების დაავადებები:
კბილის კარიესი: ტკბილი, ნახშირწყლებისა და მჟავების დიდი რაოდენობით შემცველი პროდუქტებით ზაზუნას გამოკვება ხელს უწყობს კბილის კარიესის გაჩენას. პროცესი შეიძლება გავრცელდეს კბილის ფესვზეც და აბსცესის (ჩირქგროვა) გაჩენა გამოიწვიოს. სიმპტომებია მომატებული ნერწყვდენა, სახის შეშუპება და უმადობა. ვეტერინარს შეუძლია დაზიანებული კბილი ამოიღოს.
კბილების ზრდის პრობლემა: ზაზუნა ერთ-ერთია იმ იშვიათ ცხოველთაგან, რომელიც მჭრელი კბილებით იბადება. როგორც ყველა მღრღნელს, ეს კბილები მთელი ცხოვრება ეზრდება. მყარი საკვების ღრღნისას კბილები ცვდება. კბილების ზრდის ტემპმა შეიძლება გადააჭარბოს ცვეთის სიჩქარეს, თუ ზაზუნა საკმარისი რაოდენობით მყარ საკვებს არ ჭამს. როცა ეს ხდება, აუცილებელია კბილების დამოკლება, რადგანაც მათ შეიძლება ცხოველს ჭამაში ხელი შეუშალოს და ზაზუნა შიმშილისგან მოკვდეს. მოტეხილმა კბილმა, ღრძილის ტრავმამ ან ინფექციამ, ზოგიერთმა თანდაყოლილმა პრობლემამ შეიძლება გამოიწვიოს საწინააღმდეგო ყბაზე არსებული კბილის ზედმეტად გაზრდა, რადგანაც მას აღარ ექნება შემხვედრი კბილი, რომელიც დაეხმარება დაქუცმაცებაში. მოხუც ზაზუნებს ხშირად ტყდებათ ხოლმე კბილები. კბილები ტყდებათ ცალციუმის დეფიციტისასაც (მზეზუმზირის ჭარბი რაოდენობით ჭამის შედეგი).
ზაზუნას კბილები თვეში 1-ჯერ მაინც უნდა შეუმოწმოთ და დაამოკლოთ, თუ რომელიმე მათგანი ზედმეტად გაზრდილი დაგხვდათ. ეს საკმაოდ მარტივი პროცედურაა, ოღონდ კარგი იქნება, თუ პირველ ჯერზე ვეტერინარს სთხოვთ გიჩვენოთ, როგორ კეთდება ეს. შემდეგ კი თქვენც ადვილად გააკეთებთ ამას სახლის პირობებში.
კანის დაავადებები:
ბეწვის ცვენა (ალოპეცია): ბეწვის ცვენა ზაზუნებში სხვადასხვა მიზეზით შეიძლება გაჩნდეს. ბეწვის ცვენის მიზეზი შეიძლება გახდეს ბორბალზე სირბილისას გახეხვა ან გალიის უხეში საფენი. ყველაზე გავრცელებული მიზეზი მაინც ასაკია. ასაკობრივი ბეწვის ცვენა, როგორც წესი, თავიდან მუცელზე იწყება, შემდეგ გადადის უკანა კიდურებზე, მერე კისერზე და ბოლოს_მკერდზე. მოხუც ზაზუნებში ბეწვის ცვენა თირკმელების ქრონიკული უკმარისობის შედეგიც შეიძლება იყოს.
ბეწვის ცვენის სხვა მიზეზი, შეიძლება, რაციონში ცილის დაბალი შემცველობა (როგორც წესი, მენიუში მინიმუმ 16% ცილა უნდა შედიოდეს) ან მარცვლეულით, მაგ. სიმინდით ჭარბი გამოკვება, ასევე დაკავშირებულია ბეწვის ცვენასთან. დიეტა, რომელიც გამორიცხავს ან არასაკმარისი რაოდენობით შეიცავს ცილას, ზაზუნაში ცილების უკმარისობას იწვევს. როცა ეს ხდება, ორგანიზმი ცდილობს შეინარჩუნოს ის ცილები მაინც, რაც უკვე აქვს, ამიტომ ახალი ბეწვები მოსვენების მდგომარეობაში გადადიან და აღარ იზრდებიან. ვიტამინების დეფიციტი სწრაფად შეგიძლიათ მოაგვაროთ ბალანსირებული კვებითა და მღრღნელებისათვის გათვალისწინებული ვიტამინების დახმარებით.
ალოპეცია ზაზუნებს უჩნდებათ მშრალი საკვებით ხაგრძლივი კვებისას (ზამთარში) და გაზაფხულზე ძალიან სწრაფად ქრება მწვანე საკვების ჭამის დაწყების შემდეგ. ამ შემთხვევაში, ალოპეციის მიზეზი ავიტამინოზია. რომელი ნივთიერება არ ყოფნის ორგანიზმს, საბოლოოდ დადგენილი არ არის.
ბეწვის დანაკარგი, შესაძლოა, სერიოზული იყოს, რადგანაც ზაზუნები გაზაფხულსა და შემოდგომაზე ბეწვს იცვლიან. ამ დროს, შესაძლოა,მათი ბეწვი არაერთგვაროვანი გახდეს და იყოს ადგილები, სადაც ბეწვი საერთოდ არ არის.
ბეწვის დაკარგვა, შეიძლება, გამოიწვიოს ტემპერატურის სწრაფმა და მოულოდნელმა დაცემამ. ზაზუნა ყრის ბეწვს, როცა ტემპერატურა სწრაფად მატულობს. განგური ახასიათებს ყველა სახეობის ზაზუნას, თუმცა რობოროვსკის და ჩინურ ზაზუნებში ის ნაკლებ შესამჩნევია.
ზოგიერთ ზაზუნას, განსაკუთრებით, მამრებს, ასაკთან ერთად ემართებათ კანის სიმშრალე, რასაც ქონის ჯირკვლების მუშაობის შეწყვეტა იწვევს. კანი იქერცლება, ცვივა ბეწვიც.
არსებობს ბეწვის ცვენის მკურნალობის 2 ძირითადი მეთოდი:
1. თევზის ქონის 1-2 წვეთი დღეში;
2. საფუარის ტაბლეტების მიცემა (ნივრის გარეშე, რომელიც ზაზუნების თირკმელებისათვის რთული გადასამუშავებელია) 3-4 დღის განმავლობაში, შემდეგ შეგიძლიათ კვირაში მხოლოდ 1-ჯერ მისცეთ.
გვერდითი ჯირკვლები: ხშირად, ვეტერინართან მიყავთ ზაზუნა ”კანის დაავადებით”, რომლის სიმპტომი გვერდებზე გაჩენილი მუქი ფერის ლაქებია. უმეტეს შემთხვევაში საუბარია ძლიერ პიგმენტირებულ გვერდით ჯირკვლებზე. ამ დროს არანაირი მკურნალობა საჭირო არ არის, რადგანაც ზაზუნა ავად არცაა.
ეგზემა: ძირითადი ფაქტორი, რაც ხელს უწყობს ეგზემის გაჩენას სტრესია, რაც იმის ნიშანია, რომ ცხოველი პატრონს არ ყავს შეჩვეული. ეგზემა, შეიძლება, დაემართოთ მოხუც ზაზუნებს, რადგანაც მათი იმუნური სისტემა სუსტდება. ტემპერატურის მკვეთრი ცვლილებისას სიმპტომები უფრო შესამჩნევი ხდება. ზოგჯერ ეს მდგომარეობა წარმოადგენს ალერგიულ რეაქციას გამოვლენას გალიის საფენზე.
ეგზემის დროს ბეწვის ქვეშ კანი მშრალია, ჩნდება ქერტლი. ახალგაზრდა ზაზუნები აჩერებენ ზრდას.
მკურნალობისათვის მოხუცი ზაზუნების კანზე უნდა წაუსვათ მცენარეული ზეთი და თუმცა ამის შემდეგ თქვენი ზაზუნა ცოტა დაისვრება, მას არაფერი დაუშავდება, თუ ზეთის ნაწილს ალოკავს. ასევე, გამოიყენება ფუციმედი (Fuciderm)_გელი, რომელსაც კანზე უსვამენ. ის შეიცავს ანტიბიოტიკსაც და სტეროიდსაც.
ყველა დანარჩენ შემთხვევაში ეგზემის გაჩენისას აუცილებელია გალიის საფენის შეცვლა.
ექტოპარაზიტები: ტკიპები Demodex criceti და Demodex aurati ძალიან ხშირად გვხვდება ზაზუნებში, როგორც დემოდეკოზის გამომწვევი. როგორც ძაღლებში, ისე ზაზუნებშიც დემოდეკოზი შეინაგანი ფაქტორებით განპირობებული დაავადებაა. ეს ნიშნავს, რომ დაავადების განვითარებისათვის მარტო ტკიპების არსებობა საკმარისი არ არიას, ამას თან უნდა დაერთოს ავიტამინოზი ან ცუდი ჰიგიენური პირობები. ზაზუნებში დემოდეკოზი ქავილის გარეშე მიმდინარეობს, კანზე მხოლოდ ქერტლი და ფუფხები ჩნდება. მკურნალობისათვის იყენებენ მეტრიფონატს (Neguvon ®)ან ციტიოატს (Cyflee ®).
Notoedres cati-ის ტკიპებით გამოწვეული ნოტოედოზისას ყურებზე, დრუნჩზე, ლოყებზე, კიდურებსა და ანალური ხვრელის მიმდებარე მიდამოში ჩნდება მშრალი,მონაცრისფერო ფერის ქერქები და ქერტლი. ბეწვი ცვივა, ცხოველს აწუხებს ძლიერი ქავილი. ფხანისას კანი ზიანდება, რასაც ინფექციურ გართულებამდე მივყავართ. წონაში პროგრესირებადი კლების გამო ცხოველი პირველი სიმპტომების გაჩენიდან 2-3 თვეში იღუპება. კანის სინჯის მიკროსკოპული დათვალიერებისას Notoedres cati მოჩანს საშუალო გადიდებით. Notoedres ტკიპებით გამოწვეული ქეცი ძალიან გადამდებია. უფრო ხშირად ავადდებიან მამრები. მკურნალობა საკმაოდ რთულია და ყოველთვის შედეგიანად არ მთავრდება. მკურნალობენ ჰექსაქლორანით.
ქეცის კიდევ ერთი გამომწვევია ქეცის ტკიპები, სავარაუდოდ, Sarcoptes anacanthos. ტკიპების ეს სახეობა უფრო ხშირად ვირთხებში გვხვდება. ამ ტკიპებს ვერტიკალური გასასვლელები გაყავთ ეპიდერმისში და იკვებებიან ეპიდერმისის ქვედა ფენებში ქსოვილოვანი სითხით. კანის უჯრედები, რომლებსაც ტკიპას პირის აპარატი ვერ ამუშავებს, იშლება მისი სანერწყვე ჯირკვლების მიერ გამოყოფილი სეკრეტის საშუალებით. კანში მოძრაობისას და მისი ხვრისას ტკიპები ძლიერ ქავილს იწვევენ.
ცხოველი ისე იფხანს, რომ კანის საფარს იზიანებს, რაც ხელს უწყობს მეორადი ინფექციის განვითარებას. კანზე წარმოქმნილი პუსტულები ჯერ ქერქებად გარდაიქმნებიან, მერე კი_ფუფხად. კანი მთელს სხეულზე მკვრივი,ჯავშნის მსგავსი ხდება. ზაზუნა წყვეტს საჭმელის ჭამას და ძალიან აღგზნებულია. პირველი სიმპტომების გაჩენიდან 3-4 კვირაში ცხოველი კვდება. მკურნალობისათვის ცხოველს ბანენ ბრომციკლენის ((Alugan ®) 0,5%-იან ხსნარში ან მეტპიფონატის (Neguvon ®) ხსნარში (1,5 გ. 1 ლიტრ წყალში). თუ რამდენიმე ცხოველი გყავთ, ჯანმრთელი ცხოველებიც უნდა აბანავოთ. პროცედურა უნდა გაიმეოროთ 1 კვირის შემდეგ. ამასთან ერთად, საგულდაგულოდ გაწმინდეთ გალია იმავე ხსნარით,რაშიც ცხოველს აბანავებთ, რის შემდეგაც 3 კვირის განმავლობაში გალიის გამოყენება არ შეიძლება. ბანაობის შემდეგ ზაზუნა ინფრაწითელი ნათურით საგულდაგულოდ გააშრეთ.
მომდევნო ტკიპა, რომელიც უფრო მეტად ლაბორატორიაში მყოფ ცხოველებს აავადებს, არის ვირთხის ტროპიკული ტკიპა (Ornithonyssus bacoti). ეს ტკიპები კანზე ცხოვრობენ და ძლიერ ქავილს იწვევენ. მათი დანახვა შესაძლებელია შეუიარაღებელი თვალითაც. ამ პარაზიტებთან ბრძოლა შესაძლებელია ცხოველის დაბანით ბრომციკლენის (Alugan ®) 0,5%-იან ხსნარში ან Alugan-ის პუდრას გამოყენებით.
ტილები და ბეწვიჭამიები ზაზუნებს ძალიან იშვიათად ყავთ. მათი განადგურება შესაძლებელია კონტაქტური შხამების დახმარებით. კარგი შედეგი აქვს ბრომციკლენის (Alugan ®) 0,5%-იან ხსნარში ბანაობას. მკურნალობა უნდა გამეორედეს 2-ჯერ 8 დღის ინტერვალით, რათა თავიდან ავიცილოთ რეინფექცია ახლადგამოჩეკილი ლარვებით. ცხოველის მკურნალობის პარარელურად უნდა დამუშავდეს გალიაც იგივე პრეპარატით ან მეტრიფონატით (Neguvon ®).
იშვიათ შემთხვევბში ზაზუნას ძაღლის ან კატის რწყილები, შეიძლება, შეესიოს. ეს ხდება მხოლოდ მაშინ, როცა ზაზუნა ძაღლთან და კატასთან ერთად ერთ ოთახში ცხოვრობს. რწყილები ზაზუნას ბეწვში ძალიან ცოტა ხანი ჩერდებიან და მერე ტოვებენ.
მკრეჭავი ლიქენი (ტრიქოფიტია): ეს საკმაოდ გადამდები, კანის სოკოვანი ინფექციაა. მისი გამომწვევია სოკო Trichophyton mentagrophytes. დაავადების სიმპტომებია მრგვალი, უბეწვო, აქერცლილი ადგილების გაჩენა კანზე. ეს პრომლემა ფართოდ გავრცელდა მას შემდეგ, რაც ზაზუნებისათვის პლასტმასის გალიების გამოყენება დაიწყეს (გალიის კედლებზე გაჩენილი კონდენსატი ანოტივებს გალიის საფენს, რაც საუკეთესო პირობებს ქმნის სოკოს გამრავლებისათვის).
იმის, გამო რომ სოკოვანი დაავადება ხშირად მრავალფაქტორული დაავადებაა, აუცილებელია გადაიხედოს ცხოველის კვება და ჰიგიენა. მკურნალობა მოიცავს ბეწვის გაკრეჭას, გალიის სტერილიზაციას, გალიის ვენტილაციის გაუმჯობესებას, დაზიანებული ადგილების ჩამობანას პოვიდონ-იოდის შემცველი შამპუნით და ანტიფუნგინური პრეპარატების მიღებას ვეტერინარის მეთვალყურეობით (იყენებენ გრიზეოფულვინს_ 4 მგ. ზაზუნას წონის ყოველ 1 კგ.-ზე-1თვე).
ტრიქოფიტია ზოონოზია, ამიტომ დაიცავით სიფრთხილე ავადმყოფ ცხოველთან ურთიერთობისას.
ნაკბენები: ზაზუნები, როგორც უკვე აღვნიშნეთ, მარტოხელა ცხოველები არიან, რომელიბც ხშირად ვერ ეგუებიან თანამოძმეებს. ამიტომ, თუ გალიაში რამდენიმე ზაზუნა ერთად ცხოვრობს ხშირია ჩხუბი, რომლის დროსაც ზაზუნები ერთმანეთს კბენენ. ნაკბენი, შესაძლოა, დაინფიცირდეს. აუცილებელია ნაკბენის გულდაგულ ჩამობანა და ანტიბიოტიკის ადგილობრივად გამოყენება (ფხვნილის სახით).
გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადება: ზაზუნების გულ-სისხლაძარღვთა სისტემის დაავადებები ვეტერინარულ პრაქტიკაში ძალიან იშვიათია და ხშირად, ამათი არსებობის შესახებ მხოლოდ გაკვეთის შემდეგ ხდება ცნობილი. მოხუცი ზაზუნების მძიმე ქოშინისას, რომელიც მკურნალობას არ ემორჩილება, გაკვეთისას დგინდება ჰიპოსტატური პნევმონია, რომელიც გულის კუნთების სისუსტითაა გამოწვეული.
ნერვული სისტემის დაავადებები:
გალიის დამბლა: ვითარდება ზაზუნას ცხოვრების შედეგად შეზღუდულ სივრცეში, რომელიც არ აძლევს საშუალებას ენერგია დახარჯოს. ზაზუნა ამ დროს ხეიბარივით დაათრევს თავის უმოძრაო უკანა კიდურებს. ამის თავიდან აცილება შეიძლება დიდი გალიის შეძენით. გარდა ამისა, ფიქრობენ, რომ D და Е ვიტამინის დაბალი შემცველობის პროდუქტიც ხელს უწყობს ამ დაავადების განვითარებას.
ეპილეფსია: მისი განვითარების მიზეზები ცნობილი არ არის. უმეტესად ემართებათ კემპბელის ზაზუნებს უფროს ასაკში. ზაზუნების ეპილეფსიური გულყრა სიმპტომებით ძალიან ჰგავს ადამიანისას: ამ დროს ზაზუნა იწყებს წრეზე სირბილს და ყვირის, შემდეგ ჩერდება, იწყებს ცხვირის წმენდას, თითქოს უცებ მკვეთრი სუნი იგრძნო, შემდეგ გადავარდება ზურგზე ან უბრალოდ უძრავად დაწვება და იწყებს კანკალს.
ეპილეფსიის მკურნალობა არ არსებობს. გულყრები თანდათან უფრო მძიმე ხდება. თუ ზაზუნა კოლონიაში ცხოვრობს, ყურადღება მიაქციეთ, რომ გულყრის დროს მან სხვები არ დაკბინოს. როცა ზაზუნას სიცოცხლე დასასრულს მიუახლოვდება, ჩასვით ის თბილ კონტეინერში (ძირში შეგიძლიათ დაუდოთ თბილი სათბური) ჩასაფენითა და საკვებით. შეეცადეთ მისცეთ მას რამდენიმე წვეთი ალკოჰოლური სასმელი, ამან, შეიძლება, დაამშვიდოს ზაზუნა.
ინსულტი: როგორც წესი, ეს ემართებათ ხოლმე მოხუც ზაზუნებს, თუმცა არც ისაა გამორიცხული, რომ ახალგაზრდა ზაზუნასაც დაემართოს. დაავადების პირველი სიმპტომია ის, რომ ზაზუნა ადვილად იღლება და ბორბალზე სირბილის შემდეგ კოლაფსშიც კი შეიძლება ჩავარდეს. როგორც წესი, ზაზუნას ემართება ცალმხრივი დამბლა, კარგავს წონასწორობას. ზოგჯერ, თავს ხრის ცალ მხარეს.
დადეთ გალია თბილ, მშვიდ ადგილას. სანამ ზაზუნა გამოჯამრთელებას დაიწყებდეს, უზრუნველყავით ის საკვებითა და წყლით. როგორც წესი, გამოჯანმრთელებას რამდენიმე კვირა ჭირდება. ზოგიერთ შემთხვევაში, თავის გადახრა მუდმივად რჩება. გამოჯანმრთელების შემდეგაც კი რეკომენდირებულია ზაზუნას ჩასმა აკვარიუმში ბორბლის გარეშე.
უკანა კიდურების დამბლა: 6 თვემდე ასაკის სირიულ მამრებში უკანა კიდურების დამბლა, შესაძლოა, მემკვიდრული დაავადების ნიშანი იყოს. ამ დაავადებისათვის მკურნალობა არ არსებობს და ეს ცხოველები გასამრავლებლად არ უნდა იყვნენ გამოყენებულები. სხვა შესაძლო მიზეზი შეიძლება იყოს სიმაღლიდან ჩამოვარდნა, სამშობიარო ტრავმა ან ძალიან პატარა გალიით გამოწვეული ე.წ. ”გალიის დამბლა”.
სხვა პრობლემები:
ალერგია: ზაზუნას შეიძლება ქონდეს ალერგია გალიის საფენზე (ხშირად, კედრის ბურბუშელაზე), ზოგიერთ საჭმელზე, სიგარეტის კვამლზე, პარფიუმზე, ავეჯის საფარზე და ა.შ. თვლიან, რომ ალერგიის ზოგიერთი ფორმა მემკვიდრულია. ნაკაწრები სხეულზე, ცემინება, გამონადენი თვალებიდან, კიდურების შეშუპება, მსტვინავი სუნთქვა ან თეთრი ფუფხები თვალების და ყურების ირგვლივ, რაც გალიაში რამე ახლის ჩადების შემდეგ გაჩნდა, შესაძლო ალერგიული რეაქციის ნიშნები იყოს. მოაშორეთ ყველაფერი ახალი გალიიდან და კვების რაციონიდან მსგავსი სიმპტომების გამოვლენის შემდეგ. თუ რამდენიმე დღეში ზაზუნას მდგომარეობა არ გაუმჯობესდა, შესაძლოა, ეს ინფექციის ნიშნები იყოს და მიმართეთ ვეტერინარს (თუ ასეთს იპოვით ვინმეს).
ასპერგილოზი: სოკო ასპერგილები იზრდება გალიის იმ ნაწილში, სადაც ზაზუნა შარდავს. ეს ადგილი თანდათან თეთრდება და შემდეგ, დროთა განმავლობაში შავ ფერს იღებს. ამ ეტაპზე, სოკო ჰაერში უშვებს სპორებს. თუ ზაზუნამ სოკოს სპორები ჩაისუნ

Posted by: MITIATO 28 Feb 2015, 21:42
ასპერგილოზი: სოკო ასპერგილები იზრდება გალიის იმ ნაწილში, სადაც ზაზუნა შარდავს. ეს ადგილი თანდათან თეთრდება და შემდეგ, დროთა განმავლობაში შავ ფერს იღებს. ამ ეტაპზე, სოკო ჰაერში უშვებს სპორებს. თუ ზაზუნამ სოკოს სპორები ჩაისუნთქა, ვითარდება მძიმე დაავადება, რომელიც ხშირად სიკვდილით მთავრდება. ასპერგილოზის სიმპტომებია: მივარდნილობა, გაძნელებული/მსტვინავი სუნთქვა, სისხლიანი შარდვა, კანის ანთებითი დაზიანება და ქრონიკული ფაღარათი. თუ თქვენს ზაზუნას ერთ-ერთი ეს პრობლემა აქვს, განსაკუთრებით თუ გალიაში ობი შეამჩნიეთ, დიდი ალბათობით, ამის მიზეზი ასპერგილოზია. დიაბეტით ან საშარდე გზების ინფექციით დაავადებული ზაზუნები ასპერგილოზით დაავადების რისკ-ჯგუფში იმყოფებიან. დაავადებას მკურნალობენ ანტიბიოტიკებით და სოკოს საწინააღმდეგო საშუალებებით. უნდა ღინიშნოს, რომ სიმინდის ბურბუშელის გამოყენებისას გალიის საფენად, ასპერგილები უფრო ინტენსიურად იზრდებიან, ვიდრე_სხვა საფენის გამოყენებისას. ასპერგილები, ასევე, იზრდებიან ხილსა და ბოსტნეულზე, რომლებიც გალიაში დარჩნენ და დალპნენ.
ასპერგილების გაჩენის თავიდან ასაცილებლად, ყოველდღიურად მოაშორეთ გალიიდან ზაზუნას შარდით დასველებული გალიის საფენი. დაალაგეთ გალია თავიდან ბოლომდე კვირაში 1-ჯერ მაინც. შეგიძლიათ, გამოიყენოთ ფუნგიციდური საშუალება გალიის გასაწმენდად დამატებითი უსაფრთხოებისათვის. ყოველთვის ამოიღეთ გალიიდან ხილის და ბოსტნეულის ნარჩენები, სანამ ის დალპება და დაობდება.
დიაბეტი ზაზუნებში: დიაბეტი კუჭქვეშა ჯირკვლის მუშაობის დარღვევის გამოვლინებაა. ჯანმრთელ ცხოველებში პანკრეასი ჰორმონებს_ინსულინსა და გლუკაგონს ასინთეზებს. ეს ორი ჰორმონი ერთად არეგულირებს გლუკოზის დონეს სისხლში. გლუკოზა ენერგიის აუცილებელი წყაროა ტვინის უჯრედებისათვის, ხოლო ერითროციტებისათვის ის ენერგიის ერთადერთ წყაროს წარმოადგენს. თუ სისხლში გლუკოზის დონე ძალიან მაღალია, ინსულინი ”გადმოდის” სისხლში და აიძულებს უჯრედებს უფრო დიდი რაოდენობით მოიხმარონ გლუკოზა. თუ სისხლში გლუკოზის დონე საკმაოდ დაბალია, გლუკაგონი ხვდება სისხლში და აიძულებს უჯრედებს უფრო ნაკლები რაოდენობით გლუკოზა მოიხმარონ და ასტიმულირებს გლუკაგონის გლუკოზად დაშლას ღვიძლში. ასეთი სახით გლუკოზის კონცენტრაცია მუდმივად ერთ დონეზე ნარჩუნდება ჯანმრთელ ორგანიზმში. დიაბეტით დაავადებულ ცხოველებში სისხლში გლუკოზის დონე მატულობს. არსებობს 2 მიზეზი, რომლებიც დიაბეტის 2 ტიპს იწვევენ. პანკრეასი ან მცირე რაოდენობით გამოყოფს ინსულინს (ან საერთოდ არ გამოყოფს) ან ორგანიზმის უჯრედები, უბრალოდ, ვერ ”ცნობენ” ინსულინს და არ რეაგირებენ მასზე.
დიაბეტი ტიპი პირველი არის, როცა კუჭქვეშა ჯირკვალი არასაკმარისი რაოდენობით გამოყოფს ინსულინს. გენეტიკური წინასწარგანწყობა მნიშვნელოვანი ფაქტორია დაავადების განვითარებაში. ინსულინის დაბალი დონის გამო ორგანიზმის უჯრედები მცირე რაოდენობით ითვისებენ გლუკოზას და ღვიძლი აგრძელებს გლუკოგენიდან გლუკოზის წარმოქმნას. ეს მთავრდება იმით, რომ სისხლში გლუკოზის დიდი კონცენტრაცია გროვდება.
დიაბეტის მეორე ტიპისას უჯრედებს უვითარდებათ ე.წ. რეზისტენტობა ინსულინის მიმართ: ისინი ნაკლებმგრძნობიარენი ხდებიან ინსულინის მიმართ. ეს ხშირად ვითარდება სისხლში ინსულინის მაღალი კონცენტრაციის გამო, რომელიც, როგორც წესი, ჭარბი წონისას ხდება ხოლმე.
დიაბეტის ტიპი, რომელიც უფრო მეტადაა გავრცელებული, დამოკიდებულია ცხოველების სახესხვაობაზე.
კემპბელებში, ჩინურ და ჯუნგარულ ზაზუნებში დიაბეტის პირველი ტიპია გავრცელებული და ის მემკვიდრეობით გადაეცემა.
თავიდან, როცა სისხლში გლუკოზის დონე მატულობს, თირკმელები ვერ ასწრებენ გლუკოზის უკუშეწოვას, ამიტომ გლუკოზა შარდით გამოიყოფა. გლუკოზასთან ერთად იკარგენა წყალიც, ამიტომ ცხოველი საკმაოდ დიდი რაოდენობით შარდს გამოყოფს. წყლის კარგვის გამო კი მას წყურვილიც გაძლიერებული აქვს. ეს დიაბეტის ყველაზე აშკარა სიმპტომებია. სხვა ნიშნებიდან აღსანიშნავია შემდეგი: ცხოველი ბევრს ჭამს, მაგრამ მაინც ხდება. შესაძლებელია, განვითარდეს გართულება, როგორიცაა დიაბეტური კეტოაციდოზი. ამ დროს ზაზუნა არ ჭამს, არ მოძრაობს და ძალიან სწრაფად სუნთქავს. ასევე, შესაძლებელია, განვითარდეს ჰიპოგლიკემია: სიტუაცია, როცა გლუკოზის დონე სისხლში ძალიან დაბლა იწევს. ამ დროს ცხოველი ძალიან სუსტადაა, კარგავს გონებას.
დიაბეტის დიაგნოსტირება ადვილია, თუ გამოვიყენებთ შარდში გლუკოზის განსასაზღვრელ ტესტს ადამიანისათვის. დიაბეტის მკურნალობა, როგორც წესი, ინსულინის ინექციას მოიცავს, თუმცა ზაზუნასათვის ეს გამოსავალი არ არის. უფრო მნიშვნელოვანია დიეტა. თავდაპირველად აუცილებელია ჭარბი წონის დაკლება, იმიტომ, რომ სიმსუქნე აუარესებს ცხოველის მდგომარეობას. საჭმელი დიდი რაოდენობით უნდა შეიცავდეს მცენარეულს ბოჭკოებს და მცირე რაოდენობით ცხიმებს, ნახშირწყლებს. თქვენ არ უნდა მისცეთ ხილი, რომელიც დიდი რაოდენობით შაქარს შეიცავს, არ შეიძლება არანაირი სტაფილო და ბარდა. თავი აარიდეთ ყველანაირ სასუსნავს. სასარგებლოა სავარჯიშოები, რაც დადებითად მოქმედებს ზაზუნაზე. თქვენ უნდა უზრუნველყოთ ცხოველი დიდი ბორბლითა და მოზრდილი გალიით.თუ ზაზუნა აქვს ჰიპოგლიკემია, მას უნდა მისცეთ შაქრიანი წყალი. გახსენით შაქარი თბილ წყალში და მიეცით ის ზაზუნას შპრიცის საშულებით.დიაბეტით დაავადებული ზაზუნების გამრავლება არ შეიძლება.
შარდში გლუკოზის განსაზღვრა სახლის პირობებში: ჯანმრთელი ზაზუნას შარდი უმნიშვნელო რაოდენობით შეიცავს გლუკოზას. ამიტომ იმის დასადგენად, აქვს თუ არა ზაზუნას შაქრიანი დიაბეტი საკმარისია მის შარდში გლუკოზის განსაზღვრა. ამის გაკეთება სახლშიც შეგიძლიათ. ანალიზისათვის საგჭირდებათ აფთიაქში სპეციალური ტესტის შეძენა შარდში გლუკოზის განსაზღვრისათვის. ზაზუნა ჩასვით სუფთა ჭურჭელში, უკეთესია თუ ძილის შემდეგ. ანალიზისათვის საკმარისია ცხოველის შარდის სულ რამდენიმე წვეთი. მოაგროვეთ შარდი შპრიცით და დააწვეთეთ ტესტზე. რაღაც დროის შემდეგ ტესტი ფერს შეიცვლის. თუ ფერის შეცვლა შესამჩნევია შეუიარაღებელი თვალითაც კი, შარდში გლუკოზზა ნორმაზე მაღალია. ზაზუნა ავადაა.
გამოყენებული ლიტერატურა: Pathology of Laboratory Rodents and Rabbits. ავტორები: Percy & Barthold ISBN 08138 2551-2
ზამთრის ძილი:მიუხედავად იმისა, რომ ზამთრის ძილი დაავადება არ არის, დაძინებულ ცხოველებს ხშირად შეცდომით თვლიან ავადმყოფებად. სირიული ზაზუნები ყველაზე ხშირად იძინებენ ხოლმე, როცა ტემპერატურა სწრაფად ეცემა. ამ დროს მათი სუნთქვის სიხშირე და გულისცემა ნელდება, ზაზუნა არ ინძრევა, რის გამოც ძალიან ჰგავს მკვდარს. ოღონდ, ყურადღებით თუ დააკვირდებით, დაინახავთ, რომ ულვაშებს ჯერ კიდევ ამოძრავებს. გადაიყვანეთ ზაზუნა თბილ ოთახში და ის თავისთვის გაიღვიძებს. ან დაიკავეთ ხელში მანამ, სანამ, ის მოძრაობას არ დაიწყებს. თუ ამას არ გააკეთებთ, ზაზუნა შეიძლება მოკვდეს შიმშილისგან ან გაუწყლოვნებისგან.
ლიმფოციტარული ქორიომენინგიტი:ზაზუნა, შესაძლოა, იყოს ამ დაავადების გადამტანი. იმ დროს, როცა ზაზუნაში დაავადება აბსოლუტურად უსიმპტომოდ მიდის, ადამიანში ლიმფოციტარული ქორიომენინგიტის ვირუსი იწვევს მენინგიტს, ენცეფალიტს, ლიმფური კვანძების შეშუპებას ან მხოლოდ სიმპტომების კომპლექსს, რაც გრიპს მოგვაგონებს. შანსი იმისა, რომ ადამიანი გამოჯანმრთელდეს, ძალიან დიდია. ლეტალური გამოსავალი ძალიან იშვიათია. ოღონდ სუსტად გამოხატული ინფექციის შემთხვევაშიც კი გამოჯანმრთელებას დიდი დრო სჭირდება.
ინფიცირებული ზაზუნა ვირუსს გამოყოფს განავლით, შარდით, ნერწყვით. უსიმპტომო მიმდინარეობისას ზაზუნას სისხლის შრატში 2 კვირის შემდეგ აღმოჩნდება კომპლემენტის შემბოჭავი ანტისხეულები, 5-6 კვირის შემდეგ კი მანეიტრალიზებელი ანტისხეულები. აქედან დასკვნა, რომ ზაზუნა გადამდები მხოლოდ რამდენიმე კვირის განმავლობაშია. ინფიცირებული ზაზუნები დაბადებიდან 12 კვირაში უკვე აღარ არიან საშიშები, ამიტომ რეკომენდირებულია, რომ 3 თვეზე უფრო პატარა ზაზუნა არ შევიძინოთ.
ორსულის ლიმფოციტარული ქორიომენინგიტით ინფიცირებისას, შესაძლებელია დაიბადოს მკვდარი ან ჰიდროცეფალიით დაავადებული ბავშვი, ამიტომ არანაირი ახალი ზაზუნა ორსულობის დროს!
დაავადებულ ზაზუნებს, შესაძლოა, აღენიშნებოდეთ ნაკლები აქტივობა, ისინი იწყებენ წონაში კლებას. ოღონდ ეს სიმპტომები აქვთ იმ ზაზუნებს, რომლებიც დაბადებისას არ იყვნენ ინფიცირებულები.
სიმსივნეები: ზაზუნებს, განსაკუთრებით, სირიულ ზაზუნებს ხშირად აღენიშნებათ სხვადასხვა სიმსივნეები. ოღონდ უხშირესად ისინი მხოლოდ გაკვეთისას აღმოჩნდებიან ხოლმე. მაგ. საჭმლის მომნელებელი ტრაქტის პოლიპები, რომელბიც კეთილთვისებიან სიმსივნეებს მიეკუთვნებიან.
ავთვისებიანი სიმსივნეებიდან ყველაზე ხშირი ლიმფოსარკომაა. მამრები უფრო ხშირად ავადობენ, ვიდრე მდედრები.
სითბური დაკვრა: მაღალ ტემპერატურაზე ზაზუნას არ შეუძლია სხეულის გაგრილება, ამიტომ გადადიან მდგომარეობაში, რომელიც ძალიან ჰგავს ღრმა ძილს. ერთი შეხედვით უსიცოცხლო ზაზუნა შეიძლება კანკალებდეს ან თავს ამოძრავებდეს. ბეწვი ჩანდეს სველი და აბურდული. ასხურეთ ზაზუნას ცივი წყალი და გადაიყვანეთ უფრო გრილ ადგილას. დაალევინეთ წყალი, როცა მოცოცხლდება. მნიშვნელოვანია სითხის რაც შეიძლება სწრაფად მიწოდება, რათა თავიდან ავიცილოთ თირკმელების მწვავე უკმარისობის განვითარება. თუ ზაზუნა 10 წუთის განმავლობაში არ დაუბრუნდა ნორმალურ მდგომარეობას, მიმართეთ ვეტერინარს.

http://www.radikal.ru

როგორ გავუკეთოთ ნემსი ზაზუნას
თუ ვეტერინარმა ზაზუნას დღეში 3-ჯერ დაუნიშნა ნემსი, ყოველ გაკეთებაზე კლინიკაში ვერ მიიყვანთ. მოგიწევთ თქვენ თვითონ ისწავლოთ ნემსის გაკეთება_კანქვეშ ან კუნთში. თუ რეკომენდაციებს მიყვებით არაფერი რთული ამ პროცედურაში არაა.
როგორ გავაკეთოთ ინექცია კუნთში:
1. აიღეთ ამპულა, წაიკითხეთ სახელწოდება და ვადა;
2. კარგად შეანჯღრიეთ;
3. მოტეხეთ თავი;
4. გახსენით შპრიცის შესაფუთი;
5. ფრთხილად ამოიღეთ წამალი ამპულიდან;
6. მოაბრუნეთ შპრიცი ნემსით ზემოთ და გამოუშვით შპრიცში არსებული ჰაერი;
7. აუცილებლად დააფარეთ ნემსს თავსახური:
8. ამოიყვანეთ ზაზუნა და დაიკავეთ ის თათი, რომელშიც აპირებთ ნემსის გაკეთებას.
http://www.radikal.ru
9. მოხადეთ ნემსს თავსახური და მკვეთრი მოძრაობით შეიყვანეთ კუნთში;
http://www.radikal.ru
10. არ იჩქაროთ წამლის შეყვანისას;
11. სწრაფად ამოიღეთ ნემსი და მსუბუქად გაუსვით ხელი ნანემსარს.
http://www.radikal.ru

Posted by: cicatridina 28 Feb 2015, 22:27
სირიული ზაზუნების გამრავლება
მანამ, სანამ ზაზუნებს შეაჯვარებთ...
არსებობს რამდენიმე სიტუაცია, როცა ადამიანს უნდა რომ, ზაზუნები გაამრავლოს. შეიძლება, ნაცნობს ყავს პატარა ზაზუნები, ისინი კი ისეთი საყვარლები არიან, თქვენც მოგინდათ ასეთივე პატარები. იქნებ, გინდათ თქვენი ზაზუნების პატარა ასლები გყავდეთ, რათა თქვენი ზაზუნას სიკვდილი თქვენთვის ძალიან მძიმე აღარ იყოს. იქნებ, უბრალოდ, გადაწყვიტეთ, რომ ეს კარგი ბიზნესია? იქნებ დიდი ხანია გინდოდათ, რომ პროფესიონალურად მოგეკიდათ ხელი ზაზუნების ახალი, იშვიათი ფერების გამრავლებისათვის?
ნებისმიერ შემთხვევაში, გირჩევთ გაითვალისწინოთ შემდეგი:
ზაზუნების გამრავლება ეს არ არის...
...გართობა. თქვენ არა მხოლოდ დედა ზაზუნას სიცოცხლეზე ხართ პასუხისმგებელი, არამედ პატარა, უსუსური არსებების სიცოცხლეზეც, რომლებიც მთლიანად არიან დამოკიდებული დედაზე და აქედან გამომდინარე, თქვენზეც.
...შემოსავლიანი საქმე. იმისათვის, რომ დედა და პატარები ბალანსირებული კვებით უზრუნველყოთ, ცოტა ხარჯი არ დაგჭირდებათ. უნდა დაფიქრდეთ იმაზეც, რომ თქვენ დაგჭირდებათ მინიმუმ 2 გალია (ხშირად, უფრო მეტიც) თავისი აღჭურვილობით_სარწყულებლით, ბორბლით და ა.შ. ეს ყველაფერი კი იაფი არ ღირს. პატარებს 2-3 თვემდე ვერ გაასხვისებთ, მანამ კი ცალ-ცალკე გალიაში მოგიწევთ მათი ჩასმა. დანახარჯებს პატარების გაყიდვითაც კი ვერ აინაზღაურებთ.
...ადვილი. პატარების წრიპინი, მათთვის საკვების მომზადება, მათი ჯანმრთელობის მუდმივი კონტროლი, მათი მიჩვევა... კარგია, თუ რამდენიმე პატარა იბადება, მაგრამ თუ 16 დაიბადა? გეყოფათ დრო და ძალა ყველა პატარასთვის?
...საბავშვო გასართობი. ჰო, ძალიან საინტერესოა პატარა ზაზუნების ზრდასა და განვითარებაზე დაკვირვება. მაგრამ ბავშვი ვერ გრძნობს სრულ პასუხისმგებლობას პატარა არსებების სიცოცხლეზე. ხშირად, ბავშვები ელემენტარულ წესებსაც კი არ ასრულებენ. ამიტომ ზაზუნების გამრავლება მშობლების მკაცრი კონტროლით უნდა ხდებოდეს.
...წუთიერი გართობა. ზაზუნების შეჯვარების წინ უნდა მოემზადოთ. გაეცნოთ შეჯვარების ძირითად წესებს, შეიძინოთ ყველა აუცილებელი ნივთი, სასურველია, თუ შეისწავლით გენეტიკას ან შეფერილობების დამემკვიდრებას მაინც.
გაითვალისწინეთ, რომ ორივე მშობელი მინიმუმ 4 თვის უნდა იყოს (1 წელზე უფროსი ზაზუნების შეჯვარება არაა რეკომენდირებული) და 120 გრამს იწონიდეს. გაითვალისწინეთ, რომ რა უფრო დიდია ცხოველი, მით უფრო დიდები იქნებიან პატარებიც. ოღონდ ზომაში, სწორედ ზომა იგულისხმება და არა_სიმსუქნე. ჭარბი წონის მქონე ცხოველების შეჯვარება არ შეიძლება_ამით თქვენ ზაზუნას სიცოცხლეს გარისკავთ.
რაც მთავარია, თქვენ უნდა უპოვოთ ზაზუნებს მზრუნველი პატრონები, რომლებიც იზრუნებენ მათზე და ეყვარებათ ისინი.

http://www.radikal.ru

ზაზუნების გამრავლება
შეჯვარება
მდედრის შეჯვარება 4 თვის ასაკამდე არ არის რეკომენდირებული. ადრეული მაკეობა სასიკეთოდ არც დედის ჩამოუყალიბებელ ორგანიზმს წაადგება და არც_პატარებს. მამრების შეჯვარება 3-4 თვეზე ადრე არ არის სასურველი. ხშირად ისინი 1 თვის ასაკში უკვე სქესობრივად მწიფდებიან, მაგრამ არც მათი ორგანიზმისთვის არ იქნება სახეირო ადრეული შეჯვარება. თანაც, ამ ასაკში კარგად გაარჩევთ, შეესაბამება თუ არა ის სტანდარტს და ღირს თუ არა მისი გამრავლება. არ შეაჯვაროთ მდედრი ზაზუნა 1 წლის შემდეგ. ამით მის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს სერიოზულ საფრთხეს შეუქმნით. არ შეაჯვაროთ მდედრი ზაზუნა, თუ მისი სხეულის მასა 120გ.-ზე ნაკლებია; ძუძუთი კვების დროს დედა ზაზუნა სხეულის მასის 40%-ს კარგავს. ამიტომ სუსტი ჯანმრთელობის მქონე მდედრი, შეიძლება, უბრალოდ, დაიღუპოს.
მძუნაობა მდედრ ზაზუნებს ყოველ 4 დღეში ერთჯერ აქვთ და რამდენიმე საათი გრძელდება. იმის განსაზღვრა, ამძუვნებულია თუ არა მდედრი, პრაქტიკულად შეუძლებელია, იმიტომ, რომ ყველა მდედრს ის თავისებურად აქვს: ზოგს თავისებური სუნი უჩნდებათ, ზოგს ხასიათი ეცვლება, ზოგი ზურგზე ხელის გადასმისას თავისებურ პოზაში შეშდება, ზოგს კი არაფერი ეტყობა. ამიტომ რამდენიმე დღის განმავლობაში უნდა შეახვედროთ მამრს. როგორც ამბობენ, ”როცა ჯვარდებიან, მაშინ აქვთ მძუნაობა”. სხვათა შორის, სირიულ ზაზუნებში არ ხდება ისეთი შემთხვევები, რომ მდედრს მამრი არ მოეწონა და არ მიიღო. თუ მდედრი ამძუვნებულია, ის ნებისმიერ მამრს მიიღებს პრაქტიკულად მაშინვე. თუ ის სირბილს დაიწყებს, ლოდინს აზრი არ აქვს, პაემანი მომდევნო დღისათვის გადადეთ.
სირიული ზაზუნები ერთმანეთს ნეიტრალურ ტერიტორიაზე უნდა შეხვდნენ, რათა არც ერთმა მათგანმა არ იგრძნოს თავი მასპინძლად. უკიდურეს შემთხვევაში მდედრი მამრთან ჩასვით (მამრები უფრო მოთმინებით ეკიდებიან ქალბატონებს, ვიდრე_პირიქით). უკეთესია საღამოს, როცა ისინი საბოლოოდ გამოფხიზლდებიან. ზაზუნების ერთად ჩასმისას ყურადღებით დააკვირდით მათ, რათა საჭიროების შემთხვევაში სწრაფად დააშოროთ ერთმანეთს. (თუ ერთმანეთის დაკბენას დაიწყებენ). თუ ხედავთ, რომ ზაზუნები მშვიდობით ჯვარდებიან, შეგიძლიათ რაღაც დროის განმავლობაში მარტო დატოვოთ ისინი, მაგრამ ყოველთვის ფხიზლად იყავით. მდედრმა შეჯარების შემდეგ, შეიძლება, მამრის დაკბენა დაიწყოს. ყველაფერი მის ხასიათზეა დამოკიდებული. თუ ზაზუნა ამძუვნებულია, მამრის შეხებისას ის ერთ პოზაში შეშდება_კუდს ვერტიკალურად ზემოთ პრეხს და თითქოს ქვავდება.
http://www.radikal.ru

ზოგჯერ მამრებმა, უბრალოდ, არ იციან რა უყონ მდედრს. შეიძლება, თავდაჯერებულობა არ ეყოთ ამისთვის. თუ პირველ ჯერზე არაფერი გამოვა, მეორედ მდედრი მამრს ჩაუსვით გალიაში. საკუთარ სახლში ის უფრო თავდაჯერებული იქნება. ზოგჯერ, იმის დასარწმუნებლად, რომ ზაზუნა ნამდვილად ორსულადაა, რეკომენდირებულია 4 დღის შემდეგ ისევ შეახვედროთ მამრს. თუ ის მამრს გაურბის, შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ, რომ ის ნამდვილად მაკედაა.
სირიული ზაზუნას მაკეობა 16-17 დღე გრძელდება.
ზაზუნას მაკეობის დასადგენად ერთი უტყუარი მეთოდი არსებობს. მაკეობის1 კვირის თავზე ზაზუნას სარძევე ჯირკვლები ებერება. ისინი უფრო შესამჩნევები ხდებიან ბეწვიდან.
მაკეობა
რიგში, როცა გაიგებთ, რომ თქვენი ზაზუნა მაკედაა, გადასვით სხვა გალიაში მამრი (თუ ისინი ერთ გალიაში ცხოვრობენ). იმ შემთხვევაშიც, კი თუ თქვენი ზაზუნები გამონაკლისები არიან და ძალიან მეგობრულად ცხოვრობენ ერთად, მაკეობისას მდედრს კარდინალურად ეცვლება ხასიათი. მას შეუძლია მამრი სასიკვდილოდ დაკბინოს. თუ მამრი უფრო ძლიერი აღმოჩნდება თვითონ დაკბენს მდედრს. ზაზუნები მაკეობის და ძუძუთი კვების პერიოდში ძალიან აგრესიულები ხდებიან. მათი ძირითადი ინსტიქტი ხდება შვილების დაცვა ნებისმიერი საფრთხისაგან. ადრე წყნარ ზაზუნას შეუძლია დაკბინოს პატრონი, თუ ის ბუდეში ხელს ჩაუყოფს. უზრუნველყავით თქვენი ცხოველი მრავალფეროვანი კვებით. ყოველდღიურ მენიუში ჩართეთ ცილოვანი საკვების (ხაჭო, ქათმის მოხარშული ხორცი, მოხარშული კვერცხი, ძროხის რძე) ულუფა, მუდმივად მოამარაგეთ სუფთა წყლით.
უკეთესია, თუ მომავალ დედას აკვარიუმში, ტერარიუმში ან მაღალი ძირის მქონე გალიაში თუ გადასვამთ, რადგანაც როცა პატარები ცოცვას დაიწყებენ, ისინი, შესაძლოა, გისოსებს შორის გამოძვრნენ და დაიღუპნონ. ბორბალი შეგიძლიათ დატოვოთ, მაგრამ თუ დედა პატარების კვების ნაცვლად მთელს დროს ბორბალზე სირბილში ატარებს, აუცილებლად ამოიღეთ. გალია დადგით წყნარ ადგილას, სადაც დედა ზაზუნას და პატარებს არავინ და არაფერი შეწუხებს.
გალიის გენერალური დალაგება ბოლოჯერ მშობიარობამდე 4 დღით ადრე უნდა ჩაატაროთ, რათა მდედრმა მოასწროს საცხოვრებლის მოწყობა თავისი გემოვნებით და მოამზადოს ყველაფერი ისე, რომ მისმა პატარებმა თავი მყუდროდ და კომფორტულად იგრძნონ. თუ გალიას მშობიარობის წინ დაალაგებთ, ზაზუნა განიცდის, რომ მისი ბუდე დაანგრიეს, თავს ვერ იგრძნობს უსაფრთხოდ და შეიძლება დაბადებისთანავე მოკლას ყველა პატარა. დაეხმარეთ მდედრს ბუდის მოწყობაში. მიეცით ქაღალდის ხელსახოცები ან ტუალეტის ქაღალდი, რბილი, თეთრი, არომატიზატორებისა და საღებავების გარეშე. რაც უფრო მეტ ხელსახოცს მისცემთ,მით უფრო კომფორტულად იგრძნობენ თავს დედა და პატარები.
მშობიარობა
და აი, პატარები გაჩნდნენ. ამას ან გალიიდან გამოსული წრიპინით მიხვდებით ან უბრალოდ, დაინახავთ მათ, როცა მდედრი ბუდიდან ამოვა. არ შეეხეოთ პატარებს არავითარ შემთხვევაში! არც მდედრის შეწუხებაა სასურველი, მით უფრო, როცა ის შვილებს ძუძუს აწოვებს.
ამ მომენტიდან 2 კვირის განმავლობაში დაივიწყებთ გალიის გენერალურ დალაგებას, საკუთარ ცნობისმოყვარეობას და იმას, რომ თქვენ შეგიძლიათ ითამაშოთ თქვენს ზაზუნასთან ერთად. თუ ისე მოხდა, რომ მშობიარობის მომენტისთვის გალიის საფენი დიდი ხნის გამოუცვლელი გქონდათ, აკურატულად (არა პირველ დღეს, არამედ მშობიარობიდან 5 დღის შემდეგ) მოაგროვეთ დასვრილი საფენი სახლის ან ბუდის ირგვლივ და ჩაყარეთ ახალი საფენი. სახლს/ბუდეს არავითარ შემთხვევაში არ შეეხოთ. უბრალოდ, მდედრს მეტი ხელსახოცი მიეცით. ისინი კარგად იწოვენ სინესტესა და ჭუჭყს.
უზრუნველყავით ზაზუნა სუფთა წყლით. საუკეთესო ვარიანტია სპეციალურად მღრღნელებისათვის განკუთვნილი სარწყულებელი. საკმარისი რაოდენობით წყლის გარეშე ზაზუნა ვერ გამოიმუშავებს რძეს და პატარები ან დაიღუპებიან ან მდედრი მოკლავს მათ. თუ არ გაქვთ შესაძლებლობა უყიდოთ ზაზუნას სარწყულებელი, ყოველდღიურად მიეცით მას წვნიანი საკვები (კიტრი, მწვანილი, სხვადასხვა ხილი და ბოსტნეული, რისი მიცემაც ზაზუნებისათვის დასაშვებია).
ზაზუნას ახლა უფრო მეტი საკვები დაჭირდება, რადგანაც ის მარტო საკუთარ თავს კი არა პატარებსაც კვებავს. რაციონი უნდა შეიცავდეს მრავალფეროვან საკვებს, შეიცავდეს ხილს, ბოსტნეულს, მწვანილს. მეძუძური დედისა და პატარების მენიუდან ამოიღეთ ვაშლი, რადგანაც მან, შესაძლოა, გამოიწვიოს ზაზუნებისათვის საშიში დაავადება_ასციტი. შეგიძლიათ უყიდოთ მღრღნელებისათვის გათვალისწინებული ვიტამინები. მდედრმა აუცილებლად უნდა მიიღოს ცილოვანი საკვები: ხაჭო,მოხარშული კვერცხი, ქათმის მოხარშული კვერცხი. რომელიმეამათგანი უმდა მისცეთ ყოველ დღე ან დღეგამოშვებით (კვერცხის და ქათმის ნაჭერი არ მისცეთ ლობიოს მარცვლისხელაზე მეტი. ხაჭო შეიძლება მისცეთ უფრო ხშირად და უფრო მეტი რაოდენობით, რამდენსაც შეჭამს).
პატარა ზაზუნები ბრმები და უსუსურები იბადებიან, მუცლის ვარდისფერი კანიდან შინაგანი ორგანოები მოუჩანთ. მაგრამ მათ უკვე აქვთ პაწაწინა კბილები და ბრჭყალები. დედის გარეშე მათ გადარჩენა არ შეუძლიათ და სრულად არიან მასზე დამოკიდებული.
http://www.radikal.ru
პირველი დღე

ზაზუნები ძალიან სწრაფად იზრდებიან. უკვე მეორე დღეს ზოგიერთი პატარა გამუქებას იწყებს_იზრდება თივთიკი. ღია ფერის პატარები, მაგალითად, კრემისფერები ან სპილოსძვლისფერები, ისევ ვარდისფერები რჩებიან_მათი ღია ფერის თივთიკის ქვეშ ჯერ კიდევ კარგად ჩანს ვარდიფერი კანი.
მესამე დღეს მუქ პატარებს შორის შეგიძლიათ გაარჩიოთ პატარები, რომლებსაც თეთრი ლაქები აქვთ_ჭრელები, ლაქებინები, სარტყლიანები. შეგიძლიათ აგუტი შეფერილობა გაარჩიოთ სელფისაგან. პატარა ზაზუნები საკმაოდ ხმამაღლა ჭყიპინებენ ნებისმიერი მიზეზით_ან დედა მოშორდებათ, ან ძამიკო შეეხებათ ცუდად. ზოგჯერ ხდება, როცა დედა ბუდიდან ამოდის, თან პატარა თან მოყვება. როგორც წესი, როცა დედა როცა ამას შეამჩნევს, ის შვილს ბუდეში აბრუნებს, მაგრამ ეს თუ არ მოხდება ადამიანის ჩარევაა საჭირო. არ დაივიწყოთ, რომ პატარებს ხელით არ უნდა შეეხოთ და მათ თქვენი სუნი არ უნდა გადასდოთ. დედამ, შესაძლოა, ვერ იცნოს ის და მოკლას. ამიტომ აიღეთ პატარა კოვზი, სასურველია პლასტმასის, ძალიან ცივი რომ არ იყოს.ამოავლეთ ის ტ უალეტის კუთხეში საფენში და აკურატულად ჩასვით პატარა ბუდეში.
http://www.radikal.ru

მეოთხე დღეს მუქი პატარები უფრო მუქები ხდებიან, ძალიან კარგად განირჩევა აგუტი შეფერილობა. ღია შეფერილობის პატარები ისევ ვარდისფერები რჩებიან.
http://www.radikal.ru

მეექვსე-მეშვიდე დღეს შესაძლოა ზოგიერთი შეფერილობის გარჩევა. პატარები იწყებენ მოზრდილთა საკვების გასინჯვას, თუმცა პირველი მაგარი საჭმელი, ხშირად საკუთარი ცურცლია. ნუ შეგეშინდებათ! ეს მათთვის სრულიად ბუნებრივია და არაფერი ცუდი ამაში არაა. თქვენ შეგიძლიათ გამოიტყუოთ დედა ბუდიდან რამე სასუსნავით, აკურატულად გამოიტანეთ ჭუჭყიანი ხელსახოცები ბუდიდან და ჩადეთ სუფთა.
http://www.radikal.ru

მეათე დღეს პატარა ზაზუნები უკვე მოზრდილთა საკვების ჭამაზე გადადიან. მკვეთრად განირჩევა, პატარები რა ფერისანი არიან. განირჩევა აბრეშუმისებრი ბეწვიც.
http://www.radikal.ru

მეათე-მეთერთმეტე დღეს პატარები თანდათან იწყებენ სამყაროს შესწავლას_ისინი ჯერ კიდევ ბრმები არიან, მაგრამ სასეირნოდ მაინც დადიან. ისინი იწყებენ ტუალეტის გამოყენებას. ყოველგვარი სირთულის გარეშე პოულობენ საჭმლიან ჯამს და სიამოვნებით მიირთმევენ საჭმელს, ამიტომ ჯამი პატარებისათვის ადვილად მისაწვდომ ადგილას უნდა იდოს.
http://www.radikal.ru

მე-13-14 დღეს პატარებს ერთმანეთის მიყოლებით ეხილებათ თვალები. ისინი თანდათან მოზრდილების მინიატურულ ასლებს ემსგავსებიან, ითვისებენ ბორბალს, იგებენ რაში შეიძლება სარწყულებლის გამოყენება. მაგრამ მათი გასხვისება ჯერ კიდევ ადრეა. მათ ჯერ კიდევ ბევრი რამე უნდა ისწავლონ დედისგან და ერთმანეთისაგან.
http://www.radikal.ru
თვალების ახელის შემდეგ შეგიძლიათ გალიის დალაგება, ოღონდ უკეთესია, თუ ბუდეს ხელს არ ახლებთ. დალაგებისას მდედრი ცალკე გადასვით და პატარები_ცალკე. სხვანაირად ის აღელდება, რომ ბუდის გარეშე დარჩა და ბავშვების დამალვა აღარ შეუძლია. გალიის დასუფთავების შემდეგ დატოვეთ ძველი ჩასაფენის ნაწილი, არ გადაადგილოთ ნივთები. გალიაში ჯერ პატარები ჩასვით და შემდეგ_მათი დედა.
ყურადღება! როცა გალიიდან პატარების ამოსმას დაიწყებთ, ან, საერთოდ, პატარების ხელში აყვანას გადაწყვეტთ, გალია იატაკზე ან დივანზე დადეთ. პატარა ზაზუნები ძალიან ველურები არიან. ისინი უცნობებს საკმაოდ სწრაფად გაურბიან. შეუძლიათ ადვილად დაგისხლტენ ხელიდან ან ღია გალიიდან, ისე, რომ არც კი დაფიქრდება სიმაღლეზე და დაიმტვრნენ.
4 კვირის ასაკში პატარებს ცალკე სვამენ სქესის გათვალისწინებით. 1 თვის ასაკიდან პატარა ზაზუნებს უკვე შეუძლიათ გამრავლება (მაგრამ ამის გაკეთება არ შეიძლება, რადგანაც ახალგაზრდა მდედრის ორგანიზმი ჯერ კიდევ არ არის მომაგრებული და ადრეული ორსულობა ძალიან დააზარალებს მას). აუცილებელია ახალგაზრდა ზაზუნების კარგად კვება. რაციონში უნდა იყოს ხაჭო, მოხარშული ხორცი, კვერცხი, ახალი ბოსტნეული, ხილი, მწვანილი.
პატარების გალიაში უნდა იყოს იგივე ნივთები, რაც მოზრდილების გალიაში: ბორბალი (შესაძლოა, 2 მათი რაოდენობის გათვალისწინებით), დიდი სარწყულებელი, 2 ჯამი_ერთი მარცვლეულისათვის და მეორე ფაფისათვის (ხაჭოსთვის და ა.შ.), შეგიძლიათ ჩაუდოთ სახლიც.
5 კვირის ასაკიდან შეგიძლიათ პატარები ახალ პატრონებს გადასცეთ.
http://www.radikal.ru

შესაძლებელია უსიამოვნო სიტუაცია შეიქმნას: მდედრმა პატარები შეჭამოს ან უარი თქვას მათ კვებაზე და ისინი დაიღუპნონ.
მიზეზები:
1. თქვენ პატარებს ხელი მოკიდეთ;
2. თქვენ გამუდმებით აწუხებდით მდედრს და მას საფრთხის გრძნობა გაუჩნდა;
3. მდედრს არ ყოფნის სითხე (არ აქვს სარწყულებელი);
4. მდედრს არ ყოფნის საკვები, რათა შთამომავლობა გამოკვებოს;
5. პატარები ძალიან სუსტები და ავადმყოფები დაიბადნენ;
6. მდედრი ძალიან ახალგაზრდა, სუსტი ან ავადმყოფია და არ შეუძლია შვილების გაზრდა.
როგორც ხედავთ, ყველა მიზეზი, გარდა ბოლო ორისა, ზემოთ ჩამოთვლილი პირობების გაუთვალისწინებლობის დროს ხდება და ზაზუნა დამნაშავე არაა.

http://www.radikal.ru


დაობლებული პატარა ზაზუნების კვება
ხდება ხოლმე, რომ პატარა ზაზუნები ობლად რჩებიან ან დედა ამბობს მათ გამოკვებაზე უარს. ახლადაბადებული პატარების გადარჩენის მცდელობა, როგორც წესი, უშედეგოდ მთავრდება ხოლმე, ოღონდ, რაც უფრო მეტია პატარების ასაკი, მით მეტი შანსი გვაქვს, რომ ისინი გადავარჩინოთ. გადარჩენის ყველაზე კარგი შანსი 7-8 დღიდან აქვთ პატარებს. ამ ასაკიდან ისინი უკვე იწყებენ მყარი საკვებისჭამას, მაგრამ ჯერ კიდევ სჭირდებათ დედის რძე. უნდა კვებოთ ყოველ 1 საათში ერთჯერ 24 საათის განმავლობაში, სანამ მთლიანად არ გადავლიან მყარი საკვებით კვებაზე.
პატარა ზაზუნაბი ლაქტოლით უნდა კვებოთ, რომელიც იდეალურია პატარა ცხოველებისათვის. არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენოთ ძროხის რძე! თუ არ გაქვთ ლაქტოლის შეძენის საშუალება, გამოიყენეთ ჩვილებისათვის გათვალისწინებული მშრალი რძე. აიღეთ 3 საზომი კოვზი და გახსენით 500მლ. თბილ წყალში. გაგრილებული რძე აჭამეთ პატარებს საწვეთურის ან სპეციალური საწოვარას საშუალებით. დარჩენილი რძე, შეგიძლიათ, შეინახოთ მაცივარში 24 საათის განმავლობაში.
პატარა ზაზუნებს არ შეუძლიათ დამოუკიდებლად შეინარჩუნონ სხეული ტემპერატურა, ამიტომ მათი თბილად ყოფნისთვის გამოიყენება გასათბობი ზეწრები ან ნათურები. გალიაც თბილ ადგილას დადგით.
http://www.radikal.ru

Posted by: MITIATO 28 Feb 2015, 22:49
რატომ ასდის ზაზუნას ცუდი სუნი
ყველაზე გავრცელებული სტერეოტიპი, რაც ყველა პატარა მღრღნელს, მათ შორის ზაზუნასაც ეხება, არის ის, რომ ისინი ყარან. ძალიან ხშირად, როცა შემთხვევით ახსენებ ზაზუნას, ვირთხას ან ზღვის გოჭს, ამ არსებებთან ურთიერთობის არანაირი გამოცდილების მქონე ადამიანი ზიზღის გამომხატველი სახით კითხულობს: ”ფუ, როგორ შეგიძლია გიყვარდეს, ის ხომ ასე ძალიან ყარს!” როგორც წესი, მისი გადარწმუნება, პრაქტიკულად, შეუძლებელია.
ოღონდ, პატარა მღრღნელების შესახებ გავრცელებული სხვა სტერეოტიპების მსგავსად ესეც მხოლოდ და მხოლოდ მითია. სინამდვილეში ზაზუნა ძალიან სუფთა ცხოველია. თავისი ქურქის სისუფთავეზე ზრუნვა ლამის ფანატიზმში აქვს გადაზრდილი და მის წესრიგში მოყვანას გაცილებით მეტ დროს უთმობს, ვიდრე_კატა.
და მაინც, ზაზუნას შეიძლება ჰქონდეს სუნი. ოღონდ გავრცელებული შეხედულების საწინააღმდეგოდ, ეს მდგომარეობა ზაზუნასთვის სულაც არ არისს ბუნებრივი. თუ იმ ოთახში, სადაც ზაზუნაა, სუნი დადგა, ამის ახსნა რამდენიმე ვარიანტით შეიძლება:
1. თუ ყარს გალია და არა ზაზუნა, მაშინ ეს სუნი პატრონის სინდისზეა. ასევე ნუ გაგიკვირდებათ ცუდი სუნი თუ ზაზუნა თივაში, გაზეთების ნაფლეთებში ან ჩვრებში ცხოვრობს_ეს ჩასაფენები ძალიან ცუდათ იკავებენ სინესტეს და სუნს.
2. თუ თვითონ ზაზუნას ასდის ცუდი სუნი. ეს უკვე საგანგაშო ნიშანია. ცუდი სუნის წყარო ზაზუნა მხოლოდ 2 შემთხვევაშია:
-თუ ის ძალიან ნერვიულობს. ეს შეიძლება აიხსნას ახალ გალიაში გადასვლით, გვერდით სხვა ცხოველის არსებობით (აუცილებელი არ არის ცხოველი, შეიძლება ეს იყოს პატრონი, რომელსაც ზაზუნა ეჭვის თვალით უყურებს) ან ოთახში ცუდი სუნით. ამ დროს ზაზუნა შფოთავს და ცდილობს უცხო არსება გალიიდან განდევნოს, ამიტომ გალიის ყოველ კვედრატულ მილიმეტრს თავისი შარდით ნიშნავს (”დაე, მტერმა იცოდეს, რომ აქ ყველაფერი ჩემია!”) ან , უბრალოდ სივრცეს თავისი სუნით ავსებს, როგორც ჩანს მას ასე უფრო ნაკლებ ეშინია უცნობი საფრთხის.
ასეთ დროს უსიამოვნო სუნისგან თავის დაღწევის საუკეთესო საშუალება ზაზუნას დამშვიდებაა. გადაიტანეთ გალია იქ, სადაც მისთვის საშიში სუნი არ იქნება. მოაშორეთ სხვა ცხოველები. იმ შემთხვევაში, თუ ზაზუნას ახალი გალიის ან პატრონის ეშინია, რაღაც დროის განმავლობაში მოცდა მოგიწევთ, სანამ მხეცუკა თვითონ არ დამშვიდდება. შეგიძლიათ ამაში თქვენს დაეხმაროთ: მიეცით საყვარელი სასუსნავი და რამდენიმე ქაღალდის ხელსახოცი ბუდის ასაშენებლად.
-თუ ზაზუნას ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს. სამწუხაროდ, ეს იშვიათი არ არის, რადგანაც ზაზუნას საკმაოდ ფაქიზი ორგანიზმი აქვს. იმ დაავადებების ჩამონათვალი, რამაც შეიძლება ცუდი სუნი გამოიწვიოს ცოტა არ არის. მათ რიცხვშია ნივთიერებათა ცვლის სხვადასხვა დარღვევები (ისინი აისახება ზაზუნას ბეწვზე, აქტივობასა და სუნზე), ენტერიტები, ანთების ზოგიერთი სახე, დიაბეტი...
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თუ ზაზუნას სწორად უვლით სანერვიულო არაფერი გაქვთ. უბრალოდ, ყურადღება მიაქციეთ მის კვებასა და საერთო მდგომარეობას.
კიდევ ერთხელ შეგახსენებთ: ზაზუნას სუნი არ უნდა ასდიოდეს. თუ ზაზუნა არასასიამოვნო სუნის წყარო გახდა, აუცილებლად დაფიქრდით, რამე ხომ არ სჭირს თქვენს ზაზუნას, რომელსაც გაცილებით უფრო მახვილი ყნოსვა აქვს, ვიდრე ადამიანს...
http://www.radikal.ru


სჭირდება თუ არა ზაზუნას ურთიერთობა თანამოძმეებთან
ადამიანები სოციალური არსებები არიან. როგორ გძნობს თავს ის, როცა მოკლებულია თანამოძმეებთან ურთიერთობას? ძალიან ბევრი ეპითეტი შეგვიძლია ვთქვათ ამ მდგომარეობის გამოსახატავად. ბავშვი კი ამ ყველაფერს მარტივად იტყოდა: ”ის მოწყენილია.”
სხვათა შორის, ადამიანებსა და მათ ურთიერთობებზე ბევრი რამ ვიცით გასაგები მიზეზების გამო. მაგრამ ვიცით კი რამე ორი ზაზუნას ურთიერთობის შესახებ?
ადამიანების უმეტესობამ_სრულიად არაფერი. იმ შემთხვევაშიც კი თუ მათ სახლში ზაზუნები ცხოვრობენ. ჩვენ უფრო ხშირად ვვარაუდობთ რაღაცას იმის გათვალისწინებით, თუ რა არის ჩვენთვ ის კარგი და რა_ცუდი. სწორედ ამიტომ ზაზუნები ხშირად წყვილებად ჰყავთ ხოლმე. კითხვაზე, რატომ ყავთ არა ერთი, არამედ რამდენიმე ზაზუნა, პატრონები გულრწფელად პასუხობენ: ”მარტო ხომ მოწყენილი იქნება!?”
ვინ იცის, რამდენი ზაზუნა აღმოჩნდა ადამიანების ასეთი მისწრაფების, ყველაფერი საკუთარი თავიდან გამომდინარე გააკეთოს, მსხვერპლი. ზაზუნებს არ შეუძლიათ და არც უნდა იცხოვრონ ჯგუფებად, ერთი მარტივი მიზეზის გამო: თავის ტერიტორიაზე შესულ თანამოძმეს ზაზუნა მანამ ებრძვის, სანამ ერთი-ერთი მათგანი უკან არ დაიხევს ან არ მოკვდება.
ეს ფაქტი ცნობილი სულ ცოტა ხნის წინ გახდა. შეიძლება, მხოლოდ იმიტომ, რომ სირიული ზაზუნა დიდი ხნის მანძილზე გადაშენებულ სახეობად ითვლებოდა. აღმოჩნდა, რომ ეს სახეობა გადაშენებას მაინც და მაინც არ ჩქარობს და მეცნიერებმა ამ მხეცუკების შესწავლა დაიწყეს. აღმოჩნდა, რომ ბუნებაში ისინი არასოდეს ცხოვრობენ ჯგუფებად. სწავლულების მიერ აღმოჩენილი სოროებიდან, ერთმანეთთან ყველაზე ახლოს მდებარე სოროებს შორის მანძილი 118 მეტრი იყო!
აღმოჩნდა, რომ ბუნებაში სირიული ზაზუნები ერთმანეთს ჩხუბის გარეშე მხოლოდ შეწყვილების დროს ხვდებიან. სხვა დანარჩენი შემთხვევითი შეხვედრა ყოველთვის აყალმაყალით მთავრდება: ტერიტორიის პატრონს საერთოდაც არ უხარია დაუპატიჟებელი სტუმრის დანახვა, თუნდაც უახლოესი ნათესავის. პატარა ზაზუნებიც დედასთან მანამ ცხოვრობენ მშვიდათ, სანამ ძუძუს წოვენ. რძესთან ერთად დედა ზაზუნას დედობრივი ინსტიქტიც ეკარგება და ღვიძლი შვილები მისთვის მტრები ხდებიან.
სწორედ ამიტომ წყვილებად მცხოვრები სირიული ზაზუნები პერიოდულად ჩხუბობენ. ხშირად ასეთი ჩხუბი ერთ-ერთი ზაზუნას სიკვდილით მთავრდება.
ამავე დროს მინიატურული ზაზუნები ბუნებაში ხშირად ცხოვრობენ ჯგუფებად.
”რა კარგია! გამოდის, რომ შეგვიძლია ისინი მაინც გვყავდეს ჯგუფებად გალიაში?!”_იტყვით თქვენ. არა, ჯგუფებად მათი ყოლაც დაუშვებელია.
დავუშვათ, რომ ბუნებაში ერთ სოროში ცხოვრობს 5 ან 6 ზაზუნა, ერთი ნაყარი. დაახლოებით 300 მეტრის მანძილზე ირგვლივ სხვა სორო არ არის. რაღაც მომენტში თუ ზაზუნები საწყობს ან სოროს ირგვლივ საერთო ტერიტორიას ვერ გაიყოფენ, ჩხუბში წაგებული ადგება და ცალკე სოროს გაიკეთებს. ახლა დაფიქრდით, რა მოხდება, როცა პატარა გალიაში მოუვათ ჩხუბი. ყველაზე სუსტი ცხოველი ვერსად გაიქცევა... ეს კი ცუდი გამოსავლის ალბათობას ძალიან ზრდის!
სამწუხაროდ, ძალიან ხშირად ასეც ხდება. ეს კი მხოლოდ იმიტომ, რომ პატრონს გულწრფელად სჯეროდა, რომ მის ცხოველს გალიაში მარტო მოეწყინებოდა...
ზაზუნას გასართობად უამრავი საშუალება არსებობს. ამისათვის პატრონს სულაც არ სჭირდება მთელი დღე სახლში ჯდომა და ზაზუანსთან ურთიერთობა. სარბენი ბორბალი, გვირაბები, ხიდები, კიბეები... ხელსახოციც კი_პატარა ცხოველის საყვარელი გასართობი შეიძლება გახდეს.
ასე, რომ ზაზუნა მარტოხელა, ტერიტორიალური ცხოველია. ის მარტო უნდა იყოს.
გაუფრთხილდით თქვენს ზაზუნებს. და გახსოვდეთ: ისინი ადამიანები არ არიან! მათ არ აქვთ თავისივე მსგავსებთან ურთიერთობის არანაირი მოთხოვნილება. უფრო მეტიც, ასეთი ურთიერთობა საფრთხეს უქმნის მათ.

http://www.radikal.ru

როგორ ვიპოვნოთ გაქცეული ზაზუნა
ზაზუნები გაქცევის ოსტატები არიან და ზოგჯერ, როცა ისინი სათამაშოდ გალიიდან გამოყავთ, გარბიან. ზაზუნას შეუძლია სულ მცირე ხვრელში გაძვრეს და ისე სწრაფად გაქრეს, თვალის დახამხამებაც ვერ მოასწროთ. თუ გაგიმართლებთ, ზაზუნა შეიძლება თვითონ დაბრუნდეს ღია დატოვებულ გალიაში. რამდენიმე რჩევა, რომელიც დაგეხმარებათ გაქცეული ზაზუნას მონახვაში.
სად ვეძებოთ: პირველი, რაც ასეთ დროს უნდა გააკეთოთ, განსაკუთრებით მყუდრო ადგილების და კუთხეების შემოწმებაა. დაიწყეთ ძებნა ზაზუნას დაკარგვიდან რაც შეიძლება სწრაფად. გახსოვდეთ, რომ თქვენი ზაზუნა შეშინებული იქნება და თავშესაფარს დაუწყებს ძებნას;
-დაიწყეთ ძებნა გალიის და იმ ადგილის ირგვლივ, სადაც ის დგას;
- შეამოწმეთ ავეჯი ყველა მხრიდან;
-დაათვალიერეთ ყუთები, კარადის თაროები. არ დაგავიწყდეთ კარადის ქვეშ, უკან და შიგნით შეხედვა;
-შეამოწმეთ, ხომ არ არის დივანში ან საწოლში რამე ხვრელი, რომლის მეშვეობითაც ზაზუნა ავეჯში შეძვრებოდა;
-შეამოწმეთ ყველა კოლოფი რაც კი გაქვთ, ქსოვილის კოლოფების ჩათვლით;
- ჩაიხედეთ ჩანთებში, ჩექმებში და მსგავს ნივთებში;
-შეამოწმეთ ოთახში მდგარი ყველა ხელსაწყოს უკანა და ქვედა მხარე. აქ შეიძლება იყოს ხვრელი, რომელშიც ზაზუნას შეეძლო შეძვრომა;
- მოძებნეთ ხვრელები და დაათვალიერეთ სივრცე ბუფეტის ქვეშ ან ის ხვრელები, რომლებიც კედელში შედიან.
გაქცეული ზაზუნას აღმოჩენა: სამწუხაროდ, ზაზუნას მოძებნა ზოგჯერ შეუძლებელია, განსაკუთრებით მაშინ, თუ ისიც კი არ იცით, რომელ ოთახში ეძებოთ. აი, რამდენიმე ნიშანი, თუ სად უნდა ეძებოთ ზაზუნა:
-გახსოვდეთ, რომ ზაზუნა ღამის ცხოველია, ამიტომ მისი გადაადგილება, შეიძლება, შეუმჩნეველი დაგრჩეთ. დადეთ მზესუმზირის რამდენიმე მარცვალი იატაკზე ყველა ოთახში. თუ ოთახიდან მზესუმზირა გაქრება, გეცოდინებათ რომელ ოთახში იმალება გაქცეული ზაზუნა (თუ რა თქმა უნდა თაგვები არ გყავთ სახლში);
-მოაბნიეთ მზესუმზირის ირგვლივ ცოტა ფქვილი ან სიმინდის სახამებელი. პატარა თეთრმა ნაფეხურებმა, შესაძლოა, ზაზუნას სამალავამდე მიგიყვანოთ;
-დაყარეთ ცოტა ფქვილი გასასვლელებთან და სავარაუდო სამალავთან (ბუფეტის ქვეშ ან კედელში არსებულ ხვრელებთან). შეამოწმეთ ხომ არ გაჩნდა ნაფეხურები და საით მიდიან ისინი;
-ღამ-ღამობით იატაკზე დადეთ ფოლგა ან ცელოფანი (უფრო სავარაუდო სამალვებთან, კარებთან, საჭმელის ან გალიის ირგვლივ), გამორთეთ შუქი და ჩუმად დაჯექით. თუ ზაზუნა გამოვა, თქვენ მის ადგილმდებარეობას ადვილად განსაზღვრავთ ხმაურის მიხედვით
ზაზუნას დაჭერა: ზოგჯერ ზაზუნას დაჭერა მის შემდეგაც რთულია, რაც მის სამალავს აღმოაჩენთ. ამისთვის ერთგვარი ”ჩასაფრების” მოწყობა მოგიწევთ.
ზოგიერთი ზაზუნა გალიაში თვითონვე ბრუნდება. დატოვეთ გაღებული გალია იატაკზე (ჩაუდეთ იქ საჭმელი) სავარაუდო სამალავის ახლოს. თქვენ, ალბათ, გვიანობამდე მოგიწევთ ლოდინი, რათა გალია დახუროთ. როგორც წესი, ზაზუნა ბედნიერი ბრუნდება სახლში და საჭმელს შეექცევა.
გააკეთეთ ”ვედრო-ხაფანგი”: აიღეთ ვედრო (საკმაოდ ღრმა, რათა ზაზუნა იქიდან ვერ ამოხტეს,ოღონდ არც იმდენად, რომ ჩავარდნისას რამე დაიშავოს), დადეთ სქელი პირსახოცი მის კიდესთან. პირსახოცის თავში დადეთ გემრიელი სასუსნავი მაგ. მიწის თხილის კარაქი ან ყველი (მოკლედ, რაღაც ისეთი, რომელსაც ზაზუნა ადვილად იყნოსავს). შემდეგ ვედროს გარე მხარეს მიადგით ხე ან წიგნი. იდეა იმაშია, რომ ზაზუნა ავა ”კიბეზე” საჭმელის ძებნაში, ვედროში ჩავარდება,მაგრამ იქიდან ვერ ამოვა.
ბოლო საშუალებისთვის აიღეთ თაგვის ხაფანგი (ცოცხლად დაჭერისთვის). ჩადეთ იქ სასუსნავი. ეს ხაფანგი ზოგჯერ კარგად მუშაობს, თუმცა არის შანსი, რომ ზაზუნამ რაღაც დაიშავოს.
იყავით მომთმენები და სწრაფად არ დანებდეთ. ზაზუნა კარგად უვლის თავს რამდენიმე დღის განმავლობაში.

http://www.radikal.ru


ზაზუნას შეჩვევა
ზაზუნები ბუნებით ველური ცხოველები არიან. მინდვრებში ისინი ცალცალკე ცხოვრობენ სოროებში და გულმოდგინედ ემალებიან თავინთ მტრებს, ამიტომ ნუ გაკგიკვირდებათ, თუ თქვენი ხელის დანახვაზე ისინი ზურგზე გადაბრუნდებიან და ფეხებს გაფშეკენ. არ ინერვიულოთ, ეს ნორმალური მოვლენაა. ზაზუნას ხომ თქვენ მტაცებელი გონიხართ, რომელსაც მისი შეჭმა უნდა. თუ თითზე გიკბენთ, ნურც ამის გამო გაუბრაზდებით, თქვენც ხომ იგივეს გააკეთებდით, უზარმაზარ მონსტრს ხელში რომ აეყვანეთ.
იმისათვის, რომ თქვენი ახალმა მეგობარი ახალ გარემოს შეეგუოს, რამდენიმე დღე სჭირდება. როცა პირველი სტრესი გადაივლის, თავს იჩენს თანდაყოლილი ცნობისმოყვარეობა და ზაზუნა თავისი გალიის ინტერესით შესწავლას იწყებს.
თქვენი ზაზუნას ადაპტაცია უფრო მეტად წარმატებული იქნება, თუ მის მიმართ ალერსიანები იქნებით. თუ მთელი დრო ხელში გეკავებათ და გააწვალებთ, საეჭვოა ზაზუნა ოდესმე მოგეჩვიოთ. თავდაპირველად თქვენ უნდა დაარწმუნოთ ზაზუნა იმაში, რომ სწორედ თქვენი ხელები აჭმევს და არწყულებს, ამიტომ უნდა გენდოთ და ამ ხელების არ შეეშინდეს.
იმისათვის, რომ მოთვინიერებას მოკიდოთ ხელი, საღამოს დაელოდეთ, როცა ზაზუნა სრულიად მზადაა აქტივობისთვის. ყურადღება მიაქციეთ მისი სხეულის ენას, რომელიც მიგახვედრებთ, არის თუ არა ზაზუნა ვარჯიშის ხასიათზე. თუ ის ზურგზე წვება და კბილებს კბეჭს, ან უბრალოდ, კბილებს გიკრაჭუნებთ_თავი დაანებეთ და ნუღარ შეაწუხებთ. თუ გალიაში დახეტიალობს, ჭამს, აქეთ-იქით დაცოცავს_შეგიძლიათ წვრთნა დაიწყოთ.
წვრთნის სტრატეგია მდგომარეობს იმაში, რომ მთელი პროცესი რამდენიმე მარტივ ეტაპად დავყოთ. არ შეიძლება ზაზუნას თავიდანვე აიძულოთ, რომ შეგიყვაროთ. თქვენ ნაბიჯ-ნაბიჯ მოგიწევთ მისი ნდობის მოპოვება. მხედველობაში იქონიეთ, რომ ზაზუნას მხედველობა ცუდათ აქვს განვითარებული. ის თქვენ გარეგნობით კი არ გცნობთ, არამედ თქვენი სუნითა და ხმით, რომელიც მეხსიერებაში რჩება. ამიტომ, შეეცადეთ მის მოთვინიერებას სწორედ ხმასა და სუნზე დაყრდნობით...
მიჩვევის პირველი ნაბიჯი მდგომარეობს იმაში, რომ ზაზუნას თქვენი ხელი გააცნოთ.
ოღონდ გაითვალისწინეთ, რომ თუ ხელზე საჭმლის სუნი გექნებათ, ზაზუნამ, შეიძლება, გიკბინოთ. ამიტომ დაიბანეთ ხელები კარგად და გაიმშრალეთ, რათა არ დაგრჩეთ საჭმლის სუნის არანაირი კვალი. შემდეგ შეეცადეთ გამოიყენოთ პატარა ტრიუკი, რომელსაც ზაზუნების გამოცდილი მწვრთნელები იყენებენ: დაიყარეთ ხელის გულზე გალიის საფენი, რათა ზაზუნამ ნაცნობი სუნი იგრძნოს. შემდეგ ხელი ნელ-ნელა ჩაყავით გალიაში, ისე რომ გალიის ბინადარი არ აანერვიულოთ. ნუ დაადევნებთ მათ თქვენს ხელს და ნუ აამოძრავებთ თითებს, ნება მიეცით თვითონ გააკეთოს პირველი ნაბიჯი. ზაზუნა ძალიან ცნობისმოყვარე და თქვენი მხეცუკაც არ იქნება გამონაკლისი. ის გულმოდგინედ დაყნოსავს თქვენს თითებს და ასე სამუდამოდ ჩარჩება მეხსიერებაში. თუ ამ დროს ალერსიანადაც დაელაპარაკებით, ის თქვენს ხმასაც დაიმახსოვრებს.
თქვენი ზაზუნა თავს იცავს, როცა მის ტერიტორიაზე შედიხართ და თქვენ გეშინიათ, რომ ის თქვენს ხელს კი არ დაყნოსავს, დაკბენს? ასეთ შემთხვევაში გაცნობა უფრო მშვიდათ ჩაივლის, თუ ხელთათმანს ჩაიცმევთ. ასე განაგრძეთ მანამ, სანამ ერთმანეთის ნდობას არ ისწავლით.
პირველი გაცნობის ხანგრძლივობა ხანმოკლე უნდა იყოს, მაგრამ რამდენიმე დღის განმავლობაში ყოველ საღამოს რამდენჯერმე უნდა გააკეთოთ, სანამ ზაზუნა არ მიიღებს თქვენს ხელს,როგორც გალიის ერთ-ერთ ნაწილს.
ამის შემდეგ მეორე ნაწილზე გადადით: მოამზადეთ სასუსნავი. როცა გალიაში ხელს ჩაყოფთ, თითებით სასუსნავი დაიჭირეთ. ამ მოქმედების იდეა იმაში მდგომარეობს, რომ ზაზუნამ თქვენი ხელი თავისთვის სასიამოვნო რაღაცას დაუკავშიროს. როცა ის ისწავლის თქვენი ხელიდან საკვების თავისუფლად აღებას, დადეთ სასუსნავი გაშლილ ხელისგულზე. რატომ? ზაზუნა იქ აცოცდება, რათა ჯილდო აიღოს. ეს მიაჩვევს მას, რომ შეუძლია იჯდეს თქვენს ხელის გულზე და არაფრის ეშინოდეს.
ამის შემდეგ გადადით მესამე ნაბიჯზე. სანამ ის ხელის გულზე ზის, რამდენჯერ მე წაიღეთ მისკენ მეორე ხელის თითები, შეიძლება ის ისე იყოს გართული ჭამაში, რომ ვერაფერი შენიშნოს. როცა მიაღწევთ იმას, რომ ზაზუნას ბეწვი ყალყზე აღარ დაუდგება, როცა მისკენ ხელს გაიწვდით, შეგიძლიათ მეოთხე ნაბიჯზე გადახვიდეთ_ისწავლოთ მისი ხელში სწორად აყვანა.
ნება მიეცით ზაზუნას აძვრეს თქვენს ხელზე უწინდებურად, მაგრამ ამჯერად მეორე ხელიც ჩაყავით გალიეში. გააკეთეთ ისე, რომ ზაზუნა ხედავდეს ხელის მოძრაობას.
არ დაუშვათ ხელი ქვემოთ სწრაფად და არ მოკიდოთ ხელი ზაზუნას უკნიდან. წინააღმდეგ შემთხვევაში მან, შესაძლოა, მტაცებლად ჩაგთვალოთ და თავდაცვაზე გადავიდეს (ანუ გიკბინოთ). რატომ უნდა მოკიდოთ ზაზუნას პეშვად შეკრული ორი ხელი? ასე უფრო მოსახერხებელია მისი გალიიდან ამოყვანა და ხელში დაჭერაც უფრო უსაფრთხოა. მაგრამ ზაზუნას ხელში აყვანა გალიაშივე უნდა ისწავლოთ, მას რომ ამის აღარ შეეშინდეს.
რა უნდა ქნათ თუ გალიის კარი ძალიან პატარაა იმისთვის, რომ 2 ხელი ჩაყოთ? ზაზუნას ქეჩოთი ხომ არ ამოიყვანთ? ეს კარგი იდეა არ არის. ზაზუნას საკმაოდ თავისუფლად აქვს კანი ამ მიდამოში, ამიტომ შეუძლია ძალდატანების გარეშე შემობრუნდეს და გიკბინოთ. ამის ნაცვლად შეეცადეთ ზაზუნა მუჭში დაიჭიროთ.
ბოლო ნაბიჯი_ზაზუნას გალიიდან ამოყვანა და ხელში დაკავებაა. თუ ასე გეკავებათ ხელში, ის თავს უფრო უსაფრთხოდ იგრძნობს და ვერ შეძლებს ხელიდან გადახტომას. გაითვალისწინეთ,რომ პირველი მცდელობებისას, შეიძლება, თქვენს ხელის გულზე მოისაქმოს. ნუ შეგეშინდებათ! ზაზუნასათვის ბუნებრივია კუჭში გასვლა, როცა ეშინია. თუ თქვენს პატარას შეეშინდა, მკერდზე მიიკარით, რათა თქვენი გულისცემა გაიგონოს. ეს საოცრად ამშვიდებს შეშინებულ ცხოველს.
სასუსნავის დახმარებით შეგიძლიათ ზაზუნას თავისი სახელი ასწავლოთ. დიახ, ზაზუნები მშვენივრად იმახსოვრებენ სახელს, ოღონდ ამისათვის ცოტა წავარჯიშება უნდათ. ამისათვის უნდა გააკეთოთ შემდეგი: მიეცით ზაზუნას საჭმელი და თან მისი სახელი იმეორეთ, მაგ.: ზაზუ...ზაზუ...ზაზუ... რაღაც დროის შემდეგ თავისი სახლეის გაგონებაზე ზაზუნა თვითონ გამოვარდება სოროდან.
უნდა ითქვას, რომ მამრი ზაზუნას მიჩვევა უფრო ადვილია, ვიდრე მდედრის. თანაც მამრები უფრო მშვიდები არიან ბუნებით. სხვა ყველაფერი უკვე თქვენზეა დამოკიდებული: გაუნაწილეთ თქვენი სითბო და ყურადღება ზაზუნას და ისიც იგივეთი გიპასუხებთ.
არ შეიძლება:
-მკვეთრი მოძრაობები ან ხელების ქნევა ზაზუნას ცხვირწინ;
-მძინარე ან ახლადგაღვიძებული ზაზუნას ხელში აყვანა;
-მისი კუთხეში მიმწყვდევა ან ხელისგულის დაფარება;
-გალიის სიახლოვეს ხმამაღალი ყვირილი;
-სიმაღლეზე დასმა. ზაზუნა ვერ გააჩევს მანძილს იატაკამდე და აუცილებლად ჩამოხტება;
-უხეში მოძრაობით ქეჩოთი აყვანა;
-ყურადღება მიაქციეთ, რომ ბავშვები ფრთხილად მოეპყრან ზაზუნას: არ მოუჭირონ ხელი, არ ცემონ, არ ჩააგდონ გალიაში სიმაღლიდან, არ აიძულონ გააკეთოს ის, რისი გაკეთებაც არ უნდა;

http://www.radikal.ru

* * *
წინა თემის ლინკი: http://forum.ge/?f=72&showtopic=34340977

ვაიმე, რამდენი ვიტანჯე ატვირთვისას.
ნეტა, ვინმე თუ წაიკითხავს? biggrin.gif facepalm.gif

Posted by: Jorik 1 Mar 2015, 12:00
ვააა ძაან მაგარი პირველი გვერდიააა up.gif

Posted by: Unico 1 Mar 2015, 12:14
MITIATO
QUOTE
ნეტა, ვინმე თუ წაიკითხავს?

მე ვკითხულობ და უკვე გავარკვიე, რომ მეორე ექაუნტიც გქონიაააა biggrin.gif :ინტრიგანიმე:

შენც ხო არ დაიწყებდი ამ შენი გამოცდილების (ან თარაგმნის) წიგნად გამოცემას? biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif ვაგროვებ ფორუმელების "წიგნებს" rolleyes.gif baby.gif 2kiss.gif

Posted by: MITIATO 1 Mar 2015, 14:21
Unico
QUOTE
უკვე გავარკვიე, რომ მეორე ექაუნტიც გქონიაააა

ექაუნთი ჩემი არ არის. ჩემი დისაა. smile.gif
მეორე, მესამე და 50-ე ექაუნთი არაფერში მჭირდება. smile.gif
1 დღე ვიცადე და მაინც ვერ ავტვირთე, ის, რისი დადებაც მინდოდა, ამიტომ უნებართვოდ "ვეთხოვე".

QUOTE
შენც ხო არ დაიწყებდი ამ შენი გამოცდილების (ან თარაგმნის) წიგნად გამოცემას?

ვის რად უნდა, თორემ კი. biggrin.gif

Jorik
QUOTE
ვააა ძაან მაგარი პირველი გვერდიააა

მიხარია, რომ მოგეწონა. smile.gif

Posted by: Unico 1 Mar 2015, 14:27
MITIATO
აააა, ეგ რატომღაც ვერ ვიფიქრე biggrin.gif

QUOTE
ვის რად უნდა, თორემ კი.

მე chest.gif

ძალიან მიყვარს ზღვის გოჭები და ზაზუნები, მაგრამ სახლში წინააღმდგნი არიან და ასე ფოტოებით თუ ვტკბები biggrin.gif

Posted by: Internet_Contraband 1 Mar 2015, 16:47
კაი ხალხია ზაზუნები, ბავშვობაში მყავდა სირიული "ჩიპი", მაგრამ ის ტეხავს რომ რამოდენიმე წელში კვდება არადა ამ დროს უკვე მიჩვეული ხარ პატარა მხეცუნას. cry.gif

Posted by: Jaguar paw 1 Mar 2015, 18:06
MITIATO, მთლიანად წავიკითხე (მართლა), საინტერესო იყო up.gif smile.gif

Posted by: takome 9 Mar 2015, 16:56
ძალიან კარგი ინფორმაციაა თან შევნიშნე კვებაზე ცვლილებებია ... პამიდორს სულ ვაჭმევდი ჩემ ზაზუნას და ჯანმრთელად იყო არაფერ უშავებდა.
წინა უსაყვარლესი ზაზუნა ინფექციამ მოკლა, ლოყაში შეერჭო თივა, რომ იყიდება ის... ნუ მე ასე მგონია, თორე ისე საკმაოდ ჯანმრთელი იყო და არამგონია რამე დამართნოდა. ახალი ზაზუნა გოგოა და მხხეცია ვერ დაიჭერ. წინა ზაზუნა სულ ჩემ ხელში იძინებდა ეს დარტყმულია ვიღაცაა mo.gif საერთოდ მსგავსი ინფორმაცია უნდა მოყვებოდეს ზაზუნას ბუკლეტის სახით თორე ზოომაღაზიაში ძირითადად არაფერი იციან.
http://pix.ge/ user.gif

Posted by: STRONGMAN 23 Mar 2015, 00:50
ხალხო დამეხმარეთ ზაზუნა მყავდა ზურგზე ქონდა პრიჩიკივით რაღაც მოკლედ მერე გაუქრა და სტუმარი მყავდა და მას თითზე უკბინა და 8 დღის შემდეგ ზაზუნა მოკვდა sad.gif ცოფით კვდება ზაზუნა ?

Posted by: MITIATO 23 Mar 2015, 11:12
STRONGMAN
QUOTE
ცოფით კვდება ზაზუნა ?

თუ ცოფიანმა ცხოველმა დაკბინა_კი. smile.gif
ისევე, როგორც ყველა თბილსისხლიანი ცხოველი.

მაგრამ ზაზუნებს, ზღვის გოჭებს და ა.შ. ცოფზე არ ცრიან იმის გამო, რომ გალიაში სხედან იზოლირებულად და ცოფით მათი დაავადების შანსი თითქმის ნულის ტოლია.
ძალიან დიდი ალბათობით თქვენი ზაზუნა რაღაც სხვა დაავადებამ მოკლა.
მაგრამ თუ ეჭვი გეპარებათ იმაში, რომ ზაზუნას სხვა ველურ ცხოველებთან შეიძლება ქონოდა კონტაქტი, მააშინ ჯობია ექიმს მიმართოთ.

Posted by: Jorik 23 Mar 2015, 14:30
სად უნდა აეკიდა ზაზუნას ცოფი, სულ გალიაშია

Posted by: Shibaclaus 16 Apr 2015, 19:11
ზაზუნასთვის ჯეჯილი შეიძლება? ან მე დავბრმავდი და ვერ ვნახე ან კიდე მართლა არ წერია...

Posted by: MITIATO 17 Apr 2015, 16:41
Shibaclaus
QUOTE
ან მე დავბრმავდი და ვერ ვნახე ან კიდე მართლა არ წერია...

იცი რა.
მსოფლიოში ათასი სახეობის ხილი, ბოსტნეული და მწვანილი არსებობს და ყველაფერს აქ ვერავინ ჩამოწერს.
იმ სიიდან, რაც აქ არის მოყვანილი, ძალიან ადვილია ლოგიკის დაჭერა, დაახლოებით რა ტიპის საჭმელი შეიძლება აჭამო ზაზუნას. smile.gif

QUOTE
ზაზუნასთვის ჯეჯილი შეიძლება?

შეიძლება, რა თქმა უნდა. smile.gif

Posted by: Official 19 Apr 2015, 21:38
აი ჩემი ოჯახის წევრი smile.gif
ძაან მაგარი ვიღაცაა givi.gif

Posted by: `bajajuna` 28 Apr 2015, 10:25
სალამი მეგობრებო smile.gif

ძალიან კარგი თემაა ყველანაირი საჭირო ინფორმაციით რაც შეიძლება ზაზუნებზე იცოდე smile.gif

ორი კვირის წინ ვიყიდე ორი ზაზუნჩიკა მამალი და დედალი smile.gif სადღაც თვეზე მეტის იქნებიან 2 თვემდე ორივე.

მაინტერესებს რამე გარეგნული დამახასიათებელი ცვლილება თუ აქვს დედალს როდესაც ორსულადარის ? ყოველ დღე ხელში რო არ ავიყვანო შესამოწმებლად.

user posted image

user posted image

აი ასე ჩხუბობენ სულ დასაწოლი ადგილისთვის )))

https://www.youtube.com/watch?v=XzDzgNvppkw&feature=youtu.be

Posted by: Unico 28 Apr 2015, 13:37
`bajajuna`
მე როგორც ვიცი (და დამემოწმებიან ალბათ, თუ არადა შემისწორებენ), რომ დედალ-მამალი ზაზუნა ერთად, ერთ გალიაში, არ უნდა იყვნენ, თუ გამრავლების პერიოდი არ უწევთ smile.gif

Posted by: Jorik 28 Apr 2015, 14:09
`bajajuna`
დედალი გაიბერებასავით რაც თავისთავად ლოგიკურია, გალიაზე ძრომიალისას შეამჩნევ რომ ძუძუები (თუ რაცაა) გამოუჩნდება წერტილებივით, ე.ი. ორსულადაა
მარა ეგენი ჯერ ნამეტანი პატარები არიან

Posted by: MITIATO 28 Apr 2015, 14:41
`bajajuna`
QUOTE
ძალიან კარგი თემაა ყველანაირი საჭირო ინფორმაციით რაც შეიძლება ზაზუნებზე იცოდე

არ წაგიკითხავს, როგორც ჩანს, ეს "ძალიან კარგი თემა",თორემ ორ ზაზუნას არ იყიდდი და ერთ გალიაში არ ჩასვამდი.
მით უფრო, სხვადასხვა სქესისას. smile.gif
ახლა მაინც დააშორე ერთმანეთს, სანამ გვიანი ან არის.

ან რად გინდა, რომ გაამრავლო.
ფულს მაგით ვერ გაააკეთებ და ჩუქებით არავინ იჩუქებს.

Jorik
QUOTE
მარა ეგენი ჯერ ნამეტანი პატარები არიან

არ არიან პატარები.1 თვის ასაკიდან ზაზუნებს გამრავლება შეუძლიათ.
ამ იუზერის ზაზუნები უფრო დიდები ჩანან ასაკით.

Posted by: `bajajuna` 28 Apr 2015, 21:56
სამწუხაროდ გუშინ ვნახე ეს თემა და ეს ზაზუნები ორი კვირის წინ შევიძინე. ბიზნესის საკეთებლად არ მიყიდია wink.gif უბრალოდ მინდოდა ორი მყოლოდა. ანუ დავაშორო ერთმანეთს ?

Posted by: Devilhunter 29 Apr 2015, 21:31
გამარჯობათ.
ჩემი ზაზუნა აცემინებს და მოთენთილია =( რას მირჩევთ?

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 30 Apr 2015, 10:47

Warning:
მოკლედ აქ დაძაბვა გაჭიმვები გაგრძელდება და ვორნები დარიგდება, ხო დასასვენებლადაც გაგიშვებთ კიდევ ალტერებით და ბარგი–ბარხანით

Posted by: MITIATO 30 Apr 2015, 11:30
`bajajuna`
QUOTE
დავაშორო ერთმანეთს ?

yes.gif

Devilhunter
QUOTE
ჩემი ზაზუნა აცემინებს და მოთენთილია =( რას მირჩევთ?

გყავდეს თბილად და კარგად აჭამე ნოყიერი და წვნიანი საჭმელი.
სხვას ვერაფერს გაუკეთებ.

P.S.
QUOTE
დაძაბვა გაჭიმვები

spy.gif

Posted by: Devilhunter 3 May 2015, 13:48
MITIATO
მადლობა. გაუარა უკვე biggrin.gif ისევ გიჟივით დარბის მთელი ღამე.

Posted by: MITIATO 3 May 2015, 17:10
Devilhunter
QUOTE
მადლობა. გაუარა უკვე  ისევ გიჟივით დარბის მთელი ღამე.

up.gif

M-A-S-E-R-A-T-I
QUOTE
მოკლედ აქ დაძაბვა გაჭიმვები გაგრძელდება და ვორნები დარიგდება, ხო დასასვენებლადაც გაგიშვებთ კიდევ ალტერებით და ბარგი–ბარხანით

up.gif


facepalm.gif

Posted by: Unico 3 May 2015, 17:57
MITIATO
გოგო, წაშალა ის პოსტები მასერატიმ. ვიღაც უსათაუროელები (ალბათ) შემოვარდნენ და დევილჰანტერს სწერდნენ ნომერი დაგვიწერე, ზაზუნას როგორ უბედავო და ა.შ.


ის კაცი სადაა, დედალ-მამალი ზაზუნა რომ ჰყავდა ერთ გალიაში? biggrin.gif

Posted by: Devilhunter 3 May 2015, 18:45
Unico
PM-ები უნდა გენახა. biggrin.gif
უნიჭო ტროლები.

Posted by: MITIATO 3 May 2015, 19:53
Unico

mo.gif

ჩემით წავალ.


punch.gif

Posted by: IrakliGuna 4 May 2015, 21:34
war.gif კაი სტატიაა

Posted by: Devilhunter 14 May 2015, 18:13
გაცივდა ჩემი ზაზუნა =( სუსტადაა და აცემინებს.
რბილ საკვებს ვაჭმევ ხელით და თბილად მყავს. როგორ ვუშველო?

Posted by: MITIATO 14 May 2015, 22:09
Devilhunter
სხვას ვერაფერს უზამ.
ახლა ყველაფერი ზაზუნას იმუნიტეტზეა დამოკიდებული.

Posted by: Devilhunter 18 May 2015, 20:33
MITIATO
აღარ აცემინებს ისე, მაგრამ ძალიან დასუსტდა. ვაჭმევ ჰუმანას ფაფას, შვრიის ნამცეცებს, ძალა არ აქვს რომ მაგარი საკვები მიიღოს...
აღარ ან ვეღარ დადის, ცოტას წაიფორთხიალებს ხოლმე.
P.S. რომ ვიყიდე უკანა ფეხი არ ქონდა, ალბათ დედამ მოაჭამა, შემეცოდა და წამოვიყვანე.

Posted by: Official 21 May 2015, 23:03
გამარჯობათ

სადაც არ უნდა დასვა ზაზუნა წვება მუცელზე, იშხლართება ფეხებს განზე წევს და მასე რჩება biggrin.gif თითქოს გდიაო biggrin.gif
რა ჭირს?

Posted by: tezza 21 May 2015, 23:29
Official
QUOTE
რა ჭირს?

სვეჩები ნახე




givi.gif givi.gif givi.gif

Posted by: Official 22 May 2015, 11:19
tezza
lol.gif lol.gif
ჯერ რომ დავინახე last post თემაში შენი დაწერილი იყო მაგაზე ამოვიხოცე
მერე კიდე პასუხზე ორმაგად lol.gif lol.gif lol.gif lol.gif

Posted by: `bajajuna` 2 Jun 2015, 23:55
ასე ჭირს ჩემ ზაზუნას უკვე 4 დღეა და ხომ არ იცით რისი ბრალი შეიძლება იყოს ?

user posted image

Posted by: MITIATO 3 Jun 2015, 09:54
`bajajuna`
QUOTE
ხომ არ იცით რისი ბრალი შეიძლება იყოს ?

სქესის.

ამ სურათზე რასაც ვხედავ, მხოლოდ ზაზუნას სათესლე ჯირკვლებია.

Posted by: `bajajuna` 3 Jun 2015, 10:52
მამალია, ასე გაუწითლდა და ჩამოებერა ქვემოთ და რამე საშიში ხომ არ არის?

Posted by: MITIATO 3 Jun 2015, 11:49
`bajajuna`
QUOTE
მამალია

ჰო, მივხვდი.
მდედრ ზაზუნებს სათესლე ჯირკვლები ვერ ექნება. biggrin.gif

ხან "აკეცილი" აქვთ და ხან ასე ჩამოებერებათ ხოლმე.
განსაკუთრებით, სიცხეში ან როცა აგზნებულები არიან.
რა თქმა უნდა, არ არის საშიში. no.gif

Posted by: `bajajuna` 3 Jun 2015, 13:00
გაიხარე მადლობა გამოხმაურებისთვის smile.gif

Posted by: MITIATO 8 Jul 2015, 15:31
ძლივს ამოვჩიჩქნე თემა.
სარჩევში მაინც შეიტანეთ. user.gif


http://www.radikal.ru

Posted by: Unico 8 Jul 2015, 15:46
MITIATO
სარჩევი გასანახლებელია ისე :უსერ:
ძალიან ბევრი თემის არსებობის შესახებ არც ვიცი, თუ სპეციალურად რაიმე სიტყვაზე არ დავძებნე sad.gif

შენი ცუცქები როგორ არიან? ^_^

Posted by: MITIATO 9 Jul 2015, 18:04
Unico

QUOTE
შენი ცუცქები როგორ არიან?

2 დამრჩა მარტო. user.gif
20 ივნისს გახდნენ 2 წლის.

P.S. ახალ ავატარში კინაღამ ვეღარ გიცანი. biggrin.gif

Posted by: Unico 9 Jul 2015, 18:30
MITIATO
აღარ ამრავლებ? user.gif
მახსოვს ადრე 11 რომ გყავდა.
ერთხელ ერთი გამოიქცა და ეძებდით ოთახებში biggrin.gif
რა კარგია ეგეთი ტკბილი მოგონებები love.gif

QUOTE
2 წლის.

უჰ, ასაკიანები ყოფილან.
2kiss.gif


QUOTE
P.S. ახალ ავატარში კინაღამ ვეღარ გიცანი

givi.gif 2kiss.gif
ცოტა ცვლილება მეც არ მაწყენს თქო, ვიფიქრე

Posted by: MITIATO 9 Jul 2015, 19:30
Unico
QUOTE
აღარ ამრავლებ?

no.gif

გადავწყვიტე, რო აწი 2-ზე მეტს არ ვიყოლიებ.
მართლა არ შეიძლება ერთ გალიაში ბევრი ზაზუნა.


Posted by: takome 14 Jul 2015, 12:41
თვალის გაწითლება რამ შეიძლება გამოიწვიოს? ახლა არ ვარ სახლში ასე მითხრეს თვალი აქ გაწითლებულიო sad.gif
* * *
ვნახე და როგორც ჩანს დაარტყა თვალთან და სისხლი წამოუვიდა ან რამე მიიცხო ვერ გავიგე ბამბით და წყლით გავუწმინე და თვალი დაზიანებული არ აქ აქტიურიც არის

Posted by: takome 17 Jul 2015, 22:10
ეჰ არაა ჩემი ზაზუნა კარგად ჭამით კი ჭამს მაგრამ ხელები აქ სისხლიანი და სულ ძინავს თითქმის სუსტადაა რომ ჭამს ეგ მაძლევს იმედს თანაც ჯერ 1 წლისაა და იმედია მომჯობინდება

Posted by: Jorik 17 Jul 2015, 23:20
QUOTE
მაგრამ ხელები აქ სისხლიანი

sad.gif

Posted by: takome 18 Jul 2015, 00:03
წარმოდგენა არ მაქ რა დაემართა, მიმხმარი სიხლია და ვერც მოვწმინე რომ ვიყვან ხელში კეცავს ხელებს ლოყასთანაც გამობერილი აქ გეგონება დაარტყაო და თვალიც დაწეპებული გავუწმინდე მაგრამ მაინც ეწებება. რომ ჭამს ხო არი იმედი?
* * *
რომელ ვეტერინართან შეიძლება მივიყვანო ზაზუნა და არ მომიკლან?

Posted by: Jorik 18 Jul 2015, 13:02
takome
აუ გასიებული აქვს ლოყის და თვალის მიდამოში?
ჩემს ერთ ზაზუნასაც მასე დაემართა, სამწუხაროდ ვერავინ ვერ უშველის, რაღაც სიმსივნესავითაა sad.gif

Posted by: takome 18 Jul 2015, 13:55
არა სიმსივნე არ აქ წინა ზაზუნას ქონდა სიმსივნე მგონი ის სხვანაირი იყო თანც სიბერეში ემართებათ და ეს ჯერ 1 წლის გახდა. მგონი რაღაც ინფექციაა რომელიც ერთ მხარეს მოედო თვალს ვუწმენდ და მინც ეწებება ეს ხელებიც სისხლისფრად კი აქ მაგრამ შეიძლება არცაა სისხლი ხომ აიოლკავდა ამდენხანს დღეს დილით ყურიდან ჩირქი მოდიოდა და მოვწმინდე წეღან ბანაობდა და გამიხარდა იქნებ თვითონ მოირჩინოს თქო sad.gif მოკლედ რავიცი რა უამრავი რაღაც ჭირს აღარ ვიცი რა ვუყო
* * *
თანაც გახდა და ყველაფერსაც ვერ კბეჩს რო ვაჭამო

Posted by: MITIATO 14 Aug 2015, 21:14
http://www.radikal.ru

ამოვწიოთ თემა.


takome
როგორ გყავს ზაზუნა?

Posted by: takome 15 Aug 2015, 20:25
ეჰ მოკვდა 2 კვირის წინ sad.gif რა აღარ გავუკეთე რაღაც წამალიც წავუსვი ინტერნეტში ამოვჩიჩქნე არ უშველა მაწონს ვაჭმევდი ბოლოს მეტი ვერაფერს ჭამდა sad.gif ისევ დაუჩირქდა ყური რაღაც ანთება იყო ალბათ

Posted by: MITIATO 15 Aug 2015, 21:02
takome
sad.gif

........................................................

Posted by: ll1992 19 Aug 2015, 16:15
აუ არვიცი რა ვქნა, თითქმის 2 თვეა აცემინებს მაგრად, ასთმასავით.. თითქმის არ ჩერდება, სულ აცემინებს თუ ახველებს, ხმებს გამოსცემს, საჭმელსაც ძალიან ცოტას ჭამს. ძალიან ვნერვიულობ , რავქნა მითხარიუუთ. ძაან სუსტადაა. 1.5 ისაა

Posted by: ll1992 22 Aug 2015, 01:35
მიკვდება ზაზუნა sad.gif ჩემი პელე sad.gif ძალიან განვიცდი

Posted by: takome 29 Aug 2015, 01:17
sad.gif რუსულად მოძებნე რამე ინფორმაცია ინტერნეტში იმედია არ მომკვდარა sad.gif ჩემი ზაზუნა ცუდად რომ იყო ასე მოვძებნე რაც ჭირდა კი ვერ ვუშველე მაგრამ ვეცადე მაინც

Posted by: Official 3 Sep 2015, 21:45
9 ცალი დაიბადა 22 აგვისტოს bis.gif


1 გაურკვეველ ვითარებაში გაქრა, ალბათ შეჭამა დედამ ხო?
და მეორე კიდე გუშინ მოკვდა biggrin.gif

7 დარჩა, თვალები ჯერაც არ გაუხელიათ და რამდენ ხანში ახელენ?

Posted by: Jorik 3 Sep 2015, 22:52
Official
QUOTE
1 გაურკვეველ ვითარებაში გაქრა, ალბათ შეჭამა დედამ ხო?

შეიძლება კიდევ შეჭამოს bis.gif


2.5-3 კვირაში გაახელენ თვალებს smile.gif

Posted by: ll1992 4 Sep 2015, 09:24
takome
ვეტერინართან მყავდა, ანტიბიოტიკი გაუკეთა და ვიტამინიც. მერე მეც დავალევინე წამალი და ჭამას მოუმატა.. მაგრამ სულ სძინავს და თათუნებზე გაუწითლდა sad.gif sad.gif შენი პოსტიც ვნახეეე sad.gif sad.gif ფოტოს ვერ ვტვირთავ.

Posted by: MITIATO 4 Sep 2015, 12:51
Official

მე-13-14 დღეს ახელენ თვალებს.
პირველ პოსტს გადახედე პატარების და დედის კვებაზე და მოვლაზე.
ასე პანტა-პუნტით არ უნდა გეხოცებოდნენ.

პირველიც,დიდი ალბათობით, მოკვდა და მერე შეჭამა დედამ.

ll1992

რა ჭირს ზაზუნას? რის გამო მიიყვანე ვეტერინართან?

Posted by: ll1992 6 Sep 2015, 22:06
აცემინებდა
, საჭნელს ვერ ჭამდა.. ძალიან ავადმყოფობდა. ეხლაც ვერ არის კარგად, ძალიან სუსტადაა სულ ეძინება. და ცქმუტუნებს. sad.gif
* * *
ვაიმე რავქნააა?? ზაზუნამ მიკბინა და 1 საათში მოკვდაა.. ცუდად იყო ისედაც მაგრამ რაღა ეხლა მოკვდაა.. ვაიმეე.. როგორ მიყვარდა მაგრამ ეხლა ორმაგად ცყდად ვარ.
* * *
ვაიმე რავქნააა?? ზაზუნამ მიკბინა და 1 საათში მოკვდაა.. ცუდად იყო ისედაც მაგრამ რაღა ეხლა მოკვდაა.. ვაიმეე.. როგორ მიყვარდა მაგრამ ეხლა ორმაგად ცყდად ვარ.

Posted by: agr_bak 17 Sep 2015, 02:10
გავაჩუქებ ზაზუნას , გამოცდილ და მოსიყვარულე პატრონზე


Posted by: MamuGeo 19 Sep 2015, 18:00
ბევრი ზაზუნა მყავდა. 1 გამექცა და ბევრი მომიკვდა. sad.gif კიდე მინდა ვიყოლიო მარა რავი.

Posted by: kactus 20 Sep 2015, 11:15
მოკვდა ჩემი ზაზუნა. sad.gif
ზუსტად ეგეთი მყავდა, agr_bak.
როგორი ბუნჩულა და საყვარელიც იყო,ისე წავიდა ამქვეყნიდან!
3წლის შესრულდა ზაფხულში.
ალბათ,დაბერდა,ხო? ბეწვიც რაღაცნაირად გაექუცა,უმეტეს დროს ძილში ატარებდა,თუმცა,
ჭამით ბოლო მომენტამდე ჭამდა.იმ დღესაც,ვაშლი ეჭირა თათებით და ჭამდა,თან ნახევრად ეძინა.
მერე დაიძინა და აღარ გაიღვიძა,ძილში წავიდა. sad.gif
ამ ხნის განმავლობაში იცხოვრა ჯანმრთელად და მშვიდად.არანაირი პრობლემა
არ ჰქონია,ავად არ გამხდარა,ფაღარათიც კი არ დამართნია.მხოლოდ ერთხელ თათით ჩამოეკიდა გალიაში და დაიზიანა,
მაგრამ მალე მოიშუშა.სულ ეს იყო.

Posted by: Jorik 20 Sep 2015, 12:11
kactus
კი სიბერეში მომკვდარა smile.gif

Posted by: LuciDiTy 5 Dec 2015, 19:59
წყალი მართალ არ უნდა დავალევინო? მოკვდებაო წყალს თუ დაალევინებო....

Posted by: MITIATO 6 Dec 2015, 17:04
LuciDiTy

პირველი გვერდი წაიკითხე.

და არ მოკვდება წყლის დალევით, სისულელეა ეგ.

Posted by: CL55AMG 21 Dec 2015, 03:23
ზაზუნა + თავის გალიით(ანუ თავის სახლი და რაღაცეები იგულისხმება) და საჭმლით რა დამიჯდება? givi.gif

საჩუქრად მინდა საახალწლოდ

Posted by: Official 21 Dec 2015, 08:30
CL55AMG
გაწიე გამოწიე 30 ლარი ყველაზე ძვირი
თვითონ ზაზუნა 3 ლარი ღირს
აკვარიუმს უნდა თანხა biggrin.gif

Posted by: MITIATO 21 Dec 2015, 09:35
QUOTE
თვითონ ზაზუნა 3 ლარი ღირს

3 ლარად დაგიხატავენ.
ბოლოს 7 ლარი მივეცი. ზოგი მაღაზიაში 10 ლარიც ღირს.
ნორმალური გალია 30-35 ლარი ღირს.
აკვარიაუმში ზაზუნას ჩატანა სადისტობაა და მეტი არაფერი.

Posted by: Official 21 Dec 2015, 09:42
MITIATO
რავი აშკარად 3 მივეცი და givi.gif

Posted by: LuciDiTy 9 Jan 2016, 16:27
ხომ ვერ მირჩევთ, სად შეიძლება ვიყიდო ზაზუნასთვის გალია/აკვარიუმი, ოღონდ დიდი ზომის? ახლა რაც აქვს მგონია, რომ ძალიან ეპატარავება...

Posted by: shako70 1 Feb 2016, 17:29
ბავშვს ყავდა ზაზუნა, გუშინ ავადმყოფობის არავითარი ნიშნები არ ქონდა და დღეს მკვდარი დაგვხვდა. ვინმემ იცის რა შეიძლებოდა მოსვლოდა ასე უცებ?

Posted by: Jorik 1 Feb 2016, 22:08
shako70
QUOTE
ბავშვს ყავდა ზაზუნა, გუშინ ავადმყოფობის არავითარი ნიშნები არ ქონდა და დღეს მკვდარი დაგვხვდა. ვინმემ იცის რა შეიძლებოდა მოსვლოდა ასე უცებ?

გაიყინა ალბათ

Posted by: shako70 1 Feb 2016, 22:34
Jorik

არამგონია, +22 მთელ სახლში... თანაც მაგ დროს მგონი "ზამთრის ძილის" ინსტინქტი უმუშავებთ და როგორც კი გაათბობ, იღვიძებენ. ეს კიდევ დილით ცოცხალი იყო და ნაშუადღევს მკვდარი დაგვხვდა. ცოფის მეშინია ძალიან და რამდენ ხანში კლავს ხოლმე დაავადებიდან ცხოველს, ხო არ იცი?

Posted by: Jorik 2 Feb 2016, 22:32
shako70
მე მომიკვდა ერთხელ სიცივით

QUOTE
ცოფის მეშინია

ნუ გეშინია მაგის, ცოფი ვერ დაემართებოდა, იზოლირებული არ იყო გარესამყაროსგან?
სახლში ხომ გყავდა სულ?

Posted by: shako70 3 Feb 2016, 01:19
Jorik

გალიაში იყო უმეტესად, ბავშვებს ამოყავდათ ხოლმე სათამაშოდ, მაგრამ ხელიდან არ უშვებდნენ...

Posted by: MITIATO 3 Feb 2016, 12:30
shako70
QUOTE
ბავშვებს ამოყავდათ ხოლმე სათამაშოდ


ხოდა, შემოეჭყლიტათ, ალბათ. რა ბავშვის სათამაშო ზაზუნაა.
ცოფი საიდან უნდა ქონოდა.

Posted by: shako70 24 Feb 2016, 23:51
MITIATO
QUOTE
ხოდა, შემოეჭყლიტათ, ალბათ. რა ბავშვის სათამაშო ზაზუნაა.


smile.gif არა, არ შემოჭყლეტიათ, არც ისე პატარები არიან. უფროსი სკოლიდან რომ მოვიდა, მკვდარი დახვდა.

Posted by: MITIATO 25 Feb 2016, 21:17
shako70
8 წელი გახდება უკვე რაც ეს ცხოველები მყავს და არ მახსოვს სრულიად ჯანმრთელი ზაზუნა ერთ დღეს გადაბრუნებულიყოს და მომკვდარიყოს. smile.gif
ინფექციურ დაავადებებს ყოველთვის ახლავს ხოლმე მკვეთრად შესამჩნევი ნიშნები, რაც ყურადღებიან პატრონს არ გამოეპარება.
თუ ტრავმას გამორიცხავთ, მაშინ რამე ისეთი ჭამა, რაც არ უნდა ეჭამა.

Posted by: Gam3Master 26 Feb 2016, 11:32
ვინმე ხომ რ აჩუქებთ პატარა ზაზუნას? ჩემ დას აქვს მალე დაბადების დღე და მინდა ვაჩუქოო

Posted by: Gam3Master 12 Mar 2016, 13:12
არავინ ყიდით ზაზუნას? ან.არ იცით სად ვიყიდო?

Posted by: LuciDiTy 6 Apr 2016, 15:40
ჩემი ზაზუნა გიჟივით გარბის გალიიდან... აკვარიუმში ცხოვრობს, თავზეც დახურებული აქვს და მძიმე წიგნები აწყვია, არ ვიცი, ამდენი ძალა საიდან აქვს, მაგრამ მაინც წევს თავსახურს და ამოდის და დაბოდიალობს სახლში. ერთხელ სარეცხ მანქანაში შეძვრა, და ლამის ნაწილებად დავშალეთ, რომ გამოგვეყვანა.
რა ვუქნა? რატომ გარბის? თავისი ბორბალი აქვს რომ შიგნით ირბინოს.

კიდევ ვიფიქრე, უფრო დიდი გალია რომ ჰქონდეს, იქნებ არ გაიქცესთქო და ამაზე დიდი აკვარიუმები უკვე 80 ლარი და ზევით ღირს ზოომაღაზიებში და სადმე უბრალოდ იაფად ვერ ვიყიდი?

Posted by: Jorik 6 Apr 2016, 23:25
LuciDiTy
გაქცევისკენ მიდრეკილება აქვთ ზაზუნებს

Posted by: LuciDiTy 10 Apr 2016, 13:20
მოკლედ, "გადავასახლე" ჩემი ზაზუნა უზარმაზარ "სახლში", მაგრამ ძალიან მოწყენილია... სათამაშეობს სად ყიდულობთ? რამდენ ზოომაღაზიაში შევედი, მხოლოდ სარბენი ბილიკები აქვთ.

Posted by: Jorik 15 Apr 2016, 20:56
ეყოფა ბორბალი.
გალიაში თუა კი იძრომიალებს

Posted by: DOLMAZINIO 12 Aug 2016, 10:26
გამარჯობა. იქნებ დამეხმაროთ. ზაზუნას პატარა შვილებს როგორ უნდა მოვუაროო?

Posted by: MITIATO 12 Aug 2016, 11:27
DOLMAZINIO
QUOTE
ზაზუნას პატარა შვილებს როგორ უნდა მოვუაროო?


ამ თემის პირველ გვერდს გადახედე. ყველაფერი წერია.
თუ კიდევ რამე დარჩება, შეგიძლია მკითხო. smile.gif

Posted by: MITIATO 11 Apr 2017, 00:33
http://radikal.ru





Posted by: Jorik 11 Apr 2017, 23:28
QUOTE (MITIATO @ 11 Apr 2017, 00:33 )
http://radikal.ru

ვააა, დაყარა პატარები?????????????????????????

Posted by: MITIATO 12 Apr 2017, 14:15
Jorik
QUOTE
ვააა, დაყარა პატარები?


არა, რა პატარები. შინაბერაა. biggrin.gif
მოხარშული ხორცის ნაჭერი უდევს წინ.

Posted by: Jorik 12 Apr 2017, 23:00
MITIATO
QUOTE
მოხარშული ხორცის ნაჭერი უდევს წინ.

ჰეჰე biggrin.gif

Posted by: whiskey 25 Apr 2017, 04:01
Gam3Master
QUOTE
არავინ ყიდით ზაზუნას? ან.არ იცით სად ვიყიდო?

ვაგზლისკენ იყიდება

გაჩერებასთან არი მაღაზია აი ტუნელივით როა მანდ გაჩერებასთან

მე ვიყიდე რამდენიმე დღის წინ ძაან საყვარელი თეთრი ზაზუნჩიკი


აუ ბარემ ვიკითხავ აქვე ზაზუნას რამე აცრა უნდა ? და ცოტას რო მკბენს ხოლმე ლაიტად თითზე რამე უჭირს?MITIATO
QUOTE
8 წელი გახდება უკვე რაც ეს ცხოველები მყავს

უჰ

აბა დაგთაგავ რა ჩემ კითხვაზე ? smile.gif


Posted by: MITIATO 25 Apr 2017, 10:42
whiskey

QUOTE
ზაზუნას რამე აცრა უნდა ?


არა, ზაზუნებს არ ცრიან.
იზოლირებულად ცხოვრობენ გალიაში და არ სჭირდებათ.


Posted by: Jorik 25 Apr 2017, 23:18
whiskey
QUOTE
და ცოტას რო მკბენს ხოლმე ლაიტად თითზე რამე უჭირს?

არაფერი დაგემართება no.gif

Posted by: whiskey 26 Apr 2017, 11:04
MITIATO


Jorik
მადლობა

აბა თამამად დავჭყლიტავ :დ

Posted by: whiskey 29 Apr 2017, 21:02
MITIATO
აუ ჩემი ზაზუნა გაიპარა თავისი სახლიდან და დაბოდიალობდა ჩემ სახლში მერე ღამე ვიპოვნე მტვრიანი და მშიერი მაგრამ რაღაც დაემართა ეტყობა ან საიდანმე ჩავარდა ან სადმე გაიჭედა , არ ვიცი , მოკლედ კოჭლობს მაგრად sad.gif( და აღარც ისე მხიარულად აღარ დარბის თავის ბორბალზე და მგონი სულაც არ დარბის sad.gif ჰოდა ეს მტკივანი ფეხი ვის და სად ვანახო და საშიშია? პლს გამარკვიეთ

Posted by: MITIATO 30 Apr 2017, 19:19
whiskey
QUOTE
ჰოდა ეს მტკივანი ფეხი ვის და სად ვანახო და საშიშია?


არ არის საშიში თუ ზაზუნა ჭამს. მოურჩება თავისთვის.
თუ მაინც და მაინც გინდა ვეტს აჩვენო, ვეტჰაუსში და აგრარულის ვეტკლინიკაში ყავთ სპეციალისტები, როგორც ვიცი.

Posted by: whiskey 1 May 2017, 20:54
MITIATO
კი ჭამს

ოკ დაველოდები მაშინ ცოტა ხანი რას იზამს

Posted by: collar777 13 May 2017, 22:56
გამარჯობათ. ზაზუნებს ცოფზე აცრა სჭირდებათ? და თუ კი რა ჯდება ვერ მეტყვით? და წელიწადში ერთხელ უნდა გაუკეთდეს?

Posted by: Mr JeimsA 13 May 2017, 23:00
ყოველ სამ თვეში ერთხელ უნდა ცოფზე აცრა, ადრე 30 ლარი ღირდა და პლიუს ერთ შეკვრა ნახერხსაც გჩუქნიდნენ.
ცოფის აცრა აუცილებელია. yes.gif

» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «


» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «


» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

Posted by: collar777 13 May 2017, 23:07
და საღადაო რა ვიკითხე ? წლების წინ მეზობელს ყავდა და რამდენადაც მახსოვს უკეთებდა აცრას, რა მხოლოდ ძაღლებს ემართებათ ცოფი? სხვა ცხოველებს არა? თუ საზუნა ცხოველთა სამყაროში არ შედის? თუ შენ პროფესიონალი ვეტ ექიმი ხარ 23 წლიანი გამოცდილებით და დისერტაციით ზაზუნებზე?

Posted by: Mr JeimsA 13 May 2017, 23:29
კი ზაზუნების პროFი მედძმა ვარ up.gif
QUOTE
თუ შენ პროფესიონალი ვეტ ექიმი ხარ 23 წლიანი გამოცდილებით და დისერტაციით ზაზუნებზე?

აი იმენა ზუსტად 23 რა პონტში თქვი, უეჭველი რაღაც საკრალური ციფრია და განსაკუთრებული დატვირთვა ექნება, გაამხილე რა იმალება ამ იდუმალი ციფრი 23-ის უკან up.gif
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

Posted by: MITIATO 14 May 2017, 18:32
collar777

ზაზუნებს არ ცრიან. არც ცოფზე და არც სხვა რამეზე.
გალიაში სხედან სხვა ცხოველებთან კონტაქტის გარეშე.
ცოფი კიდევ ჰაერწვეთოვანი გზით არ გადადის გრიპივით.


Posted by: Jorik 14 May 2017, 21:55
სრულიად იზოლირებულები არიან, იმდენჯერ ვარ მაგათ მიერ დაკმენილი როოომ....

Posted by: lisbeth 20 May 2017, 19:07
QUOTE (Mr JeimsA @ 13 May 2017, 23:00 )
ყოველ სამ თვეში ერთხელ უნდა ცოფზე აცრა, ადრე 30 ლარი ღირდა და პლიუს ერთ შეკვრა ნახერხსაც გჩუქნიდნენ.
ცოფის აცრა აუცილებელია. yes.gif

» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «


» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «


» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

ცუდად ვარ lol.gif lol.gif


ერთი კვირის წინ ვიყიდე ,დღეს თავისი ბურთით დაგორავდა ოთახში არ ვიცი რანაირად ბურთს თავი მოძვრა და გაიქცა
მამაჩემმა დაიჭირა მაგრამ უკბინა,საშიში ხომ არ არის?მაინც ვნერვიულობ

Posted by: Jorik 20 May 2017, 21:24
lisbeth
QUOTE
საშიში ხომ არ არის?მაინც ვნერვიულობ

არაააააააააააააა mad.gif

Posted by: MITIATO 20 May 2017, 21:48
user posted image


იპოლიტეს უთვალთვალებენ.



Posted by: whiskey 23 May 2017, 20:03
ჩემი ზაზუ არის დალტონიკი წითელ თვალებს რო შემომანათებს მგონია ლაზერებს ისვრის სადაცაა დდ. ბევრია დალტონიკი ზაზუნები? სხვა თეთრებს მგონი არ ქონდათ წითელი თვალები. ჰო, კიდე , ტაკო გაექუცა, რატო არ ვიცი , ბალახიც უყრია და ვუცვლი როგორ ახერხებს ვერ ვხვდები sad.gif

Posted by: magi_ 30 May 2017, 10:01
ჩემი ზაზუნა ძალიან უჟმურია... sad.gif ზის თავისთვის. მხოლოდ ჭამს, ძინავს და ფსავს....

არც რგოლი აინტერესებს.... ხელს ვერ ვადებ პანიკებს იმართებს...

ხოდა რა მინდოდა აქ ზაზუნების ფსიქოლოგი არავინაა??? mad.gif


ვაფშე რა უნდა ამ ცხოვრებისგან... არადა პირველი ზაზუნა მყავდა ჩასაყლაპი... ცუნცულა და ხალისიანი...

Posted by: BaronVonMortis 30 May 2017, 10:13
magi_
დედალმამალში პოსტავს ეტყობა და დეპრესია აიკიდა... აღვირახსნილი პარტნიორ(ებ)ი მოუყვანე up.gif

Posted by: magi_ 30 May 2017, 10:19
BaronVonMortis

ფსიქოლოგი ხარ ძმაა??? ან ესეთი შემთხვევა გქონია???


სხვა შემთხვევაში რჩევა უსარგებლოა.... yes.gif

Posted by: BaronVonMortis 30 May 2017, 10:26
ფსიქოპათი ვარ მარა ჩვენც გვაქვს ლოგიკის შენახვა/ტარების უფლება...

Posted by: Jorik 30 May 2017, 23:52
QUOTE (magi_ @ 30 May 2017, 10:01 )
ჩემი ზაზუნა ძალიან უჟმურია... sad.gif ზის თავისთვის. მხოლოდ ჭამს, ძინავს და ფსავს....

არც რგოლი აინტერესებს.... ხელს ვერ ვადებ პანიკებს იმართებს...

ხოდა რა მინდოდა აქ ზაზუნების ფსიქოლოგი არავინაა??? mad.gif


ვაფშე რა უნდა ამ ცხოვრებისგან... არადა პირველი ზაზუნა მყავდა ჩასაყლაპი... ცუნცულა და ხალისიანი...

ალბათ დედალია, დედლებს უყვერთ კბენა yes.gif

Posted by: magi_ 31 May 2017, 09:10
Jorik

არადა მამალი ვიყიდე, ამირჩიეს სპეციალურად. ვიცი რომ დედლები აგრესიულები არიან...

რავიცი შეიძლება დედალიცაა რა გავიგო ეხლა... ხელს ვერ ვადებ...

მართლა მაწუხებს ეს ფაქტი. აი სულელივით კივის ბოლო ხმაზე, რომ მივუახლოვდები. user.gif

პ.ს რამდენი ხანი ცოცხლობენ ზაზუნები? biggrin.gif biggrin.gif

Posted by: Jorik 1 Jun 2017, 00:07
magi_


2-3 წელი ცოცხლობენ smile.gif

Posted by: Divergent 2 Jun 2017, 01:44
ზაზუნა რომ მოვიყვანო ვიაც გამოცდილება გაქვთ, შანსია რომ ჩემმა კატებმა შეჭამონ? აი აკვარიუმში რომ ჩავსვა. ისე კი მეშინია

Posted by: MITIATO 2 Jun 2017, 01:58
Divergent
QUOTE
ზაზუნა რომ მოვიყვანო ვიაც გამოცდილება გაქვთ, შანსია რომ ჩემმა კატებმა შეჭამონ?


შეჭამენ, აბა რას იზამენ?! biggrin.gif
ფოქსტერიერი მყავს და ლამის ჰაერში დაფრინავს, რომ როგორმე ზაზუნა ჩაიგდოს ხელში.
კატები რას იზამენ, წარმომიდგენია.

Posted by: Divergent 3 Jun 2017, 00:12
მაგის გამო ვერ მომყავს არადა საყვარლები არიან sad.gif თან ორივე კატა ნადირობს თაგვებზე და ამას რა ს უზამენ წარმოიდგენია

Posted by: MITIATO 11 Jul 2017, 12:36
http://radikal.ru

love.gif

Posted by: Uxeiro 20 Jul 2017, 11:54
QUOTE (magi_ @ 31 May 2017, 09:10 )
პ.ს რამდენი ხანი ცოცხლობენ ზაზუნები? biggrin.gif biggrin.gif

lol.gif
უნდა დაელოდო, როდის მოკვდება?

გამოაცვლევინე, გარანტიაზე იქნება ჯერ up.gif



დიდი ზომის სარბენი ბორბალი იყიდება სადმე?
30სმ-მდე რომ იყოს დიამეტრი


Posted by: MonarX 28 Jul 2017, 13:04
გამარჯობათ, ვყიდი ზაზუნების გალიას , ebay.com იდან გამოვწერე ფერადი და თეთრი ჩამომივიდა , არის ფოსფორის და დღის განმავლობაში იტენება მზეზე და ღამით ანათებს , არის ორ სართულიანი თავისი გვირაბით , სარბენი ბილიკით ,საკვებურით და წყლის საწყურებელით ,მეორე სასრთულზე არის სპეციალური კონტეინერი დედა ზაზუნასათვის

ფასი 20 ლარი , დამირეკეთ ნომერზე 557 07 20 00 რეზი

Posted by: magi_ 31 Jul 2017, 09:20
Uxeiro

უკან მიმაქვს ეგ პოსტიbiggrin.gif დაჭკვიანდა ჩემი ბიჭი და შევეჩვიეთ ერთმანეთს <3

მარა ძველებური სიფსიხე დარჩა მაინც... ცოტა biggrin.gif

შენ მახსოვს თეთრი ზაზუნა გყავდა...როგორ არის??? ^_^

Posted by: Uxeiro 31 Jul 2017, 14:05
QUOTE (magi_ @ 31 Jul 2017, 09:20 )
შენ მახსოვს თეთრი ზაზუნა გყავდა...როგორ არის??? ^_^

აღარ...

ეგ პირველი იყო, იმის მერე კიდევ 3 მომიკვდა


Posted by: kobebryant 31 Aug 2017, 20:31
გამარჯობათ. ეხ ზაზუნა მამალია და "ისინი" უჩანს, თუ რაშია საქმე? biggrin.gif

Posted by: შარი10 31 Aug 2017, 23:32
kobebryant
QUOTE
გამარჯობათ. ეხ ზაზუნა მამალია და "ისინი" უჩანს, თუ რაშია საქმე?

კიიი მამალია ჯიგარი

Posted by: Mr JeimsA 1 Sep 2017, 00:19
kobebryant
QUOTE
გამარჯობათ. ეხ ზაზუნა მამალია და "ისინი" უჩანს, თუ რაშია საქმე? biggrin.gif


QUOTE
"ისინი" უჩანს


QUOTE
"ისინი"

რაიყო ყვერები რო გეთქვა შეგრცხვა?

"ისინი" lol.gif

Posted by: kobebryant 1 Sep 2017, 12:58
შარი10
QUOTE
კიიი მამალია ჯიგარი

მადლობა smile.gif
Mr JeimsA
QUOTE
რაიყო ყვერები რო გეთქვა შეგრცხვა?

რა თქმა უნდა smile.gif
რა აუცილებელია, მანდილოსნებმა, ზაზუნების თემაში "ყვერები" იკითხონ gigi.gif

Posted by: Mr JeimsA 1 Sep 2017, 14:03
kobebryant
"ყვერები" იკითხონ? :დ
დაჯე არ ლოკავენ თუ რა biggrin.gif


Posted by: <<Fxoveli>> 9 Nov 2017, 13:39
მეგობრებო, თუ იცით სად იყიდება ზაზუნას, სახლები? პატარა აკვარიუმი მაქვს და აშკარად არ ყოფნით ორი მყავს. რამდენიმე ზოომაღაზიაში ვერ ვიპოვე. ან თუ ვინმე ყიდის ვიყიდიდი. წინასწარ მადლობა

Posted by: MITIATO 9 Nov 2017, 16:04
<<Fxoveli>>
QUOTE
თუ იცით სად იყიდება ზაზუნას, სახლები?


"ზაზუნას სახლში" თუ ზაზუნას გალიას გულისხმობ, ზოოპლაზაში აქვთ საკმაოდ კარგები. ოღონდ ფასიც კარგი აქვს. biggrin.gif
თუ გალიაში ჩასადგმელ პატარა ხის სახლს გულისხმობ, მაშინ გაგიჭირდება პოვნა. ჯობია, შენ თვითონვე გაუკეთო.

P.S. ორი ზაზუნას ერთად ჩასმა ძალიან ცუდი აზრია. ადრე თუ გვიან ცუდად დაამთავრებენ ურთიერთობას.

Posted by: kobebryant 13 Nov 2017, 17:00
ერთი ამას შეხედეთ, ეს ხომ ცხოველი აღარაა, სათამაშოა უკვე biggrin.gif...
user posted image

Posted by: შარი10 13 Nov 2017, 23:02
QUOTE (kobebryant @ 13 Nov 2017, 17:00 )
ერთი ამას შეხედეთ, ეს ხომ ცხოველი აღარაა, სათამაშოა უკვე biggrin.gif...
user posted image

მაგარი კაცია yes.gif yes.gif yes.gif yes.gif

Posted by: NIN_O 14 Nov 2017, 04:29
QUOTE
ერთი ამას შეხედეთ, ეს ხომ ცხოველი აღარაა, სათამაშოა უკვე

ცუნცულაა chups.gif love.gif

ძალიან საყვარლები არიან ზოგადად მაგრამ წესიერად ვერ მოეფერები, ვერ ჩაიხუტებ
შეიძლება შემოგეჭყლიტოს და არ მომწონს დიდად ეგ ამბავი
fig.gif

Posted by: <<Fxoveli>> 15 Nov 2017, 13:03
MITIATO
QUOTE
ორი ზაზუნას ერთად ჩასმა ძალიან ცუდი აზრია. ადრე თუ გვიან ცუდად დაამთავრებენ ურთიერთობას.

ერთი მომიკვდა sad.gif ზორო ერქვა. კარებში მოყვა, მარა ორი ერთად მყავდა და საკმადო კარგად ეწყობოდნენ, პატარაები ვიყიდე და შეიძლება ამიტომაც.

რაც შეეხება სახლს. ანუ დიდი სახლი მინდა, უყიდო მილები და თოკებიც, რომ ექნება, რა ეხლა გამოშვებული მყავს სახლში და თავისთVის დადის. ვიცი ბუდე სად აქვს და იქ ვაკითხავ ხოლმე : )) . მინდა სახლში იყოს რა.

Posted by: murzayani 2 Dec 2017, 20:21
ჯუნგარული ზაზუნას ყიდვა მინდა,სად ვიყიდო კარგი შეფერილობის ,სუფთა ჯიში? ზაზუნების ყიდვაც მინდა იშვიათი შეფერილობის? ვის ყავს?

Posted by: MITIATO 2 Dec 2017, 23:28
murzayani

ჯუნგარული ზაზუნები ვაგზალზე, პასაჟში რომ ზოომაღაზიაა, იქ ყავდათ.
ჯიშიანები, საგვარეულო ნუსხებით და ჩინ-მენდლებით საქართველოში დაივიწყე. biggrin.gif
ვერც იშვიათი შეფერილობის სირიულ ზაზუნებს იშოვნი აქ.

საერთოდ, არაპოპულარული ცხოველები არიან მღრღნელები ჩვენს ქვეყანაში.
მათი პროფესიონალური მოშენებით არავინ იწუხებს თავს.

Posted by: collar777 10 Dec 2017, 21:35
QUOTE (Mr JeimsA @ 13 May 2017, 23:29 )
კი ზაზუნების პროFი მედძმა ვარ up.gif
QUOTE
თუ შენ პროფესიონალი ვეტ ექიმი ხარ 23 წლიანი გამოცდილებით და დისერტაციით ზაზუნებზე?

აი იმენა ზუსტად 23 რა პონტში თქვი, უეჭველი რაღაც საკრალური ციფრია და განსაკუთრებული დატვირთვა ექნება, გაამხილე რა იმალება ამ იდუმალი ციფრი 23-ის უკან up.gif
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

სიტყვა საკრალური შენით წაიკითხე თუ გასწავლეს ? ძალით ვეტერინარო.? lol.gif

ხო მართლა ვეტერინარს ვესაუბრე რამოდენიმეს ყველამ თქვა : დაბალი შანსია ცოფის გადადების თუმცა არც იმდენად დაბალი რო მშვიდად იყოვო, ჩვეულებრივ ცოფის მატარებლები არიანო და იცრებიან , როგორც კურდღლები, ასევე ზაზუნები და ზღვის გოჭებიცო. ერთმა ჩემგან რომ მიყავთ ზაზუნა მითუმეტეს თუ ბავშვთან უნდა ყავდეთ ვურჩევ რო აცრან და რამოდენიმე დღე მოერიდონო.

ასე რო აქ ერთი პრაფესორა რო გვყავს ზაზუნების დარგში აცუნდრუკებული მოერიდეთ ;დ

Posted by: blblbl 11 Dec 2017, 00:52
Mr JeimsA
წესიერად იმეტყველე და ნორმალურად წერე,წინაარმდეგ შემთხვევაში სხვა ზომებს მივამართავთ

Posted by: MITIATO 11 Dec 2017, 12:53
collar777
QUOTE
იცრებიან , როგორც კურდღლები, ასევე ზაზუნები და ზღვის გოჭებიცო.


კურდღლები იცრებიან. ზაზუნებს და ზღვის გოჭებს მსოფლიოში არავინ ცრის. აქ რამე ახალი მოიგონეს?
ველური თაგვის ნაკბენიდანაც კი ძალიან დაბალი შანსია ცოფის გადადების, მით უფრო ზაზუნის, რომელიც მთელი ცხოვრება იზოლირებული ზის გალიაში.
ამ დაავადების გადამტანები ველურ ბუნებაში, ძირითადად, მტაცებლები არიან, თორემ თეორიულად ცოფი ნებისმიერ თბილსისხლიან ცხოველს შეიძლება დაემართოს, მათ შორის ფრინველებსაც. თუთიყუში რომ ცოფზე აეცრათ გაგიგია?

QUOTE
რამოდენიმე დღე მოერიდონო.

მარტო ეს ფრაზა მეტყველებს, რაოდენ პროფესიონალ ვეტერინართან გქონიათ გასაუბრება. givi.gif
ცოფის ვაქცინა არ არის ცოცხალი. მისი აცრისას დაავადება არ ვითარდება, რადგანაც არ არსებობს მსუბუქი ცოფი და მძიმე ცოფი. დაავადება თუ დაიწყო, ყოველთვის სიკვდილით მთავრდება.
აცრილი ცხოველი და ადამიანი არ არის საშიში დაავადების გადადების მხრივ. smile.gif


Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 11 Dec 2017, 16:44
Mr JeimsA
იმედია დანაპირევს შეასრულებ წინააღმდეგ შემთხვევაში მივიღებ ზომებს

Posted by: collar777 13 Dec 2017, 20:27
QUOTE (MITIATO @ 11 Dec 2017, 12:53 )
collar777
QUOTE
იცრებიან , როგორც კურდღლები, ასევე ზაზუნები და ზღვის გოჭებიცო.


კურდღლები იცრებიან. ზაზუნებს და ზღვის გოჭებს მსოფლიოში არავინ ცრის. აქ რამე ახალი მოიგონეს?
ველური თაგვის ნაკბენიდანაც კი ძალიან დაბალი შანსია ცოფის გადადების, მით უფრო ზაზუნის, რომელიც მთელი ცხოვრება იზოლირებული ზის გალიაში.
ამ დაავადების გადამტანები ველურ ბუნებაში, ძირითადად, მტაცებლები არიან, თორემ თეორიულად ცოფი ნებისმიერ თბილსისხლიან ცხოველს შეიძლება დაემართოს, მათ შორის ფრინველებსაც. თუთიყუში რომ ცოფზე აეცრათ გაგიგია?

QUOTE
რამოდენიმე დღე მოერიდონო.

მარტო ეს ფრაზა მეტყველებს, რაოდენ პროფესიონალ ვეტერინართან გქონიათ გასაუბრება. givi.gif
ცოფის ვაქცინა არ არის ცოცხალი. მისი აცრისას დაავადება არ ვითარდება, რადგანაც არ არსებობს მსუბუქი ცოფი და მძიმე ცოფი. დაავადება თუ დაიწყო, ყოველთვის სიკვდილით მთავრდება.
აცრილი ცხოველი და ადამიანი არ არის საშიში დაავადების გადადების მხრივ. smile.gif

ანუ აცრიდან რამოდენიმე დღე იმუნიტეტის გამომუშავება იგულისხმა ალბათ.

ბევრი ვეტ მაღაზიიდან მსმენია რომ ზაზუნები ცოფის მატარებლები არიანო და რავი sad.gif yes.gif

Posted by: OGG 13 Dec 2017, 21:01
ესეც ჩვენი "ბურდღუ", უფროსმა შვილმა რატომღაც ასე დაარქვა smile.gif user posted image

Posted by: MITIATO 14 Dec 2017, 12:48
collar777
QUOTE
ბევრი ვეტ მაღაზიიდან მსმენია რომ ზაზუნები ცოფის მატარებლები არიანო და რავი 


საქართველოში საერთოდ არაფერი იცის ამ მღრღნელების შესახებ.
ზოომაღაზიებშიც უბრალოდ ყიდიან და მეტი არაფერი.
ცოფის მატარებელი ცხოველი არ არსებობს. იმიტომ რომ არ არსებობს ცოფის ჯანმრთელი მტარებლობა. როგორც ზემოთ ავღნიშნე, ვირუსი თუ ორგანიზმში მოხვდა, ვითარდება მწვავე დაავადება, რომელიც სამწუხაროდ 100%-ში სიკვდილით მთავრდება.

ცოფი გრიპი არ არის. ჰაერ-წვეთოვნად არ გადადის. ზაზუნა რამემ თუ არ დაკბინა, ვერ გაცოფდება. ჩვენ უფრო მეტი შანსი გვაქვს ამის, ვიდრე ამ საწყალ ცხოველებს. user.gif

Posted by: bach_ka 17 Dec 2017, 00:15
QUOTE
თუ იცით სად იყიდება ზაზუნას, სახლები?


მე ვიყიდე 50 ლარად საკმაოდ დიდი გალია, ისნის კარფური როა მანდ, კფც-ის გვერდით..

იმდენჯერ მიკბინა ჩემმა ზაზუნამ ეხა კაი ხნის მკვდარი უნდა ვიყო biggrin.gif

2 შემთხვევაშია აგრესიული როცა ვაღვიძებ და ვეთამაშები და საჭმელს რომ ჭამს smile.gif

Posted by: levani1157 19 Dec 2017, 16:49
გამარჯობათ გამიგია რო ზაზუნისთვის წყალი არ შეიძლება წყალს რაც შეიცავს ისეთი რაღაცეები უნდა მისცეო. რამდენად მართალია ?

Posted by: შარი10 19 Dec 2017, 19:28
QUOTE (levani321 @ 19 Dec 2017, 16:49 )
გამარჯობათ გამიგია რო ზაზუნისთვის წყალი არ შეიძლება წყალს რაც შეიცავს ისეთი რაღაცეები უნდა მისცეო. რამდენად მართალია ?

მართალია

ოღონდ კომბოსტო არ აჭამო

Posted by: MITIATO 19 Dec 2017, 22:58
levani321
QUOTE
გამიგია რო ზაზუნისთვის წყალი არ შეიძლება წყალს რაც შეიცავს ისეთი რაღაცეები უნდა მისცეო. რამდენად მართალია ?


როგორ არ შეიძლება. სპეციალური სარწყულებლებიც კი არსებობს ამისთვის.
უბრალოდ, იმდენ სითხეს იღებენ ხილიდან და ბოსტნეულიდან, რომ შეიძლება, აღარც დალიონ.

P.S. ხანდახან პირველ გვერდსაც გადახედეთ ხოლმე.
იმდენი თემის გასავსებად კი არ ვწერე. user.gif

Posted by: collar777 20 Dec 2017, 09:51
ზაზუნები თუ გაგიმარვლებიათ ვინმეს? რჩევები ხო არ გექნებათ?

Posted by: levani1157 20 Dec 2017, 13:48
სულ წაკითხული მაქვს პირველი გვერდი. უბრალოდ დავაზუსტე ყველას სხვადასხვა აზრი ქონდა და ამიტომ.
user posted image
user posted image
ეს რა ჯიშია თუ შეგიძლიათ რომ მითხრათ რა ჯიშებიც წერია ვერ ვამსგავსებ

Posted by: MITIATO 20 Dec 2017, 15:00
collar777
QUOTE
ზაზუნები თუ გაგიმარვლებიათ ვინმეს? რჩევები ხო არ გექნებათ?


რა გაინტერესებთ კონკრეტულად?
პირველი რჩევა რაც მაქვს, არ გაამრავლო.

levani321
QUOTE
ეს რა ჯიშია თუ შეგიძლიათ რომ მითხრათ

ზაზუნას ჯიში არ აქვს.
სახეობით სირიულ ზაზუნებს მიეკუთვნება.

Posted by: levani1157 20 Dec 2017, 19:03
MITIATO
ეგ მაინტერესებდა მადლობა.

Posted by: levani1157 24 Dec 2017, 15:40
დღეს გაიღვიძა ზაზუნამ და რაგაც სიარული უჭირს ყირავდებასავით ფეხს იტრევს და რა ვქნა? კონცენტრაციას კარგავს

Posted by: შარი10 24 Dec 2017, 21:28
levani321
ხო არ გაიყინა?

Posted by: levani1157 24 Dec 2017, 23:46
შარი10
არა მაგრამ ოთახში გათბობა გაფუჭდა და ცოტა სიცივეში მოუწია 1 დღე ყოფნა ეხლა კი არის სითბოში მარა ვეტექიმთანაც მყავდა იგივე მითხრა სიტბოში გყავდესო და ვნახოთ რა იქნება თქვენ თუ შეგიძლიათ რამეის რჩევა მითხარით

Posted by: შარი10 26 Dec 2017, 23:23
levani321
QUOTE
არა მაგრამ ოთახში გათბობა გაფუჭდა და ცოტა სიცივეში მოუწია 1 დღე ყოფნა ეხლა კი არის სითბოში მარა ვეტექიმთანაც მყავდა იგივე მითხრა სიტბოში გყავდესო და ვნახოთ რა იქნება თქვენ თუ შეგიძლიათ რამეის რჩევა მითხარით

კი სითბოში უნდა იყოს და ნაჭრებიც (ოღონდ ძაფებად რომ არ იშლებოდეს ისეთი)ჩაუყარეთ - ბუდეს გააკეთებს

Posted by: magi_ 27 Dec 2017, 10:43
ჩემი პატარა დადიკუნა აღარ მყავს... cry.gif


QUOTE
ვეტექიმთანაც მყავდა


მე ზოოპლაზაში მივიყვანე და ვეტჰაუსში გაგვაგზავნეს მიცკევიჩზე. და იქ იცი რა მითხრეს?? მე ზაზუნების ექიმი არ ვარო და არც ვიცი საქართველოში თუ არიანო.:@ არცკი შეხედა ამ გოგომ.:@ მერე რა რომ პატარა არსებაა... დიდად არ ანაღვლებთ მოკვდებიან თუ არა... ასეთი სიცივე, არაკომპეტენტურობა და უგულისყურობა უბრალოდ წარმოუდგენელია :@

user posted image


Posted by: MITIATO 27 Dec 2017, 12:59
magi_
QUOTE
ჩემი პატარა დადიკუნა აღარ მყავს...

user.gif user.gif user.gif


სამწუხაროდ, მართლა არაფერი გაეგებათ ამ პატარა არსებების საქართველოში.
უმეტეს შემთხვევაში, ვერაფერს შველიან.
user.gif

Posted by: bach_ka 29 Dec 2017, 01:39
ბერა biggrin.gif

გალიის კარებს ოდნავ გავაღებ და ეგრევე გაქცევაზეა smile.gif
user posted image

Posted by: sweetthang 31 Dec 2017, 17:27
მეც მსგავს რაღაცას მეუბნებოდნენ ჩემ ზაზუნაზე ერთმა მითხრა რაგაცეები კალცი აკლიაო და ყური ტკივაო რაღაც წამალი ჩამაწვეთებინა თიტქოს გამოსწორდა კარგად იყო აქტიურად და პრობლემა აღარ ქონდა მაგრამ რამდენიმე დღეში გმოასოწრებიდან მოკვდა. sad.gifsad.gif ეხლა სხვა მოვიყვანე ამგრამ ეს ცოტა აგრესიულია ის ძალიან მშვიდი იყო sad.gif. იქნებ ვინმემ კარგად იცით ინგლისური და ეს თარგმნოთ
https://www.wikihow.com/Train-a-Hamster-Not-to-Bite

Posted by: magi_ 3 Jan 2018, 18:12
MITIATO

ძალიან ვუფრთხილდებოდი და მართლა ვერ მივხვდი რა მოუვიდა...

user.gif

sweetthang
QUOTE
ეხლა სხვა მოვიყვანე ამგრამ ეს ცოტა აგრესიულია ის ძალიან მშვიდი იყო


ეგ არაფერი ჩემი დადიც მასე იყო ხელში ვერ ვიჭერდი მერე შემეჩვია. შენც შეგეჩვევა მალე. <3



პ.ს გილოცავთ ყველას ახალ წელს... ყველაფერ კარგს გისურვებთ თქვენს ოთხფეხა მეგობრებთან ერთად. <3

Posted by: RaNBaR 20 Jan 2018, 23:05
მეგობრებო, ხომ ვერ მეტყვით სად შევძლებ რობოროვსკის ზაზუნას ყიდვას?

ან რაიმე ლამაზი სახეობა რო მირჩიოთ.

ახლა მყავს სირიულები
ერთი ორსულად მყავს
მოკლედ დიდი გამოცდილება მაქვს, უბრალოდ დავამატო მინდა ახალი ლამაზიი სახეობის ზაზუნაა
თავისუფალი გალიაც მაქვს

Posted by: MITIATO 21 Jan 2018, 15:03
RaNBaR
QUOTE
სად შევძლებ რობოროვსკის ზაზუნას ყიდვას?

საქართველოში ვერსად.

ჯუნგარულ ზაზუნებს ყიდიან პასაჟში რომ კაცი ზის ის და აგრარული უნივერსიტეტის საშენიდან.


QUOTE
ერთი ორსულად მყავს

რად გინდა, რატომ ამრავლებ? user.gif

Posted by: MITIATO 24 Jan 2018, 15:08
Uxeiro
QUOTE
ალბათ გველიც ჰყავს...

ხო, მაგაზე არ მიფიქრია...

ვითომ, რობოროვსკები სირიულებზე გემრიელები არიან? http://smayliki.ru/smilie-1227083943.html

Posted by: Uxeiro 24 Jan 2018, 15:26
QUOTE (MITIATO @ 24 Jan 2018, 15:08 )
ვითომ, რობოროვსკები სირიულებზე გემრიელები არიან? http://smayliki.ru/smilie-1227083943.html

biggrin.gif
არ ვიცი, მე არ ვარ ის გველი

Posted by: Tengu 24 Jan 2018, 16:46
გამარჯობათ,სულ რამოდენიმე დღეა რაც ზაზუნა ვიყიდე მაინტერესებს რამე აცრა ან რამე ასეთი სახის მკურნალობა თუ სჭირდება, კიდე მისი ნაკბენი რამე სირთულეებს თუ იწვევს და თუ იწვევს როგორ ავირიდოთ ეს სირთულეები

Posted by: E madame 6 Feb 2018, 11:49
ხელოუ ფიფლ.... არასდროს არ მყოლია ზაზუნა და მეგობარმა მაჩუქა გუშინ მოვიყვანე ... აკვარიუმში მყავს ნახერხი უყრია. მუყაოს სახლიც აქვს სერიოზულად ერთობა ხან მთელ აკვარიუმში დაარბენინებს მერე გაასწორებს და შიგ წევს თან მთელ საჭმელს შიგ ეზიდება... მერე ფოტოსაც დავდებ ცოტა გრძელბეწვიანია და ბოლოები ისე აქვს გაზრდილი მთელ კილო ნახერხს დაატარებს უკანალით და მეცოდება რომ შევკრიჭო ხომ არ დაისტრესება ვარცხნილობით? biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

Posted by: MITIATO 6 Feb 2018, 16:17
E madame
QUOTE
რომ შევკრიჭო ხომ არ დაისტრესება ვარცხნილობით?


არა.
მეც ვაჭრიდი ხოლმე.

Posted by: E madame 6 Feb 2018, 16:38
MITIATO
შევკრეჭ დღეს ... თორე დაატარებს მოსასხამივით biggrin.gif

Posted by: E madame 8 Feb 2018, 09:53
ჩვეულებრივად პატარა ბავშვია sad.gif შუაღამეზე გამაღვიძა ხმაურმა თავისი მუყაოს სახლი ჰქონდა გაგდებული და დაარბენინებდა აკვარიუმში... იმ დონეზე უნდოდა ამოსვლა და სირბილი ხელი რომ ჩავყავი ზედ ამომაცოცდა მკლავზე. ერთი ნახევარი საათი ირბინა საწოლზე მერე იატაკზე გამოიკვლია მერე ძალიან რომ მომერია ძილი ჩავსვი ისევ თავის აკვარიუმში და ერთი 5 წუთი ფეხზე იდგა ისევ. ცოტა დიდი ზომის ბორბალი ვერად ვერ ვიპოვე სადაც მივედი და ამ ზოომაღაზიებში კიდე ზაზუნები ძაან დაჩაგრულები არიან ნორმალურად არაფერი აქვთ ... წესიერ დიდი ზოომაღაზია მითხარით რა სად არის რო ცოტა გასართობები ვუყიდო მეცოდება sad.gif

Posted by: E madame 9 Feb 2018, 10:47
user posted image

user posted image

ფაკუნდო user.gif ძლივს მოვიხელთე ფოტო რომ გადამეღო დარბის გიჟივით სულ

Posted by: tozi777 16 Feb 2018, 17:20
E madame
ძალიან საყვარელია,
მე არ გირჩევდი რომ მოაჭრა, იმიტომ რომ თვითონ სუფთავდებიან ხოლმე, ჩემი ბილი მაგალიტად, არაა "თმიანი" ჯიშის, მაგრამ ყოველ გამოყვანაზე, რომ შედის სახლში თვითონ იწესრიგებს ყველაფერს ფეხებიდან დაწყებული ქოჩრამდე დამთავვრებული. უბრალოდ კვირაში ერთხელ გაუსუფთავე ნახერხი რომ "ცურცლები" არ აყვეს მერე..

Posted by: Gu3st 26 Sep 2018, 12:39
ჰაი გაიზ,

დიდი ინფო დევს ამ თემაში და რაღაცეებიც წავიკითხე მაგრამ მაინც მინდა რჩევა..

ჩვენს პირობებში, პატარა ზაზუნა მინდა რამე, უპრობლემო და უწყინარი ))

ერთი მოვლის საკითხი მაფიქრებს, რამდენად ხშირად უნდა გალიებს წმენდა, მოვლა და ა.შ

ასევე გალიის მოწყობაც მინდა კარგად, და რამდენად შესაძლებელია ჩვენთან?

Posted by: MITIATO 26 Sep 2018, 20:21
Gu3st
QUOTE
პატარა ზაზუნა მინდა რამე, უპრობლემო და უწყინარი ))

ყველა ზაზუნა პატარაა. თუ კარგად მოუვლი, პრაქტიკულად, არანაირი პრობლემა არ აქვთ ჯანმრთელობის მხრივ. ასევე, თუ მიიჩვევ და არ აწვალებ ხოლმე, უწყინრებიც არიან. უმიზეზოდ არ იკბინიებიან.

QUOTE
რამდენად ხშირად უნდა გალიებს წმენდა, მოვლა და ა.შ

მე 2-3 დღეში 1-ჯერ ვუცვლი ტუალეტს და ვუმატებ ახალ საჭმელს.

QUOTE
გალიის მოწყობაც მინდა კარგად, და რამდენად შესაძლებელია ჩვენთან?

ეგ ძალიან დიდი პრობლემაა. ელემენტარულად, ზაზუნასთვის გამოსადეგი ზომის ბორბალიც კი არ იყიდება აქ.
გალიების უმეტესობაც არ არის ზაზუნასთვის საჭირო ზომის.
მაგრამ მოძებნა შეიძლება.

Posted by: Gu3st 27 Sep 2018, 11:37
MITIATO
ანუ მთლიანი ნახერხის და ამბების შეცვლა ეგრე ხშირად არ უნდა? მარტივად იცვლი მხოლოდ ტუალეტს?

რა ჯიშს მირჩევ და სად იყიდება ეგენი? მაიმარკეტზე ვნახე რამდენიმე ვარიანტი..

მადლობა..

Posted by: MITIATO 28 Sep 2018, 17:12
Gu3st
QUOTE
ანუ მთლიანი ნახერხის და ამბების შეცვლა ეგრე ხშირად არ უნდა?

არა. ნუ, რაღაც თვეების მერე ცურცლებით იფარება ყველაფერი და მაშინ ვცვლი ხოლმე.
მოფსმით კიდე, მარტო ტუალეტში ფსამს. სულ რომ მომაკვდავი იყოს და საჭმელსაც რომ არ ჭამდეს.
QUOTE
მარტივად იცვლი მხოლოდ ტუალეტს?

კი.
სპეციალური ფაიფურის ტუალეტია, რომელიც გალიის კარშიც ადვილად ეტევა.

QUOTE
რა ჯიშს მირჩევ და სად იყიდება ეგენი?

ზაზუნებს ჯიშები არ აქვს. ერთი სახეობის ზაზუნები ერთმანეთისგან მხოლოდ ბეწვის ფერითა და სტრუქტურით განსხვავდებიან.
ჩვენთან სირიული ზაზუნაა უფრო გავრცელებული. ამ ბოლო დროს შემოიყვანეს ჯუნგარული.
სირიული ზაზუნა ლამის ყველა ზოომაღაზიაში იყიდება. 10 ლარამდე ღირს.
ჯუნგარულები პასაჟში მყავს ნანახი და მგონი, აგრარულის საშენშიც ყავთ. 20 თუ 25 ლარად ყიდნენ.

ვიზუალურად რომელიც მოგწონს, ის აიყვანე. მოვლა ორივეს ერთნაირი უნდა.

Posted by: Gu3st 1 Oct 2018, 22:23
MITIATO
აჰა, ანუ მოფსმის კულტურა აქვს მხოლოდ თავის ადგილზე და ცურცლებს უბერავს ყველგან ხო?


რო ეჩვეოდეს ერთ ადგილზე ორივეს მოსაქმებას, გაუღებდა კაცი გალიას და მიცემდი თავისუფლებას, კაი იქნებოდა..

Posted by: Dato_84 19 Jun 2019, 10:31
Gu3st
ტუალეტს ეჩვევა თავიდან რო ჩასვავ გალიაში ადგილს ამოარცჰევს თავისით და ან მანდ დაუგამ რამეს ან თუ მაინც და მაინც გინდა რომ სხვაგან იაროს ქაღალდს არ რამეს დაუფენ სადაც პსავს რო სუნი აიღოს და სადაც დაუდებ და თავის სუნს რო აირებს იქ მოპსავს ხოლმე ადვილად ეჩვევა
* * *
იყიდება 2 ზაზუნა სირიული გავყიდი მხოლოდ ოერვეს ერთად ცალცალკე არ ვყიდი ფასი 20 ლარად 4 თვისები და ორივე დედალია
მყვანან აკვარიუმში ანუ გალიას ვერ გაგატანთ მხოლოდ ზაზუნები!
მსურველი შემეხმიანოს 555908952 დათო

VIDEO https://youtu.be/96UttWnkCEU


---------------
user posted image
user posted image
user posted image
user posted image
user posted image
user posted image

Posted by: @Schizophrenic 12 Jul 2019, 23:36
ახლობელმა დამიტოვა ზაზუნა 3 თვით მოსავლელად და კიტრს ვაჭმევ ხოლმე სულ მეტს არაფერს და ხოარაფერი მოუვა? დღეს ბანანიც ჩავუგდე და შეჭამა მთლიანი biggrin.gif მაგრად გამიკვირდა უნივერსიტეტში ვიყავი და 4 საათში როგორ შეჭამა მთლიანი ბანანი lol.gif lol.gif
აქ სურათები დავათვალიერე და ასეთი არარის გრძელი ბეწვი აქ და დიდია, ზღვის გოჭს გავს მარა ზაზუნაა უეჭველიო ვინც დამიტოვა და არსებობს ეგეთი ზაზუნებიც თუ ეშლება იმას?

Posted by: PAINKILLER 15 Jul 2019, 17:24
@Schizophrenic

სურათი გადაუღე და დადე აბა smile.gif ზაზუნა ბანანს მგონი არ უნდა ჭამდეს

Posted by: marimari11 14 Oct 2019, 15:42
ვიამე მიშველეთ მგონი ზაზუნა მომიკვდა
პატარა ზაზუნები მყავს, ჯუნგარული
ვერ ვხვდები მოკვდა თუ ძინავს
დავგუგლე და შეიძლება ძინავსო და გამოღვიძების ხერხებიც ეწერა

ვერ ვატყობ სუნთქვას თუ არა. თითქოს გულის ცემა აქვს

მიშველეთ რა sad.gif(( არ მინდა მოვკდეს
* * *
PAINKILLER
Dato_84
MITIATO
იქნებ დამეხმაროთ sad.gif

Posted by: narmonana 14 Oct 2019, 18:56
marimari11
ხელი დააადე,ცივი თუა მოკვდა ესეიგი

Posted by: marimari11 14 Oct 2019, 19:02
narmonana
მგონი ცივია sad.gif((( ხვალ კიდე ვნახავ

ის მეორე მიუწვა ეხლა, ჩAეხუტა და ძინავს
weep.gif weep.gif ჩემი ბრალია, მე მოვკალი, მე გავაცივე
მაგრამ არ ვიცოდი

Posted by: narmonana 14 Oct 2019, 19:43
marimari11
ცუდია,მაგრამ რას იზამ,სუსტები არიან ძალიან ზაზუნები....


Posted by: PAINKILLER 14 Oct 2019, 21:28
QUOTE
სუსტები არიან ძალიან ზაზუნები....

narmonana

გოჭები ბევრად ამტანები არიან, ზღვის გოჭები ანუ

Posted by: marimari11 15 Oct 2019, 15:34
დღეს მეგობარმა არაა ცივიო :დ ვერ გავიგე
მივიყვანეთ ვეტერინართან და ვერ გვიპასუხეს
არ ვიცითო :|

Posted by: PAINKILLER 15 Oct 2019, 16:18
QUOTE (marimari11 @ 15 Oct 2019, 15:34 )
დღეს მეგობარმა არაა ცივიო :დ ვერ გავიგე
მივიყვანეთ ვეტერინართან და ვერ გვიპასუხეს
არ ვიცითო :|

ვეტერინარმაც ვერ გაიგო რა სჭირს? biggrin.gif


https://veterinary-practice.com/article/is-my-hamster-hibernating-or-dead


თუ სიგრილეა ოთახში, შეიძლება სძინავს ზამთრის ძილით (ჰიბერნაციას რომ ეძახიან)




ჩემს წითელყურა კუებს დაემართათ ეგრე, გათბობა არ მქონდა აკვარიუმში და ჰიბერნაციის რეჟიმში გადავიდნენ, საჭმელს საერთოდ არ ჭამდნენ და თითქმის არ მოძრაობდნენ, ძლივს მოვიყვანე აზრზე smile.gif




ზაზუნას გამოღვიძება უფრო ადვილი უნდა იყოს წესით, უბრალოდ თბილ ოთახში შეიყვანე, 23-25 გრადუსი მაინც რომ იყოს, ან ნათურა დაუყენე გალიასთან

Posted by: marimari11 15 Oct 2019, 22:38
QUOTE (PAINKILLER)
თუ სიგრილეა ოთახში, შეიძლება სძინავს ზამთრის ძილით (ჰიბერნაციას რომ ეძახიან)


ხო სიცივე იყო ოთახში და მაგიტომ მგონია რომ ძინავს და არ მოკვდა
QUOTE (PAINKILLER)
ვეტერინარმაც ვერ გაიგო რა სჭირს?

აზრზე არ იყო არაფრის
მე მეტი ვიცოდი

Posted by: PAINKILLER 16 Oct 2019, 00:52
QUOTE
ხო სიცივე იყო ოთახში და მაგიტომ მგონია რომ ძინავს და არ მოკვდა

marimari11

გულისცემას მაინც ვერ გრძნობ?? ძალიან გაიშვიათებული ექნება მაგრამ მაინც უნდა იგრძნო


ჰიბერნაციის დროს სხეულის ტემპერატურა გარემოს ტემპერატურის დონეზე დგება, რომ ზედმეტი ენერგია აღარ დახარჯოს სხეულის გათბობაზე, შესაბამისად მკვდარს და ჰიბერნაციაში მყოფს ერთი ტემპერატურა ექნებათ smile.gif


თუმცა თუ ცოცხალია, გარდა გულისცემისა, კუნთებიც რბილი უნდა ჰქონდეს და სახსრები ადვილად უმოძრავებდეს


მეტი სხვა არ ვიცი, პათოლოგოანატომი არ ვარ, აიტიშნიკი ვარ biggrin.gif

Posted by: marimari11 16 Oct 2019, 13:37
PAINKILLER
biggrin.gif მადლობა

აუ რა ვიცი დედაჩემმა ცოცხალიაო და გვიდევს biggrin.gif გავახვიეთ ნაჭერში რომ თბილად იყოს

Posted by: Devilhunter 27 Dec 2019, 17:09
გამარჯობათ.
ზაზუნის შარდს მოწითალო ფერი დაკრავს უკვე მეორე დღეა, თავიდან წითელ ბულგარულ წიწაკას დავაბრალე, მაგრამ მგონი სისხლია =/
დავსერჩე და ინფექციაა მგონი, ანტიბიოტიკი ჭირდება.
სად შემიძლია შევიძინო, ან როგორ უნდა დავალევინო ზაზუნას ანტიბიოტიკი biggrin.gif

Posted by: giorgevich23 16 Jan 2020, 12:43
ორი ზაზუნა მყავს ,ერთი ასაკისები,ერთად დაიზარდნენ გალიაში,ეხლა უკვე ჩხუბი დაიწყეს.რა შეიძლება იყოს მიზეზი?

Posted by: Ermalo 20 Jan 2020, 02:06
გამარჯობა, მოკლედ ზაზუნა მაჩუქეს და გიჟია ჩვეულებრივი, ხელს ვერ ვკიდებ, სუ იკბინება, გალიას ღრრნის მთელი დღე სულ გაქცევაზეა, ამ თავის ბორბალში რო დარბის ჩერდება ხოლმე წინ იყურება და არგძელებს მერე ისევ(მემგონი გონია რო გაიქცევა) მოკლედ არანაირი შეხება არ მქონია აქამდე ზაზუნასთან, რისი ბრალი შეილება იყოს ესეთი აგრესია? მირჩიეთ რამე როგორ შეიძლება დავიმეგობრო თორე მეც გადამიყვანს ჭკუიდან და თვითონაც გაგიჟდება ბოლოს. პატარა ბურთი მაქ იმაში ვაძვრენ ხოლმე ძლივსძლიობით რო არ მიკბინოს და ცოტახანი ოთახში ვარბენინებ ხოლმე ცოტა რო განიტვირთოს მარა მაინც არ შველის მთელი დღე გალიის ღრღნით არის დაკავებული და რაღაცით დამეხმარეთ ძალიან გთხოვთ )))

Posted by: Мiami 21 Jan 2020, 16:31
მარტო რამდენი ხანი ძლებს? 3 დღე რო წავიდე საჭმელი და წყალი დავუტოვო გაძლებს?

Posted by: Ermalo 23 Jan 2020, 05:44
QUOTE (Мiami @ 21 Jan 2020, 16:31 )
მარტო რამდენი ხანი ძლებს? 3 დღე რო წავიდე საჭმელი და წყალი დავუტოვო გაძლებს?

მე ძაან ახალი ვარ მეგობარო ამ თემაში მარა წყალი უეჭველი ეყოფა და მგონი საჭმელიც რო გამოუვსოსავით ცოტა ცოტა აქაიქ მიუყარო უნდა იცოცხლოს.

Posted by: escape 24 Feb 2020, 06:37
გამაჯრობა გალია დაახლოებით რამხელა უნდა იყოს კომფორტულად რომ იყოს ზაზუნა და ფასები ხომ არიცით მთლად ისეთიც არა რომ გავიწეწო და სად ვიყიდი ხარისხიან გალიებს ნორმალურ ფასად

Posted by: acdachi 4 Nov 2020, 09:39
გამარჯობა,
როგორც ვატყობ ძალიან არააქტიური თემაა, მაგრამ იქნებ მირჩიოთ ვინმემ
მთელი ღამე არ ძინავს და ბორბალზე თამაშობს და მერე მთელი დღე ძინავს, 15 წუთით თუ ამოვიყვან და მაშინაც დასაძინებელ ადგილს ეძებს smile.gif))

ყველა ეგრეა თუ ამას აქვს არეული გრაფიკი ან რა შეიძლება მოვუფიქრო

პ.ს წყალს როგორ ასმევთ?
იმ დანადგარიდან ვერ ხვდება აშკარად როგორ უნდა დალიოს და თითს ვისველებ და ისე ვალოკინებ ხოლმე

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)