#56043712 · 25 Mar 2020, 00:10 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
რას ფიქრობთ, როგორ შეიძლება მაქსიმალურად თავი დაიცვას იმ ადამიანმა, ვისაც ყოველდღე უწევს ახლო კონტაქტი სხვადასხვა უცხო ადამიანთან. ეს იქნებიან ფარმაცევტები აფთიაქში, მოლარეები, კონსულტანტები თუ ტაქსის მძღოლები. რა უნდა გააკეთონ იმისათვის, რომ თავი 100%დაიცვან?? გასაგებია, რომ უნდა გაიკეთონ პირბადე და ხელთათმანი, მაგრამ ეს პირბადეც ხომ 1-2 საათიანია. როგორ უნდა გადააგდოს პირბადე ყოველ 2 საათში ტაქსის მძღოლმადა ახალი გაიკეთოს, როცა ამხელა ფასი აქვს.? ან კიდევ თვალები რითი უნდა დაიცვან. ან ტანსაცმლით ხომ შეიძლება მიიტანონ სახლში ვირუსი. მოკლედ ავიღოთ ტაქსის მძღოლი და ვურჩიოთ როგორ შეიძლება 100% უსაფრთხოდ გააგრძელოს მუშაობა, ოღონდ რაც შეიძლება ეკონომიურად
--------------------
ಠ~ಠ 比诶提伊吾艾马艾 ಠ~ಠ
|